იქიდან დავიწყებ რომ შესანიშნავი აპარატია! ჩემი ფავორიტია რომ არ დაგიმალო
http://www.dpreview.com/reviews/canoneos550d/ <- აქ შეგიძლია ამომწურავი ახსნა მიიღო შენს კამერაზე.
არ ვიცი ზუსტად რა გუისხმობ G და D ტიპებში, მაგრამ ზოგადად სახელები პირობითია. მაგალითად შენი 550D - მასე მხოლოდ ევროპაში იწოდება. ამერიკაში Rebel T2i ჰქვია, იაპონიაში კიდე Kis X4 მგონი.
ქენონის DSLR-ების (ციფრული სარკისებულები) სახელები D ასოს შეიცავენ ბოლოში, რაც უბრალოდ სახელია და ვსო. ხოლო G-ზე მარტო G10/G11/G12 მახსენდება. ეგ არის კომპაქტური კამერა შედარებით დიდი ზომის სენსორით.
ცნება "ზუმი" interchangeable lens კამერებში ძალიან ფარდობითი რამაა, ყველაფერი ლინზის ფოკუსურ მაძილებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ მიშას სტატიაშია აღწერილი ყველაფერი, აპინულია ზევით.