საინტერესო და სასიხარული ინფორმაცია AMD-ს ფანებისთვის.
Athlon სერიის, ძველი K8 სერიის პროცესორების შემდეგ AMD-ს დიდი ხანია უჭირს Intel-თან ერთი ერთზე შეჯიბრი წარმადობაში. თუმცა როგორც წინასწარი ცნობებით ირკვევა, ტესტებით რომლებიც Bulldozer-ის საინჟინრო ნიმუშებზე ჩატარდა, ახალ პროცესორების წარმადობა საკმაოდ ახლო იქნება Core i7 6 ბირთვიანი პროცესორების წარმადობასთან.
ახალ Bulldozer არქიტექტურაზე აგებული Zambezi ბირთვის პროცესორების წარმადობა Core i7-თან ახლო იქნება თუმცა უცნობია რამდენად გაუწევენ ეს პროცესორები ინტელის high end ბაზრის პროდუქციას კონკურენციას. ეგზემპლარები უკვე გადიან ტესტირებებს და სავარაუდოდ ამ კვარტალის ბოლოს უკვე მათი მასიური გამოშვებაც დაწყება.
ჩიპი 32 ნანომეტრულია და სავარაუდოდ AM3+ სოკეტზე გამოვა, და AMD-ს ახალმა პროცესორებმა Core i7 რომც ვერ აჯობონ 8 ბირთვიანი და 6 ბირთვიანი Bulldozer-ები უფრო იაფი უნდა იყოს. იმედია AMD-ს ახალი პროდუქციის წყალობით Intel-ი იძულებული გახდება ფასები დააგდოს თავის პროდუქციაზე.