Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. IP-ს გეტყვი და იქიდან შედი ხოლმე პირდაპირ 127.0.0.1
  2. არ უნდა მაგრამ უხდება
  3. ხო, USB 3.0 HDD იდეა მომეწონა მაგრამ არ მაქვს სევენი მიყენია რამდენი ხანია აბა კომპიუტერს როგორ ვრთავ სახლის კომპზე მინდა XP საბენჩაოდ მხოლოდ ვაბშე ადაპტერებზე ვფიქრობ და კიდე USB 3.0 dock ხომ არის ეგეთი რომ დავითრიოთქო ერთს დავაინსტალებ და მერე ისევ სატაზე გადავიყვან თუ რამეა
  4. ხო IDE mode პირველი ვცადე ვნახავ ვანო რომ მივალ სახლში მაგ ვინდოუსსაც
  5. ცოტა ვერ გავიგე თანმიმდევრობა მივალ სახლში და ვცდი ვაბშე სევენი მიყენია უკვე სისტემაზე და რაღა bootloader-ი უნდა? ხოდა აი ეს როგორ დავაინსტალე ხომ არ იცით?
  6. მაგ პროცესორზე 4.0-იც არ არის საშიში და 1.5 ვოლტიც 4.6-მდე ვარაზგონდებდი ხოლმე 1.6+ ვოლტით ჰაერის გაგრილებაზე
  7. სხვა რაში უნდა იყოს კარგი? ა ხო ფორუმზე დაწერ რომ SSD გაქვს !!! <_<
  8. არა მხოლოდ ჩატვირთვა სხვა დანარჩენისთვის ევროქარდ მასტერქარდი კი არა და video card არსებობს :chojinfc:
  9. თამაშების გათვალისწინებით 60GB-იც ცოტაა თუ თამაშების დაინსტალებას არ აპირებ 60 გეყოფა ნებისმიერ შემთხვევაში და თუ თამაშები ისევ HDD-ზე დააინსტალე, ადგილი რომ დაზოგო, რა აზრი აქვს სისტემურად SSD-ს დაყენებას :)
  10. ლეპის მონაცემები? ოკ Maximum IV gene-z i7 2600K ლეპი არ არის ვანო საბენჩაოდ მინდა იმას დავუინსტალე XP ლეპზე დიდი ხანია ვახ რა ვქნა გიგაბაიტის მაზერი დავითრიო მაგის გამო? არა რაღაც სხვა უნდა ვქნა ან ეს რაც საერთოდ ვერ გავიგე როგორ კეთდება ან სევენზე უნდა დავტვიკო 2001 ეგრე გამოდის ხომ არ იცით სევენს რომ აქვს XP მოდე მაგ რომ დავაყენო ტვიკინგის პონტში რამე იქნება? თუ მხოლოდ გარსი მექნება XP-ს და სინამდვილეში სევენი ეყენება?
  11. კაცო წასვლით ყველა მიდის ხო 99 ვერ დავაყენე მაგრამ სევენზე ისეთ ცუდ შედეგებს ვიღებ 2001-ში რომ გული მერევა :puke:
  12. კაცო ბენჩებისთვის მინდა XP ვახ :facepalm:
  13. სამწუხაროდ დროებით პორტალზე ნიუსებს ვეღარ გავიტანთ ჰოსტინგის შეცვლის გამო ინფოსთვის მადლობა მე ამის ყიდვაზე ხელები მექავება მაგრამ კიდევ კარგი ეხლა ფული ვაბშე არა მაქვს :D
  14. არა რაზგონი შეიძლება უბრალოდ დიდი რაზგონს ვერ შესძლებ მაგ გაგრილებით და მაზერით PSU კვების ბლოკია
  15. პრინციპში ზევით რაც კომპონენტებია მათ გარეშე დღევანდელი კომპიუტერის მუშაობა წარმოუდგენელია CPU დედა დაფა ოპერატიული მეხსიერება ვიდეო დაფა თუმცა ეს ყველაფერი არ არის აუცილებელი კომპონენტებია კომპიუტერის სამუშაოდ HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი პროცესორის ქულერი - Cooler ხმის დაფა - Sound card, audio card კვების ბლოკი - PSU, Power supply მონიტორი - Monitor დინამიკები - Speakers კლავიატურა - Keyboard ხელწრუწუნა - Mouse არ არის აუცლებელი მაგრამ თითქმის ყველა კომპიუტერში არის: ქსელის დაფა - Lan card დისკ წამკითხველი - CD, DVD და/ან Blu-ray Drive კეისი - Case ასევე კომპიუტერს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი მოწყობილობები: პრინტერი - Printer სკანერი - Scanner უწყვეტი კვების წყარო - UPS ამ კომპონენტებზე შედარებით ნაკლებს ვილაპარაკებ რადგან ძალიან დავიღალე უკვე HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი პრინიპში ეს მოწყობილობა ყველამ ვიცით, აბსოლუტურად ყველაფერი ვინჩესტერზე იწერება, ოპერაციული სისტემა ინსტალირდება სწორედ ვინჩესტერზე, ჩვენი ფილმები მუსიკები, სურათები, პორნო... ყველაფერი რაც ჩვენთვის ძვირფასია ამ მოწყობილობაში ინახება. მიკიპედია - HDD ისტორია მყარ დისკს აქვს მახასიათებლები მისი მოცულობა გიგაბაიტებში და ტერაბატებში. იყო დრო როცა მეგაბაიტიანი ვინჩესტერიც კი უზარმაზარ ინფორმაციას იტევდა მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზარდა როგორც პროგრამების მოცულობა ასევე, ფაილების ზომა, ხარისხიანი ფილმები, სურათები და მუსიკები ბევრად დიდ ადგილს იკავებენ და უკვე გიგაბატებიც არ არის საკმარისი. საერთოდ ინფორმაციის ერთეულებს რაც შეეხება ისევ გეტყვით ბიტებზე და ბაიტებზე. კომპიუტერმა როგორც გითხარით იცის მხოლოდ 0-იანების და 1-იანების ენა. მათი გაერთიანება ხდება რვა სიმბოლოიან ბაიტებში რაც ორი ციფრის კომბინაციაში სულ 256 სიმბოლოა, სწორედ ამდენი სიმბოლოს შედგენა შეიძლება 8 ბიტიანი სისტემით. ამის გამო თანდათან მოხდა ბიტების ზომების გარზდა ჯერ 16 ბიტიანი, შემდეგ 32 ბიტიანი და ეხლა უკვე 64 ბიტიანი სისტემებიც შემოიღეს ოპერატიული მეხსიერების ლიმიტის გამო. ფაქტია რომ ერთი ბაიტი ერთი სიმბოლოა და რამდენი ბაიტიც აქვს თქვენ ვინჩესტერს იმდენი სიმბოლოს ჩაწერა შეიძლება ზედ დავუბრუნდეთ მყარი დისკების მოცულობას. როგორც იცით ან არ იცით 1 კილო კომპიუტერებში უდრის 1024-ს (210) და არა 1000-ს. ამის გამო 1 კილობაიტი KB უდრის 1024 ბაიტს, 1 მეგაბაიტი MB უდრის 1024 კილობაიტს, 1 გიგაბაიტი GB უდროს 1024 მეგაბაიტს და 1 ტერაბაირი TB 1024 გეგაბაიტს. საბოლოო ჯამში 1 099 511 627 776 ბაიტია ანუ სიმბოლოა ერთ ტერაბაიტში რაც ძალიან ბევრია დამეთანხმებით. ეხლა რაც შეეხება მყარი დისკების მწარმოებლებს. სინამდვილეში მყარი დისკების მწარმოებლები გვატყუებენ და 1TB-იან ვინჩესტერად ყიდიან შედარებით ნაკლები ზომის ვინჩესტერებს. როგორ და რატო ხდება ეს ? როგორც გითხარით კილო 1024-ს ნიშნავს კომპიუტერში მაგრამ ჩვეულერბივ ეს 1000-ს უდრის. ხოდა მწარმოებლებმა ასეთ ხერხს მიმართეს მაგალითად 1TB-იან ვინჩესტერს ისინი უშვებენ (რამდენი ციფრიანია ტერაბაიტი 1 099 511 627 776 გამოდის 13) ხოდა მწარმობელები უშვებენ 13 ციფრიან ვინჩესტერებს სულ ნოლებით. ანუ 1TB სინამდვილეში არის 1 000 000 000 000 ბაიტი. გამოდის რომ 99 511 627 776 ბაიტს გვატყუებენ. ანუ თუ გადავიყვანთ კომპიუტერის ენაზე 1 000 000 000 000 გამოდის 1 000 000 000 000/1024/1024/1024=931GB დაახლოებით. ასე რომ როცა თქვენ 1TB-იან ვინჩესტერს ყიდულობთ ხელში გრჩებატ 931GB, მაგრამ აქ ჩვენ ვერაფერს ვიზავთ, ყველა მწარმოებელი ასე შვება. გარდა ტერაბაიტებისა მყარ დისკებს აქვთ ბრუნვის სიჩქარე, რაც მეტია მით მეტია მყარ დისკზე ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე და მით უფრო სწრაფია იგი