Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10296
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. ნამდვილად ეხლა მაგ სურათს რომ ვუყურებ კიდევ უფრო ვრწმუნდები მაგაში
  2. გაუმარჯოს მოკლედ ნამდვილად შეიძლება ეგ არის რაზგონი სწორი სიხშირის შერჩევა ოპერებზე სწორი ტაიმინგების შერჩევა და ა.შ.
  3. რა ვქნათ ფეიერვერკი გავუშვათ თუ სუფრა გავშალოთ? :D
  4. მაგ სიხშირეზე მისაღები ტაიმინგებია თან 16GB საკმაოდ მძიმე ტვირთია
  5. იმის გამო რომ ზოგი იუზერი ბოროტად იყენებდა ამ ფუნქციას გაუქმდა სურათის ავტომატური ჩასმა აწი მოგიწევთ insert image ფუნქციის მითითება და ფორუმიც მშვიდად დააპატარავებს მათ მადლობა პატრულს და ვანოს
  6. DON ни стого ни с чего ოპერები ჩმა (IMHO © Power-vano)
  7. რომელი USB პორტები არ მუშაობს წინ რომ არის კეისზე თუ უკან?
  8. http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=525534 http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=525242
  9. IP-ს გეტყვი და იქიდან შედი ხოლმე პირდაპირ 127.0.0.1
  10. არ უნდა მაგრამ უხდება
  11. ხო, USB 3.0 HDD იდეა მომეწონა მაგრამ არ მაქვს სევენი მიყენია რამდენი ხანია აბა კომპიუტერს როგორ ვრთავ სახლის კომპზე მინდა XP საბენჩაოდ მხოლოდ ვაბშე ადაპტერებზე ვფიქრობ და კიდე USB 3.0 dock ხომ არის ეგეთი რომ დავითრიოთქო ერთს დავაინსტალებ და მერე ისევ სატაზე გადავიყვან თუ რამეა
  12. ხო IDE mode პირველი ვცადე ვნახავ ვანო რომ მივალ სახლში მაგ ვინდოუსსაც
  13. ცოტა ვერ გავიგე თანმიმდევრობა მივალ სახლში და ვცდი ვაბშე სევენი მიყენია უკვე სისტემაზე და რაღა bootloader-ი უნდა? ხოდა აი ეს როგორ დავაინსტალე ხომ არ იცით?
  14. მაგ პროცესორზე 4.0-იც არ არის საშიში და 1.5 ვოლტიც 4.6-მდე ვარაზგონდებდი ხოლმე 1.6+ ვოლტით ჰაერის გაგრილებაზე
  15. სხვა რაში უნდა იყოს კარგი? ა ხო ფორუმზე დაწერ რომ SSD გაქვს !!! <_<
  16. არა მხოლოდ ჩატვირთვა სხვა დანარჩენისთვის ევროქარდ მასტერქარდი კი არა და video card არსებობს :chojinfc:
  17. თამაშების გათვალისწინებით 60GB-იც ცოტაა თუ თამაშების დაინსტალებას არ აპირებ 60 გეყოფა ნებისმიერ შემთხვევაში და თუ თამაშები ისევ HDD-ზე დააინსტალე, ადგილი რომ დაზოგო, რა აზრი აქვს სისტემურად SSD-ს დაყენებას :)
  18. ლეპის მონაცემები? ოკ Maximum IV gene-z i7 2600K ლეპი არ არის ვანო საბენჩაოდ მინდა იმას დავუინსტალე XP ლეპზე დიდი ხანია ვახ რა ვქნა გიგაბაიტის მაზერი დავითრიო მაგის გამო? არა რაღაც სხვა უნდა ვქნა ან ეს რაც საერთოდ ვერ გავიგე როგორ კეთდება ან სევენზე უნდა დავტვიკო 2001 ეგრე გამოდის ხომ არ იცით სევენს რომ აქვს XP მოდე მაგ რომ დავაყენო ტვიკინგის პონტში რამე იქნება? თუ მხოლოდ გარსი მექნება XP-ს და სინამდვილეში სევენი ეყენება?
