-
Posts
3419 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
9
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kashmir
-
მე ვფიქრობ სსდ_ს ყიდვაზე, მაგრამ ხვიჩასი არ იყოს, ძვირია ჯერ ძალიან. 60 გიგაბაიტიანი პატარაა - ოპერაციული სისტემა+ პროგრამები + 1-2 თამაშს თუ დაატევ (ეხლა უკვე იმხელა თამაშები გამოდის ეგეც საკითხავია), სტორეიჯისთვის კი მაქვს ეხლაც 2ტბ ვინტი ))
-
სათაურიდანვე მიხვდით ალბათ რაც იქნება ახსნილი ამ ტუტორიალში. ყველასათვის ცნობილია, რომ 32 ბიტიანი სისტემა იყენებს მაქსიმუმ 3,25 გიგაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას (ზოგ შემთხვევაში ნაკლებსაც) - ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ დარჩენილი ნაწილი, რომლის ადრესაციასაც სისტემა ვერ ახერხებს. როგორ? - რამდისკის საშუალებით. სხვადასხვა პროგრამების საშუალებით შესაძლებელია ოპერატიული მეხსიერების სივრცის ხარჯზე "მყარი დისკის" გაკეთება. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენებთ Gavotte RAMDisk_ს, რადგან მხოლოდ ამ პროგრამით მოვახერხე არადამისამართებული (ანუ ის რაც 3,25 გბ მიღმა დარჩა) 767 მეგაბაიტი ამეთვისებინა. დავიწყეთ: 1) Start>Run>cmd ვწერთ: bcdedit /set pae ForceEnable ამ ოპერაციის შემდეგ ვარესტარტებთ კომპიუტერს XP_ზე PAE_ს ჩასართავად C:\ დისკზე ვხნით ფაილს boot.ini და ვამატებთ /pae /nolowmem Gavotte RAMDisk და ვაექსტრაქტებთ სადმე 3) ამოარქივებულ ფოლდერში ვნახულობთ ფაილს ram4g.reg და 2 კლიკით ვამატებთ რეესტრში 4) ვრთავთ ramdisk.exe ადმინისტრატორის უფლებებით 5) გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Install Ramdisk 6) მსგავს შეკითხვებზე ვეთანხმებით და ვაჭერთ Install 7) ინსტალაციის შემდეგ გამოჩნდება მსგავსი ფანჯარა > ვაჭერთ Apply >OK 9) ვარესტარტებთ კომპიუტერს რესტარტის მერე სისტემაში შეამჩნევთ ახალ "ლოკალურ დისკს" R:\ ასოს ქვეშ - ის იქნება იმ ზომის, რისი ათვისებაც სისტემამ ვერ შეძლო - ჩემს შემთხვევაში 767 მეგაბაიტი. ეს დისკი ყოველი რესტარტის შემდეგ იწმინდება, ასე რომ ზედ რაიმე საჭიროს შენახვა არც იფიქროთ! ყველაზე რაციონალური გამოყენება ასეთი დისკისთვის იქნება მასზე paging file_ის გადატანა. ვინდოუსი იყენებს Paging File_ს ოპერატიული მეხსიერების ეკონომიის მიზნით, კერძოდ გადააქვს ამ ფაილში ოპერატიული მეხსიერებიდან ის ფაილები, რომლებიც ამ მომენტისთვის ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, რის ხარჯზეც ათავისუფლებს ოპერატიულ მეხსიერებას. ჩვენს შემთხვევაში სისტემა ოპერატიული მეხსიერებიდან ფაილებს გადაიტანს რამდისკში, რომელიც ასევე ოპერატიული მეხსიერების ნაწილია, ანუ რეალურად გამოვა ის, რომ არსებულ მეხსიერებას გამოვიყენებთ მთლიანად. Paging File_ის ramdisk_ში გადასატანად My Computer_ზე მარჯვენა კლიკი>Properties>Advanced System Settings>Advanced>Settings>ისევ Advanced>Change>ვაკლიკებთ რამდისკს>ვნიშნავთ Custom Size>ვწერთ რამდენიც გვაქვს რეალურად იმდენს>SET>OK>OK>OK>ვარესტარტებთ კომპიუტერს. თუ რამდისკს გამოვიყენებთ სრულად, მაშინ ვინდოუსი ხშირად ამოგვიგდებს შეტყობინებას, რომ დისკი გაივსო და გვთხოვს მის გასუფთავებას, ამის გასათიშად დაამატეთ ეს ფაილი რეესტრში: Disable Low Disk Memory Notification Paging File_ის გარდა ამ დისკზე შეიძლება სხვადასხვა ბრაუზერების კეშის გადატანა, სხვადასხვა პროგრამების TEMP ფოლდერების გატანა - ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე მინიმუმ 2 გბ/წ გექნებათ - რაში გამოიყენებთ თქვენი საქმეა. 2) ვიწერთ პროგრამას
- 59 replies
-
- 15
-
-
ვინდოუს 7_ზე საპრობლემო არაფერი არ არის (არც 32 და არც 64 ბიტიანზე) ოპერატიული 4გბ რატომ არ უნდა გქონდეს? 4 გბ ოპერატიულით გინდ XP დააყენე, გინდა Windows 7 32 bit და Windows 7 64 bit. 2გბ ოპერატიული მაინც თუ აქვს სისტემას, მე პირადად Windows 7 32 bit მირჩევნია, 4გბ ზეც Windows 7 32 bit, აი 4_ზე მეტზე უკვე Windows 7 64 bit
-
არა, ვინ7 ე მიწერია ზევითაც
-
32 ბიტიანი 64 რატო ჯობია? > თეორიულად 64 ბიტიანი სისტემა უფრო სწრაფია, მეტი ოპერატიული მეხსიერების აღქმის უნარი აქვს, მაგრამ გააჩნია კონფიგურაციას და მიზნებს როდესაც ოპერას ამატებ ვინდის გადაყენება აუცილებელია? >შეიძლება დაგჭირდეს ბიოსში ტაიმინგების/სიხშირის/ძაბვის ხელით გაწერა, ოპერაციული სისტემის გადაყენება არ არის საჭირო ვინდოუს XP 64 ბიტიანი არის ბუნების შეცდომა > XP_ს შემთხვევაში, 64 ბიტიან სისტემაზე 32 ბიტიანი პროგრამა თუ წავიდა - გაგიმართლა =) , თან ამ შემთხვევაში ის წარმადობის მატება, რაც უნდა მიიღო 64 ბიტიანი სისტემისგან იკარგება,შეიძლება 32 ბიტიანმა პროგრამამ 64 ბიტიან სისტემაზე უფრო ნელაც კი იმუშაოს, ვიდრე 32 ბიტიანზე - უნდა გამოიყენო 64 ბიტიანი პროგრამები. თამაშების შემთხვევაში კიდევ უფრო ცუდად არის საქმე, ძალიან ცოტა თამაში არის 64 ბიტიანი სისტემებისთვის გაკეთებული. სხვადასხვა აპარატების დრაივერების თავსებადობაზეც ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნება,
-
p.s. დარჩენილი რამ (რომლის ადრესაციასაც სისტემა ვერ ახერხებს) - შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდისკად, გავიტანოთ მანდ პეიჯინგ ფაილი (გამოდის რომ ისევ რამში იქნება), სხვადასხვა ბრაუზერების კეში, ბაზები და ა.შ. ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე მინიმუმ 2გბ წამი მაინც იქნება - შედეგი? - ვიყენებთ ოპერატიულს მთლიანად :P
-
რაც შეეხება 4 გბ რამს - გააჩნია რას აკეთებ სისტემაზე. გეიმინგი, ინტერნეტი და ა.შ. 32 ბიტიანი სისტემა სავსებით საკმარისია და 3,25 გბ რამი ნებისმიერ რამეში გეყოფა. 64 ბიტიანი უნდა დააყენო იმ შემთხვევაში, თუ მუშაობ რომელიმე პროგრამასთან, რომელსაც აქვს 64 ბიტიანი ვერსიაც - რომელიც შესაბამისად უფრო სწრაფია. 32 ბიტიანი სისტემა იყენებს შედარებით ნაკლებ ოპერატიულს, მაგრამ აღიქვამს 3,25 გიგაბაიტს 64 ბიტიანი სისტემა აღიქვამს 3,25 ზე მეტს, მაგრამ თვითონ სისტემა იყენებს უფრო მეტს, ასე რომ, მარტო იმის გამო, რომ რამი მთლიანად გამოიყენოს, 64 ბიტიანი სისტემის დაყენება უაზრობაა.
