მე "ის" მიშა ვარ, მიცნობ მეც
მოკლედ ვახტანგ, სენდი ბრიჯის სისტემა ოდნავ ძვირი ღირს საქართველოში, ვიდრე ჩვეულებრივი 1156 სოკეტის სისტემა. მაგრამ სენდის წარმადობა იმდენად უკეთესია, რომ თუკი ძლიერი კომპი გინდა, მგონი ღირს სენდის აწყობა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, შენ რა პროგრამებთან სამუშაოდაც გჭირდება. მე ნამდვილად ვერ დაგეხმარები იმის გარკვევაში, თუ შენთვის რომელი უკეთესია, რადგან სამაგისოდ ცოდნა არ მეყოფა, მაგრამ ყველაზე იაფად razer.ge-ზე შეგიძლია ააწყო სასურველი კომპიუტერი, თუკი რათქმაუნდა ნაწილები იქნება. ჩვენთან არის ფორუმზე მაგ მაღაზიის წარმომადგენელი, "razer_" ქვია (Razer-ში არ შეგეშალოს, სულ სხვა ადამიანია ეგ) და პირადად მასაც შეგიძლია დაელაპარაკო თუკი რამეს გადაწყვეტ. თუ ჩამოტანას მოისურვებ, დაგეხმარებით ყველანაირად, მე თუ მიკადრებ, მეც შემიძლია ჩამოგატანინო. ერთი რამ ვერ გავიგე ოღონდ, ვიდეოდაფის გარეშე რომ გთავაზობდნენ i7-ს, ვიდეოსიგნალი საიდან უნდა გადმოეცა? ვიდეოსიგნალს გზავნის i3 სერიის პროცესორები და i5-6xx სერიის პროცესორები, i7-ს არ შეუძლია ეგ, რადგან გრაფიკული ბირთვი არ გააჩნია.