ჰო, კარგია
თუმცა პროცესორის აჩქარება მაინც მოგიწევს, რომ ორი ვიდეო "გაწურო", ან თუ გინდ ერთი 580-იც კი!
ახლა შენს არჩევანს რაც შეეხება.
1. რამდენი ხნით აპირებ ვიდეოს დატოვებას?
2. მონიტორის მაქს. რეზოლუცია რამდენია? 1920x1080 ადის?
-------------------------------------------------------------------------------
პირადად მე არანაირად არ გირჩევ SLI-ს იმიტომ, რომ თამაშები უფრო ერთ GPU-ზეა ოპტიმიზებული, ვიდრე ორზე. კიდევ იმიტომ, რომ SLI-ს ყოველთვის უფრო მეტი სითბოს გამოყოფა ექნება, კეისს "დაცხება", კიდევ იმიტომ, რომ ჩავარდნების ალბათობაა დიდი, კიდევ იმიტომ, რომ ენერგიის ხარჯიც ნაკლები გექნება.
მოკლედ, მე გირჩევ 580 აიღო... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვს 1920x1080 მონიტორი და ვიდეოდაფის გამოცვლას უახლოესი 2 წლის (მინიმუმ) განმავლობაში არ აპირებ. სხვა ყველა შემთხვევაში 480-ზე მეტს არ გირჩევ. არც SLI-ს. მაგრამ მარტო მე ნუ მომისმენ, სხვებმაც დაპოსტონ.