Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7323
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. QCP Capital: Bitcoin-ს უბრუნდება ინვესტორების ნდობა Spot Bitcoin ETF-ებში თანხების შემოდინების დინამიკა დადებითი აღმოჩნდა გასულ კვირას. ფონდებმა 14-დან 17 აპრილამდე მიიღეს დამატებით 15.85 მლნ აშშ დოლარი, რაც მკვეთრად განსხვავდება კაპიტალის გადინებისგან, რომელიც თვის დასაწყისიდან გრძელდებოდა. ანალიტიკოსების თქმით, Risk reversals - საბაზრო განწყობის საზომი, რომელიც ზომავს ფასებში განსხვავებას აქტივების ზრდისა და დაცემის ოფციონებს შორის, გათანაბრდა იმ გადახრასთან შედარებით, რომელიც დომინირებდა გასულ თვეში. ინდიკატორის გაწონასწორება Bitcoin-ისთვის ნიშნავს იმას, რომ ტრეიდერები აღარ ელიან პირველი კრიპტოვალუტის კურსის მკვეთრ ვარდნას. QCP Capital-ის ექსპერტების აზრით ეს მიუთითებს ბაზრის მონაწილეთა მზარდ ოპტიმიზმზე. თუ მსგავსი დინამიკა გაგრძელდება, მათ მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება დამატებითი იმპულსი იყოს Bitcoin-ში ინსტიტუციური ინვესტირებისთვის წლის მეორე კვარტალში. ამჟამად, ფასი 88 ათასი აშშ დოლარი, რჩება აქტივის წინააღმდეგობის მთავარ დონედ. სანამ Bitcoin არ გადალახავს მას და არ გამყარდება, ნაადრევია საუბარი ახალი ზრდის ტენდენციის დაწყებაზე, ამბობენ ანალიტიკოსები. Bitcoin-ისა და ოქროს სინქრონული ზრდა საფონდო ბირჟების დაცემის ფონზე ახალ სურათს ქმნის. თუ ასეთი ნიმუში, პატერნი გახდება მდგრადი, ეს შეიძლება მიუთითებდეს „პირველი კრიპტოვალუტის უფრო ფართო, ინსტიტუციურ მიღებაზე“, განმარტავენ ექსპერტებმა. ადრე QCP Capital-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) პოლიტიკის ცვლილებამ და ჩინეთისა და ევროკავშირის სტიმულირების ახალმა ზომებმა შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის კურსის ზრდა კორექტირების შემდეგ. https://tinyurl.com/537zbbtd
  2. Intel-მა განმარტა, რამდენად უკეთესია 18A ანგსტრემ ტექნოპროცესი Intel 3-თან შედარებით VLSI 2025 სიმპოზიუმის წინ Intel-მა გამოავლინა ანგსტრემ Intel 18A ტექნოპროცესის უპირატესობები მიმდინარე 3-ნანომეტრიან Intel 3-თან შედარებით. Intel 18A არის კომპანიის პირველი ტექნოპროცესი, რომელშიც გამოყენებულია RibbonFET ტრანზისტორების ინოვაციური (GAA) არქიტექტურა და კვების მიწოდება სილიკონის უკანა მხრიდან - PowerVia (BSPDN). ფოტოს წყარო: Intel Intel ამტკიცებს, რომ 18A ტექნოპროცესი უზრუნველყოფს 25%-ით უფრო მაღალ წარმადობაბს იდენტური ძაბვის (1.1V) და სირთულის პირობებში და 36%-ით დაბალ ენერგომოხმარებას იდენტურ სიხშირესა და ძაბვაზე (1.1V) Arm-ის სტანდარტული ბირთვის ქვებლოკისთვის Intel 3.0 ტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებულ ბლოკთან შედარებით. დაბალ ძაბვაზე (0.75 ვოლტი) Intel-ის 18A უზრუნველყოფს 18%-ით მაღალ წარმადობას და 38%-ით ნაკლებ ენერგომოხმარებას. Intel აღნიშნავს Intel 18A ტექნოპროცესის კომპონენტების სიმჭიდროვის მასშტაბირების უფრო მაღალ დონეს Intel 3-თან შედარებით მაღალი წარმადობის გადაწყვეტილებებისთვის (High Performance Library, HP), ასევე მაღალი სიმჭიდროვის საჭიროების შემთხვევებისთვის (High Density Library, HD). Intel 18A-ში უჯრედის სიმაღლე შემცირდა 240CH-დან 180CH-მდე HP ბიბლიოთეკებში და 210CH-დან 160CH-მდე - HD ბიბლიოთეკებში, რაც წარმოადგენს ვერტიკალური განზომილების დაახლოებით 25 პროცენტით შემცირებას. უჯრედების უფრო მკვრივი არქიტექტურა იძლევა ტრანზისტორების უფრო მაღალი სიმჭიდროვის საშუალებას, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ფართობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. PowerVia კავშირის გამოყენება საშუალებას იძლევა მოხდეს უფრო ეფექტური ვერტიკალური მარშრუტიზაცია ელექტროგადამცემი ხაზების წინა მხრიდან უკანა მხარეს გადანაცვლებით, ათავისუფლებს ადგილს სიგნალის მარშრუტიზაციისთვის და შემდგომ კომპონენტების უფრო მჭიდრო განლაგებისთვის. გარდა ამისა, გაუმჯობესებული ჩამკეტი, წყარო/დრენაჟი და კონტაქტის სტრუქტურები აუმჯობესებს უჯრედის მთლიან ერთგვაროვნებას და ინტეგრაციის სიმკვრივეს. ეს გაუმჯობესებები კომბინირებულ საშუალებას აძლევს Intel 18A-ს უზრუნველყოს უკეთესი წარმადობა ერთეულის ფართობზე და უფრო მაღალი ენერგოეფექტურობა, ასევე მხარდაჭერილია უფრო მოწინავე და კომპაქტურ ჩიპების კონსტუქციები. როგორც ცნობილია, Intel აპირებს გამოთვლითი ჩიპლეტების მასობრივი წარმოება დაიწყოს Panther Lake PC პროცესორებისთვის ამ წლის ბოლოს, რასაც მოჰყვება ჩიპლეტები Clearwater Forest მონაცემთა ცენტრის პროცესორებისთვის 2026 წლის დასაწყისში. გარდა ამისა, კომპანია დაიწყებს პროდუქტების წარმოებას 18A ტექნოპროცესის გამოყენებით კომერციული მომხმარებლებისთვის 2025 წლის შუა რიცხვებში. Intel ასევე გეგმავს წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც აღწერს Pulse-Amplitude Modulation (PAM-4) გადამცემს, რომელიც რეალიზებულია 18A ტექნოპროცესის და PowerVia BSPDN-ის გამოყენებით. გადამცემი ერთობლივად შეიქმნა Intel-ის, Alphawave Semi-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ინჟინრების მიერ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ Apple ან Nvidia დაიწყებენ Intel-ის 18A ტექნოპროცესის გამოყენებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი, ისევე როგორც სხვა მრავალი კომპანია, დაინტერესებულნი არიან მისი რეალური შესაძლებლობების დადასტურებაში. TSMC-ის მტკიცებით, კომპანიის თითქმის ყველა პარტნიორი (ძირითადად Apple და Nvidia) გეგმავს გამოიყენოს მისი N2 (2-ნანომეტრიანი) ტექნოლოგია, ასე რომ, სავარაუდოდ, მასზე მეტი უფრო მოთხოვნა იქნება Intel 18A-სთან შედარებით. თუმცა, Intel-ისთვის მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ მას ჯერ კიდევ აქვს კონკურენტული ტექნოლოგიების განვითარებისა და დიდი მოცულობის ნახევრადგამტარი პროდუქტების წარმოების უნარი და შესაძლებლობა. https://tinyurl.com/3xrncsu3
  3. Google DeepMind-ის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის მომავალსა და მისი თვითშემეცნების გაჩენაზე Google DeepMind-ის გენერალურმა დირექტორმა დემის ჰასაბისმა (Demis Hassabis) ერთი საათი დაუთმო Gemini-ის პერსპექტივების, ძლიერი AI-ის (ხელოვნური გენერალური ინტელექტის, AGI) განვითარების ტემპზე და ნეიროქსელებში თვითშემეცნების ზოგადი ზრდის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარს. მან განსაკუუთრებული ყურადღება დაუთმო Project Astra მოდელს, რომელიც ამჟამად წინასწარი ტესტირების ეტაპზეა. Astra ცნობს მომხმარებლებს და ახსოვს მათთან კომუნიკაციის ისტორია - ეს ფუნქციები მალე გამოჩნდება Gemini Live-ში. ფოტოს წყარო: 9to5Google ჰასაბისმა აღნიშნა, რომ პერსპექტიული Project Astra მოდელი გამოირჩევა პირველ რიგში მეხსიერების გაზრდილი მოოცულობით. კერძოდ, მას ახსოვს ძირითადი დეტალები წინა საუბრებიდან უკეთესი კონტექსტური საუბრისა და პერსონალიზაციისთვის. ასევე ხელმისაწვდომია ცალკე "10 წუთიანი მეხსიერება" მიმდინარე დიალოგის შესახებ. ეს ფუნქციები, სავარაუდოდ, მალე გამოვა Gemini Live-ში. ჰასაბისმა აღნიშნა, რომ Google DeepMind „ავითარებს თავის ხელოვნური ინტელექტის მოდელ Gemini-ს არა მხოლოდ იმისთვის, რომ იგი უბრალოდ უჩვენოს მსოფლიოს, არამედ მისი მეშვეობით შესრულდეს მოქმედებები, როგორიცაა ფრენების დაჯავშნა და ონლაინ შოპინგი“. ჰასაბისი თვლის, რომ AGI-ის გამოჩენის რეალური დრო არის 5-10 წელი და რომ ეს იქნება „სისტემა, რომელსაც ნამდვილად ესმის შენს გარშემო ყველაფერი ძალიან დახვეწილი და ღრმა გზით და