-
Posts
7329 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კრიპტოვალუტების ცნობილი მომხრე და Wyoming Blockchain Coalition-ის თანადამფუძნებელი კეიტლინ ლონგი აცხადებს, რომ იქმნება ახალი ბანკი, რომელიც ორიენტირებული იქნება რეგულირებად სერვისებზე ციფრული ვალუტების სფეროში. პროექტში მონაწილეობას ასევე მიიღებს ტექნოლოგიური კომპანია Blockstream, რომელიც ცნობილია თავისი შემოქმედებით Bitcoin-თან მიმართებაში. ახალი ორგანიზაცია სახელად Avanti (იტალიურად - „წინ“) დარეგისტრირდა 6 იანვარს და დღემდე მიღებული აქვს ინვესტიციები 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. Avanti ინსტიტუციონალიზებულ ინვესტორებს შესთავაზებს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების შესაძლებლობას, კასტოდიალურ სერვისებს, აგრეთვე ოპერაციებს ციფრული ფასიანი ქაღალდებით. ამჟამად კომპანია ემზადება გააკეთოს განაცხადი, რათა მოიპოვოს სპეციალური დანიშნულების სადეპოზიტო დაწესებულების სახით საქმიანობის ნებართვა. განაცხადი ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა Avanti უკვე მუშაობს რვა პროდუქტზე, რომლებიც ამჟამად ამერიკულ ბაზარზე მიუწვდომელია. მათგან ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ერთი - კასტოდიალური სერვისი security-ტოკენებისთვის. როგორც კეიტლინ ლონგმა აღნიშნა, რადგან აშშ-ს კანონმხდებლობის თანახმად სამეურვეო კომპანიებს არ შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების ფლობის სერვისების შეთავაზება, Avanti-ს მოქმედება იდეალურად შეავსებს ამ ჩავარდნას. Avanti აგრეთვე თანამშრომლობს კომპანია Blockstream-თან, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც იმ აპლიკაციების, პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფის მომწოდებელი, რომლებიც აუცილებელია ციფრული აქტივების შენახვისთვის. Blockstream-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბეკმა განაცხადა, რომ კომპანიის Bitcoin-Sidechain Liquid-ის გამოყენებით Avanti შეძლებს შექმნას „ერთიანი ფანჯარა“ ციფრული ვალუტების შესანახად, აგრეთვე შექმნის შესაბამის API-ს - როგორც მრავალი ხელმოწერის სისტემასთან, ისე ტრადიციულ საბანკო ქსელებს შორის სამუშაოდ. შეგახსენებთ, რომ კეიტლინ ლონგი წარსულში გახლდათ საბანკო ჰოლდინგ Morgan Stanley-ს დირექტორი და სტარტაპ Symbiont-ის ხელმძღვანელი. იგი ასევე იყო ციფრული აქტივების შესახებ არსებული რევოლუციური კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი. https://forklog.com/blockstream-primet-uchastie-v-zapuske-pervogo-v-ssha-reguliruemogo-kriptobanka/
-
ბარსელონაში გამართულ პრეზენტაციაზე კომპანია Huawei-მ წარადგინა მთელი რიგი ახალი და განახლებული პროდუქტები, რომელთა შორისაა დასაკეცი სმარტფონი Huawei Mate Xs, პლანშეტი Huawei MatePad Pro, ლეპტოპი MateBook X Pro და როუტერები Wi-Fi 6+ სტანდარტის მხარდაჭერით. წარმოდგენილ იქნა ასევე კომპანიის პროდუქტების ციფრული ეკოსისტემის სამომავლო განვითარების სტრატეგია. HUAWEI Mate Xs გახლავთ გასულ წელს წარდგენილი დასაკეცი სმარტფონის იდეის განხორციელებული ვარიანტი. მას აქვს ფლაგმანური პროცესორი Kirin 990, 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა, აღჭურვილია Leica-სთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული კამერით, რომელიც ოთხი მოდულისგან შედგება: მათი გაფართოებებია 40 მპ, 16 მპ ფართოკუთხიანი ოპტიკა, 8 მპ ტელეობიექტივი და დამატებითი მოდული, რომელიც გამოსახულების სიღრმეს განსაზღვრავს. სმარტფონს ფრონტალური კამერა არ აქვს კონსტრუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, მის როლს ძირითადი კამერა ასრულებს. მოწყობილობა მუშაობს ოპერაციულ სისტემა EMUI 10.0.1-ზე. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება დისპლეის დაკეცვის ფუნქციის მხარდაჭერასა და ერთდროულად რამდენიმე აპლიკაციაში მუშაობისთვის. პლანშეტ Huawei MatePad Pro-ს მულტისქრინ-ფუნქციის მხარდაჭერა აქვს, რომელიც დაფუძნებულია ტექნოლოგია Huawei Share-ზე. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს - იმუშაოს კონტენტზე ერთდროულად ორ მოწყობილობაში და ჩამოაყალიბოს ეკოსისტემა რამდენიმე მოწყობილობისგან. ასევე შესაძლებელია პლანშეტის, როგორც კლავიატურის გამოყენება სმარტფონში მუშაობისას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ხელმისაწვდომია პლანშეტის ვერსია 5G მოდულით - Huawei MatePad Pro 5G. Mate Xs სმარტფონის მსგავსად პლანშეტიც Kirin 990 პროცესორის ბაზაზეა აგებული. დისპლეის დიაგონალი 10,8 დუიმს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თხელი ჩარჩოებისა და გვერდების მომგებიანი შეფარდების წყალობით პლანშეტის ეკრანი წინა პანელის 90%-ს იკავებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული მაჩვენებელია პლანშეტებს შორის. MatePad Pro მუშაობს EMUI 10-ზე, აქვს სამ აპლიკაციაში მუშაობის მხარდაჭერა, ასევე შესაძლებელია ეკრანის ალბომის რეჟიმში გამოყენება. პლანშეტს აქვს სტილუსი Huawei M-Pencil. გარდა ამისა, კომპანიამ წარადგინა განახლებული ლეპტოპები MateBook X Pro, რომლებშიც გამოყენებულია Intel Core 10 თაობის პროცესორები, აღჭურვილია სენსორული დისპლეებითა და თხელი ჩარჩოებით. ასევე წარდგენილ იქნა Wi-Fi 6+ სტანდარტის მქონე Huawei Wi-Fi AX ხაზის როუტერები, რომლებიც შემუშავდა Wi-Fi 6-ის ბაზაზე. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/34035/na-konferencii-v-barselone-kompaniya-huawei-predstavila-skladyvajuschijsya-smartfon-huawei-mate-xs-i-drugie-produkty
-