და მით უფრო ხმაურიანიც! არის 5200 ბრუნვიანი წამში (rpm), 7200 ბრუნვიანი და 10000 ბრუნვიანი მყარი დისკებიც. ასევე მყარ დისკს აქვს თავისი ბუფერული მეხსიერება რომლის ზომაც 8-დან 64MB-მდე ცვალებადობს დღეს არსებულ მყარ დისკებში. რაც მეტია უკეთესია თუმცა ხშირად 32MB და 64MB მყარ დისკებს შორის დიდ სხვაობას ვერ იგრძნობთ. ასევე მყარ დისკებს აქვთ ინტერფეისი რომლითაც ისინი უკავშირდებიან დედა დაფას. დეკსტოპ სეგმენტში გამოიყენებოდა ადრე IDE (იგივე Paralel ATA - PATA) ინტერფეისი თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები მყარი დისკი გამოდის ამ ინტერფეისზე. თანამედროვე ინტერფესია Sata, რომელიც არსებობს ე.წ. Sata II იგივე Sata 300 რაც ნიშნავს რომ ამ კაბელს შეუძლია მაქსიმუმ წამში 300 მეგაბიტი ინფორმაციის გატარება. ასევე ახალი ინტერფეისია Sata III იგივე Sata 600 რომლის გამტარობა 600 მეგაბიტია წამში. თუმცა უნდა იცოდეთ რომ დღეს არსებული მყარი დისკების თეორიული გამტარობა მაქსიმუმ 110-120 მეგაბიტია წამში. ასე რომ HDD-სთვის Sata 300 სრულად საკამრისია დღესაც. არსებობს სხვა ინტერფეისებიც მაგალითად SCSI რომელიც სერვერულ სეგმენტში გამოიყენება და მათი გამტარობა ბევრად მაღალია. ზევით IDE და ქვევით Sata მყარი დისკი. გარდა ამისა მყარი დისკების გადაბმა შეიძლება ე.წ. raid კონფიგურაციაში. არსებობს რამოდენიმე ტიპის Raid-ი და სხვაობა არის იმის მიხედვით თუ მინიმუმ რამდენი ვინჩესტერი უნდა გადავაბათ და ეს კონფიურაცია ან წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეს გაზრდის ან ინფორმაციის უსაფრთხოებას და ერთი მყარი დისკი რომ დაიწვას არანაირი ინფორმაცია არ დაგეკარგებათ. ან შეიძლება ორივე ერთად გააჩნია Raid-ს. გადაიკითხეთ სტატია RAID შესახებ. Raid კონფიგურაციისთვის აუცილებელია დედა დაფას ჰქონდეს Raid კონტროლერი. ძველ დედა დაფებზე არ იყო და ეხლა უკვე ფაქტიურდა ყველა დედა დაფის სამხრეთ ხიდში არის ასეთი კონტროლერი, თუმცა თუ მაღალი დონის კონტროლერი გჭირდებათ ცალკე უნდა იყიდოთ და ასეთი მაღალი დონის კონტროლერების ფასი საკმაოდ მაღალია, გამოიყენება ძირითადად სერვერულ სისტემებში. ასევე მყარ დისკ აქვს თავისი ზომა, არსებობს ძირითადად 3.5" დიუმის სიგანის მყარი დისკები რომლებიც ჩვეულებრივ კომპიუტერებში გამოიყენება და 2.5" დიუმის სიგანის რომლებიც ძირითადად ლეპტოპებში გამოიყენება. ამჟამად უკვე საკმაოდ გავრცელდა შემნახველი მოწყობილობების ახალი ტიპი ე.წ. SSD. რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც HDD უბრალოდ მასში არაფერი არ ტრიალებს. აგებულია იგივე ტექნოლოგიაზე რაც RAM და მათი ჩაწერა წაკითხვის სიჩქარე ბევრად მაღალია ვიდრე ჩვეულერბივი მყარი დისკის და ის შეიძლება 300 მეგაბიტსაც აღწევდეს წამში ან მეტსაც. SSD - მიკიპედიაში. SSD-ს ჯერჯერობით აქვს ერთი დიდი ნაკლი ეს არის მისი ძალზედ მაღალი ფასი და ბევრად ნაკლები მოცულობა. თუმცა საკმაოდ კარგი ვარიანტია სისტემურ C დისკად მცირე ზომის SSD გამოყენება, ხოლო შემნახველ მოწყობილობად ჩVეულებრივი HDD. პროცესორის ქულერი - Cooler ასევ მნიშვნელოვანი კომპონენტია. იყო