-
სევენის შემთხვევაში პროგრამების თავსებადობის პრობლემა თითქმის 0_მდე არის დაყვანილი, 32 ბიტიანი პროგრამების 90% უპრობლემოდ მუშაობს 64 ბიტიან სევენზე. განსხვავება არის ოპერატიული მეხსიერების ადრესაციაშიც, კერძოდ 32 ბიტიანი აღიქვამს 2 ხარისხად 32 ბაიტ ოპერატიულს (თეორიულად 4096 მეგაბაიტი გამოდის) 64 ბიტიანი აღიქვამს 2 ხარისხად 64 ბაიტს ვინდოუს XP 64 ბიტიანი არის ბუნების შეცდომა ))
-
ნუ თუ სისტემა გამოირიცხა მაშინ ალბათ უფრო დრაივერის პრობლემაა - პირველ რიგში ვიდეოკარტის დრაივერები გაწმინდე და დააყენე თავიდან ბოლო ვერსია რასაც ოფიციალურ საიტზე ნახავ... p.s. ამ ყველაფერს ბატარეაზე შვება თუ AC Power_ზე? ფაქტიურად შენი პრობლემა არის აღწერილი HP_ს ფორუმზე, გადაიკითხე, სხვადასხვა სოლუშენი აქვთ, იქნებ გიშველოს რომელიმემ: http://h30434.www3.hp.com/t5/Notebook-Lockups-Freezes-Hangs/100-CPU-Usage/td-p/200791
-
CPU კი კარგადაა, მაგრამ აი GTX 275_თვის 92 გრადუსი ნამეტანია. თერმოპასტა როდის გამოუცვალე? / რა კვება გაქვს?
-
ფარივოლით დაბლოკვის ალტერნატივა არის URL_ების არევა, ანუ როცა დააყენებთ გადმოწერაზე ფაილს > მიიღებს პირ ლისტს > დაუკავშირდება > იწყებს გადმოწერას > ვაპაუზებთ > მარჯვენა კლიკი ტორენტზე>Properties> ვცვლით URL_ებს (ვამატებთ ასოებს, ვშლით, როგორც გაგიხარდებათ) > ვაგრძელებთ გადმოწერას > URL_ები შეცვლილია, ტრეკერს ჩვენზე ინფორმაცია აღარ მიეწოდება, მაგრამ პირებთან კავშირი გვაქვს > გადმოწერა გრძელდება ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში მოგვიწევს URL_ების გასწორება და პროცედურის გამეორება - ამას ან როგორ დაიჭერენ ან როგორ მიხვდებიან არ ვიცი =) ეჰ, გვქონდეს ნორმალური ინტერნეტი და არ დაგვჭირდებოდა ამდენი მაიმუნობა, ჩემი მკვდარი ინტერნეტით ეხლაც ვასიდირებ რაღაც-რაღაცებს, მაგრამ გადმოწერით ბევრად მეტს ვიწერ
-
BIOS_ში რამდენს აჩვენებს?
-
ამწამს 2 ტორენტს "ვასიდირებ" კინოზალზე =) აღარ მაწერინებდა ტორენტებს უკვე, მოკვდა რატიო, რას ვკარგავ... ყველაზე უსაფრთხოა ტორენტ კლიენტისთვის გამავალი TCP/UDP ტრაფიკის დაბლოკვა ფაირვლოით (მე Comodo_თი ვბლოკავ), მაგრამ მანდ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: როდესაც ახალ ტორენტს ამატებ კლიენტში - კლიენტი უკვაშირდება ტრეკერს და მოითხოვს Peer List_ს, თუ დაბლოკილი ექნა გამავალი ტრაფიკი ვერ დაუკავშირდება და შესაბამისად გადმოწერასაც ვერ დაიწყებს,ა მიტომ ჯერ უნდა დაამატო ტორენტი, როცა უკვე დაიწყებს გადმოწერას და სიჩქარეც მივა სასურველამდე მერე უნდა დაუბლოკო გამავალი ტრაფიკი (Comodo_თი ძალიან მარტივია - დამატებისას ვთიშავ ფაირვოლს, მერე ცოტა ხანში ისევ ვრთავ) - შედეგად ვღებულობთ იმას, რომ გადმოწერით კი ვიწერთ, მაგრამ ტრეკერს ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდება, შესაბამისად არც რატიო გვაკლდება, თან ვერავინ ვერასდროს ვერ მოგედავება ამაზე © George p.s. ინტერნეტი თუ გაწყდა ფაირვოლი უნდა გამორთოთ/ჩართოთ, რომ თავიდან მიიღოს Peer List... ჩემს აქაუნთს მარტო მე რომ ვხმარობდე არც დამჭირდებოდა რატიო მასტერი... )
-
შეწუხებით რა შეწუხებაა, მაგრამ იქ "ტეხავსსავით", არანაირ კავშირში არაა იქაურ პროგრამებთან =) თუ ვინმეს დაჭირდა აქაც მოაგნებს.
