Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7329
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. მომდევნო თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox Series X გეიმინგ-კონსოლები 2020 წლის წინასაახალწლო-საშობაო დღესასწაულის პერიოდში უნდა გამოვიდეს. ანალიტიკოსები შიშობენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო კონსოლების მაკომპლექტებლების მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად Sony და Microsoft არ წყვეტენ სარეკლამო კამპანიებს და გვაცნობენ ახალ დეტალებს თავიანთი სამომავლო კონსოლების შესახებ. ამჯერად Sony-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, როგორიცაა Texel density. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს გახლავთ მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს ტექსტურის ზომას 3D მოდელის გაბარიტებთან მიმართებაში. რაც უფრო მაღალია ეს შეფარდება, მით მეტია სიმჭიდროვე და შესაბამისად უკეთესია გამოსახულების ხარისხი. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მაღალია Texel density-ის მაჩვენებელი, მით უკეთესი ხარისხით აისახება თამაშები მონიტორზე. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით აქტუალურია 4K გაფართოებისთვის, რაც უფრო და უფრო პოპულარული ხდება დროთა განმავლობაში. Sony-ს წარმომადგენელმა დააკონკრეტა, რომ Texel density-ის მაჩვენებელი ახალ გეიმინგ-კონსოლში არანაკლებ 4096px/m-ს შეადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მახასიათებელი განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება RayTracing-თან ერთად. გეიმინგ-დეველოპერებმა უკვე მიიღეს PlayStation 5-ის პროტოტიპები. მათი თქმით პერსპექტივები, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს, უბრალოდ დაუჯერებელია. Texel density-ის მაღალი სიმჭიდროვე დეველოპერებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ ფოტორეალისტურობის ისეთი არნახული დონე, რომელზეც ამ დრომდე ოცნებაც წარმოუდგენელი იყო. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34361/sony-playstation-5-poluchit-odnu-iz-samyh-ozhidaemyh-funkcij-kotoraya-dolgoe-vremya-byla-prerogativoj-obladatelej-videokarty-geforce-rtx-3080-ti
  2. კორპორაცია Intel-ის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ორი მცირე ფორმ-ფაქტორის მქონე ახალი კომპიუტერის აღწერა - ესენი გახლავთ Next Unit of Computing (NUC) მოწყობილობები Bean Canyon Lite სერიიდან. კერძოდ, დაანონსდა მოდელები NUC8i3BEHS და NUC8i5BEHS. მათში გამოყენებულია პროცესორები Core i3-8140U და Core i5-8260U, რომელთა წარდგენა ჯერჯერობით არ მომხდარა. დასახელებული ჩიპებიდან პირველი შეიცავს ორ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ინსტრუქციიის ოთხი ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირის დიაპაზონია 2.1-დან 3.9 გჰც-მდე. მეორე პროცესორში მოცემულია ოთხი ბირთვი (რვა ნაკადამდე) სიხშირით - 1.6-დან 3.9 გჰც-მდე. ჩიპების შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD Graphics 620. TDP-ის დონე 15 ვატია. მინი-კომპიუტერებში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას 64 გბ-მდე DDR4-2400 ტიპის ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. კორპუსში ხელმისაწვდომია სივრცე ერთი 2.5-დუიმიანი SSD-სთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია М.2 მოდულის გამოყენება. უსადენო კავშირებისთვის ხელმისაწვდომია კონტროლერები Intel Wireless-AC 9560 და Bluetooth 5.0. სადენიანი კავშირი ხორციელდება Intel Ethernet I219-V ადაპტერის მეშვეობით. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები USB 3.1 Gen2, USB Type-C, HDMI 2.0a. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინფრაწითელი სენსორი. მოწყობილობა თავსებადია ოპერაციულ სისტემა Windows 10-თან. https://3dnews.ru/1005450
