1600-იანი ოპერი არ გაზრდის, მაგრამ i7-860 გაზრდის. და წესიერი კვებაც გაზრდის. ის, რასაც მაღაზიის ენაზე "რეალური" ეწოდება, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. Codegen და K-mex-ის კვების ბლოკები ძალიან ცუდი კვების ბლოკებია. მაგათზე Pentium 4-საც არ მივაკარებდი, არათუ გრაფიკულ კომპს. როგორც მინიმუმ, Cougar-ის 700-ვატიანი კვების ბლოკი მაინც უნდა იყიდო (დაახლოებით 200 ლარი ღირს). ისე მე Corsair-ს გირჩევ, Corsair-ის თუნდაც 500-ვატიანი კვების ბლოკი თავზე გადაილეწავს იმ Codegen-ს...
კვების ბლოკში რამდენიმე ძაბვაზე მიდის დატვირთვა (+3.3, +5 და +12 ვოლტებზე) და როგორც წესი ბლოკს აწერენ სამივე ძაბვაზე მოსულ მაქსიმალურ სიმძლავრეს. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანი მაქედან არის +12 ვოლტზე მოსული ვატები და მაგ კვების ბლოკს შეიძლება 250 ვატი ჰქონდეს +12 ვოლტზე, რაც ძალიან ცოტაა.