უიმე მაქსზე მუშაობ?
რეალურ ფოტოგრაფიაში Film Gate არის ფოტოსურათის კადრის სიგანე. ჩვეულებრივი ფირიანი აპარატის კადრები იყო 36მმ სიგანის. ახლა ციფრულები უფრო ვიწროა.
Focal lenght არის ფოკუსური მანძილი. მაგით დაარეგულირებ კამერის ხედვის კუთხეს (კამერის viewport-ში დაინახავ ცვლილებას მაგ რიცხვს თუ შეცვლი). რაც ნაკლებ რიცხვს ჩაწერ, მით უფრო "ფართოდ" დაინახავს კამერა. რათქმაუნდა ხედი დამახინჯდება ახლო ობიექტებზე, პერსპექტივის გამო.
Zoom Factor ნამდვილად არ ვიცი, კამერებში ეგეთი რამე არ არის და ვირეიშიც არ მახსოვს რომ ეგ გამომეყენებინოს. ალბათ ზუმს ანგარიშობს მაგით.
f-number არის დიაფრაგმის ზომა. რაც უფრო პატარა რიცხვს ჩაწერ, მით უფრო ნაკლები Shutter Speed დაგჭირდება მკაფიო და განათებული სურათის მისაღებად. სიტყვაზე თუ f-ზე 5.6 გაქვს მიცემული და Shutter Speed მაგისთვის 1/200 გჭირდება, f რომ ჩამოიყვანო 2.8-ზე, Shutter Speed-ს აწევ 1/400-ზე და იგივე სურათს მიიღებ. ეგ საერთოდ კამერების ფუნქციაა, რომელიც ექსპოზიციას განსაზღვრავს და ვირეის რად უნდა ეგ ვერ ვხვდები.
კიდევ თუ გექნება კითხვები, ვეცდები დაგეხმარო.