-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
დაწვით ვერ დაწვავ ბიოსის განახლებით. ბიოსი არის მარტივი პროგრამა რომელიც ჩაწერილია Flash ROM ჩიპში ანუ მეხსიერებაში, და განახლება არის უბრალოდ ამ პროგრამის ახლით შეცვლა. დაწვით არა მაგრამ ხშირია შემთხვევები როდესაც ბიოსის განახლების პროცესი შუაში გაწყდეს რაიმეს გამო ამ დროს შეიძლება ბიოსის დასაფლეშ პროგრამას ძველი ბიოსი უკვე წაშლილი ჰქონდეს და ახალი არ ჰქონდეს ჩაწერილი, ლოგიკურად კომპიუტერი აღარ ჩაირთვება თუ ასეთი რამე მოხდა. მაგრამ არსებობენ მაზერები რომლებსაც აქვთ ფუნქცია, როდესაც ბიოსი დაზიანდება აღადგინო, მაზერის დისკით, ან ფლოპიზე ჩაწერილი შესაბამისი ვერსიის ბიოსით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მაზერებს არ აქვთ ეს ფუნქცია, თუ არ აქვთ ეს ფუნქცია მაშინ უნდა გამოიყენოთ სპეციალური პროგრამატორი, რომელიც აღადგენს ამ დაზიანებულ ბიოსს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბიოსის განახლებით არ არსებობს რაიმე დაიწვას!!! მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. საჭიროების გარეშე ბიოსის დაფლეშვა არაა რეკომენდირებული, უნდა დაფლეშო იმ შემთხვევაში, თუ პროცესორს ჩაუდგავ ახალს, და ეს ძველი ბიოსი სრულად ვერ აღიქვამს მიკრო კოდს. ან თუ რაიმე სისტემური პრობლემა აქვს კომპიუტერს და ახალ ბიოსის ვერსიაში რაიმე Fix-ი არის.
-
ერთი შესწორება მინდა შევიტანო, ბიოსი არ ერთიანდება სამხრეთ ხიდის ჩიპში... უმეტეს შემთხვევებში ბიოსის FLASH ROM მეხსიერება მიბმულია LPC ინტერფეისის ჩიპზე(Super I/O). ეს Super I/O კი მიბმულია სამხრეთ ხიდის ჩიპში.
-
მე რატომღაც ელემენტის ბრალი მგონია რა, ანუ დამჯდარი შეიძლება იყოს ელემენტი და კონფიგურაციას ვერ ინახავს ვინჩესტერისას. ან ისე ბიოსის განახლებაც კარგი აზრია ოღონდ შესაბამისი Fix-ი თუ არის განახლებაში იმ შემთხვევაში. რა მაზერია დაწერე აბა თუ 478 სოკეტია ბიოსის განახლებას არ გირჩევ იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ მაზერი საერთოდ იბრიდება განახლების დროს, პირადი გამოცდილებიდან გეუბნები. არა არა ეგ ნორმალურია სარეზერვო მეხსიერებას მიაქვს კიდევ და ფაილური სისტემაც ზუსტად ვერ აღიქვამს მოცულობას ამიტომ ეგ ნორმალურია.
-
ჩიპსეტის პრობლემის სუნი მცემს :)
-
ბიოსის ელემენტი შეცვალე და არ უშველა? ჩამოყრაზე არ მაქვს საუბარი.
-
როცა ჩართავ პროგრამა HDTune გაუშვი აბა და Health ტაბი ნახე რას გიწერს, სადმე ან შეცდომას დაგიწერს ან გაფრთხილებას და ან სქრინი დადე მაგ ტაბის. ისე 90% მეც კვება მგონია.
-
ბიოსის ელემენტი შეცვალე აბა და დეფაულტზე ჩამოყარე თუ კიდევ ეგრე ქნა დაწერე.
-
სხვა დისკით სცადე. ამ ფორუმზე იპოვი ორიგინალი ვინდის საინსტალაციო იმიჯს ის გადაწერე და სცადე.
-
ოპერების ბრალი რომ იყოს მაშინ როცა არ ჩაირთვება, ამოიღე ოპერები სლოტები და ფეხები გაუწმინდე და ჩასვი, თუ ჩაირთო ესეიგი ეგაა.
-
BootBlock არის ნახსენები?
-
მოკლედ თუ ამას გიწერს ბიოსის ფაილი არ მოერგო რატომღაც სისტემას დაფლეშვის დროს. მოკლედ მოხდა ასე, დაიწყო დაფლეშვა, წაშალა ძველი ბიოსი და ახლის ჩაწერა რომ დაიწყო რაღაც პრობლემა წარმოიშვა, მაგრამ საბედნიეროდ ამ მაზერს აქვს Crashfree BIOs-ი, ანუ ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია ამ დაზიანებული ბიოსის აღდგენა ან მაზერის საინსტალაციო დისკით ან ფლოპიზე მყოფი ორიგინალი ბიოსის ფაილი. თუ ეს პრობლემაა, სერიოზულია და ჯობია მომიტანო შენი მაზერი სახლში და 90% გავაკეთებ. თუ სხვა პრობლემაა მაშინ დაწერე ზუსტად რას გიწერს.
-
საერთოდ გამოაძრე ეგ ნაუშნიკი თუ რაცაა რა.
-
ბიოსში შედი აბა და ხელით გაუთიშე ყველანაირი ენერგო დამზოგველი ფუნქციები ანუ EIST და C1e, შეიძლება კიდევ იყოს რამე ან სხვა სახელებით იყოს, მითხარი რა მაზერია და მე ვნახავ და გეტყვი რა სახელებით უნდა ეძებო.
