როგორც ჩანს ხალხს ჩემსავით არ სძინავს და ახალ-ახალ სათამაშოებს იგონებს. ერთ-ერთი ასეთი ნივთი, რომელმაც ძალიან მომხიბლა არის უახლესი თაობის (ე.წ. Camera 3.0) კამერა - Lytro. მინდა წინასწარ ბოდიში მოგიხადოთ თუ კი რაიმე უზუსტობა მექნება ტერმინოლოგიაში.
პლენოპტიკური კამერების მწარმოებელმა Lytro-მ დააანონსა თავისი პირველი პროდუქტი - Lytro Light Field Camera (სინათლის ველის კამერა). ის ხელმისაწვდომი 2012 წლის პირველ კვარტალიდან გახდება. გაიყიდება 8 და 16GB-იანი მოდელები, შესაბამისად 399$ და 499$-ად. 8GB მოდელს შეუძლია 350 სურათის დატევა შიდა მეხსიერებაზე, 16GB-იანს კი 750-ის.
კამერას 35-280მმ-ის ეკვივალენტური მუდმივი f/2 დიაფრაგმის მქონე ობიექტივი აქვს + სენსორი, რომელსაც კომპანია "11 MegaRay Sensor"-ს უწოდებს (11 მეგასხვივიანი სენსორი). ამ სენსორის წყალობით მიიღება სურათი, რომელზეც ფოკუსის შეცვლა სურათის გადაღების მერეც კი შეიძლება!
წინამორბედი თაობის კამერებისაგან განსხვავებით Lytro-ს სინათლის ველის კამერას შეუძლია სენსორზე მოხვედრილი სინათლის ყველა სხივის დაჭერა და აღქმა, რისი წყალობითაც
ის ქმნის "ცოცხალ" ინტერაქტიულ სურათებს, რომელთა "გადაფოკუსირება" (ახლიდან ფოკუსირება) ყოველთვის შეგეძლებათ.
Lytro ერთადერთი კამერაა დღესდღეობით, რომელსაც შეუძლია ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გადაიღოს რაც თქვენ გსურთ. Light Field სენსორი იწერს ფერს,ინტენსიურობასა და იმ სინათლის სხვივების მიმართულებებს, რომელიც კამერაში გაივლის. ამის გარდა მას გააჩნია Light Field Engine, რაც საშუალებას აძლევს ეს ინფორმაცია დაამუშავოს და შექმნას ინტერაქტიული სურათი. ამის გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანიამ იზრუნა ახალი ფორმატის "გაპიარებაზე", ხოდა უკვე შესაძლებელია სოციალ ქსელებზე ამ ფორმატის ფაილების განთავსება (არაპირდაპირი გზით, თუმცა ონლაინ რეჟიმში ახლიდან ფოკუსირება შესაძლებელი იქნება დამატებითი პროგრამის გარეშე)
Lytro-ს დიზაინი სიმარტივის პრინციპითაა შემუშავებული. არ აქვს არანაირი რეჟიმის გადამრთველი და სხვადასხვა ღილაკები, მხოლოდ ჩამკეტის ღილაკი და ჩასართავ/გამოსართავი იმის მიუხედავად, რომ კამერა რთულ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მისი მოხმარება უმარტივესია.
Lytro Camera-ს შესაძლებლობები:
* კომპაქტური დიზაინი, ულტრამსუბუქი ანოდიზირებული ალუმინის კორპუსით, 8x ოპტიკური ზუმითა და მუდმივი f/2 დიაფრაგმით.
* ინოვაციური სინათლის ველის სენსორი ხედავს 11 მილიონ სინათლის სხივს (11 მეგასხივი, MegaRay). სინათლის მიმართულების ჩაწერის შემდეგ კი LF ძრავა მას HD ხარისხის ინტერაქტიულ ("ცოცხალ") სურათად გარდაქმნის.
* უსწრაფესი: Lytro-ს არ აქვს ავტოფოკუსირება, შესაბამისად არც იხარჯება დრო ფოკუსირებაზე და + მას არ გააჩნია ჩამკეტის დაყოვნება.
* დაბალი სინათლის მგრძნობელობა: დაბალი განათების პირობებს Lytro ადვილად უმკლავდება მაშუქის გარეშეც კი.
* კამერის პირველი მყიდველები (ალბათ ვინც პირველივე თვეს დაესევიან) მიიღებენ სურათების ატვირთვის უფასო სერვისს Lytro.com-ზე. შეგახსენებთ, რომ ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი საშუალება იქნება ასეთი ტიპის სურათების სოციალ ქსელებში გაზიარებისთვის.
* 3D: ფუნქცია ჯერჯერბით ხელმიუწვდომელია, თუმცა ფინალურ ვერსიას უკვე ექნება. Lytro-თი გადაღებული სურათებია საერთოდ 3D-შია, შესაბამისად 2D->3D გადაფორმატება ძალიან მარტივი იქნება. გამოსახულების ნახვა ყველა ეკრანზე იქნება შესაძლებელი.
კამერას თან მოყვება პროგრამა (რომელიც ჯერ მხოლოდ მაკზეა), რომლითაც შესაძლებელია ამ სურათების დათვალიერება და ახლიდან ფოკუსირება. ამ პროგრამითვე შესაძლებელი იქნება სურათების სოციალურ ქსელებზე ატვირთვა, სადაც ხლიდან ფოკუსირება HTML5-ის დახმარებით მოხერხდება.