  3. Bitcoin და Ethereum მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცნენ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, Brad Garlinghouse-ის მხრიდან, რომელმაც გააკრიტიკა ამ კრიპტოვალუტების მაინინგზე დახარჯული ენერგია და გამოყოფილი ნარჩენები. „Bitcoin-ისა და Ethereum-ის მაინინგის ენერგომოხმარება - ეს უზარმაზარ ხარჯებს ნიშნავს. აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი სტიმული, რომ მათ პასუხი მოვთხოვოთ დანატოვარ ნახშირორჟანგზე. გაუგებარია, რატომ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში გლობალური კლიმატური კრიზისის პირობებში“ - დაწერა მან. Garlinghouse-ის განცხადება წარმოადგენს ბლოკჩეინ-ექსპერტ ალექს დე ფრისის მცირეხნისწინანდელი კვლევის პასუხს. კვლევის თანახმად Bitcoin-ის წლიური ენერგომოხმარება (77,78 ტერავატი-საათში) აღემატება მთლიანი ჩილეს ანალოგიურ მაჩვენებელს, BTC-ის ერთი ტრანზაქციის შედეგად კი გამოიყოფა იმაზე უფრო მეტი ნახშირორჟანგი, ვიდრე საგადახდო ქსელ Visa-ს მიერ განხორციელებული 780 650 ტრანზაქციის შემთხვევაში. Ethereum, რომლის მაჩვენებელი საათში 8 ტერავატს არ აღემატება, კვლევის მასალებში ნახსენები არ არის, თუმცა მასაც შეეხო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიტიკა. ლოგიკურია დავუშვათ, რომ ასეთი ფორმით Brad Garlinghouse საკუთარ XRP ვალუტას არეკლამებს, რომელიც პრემაინითაა ემისირებული. ამასთან, სწორედ ეს ასპექტია მოხსენიებული, როგორც Ripple-ის ქსელის ცენტრალიზაციის ერთ-ერთი მტკიცებულება. ძველად Garlinghouse-მა აღიარა, რომ XRP ციფრული მონეტების გაყიდვა წარმოადგენს fintech-კომპანიის მოგების მნიშვნელოვან წილს. https://forklog.com/ceo-ripple-osudil-bitkoin-i-ethereum-za-neekologichnyj-majning/
  4. უკვე დიდი ხანია რამდენიმე კომპანია ამტკიცებს, რომ მალე შეიცვლება პარადიგმები სერვერების ბაზარზე. მათი თქმით ARM-პროცესორები შესაძლოა ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა გახდეს და სამუდამოდ შეცვალოს მრავალბირთვიანი სისტემების წყობა. ამჯერად ბაზარზე მოქმედი ერთ-ერთი დიდი სტარტაპი Ampere წარმოგვიდგენს საკუთარ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ სერვერების ბაზრის დიდ ნაწილს Intel-ის პროცესორები იკავებს, Ampere-მ განაცხადა, რომ თავის კონკურენტად უპირველეს ყოვლისა AMD EPYC Rom ჩიპებს მიიჩნევს. ახალი 80-ბირთვიანი პროცესორი Ampere Altra დაფუძნებულია TSMC-ის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე და აქვს მხოლოდ 210 ვტ ენერგომოხმარება, იგი კონკურენტულ ბრძოლას უცხადებს ტრადიციულ x86-ჩიპებს. გადამწყვეტ მახასიათებლებს შორისაა 3 გჰც სიხშირე და მრავალნაკადიანობის არარსებობა, რომელიც პოტენციური საფრთხის ქვეშ აყენებდა კორპორატიული მომხმარებლების მონაცემებს. სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს 4 ტერაბაიტამდე მოცულობის რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება 200 გბიტ/წმ სიჩქარით. მხარდაჭერილია უახლესი 128-სალტიანი PCIe 4.0 ერთ სოკეტ-სერვერზე და 192-სალტიანი - ორ სოკეტზე. Ampere აცხადებს, რომ ამჟამად მოწინავე პოზიციებს იკავებს ბაზარზე ბირთვის მოხმარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მხოლოდ მას შეუძლია წარადგინოს პროცესორების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე ერთ ფირფიტაზე და უზრუნველყოს 3500 ჩიპის განთავსება. Ampere ამტკიცებს, რომ მისი ჩიპები მნიშვნელოვნად უსწრებს Intel 8280-ს და AMD EPYC 7742-ის პარიტეტულია. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34226/novye-chipy-ampere-poluchat-80-yader-7-nm-tehprocess-i-potreblenie-vsego-210-vt
      • 1
      • Like
  5. კომპანია Lenovo-მ ისაუბრა გეიმინგ სმარტფონ Legion-ის დეტალებზე, სმარტფონის ანონსი უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი. ინფორმაცია გაასაჯაროვა Lenovo China Mobile-ის გენერალურმა დირექტორმა Chen Jin-მა. Lenovo-ს ხელმძღვანელის თქმით, მოწყობილობას გაგრილების უნიკალური სისტემა ექნება. დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა კომპანია ამტკიცებს, რომ მოწინავე გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მთელ რიგ უპირატესობას იმ ტექნოლოგიებთან შედარებით, რომლებიც გამოყენებულია სხვა კომპანიების გეიმინგ სმარტფონებში. ცნობილია, რომ Legion-ს ექნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 865, რომელიც შეიცავს რვა Kryo 585 ბირთვს 2.84 გჰც სიხშირითა და გრაფიკულ კონტოლერ Adreno 650-ს. ამ დრომდე უკვე ცნობილი იყო, რომ ახალ გეიმინგ სმარტფონში გათვალისწინებული იქნება 55 ვატზე მეტი სიმძლავრის სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ბატარეის მოცულობა დიდი ალბათობით არანაკლებ 4000 მა/სთ იქნება. სმარტფონ Lenovo Legion-ის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს შედგება, მისი ფასი დიდი ალბათობით 500 აშშ დოლარს გადააჭარბებს. https://3dnews.ru/1005208
  6. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია 7014 Bitcoin-ბანკომატი, რასაც მოწმობს Coin ATM Radar-ის ცნობები. Bitcoin-АТМ განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში. ჯამში სულ არსებობს ამგვარი მოწყობილობების 42 მწარმოებელი კომპანია. Bitcoin-ბანკომატების რიცხვის ზრდის დინამიკა მსოფლიოში ქვემოთ მოცემულ რუკაზე ვხედავთ, რომ Bitcoin-ბანკომატები ყველაზე მეტად შეერთებული შტატების ტერიტორიაზეა კონცენტრირებული: Genesis Coin დღესდღეობით Bitcoin-АТМ-ების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი მოწყობილობები განთავსებულია 2348 ლოკაციაზე. შგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მსოფლიოში აღრიცხული იყო 6 ათასი Bitcoin-ATM. ამრიგად, ნახევარ წელზე ნაკლებ პერიოდში ამ მოწყობილობების რიცხობრივმა ზრდამ 16% შეადგინა. https://forklog.com/v-mire-ustanovleno-bolee-7000-bitkoin-bankomatov/
  7. Morgan Stanley-ს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე გამოცხადდა მოსაზრება, რომ რობოტიზებული ტაქსები საზოგადოებრივი გამოყენების გზებზე უფრო ადრე გამოვა, ვიდრე სამომხმარებლო ავტონომიური მანქანები. კომპანია NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა Colette Kress-მა ამავე კონფერენციაზე განაცხადა, რომ საავტომობილო მიმართულებიდან შემოსავლის მიღებას მისი კომპანია რამდენიმე წელში შეძლებს - მას მერე, რაც გამოვა SAE კლასიფიკაციის