ერთ პატარა დეტალს დავამატებდი ინფრაწითელ ფოტოგრაფიასთან დაკავშირებით.
მართალია ინფრაწითელი ფილტრები არსებობს და თეორიულად შეგიძლიათ ზემოთ ნაჩვენები ეფექტის მიღება, მაგრამ პროფესიონალურ აპარატებს სენსორთან აქვთ ინფრაწითელის დამბლოკავი (იმისთვის, რომ სწორ ექსპოზიციას არ შეუშალოს ხელი ინფრაწითელმა სხივებმა). ამის გამო DSLR-ების უმეტესობით პრაქტიკულად შეუძლებელია ეგზომ სასურველი ინფრაწითელი ფოტოს მიღება. DSLR-ის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ მოდელს შეუძლია კარგი ინფრაწითლით გასიამოვნოთ. მეორეს მხრივ, ინფრაწითელი ფოტოგრაფირებისთვის იდეალურია კომპაქტური, ე.წ. "სასაპნე" აპარატები...
დიდი წვალების ფასად მე გამომივიდა ჩემი DSLR-ით ინფრაწითელი ფოტო, მაგრამ ექსპოზიცია 5-დან 10 წამამდე გრძელდებოდა (შტატივით ვიღებდი რათქმაუნდა) მაშინ, როდესაც "სასაპნეს" წამის მეათედიც ყოფნის შედეგის მისაღწევად.
იმის გამო, რომ DSLR მაქვს და ექსპოზიცია ხანგრძლივი იქნებოდა, სუსტი ფილტრი შევიძინე (720 ნანომეტრიან სხივებს ატარებდა), უფრო მაღალ შედეგს იძლევა 950 ნანომეტრიანი ფილტრი, მაგრამ ექსპოზიციის დრო საგრძნობლად მაღალია ამ შემთხვევში.