Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7318
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. დღესდღეობით მობილურ ბაზარზე არსებობს რამოდენიმე სამკამერიანი სმარტფონი, მათ შორის - Mate 20 Pro და ერთი სმარტფონი ოთხი ძირითადი კამერით - Samsung Galaxy A7 (2018). 2019 წლის დასაწყისში შესაძლოა Meitu-მ წარადგინოს მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც სამი ფრონტალური კამერა ექნება. გარდა ამისა, უნდა შედგეს ფლაგმანური Nokia 9-ის ანონსი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ხუთი ობიექტივით. თუმცა ყველა ამ სმარტფონის მოლოდინის ეფექტებს დაჩრდილავს სმარტფონი, რომელსაც კომპანია LG წარადგენს. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია მუშაობს მოდელზე, რომლის უკანა პანელზე განთავსებული იქნება კამერის 16 მოდული. ყველა ობიექტივი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილზე. გარდა ამისა, 16-მოდულიანი კამერის ქვემოთ განთავსებული იქნება სარკე, თუმცა მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, რომ სარკე გამოყენებულ იქნას სელფი-გადაღებებისას, ფრონტალური კამერები კი არ ექნება სმარტფონს. ამგვარი გადაწყვეტილებაა გამოყენებული კომპანია Nubia-ს მიერ თავის სმარტფონ Nubia X-ში, თუმცა ამ სმარტფონს სარკის ნაცვლად მეორე დისპლეი აქვს, რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22297/nuzhno-bolshe-kamer-lg-planiruet-predstavit-smartfon-s-16-obektivami-i-zerkalom
  2. ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც შესაძლებელია გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით. The Wall Street Journal-ის თანახმად, მიმდინარე კვირიდან შტატში მოქმედ ორგანიზაციებსა და ფირმებს შეეძლებათ გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის გადასახადები ამგვარად, მათ შორის, კომუნალური გადასახადებიც. Bitcoin-ით ანგარიშსწორება საკმაოდ მარტივია და მოიცავს სამ ეტაპს: პირველ რიგში საწარმოები უნდა დარეგისტრირდნენ ოჰაიოს საფინანსო მართვის ორგანოში სოციალური საიტის - OhioCrypto.com-ის საშუალებით. შემდეგ, უნდა შეავსონ საგადასახადო მონაცემები: უნდა განისაზღვროს შესატანი თანხის რაოდენობა და საანგარიშსწორებო პერიოდი და ბოლოს, ეს თანხა გადაიხდება შესაბამისი კრიპტოსაფულიდან. Bitcoin-ით გადახდის ყველა ოპერაცია გაივლის BitPay სერვისს, რომელიც მოახდენს კრიპტოვალუტის გაცვლას დოლარში სახაზინო ოფისისთვის. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22310/poka-nekotorye-horonjat-kriptovaljutu-v-ssha-nachali-sobirat-nalogi-v-bitcoinah
      • 1
      • Like
  3. კომპანია Sony Interactive Entertainment-მა წარადგინა ცნობები სამომავლო რეტრო-კონსოლის - PlayStation Classic-ის შესახებ. კონსოლი გაყიდვაში 3 დეკემბრიდან გამოვა. PlayStation Classic - ეს არის მინიატურული რეტრო-კონსოლი, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ჩატვირთული ორიგინალი PlayStation-ის თამაშები. კონსოლი წარმოდგენილია ორი, სადენიანი გეიმპადით. ზომით იგი პატარაა: 14,7 × 3,3 × 10,4 სმ, ანუ 45%-ით მცირე ზომისაა პირველ PlayStation-თან შედარებით. მისი წონა 170 გრამია. PlayStation Classic-ზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თამაშები: (ჯამში სულ 20) Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Final Fantasy VII; Grand Theft Auto; Intelligent Qube; Jumping Flash!; Metal Gear Solid; Mr. Driller; Oddworld: Abe’s Oddysee; Rayman; Resident Evil Director’s Cut; Revelations: Persona; R4 Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter II Turbo; Syphon Filter; Tekken 3; Tom Clancy’s Rainbow Six; Twisted Metal; Wild Arms. სხვა ახალი თამაშების ჩატვირთვა კონსოლზე PlayStation Network-იდან შეუძლებელია - კონსოლს არ აქვს ინტერნეტ-კავშირი. PlayStation Classic-ის რამოდენიმე თამაშს ექნება მულტიფლეიერი ორი მოთამაშისთვის. ეს თამაშებია: Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Intelligent Qube; Mr Driller; Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter 2 Turbo; Tekken 3; Tom Clancy's Rainbow Six; Twisted Metal. კონსოლზე თამაშები გაეშვება 720p ან 480p გაფართოებით, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის დისპლეიზე. კავშირისთვის ექნება HDMI. მომხმარებლები ვერ გამოიყენებენ DualShock 4-ს ან PlayStation-ის, PlayStation 2-ისა და PlayStation 3-ის კონტროლერებს: PlayStation Classic-ს აქვს მხოლოდ საკუთარი გეიმპადების მხარდაჭერა. კონსოლს არ აქვს ფუნქცია System Link (რამოდენიმე კონსოლის ერთად დაკავშირების ფუნქცია). PlayStation Classic-ის მფლობელის განკარგულებაში იქნება მეხსიერების ბარათების 15 სლოტი. კვებას რაც შეეხება, ამისთვის გათვალისწინებულია USB მინიმუმ 1A სიმძლავრით. კონსოლის მენიუ ამგვარად გამოიყურება: (იხ.ფოტო) https://3dnews.ru/978746
      • 1
      • Like