მიხედვით „2+“ დონის სისტემის მქონე ავტომობილები და მთლიანად ავტომატური ტაქსები. ამავე დროს შეგახსენებთ, Intel-ის გენერალურმა დირექტორმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მთლიანად ავტომატიზებული მართვის სისტემის მქონე სერიული ავტომობილების გამოსვლა შეუძლებელია 2025-2030 წლამდე. NVIDIA კი, როგორც ჩანს, მსგავს მანქანებში თავისი კომპონენტების დანერგვას გაცილებით ადრე ვადაში ელოდება. Intel-ის ფინანსური დირექტორის კომენტარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ითქვას, რომ Mobileye-ბაზარი სწრაფად იზრდება, მისი პროდუქცია უკვე ფაქტობრივად სტანდარტად იქცა ADAS-სისტემების სამყაროში. იერუსალიმის ქუჩებში გამოცდილი პროტოტიპები წარმატებულად ერწყმის ადგილობრივ ტრაფიკს, თვითმხილველი ჟურნალისტები Intel-ის წარმოამდგენლებს გამოუტყდნენ კიდეც, რომ მოგზაურობის ბოლოსკენ მოიწყინეს. როგორც დევისი ამტკიცებს, ავტოპილოტირების სისტემის შემქმნელებისთვის ამაზე კარგი კომპლიმენტი არ არსებობს. https://overclockers.ru/hardnews/show/102048/vyruchku-ot-realizacii-komponentov-dlya-avtomaticheskih-taksi-nvidia-nachnet-poluchat-cherez-paru-let
  8. წინასწარი შეკვეთების გასაფორმებლად უკვე ხელმისაწვდომია უჩვეულო დიზაინის კლავიატურა Mountain Everest, რომელიც პირველ რიგში განკუთვნილია ვიდეოთამაშების მოყვარულთათვის. ახალი კლავიატურის გასაყიდი ფასი დაახლოებით 90 აშშ დოლარია. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მოდულური კონსტრუქციაა. საბაზისო მოდიფიკაცია Core Version გახლავთ კომპაქტური კლავიატურა, რომელსაც არ აქვს ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. Max Version ვარიანტის შეძენისას კი მომხმარებლის განკარგულებაში იქნება დამატებითი დაკავშირებადი მოდულები, კერძოდ, ეს გახლავთ ციფრული ღილაკების ბლოკი. ამასთან, კლავიატურის ზედა ნაწილში განთავსებულია რეგულირებადი ღილაკები მინი-დისპლეებით. გარდა ამისა, შესაძლებელია კლავიატურას დაუკავშირდეს Display Dial ეკრანის მქონე მულტიმედია ბლოკი Media Dock, რომელიც მართვის რგოლის ფუნქციას ასრულებს. და ბოლოს, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ხელის მტევნის კომფორტულად განთავსების საშუალებით - Magnetic Palm Rest. კლავიატურას აქვს მრავალფეროვანი განათების მქონე მექანიკური გადამრთველები Cherry MX. ფუნქცია Full USB N-Key Rollover უზრუნველყოფს რამდენიმე ღილაკზე ერთდროულად დაჭერის კორექტულ ამოცნობას. სხვა მახასიათებლებს შორის შეგვიძლია ვახსენოთ USB 3.2 Gen 1 Type-A ჰაბი. დაკავშირებისთვის გამოიყენება მოხსნადი სადენი USB Type-C.  https://3dnews.ru/1005116
      • 1
      • Upvote
  9. გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალურმა ორგანომ (BaFin) მოახდინა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიცირება - გვაცნობებს Finance Magnates. ფინანსური მარეგულირებლის თანახმად, ვირტუალური ვალუტები გახლავთ: „ციფრული ფასეულობა, რომელიც არ იქნა გაცემული ან გარანტირებული რომელიმე ცენტრალური ბანკის ან სამთავრობო სააგენტოს მიერ და არ არის დაკავშირებული კანონით განსაზღვრულ ვალუტასთან, რომელსაც არ აქვს ვალუტის ან ფულის სამართლებრივი სტატუსი, მაგრამ მიიღება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, როგორც გაცვლითი საშუალება. შესაძლებელია მისი გადაცემა, შენახვა ან ვაჭრობა ელექტრონულად“. მარეგულირებელმა ორგანომ განმარტა, რომ რამდენიმე