Blaster-თან კონსულტაციების შედეგად, რომელმაც თავის მხრივ სოსოსთან გაიარა კონსულტაცია, გადაწყდა დამეწერა სტატია Linux-ის Ubuntu-ზე, რათა მომხდარიყო ამ ოპერაციული სისტემის პოპულარიზება.
1. ზოგადი ცნობები
დავიწყოთ სახელწოდებით. სიტყვა Ubuntu სამხრეთ აფრიკულია, დაახლოებით იშიფრება, როგორც "კაცობრიობა კაცობრიობის დასახმარებლად", "ადამიანობა" (ან "კაცობა და მეობა" ) და წარმოადგენს ერთგვარ ფილოსოფიურ მიმდინარეობას. ხედავთ რა ღრმა ფილოსოფიური სახელი ჰქონია ამ OS-ს? თქვენ კიდევ ალბათ ბევრჯერ დაგიცინიათ... აბა რა ჯობია? Microsoft-შუშაბანდი? ან ლოჯია? განვაგრძოთ... Ubuntu Linux არის "FOSS" - Free And Open Source Software, ანუ ოპერაციული სისტემა, რომელიც უფასოდ ვრცელდება (კაცობრიობის შესანიშნავი გამოგონება, რაც კრეკების საჭიროებას სპობს). ერთი სიტყვით არანაირი აქტივაცია საჭირო არაა, პროგრამა ლიცენზიურია და უფასო. Ubuntu 2006-7 წლებში Linux-ის ბაზაზე არსებული კომპიუტერების 30%-ს იკავებდა. 2. შემადგენლობა Ubuntu არის Debian GNU/Linux-ის ბაზაზე შექმნილი ოპ. სისტემა, რომელსაც Linux-ის კერნელი აქვს. მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა. დებიანის სხვა ოპ. სისტემებისგან განსხვავებით უბუნტუ უფასოდ გავრცელებად პროგრამებს შეიცავს. ქართველებს რათქმაუდნა ფეხებზე გვკიდია ლიცენზია, საავტორო უფლებები (Copyright) და მისთანები - "კრეკი და მისი ჯანიო" ვიტყვით, მაგრამ უცხოეთში, სადაც ლიცენზიური პროგრამა შეიძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშუალო მომხმარებლისთვის. Ubuntu-ს თავისებურებაა ლიცენზიის "მხარდაჭერის" ვადა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ოპ. სისტემა ხმარებაში გამოდის, კომპანია მას აძლევს გარკვეულ ვადას, რომლის განმავლობაშიც პროგრამა კომპანიის პროგრამული მხარდაჭერით სარგებლობს. ამასთან ერთად ეს მხარდაჭერა არის ორგვარი - LTS (Long Term Support) და CLTS (Canonical Long Term Support). CLTS ვერსია გამოდის 2 წელიწადში ერთხელ და აქვს 3-წლიანი განახლებების მხარდაჭერა დესკტოპ სისტემებზე და 5-წლიანი - სერვერებზე. ბოლო CLTS არის Ubuntu 8.04, ანუ სისტემის ამჟამინდელი ვერსიის - 9.04-ის წინამორბედი. მომდევნო CLTS რელიზის გამოშვება 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე კი მზის სინათლეს Ubuntu 9.10 - Karmic Koala იხილავს. რაც შეეხება სახელდებას, როგორც უკვე მიხვდით, პროგრამის ვერსიის პირველი რიცხვი წლის აღმნიშვნელია, ხოლო მეორე - თვის. ანუ "კარმულ კოალას" 2009 წლის ოქრომბრის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ. სურათზე - ამჟამინდელი ვერსიის ინტერფეისის სქრინი 3. ფუნქციურობა
Ubuntu ფოკუსირებული გამოყენების სიმარტივესა და უსაფრთხოებაზე. ოპ. სისტემას მოყვება ინსტალატორი "Ubiquity", რომლის საშუალებითაც შეიძლება Ubuntu-ს კომპიუტერში დაყენება. 5.04 ვერსიიდან მოყოლებული OS-ს აქვს UTF-8 კოდირების მხარდაჭერა. "Sudo Tool" ემსახურება მომხმარებლისთვის ადმინისტრატორის უფლების დროებით მიცემას, ან უფლებების შეზღუდვას. ოპ. სისტემას შეუძლია აკრძალოს ინტერნეტ-პორტებთან წვდომა "Firewall"-ის მსგავსი პროგრამის მეშვეობით.
Ubuntu-ში "ჩაქსოვილია" რამდენიმე უფასო პროგრამა, მაგალითად OpenOffice, Firefox, Pidgin, Transmission, GIMP და რამდენიმე თამაში (სუდოკუ, ჭადრაკი და ა.შ.), მაგრამ მას შეუძლია MS Windows-ისთვის შექმნილი პროგრამების უმრავლესობის შეთავსება (მათ შორის VMware-სიც კი), აქვს 46 ენის მხარდაჭერა. ქვემოთ მითითებულ ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ნახავთ, როგორ უნდა უბუნტუში პროგრამის ჩაწერა/წაშლა: http://www.youtube.com/watch?v=jS7s2kFPO9U 4. მოთხოვნები და ინსტალაცია
Ubuntu-ს დაყენება შესაძლებელია სპეციალური LiveCD-დან და რათქმაუნდა USB ფლეშ-დრაივიდან. ოპ. სისტემის "გასასინჯად" გაშვება პირდაპირ დისკიდან ან ფლეშკიდანაც შეიძლება, ოღონდ, რათქმაუნდა წარმადობა დაბალი იქნება. უბუნტუს ISO იმიჯები გამოსვლისთანავე იდება მისსავე საიტზე - http://www.ubuntu.com/GetUbuntu/download .
