ფოტოს გადაღების მხრივ არ ვიცი რომელი სჯობს, ერთი ერთზე არსადაა შედარებული. სტაბილიზაციას რაც შეეხება, DSLR-ებში მნიშვნელოვანია სტაბილიზატორის განთავსება - სენსორზე არსებული სტაბილიზატორი მუდმივად კამერაში იქნება მაშინ, როცა ლინზაში არსებული სტაბილიზატორი ლინზის მოხსნისთანავე "წავა" და სხვა ლინზას შეიძლება არც ჰქონდეს სტაბილიზაცია. თუმცა სუპერზუმებს ლინზები არ ეხსნებათ და შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხია სტაბილიზატორის განლაგება, მაგრამ მაინც მგონია, რომ როგორც ავტოფოკუსია დიდ ზუმზე ნელი, ასევე იქნება სტაბილიზაციაც, დიდ ზუმზე რეაგირების დრო ექნება ნაკლები.