წლის დასაწყისში AMD-ის ხელმძღვანელი Lisa Su არაერთხელ დაჰპირდა საზოგადოებას ახალი თაობის გრაფიკული გადაწყვეტილებების წარდგენას, რომელთა შორისაა ფლაგმანური პროდუქტი Navi სერიიდან. გამორიცხული არ არის, რომ ამ გრაფიკული პროცესორის ანონსის მზადებაში მონაწილეობს კომპანია SK Hynix, რომელიც გვთავაზობს HBM2e ტიპის მეხსიერებას. ერთ-ერთმა ბლოგერმა Twitter-ზე განათავსა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია SK Hynix-ის ოფიციალური დოკუმენტის ფრაგმენტი, სადაც აღწერილია ახალი გრაფიკული პროცესორის (არტიკულით - D32310 ან D32315) სავარაუდო მახასიათებლები. შესაბამისმა პროდუქტებმა სერტიფიცირება უკვე გაიარეს სამხრეთ კორეაში, რაც ზემოთხსენებული ინფორმაციის სიზუსტეზე მიუთითებს. ფოტოს წყარო: Twitter, CyberPunkCat თუკი ფოტოს მარჯვენა ნაწილს დავაკვირდებით, თვალში გვხვდება Radeon RX 5950XT - ცნობილია, რომ ხსენებული ვიდეო ბარათის PCB-დაფის შემუშავებაში მონაწილეობა SK Hynix-ის სპეციალისტებმა მიიღეს. როგორც ჩანს, ისინი მუშაობდნენ HBM2e ტიპის მეხსიერების მიკროსქემების ინტეგრირებაზე, რომლებიც გამოყენებული იქნება გრაფიკულ პროდუქტებში. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინტერნეტ-წყარო აღწერს AMD-ის გრაფიკული პროცესორის კონფიგურაციას, რომელშიც HBM2e ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. ფოტოზე წარმოდგენილი მაჩვენებლების მიხედვით არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. https://3dnews.ru/1004451
-
ანტრეპრენერმა ჯონ მაკაფიმ განაცხადა, რომ კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მონეტების აღიარება, როგორებიცაა Monero, Zcash, Dash და სხვები, გარდაუვალია. მისი აზრით, ამის დამამტკიცებელი საბუთია კრიპტოვალუტების გამოყენება კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მიერ. ისტორიულად კრიმინალიტეტი ყოველთვის პირველი იყო ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში, სამართალდამცავი ორგანოები კი ჩამორჩებოდნენ - ხაზი გაუსვა მაკაფიმ. - თუმცა მათ უწევდათ მიმდინარე პროცესებს დაწეოდნენ, რასაც სიახლის დანერგვამდე მივყავდით - დაამატა მან. „გაქცევისთვის საჭირო სწრაფი ავტომობილები 1930-იან წლებში, ტელეფონები დანაშაულის კოორდინირებისთვის. ხელისფულება ყოველთვის აგვიანებდა. ამჟამად კრიმინალებმა დაამტკიცეს კონფიდენციალურობის ძალა“ - დაწერა ანტრეპრენერმა. მან დაამატა, რომ სახელმწიფო ორგანოები სიახლეებს ჩამორჩებიან ბიუროკრატიის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებები, რომლებიც ძალაუფლებას იყენებდნენ, „ანელებდნენ საყოველთაო პროგრესის განვითარების ტემპებს თავიანთი კომპეტენტურობის დონემდე“ - განაცხადა მაკაფიმ. მაკაფიმ ძველად განაცხადა, რომ Bitcoin გახდება „ოქროს სტანდარტი“. მან ივარაუდა, რომ მონეტა 1 მლნ აშშ დოლარიან დონეს მიაღწევს 2020 წლის ბოლოს. მცირე ხნის წინ კი განაცხადა, რომ ამაზე უბრალოდ იხუმრა. პირველ კრიპტოვალუტას მან „Shitcoin” უწოდა და განაცხადა, რომ მომავალი Altcoin-ებს ეკუთვნის. https://forklog.com/dzhon-makafi-ispolzovanie-kriminalom-anonimnyh-kriptovalyut-predveshhaet-ih-shirokoe-prinyatie/
-
გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 12-ს გავრცელებული ცნობებით სხვადასხვა დანიშნულება ენიჭებოდა, ღია კოდის მქონე პროგრამულმა პლატფორმებმა მცირე ხნის წინ გვიჩვენა კიდევ ერთი ვარიანტი - გამოთვლების ამაჩქარებელი HBM2 ტიპის მეხსიერებასთან კავშირში. ვექტორული პროცესორების რაოდენობით ასეთი ამაჩქარებელი ახლოს იქნება Radeon RX 5700 XT-სთან. გარკვეული პერიოდის წინ რესურს GitHub-ზე გამოჩნდა ახალი გრაფიკული პროცესორი GFX1011-ის აღწერა, რომელშიც გაცნობიერებულმა პირებმა AMD Navi 12 ამოიცნეს. პროცესორი წარმოდგენილი იყო ბრძანებების მხარდაჭერით, რომლებიც გამოიყენებოდა სწავლებად სისტემებში (deep learning operations). თანდათან გაირკვა, რომ ასეთ ამაჩქარებელს აქვს არა მარტო სპეციფიკური ინსტრუქციების მხარდაჭერა, არამედ იგი აღჭურვილია HBM2 ტიპის მეხსიერებით. სამომხმარებლო სეგმენტში AMD-მ მასზე ეტაპობრივად უარი თქვა მაღალი ფასის გამო, გამოთვლების ამაჩქარებლებს კი იგი სჭირდება მაქსიმალური წარმადობისთვის და ასეთ შემთხვევასი ფასის ფაქტორს ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ფოტოს წყარო: GitHub გაირკვა, რომ ამ კონფიგურაციის Navi 12-ს 40 ბლოკი აქვს, რაც შეესაბამება 2560 ვექტორულ ALU-ს, წარმადობით კი Radeon RX 5700 XT-ს დონეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში გრაფიკული პროცესორის სიხშირე არ აღემატება 1144 მეგაჰერცს. სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი შეზღუდვა გადაწყდა ენერგომოხმარებისა და სითბოს გამოყოფის შემცირების მიზნით. გამოთვლებისთვის განკუთვნილი ამაჩქარებლები ხშირადაა აღჭურვილი დიდი ზომის პასიური რადიატორებით, რომელთაგან სითბო განიდევნება სერვერის კორპუსის კედლებზე განთავსებული ვენტილატორების მიერ. https://3dnews.ru/1004375
-
ამერიკულმა ფინანსურმა ჰოლდინგმა JPMorgan-მა გაანალიზა ბლოკჩეინის მასობრივი მიღების ტემპები, Stablecoin-ების სიცოცხლისუნარიანობა და სოციალურ ქსელ Facebook-ის პროექტ Libra-ს პერსპექტიულობა. JPMorgan-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია (DLT) სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ, მათ შორისაა ბანკები და საფონდო ბირჟები. თუმცა მათი აზრით, ბლოკჩეინის მასიურ გამოყენებამდე ჯერ დიდი დროა. „ჩვენ ვხედავთ DLT-ის გრძელვადიან პოტენციალს, რომ მას შეუძლია გარდაქმნას ბანკების ბიზნეს-მოდელები, აამაღლოს ინფორმაციის გადაცემის ეფექტურობა და მისი შენახვის საიმედოობა“ - წერენ მკვლევარები. მათი თქმით, პროგრესის ტემპები დამოკიდებული იქნება იურიდიული და ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება „პლატფორმათშორის ინტეგრაციას“: ‘ბოლო 3-5 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ბლოჩეინ-გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს. თუმცა მაკროეკონომიკურმა გარემომ, ნორმატიულ-სამართლებრივმა საფუძვლებმა და ტექნიკურმა პრობლემებმა, როგორიცაა მაგალითად პლატფორმათშორისი ინტეგრაცია, შესაძლოა, გავლენა იქონიოს სამომავლო პროგრესზე“. ექსპერტების