  4. Facebook-ის მომხმარებლები იტყობინებიან ბაგზე, რომლის მიხედვითაც Messenger-ის ადრეული დიალოგები ავტომატურად ახდენს განახლებას და მომხმარებლები ხედავენ ძველ შეტყობინებებს ყოველგვარი კონტექსტისა და ახსნის გარეშე. კომპანია აცხადებს, რომ ძველი შეტყობინებები აღიქმება როგორც ახალი, წაუკითხავი მესიჯები და ჩნდება ინბოქსში. „ზოგიერთი მომხმარებელი ხედავს ძველ შეტყობინებებს Facebook.com-ზე. ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და აქტიურად ვმუშაობთ რაც შეიძლება სწრაფად მოგვარებაზე. მომხმარებლებს ბოდიშს ვუხდით მომხდარის გამო“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-სპიკერმა. ამ დროისათვის პრობლემა უკვე მოგვარებულია. მრავალი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია ზემოთხსენებულმა შემთხვევამ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მათ თვალში ხვდებოდა მიმოწერები ოჯახის ყოფილ წევრთან ან ახლობელ გარდაცვლილ ადამიანთან წარსულის მიმოწერები, რაც ბუნებრივია უსიამოვნებას იწვევდა. ეს შემთხვევა არ არის პირველი, დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა 2015 წელს, როდესაც ავტომატურად უკან ბრუნდებოდა წარსული მოგონებები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც იყენებდნენ ფუნქცია On This Day-ს. ეს შემთხვევა იმით აიხსნება, რომ პლატფორმის ძირითად ალგორთმს არ შეუძლია განასხვავოს სადღესასწაულო, მისალოცი, მხიარული ხასიათის შეტყობინებები და მოგონებები ტრაგედიებისგან. ხსენებული პრობლემა, როგორც კომპანია აცხადებს, ამ დროისათვის სრულიად მოგვარებულია. https://www.theverge.com/2018/11/26/18113539/facebook-messenger-old-threads-conversations-resurfacing-no-reason
  5. მიმდინარე წელს კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ფლაგმანური Mi 8-ს მოდიფიკაციების მთელი რიგი, ერთ-ერთი მათგანია მოდელი Mi 8 SE. დივაისი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა - MIUI 9.5-სთან ერთად. გასულ დღეებში სმარტფონი შემჩნეულ იქნა Geekbench 4-ზე ოპერაციულ სისტემა Android Q-თი. საინტერესოა, რომ დივაისი ამ დრომდე მუშაობს Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე, თუმცა MIUI 10 უკვე მიიღო. ჩინური კომპანია დაპირებას იძლევა, რომ სმარტფონის Android 9.0 Pie-მდე აფდეითი მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. რაც შეეხება Android Q-ს, ოპერაციული სისტემის ბეტა-ვერსია Xiaomi Mi 8 SE-სთვის არ იქნება ხელმისაწვდომი მინიმუმ მომავალი წლის მეორე კვარტალურ პერიოდამდე. აქვე მოგახსენებთ, რომ სუბფლაგმანი Mi 8 SE მუშაობს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორზე, აქვს 4/6 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 დამატებითი მეხსიერება, ასევე - ძირითადი კამერა 12+5 მეგაპიქსელიანი სენსორებით, ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 3120 მილიამპერი/სთ. მოცულობით. აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა Quick Charge 3.0. Geekbench 4-ზე წარმადობაზე ტესტირება გაიარა 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელმა. ერთნაკადიან რეჟიმში ბენჩმარკზე დივაისმა 1830 ქულა დააგროვა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი შეძლო 5819 ქულის მოგროვება. სმარტფონის ღირებულება ჩინეთის მასშტაბით შეადგენს 260-დან 340-მდე დოლარს, მოდიფიკაციის შესაბამისად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22291/pervyj-smartfon-xiaomi-na-android-q-zamechen-v-geekbench-4
  6. ერთ-ერთ ღონისძიებაზე, AMD EPYC პროცესორისადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე აღმოჩენილ იქნა დედა დაფის ნიმუში, რომელიც დამზადებული იყო PCI Express 4.0 ინტერფეისისათვის. ფოტოს წყარო: Tom's Hardware Guide მოგახსენებთ, რომ 7 ნანომეტრიან AMD EPYC Rome თაობის პროცესორებს აქვთ PCI Express 4.0 მხარდაჭერა, თუმცა ამ ინტეფეისის უპირატესობით სარგებლობა უკვე არსებული დედა დაფების დაყენებისას არ არის შესაძლებელი. ანუ, მოცემული პროცესორების ეკოსისტემაში რეალიზებულია მხოლოდ PCI Express 3.0, PCI Express 4.0-სთვის კი საჭიროა ახალი დედა დაფები. ერთ-ერთი მწარმოებლის განცხადების მიხედვით, ამგვარი დედა დაფები გამოჩნდება 2019 წლის მესამე კვარტალური პერიოდიდან. სავარაუდოდ, იმ დროიდან იქნება შესაძლებელი ითქვას, რომ დაიწყო AMD-ს 7 ნანომეტრიანი სერვერული პროცესორების მასშტაბური ექსპანსია. PCI Express 4.0-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მყარი დრაივებისა და ამაჩქარებლების გამოყენება. https://overclockers.ru/hardnews/show/94607/pervye-materinskie-platy-s-podderzhkoj-pci-express-4-0-poyavyatsya-v-tretem-kvartale-buduschego-goda
      • 1
      • Like
  7. კომპანია Vivo მუშაობს ახალ, საინტერესო ტიპის სმარტფონზე, რომელიც გამოვა NEX-სერიის ფარგლებში. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება ორი ეკრანის არსებობაში: კორპუსის წინა და უკანა მხარეზე წარმოდგენილი იქნება OLED დისპლეები. ცნობილია, რომ ფრონტალური ეკრანის ზომა 6,4 დუიმი იქნება დიაგონალზე. წინასწარი ცნობებით, გამოყენებული იქნება პანელი Full HD+ რეზოლუციით. უკანა ეკრანის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროებმა უკვე აღმოაჩინეს მომავალი სმარტფონის ფოტოები. ჩანს, რომ დივაისი წარმოდგენილია სრულიად უჩარჩოო დიზაინით. უკანა ეკრანის ზედა ნაწილზე განთავსებულია ორი კამერა: მის შემადგენლობაში შედის 24- და 16-მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. სელფების გადაღებას ამ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ უკანა კამერის საშუალებით, რომელიც იყენებს ეკრანს, როგორც viewfinder-ს. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 845 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს: მათგან ოთხი ფუნქციონირებს 2,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე, კიდევ ოთხი მათგანი კი - 1,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე. სმარტფონს ექნება გრაფიკული ბირთვი Adreno 630. ჩიპის შემადგენლობაში შედის Snapdragon X20 LTE მოდემი, რომლის საშუალებითაც, თეორიულად, შესაძლებელი იქნება მონაცემების ჩამოტვირთვა 1,2 გბიტი/წამამდე სიჩქარით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ არაფერი გახმაურებულა. სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის დასასრულს. https://3dnews.ru/978701
