ვინჩესტერების ბიზნესი ჩაიძირა ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. წყალდიდობამ რომელიც ტაივანში ორ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა უზარმაზარი ზარალი მოუტანა მოსახლეობას. ტაივანის ხელისუფლების ცნობით წ#$%ს დონე უკვე იკლებს და მდინარეები კალაპოტში დგებიან, თუმცა ზარალის დონე ჯერ კიდევ არ არის სრულად დათვლილი.
ჩვენთვის საინტერესო ეს ფაქტი იმით არის რომ წყალდიდობის გამო ჩაიძირა ვინჩესტერების წარმოების ბიზნესი ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ტაივანში განლაგებულია ისეთი მწარმოებლების ქარხნები როგორიც არის Western Digital, Seagate Technology, Hitachi Global Storage Technologies, Toshiba, Nidec, TDK, Min Aik Technology და Cal-Comp Electronics. ყოველივე ამის გამო ვინჩესტერებზე ფასმა საკმაოდ მოიმატა.
ინფორმაციული წყაროების ცნობით HDD-ების მარაგი ნოემბრის დასასრულამდე და დეკემბრის დასაწყისამდე იქნება საკმარისი, შემდეგ კი დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება. წყალლდიდობის გამო მწარმოებლები მინიმუმ ექვსი კვირა კიდევ ვერ შეძლებენ წარმოების ამუშავებას.