დრო როცა პროცესორებს საერთოდ არ სჭირდებოდათ გაგრილება მაგრამ ნანომეტრული ტექნოლოგიის შემცირებასთან ერთად და პროცესორების ტაქტური სიხშირის მატებასთან ერთად აუცილებელი გახდა კარგი გაგრილების სისტემა. ერთ ერთი მაღალი დონის ჰაერის გაგრილება, რადიატორი და ზედ დამაგრებული ვენტილატორი - FAN. ყველაფერი გაგრილების სისტემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. ხმის დაფა - Sound card, audio card ხმის დაფა - სტატია მიკიპედიიდან ხმის დაფაც კომპიუტერის ერთ-ერთი ძირითდი შემადგენელი ნაწილია, მის გარეშე თქვენი კომპიუტერი იქნება მუნჯი. მისი მთავარი ფუნქცია არის ხმის დამუშავება და როგორც წესი დღეს უკვე ყველა თანამედროვე დედა დაფის სამხრეთ ხიდში არის ინტეგრირებული და მისი ცალკე შეძენა არ დაგჭირდებათ. თუმცა ასეთი დაფები საშუალო დონის არის და თუ თქვენ მაღალი დონის ხმის დაფის შეძენა გინდათ ცალკე დაფა უნდა იყიდოთ რომელიც ან PCI სლოტზე იქნება ან ახალი დაფები PCI-e სლოტზე ეს არის ე.წ. Internal ხმის დაფა, თუმცა არსებობს მაღალი დონის External ხმის დაფებიც რომლებიც კომპიუტერს გარედან უერთდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დონის ხმის დაფები სჭირდებათ მათ ვინც ხმის დამუშავებით არის დაკავებული და ჩვეულერბივი მომხმარებლისთვის ინტეგრირებული ხმის დაფა სრულად საკამრისია. კვების ბლოკი - PSU, Power supply ერთ ერთი უმთავრესი ნაწილია, როგორც ყველა ელექტრონულ მოწყობილობას კომპიუტერსაც სჭირდება დენი და კვების ბლოკის ფუნქციაა 220 ვოლტიანი დენის ძირითადად +12, +5, +3.3 ვოლტებად გარდაქმნა რადგან სწორედ ასეთ ძაბვაზე მუშაოებნ კომპიუტერსი კომპონენტები. თუ რა არის კვების ბლოკი და როგორ უნდა შევარჩიოთ იგი საკმაოდ ვრცლად მაქვს განხილული ამ სტატიაში და გთხოვთ აქ ნუღარ გამამეორებინებთ. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი აქ კი უნდა დავამთავრო დროებით იმიტომ რომ ძალიან დავიღალე მონიტორი - Monitor შესახებ გირჩევთ წაიკითხოთ მიშას სტატია ცოტა რამ მონიტორებზე და ასევე ხელწრუწუნაზე მაუსი, ანუ ხელწრუწუნა უწყვეტი კვების წყაროზე ნახეთ ჩემი სტატია UPS უწყვეტი კვების წყარო FAQ ველოდები შენიშნვნებს და წინადადებებს ოღონდ დღეს არა ორი დღეა ამას ვწერ და თავი მტკივა უკვე
  16. ვიდეო დაფები - Graphic card, Video card, VGA ალბათ ყველაზე პოპულარული კომპონენტი პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობაში, და შესაბამისად ყველაზე ბევრი მითები და სისულელეები სწორედ ამ კომპონენტის შესახებ ვრცელდება. სანამ ჩემი ნაცოდვილარის წაკითხვას შეუდგებით ისევ მიკიპედიას სტატიებზე მინდა მიგითითოთ: ნოუთბუქის ვიდე დაფები ამ სტატიებში წერია ზოგადად ისტორიაზე და მის დანიშნულებაზე. საერთოდ ვიდეო დაფას ერთი ფუნქცია აქვს გამოსახულების მონიტორზე გამოტანა. დღეისათვის დეკსტოპ სეგმენტისთვის არის ორი გიგანტი მწარმოებელი რომლებიც ვიდეო დაფებს უშვებენ. ეს არიან Nvidia და AMD/ATI. ადრე კომპანია ATI ცალკე აწარმოებდა ვიდეო დაფებს, მაგრამ შემდეგ AMD-მ იყიდა ATI და ამჟამად ეს ერთი და იგივე კომპანიაა. ასე რომ ATI-ს