  8. ქსელური წყაროების განკარგულებაში აღმოჩნდა ინფორმაცია ფლაგმანური პროცესორის - Snapdragon 8150-ის კონფიგურაციის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ პროცესორს უახლოეს პერიოდში დააანონსებს კომპანია Qualcomm-ი. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ჩიპს ექნებოდა ოთხკლასტერიანი არქიტექტურა. ცნობილი იყო ისიც, რომ ჩიპი მოიცავდა ოთხ Kryo Silver ბირთვს და ორ-ორ Kryo Gold და Kryo Gold+ ბირთვს. ამჯერად კი გაჩნდა ახალი ინფორმაცია. თუკი დავუჯერებთ ბლოგერ Ice universe-ს, რომელიც მუდმივად აქვეყნებდა ზუსტ ცნობებს სამომავლო მობილურ სიახლეებზე - Snapdragon 8150-ის ყველაზე მძლავრ კლასტერში შევა მხოლოდ ერთი ბირთვი Kryo Gold. მისი ტაქტის სიხშირე შეადგენს 2,8 გიგაჰერცს, მეორე დონის cache-მეხსიერების მოცულობაა 512 კბ. კიდევ ერთ კლასტერში გაერთიანებულია სამი ბირთვი Kryo Gold - ტაქტის სიხშირით 2,4 გიგაჰერცამდე. თითოეულ მათგანს ექნება 256 კბ მეორე დონის cache-მეხსიერება. მესამე კლასტერში გაერთიანებულია ოთხი Kryo Silver ბირთვი ტაქტის სიხშირით 1,8 გიგაჰერცამდე, მეორე დონის 128 კბ cache-მეხსიერება - თითოეულ ბირთვზე. ცნობილია, რომ ჩიპს ექნება Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac 2×2 MIMO და Bluetooth 5.0 Low Energy (LE) უსადენო კავშირის კონტროლერები. Snapdragon 8150 პროცესორი წარმოებული იქნება 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. იგი იმუშავებს Snapdragon X50 5G-სთან კავშირში, რაც უზრუნველყოფს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერას. პროცესორის ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია 4 დეკემბერს Snapdragon Technology Summit ივენთზე. https://3dnews.ru/978696
  9. ASUS-მა დააანონსა VivoBook 14 (X420) – VivoBook-სერიის უახლესი მოდელი, რომელიც არის საკმაოდ კომპაქტური და მსუბუქი, აქვს 14-დუიმიანი NanoEdge დისპლეი, რომელიც ეკრანის 87%-ს მოიცავს. შესაბამისად, ლეპტოპი წარმოდგენილია წვრილი ჩარჩოებით. VivoBook 14-ს აქვს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორი და ინოვაციური ErgoLift hinge, რომლის წყალობით უფრო კომფორტული ხდება კლავიატურის გამოყენება. ეკრანის ჩარჩოები მხოლოდ 5,7 მმ სისქისაა, რის ხარჯზეც დისპლეის უკავია თითქმის მთლიანი ეკრანი, ლეპტოპი კი ჯამში მსუბუქი და პორტატულია. მისი გაბარიტებია 322,4 x 210 x 17,7 მმ, წონა კი - სულ რაღაც 1,4 კგ. როგორც ვთქვით, VivoBook 14 მუშაობს მერვე თაობის Intel Core i7 პროცესორზე, აქვს SSD მოცულობა 512 გიგაბაიტამდე. ეს ლეპტოპი ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და იგი იდეალურია პროდუქტიული მუშაობისთვის, მულტიმედიის რედაქტირების ან casual-თამაშებისთვის. გარდა ამისა, dual-band 802.11ac Wi-Fi უზრუნველყოფს 867 მბიტი/წამამდე სიჩქარეს. ლეპტოპს აგრეთვე აქვს Bluetooth 4.2 კავშირის მხარდაჭერა. ErgoLift-ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნველყოფილია კლავიატურის ხანგრძლივი კომფორტული გამოყენება. მისი უნიკალური დიზაინის მიხედვით, კლავიატურა სამი გრადუსით იხრება ლეპტოპის გახსნისას, რაც დესკტოპ-კლავიატურის ეფექტს იძლევა. კლავიატურა წარმოდგენილია განათებებით, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი ცუდი განათების პირობებშიც. პორტებიდან VivoBook 14-ს აქვს USB Type-C (USB-C ), USB 3.1 Gen 1 Type-A, USB 2.0, HDMI და microSD-წამკითხველი. VivoBook-ის ყველა მოდელი წამოდგენილია მაღალხარისხიანი ბატარეებით, სამუშაო ხანგრძლივობა ერთი დღეა ( all-day battery life) და ჯამში, ბატარეების ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა სამჯერ მეტია სტანდარტულ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან შედარებით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგია უზრუნველყოფს, 60%-ზე დაიტენოს ლეპტოპი 49 წუთში. ინტეგრირებული ASUS Battery Health Charging-ი უზრუნველყოფს უსაფრთხო დატენვას და იძლევა გარანტიას, რომ დატენვის პროცესში გაკონტროლდება ბატარეის მდგომარეობა. https://www.guru3d.com/news-story/asus-offers-vivobook-14-with-frameless-four-sided-nanoedge-display.html
