-
Posts
10296 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
40
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by სოსო
-
ყველა ფაილი მონიშნე და ისე გადაყარე მანდ დამალული ფაილებიც უნდა გადაიტანო წესით რას აკეთებ? ვინდოუსის საინსტალაციო დისკის გაკეთება გინდა?
-
http://www.overclockers.ge/index.php?/topic/35-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94/ აქ მიწერია როგორ გავხადოთ ფლეშკა bootable
-
:bliss:
-
რა ავატარის დაყენება გინდა? მემგონი შეცვლილი გაქვს უკვე
-
სწორად გახსოვს
-
კომპანია MSI-მ CES 2011 გამოფენაზე წარმოადგინა ახალი დედა დაფა P67 ჩიპსეტზე სულ რაღაც 8 ცალი PCI-express გაფართოების სლოტით. დაფას ასევე აქვს 32GB მეხსიერების მხარდაჭერა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ეს სენდი პროცესორებს აქვთ 32GB-ის მხარდაჭერა, ნეჰალემ არქიტექტურაზე პროცესორებს მხოლოდ 24GB-ის მხარდაჭერა ჰქონდათ). ახალი დედა დაფა LGA1155 სოკეტზე და P67 ჩიპსეტზე აგებული. თუ თქვენ გაქვთ ბევრი ფული MSI Big Bang Marshal ის დედა დაფაა რომელიც თქვენ გჭირდებათ (ან არ გჭირდებათ ) დიახ ბატონებო დაფას აქვს 8 ცალი x16 ზომის PCI Express სლოტი, ამათგან რეალურად მხოლოდ 4 სლოტი მუშაობს x16 რეჟიმში ხოლო დანარჩენი 4 მხოლოდ x8 რეჟიმში. მიუხედავად ამისა ეს გამტარობა ბევრად მეტია ვიდრე Sandy Bridge ჩიპსეტს ან თუნდაც nForce 200-ს შეუძლიათ გაუმკლავდნენ. სინამდვილეში ეს დაფა Lucid Hydra ჩიპზეა აგებული თუმცა ორი წყარო ვნახე და ერთის განცხადებით (hardwaresecrets) შესაძლებელი იქნება სხვადასხვა თაობის და მწარმოებლის ვიდეო დაფების გაერთიანება, ხოლო მეორე წყაროს (funkykit) ინფორმაციით ეს ჩიპი მთლად ის Hydra ჩიპი არ არის ჩვენ რომ ვიცით , და შესაძლოა მასზე სხვადასხვა თაობის და არქიტექტურის ვიდეო დაფების გაერთიანება ვერ მოხერხდება. სლოტებს შორის მანძილი მხოლოდ 8 ცალი ერთ სლოტიანი PCI-e დაფის ჩადგმის საშუალებას გვაძლევს. ასევე კარგად ვიცით რომ ამ 16X სლოტებში თავისუფლად შეიძლება 1X, 4X და 8X გაფართოების დაფების ჩაყენება. მოკლედ თავსატეხის ამოხსნა სად და როგორ გამოიყენოთ და წაიღოთ ეს 8 ცალი PCI-e სლოტი თქვენი ფანტაზიის უნარისთვის მომინდვია. ოთხი სრულყოფილი x16 PCI Express არხისთვის დედა დაფაზე არის სპეციალურ DIP ჩამრთველ/გამომრთველი რომლის საშუალებითაც სწრაფად შეიძლება არხის გათიშვა ჩართვა რაც ალბათ გამოადგებათ ექსტრემალურ ოვერქლოქერებს თუ რომელიმე არხზე ვიდეო დაფა გახდა არასტაბილური ბენჩირებისას.