ვიდეო დაფები თქვენ ფაქტიურად AMD-ს სახელით შეგიძლიათ ნახოთ. ასევე არსებობს ინტეგრირებული ვიდეო დაფები, ინტეგრირებულ ვიდეო დაფებს პროცესორის მწარმოებლები უშვებენ. ანუ Intel და AMD ამჯერად როგორც პროცესორის მწარმოებელი (ეს AMD-ს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სვლა იყო როცა პროცესორის და ვიდეოს წარმოება გააერთიანა). ორივე მწარმოებელი თავის ვიდეო დაფებს ადრე ჩიპსეტში (უშუალოდ ჩრდილოეთ ხიდში) აშენებდნენ და ინტეგრირებული ვიდეო დაფა, დედა დაფაში იყო ინტეგრირებული. ამჟამად ორივე მწარმოებელმა ინტეგრირებული ვიდეო დაფა პროცესორში გადაიტანა და ეს დატვირთვა ჩიპსეტს და დედა დაფას მოეხსნა. პრაქტიკაში იმის გამო რომ AMD პროცესორ/ვიდეო დაფების მწარმოებელია ერთდოულად მისი ინტეგრირებული ვიდეო დაფები თითქმის ორჯერ ჯობია ინტელის ინტეგრირებულ ვიდეო დაფებს. ასე რომ თუ ინეტგრირებულზეა არჩევანი AMD გირჩევნიათ (ყოველ შემთხვევაში დღეისათვის ასეა). რაც შეეხება CPU კომპონენტს აქ უკვე Intel ჯობია ბევრად და თუ თქვენ ინტეგრირებული ვიდეო დაფა არ გაინტერესებთ Intel უკეთესი არჩევანია. რაც შეეხება არაინტეგრირებულ ე.წ. დისკრეტულ ვიდეო დაფებს აქ კონკურენტები არიან ისევ AMD როგორც ვიდეოს მწარმოებელი და Nvidia. ეს ორი გიგნატი უშვებს ვიდეო დაფებს და ისეთი კომპანიები როგორიც არის, Saphirre, EVGA, Asus, Club 3D, Gigabyte, XFX, Zotac, Sparkle, Gainward და სხვები და სხვები უშვებემ ან AMD-ს ვიდეო დაფებს, ან მხოლოდ Nvidia-ს ვიდეო დაფებს ან ორივეს ერთად, ერთადერთი რაც მათ შეიძლება შეცვალონ ეს არის გაგრილების სისტემა, ეტიკეტი, PCB (ვიდეოს დედა დაფა ფაქტიურად). მოკლედ როგორც გითხარით ვიდეო დაფას მხოლოდ ორი მწარმოებელი უშვებს რეალურად და ისინი უშვებენ ვიდეო დაფის უმთავრეს კომპონენტს GPU (Grpahic processing unit), რომელიც იმით განსხვავდება CPU-საგან (central processing unit) რომ მუშაობს მხოლოდ ვიდეო გამოსახულების დამუშავებაზე (თამაშები მაგალითად) მაშინ როცა ყველა სხვა ოპერაციას CPU აწარმოებს. არსებობს GPGPU (General-purpose computing on graphics processing units) რომელიც არ გამოიყენება დეკსტოპ სეგმენტისთვის და რიგითი მომხმარებლისთვის არაქტუალურია ჯერჯერობით. GPGPU იგივე ვიდეო დაფაა რომელიც პროცესორის სამუშაოს ასრულებს მაგრამ მას სჭირდება სპეციალურად მასზე მორგებული ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა. დისკრეტულ (არაინტეგრირებულ) ვიდეო დაფაში GPU არის ძირითადი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენად ძლიერია იგი, DirectX 9 მხარდაჭერა აქვს მარტო თუ DirectX 11-იც და OpenGL 4.2 (DirectX და OpenGL ე.წ. ბიბლიოთეკებია, რომლებშიც გამზადებული ნახატები და გრაფიკული კომპონენტებია რომლებსაც ვიდეო დაფები იყენებენ და პირდაპირ ამ გამზადებულ ელემენტებს სვავენ მთლიან სურათში რათა მუშაობისას დრო მოიგონ). მოკლედ GPU ძირითადი კომპონენტია და მისი მახასიათებლებია ტაქტური სიხშირე რომელიც რაც მეტია უკეთესია, ასევე ვიდეო დაფებს გააჩნიათ ე.