ერთგვარად ჩართულია შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“. კითხვაზე, მუშაობს თუ არა Google DeepMind „დღეს სისტემაზე, რომელიც საკუთარ თავს გააცნობიერებს“ ჰასაბისმა თქვა, რომ ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ის არცერთ დღევანდელ სისტემას არ აღიქვამს როგორც თვითშემეცნებით. იგი თვლის, რომ „ყველამ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები ამ ჩატ-ბოტებთან ურთიერთობისას“. როდესაც ჰკითხეს, არის თუ არა თვითშემეცნება „მათი მიზანი“ (ინტელექტის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებისას), მან თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ირიბად: „ამ სისტემებმა შეიძლება მოიპოვონ თვითშემეცნების გარკვეული გრძნობა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ სისტემებისთვის თქვენი, საკუთარი თავის და სხვების გაგება“. "ვფიქრობ, რომ არსებობს ორი მიზეზი, რის გამოც ერთმანეთს ცნობიერად მივიჩნევთ. ერთი არის ის, რომ თქვენ ავლენთ ცნობიერი არსების ქცევას, რაც ძალიან ჰგავს ჩემს ქცევას. მეორე მიზეზი არის ის, რომ თქვენ მუშაობთ ერთსა და იმავე სუბსტრატზე. ჩვენ, ერთნაირი ტვინების მქონენი, შექმნილნი ვართ ერთსა და იმავე ნახშირბადის ნივთიერებისგან. ცხადია, მანქანები მუშაობენ სილიკონზე. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ისინი ერთსა და იმავეს ამბობენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცნობიერების მსგავსი რამ ექნებათ მათაც“ - განმარტა ჰასაბისმა. https://tinyurl.com/pe4kycse
  4. Google გაამკაცრებს კრიპტო სერვისების რეკლამირების წესებს ევროპაში კრიპტოვალუტის ბირჟები, საფულეები და სერვისები, რომლებიც არეკლამებენ თავიანთ პროდუქტებსა და სერვისებს ევროპაში, უნდა იყვნენ ლიცენზირებული ევროპული მარეგულირებლის მიერ და დამოწმებული Google-ის მიერ (NASDAQ:GOOGL). რეკლამის განმთავსებლებისთვის ახალი პოლიტიკა ვრცელდება ევროპის უმეტეს ქვეყნებზე, მათ შორისაა ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. დარღვევების შემთხვევაში რეკლამის განმთავსებლის ანგარიში დაუყოვნებლივ არ დაიბლოკება - მფლობელი პირველ რიგში გაფრთხილებას მიიღებს. შეტყობინებები უნდა გაიგზავნოს დაბლოკვამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე. Google-ის პოლიტიკის ცვლილება კრიპტო რეკლამებთან დაკავშირებით დაიწყო მას შემდეგ, რაც კანონპროექტი MiCA შევიდა ძალაში 2024 წლის დეკემბრის ბოლოს. ეს კანონი არეგულირებს კრიპტო კომპანიების საქმიანობას და ციფრული აქტივების მიმოქცევას ევროკავშირში. კრიპტობირჟა Bitget-ის გენერალურმა იურიდიულმა მრჩეველმა Hon Ng-მა Google-ის ახალ მოთხოვნებს უწოდა კრიპტოვალუტის რეკლამის მიმართ „ორმაგი მახვილი“. ერთი მხრივ, ისინი მიზნად ისახავს ინვესტორების დაცვას „ნაცრისფერ ზონაში“ მოქმედი კრიპტო ინდუსტრიის არარეგულირებული მონაწილეების „გაფილტვრით“. ამან უნდა აღმოფხვრას თაღლითობა, მათ შორის ICO-ებთან. მეორე მხრივ, სარეკლამო მკაცრმა მოთხოვნებმა შეიძლება შეზღუდოს ბაზრის განვითარება, რადგან კომპანიების ლიცენზირების წესები განსხვავდება ევროპის ქვეყნებში. მცირე ბირჟებს შეიძლება გაუჭირდეს MiCA-ს კაპიტალთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება (15000-დან 150000 ევრომდე), განაცხდა იურისტმა. მარტში,Google-მა სამხრეთ კორეაში შეზღუდა წვდომა 17 კრიპტო ბირჟაზე, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ადგილობრივ მარეგულირებელთან. ამავდროულად, კომპანიამ დაუშვა კრიპტოვალუტების რეკლამა არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ადგილობრივი ლიცენზიის მქონე კრიპტო სერვისის პროვაიდერებისთვის. https://tinyurl.com/4zsun96j
  5. Nvidia-მ დაიწყო „Made in USA” AI ჩიპების წარმოება და ამერიკული წარმოების განვითარების პირობა დადო Nvidia-მ დაიწყო Blackwell თაობის გრაფიკული პროცესორების წარმოება შეერთებულ შტატებში TSMC-ის ქარხანაში, რომელიც განთავსებულია ფენიქსში, არიზონაში. ამავდროულად, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ქმნის ერთობლივ საწარმოებს ამაჩქარებლების და სერვერული სისტემების წარმოებისთვის: Foxconn-თან ჰიუსტონში და Wistron-თან - დალასში. Nvidia-მ გააფორმა კონტრაქტი Amkor-სა და SPIL-თან ჩიპების შეფუთვისა და შემოწმებისთვის. კომპანიამ უკვე აამოქმედა 93000 კვადრატულ მეტრზე მეტი სივრცე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისა და ტესტირებისთვის არიზონასა და ტეხასში - ეს გახლავთ წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანის მცდელობის ნაწილი. ფოტოს წყარო: Nvidia Nvidia გეგმავს ამაჩქარებლების და სისტემების მასიური წარმოების დაწყებას ჰიუსტონისა და დალასის ქარხნებში მომდევნო 12-15 თვის განმავლობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირებას აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში. „მსოფლიო AI ინფრასტრუქტურის ძრავები პირველად იწყობა შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა. ”ამერიკული წარმოების დამატება გვეხმარება უკეთ დავაკმაყოფილოთ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსა და სუპერკომპიუტერებზე წარმოუდგენელი და მზარდი მოთხოვნა, იგი აძლიერებს ჩვენს მიწოდების ჯაჭვს და ზრდის ჩვენს გამძლეობას.” განცხადება გაკეთდა მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც Nvidia-მ მოახერხა შეთანხმების დადება აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა თავიდან აეცილებინა ექსპორტის კონტროლი H20 ჩიპზე. Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ჩიპის ექსპორტი კვლავ შესაძლებელია მოხდეს ჩინეთში ჰუანგის დაპირების წყალობით, რომ დააფინანსებს AI მონაცემთა ცენტრებს აშშ-ში. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი მრავალი კომპანია ცდილობს აშშ-ის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებას. OpenAI გაერთიანდა SoftBank-სა და Oracle-თან, რათა ააგოს 500 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრი. Microsoft-ის მიერ დაგეგმილი 80 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის ნახევარი ფისკალურ 2025 წელს აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე დაიხარჯება. Nvidia ამტკიცებს, რომ მისმა აშშ-ში ჩიპების წარმოების ინიციატივებმა შეიძლება შექმნას "ასობით ათასი სამუშაო ადგილი და გამოიმუშაოს ტრილიონობით დოლარის ეკონომიკური აქტივობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში". თუმცა, შეერთებულ შტატებში ჩიპების წარმოების გაზრდის პროგრამები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთის საპასუხო ტარიფები და სავაჭრო შეზღუდვები საფრთხეს უქმნის საჭირო ნედლეულის მიწოდებას, არსებობს კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯმა - გააუქმოს 2022 წელს მიღებული „მიკროსქემების კანონი“, შესაძლოა, მომავალი ინვესტორები დააფრთხოს. https://tinyurl.com/mpxph42z