  19. კაცო წასვლით ყველა მიდის ხო 99 ვერ დავაყენე მაგრამ სევენზე ისეთ ცუდ შედეგებს ვიღებ 2001-ში რომ გული მერევა :puke:
  20. კაცო ბენჩებისთვის მინდა XP ვახ :facepalm:
  21. სამწუხაროდ დროებით პორტალზე ნიუსებს ვეღარ გავიტანთ ჰოსტინგის შეცვლის გამო ინფოსთვის მადლობა მე ამის ყიდვაზე ხელები მექავება მაგრამ კიდევ კარგი ეხლა ფული ვაბშე არა მაქვს :D
  22. არა რაზგონი შეიძლება უბრალოდ დიდი რაზგონს ვერ შესძლებ მაგ გაგრილებით და მაზერით PSU კვების ბლოკია
  23. პრინციპში ზევით რაც კომპონენტებია მათ გარეშე დღევანდელი კომპიუტერის მუშაობა წარმოუდგენელია CPU დედა დაფა ოპერატიული მეხსიერება ვიდეო დაფა თუმცა ეს ყველაფერი არ არის აუცილებელი კომპონენტებია კომპიუტერის სამუშაოდ HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი პროცესორის ქულერი - Cooler ხმის დაფა - Sound card, audio card კვების ბლოკი - PSU, Power supply მონიტორი - Monitor დინამიკები - Speakers კლავიატურა - Keyboard ხელწრუწუნა - Mouse არ არის აუცლებელი მაგრამ თითქმის ყველა კომპიუტერში არის: ქსელის დაფა - Lan card დისკ წამკითხველი - CD, DVD და/ან Blu-ray Drive კეისი - Case ასევე კომპიუტერს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი მოწყობილობები: პრინტერი - Printer სკანერი - Scanner უწყვეტი კვების წყარო - UPS ამ კომპონენტებზე შედარებით ნაკლებს ვილაპარაკებ რადგან ძალიან დავიღალე უკვე HDD - ვინჩესტერი, მყარი დისკი პრინიპში ეს მოწყობილობა ყველამ ვიცით, აბსოლუტურად ყველაფერი ვინჩესტერზე იწერება, ოპერაციული სისტემა ინსტალირდება სწორედ ვინჩესტერზე, ჩვენი ფილმები მუსიკები, სურათები, პორნო... ყველაფერი რაც ჩვენთვის ძვირფასია ამ მოწყობილობაში ინახება. მიკიპედია - HDD ისტორია მყარ დისკს აქვს მახასიათებლები მისი მოცულობა გიგაბაიტებში და ტერაბატებში. იყო დრო როცა მეგაბაიტიანი ვინჩესტერიც კი უზარმაზარ ინფორმაციას იტევდა მაგრამ დროთა განმავლობაში გაიზარდა როგორც პროგრამების მოცულობა ასევე, ფაილების ზომა, ხარისხიანი ფილმები, სურათები და მუსიკები ბევრად დიდ ადგილს იკავებენ და უკვე გიგაბატებიც არ არის საკმარისი. საერთოდ ინფორმაციის ერთეულებს რაც შეეხება ისევ გეტყვით ბიტებზე და ბაიტებზე. კომპიუტერმა როგორც გითხარით იცის მხოლოდ 0-იანების და 1-იანების ენა. მათი გაერთიანება ხდება რვა სიმბოლოიან ბაიტებში რაც ორი ციფრის კომბინაციაში სულ 256 სიმბოლოა, სწორედ ამდენი სიმბოლოს შედგენა შეიძლება 8 ბიტიანი სისტემით. ამის გამო თანდათან მოხდა ბიტების ზომების გარზდა ჯერ 16 ბიტიანი, შემდეგ 32 ბიტიანი და ეხლა უკვე 64 ბიტიანი სისტემებიც შემოიღეს ოპერატიული მეხსიერების ლიმიტის გამო. ფაქტია რომ ერთი ბაიტი ერთი სიმბოლოა და რამდენი ბაიტიც აქვს თქვენ ვინჩესტერს იმდენი სიმბოლოს ჩაწერა შეიძლება ზედ დავუბრუნდეთ მყარი დისკების მოცულობას. როგორც იცით ან არ იცით 1 კილო კომპიუტერებში უდრის 1024-ს (210) და არა 1000-ს. ამის გამო 1 კილობაიტი KB უდრის 1024 ბაიტს, 1 მეგაბაიტი MB უდრის 1024 კილობაიტს, 1 გიგაბაიტი GB უდროს 1024 მეგაბაიტს და 1 ტერაბაირი TB 1024 გეგაბაიტს. საბოლოო ჯამში 1 099 511 627 776 ბაიტია ანუ სიმბოლოა ერთ ტერაბაიტში რაც ძალიან ბევრია დამეთანხმებით. ეხლა რაც შეეხება მყარი