-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
კაცო, ერთი რაღაც ამიხსენით, როცა ამბობენ, რომ თამაშის რელიზი შედგება 24-შიო (ეს ყველა თამაშს ეხება, ყოველთვის ასწრებენ ხოლმე), 2-3 დღით ადრე საიდან დებენ ამ გატეხილ ვერსიებს, თუ ჯერ გამოსული არ არის, აბა სად იშოვეს დისკი? მტრები ყავთ მწარმოებლებს და "ციხეს შიგნიდან ტეხენ"? :D
-
თუ არ გეწყინება, მაშინ არ დაგეთანხმები, კერძოდ რაში: ტურბოს "ბარ"-ის (წნევა) აწევა ასე "თავშიხელწამოსარტყამი" საკითხი არ არის, გააჩნია რა ფირმის და რა მოდელის ძრავზეა ლაპარაკი, ტურბო უნდა ქონდეს უმაღლესი ხარისხის, რომელიც ამხელა "ბარ"-ებს გაუძლებს და ხარვეზის გარეშე იმუშავებს, ყველაზე მთავარი კი, ძრავია, საშუალო ფასიან/კლასის მანქანებში გამოიყენება 6-8 ბარი, ეგ იმიტომ, რომ ძრავი მალე არ ააფეთქო, მაგალითს გეტყვი, subaru-ს 2.0 "ბოქსერ"-ის ძრავებზე 1.2-მდე აყავთ ტურბოს წნევა (საქართველოში), რის შედეგადაც 10 000კმ გარბენის მერე ძრავს კლავენ, ბოქსერის ძრავები არ არის გათვლილი ამხელა დატვირთვაზე და ისედაც ფაქიზი და კაპრიზული ძრავია (სუბარუზე მაქვს ლაპარაკი, ეხლა არ დამიწყოთ-რას ამბობ, ეგ ხომ სუბარუაო), ასე რომ მაგ საკითხს სიფრთხილე უნდა, კი, გასაგებია, რომ 2.0-დან 300 ცხენი ამოაქვთ, 300 კი არა, გააჩნია ტურბოს, თორემ 500-საც ამოიღებ, მაგრამ რამდენს გაგატარებს, ეგ უკვე სანერვიულო გაგიხდება. რაც შეეხება წვას, 1,8-2,0-დან ასეთი ცხენების ამოღება იწვევს სერიოზულ წვას, 10 ლიტრს დაგიწვავსო რომ ამბობ, 10-ს კი არა, ჩვეულებრივი სიარულით 14-ზე მეტი თუ არ დაწვა მაგარი შედეგია, "ლიხაჩობით" კი, 20 ლიტრი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, აბა იმაზე დაფიქრდი, რის ხარჯზე იმატებს მინიმუმ 150 ცხენს, რა თქმა უნდა, ბენზინის დიდი ნაკადით შეფრქვევა და კოლექტორიდან შესაბამისი გაზები გამოწოვით, ეგ თუ ეგრე არ არის, აბა ტურბოს დაყენების მერე რამ მოუმატა ძალა? რამ და ტურბომ, სწორედაც ხომ მაგისთვის უყენებენ, რომ მეტი შეფრქვევა ქონდეს?! რის ხარჯზეც მეტ ძალას ამოიღებ და ძრავის გარბენს შეამცირებ ძალიან დიდი პროცენტით, თუ უნდა გაევლო 300 000, მერე გაივლის 50 000, ისიც გააჩნია რა დატვირთვები იხმარს ტურბოს. ჩემი სათქმელი გითხარით, დამიჯერებთ თუ არა, ეგ უკვე თქვენი საქმეა, შეგიძლიათ სხვებთან (უფრო კომპეტენტურებთან) გადაამოწმოთ ჩემი სიტყვები თუ მანქანა ტრანსპორტად გინდა და არა სპორტისთვის, მაშინ ტურბოს დაყენება ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა.
-
1. Ferarri Enzo-670 000$ 2. Lamborghini Murcielago-450 000$ 3. Rolls-Royce Phantom-425 000$
-
შენ ლაპარაკობ exelero-ზე, რომელიც მცირე რაოდენობით კი არა, მხოლოდ 1 ცალია.
-
ეხლა კრეკზე დამაწყდება ნერვები. წესით, ხვალ თუ არა ზეგ უეჭველი უნდა იყოს.
-
ჰმმ, დადგა ნანატრი დღეც?!
-
ხმის ანელება არ ვიცი, მაგრამ ხმის შენელებისთვის sony acid pro გამოგადგება. http://www.file.ge/?p=16039#more-16039
-
აბა რა?! თუ დაიწვება, სხვა რა გზა აქვთ?! მაგის შემკეთებლები ნაღდად არ არიან და... შეგიცვლიან, მაგას 100 წელი ვერ გაიგებენ, თამაშის დროს მოკვდა, თუ word-ში მუშაობისას.
-
ორივე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვიდეო უფრო საშიშია.