ანგარიშის თანახმად ბანკები DLT-ს იყენებენ საანგარიშსწორებო-კლირინგ სისტემების შექმნის, აგრეთვე გირაოს მართვის მექანიზმების უზრუნველყოფისთვის. კრიპტოვალუტები მსხვილ მოთამაშეებში პოპულარული ხდება. „კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდას აგრძელებს. ციფრული აქტივებით ვაჭრობაში ინსტიტუციონალიზებული ინვესტორების მონაწილეობა დღესდღეობით შესამჩნევი გახდა“ - აღნიშნავენ მკვლევარები. Libra-ს პერსპექტივის შესახებ ანგარიშის ავტორები ჯამში დარწმუნებულნი არიან საგადახდო სისტემა Libra-ს ქმედითუნარიანობაში. თუმცა გარკვეულ ეჭვებს იწვევს ქსელის მასშტაბირების შესაძლებლობა მოკლევადიანი ლიკვიდურობის შესაძლო დეფიციტის პირობებში. „Libra-ს მსგავს Stablecoin-ებს ზრის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. საბოლოო ჯამში მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე აიღონ ტრანზაქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა სისტემის შესაძლო კოლაფსმა - განსაკუთრებით კი დატვირთვის ზრდის პერიოდში - შესაძლოა სერიოზული მაკროეკონომიკური შედეგები გამოიღოს“. ექსპერტები Stablecoin-ებთან დაკავშირებით აცხადებენ: „მსოფლიო აბსოლუტურად მზად არის კერძო ფულისთვის, უმეტესობა, რასაც ჩვენ ფიატურ ვალუტად მივიჩნევთ, უკვე კერძო საკუთრებაში გაიცა. ” მეორე მხრივ JPMorgan დარწმუნებულია, რომ Stablecoin-ებს შესაძლოა წინ გადაეღობოს სერიოზული რეგულაციური ბარიერები მანამ, სანამ „დაიწყება ცენტრალური ხელისუფლებებისგან მათი, როგორც გადახდის საშუალებების აღიარება“. https://forklog.com/jpmorgan-u-libra-est-znachitelnyj-potentsial-rosta/
-
ვიდეო ბარათების შეძენა მუდამ ახალ დონეზე გადადის. დავუშვათ, გქონდათ NVIDIA GTX 1060, რომელიც მრავალი წელი კარგად გემსახურათ და პრობლემებს არ გიქმნიდათ 1080р გაფართოების თამაშებში. თუმცა 2K-მონიტორის ყიდვის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ბარათი ასეთ გაფართოებას ვერ უმკლავდება. გამოსავალი ერთია: შეიძინოთ უფრო თანამედროვე ვიდეო ბარათი. ამჯერად ვიხელმძღვანელებთ ვებ-გვერდ hardwaretimes-ის ექსპერტების რჩევებით და გავაანალიზებთ, თუ რომელი ბიუჯეტური ვიდეო ბარათები უნდა შეიძინონ მათ, ვისაც აქვს 2K-მონიტორი ან აპირებს მის ყიდვას უახლოეს მომავალში. გარდა ამისა, ეს ბარათები შესანიშნავად გამოგადგებათ 1080р გაფართოებისთვისაც და წლების მარაგიც უზრუნველყოფილი გექნებათ. საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი „ჯადოსნური სხივების“ გარეშე: Radeon RX 5600 XT. ამ ბარათის ფასი 280 აშშ დოლარიდან იწყება, თუმცა რეალურად მისი 300 დოლარზე ნაკლებად შეძენა რთულია. ამის მიუხედავად ჩვენს წინაშეა ბესთსელერი, რომელიც გვთავაზობს მაღალ წარმადობას მისაღებ ფასად. მთავარია დარწმუნდეთ, რომ BIOS წესრიგშია და მეხსიერების სიჩქარე შეესაბამება 14 გბ/წმ. მოთხოვნას. საუკეთესო ბიუჯეტური ვიდეო ბარათი RayTracing-ით: EVGA GeForce RTX 2060 KO Gaming. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში, თუმცა გამოვიდა ანალოგი ASUS-ისგან, რომელიც მთელ მსოფლიოში გაიყიდება 300 აშშ დოლარად. RTX 2060 KO წინა ბარათს ჩამორჩება, თუმცა მასში RayTracing-ია წარმოდგენილი. თუკი თქვენთვის ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია, ალტერნატიულ ვარიანტს ამ ფასად უბრალოდ ვერ ნახავთ. საუკეთესო არჩევანი: Radeon RX 5700 XT. ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად მომგებიანი ვიდეო ბარათი ფასისა და წარმადობის მიმართებაში. ყოველ შემთხვევაში, 400 აშშ დოლარიან სეგმენტში მას კონკურენტი არ ჰყავს. AMD-მ გამოუშვა მაღალი წარმადობის პროდუქტი, რომელიც უმეტეს ამოცანაში მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება კონკურენტი კომპანიების უფრო ძვირადღირებულ მოდელებს და აქვს ხელმისაწვდომი ფასი. ექსპერტები ჩამონათვალში მოიხსენიებენ GeForce RTX 2070 Super-საც, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ იგი 100 აშშ დოლარით ძვირია RX 5700 XT ბარათზე. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33970/luchshie-gejmerskie-videokarty-zimy-2020-goda-dlya-igr-v-razreshenii-1080r-i-2k-ot-ekspertov-hardwaretimes
-
- 1
-
-
Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა საზოგადოებას გაუზიარა რამდენიმე ახალი დეტალი ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის შესახებ, რომელიც ფუტურისტული კუთხოვანი დიზაინით გამოირჩევა. მასკის თქმით, პიკაპის საბარგული იმაზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ამ დრომდე იყო გამოცხადებული. მისი სიგანე შეადგენს 82 დუიმს, ანუ 208 სანტიმეტრს და არა 203-ს. ეს მაჩვენებელი მოსალოდნელთან ახლოსაა, თუმცა პრეზენტაციაზე წარმოდგენილ 84-დუიმიან ეგზემპლარზე ოდნავ მცირეა. მასკმა განაცხადა ისიც, რომ სტანდარტული კომპლექტაციის პიკაპი წარმოდგენილი იქნება ლაზერული მანათობლებით, რომლებიც განთავსდება საქარე მინის ზედა ნაწილში. მისი თქმით, იგი ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე საპრეზენტაციო მოდელი. როდესაც მასკს ჰკითხეს - ექნებოდა თუ არა პიკაპს სასარგებლო ტვირთის/მისაბმელის მრიცხველი, მან უპასუხა, რომ ეს ფუნქცია ელექტრო მობილს აუცილებლად ექნება, ისევე როგორც ბევრი სხვა საჭირო შესაძლებლობა. მისი თქმით, ბორტკომპიუტერის დისპლეიზე აისახება ცვლილებები რეალურ დროში სიჩქარის მაქსიმალური განვითარებისას, დამუხრუჭებისას, მოხვევისას, ასევე დარჩენილი სვლის მარაგის მაჩვენებლები. მაჩვენებლებში გათვალისწინებულ იქნება გზის სიმაღლე, ტვირთის მასა და წინაღობის ზემოქმედება. იმის გამო, რომ გაზრდილი მასა გავლენას ახდენს ავტომობილის დინამიკაზე, Tesla-ს სურს მძღოლს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ რეაგირებს მისი პიკაპი ამაზე რეალური დროის რეჟიმში. გარდა ამისა, სრულყოფილი ინფორმაცია მძღოლს საშუალებას მისცემს არ იღელვოს ეყოფა თუ არა აკუმულატორის მარაგი მთლიან გზაზე, აგრეთვე ამაღლდება დიდი მასის ტვირთით მგზავრობის უსაფრთხოების დონე. https://3dnews.ru/1004317
