Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. მაგარი კვებებია ორივე 850-იანი დაიტოვე თუ პერსპექტივაში 2 და 3 ვიდეოს არ აპირებ
  2. ან sapphire trix პროგრამა სცადე თუ არც ერთი პროგრამით არ მოგცა clock და memory მომატების საშუალება ვერ დაარაზგონებ
  3. ძალიან მაგარი კვებაა იმენაა must have იგივე enermax-ია მაგრამ ორი ცალი 680-ისთვის 700 ვატი მე მგონი ცოტაა 800 მაინც უნდა იყოს
  4. MSI afterburner ჩამოწერე დააინსტალე და სკრინი გვანახე აბა შეიძლება დარაზგონდეს ეგ ვიდეო არაინტეგრირებულია და მაგიტომ თუმცა არა მგონია თამაშებში დიდი სხვაობა მოგცეს
  5. მაღალ სიხშირეზე როცა ნაკლებია ქულა ე.ი. არასტაბილურია იმ სიხშირეზე ან ცხელდება ან ძაბვა არ ყოფნის არის კიდე ვარიანტი რომ მამრავლი არ მოსწონს 55
  6. მაგ მაზერს თიმის მაზერი და 3930K ჯობია პროცესორის პონტში და საქართველოს რეკორდები დაიხსნება
  7. ძვირი ღირს უფრო და სპილენძის ქულერები უფრო მეტი თვითღირებულებით არის
  8. 70 დოლარი მისაღები ფასია და100 დოლარი ძვირია მაგ ფასად კორსაირის H100 იყიდება http://www.amazon.com/Corsair-Series-Extreme-Performance-CWCH100/dp/B0051U7HMS/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1353968906&sr=8-1&keywords=H100
  9. Thermalright-მა დაანონსა Archon ქულერის ახალი მოდიფიკაცია Archon SB-E X2. კონსტრუქციაში შეტანილია გარკვეული ცვლილებები, სითბური მილაკების რიცხვი გაიზარდა 6-დან 8-მდე. ქულერის სამაგრად გამოიყენება გაუმჯობესებული VX BTKII რომლითაც შესაძლებელია პროცესორზე ქულერის მჭიდროდ დამაგრების ძალის რეგულირება. ზომები დარჩა უცვლელი და შეადგენს 155(L)x53(W)x170(H)მმ, წონა შეადგენს 1125გ (წყვილი TY-141 ვენტილატორების ჩათვლით). ვენტილატორების გარეშე წონა 775გ შეადგენს. Archon SB-E X2 ქულერს აქვს მონიკელებული სპილენძის ძირი, 8 ცალი მონიკელებული სპილენძის სითბური მილაკი 6მმ დიამეტრით, ალუმინის რადიატორი და ორი TY-141 ვენტილატორი 140მმ დიამეტრით, 73.6 CFM ჰაერის ნაკადით და ხმაურის დონით 21dBA, ბრუნვის სიჩქარე 900 ~ 1300 RPM ( PWM კონტროლით) ქულერი თავსებადია ყველა თანამედროვე Intel-ის და AMD სოკეტებთან მათ შორის LGA1155, LGA2011, AM3+ და FM2 და როგორც მწარმოებელი გვპირდება მისი ჩატევა მოხერხდება მაღალი, სავარცხელისებური რადიატორების მქონე ოპერებს შორისაც, რაც ენთუზიასტებისთვის ხშირად დიდი პრობლემაა. ქულერის საცალო რეკომენდებული ფასი ერთი წყაროს ინფორმაციით 100 დოლარამდეა http://www.techpowerup.com/175958/Thermalright-Officially-Introduces-the-Archon-SB-E-X2-CPU-Cooler.html ხოლო მეორე წყაროს ინფორმაციით 70 დოლარამდე http://www.legitreviews.com/news/14556/
  10. ძალიან კარგი მიმოხილვაა და რაც მთავარია ნათარგმნი არ არის !!!
