Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. კომპანია Hitachi დაანონსა HDD ახალი მოდელები Deskstar 7K1000.D, Deskstar 5K1000.B, Cinemastar 7K1000.D და Cinemastar 5K1000.B. სიახლის მოცულობა 1 ტერაბაიტია, რაც სულაც არ არის დღეს გასაკვირი, თუმცა მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ეს ვინჩესტერები არის დამზადებული ერთი ფირფიტით (platter). აქამდე ფირფიტის მაქსიმალური მოცულობა 500GB იყო, ახალ HDD-ზე კი მონაცემების ჩაწერა ხდება 569GB კვადრატულ დიუმზე სიმჭიდროვით. მყარი დისკები 3.5 დიუმიანი სტანდარტით არის დამზადებული, აქვთ Sata 600 ინტერფეისი და 32 მეგაბაიტიანი ბუფერის მოცულობა. მოდელებს შორის სხვაობა მხოლოდ ბრუნვის სიჩქარეა. Deskstar სერია გათვლილია რიგით მომხმარებლებზე და კომპანიამ უკვე დაიწყო პროდუქტის მაღაზიებისთვის მიწოდება, ხოლო Cinemastar მოწოდება მცირედ შეფერხდა და ეს სერია გათვლილია მზა ელექტრონულ მოწყობილობებში ინტეგრაციისთვის.
  2. ამასაც ავპინავ იყოს ორივე
  3. 80-ის ზევით არ არის რეკომენდებული თუმცა ჩემი 480 90 გრადუსზეც ადის დატესტვისთვის ფურმარკი საუკეთესოა თემა გადავიდა ჰარდის განყოფილებაში აქ მარტო ყიდვა გაყიდვაზეა რჩევები
  4. დღეს აღმოვაჩინე ეს თამაში და მაგრა დამევასა ეს თამაში გამახსენა http://amanita-design.net/samorost-2/
  5. ეს თამაში იცით? http://www.gol.ge/index.php?cat=games&details=1151&order=1.1&search=limbo
  6. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე სულ არაფერი !!!
  7. ეხლა ამ სურათებს რომ ვუყურებ მახსენდება ჩემი ლურჯა :D
  8. HP USB BOOT 2.1.8.exe პროგრამით შექმენი ჩამტვირთავი ფლეშკა http://www.megaupload.com/?d=346DNB04 მერე ფლეშკაზე ჩაწერე nvflash.exe და cwsdpmi.exe და ასევე დასაფლეში ბიოსი და მერე დაფლეშე იდეაში ვეთანხმები ამ კაცს დაუკელი სიხშირეები Evga precision ან MSI afterburner-ით და ნახე თუ ამოყრის არტეფაკტებს
  9. კი 750-იანი ეყოფა კორსაირი, ენერმაქსი, FSP, antec სრული ჩამონათვალი აქ არის http://www.plugloadsolutions.com/80PlusPowerSupplies.aspx K-mex და Codegon-ი არ ეყოფა ! :D
  10. სახლში მაქვს გიგაბაიტის 560 ზუსტად იგივე სიხშირეს დებს იგივე ძაბვაზე :)
  11. ბოლო დროს ყველა შემაჩნევდით რომ კვების ბლოკეფის ეფექტურობა (მარგი ქმედების კოეფიციენტი) სწრაფად მატულობს და თუ ადრე 80+ სტანდარტული კვების ბლოკები ფუფუნება იყო, ეხლა უკვე 80+ Gold სერტიფიკატის კვების ბლოკებიც აღარ არის გასაკვირი. თითქმის ყველა ნორმალური კვების ბლოკის მწარმოებელი უშვებს 80+ Gold სტანდარტის კვების ბლოკებს და როცა უკვე ყველას ძალები "გათანაბრდა" ბრძოლაში ახალი Platinium სერიის კვების ბლოკები ჩაერთვნენ Enermax-ი ერთ-ერთი პირველია რომელმაც ეს ზღვარი გადალახა და Computex-ზე მან წარმოადგინა სამი ახალი მოდელი 80+ Platinum სერტიფიკატით რაც 20, 50 და 100%-იან დატვირთვაზე შესაბამისად მინიმუმ 90, 92 და 89% ეფექტურობას ნიშნავს. ფაქტიურად ეს ნიშნავს რომ 90+ სტანდარტი გვაქვს და არა 80+ ენერმაქსი უკვე უშვებს საკმაოდ მძლავრ 80+ Gold კვების ბლოკებს MAXREVO სერიის სახელით MAXREVO 1200W, MAXREVO 1350W და MAXREVO 1500W http://www.enermax.com.tw/home.php?fn=eng/product_a1&lv0=1&lv1=43 1350 ვატიანი ვერსიის ფასი ამაზონზე 298.12 დოლარია, რაც თითქმის იგივეა რაც Corsair-ის 1200 ვატიანი Gold სერიის AX სერიის კვების ბლოკის ფასი. http://www.amazon.com/Enermax-MAXREVO-EMR1350EWT-ATX12V-EPS12V/dp/B0051VVU6G/ref=sr_1_1?s=bedbath&ie=UTF8&qid=1315512439&sr=1-1 ეხლა უკვე Computex-ზე კომპანიის მიერ წარმოდგენილია ასევე საკმაოდ მძლავრი 80+ Platinium კვების ბლოკებიც 600, 750, 900 და 1200 ვატიანი სიმძლავრით Platimax სერიის სახელით. "შეიარაღების ბრძოლა" უკვე დაიწყო, ახლა უკვე სხვა მწარმოებლების სვლის ჯერია...