-
კრიპტოსავალუტო ბირჟა Norwegian Block Exchange-ის (NBX) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პლატფორმამ შექმნა საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა, რომელიც ავიაკომპანია Norwegian Air Shuttle-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ ბილეთები ციფრული აქტივებით. ახალი ფუნქცია დამდეგ გაზაფხულზე წარდგება, თუმცა ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ნორვეგიის მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ბირჟა თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც ავიაბილეთების კრიპტოვალუტით შეძენის მხარდამჭერი პლატფორმა. ავიაკომპანია Norwegian Air 1993 წელს დაარსდა და წარმოადგენს სკანდინავიის უდიდეს და ევროპის რიგით მესამე ავიაკომპანიას სიდიდით. ჯერჯერობით უცნობია რომელი კრიპტოვალუტების მხარდაჭერა ექნება ავიაკომპანიას. კომპანიის დამფუძნებლის შვილმა 2017 წელს იყიდა 3,5 მლნ ნორვეგიული კრონის ეკვივალენტის Bitcoin, რაც მიმდინარე კურსით დაახლოებით 380 ათასი აშშ დოლარის ტოლია. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ტაივანურმა კომპანია Far Eastern Air-მაც განაცხადა, რომ ემზადება ბილეთის საფასურად კრიპტოვალუტების მიღებისთვის. https://forklog.com/odna-iz-krupnejshih-aviakompanij-evropy-nachnet-prodazhu-biletov-za-bitkoiny/
-
კომპანია Samsung-მა გასული წლის ბოლოს დააანონსა სმარტფონები Galaxy A51 და Galaxy A71. ორივე მათგანს აქვს ოპერაციული სისტემა Android და საფირმო One UI 2.0. Galaxy A51 მოდელში გამოყენებული უნდა ყოფილიყო 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორი Exynos 9611, Galaxy A71-ში კი - 8-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 730. ორივე ჩიპსეტი აღჭურვილია LTE-მოდემით, თუმცა ამჟამად ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია აპირებს ორივე სმარტფონს დაუმატოს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა. Samsung Galaxy A71 ამისთვის Samsung-ს მოუწევს შეცვალოს ცალკრისტალიანი სისტემა. ახალი მონაცემების თანახმად, Exynos 9611-ისა და Snapdragon 730-ის ნაცვლად ორივე სმარტფონი წარმოდგენილი იქნება საფირმო 8-ნანომეტრიანი პლატფორმით - Exynos 980. ამ პროცესორის დებიუტი შედგა ორი თვის წინ vivo X30-სა და vivo X30 Pro სმარტფონებში. Samsung Galaxy A71 5G წარმოდგენილია Geekbench 4-ის მონაცემთა ბაზაში. 8-გიგაბაიტიანი მოდიფიკაციის შედეგები შეადგენს 3078 ქულას ერთბირთვიან ტესტირებაში და 7346 ქულას - ყველა ბირთვზე. 6-გიგაბაიტიანი Galaxy A51 5G მოდელის Geekbench 5-ზე ტესტირების შედეგები კი არის 679/1848 ქულა ერთნაკადიან/მრავალნაკადიან რეჟიმებში, შესაბამისად. ბენჩმარკმა დაადასტურა, რომ ყველა მოწყობილობაში გამოყენებულია სისტემა Exynos 980. Samsung Galaxy A71 ამჟამად ჯერჯერობით ხელსაწვდომია 4G სტანდარტის მქონე Galaxy A51 და Galaxy A71 სმარტფონები. უფროს ვერსიას აქვს 6.7-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი Full HD+ გაფართოებით. დისპლეის ქვეშ დაყენებულია ბიომეტრიული სკანერი. უკანა კამერა ოთხმოდულიანია - მათი გაფართოებებია 64+12+5+5 მეგაპიქსელი. ბოლო ორი განკუთვნილია ფონის გაბუნდოვნებისა და მაკროგადაღებისთვის. 12-მეგაპიქსელიანი მატრიცა დაკავშირებულია ფართოკუთხიან ოპტიკასთან. სელფი კამერის გაფართოება შეადგენს 32 მეგაპიქსელს. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 4500 მა/სთ-ია და აქვს 25-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. Samsung Galaxy A51-ს 6.5-დუიმიანი ეკრანი აქვს, ძირითადი კამერის მთავარი მოდულის გაფართოება 48 მეგაპიქსელია, ბატარეის მოცულობა - 4000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე - 15 ვატი. დანარჩენი მახასიათებლები უფროსი მოდელის იდენტურია. ორივე მათგანს აქვს NFC მოდული, ყურსასმენის კონექტორი და USB-C. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/33938/samsung-galaxy-a71-i-galaxy-a51-poluchat-podderzhku-5g
-
კომპანია Intel უკვე საკმაოდ დიდი ხანია Apple-ისთვის უშვებს თავისი მობილური პროცესორების ექსკლუზიურ მოდელებს, რომლებიც შემდეგ გამოიყენება მხოლოდ MacBook-ში. ზოგიერთი სამომავლო MacBook, რომლებიც მიმდინარე წელს გამოვა, არ იქნება გამონაკლისი - მათთვის Intel სპეციალურ 10-ნანომეტრიან Ice Lake პროცესორებს ამზადებს. ერთ-ერთმა ცნობილმა ინტერნეტ-წყარომ 3DMark-ის მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა ჩანაწერები რამდენიმე პროცესორის ტესტირების შესახებ - ესენი გახლავთ Core i3-1000NG4, Core i5-1038NG7 და Core i7-1068NG7, რომელთა ოფიციალური წარდგენა ჯერ არ შემდგარა. ახალი პროცესორები რომ Ice Lake თაობას მიეკუთვნება, ამაზე მიუთითებს მათი დასახელების მსგავსება უკვე წარდგენილი მობილური Ice Lake პროცესორების დასახელებებთან, მაგალითად Core i7-1068NG7 და Core i7-1068G7. პროცესორი Core i3-1000NG4, რომელიც უკვე წარდგენილი Core i3-1000G4-ის ანალოგია, როგორც ჩანს Core Y სერიის ჩიპებს მიეკუთვნება, შესაბამისად ფლობს შემცირებულ სიხშირეებსა და ენერგომოხმარებას (9/12 ვტ). ამ პროცესორს ექნება ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი და ინტეგრირებული გრაფიკა Iris Plus 48 ბლოკით. ტესტების თანახმად, მისი ტაქტის სიხშირე მხოლოდ 1,1/2,3 გიგაჰერცს შეადგენს. სავსებით სარწმუნოა, რომ ეს პროცესორი გამოყენებულ იქნება სამომავლო MacBook Air-ის საბაზისო მოდიფიკაციაში. Core i5-1038NG7 და Core i7-1068NG7 კი გამორჩეული იქნებიან თავიანთი გაცილებით მაღალი ტაქტის სიხშირეებითა და 28-ვატიანი TDP-ის დონით Core i7-1068G7 პროცესორის მსგავსად. ორივე ჩიპს ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი აქვს, ასევე გრაფიკა Iris Plus 64 ბლოკით. ცნობილია, რომ Core i5-1038NG7 მოდელის სიხშირე 2,0/3,6 გჰც-ია, Core i7-1068NG7-სა კი - 2,3/4,1 გჰც. ეს პროცესორები, დიდი ალბათობით, სამომავლო 13-დუიმიან MacBook Pro მოდელებს დაედება საფუძვლად. ჯამში ორი უფროსი მოდელი პრაქტიკულად ოთხმაგად აღემატება წარმადობით Core i3-1000NG4-ს, რაც დაკავშირებულია ტაქტის სიხშირეებსა და ბირთვი-ნაკადების დიდ სხვაობასთან. Core i3-ის ინტეგრირებული გრაფიკაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება უფროს მოდელებს იმავე მიზეზების გამო. რეალურად, ეს პროცესორები სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნება და აქ გასაკვირი არაფერია, თუმცა თავისთავად ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლო MacBook Air-სა და MacBook Pro-ს შორის მეტად დიდი განსხვავება იქნება წარმადობის თვალსაზრისით. https://3dnews.ru/1004161