  10. ამ დროისათვის Microsoft-ი მუშაობს Windows 10-ის შემდგომი განახლების ფუნქციებზე. მომავალი განახლების კოდური დასახელებაა 19H1 და მისი გამოშვება დაგეგმილია 2019 წლის აპრილში. არის მოლოდინი, რომ ამ აფდეითში თავმოყრილი იქნება უამრავი ცვლილება და ახალი ფუნქციები, ისეთები, როგორებიცაა მაგალითად Windows Sets, გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისი და ა.შ. აფდეითზე მუშაობა ახალი დაწყებულია, ამიტომ მის შესახებ სრული ინფორმაცია ცნობილი არ გახლავთ. ხელმისაწვდომი იქნება ახალი ნათელი თემა (light theme) - რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაო პანელზე, Start-მენიუსა და Windows-ის სხვა არეალებში. login screen-ს ექნება აკრილისებური, ბუნდოვანი ეფექტები Emoji პანელისთვის ადგილის შეცვლა შესაძლებელი იქნება. ხელმისაწვდომი იქნება Emoji 12. დამატებითი ფეიჯები (გვერდები) ხელმისაწვდომი იქნება Emoji-პანელზე. Focus Assist-ი ავტომატურად ჩაირთვება აპლიკაციების full screen-რეჟიმში გახსნისას. შესაძლებელი იქნება „სწრაფი, custom-იზებული მოქმედებები უშუალოდ Action Center-იდან. სიმკვეთრე-სიკაშკაშის განახლებული სლაიდერი განთავსდება Action Center-ის custom-იზებულ სამოქმედო სივრცეში. Snipping Tool-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება სქრინშოტების გადაღება მარტივად. Task Manager-ი გაცნობებთ, რომელი აპლიკაციების მასშტაბირება ხდება კონკრეტულად ამა თუ იმ მონიტორისა თუ სისტემისთვის. Windows Hello-ს პარამეტრები გაუმჯობესდა უკეთესი სამომხმარებლო ინტერფეისის წარმოდგენისთვის. გაუმჯობესებული იქნება ძებნის რეჟიმი. მონაცემთა სანახი სივრცეების პარამეტრებსაც შეეხებათ განახლება. ხარვეზების აღმოჩენისა და მოგვარების ახალი სისტემა მოახდენს მონაცემების დიაგნოსტირებას და წარმოგიდგენთ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის შესაბამის საშუალებებს. Intelligent active hours - ავტომატურად მოხდება საათის კორექტირება. შეგეძლებათ წაშალოთ რამოდენიმე სერვისი/აპლიკაცია, მაგალითად: 3D viewer. Calculator. Calendar. Groove Music. Mail. Movies & TV. Paint 3D. Snip & Sketch. Sticky Notes. Voice Recorder. Snip & Sketch. Voice Recorder. სამომავლო აფდეითის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად დაემატება. https://www.windowscentral.com/windows-10-19h1-changelog
      • 1
      • Upvote
  11. Samsung Electronics-ის, SK Hynix-ისა და Micron Technology-ს DRAM- და ფლეშ-მეხსიერების რეალიზებიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 2018 წლის მესამე კვარტალში. მეხსიერების მწარმოებელთა ამ სამი ლიდერის შემოსავალმა ამ მიმართულებით შეადგინა 37,3 მილიარდი აშშ დოლარი, დროის ხსენებულ პერიოდში. ეს მაჩვენებელი 36 პროცენტით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ფაქტი დაკავშირებულია სერვერებისა და სმარტფონების მოთხოვნაზე, რომელთაც სჭირდებათ დიდი მოცულობის მეხსიერება. Digitimes Research-ის მონაცემების მიხედვით, DRAM ჩიპების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა მეხსიერების ჩიპების საერთო შემოსავლის 71 %. Digitimes Research-ი ასევე იტყობინება, რომ სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს თავიანთი მარაგების კორექტირება, რაც ამცირებს მოთხოვნას მეხსიერების ჩიპებზე. ამიტომ, 2018 წლის მეოთხე კვარტალსა და 2019 წლის პირველ კვარტალში ფასები დაბლა დაიწევს. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22271/dohody-proizvoditelej-pamjati-dostigli-rekordnyh-vysot-
  12. Xigmatek Zest-ის კვალად, კომპანიამ გამოუშვა მისი შემცირებული ვერსია - Venom X. მასაც, ორიგინალის მსგავსად, აქვს გამოწრთობილი მინისგან დამზადებული წინა და გვერდითი პანელები. კორპუსი გათვლილია შემდეგი ფორმ-ფაქტორის დედა დაფებზე: ATX, M-ATX, Mini ITX და E-ATX.  კორპუსი დამზადებულია ფოლადისგან, მისი გაბარიტებია 435 х 200 х 435 მმ. მასში შესაძლებელია განთავსდეს 158 მილიმეტრამდე სიმაღლის ქულერი და 380 მმ სიგრძის ვიდეო ბარათი (ან გაფართოების სხვა ბარათი). „უფროს“ მოდელთან შედარებით, კორპუსს უფრო მოკრძალებული შესაძლებლობები აქვს გაგრილების სისტემის ფორმირებისთვის. უკანა კედელზე შესაძლებელია დაყენდეს 120 მილიმეტრიანი ვენტილატორი ან იმავე ზომის რადიატორი, ზედა ნაწილში - 2х120 ან 2х140, წინა კედელზე 3х120 ან 2х140, ან 120/240 მმ ზომის თხევადი გაგრილების სისტემის რადიატორი. ქარხნულ კონფიგურაციაში წინა პანელზე განთავსებულია 3х120 მილიმეტრიანი ვენტილატორი - Xigmatek CX-120 Rambo RGB და ერთი 120 მილიმეტრიანი - უკანა კედელზე. გასაყიდი ფასი და გაყიდვის თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://overclockers.ru/blog/kinka/show/22275/xigmatek-venom-x--umenshennaja-versija-zest
      • 2
      • Upvote
  13. ZADAK-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერი წყლის გაგრილების სისტემით - SHIELD II. მრავალი წლის განმავლობაში ZADAK-ი ითავლისწინებდა მომხმარებლების მოთხოვნებს. SHIELD II-ში თავმოყრილია მოთხოვნათა შედეგები. კომპიუტერის განთავსება შესაძლებელია მაგიდაზე, ასევე შესაძლებელია დაკიდოთ კედელზე და დატკბეთ მისით, როგორც ხელოვნების ნიმუშით. კომპიუტერის ერთი ადგილიდან მეორეზე ადვილად გადატანისთვის ზედა ნაწილში განთავსებულია სახელური. წყლით გაგრილების სისტემის მქონე ყველა კომპიუტერის პრობლემაა მყიფე მილები, რომლებმაც შესაძლოა ჰერმეტულობა დაკარგონ. ZADAK-მა ეს პრობლემა გადაჭრა - მილები ჩანაცვლდა წყლის გამანაწილებელ-გადამცემი ფირფიტით. ამის საშუალებით კომპიუტერი გახდა უფრო თხელი და პორტატული. კომპიუტერი შეიცავს დედა დაფა ASUS ROG MAXIMUS XI GENE-ს, უახლეს პროცესორს Intel i7 9700K-ს, RTX 2080Ti ვიდეო ბარათს, Samsung EVO NVME SSD დრაივს და ZADAK SHIELD RGB 3000 მჰც DDR4 მეხსიერებას. გაგრილებისთვის შემუშავდა 360 მილიმეტრიანი რადიატორი. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან. ციფრულ დისპლეიზე გამოისახება წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი რეალურ დროში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს აკონტროლოს კომპიუტერის მდგომარეობა. კომპიუტერის ჩართვა-გამორთვისთვის გამოიყენება სენსორული ზოლი - თუკი თითს მარცხნივ გააყოლებთ, კომპიუტერი ჩაირთვება, მარჯვნივ გაყოლებისას კი - გამოირთვება. მთელ კორპუსში განთავსებულია განათებები - მოწყობილობა ამ მხრივაც ფეხს უწყობს თანამედროვეობას. კომპიუტერის გაყიდვა დეკემბრიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22281/shield-ii--novyj-pk-s-vodjanym-ohlazhdeniem-ot-zadak