  6. „თითქმის ყოველმხრივ უკეთესი GPT-4o-ზე“: OpenAI-მ წარადგინა ფლაგმანური AI მოდელი GPT-4.1 OpenAI-მ ოფიციალურად წარადგინა დიდი ენის მოდელი GPT-4.1, რომელიც გასულ წელს გამოშვებული მულტიმოდალური GPT-4o ალგორითმის შთამომავალია. კომპანიის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს აქვს უფრო დიდი კონტექსტური ფანჯარა და ზოგადად GPT-4o-ს „თითქმის ყოველმხრივ“ აღემატება. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ალგორითმის უნარი - დაწეროს პროგრამის კოდი და დაიცვას ინსტრუქციები. ფოტოს წყარო: Levart_Photographer / unsplash.com GPT-4.1 უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის ნეიროქსელის ორ პატარა ვერსიასთან ერთად. განსახილველი ალგორითმებია GPT-4.1 Mini და GPT-4.1 Nano, რომელიც OpenAI-ს თქმით არის „ყველაზე პატარა, სწრაფი და იაფი“ AI მოდელი. GPT-4.1-ის სამივე ვერსია მულტიმოდალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ არა მხოლოდ ტექსტთან, არამედ სხვა მონაცემებთან, როგორიცაა სურათები ან ვიდეოები. კონტექსტური ფანჯრის ზომა გაიზარდა 1 მილიონ ტოკენამდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება GPT-4o-ს 128000 ტოკენს აღინიშნება, რომ GPT-4.1-ს შეუძლია ხარისხობრივად დაამუშაოს ინფორმაცია კონტექსტურ ფანჯარაში მომხმარებელთან მთელი ურთიერთქმედების განმავლობაში. „ჩვენ ასევე მას ვასწავლეთ, რომ GPT-4o-ზე ბევრად უფრო ძლიერი ყოფილიყო შესაბამისი ტექსტის ამოცნობასა და ყურადღების გადატანის ელემენტების იგნორირებაში კონტექსტის გრძელ და მოკლე მონაკვეთებში“, - ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში. GPT-4.1 ასევე 26%-ით იაფია GPT-4o-თან შედარებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინურ კომპანია DeepSeek-ის სუპერეფექტური AI მოდელის დებიუტის შემდეგ. ფოტოს წყარო: OpenAI GPT-4.1-ის გამოშვება ხდება მოვლენის ფონზე - OpenAI ემზადება ორი წლის GPT-4 AI მოდელზე უარის თქმისთვის. ოფიციალური ინფორმაციით 30 აპრილის შემდეგ GPT-4o მოდელი გახდება GPT-4-ის „ბუნებრივი მემკვიდრე“. OpenAI ასევე დახურავს API წვდომას GPT-4.5-ის წინასწარ გადახედვაზე 14 ივლისს, რადგან „GPT-4.1 გთავაზობთ გაუმჯობესებულ ან მსგავს წარმადობას ბევრ ძირითად ფუნქციაზე გაცილებით დაბალ ფასად და ნაკლები შეყოვნებით“. https://tinyurl.com/49v74ka3
  7. სენატმა SEC-ის ხელმძღვანელად პოლ ატკინსი დაამტკიცა აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა პოლ ატკინსის დამტკიცებას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარედ. მხარი დაუჭირა 52-მა სენატორმა, წინააღმდეგი მისცა პალატის 44 წევრმა, 4-მა კი პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო. დონალდ ტრამპმა ატკინსი SEC-ის ხელმძღვანელად 2024 წლის დეკემბერში დაასახელა. კრიპტო ინდუსტრიაში ბევრმა მიიჩნია იგი შესაფერის კანდიდატად, ხსენებულ სფეროში მისი გამოცდილების გათვალისწინებით. ატკინსი 2002 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა SEC-ის კომისარად და მოგვიანებით დააარსა საკონსულტაციო ფირმა Patomak Global Partners, რომლის მომხმარებლებს შორის იყვნენ კრიპტო ბირჟები და DeFi პროექტები. ატკინსის კანდიდატურა დაამტკიცა სენატის საბანკო კომიტეტმა. მოსმენამდე ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მარეგულირებლის პოტენციური ხელმძღვანელი ფლობს წილებს სამ კრიპტო კომპანიაში, ესენია: Securitize, Anchorage Digital და Off the Chain Capital. დებატების დროს ზოგიერთმა დემოკრატმა სენატორმა გააკრიტიკა ატკინსი გაკოტრებულ ბირჟა FTX-თან კავშირის გამო. მედიის ცნობით, Patomak Global Partners-მა გააფორმა კონტრაქტი კრიპტო პლატფორმასთან საკონსულტაციო სერვისების გაწევის მიზნით 2022 წლის დასაწყისში. 2022 წლის ნოემბერში FTX-მა განაცხადა გაკოტრების შესახებ. ბირჟის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ბენკმენ-ფრიდი დამნაშავედ ცნეს შვიდ დანაშაულში. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რესპუბლიკელმა სენატორმა ტიმ სკოტმა სხდომაზე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ატკინსის დროს "SEC დაუბრუნდება თავის ძირითად მისიას და უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ბაზრები იწვევდეს მსოფლიოს შურს". სააგენტოს წინა ხელმძღვანელი გერი გენსლერი თანამდებობიდან გადადგა 20 იანვარს და დაბრუნდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მენეჯმენტის პროფესორად. გენსლერის გადადგომის შემდეგ სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დროებით მარკ უედა გახდა. მისი ხელმძღვანელობით SEC-მა შექმნა კრიპტო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰესტერ პირსი. კომისიამ შეაჩერა გამოძიება და სამართალწარმოება ინდუსტრიის რიგი კომპანიების მიმართ და ასევე შეარბილა თავისი პოზიცია ციფრული აქტივების და DeFi სერვისების რეგულირების მიმართ. შეგახსენებთ, უედამ გასცა ბრძანება, გადახედილიყო SEC-ის წინა თანამშრომლების განცხადებები კრიპტოვალუტებზე, რომლებიც უნდა „შეცვლილიყო ან გაუქმებულიყო სააგენტოს ამჟამინდელი პრიორიტეტების შესაბამისად“. https://tinyurl.com/yr2uhy2v
  8. ხელოვნური ინტელექტის სფერო მცირე ენის მოდელებით დაინტერესდა - კონკრეტულ ამოცანებში ისინი უფრო იაფი და ეფექტურია ენის დიდ მოდელებთან შედარებით ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე ამჟამად ფიქსირდება მცირე ენობრივი მოდელების (SLM) გამოყენების ტენდენცია, რომლებსაც აქვთ ნაკლები პარამეტრი დიდ ენის მოდელებთან (LLM) შედარებით და უკეთესად შეეფერებიან დავალებების ვიწრო დიაპაზონს, წერს ჟურნალი Wired. ფოტოს წყარო: Luke Jones/unsplash.com OpenAI-ის, Meta-სა და DeepSeek-ის LLM-ების უახლეს ვერსიებს აქვთ ასობით მილიარდი პარამეტრი, რის გამოც ისინი საუკეთესოა კავშირებისა და კანონზომიერებების აღმოჩენაში - შედეგად ისინი უფრო მძლავრი და ზუსტია. თუმცა, მათი მომზადება და გამოყენება მოითხოვს უზარმაზარ გამოთვლით და ფინანსურ რესურსებს. მაგალითად, Gemini 1.0 Ultra მოდელის სწავლება Google-ს 191 მლნ აშშ დაუჯდა. Electric Power Research Institute-ის თანახმად ChatGPT-ის ერთი მოთხოვნის გაშვება დაახლოებით 10-ჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე Google-ში ერთი ძიება. IBM-მა, Google-მა, Microsoft-მა და OpenAI-მ ახლახანს გამოუშვეს SLM-ები სულ რამდენიმე მილიარდი პარამეტრით. ისინი არ გამოიყენება, როგორც ზოგადი დანიშნულების ინსტრუმენტები, როგორიცაა LLM, მაგრამ შესანიშნავად ასრულებენ უფრო ვიწროდ განსაზღვრულ ამოცანებს, როგორიცაა საუბრების შეჯამება, პაციენტის კითხვებზე პასუხის გაცემა - ამრიგად ისინი გვევლინებიან, როგორც ჯანდაცვის ჩატ-ბოტები და მონაცემების შეგროვების საშუალებები სმარტ მოწყობილობებზე. „მათ ასევე შეუძლიათ იმუშაონ ლეპტოპში ან სმარტფონში და არა უზარმაზარ მონაცემთა ცენტრში“, - განაცხადა Zico Kolter-მა, კომპიუტერულმა მეცნიერმა კარნეგი მელონის უნივერსიტეტიდან. მცირე მოდელების მოსამზადებლად მკვლევარები იყენებენ რამდენიმე მეთოდს, როგორიცაა ცოდნის დისტილაცია, რომლის დროსაც LLM წარმოქმნის მაღალი ხარისხის მონაცემთა ბაზას SLM-ზე ცოდნის გადაცემის გზით - ისევე როგორც მასწავლებელი, რომელიც ასწავლის სტუდენტს. მცირე მოდელები ასევე იქმნება უფრო დიდი მოდელებისგან "მოჭრის გზით" - ნეიროქსელის არასაჭირო ან არაეფექტური ნაწილების მოშორების მეთოდით. იმის გამო, რომ SLM-ებს ნაკლები პარამეტრი აქვთ დიდ მოდელებთან შედარებით, მათი მსჯელობა შესაძლოა იყოს უფრო გამჭვირვალე. მცირე სამიზნე მოდელი ზუსტად ისევე კარგად შეასრულებს კონკრეტულ დავალებას, როგორც დიდი მოდელი, მაგრამ უფრო ადვილი იქნება მისი განვითარება და მომზადება. „ამ ეფექტურ მოდელებს შეუძლიათ დაზოგონ ფული, დრო და გამოთვლითი რესურსები“, - განაცხადა MIT-IBM Watson-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის მკვლევარმა Leshem Choshen-მა. https://tinyurl.com/54r6maz3