-
CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსების აზრით Bitcoin და ოქრო მალე 2020 წლის მაქსიმუმებს დააფიქსირებენ. კერძოდ, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ BTC-ის ფასის გამოსვლა დაღმავალი ტრენდიდან მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს 10 500 აშშ დოლარიან დონეს. ამავე დროს, ოქროს დღიური გრაფიკიდან ჩანს ტრენდის გაგრძელების ტენდენცია: ამჟამად ოქრო 1611 აშშ დოლარიან ნიშნულზეა და ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მალე ახალ სიმაღლეს მიაღწევს. Kraken-ის მცირე ხნის წინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ Bitcoin გვევლინება, როგორც დამცავი აქტივი: „ოქროს, ნავთობისა და აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების თვეების განმავლობაში გაძლიერებული კორელაცია საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ირან-ამერიკის კონფლიქტი და კორონავირუსის გავრცელება აისახა Bitcoin-ზე. შესაბამისად დადასტურდა თეზისი, რომ იგი წარმოადგენს ტრადიციული ფინანსური აქტივების რისკის ალტერნატივას“. გარკვეული პერიოდის წინ იმის შესახებ, რომ Bitcoin და ოქრო გაიზრდებოდა გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ნათქვამი ჰქონდა Galaxy Digital-ის აღმასრულებელ დირექტორს, მაიკ ნოვოგრაცს. https://forklog.com/tehanalitiki-bitkoin-i-zoloto-gotovyatsya-sinhronno-obnovit-maksimumy/
- 1 reply
-
- 1
-
-
სუპერკომპიუტერული სისტემების სეგმენტში AMD უფრო და უფრო უკან იტოვებს Intel-ს და იზიდავს მსხვილ დამკვეთებს. გამომცემლობა HPC Wire გვაცნობებს, რომ 12,8 პეტაფლოპსი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერი Cray Shasta განთავსდება აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთ გამომთვლელ ცენტრში, მისისიპის შტატში. მის შემადგენლობაში შევა 7002-სერიის 4536 პროცესორი AMD EPYC და Volta-სერიის გამოთვლების 112 ამაჩქარებელი NVIDIA Tesla V100. დისკების მეხსიერების მოცულობა შეადგენს 14 პეტაბაიტს, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 590 ტერაბაიტს. გარდა ამისა, 1 პეტაბაიტი მოცულობის მონაცემები ინახება NVMe პროტოკოლის მხარდაჭერის მქონე დისკებზე. სისტემა ამოქმედდება 2021 ფისკალური წლის დასაწყისში და იგი შევა მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სუპერკომპიუტერების 25-ეულში. ხსენებული სუპერკომპიუტერი ამერიკის თავდაცვის სააგენტოს გამომთვლელი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროგრამაში დანერგილი პირველი სისტემა იქნება, რომლის წარმადობის მაჩვენებელი 10 პეტაფლოპსს აღემატება. https://overclockers.ru/hardnews/show/101828/novyj-voennyj-superkompjuter-obedinit-amd-epyc-i-nvidia-volta
-
კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ ინოვაციური დამცავი მინა, რომელიც ფარავს სმარტფონ Galaxy Z Flip-ის დრეკად დისპლეის, ხელმისაწვდომი გახდება მობილური მოწყობილობების სხვა მწარმოებელი კომპანიებისთვისაც. საუბარი ეხება მინას - Ultra-Thin Glass (UTG). მისი სისქე მხოლოდ 30 მიკრომეტრია, რისი წყალობითაც შესაძლებელია მისი გამოყენება დრეკადი ეკრანის ნაცვლად. UTG-ის მქონე პირველი სმარტფონია ზემოთ ხსენებული დასაკეცი სმარტფონი Galaxy Z Flip. ამ მოწყობილობაში სუპერთხელი მინის ზემოდან განთავსებულია პლასტმასის ფენა. Samsung-ი აცხადებს, რომ UTG მინამ წარმატებით გაიარა ტესტირებები გამძლეობაზე, რომელიც იმიტირებდა ინტენსიურ ექსპლუატაციას, კერძოდ, მან გაუძლო 200 ათას დაკეცვას. Samsung Ultra-thin Glass-ის სავაჭრო ნიშანზე რეგისტრაციისთვის უკვე შეტანილია განაცხადები 38 ქვეყნიდან, მათ შორისაა შეერთებული შტატები, ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები. ამგვარად, ბაზარზე მალე გამოჩნდება სხვადასხვა ბრენდის დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობები UTG დამცავი ზედაპირით. https://3dnews.ru/1004098
-
Binance-მა წარადგინა სერვისი Binance Cloud, რომელიც ბირჟის საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აამოქმედონ საკუთარი სავაჭრო პლატფორმები მზა ინფრასტრუქტურის ბაზაზე. ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Binance Cloud თავის თავზე აიღებს ბირჟის საქმიანობის ყველა „მოსაწყენ“ ასპექტს: ტექნიკურ კომპლექტაციასა და ლიკვიდურობის უზრუნველყოფას. სერვისი საშუალებას იძლევა ამოქმედდეს ლოკალური სპოტ-და ფიუჩერსული ბაზრები, რომელთაც ექნებათ საბანკო API-სთან ინტეგრაციისა და ფიატურ ფულთან წყვილში ვაჭრობის შესაძლებლობა. Binance Cloud უზრუნველყოფს ბრენდის პერსონალიზაციის შესაძლებლობას და საშუალებას მოგცემთ შეცვალოთ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი პარამეტრები. უახლოეს მომავალში სერვისს დაემატება OTC (ბირჟისგარე გარიგებები), სტეიკინგი და ტოკენების გამოშვების სერვისი IEO-თი. Binance-ის წარმომადგენლის თქმით ქლაუდ-სერვისის ბაზაზე არსებული პირველი ბირჟა მარტში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ Binance Cloud-ის ამოქმედება 8 თებერვალს დაანონსდა. იმ დროს აღმასრულებელმა დირექტორმა Binance DEX-ზე ლისტინგის საკომისიოდ 100 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. გასულ წელს p2p-პლატფორმა Hodl Hodl დაჰპირდა მომხმარებლებს, რომ გახსნის თავის კოდს, რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას მისცემს აამოქმედოს საკუთარი სავაჭრო პლატფორმა. https://forklog.com/sostoyalsya-reliz-oblachnogo-servisa-binance-cloud-on-pozvolit-klientam-zapuskat-sobstvennye-birzhi/