  14. აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს მობილური კავშირების ოპერატორები და ინტერნეტ-პროვაიდერები - უარი თქვან ჩინური კომპანია Huawei-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე - ამის შესახებ იტყობინება რესურსი Wall Street Journal. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელზე, რომელიც დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება ჩინეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებისა და თავისი ტექნიკის შესაძლო ჯაშუშური გამოყენების გამო. აშშ-ში უკვე არსებობს აკრძალვა, რომ არ გამოიყენონ Huawei-ს მოწყობილობები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებში. თავის მხრივ, ავსტრალიის ხელისუფლებამაც აკრძალა Huawei-ს მოწყობილობების მიწოდება 5G ქსელებისთვის. Huawei-მ, რომელმაც არაერთხელ უარყო რაიმე სახის ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობა, აღმოჩნდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათაგან ერთ-ერთი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკაცრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ამ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული სავაჭრო ომის პირობებში. აშშ-ის ხელისუფლება არ მალავს შეშფოთებას იმ მიმართულებითაც, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ამისთვის, ვაშინგტონი აპირებს გაუზარდოს დაფინანსება ამგვარი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო სისტემებს განვითარების დასახმარებლად, რის შემდეგაც ისინი უარს იტყვიან ჩინური წარმოების პროდუქციაზე. https://3dnews.ru/978639
  15. Apple-ის აქციები, როგორც ცნობილია, პერიოდულად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. დაახლოებით ოთხი თვის წინ კომპანიის აქციებმა თითომ 207 $-ის ღირებულებას მიაღწია, რის შედეგადაც Apple გახდა კერძო ისტორიაში პირველი კერძო კომპანია 1 ტრილიონზე მეტი კაპიტალიზაციით. ამის შემდეგ მისი აქციების ფასმა კვლავ განაგრძო ზრდა: დაახლოებით შვიდი კვირის წინ ღირებულება უკვე 231 $ იყო. მაგრამ უკანასკნელი ცნობები უკვე ღელვასა და დაეჭვებას იწვევს. უარყოფითი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: ცუდად გაყიდული უახლესი iPhone-ები (განსაკუთრებით კი iPhone XR), ამით გამოწვეული iPhone XS-ისა და XS Max-ის შემცირებული წარმოება. ბოლო კვარტალურ ანგარიშში კომპანიამ გადაწყვიტა საერთოდ არ გაემხილა გაყიდული მოწყობილობების რაოდენობა. Apple-ის პროდუქტების გაყიდვის კუთხით Amazon-თან მოლაპარაკებამაც ვერ შეცვალა უარყოფითი ტენდენცია. ასეა თუ ისე, ამ დროისათვის Apple-ის აქციების ფასი 172 $-მდე ჩამოვიდა, ე.ი დაეცა თითქმის მეოთხედით რამოდენიმე კვირაში. ახლა უკვე Apple-ის „ტრილიონერის“ სტატუსი - მხოლოდ წარსულის მიღწევაა. სხვათა შორის, Amazon-ის აქციების ფასიც (იგი სექტემბერში აშშ-ის რიგით მეორე კერძო კომპანია გახდა 1 ტრილიონით) დაეცა, ამის გამო უკანასკნელ პერიოდამდე Apple ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის სტატუსს. ეს სტატუსი კი უკვე დაკარგულია - Apple-ის კაპიტალიზაცია ამჟამად 746 მილიარდს აღწევს, იმ დროს, როდესაც Microsoft-ს კაპიტალიზაცია 753 მილიარდია. Apple უსწრებს Amazon-სა და Google-ს, თუმცა შესაძლოა მათთანაც დათმოს პოზიციები, თუკი მისი აქციების ფასის ვარდნა კიდევ გაგრძელდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Apple აგრძელებს ბევრად უფრო მეტი რეალური ფულის მიღებას, ვიდრე მისი კონკურენტები, პროდუქციის ფასის კოეფიციენტი წმინდა მოგების თვალსაზრისით კი მეტად დაბალია. საფონდო ბაზარი კი მეტად მგრძნობიარეა და მიმდინარე მოვლენები ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს. https://3dnews.ru/978682
  16. დღესდღეობით, ბრაუზერში ათეულობით საიტის ერთდროულად გახსნა ნორმას წარმოადგენს უამრავი ადამიანისთვის. თავისთავად, ამისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერი, თუმცა მთავარი პრობლემა სხვა საკითხში მდგომარეობს. Chrome-ში გარკვეული რაოდენობის საიტების ერთად გახსნის შემდეგ ისინი ერთმანეთისაგნ აღარაფრით განირჩევა - აღარ ჩანს საიტის ლოგოები. ამიტომ, კომპანია Google-მა გადაწყვიტა გამოუშვას ფუნქცია, როგორიც უკვე აქვს Firefox-ს. უკვე დადასტურდა, რომ კომპანია გეგმავს ამ ფუნქციის დამატებას. მისი საშუალებით ზომაში აღარ შემცირდება გახსნილი საიტების მაჩვენებლები. ჩანართებს იხილავთ ჩვეულებრივი ჩასქროლვით. ასევე, სისტემას ექნება შესაძლებლობა - ცალკე გამოიყოს რამოდენიმე თაბი. მსგავსი ფუნქციის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან დიდი ხანია არსებობდა და როგორც ვხედავთ, მოთხოვნა შესრულდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ბრაუზერს მსგავსი შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ მას დანერგავენ Chrome 71-ში, რომელიც დეკემბერში გამოვა, თუმცა ეს ჯერ ცნობილი არ გახლავთ. ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი საშუალებაა ის, რომ განისაზღვროს გახსნილი საიტების მაჩვენებლების მინიმალური სიგანე მიუხედავად ეკრანის ზომისა. ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩანდეს თუნდაც საიტის დასახელების მცირე ნაწილი ან ლოგოტიპი მაინც. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე Firefox-საც არ ჰქონდა მსგავსი ფუნქცია, მისი რეალიზება მოხდა გაფართოების შედეგად, დღესდღეობით კი იგი საიტის ტრადიციულ ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, ფლაგინები, რომლებიც აადვილებს მუშაობას ჩანართებთან, ყველა ბრაუზერშია, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყენებს ჩასქროლვის შესაძლებლობას ან რაიმე მასზე უფრო ხელსაყრელ საშუალებას. https://3dnews.ru/978648
  17. Samsung-ი არის კომპანია, რომლის ასორტიმენტშიც არ შედის ჭრილის მქონე სმარტფონები. ამგვარი კომპანიების სიაშია ასევე Sony და HTC. თუმცა, უახლოეს თვეებში სიტუაცია შეიცვლება. კომპანიამ უკვე წარმოადგინა ოთხი ახალი დისპლეი, რომელთაგან ორი წარმოდგენილია წვეთის ფორმის მქონე ჭრილით - Infinity-U და Infinity-V. დღესდღეობით ცნობილი გახდა, რომ პირველი მათგანის სახელწოდება იქნება Galaxy M20. მომავალმა მოდელმა გაიარა ტესტირება ბენჩმარკ AnTuTu-ზე. ამის წყალობით, ცნობილი გახდა, რომ იგი იმუშავებს ოპეარციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე, ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 7885, რომლის კონფიგურაციაშიც შევა გრაფიკული ბირთვი Mali-G71 MP2. დისპლეის გაფართოება იქნება 2340 х 1080 პიქსელი (Full HD+). სმარტფონს ექნება 3 გბ ოპერატიული მეხსიერება - 32 გიგაბაიტიან დამატებითი მეხსიერების მოდულთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ფინალური ვერსია წარმოდგენილი იქნება 4/64 გბ მეხსიერებით. ჯამში, Samsung Galaxy M20-მა AnTuTu-ზე ტესტირებისას მოაგროვა 107 452 ქულა. პროცესორის მიხედვით, ხსენებული სმარტფონი კონკურენციას გაუწევს Qualcomm Snapdragon 632-ს ან Snapdragon 636-საც კი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22247/rassekrecheny-harakteristiki-i-nazvanie-pervogo-smartfona-samsung-s-kaplevidnym-vyrezom
  18. MSI-ს დედა დაფების ასორტიმენტს შეემატა მოდელი MAG Z390M Mortar, რომლის ბაზაზეც შესაძლებელია საკმაოდ კომპაქტური დესკტოპ-სისტემის აწყობა Intel-ის პლატფორმაზე. დედა დაფა შეესაბამება Micro-ATX ფორმატს, მისი გაბარიტებია 244 × 244 მმ. მის საფუძველს წარმოადგენს Intel Z390 ლოგიკა, რაც საშუალებას იძლევა, გამოყენებულ იქნას მერვე და მეცხრე თაობის Core პროცესორები (LGA 1151 შესრულებით). სისტემაში შესაძლებელია 64 გიგაბაიტამდე DDR4-4400(OC)/…/2133 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება 4 × 16 გბ კონფიგურაციით. დრაივებისთვის განკუთვნილია ოთხი პორტი SATA 3.0 და ორი М.2 კონექტორი. დედა დაფას აქვს ორი PCIe 3.0 x16 სლოტი დისკრეტული გრაფიკული ბარათებისთვის, ერთი PCIe 3.0 x1 სლოტი გაფართოების და დამატებითი М.2 კონექტორი უსადენო კავშირისთვის. ხმოვან ქვესისტემაში გამოყენებულია 7.1 ფორმატის კოდეკი Realtek ALC892 . ასევე აქვს ქსელური კონტროლერი Intel I219-V Gigabit LAN. გათვალისწინებულია ფერადი განათება - MSI Mystic Light. დაფაზე განთავსებულია კონექტორები კლავიატურისა და მაუსისთვის, DisplayPort, DVI-D და HDMI - გამოსახულებისთვის. ასევე - თითო პორტი USB 3.1 Gen2 Type-A და USB 3.1 Gen2 Type-C, USB 2.0 პორტები, კონექტორი ქსელური სადენისთვის და აუდიოკონექტორების ნაკრები. https://3dnews.ru/978557
      • 2
      • Like
  19. კომპპანია Jaguar Land Rover-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი თაობის პრემიუმ-ქროსოვერი Range Rover Evoque, რომელსაც აქვს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები და სმარტ-სისტემები. ავტომობილი შექმნილია წამყვანი არქიტექტურის - Premium Transverse Architecture (PTA)-ს ბაზაზე. ეს არქიტექტურა შემუშავებულია სპეციალურად ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებისთვის. ახალი ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება ორ ვარიანტად: ერთ-ერთი მათგანი წარმოდგენილი იქნება ბენზო-ელექტრულ პლატფორმაზე, მეორე კი - ტრადიციული ბენზინის ან დიზელის ძრავით. სიმძლავრე დამოკიდებულია კონფიგურაციაზე. სისტემა Adaptive Dynamics, რომელიც მოიცავს ინტელექტუალურ სენსორებსა და რეგულირებად ამორტიზატორებს, აანალიზებს საგზაო პირობებს ყოველ 100 მილიწამში. სისტემა მუდმივად ახდენს ამორტიზატორების ადაპტირებას იმის მიხედვით, თუ რა ტიპისაა გზის საფარი, რათა განპირობებულ იქნას მაქსიმალური კომფორტი მართვისას/მგზავრობისას. ქროსოვერს აქვს საფირმო სისტემა Terrain Response 2, მისი საშუალებით მძღოლს შეუძლია აირჩიოს ოთხი რეჟიმიდან სასურველი („კომფორტი“, „ქვიშა“, „ბალახი-თოვლი“, „ტალახი“), ასევე შესაძლებელია მართვა ავტომატურ რეჟიმში. ახალი Range Rover Evoque - ეს არის პირველი ავტომობილი მსოფლიოში, რომელიც წარმდგენილია ტექნოლოგიით „გამჭვირვალე კაპოტი“ - Ground View. ამ სისტემაში გამოიყენება კამერები, რომლებიც განთავსებულია რადიატორის ჩარჩოებსა და გვერდით სარკეებში: იქმნება გამოსახულება ცენტრალურ სენსორულ ეკრანზე, რათა მძღოლს შეეძლოს ნახვა, თუ რა ხდება კაპოტის წინ და ქვეშ - 180 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით. ქროსოვერს