წ. SP - Streaming Processor-ები რომლებიც ფაქტიურად ვიდეო დაფის ბირთვებია (Nvidia მათ ეხლა უწოდებს Cuda core-ს). რაც მეტია მათი რაოდენობა მით უფრო სწრაფია და ძლიერია ვიდეო დაფა. პარალელურ გამოთვლებს დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდეო გამოსახულების დამუშავებისას რადგან ფაქტიურად ყველა პიქსელი (წერტილი) და სამკუთხედი (ძირითადად სამკუთხედებით იგება ვიდეო გამოსახულება) ცალკე მუშავდება, პარალელურ რეჟიმში და ცალკე SP კავდება თითოული პიქსელის თუ სამკუთხედის დამუშავებით. ავიღოთ მაგალითად GTX 480 და HD5870. თუ დავაკვირდებით GTX 480-ს აქვს 480 SP ხოლო HD5870 აქვს 1600 სინამდვილეში ატის 5000 სერიამდე ეს რაოდენობა უნდა გავყოთ 5-ზე რადგან მას აქვს Vliw5 არქიტექტურა ანუ 5-5 ბირთვი გაერთიანებულია და ასრულებენ ფაქტიურად იგივე სამუშაოს რასაც ნვიდიას ერთი ბირთვი. AMD-ს HD6000 სერიიდან მოყოლებული არქიტექტურა Vliw4-ზე შეიცვალა და 4-4-ად არიან გაერთიანებული ბრითვები და საერთო რაოდენობა 4-ზე უნდა გავყოთ რათა დაახლოებით შევადაროთ Nvidia-ს დაფებს მაგალითად 6870-ის ბირთვების რაოდენობა 1120 და თუ გავყოფთ 4-ზე მივიღებთ დაახლოებით 280 Nvidia-ს ბირთვის ანალოგს. ამით დაახლოებით შეიძლება ვიდეო დაფაების შედარება თუ რომელს მეტი "ბირთვი" აქვს. თუმცა მხოლოდ ბირთვები არ არის გადამწყვეტი. 300 ბირთვი 600Mhz ტაქტურ სიხშირეზე მომუშავე შეიძლება უფრო სუსტი იყოს თამაშებში ვიდრე 250 ბირთვი 900Mhz მომუშავე. სურათებზე GPU Clock არის სწორედ ბირთვების სამუშაო სიხშირე და რაც მეტია იგი მით უკეთესია. ასევე გასათვალისწინებელია დრაივერები. რაც ახალია დრაივერი მით უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდეო დაფა. ხშირად ახალი დრაივერის გამოსვლასთან ერთად ვიდეო დაფის წარმადობა იზრდება და შეიძლება აჯობოს ისეთ ვიდეო დაფებს წარმადობაში რომლებსაც ადრე ჩამორჩებოდა. საერთოდ დრაივერი კომპიუტერის ყველა კომპონენტს სჭირდება, ვიდეო დაფას, ჩიპსეტს, ვინჩესტერს, კლავიატურას, მაუსს, ხმის დაფას მოკლედ ყველაფერს. საქმე იმაშია რომ უხეშად რომ ვთქვათ კომპიუტერის ყველა კომპონენტი თავის ენაზე ლაპარაკობს და დრაივერი არის ფაქტიურად მთარგმნელი, რომელიც ოპერაციულ სისტემას (მაგ. ვინდოუსს ან ლინუქსს) უთარგმნის თუ რა ენაზე უნდა ელაპარაკოს კომპიუტერის კონკრეტულ კომპონენტს. და რაც უფრო სწრაფი და სინქრონულია თარგმანი მით უფრო შედეგიანია ამ კომპონენტთან "საუბარი". ყველა ოპერაციულ სისტემას თავისი ენა აქვს და შესაბამისად თავისი დრაივერი/მთარგმნელი სჭირდება თითოეულ კომპონენტეზე. ისვე როგორც დისკრეტულ ვიდეო დაფებს, ინტეგრირებულ ვიდეო დაფებსაც აქვთ GPU თავისი ბირთვებით თუმცა მათი რაოდენობა როგორც წესი ბევრად ნაკლებია და ტაქტური სიხშირეც ნაკლები. ფაქტიურად ინტეგრირებული ვიდეო დაფა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ GPU რომელიც ან დედა დაფაზე ჩრდილოეთ ჩიპსეტშია ან პროცესორშია ინტეგრირებული, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად იყენებს სისტემის ოპერატიულ მეხსიერებას. დისკრეტული ვიდეო დაფების შემთხვევაში მათ აქვთ თავისი საკუთარი "დედა დაფა" ე.