-
მცირე ხნის წინ EVGA-მ წარადგინა პოპულარული RTX 2060 ვიდეო ბარათის საკუთარი ვერსია. ეს იყო პრაქტიკულად ეტალონური ვერსია 50 აშშ დოლარიანი ფასდაკლებით, რამაც განაპირობა მისი დიდი პოპულარობა გეიმერებს შორის. ოდნავ მოგვიანებით AMD-მ 279 აშშ დოლარად დაიწყო ახალი Radeon RX 5600 XT მოდელის გაყიდვა, რომელიც RTX 2060-ს აღემატება წარმადობით. როგორც გაირკვა, ASUS ამზადებს კიდევ ერთ „მწვანე“ ბარათს, რომელიც EVGA-ს ვერსიისგან განსხვავებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. ჯამში გამოვა სულ ორი მოდელი. პირველი - DUAL-RTX2060-6G-MINI, მეორე - DUAL-RTX2060-O6G-MINI. პირველი მათგანი ეტალონური ვერსიაა აჩქარების გარეშე 1365/1680 მჰც სიხშირით. მეორეს კი ქარხნული აჩქარება აქვს: 1365/1725 მჰც. ვიდეო ბარათი სიგრძეში 19.7 სმ-ია, სიმაღლეში - 12.1 სმ და საჭიროებს მხოლოდ ორ სლოტს. გაგრილებისთვის გამოიყენება ორი 90-მილიმეტრიანი ქულერი. ისეთ შემთხვევაში, თუკი სისტემაზე დატვირთვა მინიმალურია, ვენტილატორების ბრუნვა მთლიანად ჩერდება და ვიდეო ბარათი პრაქტიკულად უხმო ხდება. კვებისთვის საკმარისია ერთი 8-პინიანი კონექტორი. ვიდეო ბარათის მიახლოებითი ფასი 299 აშშ დოლარია, რაც ავტომატურად შეამცირებს Radeon RX 5600 XT ბარათის გაყიდვებს თანაც იმის გათვალსიწინებით, რომ ბარათი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33884/novaya-videokarta-geforce-rtx-2060-dual-mini-za-299-dollarov-mozhet-snizit-prodazhi-videokart-radeon-rx-5600-xt-do-minimuma
-
კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector. ახალი სატრანსპორტო საშუალება გახლავთ კომპლექსური ინიციატივა Destination Zero-ს ნაწილი. ამ პროგრამის მიზანია მიღწეულ იქნას ნულოვანი მოცულობის მავნე გამონაბოლქვი, აღმოიფხვრას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საცობები მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვის შედეგად. Jaguar Land Rover-ის მიზანია გახდეს ჩვენი პლანეტა უსაფრთხო, გარემო კი - ეკოლოგიური. სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული Vector-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მზად არიან ავტოპილოტირების სისტემის დანერგვისთვის. კონცეპტ-ავტომობილი სიგრძეში დაახლოებით ოთხი მეტრია. ელექტრო ძრავის კომპონენტები და აკუმულატორები თავმოყრილია იატაკის ზონაში, რისი წყალობითაც უზრუნველყოფილია მოქნილი შესაძლებლობები სალონის შიდა სივრცის მოწყობისთვის. Vector-ს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია: მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც მგზავრების გადაყვანისთვის, ასევე კომერციული მიზნებით. 2021 წლიდან ახალი მანქანების ტესტირებები დაიწყება ქოვენთრის გზებზე - ეს გახლავთ ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფო ვესტ-მიდლენდსში. https://3dnews.ru/1003998
-
კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის ბოლომდე Bitcoin მტკიცედ გაიმყარებს პოზიციას 20 ათას აშშ დოლარიანი ისტორიული მაქსიმუმით, თანაც ამ ნიშნულს 2-3 თვეში მიაღწევს. ნოვოგრაცის თქმით, კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდის მიზეზი მოახლოებული ჰალვინგი იქნება. „სწორედ ახლა Bitcoin არასტაბილურია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ 20 ათას აშშ დოლარიან ისტორიულ მაქსიმუმს, ან ყოველ შემთხვევაში მივუახლოვდებით მაინც. ეს შესაძლოა მოხდეს რამდენიმე თვეში ჰალვინგის წყალობით“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. პირველი კრიპტოვალუტის ზრდისთვის დადებითი ფაქტორი ასევე იქნება რეგულირებადი კრიპტობირჟების გამოჩენა და აქტივის აღიარება კონსერვატიული ინვესტორების მიერ. “მთავარი ციფრული აქტივი, ისევე როგორც ოქრო, გვევლინება hedge-ფონდის სახით და ინვესტორებს იცავს ინფლაციისა და სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკისგან, რომელსაც ფულის გაუფასურებისკენ მივყავართ“. მაიკ ნოვოგრაცი საინვესტიციო საფულეში Bitcoin-ის ფლობას „თავდაცვის საშუალებად“ მიიჩნევს. https://forklog.com/majk-novograts-ochertil-srok-dlya-rosta-bitkoina-do-20-000/
-
გასული წლის დეკემბერში დაანონსდა მობილური პროცესორი Snapdragon 865, რომელმაც ტექნოლოგიების თაყვანისმცემლები გააოცა თავისი შესაძლებლობებით და ლიდერი გახდა Android-მოწყობილობების ბაზარზე. მის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს შორისაა კომპიუტერული ხედვის ძრავი 8K ვიდეოფორმატის მზარდაჭერითა და ფოტოების 200-მეგაპიქსელიანი გაფართოებით. ჩიპს ასევე გააჩნია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების დამუშავების ორჯერ სწრაფი შესაძლებლობა წინამორბედებთან შედარებით. Snapdragon 865-ს აქვს კამერებისთვის განკუთვნილი მულტიპიქსელიანი დამუშავების მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლევა ტაქტის სიხშირის გაზრდის გარეშე დამუშავდეს მეტი ინფორმაცია ერთ ტაქტზე. შედეგად მცირდება ენერგომოხმარება, იზრდება მუშაობის პერიოდის ხანგრძლივობა დამუხტვებს შორის, იზრდება კამერის გაფართოება და ხელოვნური ინტელექტი ხდება უფრო ჭკვიანი. მიუხედავად ამისა, მობილური მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია დიდია და მწარმოებელ კომპანიებს არ სურთ კონკურენტებს შანსი მისცენ. გამოჩნდა ინფორმაცია, რომ უკვე უნდა გამოვიდეს პროცესორი Snapdragon 865 Plus. ვებ-გვერდ Weibo-ზე არსებული ბლოგის თანახმად ამ მოდელის გამოსვლა მესამე კვარტალშია მოსალოდნელი. დაახლოებით ორ თვეში შევიტყობთ ახალი სისტემის სპეციფიკაციებს. მოსალოდნელია, რომ წარმადობა 15%-ით გაიზრდება სტანდარტულ Snapdragon 865-თან შედარებით და გაუმჯობესდება გარკვეული ფუნქციონალური შესაძლებლობები. აქცენტი კეთდება გეიმინგ შესაძლებლობებზე, რადგანაც ხელოვნური ინტელექტი, ხმოვანი ტექნოლოგიები, თამაშებთან დაკავშირებული აპარატული და პროგრამული შესაძლებლობები გაუმჯობესდება. შესაძლოა ასეთი პროცესორი მცირერიცხოვანი გეიმინგ სმარტფონების შემადგენლობაში შევიდეს. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/33871/vskore-mozhet-byt-vypuschen-mobilnyj-processor-qualcomm-snapdragon-865-plus