  9. Apple-ის ჰედსეტ Vision Pro 2 AR-ს ორი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ექნება მიმდინარე თაობის მოდელთან შედარებით Apple მუშაობს შერეული რეალობის ჰედსეტ Vision Pro 2-ის ახალ ვერსიაზე, რომელშიც ორიგინალ მოდელთან შედარებით ორი ძირითადი გაუმჯობესება იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი იტყობინება. ფოტოს წყარო: macrumors.com გურმანის თქმით Vision Pro 2 უფრო მსუბუქი და იაფი იქნება Vision Pro-სთან შედარებით, რომელიც იწონის 1.5 კგ-ს და ღირს 3499 აშშ დოლარი. მან ასევე აღნიშნა, რომ Apple გეგმავს შერეული რეალობის ჰედსეტის სხვა ვერსიის გამოშვებას, რომლის დაკავშირება შესაძლებელი იქნება Mac კომპიუტერებზე ულტრა დაბალი შეყოვნების უზრუნველყოფისთვის. „იდეას წარმოადგენს ულტრა დაბალი შეყოვნების სისტემის შექმნა მონაცემთა გადასაცემად Mac-ის ეკრანზე ან მაღალი დონის კორპორატიულ აპლიკაციებთან დასაკავშირებლად. ზოგიერთი მომხმარებელი იყენებს Vision Pro-ს სურათების სანახავად სამედიცინო პროცედურების დროს ან ავიასიმულატორებთან ურთიერთქმედებისას. ეს არის ორი სფერო, სადაც მომხმარებელს სჭირდება მინიმალური შეყოვნება, რის გარანტიასაც სრულიად უსადენო სისტემა ვერ იძლევა“, - აღნიშნა გურმანმა განცხადებაში. გაურკვეველია, ზუსტად როდის გამოუშვებს Apple-მა ამ ჰედსეტიდან ერთ-ერთს. შეგახსენებთ, რომ ორიგინალი Vision Pro გაყიდვაში გასული წლის თებერვალში გამოვიდა. გურმანის პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ Apple-ის გენერალურ დირექტორ ტიმ კუკისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება სრულფასოვანი შერეული რეალობის სათვალის შექმნაც. თუმცა, სავარაუდოდ, რომ ასეთი პროდუქტის ბაზარზე გამოჩენამდე ჯერ კიდევ ბევრი წელია. https://tinyurl.com/26b7hedh
  10. Bitcoin ჩამორჩა შვეიცარულ ფრანკს და ოქროს დამცავი აქტივის სტატუსში საფონდო ბირჟებზე არსებული არეულობისგან დანაზოგების დასაცავად ინვესტორები სულ უფრო ხშირად იყენებენ შვეიცარიულ ფრანკს და ოქროს. და ეს გასაკვირი არ არის. ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ დოლარი ფრანკთან მიმართებაში 0.8100-მდე დაეცა, რაც 12%-ით ნაკლებია 2024 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელთან შედარებით. ამან შვეიცარიული ფრანკი 2025 წლის ერთ-ერთ საუკეთესო პერსპექტიულ ვალუტად აქცია. ხოლო აშშ დოლარი რთულ პერიოდებში გადის და იგი 2018 წელლს არსებულ დონემდე ჩამოვიდა. ფრანკის წარმატება შეიძლება მიეწეროს შვეიცარიის ნეიტრალიტეტისა და საბანკო საიდუმლოების კანონებს, რაც ქვეყანას ყოველთვის უსაფრთხო თავშესაფრად აქცევდა. შვეიცარიის ეროვნული ბანკი არის მთავარი ინვესტორი აშშ-ის ბაზრებზე და ფლობს მნიშვნელოვან წილებს ბევრ წამყვან ამერიკულ კომპანიაში, მათ შორისაა ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიცაა Apple (NASDAQ:AAPL), Microsoft (NASDAQ:MSFT), Amazon (NASDAQ:AMZN) და Alphabet (NASDAQ:GOOGL). ის ასევე არის აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სიდიდით მეათე მფლობელი. ოქრო ასევე გახდა საიმედო აქტივი, მისი ფასი გაიზარდა რეკორდულ 3.240 აშშ დოლარამდე. პანდემიის დაწყებიდან მისი ღირებულება 125%-ით გაიზარდა, 2024 წელს კი - 24%-ით. ამავდროულად, S&P 500 და Nasdaq 100 ინდექსები ორნიშნა რიცხვით შემცირდა. ოქრომ და შვეიცარიულმა ფრანკმა ასევე გადაუსწრო Bitcoin-ს ყველაზე მომგებიენი დამცავი აქტივების სტატუსში. მიმდინარე წელს ფლაგმანური კრიპტოვალუტის კურსი წლის მაქსიმალური 109.300 აშშ დოლარიანი მაჩვენებლიდან ამჟამინდელ 85 ათას აშშ დოლარამდე შემცირდა. https://tinyurl.com/55efyyjy
  11. Nvidia-მ პირველად გაუსწრო Samsung-ს და გახდა ნახევარგამტარი პროდუქტების უდიდესი მომწოდებელი წლების განმავლობაში Intel და Samsung Electronics იბრძოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ნახევრადგამტარი კომპონენტების უმსხვილესი მომწოდებლები შემოსავლის მიხედვით, რადგან მეხსიერების ჩიპების ბაზრის ციკლურმა ბუნებამ არაერთხელ შეარყია ამ უკანასკნელის ფინანსური მაჩვენებლები. გასული წლის შედეგების მიხედვით Nvidia პირველად გახდა ლიდერი და შეძლო შემოსავლის 120%-ით გაზრდა. ფოტოს წყარო: Nvidia Gartner-მა ამის შესახებ გასულ კვირას განაცხადა და აღნიშნა, რომ Nvidia-ს 2024 წლის შემოსავალი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში მთლიანი შემოსავლის 11.7%-ს შეადგენდა - იგი ჯამში ზომიერი 21%-ით გაიზარდა 655.9 მლრდ აშშ დოლარამდე. ამავდროულად Samsung Electronics-მა შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება და საკუთარი შემოსავალი 60.8%-ით 65.7 მლრდ აშშს დოლარამდე გაზრდა, ხოლო Intel-მა დაკარგა ლიდერის პოზიცია და მესამე ადგილზე ჩამოვიდა - მისი შემოსავალი მხოლოდ 0.8%-ით 49.8 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხელოვნური ინტელექტის სისტემების აჟიოტაჟმა სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ Nvidia-ს, არამედ ზოგადად მეხსიერების მომწოდებლებს. მათი ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 73.4%-ით, ხოლო სამხრეთკორეული SK hynix მეექვსედან მეოთხე ადგილზე ავიდა შემოსავლების 91.5%-ით, 44.2 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდის შედეგად. როგორც ცნობილი გახდა, კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო DRAM მეხსიერების უმსხვილესი მომწოდებელი სწორედ HBM-ზე მაღალი მოთხოვნისა და შესაბამის სეგმენტში ლიდერობის გამო. ფოტოს წყარო: Gartner ამერიკული Micron Technology-ს შემოსავალი, რომელიც ასევე ამარაგებს Nvidia-ს თავისი მოწინავე მეხსიერებით, გასულ წელს 71%-ით გაიზარდა 27.6 მლრდ აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, Micron-მა მოახერხა Gartner-ის რეიტინგში მეთორმეტედან მეშვიდე ადგილზე ასვლა. AMD, Intel-ისა და Nvidia-ს კონკურენტი, მეშვიდედან მერვე ადგილზე ჩამოვიდა - მისი შემოსავალი გაიზარდა ზომიერი 8.2%-ით 24.1 მლრდ აშშ დოლარამდე. Apple, მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ხდება ყველაზე ძვირადღირებული კომპანია მსოფლიოში, კმაყოფილდება მეცხრე ადგილით ნახევრადგამტარი კომპონენტების მიწოდებიდან მიღებული შემოსავლით (20.5 მლრდ აშშ დოლარი), თუმცა 2023 წელს იგი მერვე ადგილს იკავებდა. ჩიპების მომწოდებლების ტოპ ათეული ერთობლივად აკონტროლებს ბაზრის შემოსავლის 58.8%-ს, ამიტომ მათი გავლენა უმნიშვნელოვანესია. ბაზრის ყველა სხვა დანარჩენ მონაწილეზე მოდის ნახევრადგამტარი პროდუქტების მიწოდებიდან მიღებული საერთო შემოსავლის 41.2%. https://tinyurl.com/58pyrdwf
  12. Asus-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი 610 ჰც გეიმინგ მონიტორი ROG XG248Q5G-P Asus-მა წარმოადგინა ორი გეიმინგ მონიტორი - ROG XG248Q5G-P და ROG XG32UCG. პირველი მთგანი გვევლინება, როგორც გადაწყვეტილება კიბერისთვის და აქვს კადრის განახლების ძალიან მაღალი სიხშირის - 610 ჰერცის მხარდაჭერა. მეორე გთავაზობთ ორი სამუშაო რეჟიმის მხარდაჭერას: 4K 160 ჰერცზე და Full HD - 320 ჰერცზე. ფოტოს წყარო: Asus ულტრა სწრაფ ROG XG248Q5G-P-ს აქვს 24.1-დუიმიანი Super TN პანელით. ხელმისაწვდომია კადრის განახლების სიხშირის სამი რეჟიმი: 240H ჰც, 480 ჰც და 610 ჰც Overdrive რეჟიმში. მონიტორს აქვს 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებია მხარდაჭერა და მატრიცის რეაგირების დრო 0.1 მწ. წარმოდგენილია 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync თავსებადობა და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. ROG XG248Q5G-P-ის დამატებითი საინტერესო მახასიათებელია კომპლექტაციაში წარმოდგენილი სადგამი, რომელიც არის მაქსიმალურად ერგონომიული. ხელმისაწვდომია HDMI 2.1 და DisplayPort 1.4 კონექტორები, ასევე - 3.5 მმ აუდიო კონექტორი. ამჟამად ჩინეთში მონიტორის ფასია 7999 იუანი (1100 აშშ დოლარი) და მისი მიწოდება მომდევნო თვეში დაიწყება. Asus ROG XG32UCG მოდელი აგებულია 31.5-დუიმიან IPS მატრიცაზე. მხარდაჭერილია 4K გაფართოება კადრის განახლების სიხშირით 160 ჰერცი, ასევე Full HD გაფართოება - 320 ჰერცით. მატრიცის რეაგირების დროდ მითითებულია 0.3 მწ. მონიტორს აქვს 95%-იანი DCI-P3 ფერთა გამის დაფარვა, NVIDIA G-Sync-თან თავსებადობა და AMD FreeSync Premium-ის მხარდაჭერა. მონიტორზე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.4, HDMI 2.1, USB Type-C და 3.5 მმ აუდიო კონექტორები. ამ მოდელსაც აქვს ერგონომიული სადგამი. ROG XG32UCG გაყიდვაში ჩინეთში მომავალ თვეში გამოვა. მისი სარეკომენდაციო ფასია 3999 იუანი (550 აშშ დოლარი). https://tinyurl.com/yww7ykea
