-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
Nathaniel შენ როგორც fighting-ის სპეციალისტი, ერთი ეს მითხარი, ბავშვი მეხვეწება tekken-ს, მე-3 ნაწილი გადმოვწერე, მაგრამ ძველია და გრაფიკაც არ უვარგა, ნორმალური გრაფიკის ტეკენი ემულატორით გაგიშვია, ან გისინჯია მაინც? ვგულისხმობ მე-5 მე-6 ვერსიებს.
-
მოიცა, Z30 პატჩია, თუ თამაშის ვერსია? არად რა კარგი ფიზიკა აქვს, Z28-ს ძალიან საშინლად აქვს, როცა რამეს ეჯახები და 30 სალტო უნდა გააკეთოს, ნახევარი საათი ჰაერში ხარ.
-
უეჭველი გაქაჩავს, ძალიან სუსტი დატვირთვის თამაშია, თანაც ისე გაქაჩავს, რომ ყველაფერს maz-ზე დააყენებ :yes:
-
ეს სულ შენ ააწყე 0-დან? თუ ეგრეა საღოლ შენ. ესეც ჩემი ნამოღვაწარი.
-
უუფ, ცოტა ხანში მაგასაც მიამსხვრევენ და მერე წავა დაკრეკილზეც. ერთი კარგად დავამუღამო დრიფტი და შეიძლება ვიყიდო კიდეც ოფიციალური.
-
არა, შანსი არ არის, რული რომც არ მქონდეს, მაუსით არ ვითამაშებ, საერთოდ არ მივეკარები და მაუსს მაინც არ გამოვიყენებ, იმ პონტში კი არ ვამბობ, რომ მიტყდება მაუსის გამოყენება, უბრალოდ, ვერ ვისიამოვნებ მაუსით, რულიც რა, ბავშვობიდან კი არ დამანათლეს ეს ბოლო 5-6 წელია რაც მაქვს, თორემ იქამდე რა ვიცოდი რული რა იყო, კლავიატურით ვთამაშობდი და მაგრადაც მისწორდებოდა, ეხლა როგორც რული მსიამოვნებს, მაშინ კლავიატურაზე ვიყავი ეგრე. ხო მართლა, Z30 ჯერ არ ჩანს? გადმოწერას ვგულისხმობ. სიამოვნებით. დრიფტი, თუ უბრალოდ რეისინგი? დრიფტზე რამოდენიმე დღე მინდა, სანამ ცოტას ავითვისებ, რეისინგი კი, პრობლემა არ არის.
-
ეგ მაგრად ასწორებს საფრენ სიმულატორებზე, მაგასთან ერთად ესეთიც უნდა გქონდეს (ესეთი სტილის ჯოისტიკი და არა ეს ნაგავი) და მაშინ მართლაც მაგარია. http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=30665
-
მაგათი გაკეთებულია გასულ ზაფხულს გამოსული "RACE ON", ყველაფერი თითქმის იგივეა, თამაშის ძრავიდან დაწყებული და ფიზიკით დამთავრებული, უბრალოდ აქ სხვა ჩემპიონატია, ხოდა იმ თამაშზე რუჩნოი არ ქონდა, ანუ სეთინგებში კი ქონდა, დააყენებდი, მიუთითებდი ღილაკსაც, მაგრამ აწვებოდი და რეაქცია არ ქონდა, თითქოს საერთოდ არ აქვსო, ალბათ თამაშის ბაგი იყო, ინტერნეტიდან გადმოვწერე და ეგრე იყო, მე-2 დღეს წავედი და დისკი ვიყიდე, იქაც იგივე პრობლემა, შეიძლება ამასაც ეგ ჭირს.
-
ყველაფერი დამუღამების ამბავია, მე ვთქვი, რომ ჩემთვის არის მაზოხიზმი, თორემ, როგორც გესიამოვნება ისე უნდა ითამაშო, 1 ის კი მიკვირს, მაუსით რა პონტში დაიწყე დამუღამება? თავიდან სანამ აითვისებ, კლავიატურაც ხომ იგივე სირთულის არის, როგორც მაუსი?! რა მნიშვნელობა აქვს რომელს დაამუღამებ? ანუ, კლავიატურაც მოსინჯე და მაუსი უფრო გეადვილა? ეხლა რულით ყომარობ, თუ აღარ თამაშობ?
