ორბირთვიანი Llano პროცესორების გარდა AMD აპირებს გამოუშვას ორი ახალი APU ღია მამრავლით. ჩიპებს ექნებათ სუფიქსი K და გათვლილი იქნება ოვერქლოქერებისთვის. თუმცა Llano თავიდანვე არ იყო გათვლილი ენთუზიასტებზე და საეჭვოა მან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვოს, ან რაიმე სერიოზული რეკორდები მოხსნას
X-bit Labs ინფორმაციით თავიდან წარმოდგენილი იქნება ორი მოდელი A8-3870K სიხშირით 3.0GHz და A6-3670K 2.7GHz ნომინალური სიხშირით. ორივე ჩიპი ოთხბირთვიანია, A8-3870K აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი 400 SP-თი და 600MHz სამუშაო სიხშირით, ხოლო A6-3670K აქვს 320 SP ვიდეო 444MHz სიხშირით. აღნიშნული ჩიპები ღია მამრავლით გამოვა ამა წლის მეოთხე ნახევარში და მათ არ ექნებათ Turbo core ტექნოლოგია უკანასკნელის არა საჭიროების გამო.