Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. კაცოოვ... სად ეძებთ პრობლემას? აგიხსნით რაც ხდება... მოკლედ ზოგიერთ მაზერის მწარმოებელს არ აკმაყოფილებს სატა პორტების რაოდენობა რაც არის ჩიპსეტზე, ამიტომ მწარმოებელი მაზერს უყენებს ახალ სხვა დამატებით სატა კონტროლერს PCIe სალტეზე რომ მაზერს ჰქონდეს უფრო მეტი სატა პორტი, ასევე ეს შეიძლება იყოს IDE-ს შემთხვევაშიც, აი მაგალითად მწარმოებელი აწყობს ახალ მაზერს, დააყენა ჩიპსეტი მაგრამ აღმოჩნდა რომ აიდი კონტროლერი ამ ჩიპსეტს არ გააჩნია, მწარმოებელს კი უნდა რომ მაზერს მაინც ქონდეს აიდი კონტროლერი, ამიტომ აიღებენ ცალკე აიდი კონტროლერის ჩიპს და დასვავენ PCI/PCIe-სალტეზე მერე გაუკეთებენ პორტს და სულ ესაა აიდის მხარდაჭერაც ექნება მაზერს. შენს შემთხვევაშიც სწორედ ასეა მწარმოებელმა შენს მაზერს დამატებითი პორტებისთვის დაუმატა დამატებითი სატა კონტროლერის ჩიპი და სწორედ მაგიტომ წერს ვინჩესტერს ვერ ვხედავო რომ შენ ვინჩესტერი მიერთებული გაქვს ჩიპსეტის სატაზე და არა ამ დამატებით სატაზე და სწორედ იმ დამატებითი სატას ბიოსი წერს ჩემზე შეერთებული არაფერიაო. წეღან რომ შენ სატას კაბელი გადაანაცვლე ალბათ დააერთე ამ დამატებით სატაზე და მაგიტომ მიიღე ბლუ სქრინი, იმიტომ რომ ვინდოუსი დაყენებული და მორგებული იყო ჩიპსეტის სატას კონტროლერზე და შენ გადააერთე ამ დამატებითზე, ამიტომ ვერ იცნო სისტემა ნორმალურად და მაგიტომაც დააბლუსქრინა. მოკლედ ეს პრობლემა არაა არაფერი.
  2. +1, DDR ტექნოლოგია ნიშნავს რომ მეხსიერების მოდულს სიხშირის ერთ ტაქტში შეუძლია 2 ინფოს გატარება კონტროლერისკენ, ამიტომ ეფექტური სიხშირე ყოველთვის უნდა გაამრავლო 2-ზე რომ მიიღო ეფექტური სიხშირე და ეფექტური სიხშირე ყოველთვის 2-ზე უნდა გაყო რომ მიიღო ტაქტური სიხშირე.
  3. ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე აბა და მერე მემტესტი გაუშვი ანუ ოპერატიულები გატესტე. Hiren's BootCD-შია მსგავსი უტილიტები, მათ შორის მემტესტიც.
  4. საინსტალაციოა დაზიანებული, სხვა საინსტალაციო დისკი სცადე ანუ ფლეშკაზე სხვა ვინდოუსი სცადე.
  5. მეხმა ხომ არ ხია?(სასაცილოა მაგრამ ხდება ხოლმე ) სავარადოდ დამოკლებულია რომელიღაც პორტი რა.
  6. HDD LOW LEVEL FORMAT TOOL-ით სცადე მთელი ვინჩოს დაფორმატება და მერე HDD Regenerator გაატარე და დიდი შანსია ვინჩოს ეშველოს. მერე მემტესტიც გაატარე.
  7. ანუ შენ გინდა თქვა რომ მაგ მაზერს ოპერების მხრივ ბაგი აქვს? ერთი ოპერატიული დააყენე და მემტესტი გაუშვი აბა.
