პლიუსები:
1. მეტი განათებულობა, ცუდი განათებისას სინათლის მომატების შესაძლებლობა, რომ ფოკუსი უფრო კარგად გაასწორო.
2. სარკიან აპარატებში მეტი fps მიიღება მიყოლებით გადაღებისას.
3. უსარკო აპარატებში "კლასიკურად" (ანუ "თვალის მიდებით") გადაღების შესაძლებლობა.
მინუსები:
1. ელექტრონული ვიზირების უმრავლესობა დაბალი რეზოლუციისაა (სამოყვარულო კამერებში 100000 პიქსელიანიც კი გვხვდება, რაც დაახლოებით 380x260-ზეა), ანუ ფიზიკურ პრიზმულ ვიზირთან შედარებით ჩვენების ნაკლები დეტალიზაცია. რათქმაუნდა ჰაი-ენდ კამერებში (მაგალითად Sony SLT ციფრულებში) ეს ნაკლი არ გვხვდება.
2. გამორთულ კამერაზე მანიპულირების შეუძლებლობა. ანუ ელექტრონულ ვიზირში რომ რამე დავინახოთ, კამერა ჩართული უნდა იყოს. პრიზმულში ამის აუცილებლობა არ არსებობს. შედეგად - ელემენტის (ოდნავ) მეტი ხარჯი.
3. ოდნავი დაგვიანება. პრიზმულში დაგვიანების გარეშე ვხედავთ ყველაფერს, ხოლო ელექტრონულს ინფორმაციის გადასამუშავებლად დრო ჭირდება, შედეგად გამოსახულება ოდნავ იგვიანებს (ზუსტად ისევე, როგორც Live View-ზე ხდება ხოლმე).
4. განათების პირობების შეცვლაზე და კამერის რაკურსის ცვლილებაზე რეაგირება გამოსახულების წამიერი დამახინჯებით.
-----------------------------------------------------------
აი, სულ ეს არის.