დისკების მწარმოებლებს. სინამდვილეში მყარი დისკების მწარმოებლები გვატყუებენ და 1TB-იან ვინჩესტერად ყიდიან შედარებით ნაკლები ზომის ვინჩესტერებს. როგორ და რატო ხდება ეს ? როგორც გითხარით კილო 1024-ს ნიშნავს კომპიუტერში მაგრამ ჩვეულერბივ ეს 1000-ს უდრის. ხოდა მწარმოებლებმა ასეთ ხერხს მიმართეს მაგალითად 1TB-იან ვინჩესტერს ისინი უშვებენ (რამდენი ციფრიანია ტერაბაიტი 1 099 511 627 776 გამოდის 13) ხოდა მწარმობელები უშვებენ 13 ციფრიან ვინჩესტერებს სულ ნოლებით. ანუ 1TB სინამდვილეში არის 1 000 000 000 000 ბაიტი. გამოდის რომ 99 511 627 776 ბაიტს გვატყუებენ. ანუ თუ გადავიყვანთ კომპიუტერის ენაზე 1 000 000 000 000 გამოდის 1 000 000 000 000/1024/1024/1024=931GB დაახლოებით. ასე რომ როცა თქვენ 1TB-იან ვინჩესტერს ყიდულობთ ხელში გრჩებატ 931GB, მაგრამ აქ ჩვენ ვერაფერს ვიზავთ, ყველა მწარმოებელი ასე შვება. გარდა ტერაბაიტებისა მყარ დისკებს აქვთ ბრუნვის სიჩქარე, რაც მეტია მით მეტია მყარ დისკზე ჩაწერა/წაკითხვის სიჩქარე და მით უფრო სწრაფია იგი და მით უფრო ხმაურიანიც! არის 5200 ბრუნვიანი წამში (rpm), 7200 ბრუნვიანი და 10000 ბრუნვიანი მყარი დისკებიც. ასევე მყარ დისკს აქვს თავისი ბუფერული მეხსიერება რომლის ზომაც 8-დან 64MB-მდე ცვალებადობს დღეს არსებულ მყარ დისკებში. რაც მეტია უკეთესია თუმცა ხშირად 32MB და 64MB მყარ დისკებს შორის დიდ სხვაობას ვერ იგრძნობთ. ასევე მყარ დისკებს აქვთ ინტერფეისი რომლითაც ისინი უკავშირდებიან დედა დაფას. დეკსტოპ სეგმენტში გამოიყენებოდა ადრე IDE (იგივე Paralel ATA - PATA) ინტერფეისი თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ნაკლები მყარი დისკი გამოდის ამ ინტერფეისზე. თანამედროვე ინტერფესია Sata, რომელიც არსებობს ე.წ. Sata II იგივე Sata 300 რაც ნიშნავს რომ ამ კაბელს შეუძლია მაქსიმუმ წამში 300 მეგაბიტი ინფორმაციის გატარება. ასევე ახალი ინტერფეისია Sata III იგივე Sata 600 რომლის გამტარობა 600 მეგაბიტია წამში. თუმცა უნდა იცოდეთ რომ დღეს არსებული მყარი დისკების თეორიული გამტარობა მაქსიმუმ 110-120 მეგაბიტია წამში. ასე რომ HDD-სთვის Sata 300 სრულად საკამრისია დღესაც. არსებობს სხვა ინტერფეისებიც მაგალითად SCSI რომელიც სერვერულ სეგმენტში გამოიყენება და მათი გამტარობა ბევრად მაღალია. ზევით IDE და ქვევით Sata მყარი დისკი. გარდა ამისა მყარი დისკების გადაბმა შეიძლება ე.წ. raid კონფიგურაციაში. არსებობს რამოდენიმე ტიპის Raid-ი და სხვაობა არის იმის მიხედვით თუ მინიმუმ რამდენი ვინჩესტერი უნდა გადავაბათ და ეს კონფიურაცია ან წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეს გაზრდის ან ინფორმაციის უსაფრთხოებას და ერთი მყარი დისკი რომ დაიწვას არანაირი ინფორმაცია არ დაგეკარგებათ. ან შეიძლება ორივე ერთად გააჩნია Raid-ს. გადაიკითხეთ სტატია RAID შესახებ. Raid კონფიგურაციისთვის აუცილებელია დედა დაფას ჰქონდეს Raid კონტროლერი. ძველ დედა დაფებზე არ იყო და ეხლა უკვე ფაქტიურდა ყველა დედა დაფის სამხრეთ ხიდში არის ასეთი კონტროლერი, თუმცა თუ მაღალი დონის კონტროლერი გჭირდებათ ცალკე უნდა იყიდოთ და ასეთი მაღალი დონის კონტროლერების ფასი საკმაოდ მაღალია, გამოიყენება ძირითადად სერვერულ სისტემებში. ასევე მყარ დისკ აქვს თავისი ზომა, არსებობს ძირითადად 3.5" დიუმის სიგანის მყარი დისკები რომლებიც ჩვეულებრივ კომპიუტერებში გამოიყენება და 2.5" დიუმის სიგანის რომლებიც ძირითადად ლეპტოპებში გამოიყენება. ამჟამად უკვე საკმაოდ გავრცელდა შემნახველი მოწყობილობების ახალი ტიპი ე.