  8. ეგ რათქმაუნდა ეგრე იქნებოდა, იმიტომ რომ ჩიპსეტზეა სატა კონტროლერი ანუ მიერთებულია ვინჩესტერი, როცა ოპერაციული სისტემა ყენდება იქ სისტემა აყენებს შეასაბამის პარამეტრებს MBR-ში იმ ჩიპსეტის გათვალისწინებით რაზეც ეგ ოსი ყენდება, მერე უკვე რომ დააერთებ სხვა ჩიპსეტზე ის ოპერაციული სისტემა ვეღარ ცნობს ნორმალურად რა ნიტოდ ეჩვენება და იმიტომ აღარ უშვებს.
  9. დრაივერი აყენია? ან საერთოდ wifi კონტროლერი აქვს მაგ ლეპტოპს?
  10. სხვათაშორის სოსოს სტატია ბევრ შემთხვევაში არ ამართლებს პირადად გამოვცადე, ჯობს ისევ მწარმოებლის სოფტით დაფლეშო ოფიციალური მეთოდებით.
  11. რა სისულელეა სატა დრაივერების პრობლემაა... საინსტალაციო რა შუაშია. მწარმოებლისგან გადმოქაჩე სატა დრაივერები და Nlite-ით ჩააინტეგრირე ვინდის საინსტალაციოში, ან ბიოსიდან შეცვალე სატას AHCI/RAID რეჟიმი სტანდარტულ IDE-ზე.
  12. ოპერები გატესტე აბა მემტესტით + ვინჩესტერზე გაატარე HDTune და ნახე შედეგები.
  13. პირველ რიგში გაუმარჯოს! ეხლა კიდევ ბოდიშით თუ არასწორად გავხსენი თემა... 1. 400 დამუშავებული ფოტო 200 ლარი/ვიდეო მომსახურებით 400 ლარი(ხანგრძლივობა 60 წუთი); 2. 600 ფოტო 300 ლარი; 3. 600 ფოტო + ვიდეო მომსახურება 600 ლარი (ხანგრძლივობა 60 წუთი) მოგემსახურებათ 2 ფოტოგრაფი. საკონტაქტო ნომერი: 599 25 68 89 ან 593 909 643 თუ ვინმეს დაგჭირდათ მაინც...
  14. კვების სუნი მცემს, მოდი იცი რა გააკეთე? მაზერიდან გამოაძრე ყველა დამატებითი მოწყობილობა, ანუ ვიდეოკარტა ამოიღე(თუ ინტეგრირებული აქვს იმაზე შეაერთე თუ არა და არ გინდა საერთოდ შეერთება), ოპერები ამოაძრე ყველა, ვინჩესტერი გამოაძრე, დისკ წამკითხავი გამოაძრე. ანუ დატოვე მარტო მაზერი+კვება+პროცესორი თავისი ქულერით. ჩართე და ნახე ქულერების მიხედვით კიდევ გაითიშება თუ არა, თუ არ გაითიშა მერე თანიმდევრობით ჩააწყე ისევ ნაწილები და რომელ ნაწილზეც იგივეს გააკეთებს ესეიგი იმ ნაწილის ბრალია. თუ კიდევ გაითიშა კვება ითხოვე ვინმესგან და ისე სცადე თუკიდევ ისე ქნა მაშინ უეჭველი მაზერის ბრალია. P.S. ყველაფერს რომ გამოაძრობ და ჩართავ შეიძლება მაზერმა წრიპინი დაიწყოს მაგრამ არ მიაქციო ყურადღება, შენ მხოლოდ იმას მიაქციე ყურადღება გააკეთებს თუ არა ისევ ისე.
  15. შეუძლებელია რათქმაუნდა, რაც ჩიპსეტშია გათვალისწინებული იმ გამტარობით იმუშავებს, ჩიპსეტში შენ ვერაფერს შეცვლი.