-
არა ბიჭო, რას ამბობ, მაუსით გონკების თამაში პირველად გავიგე შარშან, LFS-თ რომ დავინტერესდი, ინფორმაციის ქექვა დავიწყე (ლიცენზირებული ტრეკების გახსნა მაინტერესებდა) და წავაწყდი რუსულ ფორუმზე, თავიდა ვიფიქრე კაიფობენ, სად გონკები და სად მაუსითქო, მაგრამ... მაზოხიზმია რა.
-
ნუ, რულს რომ მაგარი მუღამი აქვს გასაგებია, მაგრამ ტიპები მაუსებით თამაშობენ, მტრისას... მომკალი და მაუსით ვერ ვითამაშებ, კლავიატურა რისთვის არის, მაუსით რატომ უნდა ითამაშო? სანამ რულზე გადავიდოდი (2006 წ.), კლავიატურითაც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და დიდ სიამოვნებასაც ვიღებდი.
-
შარშან ვთამაშობდი, მერე შევეშვი, ბოლოს 1 თვის წინ ისევ დავიწყე 1-2 დღით და გამოსვლისთანავე ეგრევე გადავედი NFS shift-ზე, ეხლა უკვე G27-ს ხათრით ჩავუჯექი, თორემ ძველი რულიც 900 გრადუსიანი იყო და სამართავად ისიც საკმარის სიამოვნებას იძლეოდა, როგორც G27, მაგრამ სცეპლენია მაინც სულ სხვაა, ზუსტად ეგ არის მიზეზი, რომ shift მაგრად დავიკიდე და გადავედი LFS-ზე, რამოდენიმე თამაშს აქვს დრიფტი და ყველას ვთამაშობდი, GRID-ში შემძვრალი ვიყავი ძალიან სერიოზულად, მაგრამ ამის დრიფტის მერე ისევ GRID-ში რომ შევედი... LFS-ის დრიფტის სიამოვნებასთან, გავარტყი ყველა დანარჩენს ძალიან მაგარი ფიზიკა აქვს, ვისაც დრიფტი ევასება, უკეთესს ვერ ნახავს (მინიმუმ ამ წლის ბოლომდე, მერე ვინ რას გამოუშვებს არავინ იცის).
-
ყოჩაღ, ეს არის ერთ-ერთი უსერიოზულესი ფიზიკის მქონე სიმულატორი, გირჩევთ მოუსინჯოთ გემო.
-
არა, აქ "ეკადრებოდა"-ზე არ არის ლაპარაკი, ყველაფერი მარკეტინგის ამბავია, რის კრიზისსაც ფერარი ნამდვილად არ განიცდის, უბრალოდ ასეთ ინოვაციურ პროექტს ცოტა სხვა მიდგომა უნდა, გასაგებია, რომ მე ფერარის ჭკუას ვერ დავარიგებ, მაგრამ ძალიან განსხვავებული სტილის შეცვლას უარყოფითი შედეგები მოყვება ხოლმე, ა ბატონო ცოცხალი მაგალითი, ალფა რომეო ერთ-ერთი უსერიოზულესი იყო ავტო სპორტში და თაყვანისმცემლებშიც, გადავიდა წინა წამყვანზე და დაერხა კიდევაც, ეგ ყველაფერი კი, ფიატის დამსახურებაა, ჩადო თავისი დაბალი დონის ხედვა. ვგრძნობ, რომ ექსპერტები მთლად მოწონებით არ გამოეხმაურებიან ფერარის ამ ნაბიჯს, ვნხოთ რა იქნება, ჩვენთვის მაინც შორიდან თვალყურის დევნებაა და ფერარის მეპატრონე ვერასდროს გავხდები, მაგრამ დიდად ვაფასებ ფერარის, ჩემთვის N1 ავტო გიგანტია და არ მინდა პრესტიჟი შეელახოს. NAME რაო, რა ხდებოდა? არ ვიცი რომელი სერიაა.
