Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. ბიოსში იქნება hardware monitor განყოფილება და იქ ეწერება +12 V და მერე რეალურად შეიძლება 11.5 ვოლტს იძლევა კვება და არა 11.89-ს მაგალითად
  2. ისე კარგი იქნებოდა ასეთ თემებზე ავტორები სურათებს რომ აფორმებდნენ საავტორო უფლებები რომ არ დაირღვას overdozed-ის psd მაგალითად http://dl.dropbox.com/u/5854227/logo.psd http://www8.pic-upload.de/28.06.11/mb43qkx9mquh.jpg მე ძალიან მომწონს :)
  3. კარგით ეხლა ბიჭებო პატარა რამის გულისთვის ჩხუბს ნუ ჩაშლით ! :D
  4. ვა მაგარი თემაა საღოლ ნეირონ წავიდა მიკიპედიაში და პორტალზე
  5. როგორ ვერაფერს ვერ თამაშობ? ითიშება კომპი? კვება რა გაქვს?
  6. ბარემ აქვე ვიკითხავ http://www.partitionwizard.com/free-partition-manager.html ეს პროგრამა გამომადგება? ვინდოუსის გადაყენების გარეშე C დისკი რომ გავყო მარტო C დისკი მაქვს და ვერაფერს ვერ ვშლი
  7. ვა ზვიად ეგ როდის დაითრიე?
  8. http://en.inpai.com.cn/doc/enshowcont.asp?id=7972&pageid=7946 E7500-საც კი ჯობია ახალი ტექნოლოგია და სენდი არქიტექტურა ძალიან კარგი პროცესორებია
  9. ეს რა პროცესორები დაამზადეს რაღაც ვერ ვიცანი საინტერესოა ჯერ 360 გრადუსზე აცხობენ და მერე 150 გრადუსზე :)
  10. მაგ ერორზე რაც ვნახე ან პროგრამა უნდა დააინსტალო ხელახლა ან რეგისტრები უნდა გაწმინდოო http://ezinearticles.com/?Runtime-Error-R6002---Causes-and-How-to-Fix-it-Easily&id=4379301 გადავიდა პროგრამებში
  11. ჩიპსეტის რადიატორს მიუყენე რამე პატარა ქულერი და ეყოფა ეგ ვიდეო ეგეთი ცხელია ზოგადად
  12. ვიდეოს დაფლეშვა არ არის ეგრე საშიში მაზერი გინდა ორი PCI-e სლოტით და უპრობლემოდ გადაფლეშავ უკან მომავალში აი მაზერზე თუ ჩაგიქრა შუქი ტეხავს :D
  13. შეიძლება მაგრამ კვების ბლოკი ნაკლებ საეჭვოა მაგ შემთხვევაში პირველ რიგში ქულერი უნდა გამოირიცხოს ეხლა ეს რომ წავიდეს და კარგი კვება იყიდოს და მერე აღმოჩნდეს რომ ისევ ცხელდება იმიტომ რომ ქულერია ცუდად დამაგრებული ან თერმოპასტაა გამოსაცვლელი უაზროდ გადაყრილი გამოდის კვებაში ფული
  14. მე მქონდა ადრე 430 ვატიანი HKC იდეაში ნორმალური კვებაა მაგრამ passive PFC-ზეა ეხლა ეს ბევრისთვის არაფერს ნიშნავს მაგრამ თუ გინდა შენს კომპიუტერს და პირველ რიგში პროცესორს და ვიდეო კარტას პატივი სცე active PFC და 80+ ხარისხის კვებაზე ნაკლები არ უნდა დააყენო ეგ ისეთი პონტია მანქანაში 100 ოქტანობის ბენზინი ჩაასხა თუ 80 ოქტანობის უბრალოდ როგორც ბენზინის შემთხვევაში უკეთესი უფრო ძვირიც არის მაგრამ მანდ ერთი გრძელვადიანი მომენტია რაც უფრო მაღალია ეფექტურობა მით მეტ დენს ზოგავ და რაც დრო გადის დანაზოგი ბევრად მეტია 80+ gold სერტიფიკატი საერთო 90%-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტია და ფაქტიურად დენის ტყუილი ხარჯვა მინიმუმადეა დაყვანილი კი კაი კვებაა 80+ უნდა იყოს როგორც მახსოვს
  15. რა დროს კვებაა ჯერ ქულერს მიხედოს ბევრია 90 გრადუსი და 125 ვატი TDP არაფერს ნიშნავს i7 920 მაგალითად 130 ვატიანია მაგრამ რომელი ადის 90 გრადუსზე რაზგონის გარეშე?
