მეც ბევრ რამეს ვფრიზავ ხოლმე ტიტანიუმით, მაგრამ ეგ ათავისუფლებს ოპერატიულს, სერვისები, რომლებიც ბექგრაუნდში კიდია,პროცესორს არ ტვირთავს...
ზოგადად კარგია ისეთი სერვისების გათიშვა, რასაც არ იყენებ (ეგ ინდივიდუალურია), მაგრამ ერთადერთი სანდო "გათიშვის" მეთოდი არის დაფრიზვა ტიტანიუმით, ან apk ფაილების წაშლა საერთოდ =)
მაგრამ ბევრი თავისუფალი რამი სისტემას არ აჩქარებს, ანდროიდის სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ როცა ჭირდება თვითონ გაათავისუფლებს რამდენიც დაჭირდება; მთავარია აქტიური პროცესები არ იყოს ბევრი გაშვებული (პროცესორს ტვირთავს, ბატარეას "ჭამს"), ბექგრაუნდს არაფერი უჭირს.
რეალურად იმ პროგრამების ბექგრაუნდ პროცესის ხშირი მოკვლით, რომელსაც ხშირად იყენებთ, ბატარეას ადგება მეტი ჯაფა, მეხსიერებაში გამზადებული ინფორმაციის დამუშავების მაგივრად, "მოკვლის" შემდეგ თავიდან უწევს იმავეს გაკეთება, რაც უკვე გაკეთებული ქონდა.ჩვეულებრივ პროცესებს რაც შეეხება [არა სერვისებს] - როცა ამთავრებს საქმეს - სისტემა ავტომატურად კლავს, როცა საჭიროა. უდროოდ მოკვლით პროცესი უბრალოდ დარესტარტდება, ან შემდგომი ჩართვისას თავიდან ეცდება გააკეთოს ის, რაც ვერ მოახერხა/მოასწრო.
ამიტომაც არ არის რეკომენდირებული ანდროიდებზე ტასკ კილერების გამოყენება. ძველ დევაისებზე ჩანდა ამის აუცილებლობა, რადგან ძალიან ცოტა RAM ქონდათ, მაგრამ დღეს უკვე (512მბ+ რამით) აღარაა საჭირო...