წ. PCB - Printed circuit board რომელზეც არის განლაგებული ვიდეო დაფის ყველა კომპონენტი. სურათზე ჩანს რომ ცენტრში არის განლაგებული ვიდეოს პროცესორი GPU მის გარშემო ვიდეოს ოპერატიული მეხსიერება მწვანე ჩარჩოში. ყვითლად აღნიშნულია კვების ფაზები, რადგან ვიდეოსაც სჭირდება თავისი კვების ფაზები და მარჯვნივ ზევით კვების შესაერთებელი (PCI-e კონექტორები) რომელიც ორია თუმცა ზოგ ვიდეოს აქვს ერთი, ზოგს საერთოდ არა აქვს რაც დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მძლავრია ვიდეო დაფა. რაც უფრო მძლავრია იგი მით უფრო მეტ ვატებს მოითხოვს და მით უფრო მეტი კვება სჭირდება მას დ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ კვების ბლოკის შესაბამისი PCI-e კონექტორები მივაერთოთ. რაც შეეხება ვიდეოს მეხსიერებას, ადრე გამოიყენებოდა DDR და DDR2 ტიპის ვიდეოს მეხსიერება თუმცა ამჟამად ვიდეო დაფები გადასული არიან GDDR3 და GDDR5 ტიპის ვიდეო მეხსიერებაზე, GDDR4 ტიპის ვიდეო მეხსიერება AMD-ს რამოდენიმე დაფაზე იყო და მალევე გადავიდა ყველა GDDR5-ზე. პირველი რაც უნდა გვახსოვდეს ვიდეოს მეხსიერებას არანაირი კავშირი არა აქვს იმ მეხსიერებასთან რომელიც დედა დაფაზე ყენდება, ჯერ ერთი ეს არის GDDR ანუ Graphic DDR და მეორეც, ბუნებაში არ არსებობს დედა დაფა რომელზეც GDDR5 კი არა თუნდაც GDDR4 ყენდება და ეს რომ დედა დაფაზე იყოს დამოკიდებული დღეს არსებული ვიდეო დაფების მინიმუმ ნახევარს ელემენტარულად ვერსად შევარეთებდით. თუმცა ვიდეოს მეხსიერებასაც, ისევე როგორც ჩვეულებრივ მეხსიერებას, აქვს თავისი სიხშირე memory clock, აქვს თავისი ტაიმინგები და თავისი სამუშაო ძაბვა. რაც მეტია სამუშაო სიხშირე მით უკეთესია, ასევე რაც მეტი GB აქვს ვიდეო დაფას უკეთესია ისევე როგორც სისტემის ოპერატიული მეხსიერება. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი მაჩვენებელი. პირველ რიგში გასათვალისწინებელია GPU სიმძლავრე და მერე რამდენ GB-იანია ვიდეო მეხსიერება. გავავლოთ პარალელი ცენტრალურ პროცესორთან. რომ ავიღოთ Pentium IV და ზედ დავაყენოთ 4GB მეხსიერება ასეთი სისტემა ვერასდროს ვერ იქნება უფრო მძლავრი ვიდრე i7 2GB ოპერატიული მეხსიერებით. ზუსტად იგივე მდგომარეობაა ვიდეო დაფების შემთხვევაში 9500GT 2GB მეხსიერებით ორჯერ და სამჯერ უფრო სუსტია ნებისმიერ თამაშში ვიდრე 1GB-იანი GTX 460, უფრო მეტიც 9600GT 512MB მეხსიერებით ან HD4870 512MB ბერვად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი 9500 ან GT220 1 და 2GB მეხსიერებით. ვიდეო მეხსიერებას ასევე აქვს თავისი სალტე Bus width რომლითაც იგი უკავშირდება GPU-ს რაც უფრო ფართოა მით უკეთესია. რამდენი ბიტიანია ვიდეო?! სწორედ ამაზეა საუბარი. სალტის სიფართე იზომება ბიტებით, თუმცა არც ეს არის აბსოლუტური მაჩვენებელი. სალტის სიფართე პლუს Memory clock ჯამში რამდენ Bandwidth-ს გვაძლევენ სწორედ ეგ არის მნიშვნელოვანი. 