  13. Binance ახალ კენჭისყრას ჩაატარებს 17 ტოკენის დელისტინგის შესახებ კრიპტო ბირჟა Binance აგრძელებს კამპანიას „Vote to Delist“ – „მიეცი ხმა დესლიტინგს“. ამჯერად პლატფორმის მომხმარებლებს სთხოვეს ხმის მიცემა 17 ტოკენის სიიდან ამოღებაზე, ესენია: FTT, JASMY, VOXEL, GPS, ZEC, STPT, ARK, ARDR, MBL, PERP, NKN, WING, LTO, FLM, BSW, ALPACA და PDA. ხმის მიცემა ჩატარდება Binance Square-ზე (NYSE:XYZ) 10 აპრილიდან 16 აპრილამდე პერიოდში. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ დამოწმებული Binance ანგარიში და ფლობდნენ მინიმუმ 0.01 BNB-ს. თითოეულ მათგანს შეუძლია ხუთ ტოკენზე ხმის მიცემა, თითო ხმა თითო პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ Binance გაითვალისწინებს საზოგადოების უკუკავშირს, მათი ხმის მიცემის შედეგი არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. საბოლოო გადაწყვეტილებაზე დელისტინგის შესახებ ასევე გავლენას მოახდენს სხვა ასპექტები, როგორიცაა პროექტის აქტივობა, ლიკვიდობა, გუნდის ეფექტურობა და სხვა რისკები. პირველი კენჭისყრის შემდეგ კრიპტო ბირჟები შეწყვეტენ ერთდროულად 14 ტოკენის მხარდაჭერას, მათ შორის იქნება BAL, CREAM, SNT, HARD, TROY, UFT და FIRO. ყველა მათგანი 16 აპრილიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება. Binance-ის წარმომადგენლებმა ჩამონათვალიდან ამოღების მიზეზებს შორის დაასახელეს პროექტების ნელი განვითარება და დაბალი სავაჭრო აქტივობა. https://tinyurl.com/4h6ew8jw
  14. AMD-მ აღიარა, რომ Zen 5 პროცესორებს აქვთ საშიში დაუცველობა EntrySign Google-ის უსაფრთხოების მკვლევარებმა ახლახანს აღმოაჩინეს ფარული დაუცველობა სახელწოდებით EntrySign, რომელიც საშუალებას აძლევს მავნე კოდის შესვლას AMD-ის პროცესორებზე ხელმოუწერელი მიკროკოდის პატჩების მეშვეობით, - Zen-დან Zen 4-მდე. თავად AMD-მ ახლახანს დაადასტურა, რომ უახლესი Zen 5 ჩიპებიც დაუცველობის წინაშეა. ფოტოს წყარო: TechSpot პრობლემას წარმოადგენს ხარვეზი AMD-ის ხელმოწერის დადასტურებაში მიკროკოდების განახლებისთვის - დაბალი დონის შესწორებები, რომლებსაც ჩიპების შემქმნელები ავრცელებენ შეცდომების ან დაუცველობის გამოსასწორებლად. როგორც წესი, ოპერაციული სისტემა ან firmware ჩატვირთავს მხოლოდ მიკროკოდს, რომელიც ხელმოწერილია და დამტკიცებულია AMD-ის მიერ. EntrySign კი საშუალებას აძლევს ბოროტმოქმედებს, რომლებსაც წვდომა აქვთ Ring 0-ზე (ბირთვის დონე) დაცვას გვერდი აუარონ ჩიპებზე. გასულ თვეში AMD-მ განაცხადა, რომ EntrySign-მა გავლენა მოახდინა Zen პროცესორების პირველ ოთხ თაობაზე მთელ მის ასორტიმენტში. ყველა ჩიპი დაუცველი იყო, მასობრივი ბაზრის სამომხმარებლო Ryzen-დან დაწყებული - დამთავრებული მაღალი წარმადობის სასერვერო EPYC პროცესორებით. მიმდინარე კვირაში AMD-მ განაახლა უსაფრთხოების ბიულეტენი და დაადასტურა, რომ ახალი Zen 5 ჩიპებიც კი მგრძნობიარეა დაუცველობის მიმართ. მათ შორისაა დესკტოპ Ryzen 9000 (Granite Ridge), სასერვერო EPYC 9005 (Turin), მობილური Ryzen AI 300 (Strix Halo, Strix Point და Krackan Point), ასევე მძლავრი გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი მობილური Ryzen 9000HX (Fire Range) . AMD აცხადებს, რომ უკვე მიაწოდა საჭირო მიკროკოდის შესწორებები დედა დაფების მწარმოებლებს ComboAM5PI 1.2.0.3c AGESA განახლების მეშვეობით. მომხმარებლებს ურჩევენ შეამოწმონ დედა დაფების მწარმოებლის ვებ-გევრდი BIOS განახლებისთვის. ფოტოს წყარო: AMD სასერვერო პროცესორებთან დაკავშირებით სიტუაცია ცოტა უფრო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ AMD-მ უკვე გამოუშვა შესწორებები წინა თაობის სამომხმარებლო ჩიპებისა და სერვერის EPYC მოდელებისთვის, განახლებების გამოსვლა ახალი EPYC (Turin) მოდელებისთვის, რაც გავლენას მოახდენს EntrySign დაუცველობაზე, მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს. აღნიშნულია, რომ თავდამსხმელს მაღალი დონის სისტემის პრივილეგიები სჭირდება EntrySign დაუცველობის გამოსაყენებლად. მუდმივი მავნე პროგრამისგან განსხვავებით, რომელიც რჩება სისტემაში გადატვირთვის, პროგრამის ხელახალი ინსტალაციის ან მომხმარებლის გამოსვლის შემდეგაც, EntrySign-ის მეშვეობით ჩატვირთული ნებისმიერი მავნე მიკროკოდი წაიშლება სისტემის გადატვირთვისას. მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული მომხმარებლებისთვის რეალური რისკი შედარებით დაბალია, მონაცემთა ცენტრებისა და ქლაუდ ინფრასტრუქტურის პოტენციური საფრთხე ამ დაუცველობას უსაფრთხოების სერიოზულ საკითხად აქცევს, რომლის მოგვარებაზეც AMD და მისი პარტნიორები დროულად მუშაობენ. https://tinyurl.com/5fy86hj3
  15. MediaTek-მა წარადგინა უსწრაფესი მობილური ჩიპი Dimensity 9400+ 10 კმ Bluetooth-ის მხარდაჭერით კონფერენცია MDDC 2025-ის წინა დღეს MediaTek-მა დააანონსა თავისი ყველაზე ძლიერი მობილური ჩიპი, Dimensity 9400+, Dimensity 9400-ის განახლებული და გაუმჯობესებული ვერსია, რომლის დებიუტი შემოდგომაზე შედგა. ახალი პროდუქტი განკუთვნილია ფლაგმანური სმარტფონებისთვის. ფოტოს წყარო: mediatek.com MediaTek Dimensity 9400+ ჩიპი დამზადებულია TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. მძლავრი Arm Cortex-X925 ბირთვი ამჟამად მუშაობს 3.73 გჰც-მდე სიხშირეზე (ძველი სიხშირე იყო 3.62 გჰც); სამ Cortex-X4 ბირთვს აქვს 3.30 გჰც სიხშირე, ოთხ Cortex-A720-ს - 2.4 გჰც. MediaTek NPU 890 AI ამაჩქარებელი აუმჯობესებს მუშაობის სიჩქარეს წინა თაობის ჩიპთან შედარებით და აქვს დიდი ენის მოდელების ფართო სპექტრის მხარდაჭერა ( Mixture-of-Experts (MoE), Multi-Head Latent Attention (MLA), Multi-Token Prediction (MTP)), ასევე მხარდაჭერილია FP8 ინფერენსი გაუმჯობესებული მსჯელობის სიჩქარით. Speculative Decoding+ (SpD+) წარმადობა გაიზარდა 20%-ით. MediaTek Dimensity 9400+ მოიცავს 12-ბირთვიან Arm Immortalis-G925 GPU-ს, რომელშიც მხარდაჭერილია გამჭვირვალობის ოპტიკური მიკრორუკები (OMM) რეალისტური ვიზუალური ეფექტებისთვის; დამატებულია კადრების სიხშირის MFRC 2.0+ გადამყვანი, რომელიც უზრუნველყოფს კადრების სიხშირის ორჯერ გაზრდას, ასევე ენერგოეფექტურობის ზრდას 40%-მდე. წარმოდგენილია სიგნალის პროცესორი MediaTek Imagiq 1090, რაც საშუალებას იძლევა ჩაიწეროს HDR ვიდეო მასშტაბირების მთელ დიაპაზონში; Smooth Zoom ტექნოლოგია განკუთვნილია მოძრავი ობიექტების დინამიური გადაღებისთვის. ჩიპი საშუალებას აძლევს პირდაპირ Bluetooth კავშირებს სმარტფონებს შორის დაიფაროს 10 კმ-მდე მანძილი, რაც 6.6-ჯერ აღემატება Dimensity 9400-ის მაჩვენებელს. MediaTek Dimensity 9400+ ჩიპი BeiDou-ის თანამგზავრებს 33%-ით უფრო სწრაფად უერთდება ფიჭური დაფარვის გარეშეც კი. მხარდაჭერილია სამდიაპაზონიანი Wi-Fi 7 ხუთი ნაკადით; MediaTek Xtra Range 3.0 ტექნოლოგია უზრუნველყოფს Wi-Fi დაფარვას 30 მეტრზე. მხარდაჭერილია გამოსახულების გამოტანა 3440 × 1440 პიქსელი გაფართოებით. ხელმისაწვდომია სამი MIPI პორტი სამი ეკრანებისთვის. მხარდაჭერილია Bluetooth 6.0, LPDDR5X 10667 მეხსიერება 10.7 გბ/წმ-მდე სიჩქარით, UFS 4 და MCQ. MediaTek Dimensity 9400+-ზე აგებული პირველი სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე თვეში გამოვა. ჩიპი გამოყენებული იქნება შემდეგ მოდელებში - Oppo Find X8s და X8s+, Vivo X200s და Realme GT7-ში. https://tinyurl.com/bdfe6et2