  11. სამი 670-ით რომ მიგეღოთ ეგ შედეგი ბრინჯაო იქნებოდა საინტერესოა არა :D
  12. E6600 ორი არსებობს dual core და core 2 duo dual core უკეთ რაზგონდება მაგრამ ზუსტად იგივე ბირთვზეა რაზეც E5700 რაზგონში უკეთეს შედეგს იდეაში არ მოგცემს იგივე პონტში შეიძლება უკეთესი შედეგი სხვა E5700-მაც მოგცეს ძაბვას E6600-იც მოითხოვს 3.5+ რაზგონზე მოკლედ გაცვლისას თუ რამეს ამატებ არ გაცვალო და თუ არ ამატებ გაცვალე FSB 1066 აქვს 6600 და ოდნავ უკეთესია
  13. აი ახალი მიმოხილვები http://www.xbitlabs.com/articles/coolers/display/120mm-fan-roundup-3_13.html#sect0 http://www.anandtech.com/show/6391/120mm-radiator-fan-roundup-part-2-fan-harder/6 საკმაოდ კარგი გაიდია თუ ფანის შერჩევა გინდა
  14. გეთანხმები ფასი წარმადობით საუკეთესო ვარიანტი ვერტექსია
  15. ოპერებზე უფრო 3D მარკ 11 შედეგი რეაგირებს და ზოგადად ოპერების მოცულობაზეც რეაგირებს 3D 11
  16. კაი ფანი ჩანს კორსაირის ფანებს მაგონებს და მაგათი მიმოხილვა რაც მაქვს ნანახი საკმაოდ კარგი შედეგი ქონდა
  17. კომპანია Samsung-ი ნელნელა ავითარებს თავის SSD ბაზარს და ხდება ერთ-ერთი დიდი მოთამაშე. SSD 470 მდეც კი კომპანია უკვე დიდ წარმატებებს აღწევდა ამ ბაზრზე. მაგრამ SSD 830 გამოსვლასთან ერთად ვითარება მკვეთრად შეიცვალა და თუ SSD 470 გაპიარებული არასდროს ყოფილა SSD 830 შემთხვევაში კომპანიამ მოიწყვია პრესის წევრები და გამართა მარკეტინგული კამპანია სრული სიფართით 840 და 840 Pro გამოსვლასთან ერთად კომპანია კიდევ უფრო შორს წავიდა მარკეტინგში. მან კვლავ მოიწვია პრესის წარმომადგენლები და ასევე პირველად პრესის წარმომადგენლებს მიეციათ NAND და SSD ინჟინერებთან შეხვდერის და მათთვის კითხვების დასმის საშუალება. ახალი SSD-ს გამოსვლასთან ერთად გახდა ცხადი რომ Samsung SSD 840 პირველი პროდუქტია, რომელიც იყენებს 3-bit-per-cell MLC NAND (იგივე TLC) ტექნოლოგიას. და სანამ უშუალოდ პროდუქტის მიმოხილვას მივყვებით ცოტათი გავერკვათ თუ რას ნიშნავს TLC და რითი განსხვავდება ის SLC და MLC-სგან. საერთოდ რომ ჩავუღრმავდეთ ტექნოლოგიას, SLC ინახავს ერთ ბიტს ერთ "უჯრედში" (cell), ანუ ერთ ტრანზისტორში, MLC ინახავს ორ ბიტს ერთ უჯრედში, ხოლო TLC სამ ბიტს. და თუ გვაქვს ერთი და იგივე მოცულობის NAND მასივი (array) მაშინ მაგალითად 16GB მასივში ასეთი სურათი გვექნება ასეთ მასივში დაეტევა 16GB მოცულობა თუ იქნება SLC ტიპის, 32GB თუ იქნება MLC ტიპის და 48GB თუ იქნება TLC ტიპის SSD. იდეაში კომპიუტერულ ტექნოლოგიაში ბიტი სინამდვილეში ასეა: ძაბვა არის=1 და ძაბვა არ არის 0 მნიშვნელობით. უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ძაბვა სულ არის, მაგრამ გარკვეულ დონემდე ითვლება რომ ის 0-ის ტოლია ხოლო რაღაც ზღვარის