-
არა, რას ამბობ?! ადრე თუ გვიან აუცილებლად მოკლავ, სათამაშო ლეპტოპები იმიტომაც ღირს 2-ჯერ ძვირი, ვიდრე თითქმის იგივე დონის ჩვეულებრივი, უფრო ძლიერი გაგრილება აქვთ და მეტ დატვირთვას უძლებენ, ჩემი ლეპტოპი ისე ცხელდებოდა, რამოდენიმე წამი თითი რომ დაგედო დაგწვავდა (უკანა მხარეს, ჭრილები რომ აქვს, საიდანანც ცხელი ჰაერი გამოდის), ხო, კიდევ რას ვერ იტანს ლეპტოპი, ლოგინში, საბანზე რომ გიდევს და ისე ხმარობ, მაგ დროს უხშობ საჰაერო ჭრილებს და ხურდება, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ლეპ-ის დაწვის შემდეგ გავიგე. იყიდება სპეციალური დასადგამები, ზედ აქვს 2 ქულერი (შეიძლება მეტიც), ზედ დადებ ლეპტოპს და ისე ამუშავებ, ეს ქულერები კი, ქვემოდან უბერავს და რამოდენიმე გრადუსით აგრილებს, მაგრამ არც ეგ მოგცემს ისეთ ეფექტს, რომ ითამაშო და იმედიანად იყო, არ მოკვდებაო.
-
რამოდენიმე გრადუსი შეიძლება მოგცეს, მაგრამ არა იმდენი, რომ შვება იგრძნოს.
-
ცოტა ცხელია, მაგრამ ლეპტოპისთვის დამახასიათებელი, მაგას რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, იმიტომაც მოვკალი 2 თვეში, ბოლოს 1 ამოიოხრა, საწყალი თვალებით შემომხედა და დალია სული იმ უბედურმა და მეც გამაუბედურა (შენ ჯვარი გწერია ). P.S. სიკვდილამდე 2 კვირით ადრე, NFS UNDERGROUND 2-ზე არტეფაკტები დაეწყო, "შიგნით ჩამჯდარი" ხედიდან რომ ვთამაშობდი (მხოლოდ ეგრე ვთამაშობდი) გვერდებზე შავი ზოლები ციმციმებდა, ბოლო დღეებში დარესტარტება დაიწყო და... :chojinfc:
-
ტელეკომი.
-
როგორ და, ეს კითხვა რომელიმე რუსულ ფორუმზე დასვი და 1 საათში გაიგებ ამომწურავ პასუხს, ოღონდ იქამდე მოასწარი და საჭირო ინფორმაცია HDD-დან DVD დისკებზე გადაწერე :D
-
აბა ეს სინჯე: http://www.nodvd.net/423-colin-mcrae-dirt-2-v10-en-nodvd.html ან ეს: http://csgame.3dn.ru/load/krjak_dlja_colin_mcrae_dirt_2/4-1-0-378
-
თავიდან მეც gol.ge-დან გადმოვწერე და იმუშავა საკაიფოდ, მერე დისკიც ვიყიდე, იმანაც იმუშავა (დღემდე ეგ მიყენია). სავარაუდოდ, თამაშის ვერსია არ გივარგა, ან კრეკი უნდა, 2-ჯერ მქონდა ეგეთი პრობლემა (NFS SHIFT-ზე) და 1-ს კრეკმა უშველა, მე-2 კი, დაზიანებული ვერსია იყო.
-
კრეკის პაპკა არ მოყვა?
-
ეგ სილქნეტი არ არის, ახალ ქსელებს აქვს თავისი და "DSL 2" ქვია, ეგ simsim-იც თავიანთი საიტია და იმიტომ იწერდი დიდი სისწრაფით. მეც სილქნეტი მაქვს (25$-ანი პაკეტი, 4MB) და საკაიფოდ მუშაობს.
-
უუფ, არა ტო, მეზარება მაგდენი ჩალიჩი, იყოს ესე, კი მყოფნის და... :rolleyes:
-
არ ვიცი, რუსულ ფორუმებზე გადავქექე და წერენ, რომ ტეხავენ (რუსებს რომ ძლიერი ხაკერები ყავთ, ყველამ კარგად ვიცით), იმასაც წერენ, რომ არც თუ ისე ადვილია, მაგრამ შეუძლებელი არ არის და მაინც იტეხება.
-
აჰა შენ სამაგისო პროგრამების ლინკი. http://depositfiles.com/ru/files/8gl6e63kl ესეც ვიდეო, როგორ უნდა გატეხო. http://depositfiles.com/ru/files/ssp6iam8b ესეც ახსნა, თუ რა არის საამისოდ საჭირო. http://niochem.ru/stati/wi-fi/vzlom-wi-fi-s-chego-nachat.html
-
დანარჩენი 0,7 გამოუყენებელია და 32-ანით ვერ გამოიყენებ, ასე რომ, 3,25-დან წაიღებს.
-
კი, შეიცვლება, თუ 64-ანს დააყენებ, მაგრამ დამიჯერე, ამაზე მეტ ეფექტს არ მოგცემს, მეც მაგიტომ არ გადავედი, ისიც გაითვალისწინე, რომ პროგრამები 64-ანს თავისი ვერსიები ჭირდება. დანარჩენი შენ იცი.
-
ხოდა, შენც არ უყურო და... დამიჯერე, 3,25 კიდევ 1 წელი გეყოფა უპრობლემოდ, თუ გრაფიკული პროგრამებით არ ხარ გატაცებული (3D პროგრამები და რენდერი).