  16. ადამ ბეკი: Bitcoin ოქროს ჩამოართმევს ინფლაციისგან დაცვის მთავარი ინსტრუმენტის სტატუსს ადამ ბეკის თქმით, Bitcoin, ისევე როგორც ოქრო, დეფიციტური აქტივია, მაგრამ ძვირფასი ლითონისგან განსხვავებით ის ჯერ კიდევ გლობალური ფინანსური ბაზრის მიერ აქტიური ათვისების პროცესშია. " Bitcoin-ს აქვს ის უპირატესობა, რომ ოქროს მსგავსია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ ადაპტაციის მრუდზეა. ინფლაცია სავარაუდოდ 10-15% იქნება მომდევნო ათი წლის განმავლობაში - ასეთი საინვესტიციო შემოსავლის მიღწევა რთულია ჩვეულებრივი აქტივებიდან, როგორიცაა აქციები ან უძრავი ქონების ქირა. Bitcoin-მა შესაძლოა უზრუნველყოს ამგვარი შესაძლებლობა." აშშ დოლარსა და ევროში ფულის მიწოდების 50%-ზე მეტით ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასტიმულირებს მოთხოვნას უსაფრთხო აქტივებზე, კერძოდ Bitcoin-ზე, რაც კრიპტოვალუტებს აძლევს შანსს დაიკავონ ოქროს ზოგიერთი ნიშა, განაცხადა ბრიტანელმა კრიპტოგრაფმა. კრიპტო-ინდუსტრიის განვითარების ბარიერები თანდათან მოიხსნება, აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო „პრო-კრიპტოვალუტის პოლიტიკა“, ხოლო მარეგულირებლებმა დაამტკიცეს სპოტ-Bitcoin ETF-ები, აღნიშნა ბიზნესმენმა. მანამდე ადამ ბეკმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის კურსის ცვალებადობა ბაზარზე დროებითი მოვლენაა. ტექნოლოგიებისა და გადახდის სისტემების განვითარებასთან ერთად პირველი კრიპტოვალუტის არასტაბილურობის დავიწყება შესაძლებელი გახდება. https://tinyurl.com/2cfpp523
  17. Google-მა წარადგინა Vertex AI Studio, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ნაკრები მზა ვიდეოების შესაქმნელად Google-მა გამოაცხადა Vertex AI Media Studio-ის გამოშვების შესახებ - ეს არის AI ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ვიდეოები ტექსტის აღწერილობების საფუძველზე. სერვისი აგებულია Vertex AI პლატფორმაზე და აერთიანებს რამდენიმე მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელს ვიდეო წარმოების ყველა ასპექტის განსახორციელებლად, მათ შორის ვიზუალური ეფექტების, ხმის გადაცემის და ფონური მუსიკის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ვიდეო რედაქტირების ან კოდირების უნარების მოთხოვნის გარეშე. ფოტოს წყარო: Steve Johnson/unsplash.com მომხმარებლები მოწვეულნი არიან დაიწყონ გამოსახულების შექმნის პროცესი AI გენერატორ Imagen 3-ის გამოყენებით. შედეგად მიღებული სურათი შეიძლება გადაიქცეს ვიდეოდ Veo 2 ალგორითმის გამოყენებით, რომელიც ასევე გთავაზობთ სხვადასხვა პარამეტრის მორგების შესაძლებლობას. Google-ის თანახმად Veo გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ კამერის მოძრაობის ტიპი, როგორიცაა დრონი ან პანორამა, ასევე დაარეგულიროთ ვიდეოს კადრების სიხშირე და ხანგრძლივობა. თუ ალგორითმი დაამატებს ვიდეოს რაიმე არასაჭირო ელემენტს, მათი ადვილად მოშორება შესაძლებელია Magic Eraser ინსტრუმენტის გამოყენებით. ვიზუალური ეფექტების დასრულების შემდეგ სერვისი მომხმარებელს შესთავაზებს გამოიყენოს AI ხმის სინთეზატორი Chirp გახმოვანების შესაქმნელად. მის დასკვნით ეტაპზე, Lyria AI მოდელი, DeepMind-ისა და YouTube-ის ერთობლივი ქმნილება, უზრუნველყოფს მუსიკის გენერირებას, რომელიც ფონად დაედება მომხმარებლის ვიდეოებს. თეორიულად, საბოლოო შედეგი უნდა იყოს გამოსაქვეყნებლად მზა ვიდეო, რომელიც არ ჩამოუვარდება პროფესიონალურს არც იმ კუთხით, რაც ხდება კადრში, არც გახმოვანებით. მომხმარებელს შეუძლია შექმნას ეს ყველაფერი ერთ სერვის Vertex AI Studio-ში, ანუ არსებითად იმავე სერვისში, სადაც დეველოპერები ამოწმებენ Gemini AI მოდელის უახლეს ვერსიებს. https://tinyurl.com/y39c52k9
  18. Google-მა წარმოადგინა AR სათვალის ცოცხალი პროტოტიპი, რომელიც Android XR-ზე მუშაობს 2024 წლის ბოლოს Google-მა წარადგინა Android XR, რომელიც შეიქმნა Samsung-სა და Qualcomm-თან თანამშრომლობით. Android XR პლატფორმა აერთიანებს ხელოვნურ ინტელეტს, შერეულ რეალობას (AR) და ვირტუალურ რეალობას (VR) და გთავაზობთ ურთიერთქმედებას შერეული რეალობის (XR) მოწყობილობებთან. ამჟამად ღონისძიება TED2025-ზ, Android XR-ის ხელმძღვანელმა შაჰრამ იზადიმ (Shahram Izadi) გამოიყენა XR სათვალის პროტოტიპი საუბრის დროს მოწყობილობის ზოგიერთი ფუნქციის დემონსტრირებისთვის. ფოტოს წყარო: Google Google-მა გამოუშვა Maps, YouTube, Chrome და სხვა აპლიკაციების XR ვერსიები სპეციალურად Android XR-ისთვის. კომპანია ამჟამად მუშაობს ბრაუზერის მრავალფანჯრიან ვერსიაზე XR რეჟიმში მუშაობისთვის და Google Play-ში არსებული აპლიკაციების მხარდასაჭერად. ინტერფეისის გარდა Android XR "ჩვეულებრივი" ოპერაციული სისტემისგან განსხვავდება მულტიმოდალურ AI მოდელ Gemini-ის საფუძველზე დაფუძნებული ფუნქციების გაფართოებული ნაკრებით, რაც, Google-ის აზრით, მნიშვნელოვნად გააფართოვებს XR გაჯეტების ფუნქციონალს. Google და Samsung ამჟამად მუშაობენ Android XR-ზე მომუშავე მოწყობილობების გამოშვებაზე Google-ის ყველა უახლესი AI მიღწევის გამოყენებით. Google-მა უპიატესობა მიანიჭა სათვალეის ფორმ-ფაქტორს, ხოლო Samsung ავითარებს Apple Vision Pro-ს მსგავს მოწყობილობას. ჯერ კიდევ ძალიან ცოტაა ცნობილი Google-ის Android XR-ზე დაფუძნებული გაჯეტების შესახებ, მაგრამ იზადის გამოსვლა ასეთი სათვალით ადასტურებს კომპანიის სერიოზულ განზრახვებს. იზადის მიერ გამოყენებული სათვალე არაფრით განსხვავდებოდა იმ პროტოტიპების სურათებისგან, რომლებიც მანამდე გამოჩნდა ინტერნეტში. ნაჩვენები იყო სპარსულიდან ინგლისურზე თარგმნის პროცესი, გამოსახულების ამოცნობა და ურთიერთქმედება Android მოწყობილობებსა და სათვალეებს შორის. ასევე ნაჩვენები იყო Samsung-ის XR ჰედსეტი, რომელიც ფოკუსირებულია მრავალი ფანჯრის რეჟიმში მუშაობაზე, მრავალი დავალების შესრულებასა და VR კონტენტის ყურებაზე. ჯერჯერობით არ გაზიარებულა კონკრეტული ინფორმაცია სამომხმარებლო პროდუქტების გამოშვების შესაძლო თარიღების შესახებ, რომლებიც Android XR-ზე იმუშავებს. https://tinyurl.com/yr6znp2p
  19. Bitwise: აშშ-ის ტარიფები და სუსტი დოლარი გააძლიერებს Bitcoin-ს აშშ დოლარის დევალვაციამ შესაძლოა გააძლიეროს Bitcoin-ის, როგორც აქტივის პოზიცია. ამის შესახებ Bitwise-ის დირექტორმა მეტ ჰოუგანმა განაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა აშშ-ის ვალუტის შესუსტების შესახებ გახდება ასეთი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ ცვლილებების მთავარი ფაქტორი ამერიკული ვალუტის შესუსტება იქნება. ჰოუგანმა გაიხსენა, რომ გლობალური ეკონომიკის დოლარზე დამოკიდებულებამ უკვე გამოიწვია დისბალანსი საერთაშორისო ბაზრებზე. თავის გამოსვლაში თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა სტივ მირანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული მოდელი ხელს უწყობს სავაჭრო დეფიციტს და საწარმოო სექტორის შემცირებას. ეს თეზისი გამოხატავს ამერიკის ხელისუფლების განზრახვას, მიაღწიოს უფრო სუსტ დოლარს, თუნდაც ეს აზიანებდეს მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსს, აღნიშნა ჰოუგანმა. CIO Bitwise-ის თქმით, ამ მოვლენას Bitcoin-ზე აქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გავლენა. უახლოეს პერსპექტივაში დოლარის ინდექსსა და Bitcoin-ს შორის უკუკორელაცია მთავარ როლს თამაშობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი მერყეობდა -0.4-დან -0.8-მდე. გრძელვადიან პერსპექტივაში დოლარის დევალვაციას შეუძლია შეცვალოს გლობალური ფინანსური სისტემა, გაზარდოს ალტერნატიული სარეზერვო აქტივების როლი, როგორებიცაა Bitcoin და ოქრო. ჰოუგანი თვლის, რომ უფრო ფრაგმენტირებული სარეზერვო ვალუტის სისტემაზე გადასვლა გარდაუვალია. ასეთ ვითარებაში Bitcoin, თავისი სტაბილური მიწოდებით, მთავრობებისგან დამოუკიდებლობით და გლობალური ბუნებით, ინვესტორებისთვის მიმზიდველ ინსტრუმენტად იქცევა. ადრე Bitwise ვრაუდობდა, რომ Bitcoin-იის კურსი წლის ბოლომდე 200 ათას აშშ დოლარს მიაღწევს. ჰოუგანმა დაადასტურა, რომ ეს სცენარი შესაძლებელია. 25 მარტს Bitwise-ის CIO-მ განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილებამ Bitcoin-ის სტრატეგიული რეზერვის შექმნის შესახებ აღმოფხვრა პირველი კრიპტოვალუტის „ბოლო ეგზისტენციალური რისკი“. https://tinyurl.com/3bpcnfhh