აქვს Touch Pro Duo მულტიმედია. იგი მოიცავს ორ 10-დუიმიან სენსორულ ეკრანსა და პროექტირებად დისპლეის. სისტემები - Apple CarPlay და Android Auto ამყარებენ კავშირს სმარტფონის საშუალებით, 4G/Wi-Fi როუტერი უზრუნველყოფს წვდომას ინტერნეტთან, InControl Remote რესურსის საშუალებით კი შესაძლებელია დაკავშირება ავტომობილიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ახალი ქროსოვერი გახდა Land Rover-ის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს Smart Settings ტექნოლოგია, რაშიც გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე არსებული ალგორითმები: მისი საშუალებით ხდება მძღოლის ჩვევებისა და მისთვის მოსახერხებელი პირობების შესწავლა-განსაზღვრა. გათვალისწინებულია უსაფრთხოების ფართო სისტემა: Lane Keep Assist - სამოძრაო ზოლის მიმართულების შენარჩუნება, Autonomous Emergency Braking - ავტონომიური ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა და Driver Condition Monitor - მძღოლის დაღლილობის განმსაზღვრელი კონტროლის დონეები. ქროსოვერის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978613
  20. ASRock-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ Z390 DeskMini GTX-ს. მას აქვს უახლესი Intel 9th Gen 8 Core LGA1151 პროცესორების, ასევე, 32 გიგაბაიტამდე DDR4-4000 მეხსიერების მხარდაჭერა - მაქსიმალური წარმადობისთვის 2,7 ლიტრი მოცულობის კორპუსში. DeskMini GTX ახალ სერიის მოდელებს აქვს ინტერფეისები USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A, უზრუნველყოფილია მონაცემთა გადაცემა 10 გბიტი/წმ-მდე სიჩქარით. ჩაშენებული addressable RGB header-ის პროგრამული უზრუნველყოფის - Polychrome RGB-ს მეშვეობით შესაძლებელია უნიკალური ფერადი ეფექტების რეჟიმების მართვა. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს გაძლიერებული Intel® Z390 მიკროსქემების ნაკრები სიმძლავრით - 5+1 ფაზა - 95 ვატიანი და რვა ბირთვიანი Intel® 9th Gen პროცესორების მხარდაჭერისათვის. ასევე აქვს 32 გიგაბაიტამდე ტევადობის მქონე DDR4-4000 ოვერქლოქინგ-მეხსიერების მოდულებისა და NVIDIA GTX1080 8GB MXM ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. წინა პანელზე განთავსებულია USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A პორტები. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს 5 ცალი მონაცემთა სანახი მოწყობილობის მიერთების საშუალება - 3 Ultra M.2 PCIe Gen3 x4 ს;ლოტი და 2 SATA 6Gb პორტი, რაც შთამბეჭდავია 5.7” x 7.4” ზომის micro STX დედა დაფისათვის. https://www.guru3d.com/news-story/asrock-launches-new-z390-deskmini-gtx-series.html
      • 1
      • Like
  21. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია იფრინოს რაიმე სახის ნაწილების მოძრაობის გარეშე - აცხადებს MIT Technology Review. ამგვარი რამ მიღწეულ იქნა ელექტროაეროდინამიკური ძრავის წყალობით, რომელშიც გამოყენებულია ელექტროდების წყვილი, რაც ქმნის იონურ ქარს. ეს მოვლენა ცნობილია 1960-იანი წლებიდან (კომპანია Apple-ს ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა გეგმაში, გამოეყენებინა ეს ტექნოლოგია თავისი ლეპტოპების გაგრილების სისტემაში), თუმცა ზემოთხსენებული შემთხვევა პირველია, როცა იგი რეალიზდა საფრენ აპარატში. ეს „თვითმფრინავი“ იწონის მხოლოდ 2,45 კილოგრამს. კომერციული თავითმფრინავების ზომამდე მისი მასშტაბირების შემთხვევაში ამ აპარატს მიენიჭება უამრავი უპირატესობა ტრადიციულ თვითმფრინავებთან შედარებით: უსაფრთხოება, ხმაურის დონე, ეკოლოგიური უპირატესობა. თუმცა აქ პრობლემები ჩნდება: პირველ რიგში - ბატარეისთვის აუცილებელია 40 000 ვოლტი, რომელსაც ძრავს მიაწვდის, ეს კი საჭიროებს სისტემის მასიურობას. მასიურობა კი დიზაინმა უნდა დააკმაყოფილოს. მკვლევარები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უპილოტო საფრენ აპარატებში. ალტერნატივად ერთ-ერთმა მკვლევარმა წამოაყენა თეორია, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ უნდა იქნეს ტრადიციულ საფრენ ძრავთან კომბინაციაში, რაც გახდის საფრენ აპარატს უფრო ეკონომიურს და შეამცირებს წინაღობას. საფრენი აპარატის მანევრირება შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=k0GAsNjBzEI https://www.theverge.com/2018/11/22/18107764/electric-airplane-no-moving-parts-electroaerodynamic-propulsion
      • 1
      • Upvote
  22. შავი პარასკევი - ერთ-ერთი საუკეთესო დროა ახალი ყურსასმენების შესაძენად. იხილეთ სადღესასწაულოდ ფასდაკლებული ყურსასმენების რამოდენიმე ვარიანტი: Sony 1000X M2 Sony-ს უსადენო, ხმისჩამხშობი ყურსასმენები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, რაღა თქმა უნდა, მასზე ახალი მოდელი - M3 წარმოდგენილია გაუმჯობესებული კუთხით, თუმცა თითქმის ნახევარ ფასად (199,99 დოლარად 349 დოლარის ნაცვლად), რთულია ნახოთ უკეთესი ალტერნატივა. იხილეთ Amazon-ზე: https://amzn.to/2r28tqh OVER/ON-EAR ყურსასმენები: Plantronics BackBeat Go 810 - 119.99 დოლარად (149 დოლარის ნაცვლად) https://amzn.to/2AiJraz Beats Studio 3 Wireless headphones - 279.99 დოლარად (349.99 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2PMXnUZ Audio-Technica A & AD headphones start - 59.99 დოლარიდან. https://bit.ly/2TC96UL EARBUDS Bose SoundSport wireless headphones - 99 დოლარად (149 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2PQdQaQ Beats X wireless headphones - 75 დოლარად (109 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2OZtrzC JLab JBuds Air true wireless headphones - 30 დოლარად (49 დოლარის ნაცვლად) https://bit.ly/2DUD8yq Jabra Elite 65t - 119.99 $ (169.99 $-ის ნაცვლად) https://amzn.to/2OYjWAM Plantronics BackBeat Fit 3100 – 129 $ (149.99 $-ის ნაცვლად) https://amzn.to/2Adw5fW Plantronics BackBeat Go 410 - 99 დოლარი (129.99-ის ნაცვლად) https://amzn.to/2KqQN0n https://bit.ly/2P0274p