-
კონტაქტი არ აქვს კარგი მიკროფონს ან ნაუშნიკს და იმიტომაა ერე ანუ კაბელი იქნება გაფუჭებული და წამდაუწომ კარგავს კონტაქტს და მანდ გიწერს ხან ახალი მოწყობილობა შეერთდაო და მერე მეორე წუთს გიწერს გამოძვრაო, მერე ისევ შეერთდაო და მაგიტომ ხტება ეგ.
-
მოიცა კაცო DRAM Timing Control ან რაიმე ეგეთი არაა? DRAM Frequency ან რამე ეგეთი? თუ არაა დატოვე ეგრე, ესეიგი შეკვეცილია ბიოსი და არაა საჭირო ანუ მანდ ხელის ფათური, თან თუ მითუმეტეს ლეპტოპია :)
-
აბა მაზერის ბიოსიც დაფლეშე ბოლო ვერსიაზე. ბიოსში რა ხდება ისე ხომ ყველაფერი დეფაულტზეა?
-
მაზერის ხელოსანი უნდა მაშინ და შენ რომ იძახი მაზერი კივის იწყებსო, რას გულისხმობ მაგაში სპიკერი წრიპინებს? თუ ჩიპსეტებიდან მოდის ეგ ხმა? და ეგ ხმა როდესაც ისმის რადიატორზე ხელს რომ ადებ ცხელია?
-
გაწმინდე პროცესორის და ჩიპსეტების რადიატორები, მოხსენი, და პროცესორს თერმოპასტა თავიდან წაუსვი თხლად, პროცესორის ქულერიც დაზეთე რომ უფრო მაღალი ბრუნი ჰქონდს, მერე კარგად დაახურე ყველაფერი, ანუ რადიატორი რომ კარგად ედებოდეს მთელი ძირით პროცესორს. მაზერს ჩიპსეტის რადიატორები დახსენი და ფრთხილად გაწმინდე ეს რადიატორები და ჩიპსეტზეც თუ იქნება რამე, მერე იშოვე ან სპეციალური ჩიპსეტის თერმო-რეზინა, რასაც მწარმოებლები აყოლებენ ხოლმე ჩიპსეტებს, ან ჩვეულებრივი თერმოპასტაც წავა, მარამ პირველი ჯობია ჩიპსეტისთვის. მერე დაახურე ყველაფერი კარგად ჩართე და ნახე. სტრეს ტესტზე რადიატორებს ხელი მიადე აბა რამდენად ცხელია, თუ გრილია და სოფტი მაღალ ტემპერატურებს გიჩვენებს ესეიგი შესაძლოა ტემპერატურების მაკონტროლებელი სენსორი(Super I/O) ურევს და არასწორ ინფორმაციას აწვდის სოფტს და პანიკას იწვევს ეს სენსორი უმეტეს შემთხვევებში მდებარეობს LPC სალტეზე, ან ეგრევე მიბმულია ჩიპსეტზე.
-
დრაივერი ბოლო ვერსია გადაწერე, DirectX განაახლე.
-
მე რას ვამბობ ეხლა, ანუ სხვა კვება და ეგ მაზერი ჩართე მარტო, ანუ კვების ქულერი დატრიალდება ჩვეულებრივ, თუ კვების ქულერი გაჩერდა ესეიგი გაითიშა ისევ და მაზერის ბრალია თუ აღარ გაითიშა მაშინ ნელნელა სათითითაოდ ჩაუყენე სხვა ნაწილები და თან თითო ნაწილის ჩამატებაზე ჩართე ხოლმე, რომელ ნაწილზეც ისევ გაითიშება ესეიგი იმ ნაწილის ბრალია.
-
არ იქნება პროცესორის პინის ბრალი, ეგ რომ გეთქვა უფრო ახალი თაობის სენდის პროცესორზე კიდევ ხო, იმიტომ რომ მეხსიერების კონტროლერი იქაა მაგრამ ამ შემთხვევაში მაზერზე ორივე ჩიპსეტი არის ჩრდილოეთ ხიდიც და სამხრეთ ხიდიც. თან როდესაც პროცესორის პინის პრობლემაა იქ ან სისტემა ირთვება და მუშაობს უპრობლემოდ ან ჩიპსეტიდან პროცესორამდე ინფო საერთოდ ვერ მიდის და პოსტს ვერ გადის საერთოდ მაზერი, ის კიარა ოპერატიული საერთოდ რომ ამოიღო სისტემას რეაქცია არ ექნება ანუ პოსტის მხრივ საერთოდ არ ექნება შეცდომის სიგნალი. და მხოლოდ ოპერების სლოტების პატარა პრობლემაც რომ იყოს მაშინ საერთოდ პოსტის დროს წრიპინს დაიწყებდა.
-
თუ არ ეშველა ბიოსში ნახე Memory Remap და ჩართე. არა ეგ რომ იყოს პრობლემა საერთოდ არ ჩაირთვებოდა. როგორც გითხარი ისე ქენი წესით უნდა მოგვარდეს.
-
სხვა კვება ჩააყენე და მაზერიდან ვაფშე ყველაფერი გამოაერთე(პროცესორის თამადობით) ანუ მარტო მაზერი + კვება ჩართე და ნახე თუ ისევ ეგრე ქნა მაშინ მაზერის ბრალია. თუ არ ქნა მაშინ სათითაოდ ჩაალაგე ისევ ნაწილები და რომელზეც გაიმეორებს ესეიგი იმ ნაწილის ბრალია. შედეგი დაწერე.
-
დაწერე აბა რისი ბრალი აღმოჩნდება. :D