ზევით ის 1-ის ტოლია (ორობითი სისტემის დეტალებზე არ ვილაპარაკებ აქ). ხოდა SLC ტიპის მეხსიერების ერთ უჯრედში სულ ორი კომბინაციაა ერთ უჯრედში 0 და 1, მაშინ როცა MLC ტიპის მეხსიერებაში ოთხი ვარიანტი შეიძლება იყოს ერთ უჯრედში (00, 01, 10, 11), ხოლო TLC ტიპის მეხსიერებაში რვა (000, 001, 010, 011, 100, 101, 110, და 111). ასევე დავამატებ რომ კომპიუტერულ ტექნიკაში ყველაფერი ორის ხარისხებშია (2, 4, 8, 16, 32, 64 და ა.შ.) 48 მაგალითად აქ არ ჯდება, და 32GBTLC ტიპის მეხსიერების მსიაღებად მასივი უნდა იყოს 10.67Gb მოცულობის. ანუ რეალურად იგივე მოცულობის TLC ტიპის SSD-ს გასაკეთებლად საჭიროა ნაკლები ჩიპები (და ნაკლები თანხა) ვიდრე MLC ტიპის SSD გასაკეთებლად. თუმცა TLC შემთხვევაში წარმოების ფასის სხვაობა არ არის ისე დიდი როგორც SLC-სთან შედარებით. და შეადგენს სადღაც 50%-ს. მოკლედ პლუსები გასაგებია ნაკლებ ფასად და ნაკლები ჩიპებით ვიღებთ იგივე მოცულობის SSD-ს თუმცა აქ არის უარყოფითი მხარეც და როგორც MLC ჩამორჩება SLC-ს ისევე ჩამორჩება TLC წარმადობაში MLC-ს. როგორც ვხედავთ ჩაწერა-წაშლის (P/E cycle) ციკლები სამჯერ ნაკლებია TLC შემთვევაში MLC-სთან შედარებით და 100-ჯერ ნაკლებია SLC შედარებით. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა ამდენადვე მცირეა !!! წაკითხვის დრო სამჯერ მეტია SLC-სთან შედარებით და ჩაწერის დრო 3-4-ჯერ ნაკლები. როგორც გითხარით 16GB-იანი მასივი 48GB-იან TLC მეხსიერებას გვაძლევს ხოლო 48 არ არის 2-ის ხარისხი, იდეაში ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მწარმოებლისთვის, მაგრამ რატომღაც მარკეტინგულად არ გამოდის, ამის გამო Samsung-მა შეამცირა ტრანზისტორების რიცხვი და მათ მიიღეს ნაკლები რაოდენობის ჩიპები იგივე მოცლობის SSD-ზე და შესაბამისად მისი წარმოებაც ბევრად ნაკლები უჯდებათ. ასევე როგორც ზევით ავღნიშნეთ TLC ტიპის მეხსიერების შემთხვევაში სამი ბიტის შენახვისთვის ვოლტაჟის მეტად და მეტჯერ ცვლა არის საჭირო, საბოლოო ჯამში ამ ტიპის მეხსიერების ცვეთა უფრო სწრაფად ხდება, ასევე უფრო მეტი დრო მიაქვს როგორც მასში ჩაწერას ასევე წაშლას. როგორც ხედავთ 128GB TLC სიცოცხლის ხანგრძლივობა სამჯერ ნაკლებია იგივე მოცულობის MLC შედარებით და სადღაც 3.5 წელს შეადგენს. და თუ გავითვალისწინებთ რომ 256GB TLC სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ მეტია 128GB შედარებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ორჯერ ნაკლები მოცულობის SSD ვერაფრით გაძლებს სამი წელი, რამხელა გარანტიასაც კომპანია გვთავაზობს თავის პროდუქტებზე. აქედან გამომდინარე გასაგებია თუ რატომ არ გვთავაზობს Samsung 60/64GB მოცულობის 840-ებს. არსებობს ასევე ცნება digital signal processing (DSP). ამ ცნების იდეა საკმაოდ მარტივია ყოველთვის ვერ ხერხდება მონაცემის ჩაწერა უჯრედში თუმცა ძაბვის ცვლა და ჩაწერის მცდელობა მაინც აისახება NAND მეხსიერებაზე და რაც უფრო ხშირად მოხდება შეცდომა ჩაწერისას მით უფრო მეტია ჩიპის ცვეთა და მით უფრო მცირდება მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა. DSP იდეაში კონტრლერის ფუნქციაა და ამცირებს შეცდომების რიცხვს და ამგვარად შედარებით ახანგრძლივებს SSD სიცოცხლეს თუმცა ამ ტექნოლოგიით შეიძლება მაქსიმუმ ორჯერ შემცირდეს შეცდომების რიცხვი. ასე თუ ისე ტექნოლოგიური დეტალები განვიხილეთ. ეხლა კი გავიცნოთ თავად Samsung 840 და მისი მონაცემები როგორც ხედავთ 256GB და 512GB მოცულობის TLC SSD-ების წარმადობა დაახლოებით იგივეა რაც MLC NAND SSD-ების, რადგან დიდი მოცულობის SSD წარმადობა ლიმიტირებულია კონტროლერების შესაძლებლობებით. ხოლო 120GB მოცულობის SSD-ს უკვე ეტყობა მოცულობის სიმცირე და სხვაობა წარმადობაში აშკარა ხდება. ცხადად რომ ვნახოთ სხვაობა შევადაროთ ისევ Samsung-ის პროდუქტებს ოღონდ MLC ტექნოლოგიით (840 Pro MLC ტექნოლოგიით არის დამზადებული ისევე როგორც 830). როგორც ხედავთ წაკითხვის სიჩქარე თთქმის იგივეა მაშინ როცა ჩაწერის სიჩქარე ორჯერ ნაკლებია რაშიც TLC ტექნოლოგიაა დამნაშავე. თუმცა თუ დიაგრამას კარგად ჩავუკვირდებით 840 შესაძლოა კარგ ჩანაცვლებად ჩაითვალოს 830-თან შედარებით. თუმცა ჩემის ჩათვლით ბევრი მომხმარებელი მაინც 840 Pro-ს ამჯობინებს მიუხედავად 50+ დოლარიანი სხვაობისა. შესაძლოა დროთა განმავლობაში TLC SSD-ების ფასი კიდევ უფრო დაეცეს, რაც მათზე მოთხოვნას გაზრდიდა. საინტერესოა რომ გარეგნულად 840 და 840 Pro დიდად არ განსხვავდება სანამ არ ამოაბრუნებ და არ ნახავ რომ ხელში 840 გიჭირავს Pro-ს გარეშე. სხვაობა ჩიპების რაოდენობაშიც არის თუმცა ყიდვისას გახსნის საშუალებას არავინ მოგცემს. მოკლედ სანამ ამ SSD-ს იყიდით კარგად დააკვირდით რას ყიდულობთ და კარგად დაფიქრდით 840 გინდათ ნაკლებ ფასად და ნაკლები წარმადობით თუ 840 Pro და მეტი წარმადობა-სიცოცხლის ხანგრძლივობით, მეტი ფასით . სატესტო სისტემა ასე გამოიყურება CPU Intel Core i5-2500K 3.3GHz (Turbo and EIST enabled) Motherboard AsRock Z68 Pro3 Chipset Intel Z68 Chipset Drivers Intel 9.1.1.1015 + Intel RST 10.2 Memory G.Skill RipjawsX DDR3-1600 2 x 4GB (9-9-9-24) Video Card XFX AMD Radeon HD 6850 XXX (800MHz core clock; 4.2GHz GDDR5 effective) Video Drivers AMD Catalyst 10.1 Desktop Resolution 1920 x 1080 OS Windows 7 x64 Random read/write სიჩქარე გადავიდეთ უშუალოდ წარმადობის ტესტებზე. ამ თემის თარგმნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ გვაჩენებს დღეს არსებული საუკეთსო SSD-ების შედარებით წარმადობას. ასევე გასათვალისწინებელია რომ აქ განხილულია 840-ის 256GB-იანი ვერსია და 128GB-იანი ვერსიის წარმადობა მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. როგორც ხედავთ ამ ტესტში 840 Pro სიის თავშია ხოლო 840 ჯობნის 830-ს მაგრამ ჩამორჩება ბევრ კონკურენტს მათ შორის Vertex 4-ს Plextor M5 pro-ს და M5S-ს. 840 Pro მოწოდების სიმაღლეზეა თუმცა Vertex 4 ტოლს არ უდებს მას, ხოლო 840 მართალია ჩამორჩება ამ SSD-ებს მაგრამ ჯობნის Crucial M4 და 830-ს. Sequential Read/Write სიჩქარე თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარეში 840 და 840 Pro სიას ლიდერობენ რაც შეეხება თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარეს აქ 840 pro ლიდერების სიაშია მაშინ როცა უბრალო 840 სიის ბოლოშია და ერთადერთი SSD რომელიც მასზე ნაკლებ წარმადობას აჩვენებს SandForce კონტროლერით Intel-ის 320-ია. თუმცა უნდა გავიხსენოთ რომ Samsung აქ მეტ სიჩქარეს არც გვპირდება. AS-SSD ბენჩმარკი ეს ბენჩმარკი ამუშავებს ფაილებს რომლებიც კომპრესიას არ ექვემდებარებიან (MP3 მაგალითად, რომელიც ისედაც საკმაოდ არის კომპრესირებული) და როგორც ცნობილია SandForce კონტროლერით SSD-ისათვის სწორედ ასეთი ტიპის ფაილებთან მუშაობაა აქილევსის ქუსლი რაც ტესტის შედეგებშიც აისახება წაკითხვის სიჩქარეში 840 აქ მოწოდების სიმაღლეზეა მაგრამ ჩაწერაში კვლავ დაბალი წარმადობა როგორც Samsung დაგვპირდა ხოლო 840 pro უდავო ლიდერია. ATTO ეს ის ბენჩმარკია რომელიც გვაჩვენებს თუ როგორ იცვლება წარმადობა მონაცემების გადაცემის მოცულობის გაზრდასთან ერთად შეიძლება ითქვას რომ წაკითხვაში ყველაფერი რიგზეა მაგრამ ჩაწერაზე 840-ის წარმადობა 250MB/s არ სცდება თუმცა იგივე შეიძლება ითქვას Crucial M4-ზე. AnandTech-ის შემნახველი მოწყობილობების ბენჩი ერთგვარი მცდელობაა ერთდროულად მაქსიმალური დატვირთვა მიეცეს დისკებს და ასევე მოიცავს როგორც თანმიმდევრულ ჩაწერა წაკითხვებს და random ჩაწერა წაკითხვებს. თუმცა მთლიანობაში ეს ტესტი სადღაც 4GB მოცულობის ინფორმაციის ერთდროულად დამუშავებსა გულისხმობს, რაც პრინციპში ბევრ ბენჩმარკზე მეტია მაგრამ არა მაქსიმალური დატვირთვა. 840 შედეგი საშუალოა ხოლო 840 Pro ლიდერობს დიდი უპირატესობით. კვლავ 840 საშუალო შედეგებს აჩვენებს შემდეგი ტესტები კი უბრალოდ აჩვენებს თუ რა დროს ანდომებდნენ SSD-ები ამ სამუშაოს შესრულებას კვლავ 840 Pro საუკეთესო შედეგებს აჩვენებს მაშინ როცა 840 თავის წინამორბედსაც ჩამორჩება ამ კომპონენტში. ვნახოთ იგივე ბენჩმარკი ოღონდ მსუბუქი დატვირთვით. ეს ბენჩი იდეაში მეტ ჩაწერის ოპერაციებს აკეთებს ვიდრე წაკითხვის. და თუ დიდი დატვირთვისას არ ბრწყინავდა 840 ამ შემთხვევაში ის მაღალ მაჩვენებლს აღწევს. აქ უბრალო 840-ს მაჩვენებლი კვლავ საშუალო აქვს Pro-სგან განსხვავებით მსგავსი