-
კომპანია AMD-მ მობილურ Ryzen 4000 სერიის მობილური პროცესორის დაანონსებისას არ დააკონკრეტა როდის გამოვა ბაზარზე მათ ბაზაზე შექმნილი ლეპტოპები. თუმცა ამჯერად ASUS-ის საფირმო შვეიცარიული მარკეტის წყალობით ცნობილი გახდა Ryzen 4000-ის მქონე მოწყობილობების გამოსვლის თარიღი და მათი ფასი. მარკეტმა თავის ასორტიმენტში დაამატა ASUS TUF Gaming ლეპტოპები, რომელთა კონფიგურაციებში წარმოდგენილია AMD Ryzen 5 4600H და Ryzen 7 4800H სხვადასხვა დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებლებით. ამ ლეპტოპების მიწოდების თარიღად მოხსენიებულია 2020 წლის 3 აპრილი, რაც შეესაბამება ამ დრომდე არსებულ ცნობებს, რომელთა თანახმად AMD-ის ახალი თაობის მობილური პროცესორების მქონე პორტატული მოწყობილობების გაყიდვა მიმდინარე წლის მარტში ან აპრილში დაიწყებოდა. ზემოთხსენებული მარკეტის ასრორტიმენტიდან ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელია ASUS TUF Gaming FA506II-HN195T. იგი აგებულია Ryzen 5 4600H პროცესორზე, აქვს GeForce GTX 1650 ვიდეო ბარათი, 512 გბ SSD და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. ამ კონფიგურაციის მოდელის ფასია 1094,6 შვეიცარიული ფრანკი, რაც დაახლოებით 1120 აშშ დოლარს უდრის. 17.3-დუიმიანი ლეპტოპი ASUS TUF Gaming FA706II-H7005T ზემოთაღწერილი მოდელის მსგავსია კონფიგურაციის მიხედვით, თუმცა აქვს Ryzen 7 4800H პროცესორი და გაიყიდება 1270 აშშ დოლარად. ASUS FA706IU-H7101T მოდელი, რომელსაც GeForce GTX 1660 ვიდეო ბარათი და 1-ტერაბაიტიანი SSD აქვს, გაიყიდება 1525 აშშ დოლარად. და ბოლოს, ყველაზე ძვირადღირებული მოწინავე მოდელი გახლავთ ASUS TUF Gaming FA506IV-AL032T, რომელსაც აქვს Ryzen 7 4800H პროცესორი, GeForce RTX 2060 ვიდეო ბარათი, 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერების მოცულობა. ეს ლეპტოპი ფასდება დაახლოებით 1625 აშშ დოლარი. უნდა აღინიშნოს, რომ შვეიცარიული ფასები ქვეყანაში არსებული მაღალი ბეგარის გამო ევროპის სხვა ქვეყნების ფასებზე მაღალი იქნება. შედარებისთვის, ლეპტოპი ASUS G531GU-AZ517T - Core i7-9750H პროცესორით, GeForce GTX 1660 ვიდეო ბარათით, 16 გბ ოპერატიული და 1 ტბ SSD მეხსიერებით ზემოთხსენებულ მარკეტში 1800 აშშ დოლარზე მეტი ღირს. აქვე შეგახსენებთ, რომ Ryzen 5 4600H პროცესორს აქვს 6 ბირთვი Zen 2 და 12 ნაკადი, მისი ტაქტის სიხშირეებია 3,0/4,0 გჰც. Ryzen 7 4800H-ს აქვს რვა Zen 2 ბირთვი და 16 ნაკადი, მისი სიხშირეები კი 2,9/4,2 გჰც-ის ტოლია. ორივე პროცესორის TDP-ის დონე მხოლოდ 45 ვატია. https://3dnews.ru/1003898
-
დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი Steemit და მისი აპლიკაცია უახლოეს მომავალში TRON-ის ბლოკჩეინზე გადავა. მიგრაცია განხორციელდება Steemit Inc.-სა და Tron Foundation-ის პარტნიორობის ფარგლებში. Tron Foundation-ის ბლოგში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის, მისი პროდუქტებისა და სერვისების მიგრაციაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ Steem-ის ტოკენი (STEEM) გადავა TRON-ის ბლოკჩეინზე, TRX-ის მომხმარებლებისთვის კი განხორციელდება ახალი ტოკენების ეარდროპი. Tron Foundation-ში აცხადებენ იმასაც, რომ კომპანიას არ მოუხდენია Steemit-ში ინვესტირება, საკუთარ ბლოკჩეინზე უარი Steemit-ის ანტრეპრენერებმა ნებაყოფლობით განაცხადეს. აგრეთვე იგეგმება ერთობლივი აქსელერატორის ამოქმედება, რომელიც ორიენტირებული იქნება Steemit-ის პლატფორმის განვითარებაზე. „მხარეები მივიდნენ ერთობლივ შეთანხმებამდე Steemit-ის მომავალთან დაკავშირებით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფული. Steemit-ს სჭირდება ინფრასტრუქტურა და მასშტაბირებადი ქსელის ქომიუნითის მხარდაჭერა, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ TRON-ს შეუძლია“ - განაცხადეს Steem-ში. Steemit დაარსდა 2016 წელს ნედ სკოტისა და დენ ლარიმერის მიერ. ეს უკანასკნელი ამჟამად EOS-ქსელზე მომუშავე Block.one-ის ტექნიკური დირექტორი გახლავთ. პლატფორმა ამჟამად მოიცავს მილიონ მომხმარებელს, TRON-ის ბლოკჩეინზე კი მათი რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. გარკვეული პერიოდის წინ ცნობილი გახდა, რომ TRON-ის ბლოკჩეინზე მოხდებოდა სტრიმინგ სერვის Dlive-ის მიგრირება, თუმცა იგი BitTorrent-ის ეკოსისტემას შეუერთდება. Dlive-ს ყოველთვიურად 5 მლნ ადამიანი იყენებს, BitTorrent-ს კი - 100 მლნ. https://forklog.com/blokchejn-platforma-steemit-s-20-mln-polzovatelej-migriruet-v-ekosistemu-tron/
-