  20. Adobe დანერგავს კრეატიულ AI-აგენტებს Photoshop-სა და Premiere Pro-ში კომპანია Adobe მუშაობს AI აგენტების დანერგვაზე გრაფიკულ რედაქტორ Photoshop-სა და ვიდეო რედაქტორ Premiere Pro-ში. აგენტები შეძლებენ არა მხოლოდ შემოგვთავაზონ გამოსახულების და ვიდეო რედაქტირების ვარიანტები, არამედ ავტომატურად გამოიყენონ ისინი. ამის შესახებ თავის ბლოგში იტყობინება Adobe-ის ციფრული მედიის ტექნიკური დირექტორი ელი გრინფილდი (Ely Greenfield). ფოტოს წყარო: blog.adobe.com Photoshop-ის აპლიკაციაში ახალი AI აგენტი, სახელად Creative Agent, ხელმისაწვდომი იქნება ახალი მოძრავი პანელის, Actions-ის მეშვეობით. ეს ხელსაწყო შეძლებს სურათის გაანალიზებას და რედაქტირების შეთავაზებას, როგორიცაა არასაჭირო ობიექტების ფონზე წაშლა ან ფონის მხატვრულად დაბინდვა. ცვლილებების გამოსაყენებლად მომხმარებელს მხოლოდ არჩეული ვარიანტის დადასტურება დასჭირდება, აღნიშნავს The Verge. მიუხედავად იმისა, რომ Photoshop-ის გამოცდილი მომხმარებლები ტრადიციულად ამჯობინებენ ობიექტების ხელით რედაქტირება, ფენებთან მუშაობას და დეტალური რედაქტირების გაკეთებას, Adobe-მა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა. მათ შორისაა ფუნქცია Generative Fill გამოსახულების პიქსელების შესავსებად ან დასამატებლად და Distraction Removal - არასაჭირო ობიექტების მოსაშორებლად. სამომავლოდ მომხმარებლებს შეეძლებათ აგენტს ბრძანებები მისცენ ბუნებრივ ენაზე, რაც გააადვილებს რთული ოპერაციების ათვისებას (თუმცა ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მათ დამოუკიდებლად შესრულებას). ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება აგენტის მუშაობის კორექტირება ან ფენების ხელით რედაქტირება ჩვეულებრივ. რაც შეეხება Premiere Pro-ს, Adobe აგრძელებს ახლახანს დანერგილი Media Intelligence ტექნოლოგიის განვითარებას. მან უკვე იცის როგორ გააანალიზოს ვიდეოები და დაეხმაროს მომხმარებელს საჭირო ფრაგმენტების პოვნაში. სამომავლოდ AI აგენტს შეეძლება შეასრულოს პირველადი, შაბლონური რედაქტირება მომხმარებლის მოთხოვნით. „მიუხედავად იმისა, რომ AI არ ჩაანაცვლებს ადამიანის შემოქმედებით ხედვას, მას შეუძლია წარმოადგინოს ინტელექტუალური იდეები, რომლებიც დააჩქარებს პროექტზე მუშაობას“, - განაცხადა გრინფილდმა. გარდა ამისა, ის გასწავლით როგორ შეასრულოთ რთული ამოცანები რამდენიმე დაწკაპუნებით, რაც ხელს შეუწყობს რედაქტორის პროფესიულ ზრდას. მომავალში Agent for Premiere Pro შეძლებს შეარჩიოს ოპტიმალური კადრები, გაასწოროს ფერი, დაარეგულიროს აუდიო და შეასრულოს სხვა ამოცანები, მათ შორის ახლახანს წარმოდგენილი Generative Extend ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც ავტომატურად ამატებს რამდენიმე წამს კლიპს დინამიური გადასვლისთვის. Photoshop-ის პირველი ხელოვნური ინტელექტის აგენტის ტექნოლოგია ლონდონში Adobe Max-ში 24 აპრილს იქნება წარმოდგენილი. https://tinyurl.com/2ubbh99v
  21. AMD-მ წარადგინა Ryzen 8000HX Dragon Range Refresh პროცესორები გეიმინგ ლეპტოპებისთვის AMD-მ დააანონსა Ryzen 8000HX მობილური პროცესორების სერია, რომელიც განკუთვნილია გეიმერებისა და იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მუშაობენ დიდი რესურსის მქონე ინტენსიურ ამოცანებზე. ახალი ჩიპები, კოდური სახელწოდებით Dragon Range Refresh, გასული წლის Ryzen 7000HX სერიის განახლებაა და მათში გრძელდება მაღალი წარმადობის ტრადიცია გეიმინგ ლეპტოპების სეგმენტში. ფოტოს წყარო: AMD სერია მოიცავს პროცესორის ოთხ მოდელს, რომელთაგან თითოეულს გააჩნია 16 ბირთვი და 32 ნაკადი. მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღწევს 5.4 გჰც-ს, ხოლო ქეშის მოცულობა - 80 მბ-ს. ყველა მოდელს აქვს საბაზისო ინტეგრირებული Radeon 610M გრაფიკა, რომელიც სავარაუდოდ გამოყენებული იქნება დისკრეტულ ვიდეო ბარათთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ ანონსამდე Dragon Range Refresh ჩიპები უკვე არაერთხელ იყო ნახსენები AMD-ის პარტნიორების მიერ. კერძოდ, Ryzen 9 8940HX პროცესორი შემთხვევით გამოვლინდა Asus ROG Strix G16 2025 ლეპტოპის აღწერაში, რაც ადასტურებს მის ძირითად მახასიათებლებს. ახალი პროცესორების არქიტექტურა უცვლელი რჩება - AMD Zen 4, დამზადებულია 5 ნმ ტექნოპროცესის გამოყენებით. წინამორბედების მსგავსად ჩიპებში გამოყენებულია ჩიპლეტების ტექნოლოგია, რაც მათ საშუალებას უზრუნველყონ მაღალი წარმადობა ენერგომოხმარების მნიშვნელოვნად გაზრდის გარეშე. Ryzen 8000HX სერია სავარაუდოდ დარჩება კონკურენტუნარიანი Intel-ის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. თუმცა, მომხმარებლები ვერ მიიღებენ რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას Ryzen 7000HX-თან შედარებით. მთავარი განსხვავებაა Ryzen 9 8940HX-ის ოდნავ უფრო მაღალი Boost სიხშირე, რაც მხოლოდ 100 მჰც-ით მეტია წინა 7940HX მოდელთან შედარებით. ფოტოს წყარო: liliputing.com ასევე საინტერესოა, რომ AMD-მ შეამცირა პროცესორების რაოდენობა Ryzen 8000HX სერიაში. Ryzen 7000HX სერია შვიდ მოდელს გვთავაზობდა, ხოლო განახლებულ ხაზში მხოლოდ ოთხია. გაურკვეველია, გამოვა თუ არა მომავალში Ryzen 9 7945HX3D-ის მსგავსი 3D V-Cache ვერსია, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი მოდელი არ დაანონსებულა. ანონსი შედგა ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიის გარეშე და AMD შემოიფარგლა პრეს-რელიზით და ვებ-გვერდზე გვერდების განახლებით. Intel-ის ძალიან პოპულარული Raptor Lake-ის განახლებისგან განსხვავებით Dragon Range Refresh გვევლინება, როგორც დინამიური და ეკონომიური განახლება ხაზში და არა გარღვევის მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება. https://tinyurl.com/3y4u24xx