-
NVIDIA Tegra 2 პროცესორი მობილურებისათვის
სოსო replied to სოსო's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
1GHz უნდა იყოს როგორც ვიცი -
კომპანია Crucial გამოუშვა ახალი მოდულები Ballistix Smart Tracer სერიიდან, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია LED ნათურების ფერების კონტროლი (საკმაოდ საჭირო ფუნქციაა). ასევე ეს მოდულები აღჭურვილია ტემპერატურის სენსორით. LED ნათურების ორი რიგის კონტროლი შესაძლებელია სპეციალური პროგრამით, რომელსაც Ballistix MOD utility ქვია და უფასოდ ვრცელდება მწარმოებლის მიერ. მოდულები იყიდება შემდეგი კიტების სახით: 2 GB მოდული 1600 MHz სიხშირით და CL8 ტაიმინგებით 1.65V ნომინალური ძაბვით ნარინჯისფერი/ლურჯი ან წითელი/მწვანე LED ნათურებით, USD 59.99 4 GB კიტი (2 x 2 GB) 1600 MHz სიხშირით, CL8 ტაიმინგებით 1.65V ძაბვით ასევე ნარინჯისფერი/ლურჯი ან წითელი/მწვანე LED ნათურებით, USD 118.99 6 GB კიტი (3 x 2 GB) 1600 MHz სიხშირით, CL8 ტაიმინგებით 1.65V ძაბვით ესეც ნარინჯისფერი/ლურჯი ან წითელი/მწვანე LED ნათურებით, USD 178.99 ანუ რეალურად ერთი მოდული გამოუშვა და სამი სხვადასხვა კიტის სახით გაყიდის დატკბით ვიდეო რგოლით:
-
კომპანია NVIDIA წარმოადგინა პირველი ორბირთვიანი SoC (system-on-a-chip) მობილურებისათვის Tegra 2 ერთ-ერთი პირველი მობილური რომელიც ამ პროცესორს გამოიყენებს იქნება LG Optimus 2X Tegra 2 აგებულია ARM Cortex-A9 CPU ორ ბირთვიან მობილური პროცესორის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ ნავიგაციას ინტერნეტში, ექნება დაბალი ენერგო მოხმარება, მაღალი წარმადობა თამაშებში და 1080p ხარისხით ვიდეო გამოსახულების ჩაწერის და გაშვების საშუალება. LG Optimus 2X ახალი სისტემის საშუალებით მიიღებს შემდეგ შესაძლებლობებს: 4 დიუმიანი WVGA ეკრანს 8GB მეხსიერებას (რომლის გაზრდა 32GB-მდე შეიძლება microSD საშუალებით) 1,500 mAh ბატარეას 8 მეგაპიქსელიან გარე და 1.3 მეგაპიქსელიან შიდა კამერას HDMI mirroring 1080p MPEG-4/H.264 ვიდეოს გაშვება და ჩაწერის შესაძლებლობას ასევე მულტიტასკინგი, full HDMI და გამოსახულების მაღალი ხარისხი 3D თამაშებში.
-
სიბნელისაც ხომ არ გეშინია? :keh:
-
FSB რანკინგი გვაქვს ოღონდ ეგ არ არის სწორი 174.03 გაქვს შენ FSB
-
არაჩვეულებრივი SSD-ეების სიჩქარეს ალიმიტებს 700-800 MB/s აღწევს გამტარობა http://www.newegg.com/Product/ProductList.aspx?Submit=ENE&N=100008120%20600038515&IsNodeId=1&bop=And&Order=PRICED&PageSize=20 უკვე გამოუშვია მაგ ინტერფეისით SSD-ეები http://www.newegg.com/Product/ProductList.aspx?Submit=ENE&N=100008120%20600094041&IsNodeId=1&name=HSDL%20%28High%20Speed%20Data%20Link%29 OCZ IBIS სერია
-
შეავსე hall of fame ედიტორი კი აშკარად გამოგივიდა რაზგონი http://www.overclockers.ge/hof/CPU/CPU_FSB.php ამას შეავსებ დაბლა BB კოდს ამოგიგდებს და ის დაპოსტე აქ
-
როგორც საიტი Hardware Secrets იუწყება კომპანია OCZ აპირებს ახალი ოპტიკური ინტერფეისის დანერგვას. HSDL (High-Speed Data Link) გამოყენებული იქნება SSD-ს კომპიუტერთან დასაკავშირებლად. აღნიშნული ინტერფეისის სიჩქარე შთამბეჭდავია და თეორიულად 20Gb/s აღწევს !!! გამოფენაზე CES 2011 კომპანიამ წარმოადგინა კონტროლერი ამ ინტერფეისით. ასეთი მაღალი გამოტარობა ჯერჯერობით დესკტოპ სეგმენტში ნაკლებად იქნება გამოხატული და კომპანია სავარაუდოდ სერვერულ სეგმენტს უფრო უმიზნებს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ კომპანია Intel აპირებს საკუთარი მაღალი გამტარობის მქონე ინტერფეისის Light Peak დანერგავს, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს OCZ-ს სიახლეს.