  23. კომპანია ASUS-ი წარმოგვიდგენს დედა დაფა ROG Strix B450-E Gaming-ს, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებისათვის. დედა დაფა წარმოადგენს Asus-ის ყველაზე მოწინავე მოდელს AMD B450 ჩიპსეტზე და ბევრ საკითხში არ ჩამოუვარდება AMD X470-ის ბაზაზე გამოშვებულ პროდუქტებს. ROG Strix B450-E Gaming დედა დაფას აქვს კვების მძლავრი 12 ფაზიანი ქვესისტემა ერთი 8-პინიანი კონექტორით. საინტერესოა, რომ კვების ამგვარი ქვესისტემა არ აქვს AMD X470 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას. ამავე დროს, ROG Strix X470-F Gaming-ს აქვს მხოლოდ ათი ფაზა. სხვა განსაკუთრებულობებიდან, რითიც ROG Strix B450-E Gaming გამოირჩევა სხვა, AMD B450 ჩიპსეტზე არსებული დაფებისგან, აღსანიშნავია Intel 9260 უსადენო ქსელების კონტროლერი Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერით, ასევე ორი M.2 კონექტორი. დაფას აქვს სამი სლოტი PCI Express 3.0 x1 და PCI Express 3.0 x16, ოთხი სლოტი DDR4-3533 (OC) ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის და ექვსი პორტი SATA III. დაფას აგრეთვე აქვს გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Intel I211-AT, ხმაზე კი პასუხისმგებელია კოდეკზე არსებული ქვესისტემა SupremeFX S1220A. დედა დაფა წარმოდგენილია RGB განათებით. დედა დაფა Asus ROG Strix B450-E Gaming უკვე იყიდება ევროპის რამოდენიმე მაღაზიაში დაახლოებით 150 ევროდ. https://overclockers.ru/hardnews/show/94547/asus-vypustila-prodvinutuju-materinskuju-platu-rog-strix-b450-e-gaming
      • 1
      • Like
  24. გასული წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრიპტოსტარტაპებისთვის, რამდენადაც მათ შეძლეს საკმაოდ დიდი თანხის დაგროვება Ethereum-ში რესურსების მოკრებისას. ახლა კი მოვიდა კოინებისგან გათავისუფლების დრო, რომ როგორმე დაიფაროს ხარჯები. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ICO ჯგუფებს საკმაო რაოდენობის Ethereum-ი დარჩათ იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი დასწიოს. Ethereum-მა მიაღწია 18 თვიან მინიმუმს, რაც დაახლოებით 91%-ით შემცირების ტოლია მაქსიმალური ფასიდან. Ethereum-ის ფასის ვარდნის თავდაპირველ მიზეზად SEC-ს მიიჩნევენ. NewsBTC-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსურმა რეგულატორმა 250 ათასი დოლარით დააჯარიმა ორი კრიპტოსტარტაპი (Carrier EQ და Paragon Coin) ICO-ს გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამო. აგრეთვე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბრალდება წაუყენა EtherDelta-ს დამფუძნებელს არარეგისტრირებული ბირჟის მართვის გამო. ფასის ვარდნის მთავარ კატალიზატორად მაინც ICO-ები ითვლება. მოცემული მომენტისთვის ისინი ფლობენ დაახლოებით 3,57 მილიონ ETH-ს, რაც მთელი მონეტების 3,5 პროცენტს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო - მთელი მონეტების 4,5 პროცენტი. საშუალოსტატისტიკურმა ICO-მ გაყიდა მოგროვილი რესურსების დაახლოებით 64 % დანაკარგების დაფარვის მიზნით. თუმცა, ICO-ების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს მსოფლიოში რეალური გამოყენება და არ მოაქვთ თავიანთი შემქმნელებისთვის თითქმის არანაირი მოგება. ამჟამად მათ ორი არჩევანი აქვთ - ან საერთოდ უნდა დახურონ პროექტი, ან განაგრძონ კოინების გაყიდვა ოპერაციული ხარჯების დასაფარად. ამიტომაა ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია და, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ დასტაბილურდება. https://bit.ly/2FEoblT
      • 2
      • Like
      • Upvote
  25. კომპანია Sharkoon-მა დააანონსა ახალი აქსესუარი გეიმინგ სისტემებისთვის - მაუსპედი 1337 RGB, რომლის გაყიდვაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაუსპედს აქვს მტკიცე ტექსტილის ზედაპირი, მაუსის მოძრაობისთვის ოპტიმალური თვისებებით. იგი მყარად თავსდება მაგიდაზე სპეციალური, გაცურების საწინააღმდეგო რეზინის ძირის საშუალებით. მაუსპედს აქვს ფერადი RGB განათება. მისი რეჟიმების კონტროლისთვის გათვალისწინებულია მცირე ზომის კონტროლერი ზედა ნაწილში, რომელიც ხელს არ უშლის მაუსის მოძრაობას, რადგან სულ რაღაც 9 მილიმეტრის ზომისაა. კომპიუტერს უკავშირდება USB სადენით. აქსესუარი ხელმისაწვდომი იქნება სამ ვარიანტად: სტანდარტული L ვერსიის ზომებია 259 x 279-ზე, რაც იდეალური ზომაა უმეტეს შემთხვევაში. თუკი გჭირდებათ მანევრირებისთვის უფრო დიდი სივრცე, შეგიძლიათ აირჩიოთ XL ვარიანტი გაბარიტებით - 450 × 380 მმ. და ბოლოს, ყველაზე დიდი XXL ვერსიის გაბარიტებია 905 × 425 მმ, რისი წყალობითაც შესაძლებელია მასზე განთავსდეს არა მარტო მაუსი, არამედ კლავიატურაც. Sharkoon 1337 RGB მაუსპედის ფასების შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/978519
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.