-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ეე, ტყუილად ვიწერ ამ 3,9GB რეპაკს რა, არადა 4 წუთიღა დარჩა, როგორ მოვითმენ და არ გავსინჯავ, ამის სეივის დედაც ვატირე, დღეს მაინც გავერთობი და ხვალ კი დადებენ ნორმალურ ვერსიებს, მე ის მადარდებს, ამ რეპაკზე თუ წავა სხვა კრეკი, მენანება 3 საათიანი ლოდინის წყალში ჩაყრა, თუ არადა სხვა რა გზაა, უნდა გადმოვწერო სხვა ვერსია, მაგრამ ჯერ ამას გავუსინჯავ გემოს. თუ ვინმე დაკრეკავთ ამ რეპაკს, მითხარით რას იზავს.
-
ეე, ეგ იგივე რეპაკ ვერსიაა, რაც გეოტორენტზე დევს :chojinfc:
-
file.ge-ზე დაიდო და კრეკს არ საჭიროებსო უწერიათ. http://www.file.ge/?p=21331#more-21331
-
ეგ კრეკი 3,9GB რეპაკზე არ წავა?
-
მუშა კრეკის გამოსვლისას, ეს ვერსია რომ დავკრეკო არ გამოვა? ანუ ეხლა ეს კრეკი რომ დავაყენო და მერე ის, მუშა.
-
ამ რეპაკის გადმოწერა დავიწყე და ვინმემ გადმოწერეთ, მუსაა, ტყუილად ხომ არ ვიწერ? http://geotorrents.com/Colin_McRae_DiRT_3_2011_ENG_Repack-s-65363.ts
-
ეგ რა პროვაიდერია, ან რა ფასიანი პაკეტია?
-
მართალი ხარ, აუწევია, 24კბ/წმ გახდა :bliss:
-
იიიფ, გენაცვალე გადმოწერის სისწრაფეში, 20კბ/წმ, იმედია Dirt 4-ს გამოსვლამდე გადმოწერს არა, ჯობს ისევ სახლიდან გადმოვწერო, თორემ ეს გამაგიჟებს. სიქნეტის აბონენტები არავინ იწერთ, რამდენი გაქვთ სისწრაფე?
-
არა, გასვენებაში, მაგრამ ჭირისუფლის სახლიდან იმ გზამდე 500-600 მეტრია და ვერ დამინახავდნენ, მაგრამ, თუ დავიმტვრეოდი და ტრაქტორის ლაფეტზე შემოდებულ მანქანას გამოვატარებდი, მერე უკვე დამინახავდნენ, ზედ გზის პირზეა ეგ სახლი. არ გაგიჟდნებოდნენ, ასე 2 წუთში რა მოუვიდა ამ ჩემისასო?! ტფუ ტფუ ტფუ, ცხოვრებაში არ დამიმტვრევია მანქანა.
-
ეს ვინმემ ხომ არ გადმოიწერეთ, მუშაა? http://newfiles.ge/games/racing/6254-dirt-3-2011engmulti6.html ეს ვერ გავიგე, 2-ნაირი ზომა რა პონტში უწერია (7,39GB და 4,07GB)??? 2 ნაწილად ყოფილა დაზიანებულია :vikingi:
-
გეოტორენტიდან ვერ ვიწერ, რაღაც 22KB ზომის ფაილს იწერს და სულ ეგ არის, თქვენთან რა ხდება, ეგრეა???
-
გეოტორენტზე ვერ ვრეგისტრირდები, რა უნდა ამის...:mad:
-
ჰმმ, ვითომ გავათენებ ამაღამ :ugly_confused2:
-
თამაში არავის გაქვთ გადმოწერილი, ამ კრეკების ვარგისიანობა რომ შეამოწმოთ?