სურათია მსუბუქ დატვირთვაზე წასული დროის მხრივ საბოლოო ჯამში მაჩვენებლები საკმაოდ კარგია და 840 ჯობნის 830-საც და სხვა კონკურენტებსაც. წარმადობა დროთა განმავლობაში და TRIM თავდაპირველად დისკი დაფორმატდა სრულად რათა გვენახა "სუფთა" წარმადობა შემდეგ დისკი გავსებულ იქნა კომპრესირებადი ფაილებით და 20 წუთის განმავლობაში ხდებოდა მასზე 4KB მოვულობის კომპრესირებადი ფაილების ჩაწერა როგორც წესი 20 წუთი არ არის დიდი დრო 256GB შემნახველისთვის 840 არ მიეკუთვნება მათ სიას როგორც ჩანს და წარმადობა დაეცა არც მეტი არც ნაკლები 25MB/s-მდე. წარმადობის ასეთი კატასტროფული ვარდნის თავიდან ასაცილებლად ჩვენ ვურჩევთ ხოლმე მომხმარებლებს დისკის მინიმუმ 20%-ის ცარიელ რეზერვად დატოვებას თუმცა შესაძლოა 840-ის შემთხვევაში ამისთვის 30% ცარიელი სივრცე იყოს საჭირო. შემდეგ 50 წუთიანი შესვენება და კვლავ გატარდა ბენჩი ჩაწერის სიჩქარე მთლიანად აღსდგა მაგრამ წაკითხვის სიჩქარე რატომღაც ცვალებადობს კვლავ და მთლიანობაში დაახლოებით 350MB/s-მდე დაეცა. რაც გასაკვირია რადგან დატვირთვის შემდეგაც კი წაკითხვის სიჩქარე 425MB/s შეადგენდა. საბოლოოდ დისკი კვლავ გავსებულ იქნა და წავიდა კვლავ 20 წუთიანი წვალება რის შემდეგაც SSD-ს ჩაურთეს TRIM. საერთოდ TRIM ფუნქცია რომ დაახლოებით ავხსნა უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც წესი შემნახველ მოწყობილობაზე, არა აქვს აზრი HDD თუ SSD, წაშლის შემდეგ მონაცემები რეალურად არ იშლება (სწორედ ამის წყალობით აღადგენს "წაშლილ" ინფორმაციას "ცნობილი" პროგრამები), ოპერაციული სისტემა თავისთვის "ჩაინიშნავს" რომ მონაცემი წაშლილია, მაგრამ შემნახველმა (SSD მაგალითად) ამის შესახებ არაფერი "იცის". ამის შემდეგ, თუ უცბად აღმოჩნდა რომ SSD-ს სჭირდება "წაშლილი" ფაილების ადგილას რამის ჩაწერა აღმოაჩენს, რომ იქ დახვდება ძველი ფაილები, აქ კი SSD უფრო დიდი ჯაფა აწევს ვიდრე HDD და ფაილების წაშლაზე და მათ ადგილას სხვა ახალი ფაილების ჩაწერაზე. SSD-ს მეტი დრო სჭირდება, ამის გამო გამოიგონეს TRIM ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს როგორც SSD კონტროლერს ასევე ოპერაციულ სისტემას და ეს მხოლოდ Windows 7-დან მოყოლებული გაჩნდა (XP-ზე TRIM იმედი ნუ გექნებათ). მოკლედ TRIM ეს არის ფაქტიურად შეტყობინება SSD-სთვის თუ რა, სად, როდის (და ოქროს ბუ...) წაიშალა ოეპრაცული სისტემის მიერ და შემდეგ SSD მას მართლა შლის, რათა შემდგომში ჩაწერისას დრო აღარ დაკარგოს "წაშლილი" ფაილების წაშლაზე! იდეაში TRIM ფუნქცია გვეხმარება წაშლისას მხოლოდ, მაგრამ თუ ხდება ფაილის გადაწერა მაშინ აქ TRIM კვლავ უძლურია, თუმცა მაინც საკმაო შვებაა ბევრი SSD-სთვის, საყურადღებოა რომ SandForce კონტროლერიანი (Intel, Corsair, Kingston და ა.