  22. SEC-ში განაცხადეს, რომ USDT და USDC არ არის ფასიანი ქაღალდები აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ რეალურ აქტივებთან დაკავშირებული Stablecoin-ები, როგორებიცაა USDT და USDC, არ არის ფასიანი ქაღალდები, ამიტომ მათი გამოშვება და შესყიდვა არ საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას. აქტივებით მხარდაჭერილი Stablecoin-ების შეთავაზება და გაყიდვა არ არის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან გაყიდვა, განაცხადა აშშ-ის SEC-მა. მარეგულირებელი ორგანოს პოზიციის მიხედვით უზრუნველყოფილი Stablecoin-ები ინარჩუნებენ სტაბილურ ღირებულებას, მხარდაჭერილნი არიან რეზერვებით და არიან ადვილად გამოსასყიდი, ისევე როგორც აშშ დოლარზე მიბმული USDT და USDC. ორგანოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი უზრუნველყოფილი აქტივების შექმნის ან გამოსყიდვის მსურველებს შეეძლებათ ამის გაკეთება სააგენტოსთვის შეტყობინების გარეშე. Stablecoin-ების გამოშვებისა და გამოსყიდვის პროცესში ჩართულ პირებს არ სჭირდებათ ამ ტრანზაქციების კომისიაში რეგისტრაცია, ნათქვამია ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, მიმდინარე კვირაში, აშშ-ის კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტ STABLE-ის განვითარებას - აქტს, რომელიც დაარეგულირებს აშშ დოლარზე მიბმულ აქტივებს. დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნებს, რომ ასეთი აქტივები იყოს მხარდაჭერილი ფიატურ ვალუტასთან 1:1 თანაფარდობით. https://tinyurl.com/4d25z9bk
  23. Microsoft-მა დაამატა მეხსიერება და პერსონალიზაცია Copilot-ში, მისცა მას ინტერნეტში სერფინგის საშუალება მომხმარებლის ნაცვლად და ასწავლა მსჯელობა 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად Microsoft-მა დაამატა მრავალი ახალი ფუნქცია AI ასისტენტ Copilot-ში, რის შედეგად იგი უფრო გახდა კონკურენტების მსგავსი, როგორებიცაა ChatGPT ან Claude. Copilot AI-ის ასისტენტმა მოიპოვა ინფორმაციის დამახსოვრების, პერსონალიზაციის, ინტერნეტში მოქმედებების შესრულების, პოდკასტების, კამერის და ეკრანის სურათების ანალიზის, ღრმა კვლევის ჩატარების და მრავალი სხვა შესაძლებლობა. ფოტოს წყარო: Steve Johnson/unsplash.com Copilot-ს ახლა შეუძლია „დაიმახსოვროს“ მომხმარებლის უპირატესობები, ინტერესები და მონაცემები, როგორიცაა დაბადების დღე და გამოიყენოს ეს ინფორმაცია პასუხებში, რჩევებში ან პრევენციულ შეთავაზებებში. Microsoft-მა განაცხადა, რომ მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ რა ინფორმაცია დაიმახსოვროს Copilot-მა, ან მთლიანად უარი თქვან ფუნქციაზე. განახლებები ხაზს უსვამს Microsoft-ის ვალდებულებას, გახადოს Copilot უფრო პერსონალური. კომპანიამ განაცხადა, რომ კონცეფციის დანერგვის ადრეულ ეტაპებზეა, მაგრამ მალე მომხმარებლებს შეეძლებათ Copilot-ს პერსონალიზებული სახე მიანიჭონ და ამასთან დააბრუნონ ვირტუალური ქაღალდის სამაგრის ასისტენტი Clippy. Microsoft AI-ის გენერალურ დირექტორ Mustafa Suleyman-ის თქმით მომხმარებლებს შეეძლებათ AI-ის ასისტენტის მორგება თავიანთი სტილისა და უპირატესობების შესაბამისად. პერსონალიზაციის მხარდაჭერის გარდა გაფართოვდა Copilot-ის ფუნქციონალურობა. ახალმა ფუნქცია Actions-მა მას შესაძლებლობა მისცა შეასრულოს ამოცანები ვებ ბრაუზერის გამოყენებით, რაც OpenAI-ის AI აგენტ Operator-ის და Amazon-ის ახლახანს დაანონსებული Nova Act-ის მსგავსია. Microsoft წარმოგვიდგენს მის გამოყენებას გასართობი ღონისძიებების ბილეთების დასაჯავშნად, რესტორნების დაჯავშნისა და შესყიდვების შესრულებისთვის, განსაკუთრებით კი ახალ სავაჭრო ფუნქციებთან კომბინაციისას, რაც საშუალებას აძლევს Copilot-ს მოძებნოს ფასდაკლებები და გაყიდვები. Copilot Vision-ის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ეკრანის და კამერის ფუნქციურობის გადახედვა ხელმისაწვდომია Windows კომპიუტერებისთვის, ასევე iOS და Android მოწყობილობებისთვის. თავის მხრივ, Deep Research AI ინსტრუმენტი Copilot-ს საშუალებას აძლევს გააანალიზოს დიდი რაოდენობით დოკუმენტები ან ონლაინ წყაროები რთული პროექტებისთვის და მისი კვლევის შესაძლებლობები ინტეგრირებულია Bing-თან, ასე რომ შესაძლებელია მიიღოთ პასუხი საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. https://tinyurl.com/4hr68duj
  24. Apple მნიშვნელოვნად შეცვლის iPhone 19 Pro-ს დიზაინს iPhone-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. Apple მომავალ წელს iPhone-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დიდ ცვლილებას ამზადებს. ამ ღონისძიების პატივსაცემად მოსალოდნელია პირველი დასაკეცი iPhone-ის პრეზენტაცია, ასევე iPhone 19 Pro-ის ახალი „თამამი“ დიზაინი. ამ მოსაზრებას Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი აზიარებს. ფოტოს წყარო: 9to5mac.com მოხსენებაში ნათქვამია, რომ iPhone 19 Pro-ს დიზაინი, თუ კომპანიის გეგმები არ შეიცვლება, მაქსიმალურად მიუახლოვდება იმას, რისი ნახვაც Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერ ჯონი აივის სურდა. ის დიდი ხანია მხარს უჭერს ისეთი iPhone-ის შექმნას, რომელიც „მინის ერთ ფურცელს ჰგავს“. ეს კონცეფცია ნათელი გახდა iPhone X-ის გამოსვლით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში Apple-მა მხოლოდ სქელი, ნაკლებად გლუვი კუთხეების მქონე iPhone-ები გამოუშვა, კომპანია ახლა, როგორც ჩანს, მიიწევს ისეთი დიზაინის მიმართულებით, რომელიც ჯონი აივს შეიძლება მოეწონოს. ცვლილება დაიწყება ულტრა თხელი iPhone 17 Air-ის გამოშვებით მიმდინარე წლის ბოლოს და გაგრძელდება მომავალ წელს, რომელიც იქნება Apple-ის სმარტფონებისთვის საიუბილეოა. „iPhone-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანია ამზადებს დიდ ცვლილებას, მათ შორის იქნება დასაკეცი ვერსია და თამამი ვიზუალის ახალი Pro მოდელი, რომელშიც უფრო მეტად მინა იქნება გამოყენებული“, - განაცხადა გურმანმა. ადამიანების უმრავლესობისთვის მინის iPhone, სავარაუდოდ, გამძლეობისა და შეკეთების პრობლემას ნიშნავს. თუმცა, Apple-ის გადმოსახედიდან ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს ლოგიკური, განსაკუთრებით iPhone-ის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რათა მომხმარებელს რაღაც ახალი შესთავაზოს. სამწუხაროდ, გურმანის პოსტში არ არის ნახსენები iPhone 19 Pro-ს დიზაინის სხვა მახასიათებლები. https://tinyurl.com/59dhpzmm
  25. SEC გადახედავს თავის წარსულ განცხადებებს კრიპტოვალუტების შესახებ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ უედამ სააგენტოს თანამშრომლებს კრიპტოვალუტების შესახებ რამდენიმე განცხადების გადახედვა უბრძანა. ”ამ მიმოხილვის მიზანია თანამშრომლების იმ განცხადებების იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს სააგენტოს მიმდინარე პრიორიტეტების შესაბამისად,” - განაცხადა უედამ. თავმჯდომარის მოთხოვნა გაცემულია საპრეზიდენტო ბრძანება „14192“-ის შესაბამისად - „კეთილდღეობის განბლოკვა დერეგულირების გზით“ - და შეესაბამება სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) რეკომენდაციებს. SEC-ის ცნობით, განხილვას ექვემდებარება შემდეგი განცხადებები: • 2019 წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელო ციფრული აქტივებისთვის „Howey-ს ტესტის“ გამოყენების შესახებ; • დეპარტამენტის თანამშრომლების პასუხი შტატ ვაიომინგის განცხადებაზე 2020 წელს, რომელიც ადგილობრივ ნდობით კომპანიებს ციფრული აქტივების ფლობის ნებარს რთავს; • გაფრთხილება ტრეიდერებისთვის ციფრული აქტივების „უნიკალურ რისკებზე“ 2021 წლის თებერვლიდან; • 2021 წლის გაფრთხილება Bitcoin-ის ფიუჩერსების ბაზარზე ჩართულ ერთობლივ ფონდებში ინვესტირების პრობლემების შესახებ; • 2022 წლის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა კომპანიებს გამჭვირვალედ გაეზიარებინათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები. თავმჯდომარე უედამ ასევე მიაპყრო კოლეგების ყურადღება დეპარტამენტის კომუნიკაციებზე COVID-19-ის და პანდემიის ეფექტებზე ბაზრებზე. ადრე SEC-ის კორპორაციული ფინანსების განყოფილებამ დაასახელა Stablecoin-ების მახასიათებლები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს არ მიეკუთვნება. https://tinyurl.com/cknvch7z
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.