სტანდარტულად ასე ხდება
AI Overclock tuner - manual უნდა დააყენო
PCI-e frequency - 100 ან 101 იყოს სიტყვაზე
Spread spectrum - სადაც ნახავ ყველგან disable
memory voltage - 1.8 ან თუ რადიატორი აქვს მაშინ 2.1 უპრობლემოდ (ეს DDR2-ს ეხება DDR3-ზე უფრო ნაკლები უნდა იყოს ძაბვა)
ოპერების სიხშირე DRAM frequnecy მინიმალური დააყენო ჯობია თავიდან
დალშე SPD უნდა გვანახო რომ გავიგოთ რა ქნა და თავიდან მაინც მინიმალური დააყენე
დალშე რა ქულერი გაქვს გააჩნია
რა კვების ბლოკი გაქვს მაგასაცა გააჩნია და მერე მიდის რაზგონი
აქამდე ემზადებოდი
რაზგონი არის
CPU FSB ferquency-ს გაზრდა
და ლოგიკა ესეთია E8200-ზე FSB არის 333
დააყენე სიტყვაზე 350 და ჩართე ვინდოუსი
თუ ჩაირთო გადატვირთე
ისევ შედი ბიოსში და დააყენე 360 და ისევ ჩართე ბიოსი
და ასე შემდეგ მიდიხარ მანამ სანამ ვინდოუსი არ დაეკიდება
არ გაჭედავს
მერე უკვე თუ გაგრილება გაძლევს საშუალებას მისცემ ძაბვას CPU voltage 1.3 ვოლტი მაგალითად
და ისევ გაზრდი FSB-ს
თუ ძაბვის გაზრდამდე 370-ზე გაიჭედა ძაბვის გაზრდის მერე ასე 380 ან 390-მდე ავა
დალშე ტემპერატურის მიხედვით ზრდი ძაბავს და პლუს FSB frequency-ს
დალშე უნდა იპოვო ოპტიმალური FSB სიხშირე და ძაბვა რომელზეც სისტემა სტაბილურია სიტყვაზე Linx ტესტს გადის ან OCCT ტესტს ბოლომდე არც ცხლდება ძალიან და არც ერორებს ყრის
პლუს უნდა იპოვო მაქსიმალურად ოპტიმალური ძაბვა
არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი
მაგ პროცესორზე კაი გაგრილებით CPU voltage 1.6 ვოლტიც შეიძლება და 1.5 ვოლტით შეგიძლია 24 საათი ამუშავო
თუ არ ცხელდება პროცესორი
თუ ცხელდება ნაკლები უნდა მისცე სიტყვაზე 1.35 ან 1.325 რა ვიცი შენით უნდა ნახო ეგენი
ასევე FSB სიხშირე არ არის აუცლებელი მრგვალი ციფრები შეგიძლია 376 დააყენო და არა 380 თუ ეგრე გაწყობს და სიხშირე და ტემპერატურები მოგწონს