შ.SSD მაგალითად) SSD-ებისთვის TRIM დიდად ვერ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მიღებული შედეგი ასეთია როგორც ხედავთ აქ TRIM მუშაობს და საწყისი სიჩქარე უკვე 150MB/s შეადგენს და არა 25MB/s-ს. საბოლოო ჯამში SSD-ს კვალვ მისცეს შესვენება კვლავ TRIM და ხელახლა გატარდა ტესტი რის შემდეგაც როგორც ხედავთ წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარე ბოლომდე აღსდგა (ვაშა TRIM-ს). Power Counsumption დენის მოხმარებაზე საუბარი SSD შემთხვევაში ჩემის აზრით ზედმეტია, საქმე ეხება ერთეულ ვატებს მაქსიმუმ 5 რაც HDD-ზე ორჯერ ან ოთხჯერ ნაკლებია მაგრამ მაინც ვნახოთ. IDLE რეჟიმში Samsung-ის SSD-ები საუკეთსოა მაგრამ დატვირთვისას 840-ის შედეგები სხვებთან შედარებით საკმაოდ მაღალია ხოლო Pro ვერსია საშუალო შედეგს აჩვენებს რაც კიდევ ერთი ციცქნა პლუსია Pro ვერსიის სასარგებლოდ. თუმცა მისი შედეგი ყველაზე მაღალიც რომ იყოს დენის მოხმარებაში მაინც საუკეთესო არჩევანი იქნებოდა სამომხმარებლო ბაზარზე დღეს არსებულ SSD-ებს შორის. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ 840 საკმაოდ კარგი პროდუქტია და მიუხედავად იმისა რომ ის ერთადერთი TLC SSD-ეა ბაზარზე Samsung-მა მოახერხა და მისი მაჩვენებელი ბევრ დღეს არსებულ MLC ტიპის SSD-ებს ჯობნის. თავისი ფასის წყალობით მისი კონკურენტუნარიანობაც მაღალია და 128GB-იანი ვერსიის საცალო ფასი 100 დოალრის ფარგლებში მერყეობს. ერთადერთი მინუსი ალბათ დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობაა თუმცა 3 წელი გარანტია დიდი ვადაა და 3 წელიწადში ბევრჯერ შეიძლება კომპონენტების და მათ შორის SSD-ს გამოცვლა თუ გავითვალისწინებთ რა ტემპებით გამოდის ახალი პროდუქტები და რა ტემპებით ეცემა ძველის ფასი. მთლიანობაში ეს მიმოხილვა კარგია იმის გასარკვევადაც სამომხმარებლო ბაზრის SSD-ში რომელ მოდელს რა ადგილი უჭირავს და კარგი გაიდია მისი შერჩევისას. პირადად მე 840 Pro-ს სადიდებლად უფრო ვთარგმნე ეს მიმოხილვა და რომ არა +50 დოლარი სხვა კონკურენტ მოდელებთან შედარებით უდავოდ ყველაზე სწრაფად გაყიდვადი იქნებოდა ჩემის აზრით.
  18. ერთი გვანახე რას გიწერს ფურმარკში რომ არ ტარდება ეგეთი რამე არ მინახავს
  19. ან paypal გინდა ან ამერიკული ბარათი newegg-იდან სხვანაირად ვერ გამოიწერ
  20. newegg-იდან რატო იყიდე ამაზონიდან უნდა გეყიდა ახალ კვერცხზე ქართულ ბარათებს არ ღებულობენ
  21. კაი პირველად ნახე ეგეთი რამე? მარკეტინგი გაგიკვირდა ეხლა მაგ ვინჩესტერებს წინ i მიაწერე და ნახე გასამმაგდება ფასი იყიდე ბარაკუდა 2 ტერაბაიტიანი მაგარი ვარიანტია ვინჩესტერების ბიზნესში სხვაობა არის მინიმუმამდე დაყვანილი დიდი ხანია ეხლა თუ რამე შეიძლება არჩიო ველოცირაპტორები და სსდ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.