უკვე ბევრ საიტზე განიხილება ინტელის მომავალი პროცესორები და ჩვენს საიტზეც განვიხილოთ ის ინფორმაცია რაც დღეისათვის არსებობს ამ "იდუმალებით" მოცულ პროცესორებზე. კოდური სახელი Sandy Bridge-E (SNB-E) იქნება ახალ სოკეტზე და ახალ ჩიპსეტზე (ისევ !!!) და უკვე ამ წლის ბოლო მეოთხედში უნდა გამოჩნდნენ. ინტელის გეგმების მიხედვით თავიდან სულ სამი მოდელი იქნება წარმოდგენილი SNB-E ოჯახიდან: ორი ცალი 6 ბირთვიანი და ერთიც 4 ბირთვიანი (8 ბირთვიანი?..). მოდელის ნომრები ჯერჯერობით უცნობია თუმცა ცნობილია გარკვეული დეტალები. პირველ რიგში საინტერესოა რომ პროცესორები არ იქნება i8 ან i9 სერიის და დარჩება ძველი i7 სახელი.
ახალი ჩიპები ახალ LGA2011 სოკეტზე იქნება და X79 ჩიპსეტზე, რომელიც პროცესორებთან ერთად გამოვა. ახალი პლატფორმა LGA1366 სოკეტს და X58 ჩიპსეტს ჩაანაცვლებს და გათვლილი იქნება high-end ენთუზიასტებზე და workstation მომხმარებლებზე. მეხსიერების მხარდაჭერა გაიზარდა ოთხ არხიან DDR3-1333-მდე, ასე რომ სადაც Bloomfield-ს შეეძლო 25.6GB/s გამტარობამდე მოცემა ახალ სოკეტზე ეს გამტარობა 42.7GB/s შეადგენს რაც ჯამში 66%-იანი მატებაა !!!
საინტერესოა რომ ინტელის roadmap-ში ნახსენები არ არის ინტეგრირებული ვიდეო დაფა ან Quick Sync, რაც მიგვანიშნებს რომ პლატფორმა მხოლოდ დისკრეტული ვიდეოებისთვის იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ასეთი სისტემის მყიდველი აუცილებლად დისკრეტულ ვიდეოს ისურვებს დანაკლისი დიდი არ არის, თუმცა, მას შემდეგ რაც Quick Sync-ის შესაძლებლობები ვნახეთ ვიდეოს ტრანსკოდირებაში შეიძლება ვინმესთვის ეს დასანანიც კი იყოს.
ინტელი ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს ტურბო დეტალებს და ცნობილია მხოლოდ მაქსიმალური ტურბი ერთ ბირთვზე. 6 ბირთვიანი 3.3GHz-იანი და 4 ბირთვიანი პროცესორების მაქსიმალური ტურბო 3.9GHz-ს აღწევს, ხოლო 3.2GHz-იანი 6 ბირთვიანი პროცესორის მაქსიმალური ტურბო 100 მეგაჰერცით ნაკლები იქნება და ასევე შეკვეცილი L3 დონის ქეში. ისევე როგორც ყველა i7 პროცესორს მათაც ექნებათ Hyper-Threading მხარდაჭერა და ორივე 6 ბირთვიანი პროცესორი სრულად ღია მამრავლით იქნება მაშინ როცა 4 ბირთვიან მოდელს ექნება "ნახევრად ღია" მამრავლი რაც სავარაუდოდ 6 ბიჯს შეადგენს და მაქსიმალური ტურბოს გათვალისწინებით ამ პროცესორის სიხშირის გაზრდა 4.5GHz-მდე იქნება შესაძლებელი (შესაბამისი გაგრიბელით, დედადაფით და ა.შ.).
ზუსტი ფასები დღეისათვის უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ასე უნდა გამოიყურებოდეს. i7 Extreme ვერსია ჩაანაცვლებს არსებულ i7-990X-ს და მისი ფასი დაახლოებით 1000 დოლარი იქნება. 3.2GHz-იანი პროცესორი ჩაანაცვლებს i7-980-ს და მისი ფასი $550~$600 ფარგლებში იქნება, ხოლო SNB-E სიის ბოლოში ოთხ ბირთვიანი ჩიპი იქნება რომელიც i7-960-ს ჩანაცვლებს და ასევე კონკურენციას გაუწევს i7-2600-ს და სადღაც 300 დოლარის ფარგლებში გაიყიდება.
როგორც გრაფიკიდან ჩანს X79 მცირედ გაუმჯობესებულია ვიდრე X58 თუმცა ზოგიერთ ახალ ტექნოლოგიებს მაინც არ მოიცავს. ჩიპსეტს აქვს 10 SATA 6Gbps და 4 SATA 3Gbps მხარდაჭერა, ხოლო USB 3.0 კვლავ არ არის. ასევე ახალ ჩიპსეტს აქვს dual x16 PCIe არხების და quad x8 ვიდეო დაფების მხარდაჭერა, თუმცა ამჯერად PCIe არხები უშუალოდ პროცესორშია (როგორც 1156 და 1155 სოკეტებზე) და არა ჩიპსეტში როგორც X58-ში. ასევე პროცესორში შემნახველი მოწყობილობებისთვის დამატებულია 4 PCIe არხი, რაც გათვლილია ისეთ სწრაფ შემნახველებზე როგორიც არის SSD.
2x16 PCIe არხების და ოთხ არხიანი მეხსიერების კონტროლერის მხარდაჭერის გამო ცხადია პინების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება წინა სოკეტებთან შედარებით. ინტელი არ აცხადებს ჩიპსეტთან კავშირისთვის QPI-ს გამოიყენებს თუ DMI-ს თუმცა DMI 2.0 მხოლოდ 20Gbps გამტარობას იძლევა რასაც 10 ცალი SATA 6Gbps სწრაფი SSD-თი თავისუფლად შთანთქავს.
ასევე ინტელი აპირებს SNB-E Xeon-ების გამოშვებას ერთდროულად. საბოლოო ჯამში SNB-E პროცესორები საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება თუმცა უნდა გავითვალისწინოთ რომ შემდეგი ნაბიჯი Ivy Bridge იქნება რომელიც პირველი 22 ნანომეტრული პროცესორია და მათი გამოშვება უკვე 2012 წლის პირველ ნახევარში იგეგმება, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...
წყარო და ნაკადული anandtech