-
პროგრამა ტორენტ ტრეკერებზე Download/Upload გაყალბებისთვის. თითქმის 1 თვეა ვტესტავ ამ პროგრამას (აპლოუდის სიჩქარე მაიძულებს ) - არის ქროსპლატფორმული (Windows, Linux, Mac OS X), მშვენივრად მუშაობს, მარტივია, სწრაფი, შეუძლია პარამეტრების დამახსოვრება და პროგრამის რესტარტის მერე დაბრუნება, აქვს ტაბების მხარდაჭერა, ანუ შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ტორენტი "ასიდიროთ" და კიდევ ბევრი რამ. Download Windows / Linux-Mac OS X Windows_ის მომხმარებლებისთვის: .NET Framework 2.0 Linux/Mac OS X მომხმარებლებმა გადმოწერეთ შესაბამისი Mono ოფიციალური ვებ-გვერდი: http://ratiomaster.net/ მოკლედ გიდი გამოყენებისთვის: 1. აჭერთ Browse და ირჩევთ ტორენტს, რომელიც უნდა ვასიდიროთ - პროგრამა ავტომატურად ტვირთავს საჭირო ინფორმაციას; 2. ვუთითებთ ატვირთვის სიჩქარეს; 3. ვუთითებთ ატვირთვის მინიმალურ სიჩქარეს; 4. ვუთითებთ ატვირთვის მაქსიმალურ სიჩქარეს (პროგრამა აკეთებს სიჩქარის შემცირება/ზრდის სიმულაციას მითითებულ შუალედში, ნაკლებად საეჭვო ვიქნებით ტრეკერზე); 5-6-7 - 2-3-4 პუნქტების ანალოგიურია, მხოლოდ გადმოწერის სიჩქარისთვის; 8. განახლების ინტერვალი (წამებში) - დროის რა მონაკვეთში უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება სერვერისთვის (შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დააჭიროთ ღილაკს Manual Update და მოხდება ინფორმაციის გაგზავნა); 9. ვირჩევთ ტორენტ კლიენტს (სასურველია ავირჩიოთ კლიენტი, რომელსაც რეალურად ვიყენებთ); 10. ვირჩევთ კლიენტის ვერსიას. ყველა პარამეტრის ჩასწორების შემდეგ ვაჭერთ Start - შეგიძლიათ ჩაკეცოთ პროგრამა. რომ არ "დაგიჭირონ" - გამოიყენეთ ტორენტები, რომელსაც ეყოლება 50 სიდერი მაინც - ბევრად ნაკლები იქნება შემჩნევის შანსი ასევე სიჩქარის მითითებისას გამოიჩინეთ ზომიერება, ჯობია საშუალო სიჩქარე მიუთითოთ და დიდხანს ასიდიროთ, ვიდრე მიუთითოთ დიდი და დაგიჭირონ, 400-1000 კბ/წ შუალედში, მეტს არ გირჩევთ, პროგრამა თითქმის არ იყენებს ინტერნეტ ტრაფიკს, მხოლოდ მაშინ, როდესაც უკავშირდება ტრეკერს ინფორმაციის მიწოდებისთვის (მითითებული ინტერვალებით), ასე რომ არანაირად არ შეაფერხებს თქვენს ინტერნეტს. გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ძალიან დაბალი რატიო და ატვირთვის დაბალი სიჩქარე. ბანზე/აქაუნთის წაშლაზე და ა.შ. პასუხისმგებლობას ვიხსნი - თქვენი საქმეა გამოიყენებთ თუ არა.
-
რა ნაცნობი სიტუაციაა ))
-
რომ გექნება 2 ტერა მერე ნახავ როგორაც უნდა გაავსო =) ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ფასები დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება...
-
Driver Genius - პორტატული ვერსია, Update Drivers დააჭირე და თვითონ ნახავს რა არის მოძველებული და რა აკლია. http://dl.dropbox.com/u/18290067/Driver%20Genius.7z
-
დნს_ები გაქვს არასწორი, თუ სილქნეტი გაქვს: 87.253.32.130 / 87.253.32.131 ჩაუწერე და აქ შეამოწმე: http://www.yougetsignal.com/tools/open-ports/
-
სტატიკური აიპი გაწერილი გაქვს შენს კომპზე? (192,168,1,6)
-
192.168.1.1 admin - admin ან admin - utg700 192.168.1.1_ზე თუ არ შევიდა >Start>Run>cmd ჩაწერე ipconfig /all და იქ ნახე Default Gateway
-
ეგ კი ვიცი, სისტემას გააჩნია, შედარებით სუსტებისთვის იდეალურია XFCE. მასე გნომის ძველი ტაბებისდაბრუნებაც შეიძლება , მაგრამ რატომ ამოიღეს ვერ გავიგე )
-
Gigabyte HD 6850 მაქვს - ახლახანს გამოსული ბატელფილდი 1440x900 მაქს გრაფიკით/ტექსტურებით და ა.შ მინიმუმ 40 ფპს მქონდა... 560 TI_ზე 150 ლარის დამატება ბევრი არ არის? თან კვების ამბავში ისევ ატი ჯობია გაყიდო-დაამატო-იყიდო ვარიანტი ჯობია.
-
Classic Desktop რომ ამოიღეს არ მომეწონა.