  12. ათასი ვარიანტი მომისმენია მაგ ფუნქციის და ვერაფრით დავაზუსტე რეალურად რა არის საბოლოოდ ასეთ რამეს მივაგენი და მემგონი ეს არის სწორი ეგ ფუნქცია ჩვეულებრივ მომხმარებელს ანუ შენ და მე არ გვაინტერესებს ეგ აინტერესებთ ისეთ მწარმოებლებს რომლებიც ინტელის პროცესორზე აგებენ სისტემებს ლეპტოპებს მაგალითად ხოდა მაგათთვის Embedded ვერსიას ანუ სისტემურ დაფაზე ინტეგრირებულს უშვებს ინტელი (სავარაუდოდ) ანუ მაგ შემთხვევაში ცალკე პროცესორს ვერ გამოცვლი მოკლედ მწარმოებლებისთვის არის ეგ ფუნქცია არის მეორე ვერსიაც რომ Embedded Support (those processors that have that longer life cycle support) ანუ უფრო მეტი ხანი აქვთ საფორთიო მაგრამ არც ეგ ფუნქცია გვარგებს რამეს 5 წელი ყველა პროცესორს აქვს საფორთი და მე შარშან ნაყიდ პროცესორს (i7 930) დღემდე ვერ ვყიდი ნახევარ ფასში და 5 წელიწადში წარმოიდგინე რა ფასი ექნება ! :)
  13. მოიცა მოიცა რომელი 6600-ზე გაქვს საუბარი? 4600 მართლა 2 MB აქვს ქეში E6600 4MB ქეში core 2 duo არის http://ark.intel.com/products/27250/Intel-Core2-Duo-Processor-E6600-(4M-Cache-2_40-GHz-1066-MHz-FSB) და ეგ ბანძია მაგას pentium dual core E6600 ჯობია 3.0 სიხშირით http://ark.intel.com/products/42807 ავურიე მეც პაწა რაცხაები E4600-ს ჯობია core 2 duo E6600 2.4 სიხშირეზე 4MB ქეშით ხოლო pentium E6600 3.0 სიხშირით ორივეს ჯობია
  14. სამაგიეროდ მეტი სიხშირე აქვს მეტი FSB უფრო ახალი ტექნოლოგიაა 45 ნანომეტრული და ბევრად უკეთ რაზგონდება არა მგონია არსებობდეს ბენჩი რომელშიც 4600 აჯობებს !!! Q9550-ს 12 MB მეორე დონის ქეში აქვს და I7 920-ს მართალია მესამე დონის მარა 8MB აქვს ხოლო მეორე დონის ქეში საერთოდ 1 MB აქვს (256KB თითო ბირთვზე) რომელი ჯობია შენ როგორ გგონია? :)
  15. კაი აღარ მითხრა :D
  16. ეგ LCD მონიტორების პრობლემაა მხოლოდ native რეზოლუციაზე მუშაობენ ნორმალურად ანუ 1680x1050 უნდა ამუშავო სხვანაირად ეგ პრობლემა არ მოგვარდება შეგიძლია თამაშის ყოველ ჩართვაზე ეკრანი ხელით გაასწორო მაგრამ წვალებაა ეგ CRT (კუზიან) მონიტორებს ეგ პრობლემა არ ქონდათ რეზოლუციაზე ვიდეო კარტა ნამეტანი სუსტია მაგ მონიტორისთვის
  17. შეიძლება რაზგონის ბრალიც არის თუმცა კვება ნამეტანი ცუდია 4850 და რაზგონისთვის ერთად ეგ ხარვეზები იცის გაფუჭებულმა ვიდეომ და კვების ნაკლებობამ თემა იხურება სათაური უფრო შინაარსიანი უნდა იყოს კონკრეტულად არ პრობლემა გაქვს
  18. მეხსიერების კონტროლერს რა უქნეს? 3D მარკის ქულა საღოლ 5.0-ზე რომ ვატარებ 2600K-ს მაშინ ვიღებ 33000 CPU ქულას 1155 სოკეტზე 6 ბირთვიანის გამოშვებას არ აპირებენ? მაგრამ მე მაინც ივიზე გადავდივარ თუ არ გადავდივარ? არ ვიცი ვნახოთ :)
  19. აშკარად კვების ბრალია მაგრამ ეგ "ჯან" კვება არ იყიდო ანდა რომ იყიდი და მიხვდები რომ ეგ არ უნდა გეყიდა მერე ეს იყიდე http://newshop.gitec.ge/products/4563-cg-500w.aspx თუმცა არც ეგ კოდეგონი უქნია ღმერთს :chojinfc:
  20. თემა იხურება უპასუხოდ ! შემდეგში ვორნით
  21. ნახევარი ვერ გავიგე მაგრამ მაინც კარგი იყო xdr2 ძალიან მაინტერესებს რა ხილია არ ვიცოდი კონსოლებში თუ იყო xdr მართლაც AMD-ს სტილია ეგეთი ექსპერიმენტები მაგრამ რამდენად გაამართლებს საკითხავია ფაქტია GDDR5-ზე გაამართლა მაგან და მე თუ მკითხავ GDDR4 სწორი ნაბიჯი იყო, პროგრესულად აზროვნებს უფრო AMD ისე არ გინდა მიმოხილვები წერო ხანდახან? XDR2-ის მიმოხლივა თვითონ რამბუსის საიტზე http://www.rambus.com/us/technology/solutins/xdr2/xdr2_vs_gddr5.html და წარმადობა GDDR5-თან შედარებით შთამბეჭდავია სლაიდზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.