Ryzen Threadripper 3990X-ის გამოსვლიდან საკმაო ხანი გავიდა და AMD-მ დაასახელა ამ 64-ბირთვიანი პროცესორის კონკურენტი. საინტერესო ის არის, რომ ეს აღმოჩნდა Cascade Lake თაობის 28-ბირთვიანი Xeon W-3275. მისი დასახელება, როგორც ჩანს, განპირობებულია სამუშაო სადგურების სეგმენტში 4449 აშშ დოლარიანი ფასით პოზიციონირებით, რაც 459 აშშ დოლარით მეტია თავად Ryzen Threadripper 3990X-ის ფასზე. AMD თავის მარკეტინგულ მასალებში გადმოგვცემს, რომ კონკურენტი პროცესორების დაპირისპირება არ მომხდარა მათი წარმადობის საფუძველზე. 32-ბირთვიანი Ryzen Threadripper 3970X-ის კონკურენტად ითვლება Intel Core i9-10980XE, თუმცა AMD ასახელებს Core i9-7980XE პროცესორსაც გარკვეული მახასიათებლების შედარების საფუძველზე. გაყიდვების სპეციალისტებისთვის შედგა Ryzen Threadripper 3990X-ის „მყიდველის ფოტორობოტი“. თუკი რთულ ვიზუალურ ეფექტებსა და ვიდეოსთან მუშაობა არ არის თქვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა აქტიურად ჩაერთოთ ვირტუალიზაციის სფეროში აპლიკაციების შედგენაში, რათა გამართლებული იყოს Ryzen Threadripper 3990X-ის შეძენა. https://overclockers.ru/hardnews/show/101785/xeon-w-3275-etot-processor-amd-naznachila-konkurentom-ryzen-threadripper-3990x
-
ომპანია NVIDIA ამზადებს GeForce RTX ბარათის ერთ-ერთ სპეციალურ ვერსიას, რომელიც ეძღვნება კომპიუტერულ თამაშ Cyberpunk 2077-ს. კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა რეკლამა, რომელიც ადასტურებს ახალი ვიდეო ბარათის მზადებას. გამოქვეყნებული ფოტოდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ეს იქნება რომელიმე უფროსი მოდელი GeForce RTX სერიიდან - დიდი ალბათობით GeForce RTX 2080 SUPER ან GeForce RTX 2080 Ti. როგორც ჩანს, ბარათს ექნება გაგრილების ეტალონური სისტემა არასტანდარტული გაფორმებით: იგი წარმოდგენილი იქნება ყვითელ, შავ და ვერცხლისფერ ფერებში - სწორედ ესენი გახლავთ Cyberpunk 2077-ის საფირმო ფერები. Cyberpunk 2077-ის არც მინიმალური, არც რეკომენდებული სისტემური მოთხოვნები არ გახმაურებულა, თუმცა ისედაც ცხადია, რომ ხსენებულ თამაშს მეტად მაღალი წარმადობის მაკომპლექტებლები დასჭირდება. გავრცელებული ცნობებით, იგი საჭიროებს მინიმუმ GeForce GTX 1060 ბარათს იმ დროს, როდესაც გეიმინგ პროცესის დემონსტრაციისთვის თავად CD Project Red-მა გამოიყენა GeForce GTX 1080 Ti და Titan RTX. ამასთან, Cyberpunk 2077-ს RayTracing-ის მხარდაჭერა ექნება, ასე რომ ფლაგმანური GeForce RTX ბარათის თემატური ვერსიის გამოშვება სავსებით ლოგიკურია. შეგახსენებთ, რომ კომპანია NVIDIA არც ისე ხშირად, თუმცა მაინც უშვებს ვიდეო ბარათების თემატურ ვერსიებს. ასეთი ამაჩქარებლებიდან ბოლო იყო Titan Xp ვიდეო ბარათები, რომლებიც “Star Wars”-ს მიეძღვნა. https://3dnews.ru/1003821
-
კრიპტოვალუტების ბირჟა Binance-მა დაამატა კრიპტოვალუტების პირდაპირი შეძენის მხარდაჭერა Visa და MasterCard ბარათებით საგადასახადო პროცესორ Simplex-ის მეშვეობით. ჩამონათვალი მოიცავს 15 ქვეყნის ფიატურ ფულს. ახალი ფუნქციის მხარდაჭერა მიიღეს შემდეგმა ვალუტებმა: ფუნტი სტერლინგი (GBP); სამხრეთკორეული ვონა (KRW); რუსული რუბლი (RUB); ავსტრალიური დოლარი (AUD); შვეიცარული ფრანკი (CHF); ჩეხური კრონა (CZK); დანიური კრონა (DKK); ნორვეგიული კრონა (NOK); ახალზელანდიური დოლარი (NZD); პოლონური ზლოტი (PLN); შვედური კრონა (SEK); თურქული ლირა (TRY); სამხრეთაფრიკული რანდი (ZAR); უნგრული ფორინტი (HUF); ესრაელის შეკელი (ILS). მათი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომი იყო ციფრული ვალუტების პლასტიკური ბარათით შეძენისთვის, მაგალითად რუბლი, ფუნტი სტერლინგი და ჩეხური კრონა. მხოლოდ ექვსი (HUF, NOK, CHF, ZAR, ILS, NZD) ვალუტისთვის გახდა ანგარიშსწორების ასეთი ფორმა პირველად ხელმისაწვდომი. ბირჟის განცხადების თანახმად, Simplex-ით განხორციელებული გადახდები მომხმარებლებს ყოველ ტრანზაქციაზე საკომისიო მომსახურების საფასურის 2-3%-ს დაუზოგავს. სერვისის მეშვეობით საგადახდო ბარათებით მომხმარებლები შეძლებენ შეიძინონ Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Bitcoin Cash (BCH), Litecoin (LTC), XRP და თავად Binance-ის ტოკენი BNB. Binance-ზე ამჟამად ჯამში მხარდაჭერილია კრიპტოვალუტების შეძენა 35 ფიატური ვალუტით. შეგახსენებთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელს 2020 წლისთვის გეგმაში აქვს 180 ქვეყნის ფიატური ვალუტის მხარდაჭერის დამატება. https://forklog.com/binance-rasshirila-spisok-fiatnyh-valyut-dlya-pokupki-bitkoina-s-pomoshhyu-
-
თებერვლის დასაწყისში ზოგიერთმა ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მარტიდან დაიწყებოდა ფასების მკვეთრი მატება ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე. როგორც ავტორიტეტული რესურსი DigiTimes-ი გვაცნობებს, ვითარება იმაზე რთულადაა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩინეთში თავმოყრილია ლეპტოპების წარმოების 90%. უკვე თებერვლის შუა პერიოდია, ქარხნები კი ფაქტობრივად ჯერაც არ მუშაობს, კარანტინს 24 თებერვალს მოხსნიან. ამჟამად ჩინეთში არსებული ნახევარგამტარი წარმოების ყველა ქარხანა თავისი ძალის 20%-ზე მუშაობს, რადგანაც მუშები უბრალოდ აღარ არიან, ახლო მომავლის პროგნოზები კი იმედისმომცემი არ არის. კორონავირუსის გამო ჩინელები ერიდებიან დახურულ და ხალხით გადატვირთულ ქარხნებში მუშაობას, ისინი დასაქმებას ცდილობენ სახელმწიფო სამსახურებში ან კარგად განიავებად ოფისებში. ნახევარგამტარი წარმოების აღდგენა მეოთხე კვარტლამდე მოსალოდნელი არ არის, წამყვანი ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi - უკვე ელიან მიმდინარე წელს -15%-იან მაჩვენებელს შემოსავალში. Foxconn ვერ უმკლავდება საკმარისი რაოდენობის iPhone-ების გამოშვებას, 5G ჩიპების მომწოდებლები კი ზაფხულამდე აპირებენ წარმოების გადავადებას. განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა მიიღო თხევადკრისტალური დისპლეების მწარმოებელმა კომპანიებმა. სამი უმსხვილესი კომპანია - BOE Technology, Tianma Microelectronics და China Star Optoelectronics Technology - განთავსებულია პირდაპირ ეპიდემიის ეპიცენტრში, ვუჰანის პროვინციაში. ქარხნები 30%-იანი სიმძლავრით ფუნქციონირებს და ვითარების გაუმჯობესება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33818/eksperty-digitimes-prognozirujut-rezkoe-povyshenie-cen-na-noutbuki-monitory-i-smartfony-a-takzhe-ih-deficit-po-vsemu-miru-uzhe-v-blizhajshee-vremya