წ. SSD. რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც HDD უბრალოდ მასში არაფერი არ ტრიალებს. აგებულია იგივე ტექნოლოგიაზე რაც RAM და მათი ჩაწერა წაკითხვის სიჩქარე ბევრად მაღალია ვიდრე ჩვეულერბივი მყარი დისკის და ის შეიძლება 300 მეგაბიტსაც აღწევდეს წამში ან მეტსაც. SSD - მიკიპედიაში. SSD-ს ჯერჯერობით აქვს ერთი დიდი ნაკლი ეს არის მისი ძალზედ მაღალი ფასი და ბევრად ნაკლები მოცულობა. თუმცა საკმაოდ კარგი ვარიანტია სისტემურ C დისკად მცირე ზომის SSD გამოყენება, ხოლო შემნახველ მოწყობილობად ჩVეულებრივი HDD. პროცესორის ქულერი - Cooler ასევ მნიშვნელოვანი კომპონენტია. იყო დრო როცა პროცესორებს საერთოდ არ სჭირდებოდათ გაგრილება მაგრამ ნანომეტრული ტექნოლოგიის შემცირებასთან ერთად და პროცესორების ტაქტური სიხშირის მატებასთან ერთად აუცილებელი გახდა კარგი გაგრილების სისტემა. ერთ ერთი მაღალი დონის ჰაერის გაგრილება, რადიატორი და ზედ დამაგრებული ვენტილატორი - FAN. ყველაფერი გაგრილების სისტემებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. ხმის დაფა - Sound card, audio card ხმის დაფა - სტატია მიკიპედიიდან ხმის დაფაც კომპიუტერის ერთ-ერთი ძირითდი შემადგენელი ნაწილია, მის გარეშე თქვენი კომპიუტერი იქნება მუნჯი. მისი მთავარი ფუნქცია არის ხმის დამუშავება და როგორც წესი დღეს უკვე ყველა თანამედროვე დედა დაფის სამხრეთ ხიდში არის ინტეგრირებული და მისი ცალკე შეძენა არ დაგჭირდებათ. თუმცა ასეთი დაფები საშუალო დონის არის და თუ თქვენ მაღალი დონის ხმის დაფის შეძენა გინდათ ცალკე დაფა უნდა იყიდოთ რომელიც ან PCI სლოტზე იქნება ან ახალი დაფები PCI-e სლოტზე ეს არის ე.წ. Internal ხმის დაფა, თუმცა არსებობს მაღალი დონის External ხმის დაფებიც რომლებიც კომპიუტერს გარედან უერთდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი დონის ხმის დაფები სჭირდებათ მათ ვინც ხმის დამუშავებით არის დაკავებული და ჩვეულერბივი მომხმარებლისთვის ინტეგრირებული ხმის დაფა სრულად საკამრისია. კვების ბლოკი - PSU, Power supply ერთ ერთი უმთავრესი ნაწილია, როგორც ყველა ელექტრონულ მოწყობილობას კომპიუტერსაც სჭირდება დენი და კვების ბლოკის ფუნქციაა 220 ვოლტიანი დენის ძირითადად +12, +5, +3.3 ვოლტებად გარდაქმნა რადგან სწორედ ასეთ ძაბვაზე მუშაოებნ კომპიუტერსი კომპონენტები. თუ რა არის კვების ბლოკი და როგორ უნდა შევარჩიოთ იგი საკმაოდ ვრცლად მაქვს განხილული ამ სტატიაში და გთხოვთ აქ ნუღარ გამამეორებინებთ. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი აქ კი უნდა დავამთავრო დროებით იმიტომ რომ ძალიან დავიღალე მონიტორი - Monitor შესახებ გირჩევთ წაიკითხოთ მიშას სტატია ცოტა რამ მონიტორებზე და ასევე ხელწრუწუნაზე მაუსი, ანუ ხელწრუწუნა უწყვეტი კვების წყაროზე ნახეთ ჩემი სტატია UPS უწყვეტი კვების წყარო FAQ ველოდები შენიშნვნებს და წინადადებებს ოღონდ დღეს არა ორი დღეა ამას ვწერ და თავი მტკივა უკვე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.