  16. კედარ მილის ანალოგი არა მგონია იყოს ვაბშე კედარ მილის მერე 8GHz ჩიპი არც გამოსულა სენდი არქიტექტურას აქვს პოტენციალი მაგრამ ინტელს სინდის ნამუსი არა აქვს :D
  17. მეტი არც არის mbc.ge კიდე გადავიდა რჩევა დარიგებებში
  18. არც ვიდეო კარტის რაზგონია დიდად სარისკო რაზგონი რომ სარისკო გახდეს ზღვარზე უნდა არაზგონო და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე და პროცესორის რაზგონზე ჩათვალე არაფერს კარგავ პირიქით ძალიან ბევრს იგებ მოგებაც საგრძნობია სიტყვაზე იყიდი ამას http://www.amazon.com/AMD-Phenom-Thuban-Six-Core-Processor/dp/B003FVNC0Q/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1309806123&sr=8-1 ძალიან ადვილად ყველანაირი რისკის გარეშე აიყვან ამის სიხშირემდე http://www.amazon.com/Phenom-1100T-3-3G-512KB-Turbo/dp/B004DALW5K/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1309806143&sr=8-1 და 50 დოლარი დაზოგილი გაქვს ყველანირი პრობლემის გარეშე ბევრ 1055-ზე ძაბვის მატებაც არ დაგჭირდება 3.3-ზე რომ აიყვანო
  19. მართლა რომ დაწვა დარაზგონებით ვერასდროს გაიგებენ რატომ დაიწვა ელემენტარულად შანსი არ არსებობს მაგის პლუს მაგას სანამ რამეს დაწვავ მინიმუმ 100-ჯერ უნდა დაგირესტარტოს კომპმა და სადღაც მე10-ზე უნდა მიხვდე რომ რაზგონი ზედმეტია ესე ბრახ და დაიწვას არც ერთი ნაწილი არ იბრიდება ეგრე რაზგონის გამო
  20. რომელი ნაწილი გინახავს ოვერქლოქინგისგან დაზიანებული და რომელი მეთოდი იცი რომ გაიგო კომპიუტერი დარაზგონებული იყო თუ არა ოდესმე?
  21. სიმართლე გითხრა ეგ კვება არ ვიცი მარა თუ 80+ კვებაა შენს კვებას ნამდვილად აჯობებს
  22. კი არის ეგეთი ქულერი ultra 90 უფრო პატარაა ვიდრე ultra 120 და სუსტი მაგრამ თერმალრაითის ქულერების ყოველთვის კარგია
  23. სტანდარტულად ასე ხდება AI Overclock tuner - manual უნდა დააყენო PCI-e frequency - 100 ან 101 იყოს სიტყვაზე Spread spectrum - სადაც ნახავ ყველგან disable memory voltage - 1.8 ან თუ რადიატორი აქვს მაშინ 2.1 უპრობლემოდ (ეს DDR2-ს ეხება DDR3-ზე უფრო ნაკლები უნდა იყოს ძაბვა) ოპერების სიხშირე DRAM frequnecy მინიმალური დააყენო ჯობია თავიდან დალშე SPD უნდა გვანახო რომ გავიგოთ რა ქნა და თავიდან მაინც მინიმალური დააყენე დალშე რა ქულერი გაქვს გააჩნია რა კვების ბლოკი გაქვს მაგასაცა გააჩნია და მერე მიდის რაზგონი აქამდე ემზადებოდი რაზგონი არის CPU FSB ferquency-ს გაზრდა და ლოგიკა ესეთია E8200-ზე FSB არის 333 დააყენე სიტყვაზე 350 და ჩართე ვინდოუსი თუ ჩაირთო გადატვირთე ისევ შედი ბიოსში და დააყენე 360 და ისევ ჩართე ბიოსი და ასე შემდეგ მიდიხარ მანამ სანამ ვინდოუსი არ დაეკიდება არ გაჭედავს მერე უკვე თუ გაგრილება გაძლევს საშუალებას მისცემ ძაბვას CPU voltage 1.3 ვოლტი მაგალითად და ისევ გაზრდი FSB-ს თუ ძაბვის გაზრდამდე 370-ზე გაიჭედა ძაბვის გაზრდის მერე ასე 380 ან 390-მდე ავა დალშე ტემპერატურის მიხედვით ზრდი ძაბავს და პლუს FSB frequency-ს დალშე უნდა იპოვო ოპტიმალური FSB სიხშირე და ძაბვა რომელზეც სისტემა სტაბილურია სიტყვაზე Linx ტესტს გადის ან OCCT ტესტს ბოლომდე არც ცხლდება ძალიან და არც ერორებს ყრის პლუს უნდა იპოვო მაქსიმალურად ოპტიმალური ძაბვა არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი მაგ პროცესორზე კაი გაგრილებით CPU voltage 1.6 ვოლტიც შეიძლება და 1.5 ვოლტით შეგიძლია 24 საათი ამუშავო თუ არ ცხელდება პროცესორი თუ ცხელდება ნაკლები უნდა მისცე სიტყვაზე 1.35 ან 1.325 რა ვიცი შენით უნდა ნახო ეგენი ასევე FSB სიხშირე არ არის აუცლებელი მრგვალი ციფრები შეგიძლია 376 დააყენო და არა 380 თუ ეგრე გაწყობს და სიხშირე და ტემპერატურები მოგწონს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.