  16. PCIe არის არა მხოლოდ სლოტი ეს არის სალტე, რომელიც ატარებს ინფორმაციას პროცესორისკენ, უფრო სწორად ჯერ ჩიპსეტისკენ და შემდეგ ჩიპსეტი ანაწილებს ინფორმაციას პროცესორისკენ, ანუ ეს არის გზა რომელიც მიდის სლოტიდან ჩიპსეტამდე, ამ "გზას" შეუძლია გაატაროს რაიმე მოცულობის ინფორმაცია წამში მაგალითად PCIe-ის პირველი სპეციფიკაცია ატარებდა 250MB-ს წამში შემდეგ მერე სპეციფიკაციაში ეს უკვე გაორმაგდა და ატარებს 500მბ-ს წამში მესამეში კიდევ გაორმაგდა და ა.შ. ნელნელა იხვეწება. ამ სალტის სიხშირე კი არის 100მჰზ და არის სინქრონული სიხშირე ზოგიერთ შემთხვევებში ანუ როდესაც ვზრდით პროცესორის ბაზისურ სიხშირეს(კონკრეტულად FSB ანუ სისტემური სალტის სიხშირეს) ეს 100მჰზ-იც შესაბამისად იმატებს. რაც შეეხება დასახელებას PCIe x16, x8, x1 და ა.შ. ნიშნავს იმას რომ ეს მთლიანი "გზა" შედგება 16, 8 ან 1 ან სხვა რაოდენობის PCIe სალტეებისგან, ანუ გამოდის რომ პირველი სპეციფიკაციის შემთხვევაში როდესაც გვაქვს 16x გამოდის რომ სლოტის მთლიანი გამტარობა არის დაახლოებით 4 გიგაბაიტი წამში ანუ 16x 250MB წამში, ანუ როგორც ხვდებით რაც მეტია ინფორმაციული სალტის რაოდენობა ერთიანობაში სლოტი უფრო სწრაფია და უფრო მეტი ინფორმაციის გატარება შეუძლია ჩიპსეტისკენ. სლოტს რაც შეეხება მთავარია სლოტის ზომა ემთხვეოდეს ვიდეო დაფის ზომას და ის იმუშავებს, მაგრამ ხდება ხოლმე რომ გვაქვს ვიდეო ბარათი რომელიც საკმაოდ ახალია და აქვს PCIe 2.0 სპეციფიკაციის მხარდაჭერა ანუ შუძლია გაატაროს 16x500MB წამში, მაგრამ შეიძლება გვქონდეს მაზერი რომელსაც აქვს 1.0 ან 1.1 სპეციფიკაციის მაზერი რა ხდება ამ შემთხვევაში? რა ხდება და ვიდეო დაფა მუშაობს იმ სიჩქარეზე რამდენიც საშუალებასაც მაზერი აძლევს, ანუ ვიდეო დაფა სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ასევე საინტერეესოა ის ფაქტი როდესაც გვაქვს ვიდეო დაფა რომელიც არის PCIe x1 ან X4 სლოტის ზომის(საქართველოში ასეთს ვერ იშოვით), რაც არ უნდაგასაკვირი იყოს ის ჩაჯდება x16 ზომის სლოტში( ფიზიკურად უფრო დიდია ეს სლოტი) და იმუშავებს კიდევაც, ოღონდ რათქმაუნდა იმ სიჩქარით რამდენის შესაძლებლობაც ექნება ვიდეო დაფას, ანუ X16 შეიძლება აღნიშნავდებს სლოტის ზომასაც და ინფორმაციული სალტეების რაოდენობასაც, მაგალითად შეიძლება შეხვდეთ ასეთ წარწერას მაზერის სპეციფიკაციებში PCIe x16 Slot(Only 4x mode) ანუ ეს ნიშნავს იმას რომ მაზერზე აყენია ჩვეულებრივი X16 ზომის სლოტი მაგრამ მიბმული აქვს მხოლოდ 4 ინფორმაციული სალტე(გზა) ამიტომ ვიდეო დაფა კი ჩაჯდება უპრობლემოდ მაგრამ იმუშავებს მხოლოდ 4 x 