9600GT 256 ბიტიანია ხოლო GTS 450 128 ბიტიანი. ნებისმიერი რიგითი მომხმარებელი დაგიდასტურებთ რომ 128 ბიტიანი 450 ბევრად ჯობია. ამის მიზეზი ის არის რომ 9600GT არის მაქსიმუმ GDDR3-ზე რომლის ტაქტური სიხშირეც ბევრად ნაკლებია ვიდრე GTS 450-ის GDDR5 მეხსიერების სიხშირე. მაგრამ ისევ ვიმეორებ ესეც მეორეხარისხოვანია რადგან GTS 450-ს აქვს 192 Cuda ბირთვი ხოლო 9600GT-ს მხოლოდ 64. მოკლედ სანამ ვიდეო მეხსიერების ბიტების და გიგაბაიტების დათვლას დაიწყებთ ჯერ ნახეთ რომელ GPU-ზეა საუბარი, რადგან სწორედ GPU-ა უმთავრესი ვიდეო დაფის შერჩევისას. ასევე არსებობს ვიდეო დაფები ორი ცალი GPU-თი ისინი ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ერთი GPU-თი ვიდეო დაფები, ორჯერ უფრო ცხელიც, ორჯერ მეტ ვატებს მოიხმარენ და 1.5-ჯერ ძვირი შეიძლება იყოს. სურათზე გამოყოფილი მაქვს ცალკე პორტი რომლითაც ხდება ვიდეობის გადაბმა AMD შემთხვევაში Crossfire და Nvidia შემთხვევაში SLI კონფიგურაციაში. ანუ ამ ტექნოლოგიით ჩვენ შეგვიძლია დედა დაფაზე დავსვათ ორი ან მეტი ვიდეო დაფა და ვამუშაოთ ისინი სინქრონულად. დღეისათვის ლიმიტი არის 4 GPU ანუ ეს ნიშნავს რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდოულად ვამუშაოთ მაქსიმუმ 4 ვიდეო დაფა ერთი GPU-თი ან მაქსიმუმ 2 ვიდეო დაფა თითო 2 GPU-თი. სურათზე AMD ორი დაფა Crissfire bridge-ის საშუალებით გადაბმული. რა თქმა უნდა ორი და მეტი ვიდეო დაფის ჩასართველად ჩისპეტს და შესაბამისად დედა დაფას უნდა ჰქონდეს ამის მხარდაჭერა და ასევე საკმარისი რაოდენობით PCI-e სლოტები. გარდა დესკტოპ სეგმენტის ვიდეო დაფებისა Nvidia-ც და AMD-ც უშვებენ პროფესიონალურ ვიდეო დაფებს, Nvidia Quadro და AMD FirePRO, რომლებიც გამოიყენება 3D (Maya, 3Dmax ტიპის) პროგრამებში სამუშაოდ. სინამდვილეში ამ ვიდეო დაფებს ზუსტად იგივე GPU აქვს რაც ჩვეულებრივ დისკრეტულ ვიდეო დაფებს უბრალოდ როგორც წესი ვიდეო მეხსიერება გაზრდილია და ბიოსი და დრაივერები სხვა აქვს. ამის გამო ასეთი ვიდეო დაფები თამაშებისთვის არ გამოდგება. უფრო სწორად თამაში შეიძლება მაგრამ ბევრად ნელი იქნება ვიდრე შესაბამისი დონის დესკტოპ ვიდეო დაფები. სამაგიეროდ პროფესიონალური ვიდეო დაფები მინიმუმ ორჯერ უკეთეს შედეგს აჩვენებენ 3D პროგრამებში და ამის გამო მათი საბაზრო ფასი მინიმუმ ორმაგია.
  17. აუ რა გინდათ გამოვაქვეყნო უკვე ჩემი დაუმთავრებელი თემა? :D
  18. მეხი დაეცა EFI ბიოსს XP ვერ დავაინსტალე ზედ :xelitavi:
  19. საინტერესო ინფოა არ ვიცოდი
  20. კი ბიოსიდან მაღალი სიხშირე პრიორიტეტულია უფრო ვიდრე დაბალი ტაიმინგები
  21. თემა იხურება სათაური არაინფორმატიულია ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემები აქ დაწერეთ ხოლმე http://www.overclockers.ge/index.php?/forum/14-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/
  22. კიდევ გამორთე და ცოტა ხანი აცალე და მერე სცადე ჩართვა ვინჩესტერის სატა პორტი შეცვალე და მერე სატა კაბელიც გამოცვალე მაზერის ყუთი თუ გაქვს უნდა იყოს იქ დამატებითი კაბელები
  23. მეც მანდ ვარ ტერაბაიტიანი მაქვს და ფაქტიურად 300 GB მაქვს მაქსიმუმ დაკავებული
  24. IDE ვინჩესტერებზეა საუბარი? შეიძლება გაფუჭდა მართლა ანუ შენს ვინჩესტერზე არ ბუთავს და სხვისაზე ბუთავს ხო?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.