პროგრამის მინიმალური სის. მოთხოვნებია:
300 MHz x86 CPU
64 MB ოპ. მეხსიერება
მინიმუმ 4GB თავისუფალი ადგილი HDD-ზე
დისპლეი მინიმუმ 640x480 გაფართოებით
CD-ROM დრაივი და ლანქარდი
ოპტიმალური მოთხოვნები:
1.2GHz CPU
386MB ოპ. მეხსიერება
8+ ადგილი HDD-ზე.
პროგრამის LiveCD ვერსიის ასამუშავებლად "ზედმეტი" 256MB ოპ. მეხსიერება დაგჭირდებათ. სურათზე სწორედ LiveCD ვერსიის სქრინს ხედავთ
რა არის Ubuntu live CD? Ubuntu-ს ნებისმიერი საინსტალაციო თავისთავად არის live CD ანუ სისტემის გაშვება ინსტალაციის გარეშე, რაც საკმაოდ მოსახერხებელია ხშირ შემთხვევებში (მაგ. სისტემის და კომპიუტერის ნაწილების ურთიერთშეთავსება, ზოგადად დისტრიბუტივის გაცნობა და ა.შ.). სისტემის live CD-დან გაშვების დროს მთელი ოპერაცია მიმდინარეობს კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში და არანაირი კავშირი არ აქვს HDD-სთან (თუ სპეციალურად არ შევალთ კომპიუტერის მყარი დისკის ფაილურ სისტემაში), შესაბამისად არანაირი რისკი არ არსებობს, იმისა, რომ შეიძლება უნებლიედ რაიმე ზიანი მივაყენოთ შენახულ ინფორმაციას.
რა ანტივირუსი უნდა დავაყენოთ Ubuntu-ზე? Ubuntu-ს არ სჭირდება ანტივირუსი, ვინაიდან linux-ზე არ არსებობს ვირუსი და საშიში პროგრამები.
5. რელიზები
როგორც ზემოთ ვთქვი, Ubuntu-ს ვერსიების აღნიშვნა საკმაოდ სპეციფიურია და რადგან მისი პირველი ვერსია 2004 წელს გამოვიდა, იგი არის 4.10 და არანაირი 1.00 ან რამე მისთანა. ასე რომ მოცლილო ხალხო, არ ეძებოთ "საკოლექციო" 1.00 რელიზი. ქვემოთა ცხრილში მოყვანილია Ubuntu-ს რელიზები თავიანთი კოდური სახელწოდებებითურთ: 6. ვარიანტები
დღესდღეობით არსებობს Ubuntu-ს რვა ოფიციალური ვარიანტი:
1. Kubuntu. იგი GNOME-ს მაგივრად KDE გრაფიკულ ინტერფეისს იყენებს.
2. Edubuntu - პროგრამის "სასწავლო-საგანმამათლებლო" ვერსია, ძირითადად გამიზნულია სკოლებისთვის (ალბათ სამხრეთ აფრიკის )
3. Ubuntu Server Edition. მგონი სახელიდანაც ხვდებით ... და თუ ვერ ხვდებით, მაშინ გეტყვით, რომ ეს ვერსია სერვერისთვისაა განკუთვნილი.
4. Xubuntu - Ubuntu-ს "ლაით" ვერსია. როგორც ჩანს განკუთვნილია განსაკუთრებით დანჯღრეული და დრომოჭმული კომპიუტერებისთვის, ან კომპიუტერებისთვის, რომლებსაც პატარა HDD აქვთ.
5. Ubuntu MID Edition - განკუთვნილია მობილური ინტერნეტ-მოწყობილობებისთვის (MID - Mobile Internet Device).
6. Ubuntu Netbook Remix - ნეთბუქებისა და ლეპტოპებისთვის.
7. Gobuntu - Ubuntu, რომლის აბსოლუტურად ყველა პროგრამა უფასოა.
8. Ubuntu JeOS (წარმოითქმება, როგორც "ჯუს" - ინგლისურად წვენი) - სპეციალური ვერსია ვირტუალური კომპიუტერებისთვის.
სურათზე: Kubuntu KDE ინტერფეისით
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ხედავთ, Ubuntu ერთი შეხედვითაც საკმაოდ საინტერესო ოპერაციული სისტემაა ძალზედ დაბალი სისტემური მოთხოვნებით. ასე რომ თუკი შინ გიდევთ კომპიუტერი, რომელიც სასუნთქ აპარატზეა მიერთებული და დღე-დღეზე კაბელებს გაფშეკს, თქვენ კი გინდათ ასეთი კომპი აამუშაოთ და ინტერნეტისთვის, ან საოფისე პროგრამებისთვის გამოიყენოთ Ubuntu-ს ვუწევ რეკომენდაციას. თანაც დღე-დღეზე ახალი ვერსია გამოვა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს არის ზოგადი ცნობები Ubuntu-ზე, თუკი რომელიმე თქვენგანი რეკომენდაციას მომცემს იმის შესახებ, თუ რა ჩავამატო სტატიაში, მადლობელი დავრჩები