-
შესაძლებელია, მაგ წლებში რა, კომპიუტერები და ასეთი დონის ტექნიკა ქონდათ თუ რა? მანქანის შემოწმებას და რეალური სიმძლავრის გაგებას დაჭირდებოდა დღეები. 800 ცხენით რომ გრავილზე ივლი 2004 წელს მყავდა BMW 325 (E36), სოფელში ჩავედი გასვენებაში, დედაჩემი ჩავიყვანე, მე არ შევსულვარ შიგნით და სანამ გაასვენებდნენ, სოფლის ბოლოში 3-4 კილომეტრიანი გრავილიანი გზა მეგულებოდა და დავაპირე მინი რალის ეტაპის მოწყობა... ცოტა ავაკრეფინე და 80კმ სისწრაფით პირველივე მოსახვევში შევედი... ყველაფერმა კარგად ჩაიარა (ღვთის წყალობით), არაფერი ხიფათი და მსგავსი არ მომსვლია, მაგრაააამ მე 4-5 წამიანი შიში გადავიტანე, მტრისას, არ ველოდი ისეთ დონეზე წამიღო, ვიღაცას შორიდან რომ დაენახა იტყოდა, ა კაცი, რალის გონშიკიაო, მაგრამ ის კი არ ეცოდინებოდა, რომ რალის გონშიკი კი არა, კინაღამ ჩაფსმული და შიშისგან თვალებდაჭყეტილი უბრალო მოკვდავი იჯდა, გამიმართლა და კარგი შესვლა კი გამოვიდა, მაგრამ მე კი ჩემი დამემართა, მართლაც გადავრჩი და არა ჩემი ცოდნის ხარჯზე, უბრალოდ ეგრე გამომივიდა, თორემ მე-2-დ რომ გაგეშვი დავიმტვრეოდი, ღმერთმა გადამარჩინა, მე არაფერი დამემართებოდა, მაგრამ 1 კვირის ნაყიდ ცხენს კი მოვკლავდი. და შენ წარმოიდგინე ეს გადარეულები რა მანქანებით რას აკეთებ(დნ)ენ.
-
ჰოო, GROUP 5-ში ამერია, თუმცა საერთო სურათს საშიშროების მხრივ არ ცვლის და მაინც სა-კამიკაძეო ბოლიდია, უბრალოდ სხვა კლასში.
-
ვაახ, xBox უკვე დააგდეს, წუთი-წუთზე ველოდებით PC ვერსიას. http://hop.ge/index.php?newsid=23387 რა გეწყინა შე კაცო???
-
ზამთრის დამატება ძალიან მესიამოვნა, მიყვარს თოვლიანი ეტაპების გავლა. რას შვებიან, რით ვერ დააგდეს ეს კრეკი? აჰა ძმაო, NFS legends ხომ გვქონდა და 2-3 კვირაც კარგად გავერთეთ (და მერე ყველამ დაიკიდა), ეხლა ახალი გასართობიც გამოგვიჩნდება, თან უფრო დიდ ხანს გაგვიძლებს, ვიდრე 3 კვირიანი NFS, მუღამიც და სიამოვნებაც ბევრად მეტი იქნება, არც იმაზე გვექნება პრობლემა, "შენ მოკლეზე გადაჭერი", "მე ყვითელ დროში გავიარე", "მე ეს მანქანა უფრო მომწონს"... როგორც NFS-ში გვქონდა (ვინც NFS Legend-ით ერთობოდა, ეს ლაპარაკებიც ეხსომება) ამ სახეობაში ყველაფერი მოსულა, როგორც გაგეხარდება ისე იარე, მთავარია კარგი შედეგის ჩვენება და დარწმუნებული ვარ, მეტი "კლიენტი" გამოუჩნდება და მეტი ხალისით ჩავატარებთ ჩვენს "DIRT 3 Legends" ჩემპიონატს. მონაწილეობის მსურველთა სიაში ჩავეწერები უუუუუდიდესი სიამოვნებით, გავაკეთოთ კონკრეტულ ეტაპებში შეჯიბრი და დავდოთ ჩვენი შედეგები, არც მანქანებზე გვექნება შეზღუდვა, მთავარია კლასს აკმაყოფილებდეს, მაგალითად N group-ში B-group-ის ბოლიდით ვერ გამოხვალ (თავისთავად) და არც არავის უნდა ქონდეს ამაზე პრეტენზია, 330 