-
ექსპერტების და კრიტიკოსების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა. ჩემი აზრით არ უნდა გამოეშვა, გასაგებია, რომ all wheel drive-ს მადაზე მოვიდა, მაგრამ ჰეჩქეკი და ესეთი ფორმის არ უნდა გაეკეთებიანა, გალარდოც ეგრეა, მაგრამ სუპერქარის ფორმა არ დაუკარგავს, აუდი R8-ზეც იგივეს ვიტყვი, საერთო ჯამში კარგია, მაგრამ ცოტა სხვანაირი აჯობებდა.
-
Ferrari შვებულებაშია? :D
-
მე მაგას არ ვუყურებ, რასაც ამოაგდებს, ეგრევე ვშლი, თანაც უწერია, რომ საშიშროების დონე საშუალოა. მაგრად მომეწონა MSE, 2 კვირაა, რაც ავირადან გადავედი.
-
ეგ იმიტომ, რომ ქარხნულად არ იყოს მეტი, სახელმწიფოს აქვს შეზღუდვა დაწესებული, მერე თუ გინდა შეუცვალე კომპიუტერი, ან გადააპრაშივკე და აღარ "გაიჯორება" 250-ზე. იაპონიაში მარტო სიჩქარეზე კი არა, ცხენის ძალებზეც არის შეზღუდვა, სისწრაფე არაუმეტეს 180კმ.სთ-სა და ცხენებიც არაუმეტეს 280 ცხ.ძ-სა, მაგრამ უმეტეს მოდელს(99% ყველას, რომლებსაც 280 ცხ.ძ. აქვთ) პოტენციალი ბევრად მეტი აქვთ, დაჟე subaru impreza WRX STI-ს (ნამდვილი STI და არა WRX, ეს ბევრს ეშლება) ქარხანა უწერს 280ცხ.ძ-ს, მაგრამ 300-მდე აქვს რეალურად, ეს იმიტომ, რომ ხელისუფლება არ გააბრაზოს, ასევე Honda NSX-ს უწერია 278 ცხენი და აქვს 300-მდე, ეს მხოლოდ იაპონური ბაზრისთვის გამოშვებულს, ევროპული სულ სხვაა, მეტი ცხენი აქვს, მაგრამ მიხედავად მეტი სიძლიერისა, ძრავიც სხვა აქვს და დაბალ "ბარ"-იანი ტურბოც უყენია და პოტენციალი ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე იაპონურს, გემრიელი ლუკმა თავისთვის აქვთ დატოვებული. ასე რომ, ეს ყველაფერი არის შეზღუდვებისთვის, კანონი არ აძლევს მეტის საშუალებას, თუ მეტი გინდა, გადაიხადე ფული (გააჩნია მოდელს, 300-500$) და მოხსენი შეზღუდვა. შეიძლება კითხვა დაგებადოს, იმ გადარეულ მფლობელს რაღად უნდა ეგეთი ცხენის ძალები და სისწრაფე, თუ ავტობანზე 250-ზე მეტით ვერ წავა, მე კი გიპასუხებ, ავტოტრეკისთვის, ფულს გადაიხდის, შევა შიგნით და ჰერი-ჰერი, ტრეკზე კი სახელმწიფოს კანონები აღარ მოქმედებს, თუ უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებ, თავ-პირიც გიმტვრევიაო, დაჟე შესავლელშიც ზუსტად ეს სიტყვები აქვთ გამოკრული (ქართულიდან სხვა ენებზე ნათარგმნი )
-
მაგარი კაცია ნიკოლოზა. ცოოოტა ხულიგანია, მაგრამ კაი ბიჭია, გამოსწორების გზაზეა.
-
ნიკა ედილაშვილი.
-
კი, როგორ არა, ახლობელი ცხოვრობს.
-
და, საჰაერო რა პონტში გაქვს? მაგ ფასში ზებგერითი სისწრაფე გექნებოდა.
-
ეეეუფ, უზომოდ დაბალი სისწრაფეა მასეთი ფასისთვის.
-
OK უბრალოდ, ვირუსიაო, რომ დაწერა ეგ არ მომეწონა.
-
გადმოვწერე თამაში rFactor, ამოარქივების მერე MSE-მ ამოაგდო ესეთი ფანჯარა, რა მაინტერესებს, ეს ვირუსია, თუ კრეკს აღიქვავს, როგორც ვირუსს?