250MB წამში(ან უფრო მეტი გააჩნია სპეციფიკაციას), სულ რომ 2.0 ვიდეოკარტა ჩავარჭოთ ის მაინც იმ სიჩქარეზე დადგება რამდენზეც მაზერს შეუძლია ამ შემთვევაში 4x. PCIe-ის სპეციფიკაცია, სლოტების რაოდენობა, სიხშირის სინქრონულ/ასინქრონულობა კი დამოკიდებულია ჩიპსეტზე, სწორედ ჩიპსეტშია ამ სალტის კონტროლერი, მაგალითად მე როგორც მახსოვს ინტელის P35 ჩიპსეტიდან იწყება PCIe-ის მეორე სპეციფიკაციის გამოშვება(შეიძლება არასწორად მახსოვს). მაზერის მწარმოებელი კი აყენებს ჩვეულებრივ ჩიპსეტს მაზერზე და მერე დააყენებენ შესაბამის სლოტს მერე მიაბავს ჩიპსეტზე ამ სლოტს და ვსო ვიდეოს სისტემა მზადაა. თუ მწარმოებელმა მაზერზე დააყენა ჩიპსეტი რომელშიც დევს AGP 4x(ძველი ინტერფეისია PCIe-მდე ეს ინტერფეისი ემსახურებოდა კომპებს ვიდეოდაფების მხრივ, 2004 წელს შეცვალა უკვე PCIe-მა) კონტროლერი შესაბამისად სლოტსაც დააყენებს AGP 4X-ისას.
  17. რათქმაუნდა დააბლუსქრინებდა, რაზგონზე თუ გქონდა პროციკა შესაბამისად ოპერების სიხშირეც მომატებულია და 450-ზე დგას და არაა გასაკვირი რომ დაგალიმიტებდა, მითუმეტეს იგივე მწარმოებლის კიტი არაა თან 450 მეგაჰერცზე აყენია 400 მეგაჰერცის ტაიმინგები და სტანდარტული 1.8 ვოლტი(ალბათ).
  18. hdtune გაატარე ერორ სქანზე და Health ტაბის სქრინი დადე, CPU-Z გადაწერე და მემორი და SPD ტაბების სქრინებიც დაყარე.
  19. ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, მაგალითად ვინდოუსი, დრაივერები, ინტეგრირებული მოწყობილობები, ბიოსის არასწორი კონფიგურაცია(იგულისხმება არასწორი რაზგონიც), პროცესორის და მაზერის ბიოსის არათავსებადობა, ვირუსები, ოპერატიულები, ვინჩესტერი და ა.შ. დაწერე აბა რა კონფიგი გაქვს რა OS და ჯერჯერობით მემტესტი გაატარე.
  20. FAT-ში თუ იყო სხვა ვინდოუსზე ეხლა სევენი fat-ს ვერ აღიქვამს, უნდა დააკონვერტო ეგ დისკი NTFS-ში და წესით უნდა გამოსწორდეს პრობლემა, რავიცი ერთი ვერსია ესაა...
  21. საინტერესო შემთხვევაა... ოპერებზე აბა მემტესტი არაფერს გეუბნება?
  22. ლუბიო LiveCD წავა მაგ საქმისთვის.
  23. უნდა სცადო, მაგრამ არაა რეკომენდირებული სხვა ვიდეოს ბიოსით დაფლეშვა, სცადე იქნებ გამოვიდეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის აუცილებლად გააკეთე ახლანდელი ბიოსის ბექაფი.
  24. რა დროს AGP-ია? აეროს ვერ ჩართავ როგორც მე მახსოვს სევენზე და მაგ კარტაზე, Starter დააყენე უკიდურეს შემთხვევაში.
  25. დააყენე ორიგინალი ვინდი(ამ ფორუმზე იპოვი) + დააყენე მწარმოებლის საიტიდან გადაწერილი დრაივერები.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.