ცხენს 550-ს ხომ არ დაუპირისპირებ?! მოკლედ, იმედია გამოგვივა ეს ჩემპიონატი და კარგად ვიხალისებთ, წახალისების პონტში შეიძლება პატარა პრიზიც გავაკეთოთ, აუცილებელი არ არის ფულადი, მაგალითად VIP-ობა (რა თქმა უნდა, თუ ბიძია მოდერები დაგვთანხმდებიან), ან სხვა რამე, რასაც თქვენ გადაწყვეტთ, მე ყველაფერზე თანახმა ვარ, მთავარია სტიმული შემატოს და NFS-ივით 2-3 კვირაში არ მოგბეზრდეთ. ეეუფ, რამდენი დამიწერია, მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კარგ გასართობს გავიჩენთ. P.S. თუ მოდერები (თუ ადმინი, ვისაც ეხება ეს საკითხი) მომცემენ იმის უფლებას, რომ მხოლოდ ამ 1 ტოპიკის მოდერი გავხდე და შემეძლოს ჩემს მიერ გახსნილ ტოპიკს მივხედო ისე, რომ შედეგების გადაკეთება შემეძლოს ნებისმიერ დროს, ან რაიმე ეტაპის ჩამატება, სიამოვნებით გავუძღვები ამ საქმეს, თანაც ისე, რომ შედეგების განახლება შეიძლება დაყოვნდეს მაქსიმუმ 1 საათით, ყველანაირ სიახლეს შევიტან და გავალამაზებ ტოპიკს, თუ რამე არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ ყოველგვარი რევოლუციის გარეშე ჩამომაგდოთ დაკავებული პოსტიდან, როგორც კი ამ თამაშსაც "მოვინელებთ" და მოვიბეზრებთ, ეგრევე დავთმობ ჩემს შესაძლებლობებს, მხოლოდ 1 ტოპიკი მაჩუქეთ, სხვა არაფერზე მაქვს ამბიციები. კიბატონო, ან სხვა ვინმე იყოს ისეთი, ვისაც ეცლება ტოპიკის მისახედათ და კარგად გაკონტროლებს ყველაფერს (არ იფიქროთ, ამას ჩემს სასარგებლოდ ვითხოვდე, უბრალოდ, კარგად "მოვლილი" ტოპიკი მინდა).
-
წარმოიდგინე, 500-550 ცხენიანი ბოლიდები და მხოლოდ უკანა წამყვანი (ზოგიერთი, მაგალითად, ლანჩა სტრატოსი) 100-მდე კრეფდა 2,5 წამში(!!!) და ასეთი ცხოველით გრავილზე და თოვლში რომ ივლი, თანაც მხოლოდ უკანა წამყვანით... კამიკაძეები იყვნენ რა, ეგენი დღევანდელ WRC-ში რომ გაგეშვა, ალბათ კაცი ვერ მოუგებდა.
-
Raiden ბიჭო ბიჭო, რა შეფასებები გაუკეთებიათ, ზნაჩიტ მართლაც "ბეზ პიწი მინუტ შედევრია", არ მგონია ამდენი კრიტიკოსი შემცდარიყო, ძალიან კარგი, მეც/ჩვენც ეგ არ გვინდა?! ყველაზე ძალიან მართვა მაინტერესებს, გრაფიკას მე-2 მნიშვნელოვნად ვთვლი, თუმცა არც ძლიერი გრაფიკა გვაწყენს, რაც კარგი, მით უკეთესი.
-
ხო რა, მეც ეგრე ვფიქრობდი, აბა სხვანაირად როგორ?
-
კაიფობ, თუ სერიოზულად ამბობ? შენ სისტემამაც თუ არ წაიღო და... შეიძლება არაამქვეყnიური რეზოლუციით + DX11-თ ვერ იფრინოს (ისიც ვიდეოს ხარჯზე), მაგრამ ნორმალურზე უკეთეს შედეგს კი მოგცემს, DX 11-ს შეიძლება გაუჭირდეს, თორემ გრაფიკას შეჭამს შენი კონფიგი, შენი კი არა, ჩემ კონფიგზე მაქვს ამბიციები და... DIRT 2-სგან არ მგონია ბევრად განსხვავდებოდეს, სარბოლო თამაშები მაინცდამაინც რესურსის მჭამელობით არ გამოირჩევიან. dont worry, you will be happy B)