ეს ყველაფერი სტანფორდელი მეცნიერის დრ. რენ ნგ-ს დამსახურებაა. მის გამოგონებამდე ასეთი პლენოპტიკური მექანიზმის მიღება მხოლოდ 100 ერთმანეთთან დაკავშირებული კამერითა და სუპერკომპიუტერით ხდებოდა.
თავად კამერას ოთხკუთხა პრიზმის ფორმა აქვს, სიგრძეში დაახლოებით 11სმ არის, სიგრძის დაახლოებით 2/3 ანოდიზირებული ალუმინია. ზუსტად ამ მონაკვეთშია 35-280მმ ექვივალენტური F2 ობიექტივი. დანარჩენი ნაწილი არის მყარი რეზინის, რომელზეც განლაგებულაი 3 "ღილაკი", ერთი ჩასართავ/გამოსართავი, მეორე - ჩამკეტის ღილაკი და მესამე - მიახლოების სლაიდერი. ყველაფერი დანარჩენი ხორციელდება მის მულტისენსორულ ეკრანზე, რომელიც მთლიანად ფარავს მის უკანა მხარეს. ამ პატარა ეკრანის გაფართოებაა - 128x128.
მეხსიერების რაოდენობა და ფერების არჩევანი ალბათ Apple-ს მოგაგონებთ თან სიმარტივეც მასეთივე დაჰკრავს
მაინც რა არის ეს სინათლის ველის კამერა?
Light Field კამერა სინათლეს იწერს ძალიან განსხვავებული მექანიზმით დღევანდელ კამერებთან შედარებით. სენსორის წინ მოთავსებულია მიკროლინზების მასივი და იმის ნაცვლად რომ სინათლის ფოკუსირება ერთ პიქსელზე მოხდეს, ეს მიკროლინზები სინათლის ინფორმაციას ყოფენ სხვადასხვა პიქსელზე იმისდა მიხედვით თუ რა კუთხით დაეცა იგი ლინზაზე.
დოქტორი ნგ (ხო "ნგ" სახელია)გვიხსნის: 'მიკროლინზები სინათლის კონას ყოფს სხივებად სანამ ისინი სენსორზე მოხვდებიან, ეს საშუალებას იძლევა რომ დავადგინოთ თუ რა მიმართულებით მოდიოდა სინათლის სხივი. ზუსტად ეს იძლევა საშუალებას რომ სურათის ფოკუსის ახლიდან გამოთვლა მოხდეს, ანუ რომელი სხივი სად წავიდოდა"
ეს ტექნოლოგია არამარტო იმის საშუალებას იძლევა, რომ ახლიდან გააკეთოთ ფოკუსირება სურათებზე, არამედ იმას რომ არ არის საჭირო ფოკუსირება ერთ კონკრეტულ წერტილზე. კამერას არ აქვს მოძრავი მოტორი და ავტოფოკუსი, რაც არის იმის მიზესი თუ რატომაა ის ასეთ სწრაფი.
სიმარტივე
გადაღების სიმარტივე ასევე კამერის კონტროლის სიმარტივეზეც აისახება. ფოკუსირებისთვის უბრალოდ სასურველ ადგილას უნდა დავაჭიროთ თითი, ორჯერ დაჭერისას კი მიახლოება ხდება. აქაც კვლავ Apple-ის სტილს ვხედავთ
ჩვეულებრივი კამერებისგან განსხვავებით Lytro-ს გამოცვლადი ბატარეა არ აქვს, ისევე როგორც მეხსიერება. დატენვა microUSB პორტიდან ხდება, დამატებითი დამტენით ან კომპიუტერთან შეერთებით.
სურათის ზუსტი გაფართოებაზე ცნობილი არ არის, მხოლოდ ის ვიცით რომ მინიმუმ "HD" იქნება (1080 ვერტიკალური პიქსელი)
კიდევ ერთი განზომილება
იმის გამო რომ სინათლის ველის სენსორი სხივის მიმართულებასაც იწერს, შესაბამისად სურათს სამგანზომილებიანი ინფორმაციაც ახლავს. მართალია დაანონსებისას 3D სურათების კამერაზე ჩვენების საშუალება არ იყო, თუმცა აჩვენეს რამდენიმე დემო სადაც შესაძლებელი იყო ხედვის წერტილის შეცვლა! ანუ წარმოიდგინეთ ჰოლოგრამა
აღსანიშნავია ასევე ის რომ ამ სამგანზომილებიანი სურათების ნახვა შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივ მონიტორებზე სათვალეების გარეშე, რადგან თავად სურათებს ექნებათ პარალაქსური შრეები (ამის შესახებ სხვა თემაში მიწერია - "3D სათვალეები").
კომპანიის CEO ასევე იმასაც ამბობს რომ ფუნქციები კამერას ეტაპობრივად დაემატება Light Field Engine-ის განახლების საშუალებით. (ჯერ-ჯერობით ვერსია 1,0)
წარმატებას ვუსურვებდი ამ კომპანიას, მართლაც რომ რევოლუციური კამერა შექმნეს, სრულიად ახალი მიდგომა ფოტოგადაღებასთან
დემო სურათების სანახავად შედით აქ: www.lytro.com/living-pictures
გამოყენებული რესურსები:
DPReview
Lytro