-
ნამდვილად ეგრეა არავინ დაბადებულა ცოდნით და ყველა ნელ-ნელა ვსწალობთ აქ რომ დავრეგისტრირდი ჩიპსეტს და სოკეტს ვერ ვარჩევდი ერთმანეთისგან და არ მესმოდა რომელი რას ნიშნავს გარკვეულ წილად ვაიგივებდი კიდევაც ერთI და იგივე მეგონა :)
-
dram frequency მინიმალური უნდა დააყენო რაც არის მენიუში ტაიმინგები 5-5-5-15 ან თუ გინდა 6-6-6-18 რომ დარწმუნებული იყო და ძაბვა memory-ზე არ გინდა 2.3 ვოლტი შეიძლება მაგიტომ ვერ ირთვება მაქსიმუმ 2.0 მიეცი
-
საღოლ ძალიან მაგარი შედეგია +200 Mhz
-
დადე მერე ყიდვა გაყიდვაში და გეტყვიან აწყობთ თუ არა ეგ ფასი :)
-
აუ ეხლა დავაკვირდი შენ ყიდი მაგათ?! ბოლო ბოლო რომელი პროცესორია? სურათზე რაც ხატია ის თუ სხვა არის რამე? სურათზე pentium 4-ია ერთ ბირთვიანი ორი ნაკადით და Pentium D ყველა ორ ბირთვიანია
-
აბა კიდევ ერთი ნუბი მოვიდა მიშა და ამას რა უნდა http://forum.ge/?showtopic=34201301&hl=4000 რათა სცვლის ვიდეოსა? :)
-
მანდ რაც პროცესორია Pentium D არ არის სურათზე SL7E4 ეს Spec code აქვს პროცესორს ეგ ჩვეულებრივი Pentium 4-ია Pentium D ორ ბირთვიანია მაგას მარტო HT აქვს მოკლედ რაღაც სურათი და აღწერა არ ემთხვევა ერთმანეთს CPU-z სურათი გაჩვენოს თუმცა ფასი მაინც ძვირია ეხლა რა პროცესორი და ვიდეო გაქვს? მონაცემებში იგივე ვიდეო და ბევრად უკეთესი პროცესორი გაქვს
-
welcome to the real world Neo :D
-
ოპერაცია Cayman-ის შემდეგი ნაბიჯი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. Radeon HD 6970 და Radeon HD 6950 გამოსვლით ერთი პრეცენდენტი შეიქმნა, პირველად ეტალონური ვიდეო დაფები გამოვიდნენ 2GB GDDR5 ტიპის მეხსიერებით. ნათქვამია მეხსიერება ზედმეტი არასდროს არისო, და 2GB მეხსიერება ამართლებს თავის თავს თამაშის "მძიმე" რეჟიმებში. HD 6950/6970 შემთხვევაში მომხარებელს არჩევანი არა აქვს და 2GB-იანი ვერსია უნდა შეიძინოს უნდა მას ეს თუ არა... როგორც გერმანული საიტი HardTecs4U იუწყება AMD-ს პარტნიორები ამჯერად აპირებენ არა მომატებული არამედ შემცირებული მეხსიერების მქონე HD 6950 და HD 6970 ვიდეო დაფების გამოშვებას 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერებით. პირველი მათგანი იქნება კომპანია Sapphire. ასეთი ვერსიები უფრო ნაკლები ფასი ეღირება თუმცა ფასდაკლების მოცულობა გამოსვლის თარიღებში გახდება ცნობილი.
-
მაგ ყველაფრის ერთ სურათში ატვირთვა შეიძლებოდა მაგრამ არა უშავს ეხლა ბიოსის სურათებიც დადე FSB Frequency voltage ესეთი რაღაცეები სადაც წერია მარტო ის სურათი გვინდა :)
-
სკინი ისევ gameboard დავაყენე ჩვენს პორტალს მემგონი ეგ უფრო უხდება ეხლა გაქართულებაზე ვმუშაობ აბა ძებნაში დაწერეთ რამე სისულელე მაგალითად: გაკონტრევოლუციონერებულებისთანებისათვისაც