ორგანიზაციის, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური ზომების შემმუშავებელი გუნდის შემთხვევაში კრიპტოვალუტის განსაზღვრება ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვევა. ეს გახდა ციფრული აქტივების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის კლასიფიცირების საფუძველი. BaFin აღნიშნავს, რომ ამ დრომდე კრიპტოვალუტები არ მოხვედრილა მის არც ერთ კლასიფიკაციაში. მარეგულირებელმა ორგანომ იანვარში გაამკაცრა ბრძოლა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. BaFin-მა ბრძანება მისცა კრიპტოსავალუტო სერვისების მქონე კომპანიებს - მიეღოთ საქმიანობის ლიცენზია. ასევე აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი ორგანო არ აპირებს დასაჯოს ის კომპანიები, რომლებიც მსგავს მომსახურებას გვთავაზობენ: მათ შეუძლიათ ლიცენზიის მიღების სურვილი გამოხატონ 31 მარტამდე და განაცხადი შეიტანონ 30 ნოემბრისთვის. გერმანიის ხელისუფლებას უკვე მიღებული აქვს კანონი, რომელიც ბანკებს ნებას რთავს შეიძინონ და გაყიდონ კრიპტოვალუტა. ორმოცზე მეტმა ფინანსურმა დაწესებულებამ უკვე გამოხატა ინტერესი, რომ მიიღონ BaFin-ის ნებართვა ციფრული აქტივების შენახვისთვის. რაც შეეხება კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-სთან დაკავშირებულ სიახლეს, ცნობილი გახდა, რომ განხორციელდა ბირჟის პირველი პირდაპირი ინტეგრაცია ბანკთან. პლატფორმის პარტნიორი გახდა თურქული ბანკი Akbank. მომხმარებლებს ამიერიდან შეეძლებათ მოახდინონ აქტივების შეტანა-გამოტანა თურქულ ლირაში. Binance-ში აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ პარტნიორების ძიებას, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტებზე სწრაფი და უსაფრთხო წვდომა მთელ მსოფლიოში. კვლევის თანახმად, თურქეთის ყოველი მეხუთე მცხოვრები იყენებს ან ფლობს კრიპტოვალუტას. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ Binance-მა დაამტა ჰონგკონგური დოლარის მხარდაჭერა და გააფართოვა ბარათების მეშვეობით Bitcoin-ის შესაძენად საჭირო ფიატური ვალუტების ჩამონათვალი. https://forklog.com/regulyator-germanii-priznal-kriptovalyuty-finansovymi-instrumentami/ https://forklog.com/binance-obyavila-o-pervoj-pryamoj-integratsii-s-bankom/
  10. კომპანია Xiaomi-მ დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark, სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro. სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი. სენსორის ფენის სკანირების სიჩქარეა 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელს შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით. გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს. კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის. 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34208/xiaomi-black-shark-3-pro-predstavlen-oficialno-snapdragon-865-7-1-displej-akb-na-5000-mach-i-cena-ot-675-dollarov
      • 1
      • Upvote
  11. გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია NVIDIA სულ მალე, 23 მარტს წარადგენს Turing-პროცესორებზე არსებული მობილური ვიდეო ბარათების განახლებულ სერიას. ინტერნეტში გამოქვეყნდა სლაიდი კომპანიის პრეზენტაციიდან, რომელზეც მოცემულია ინფორმაცია სამომავლო მობილური GeForce RTX Super ბარათების წარმადობის შესახებ. წარმოდგენილ სლაიდზე ნახსენებია NVIDIA Super-სერიის მხოლოდ ორი მობილური ვიდეო ბარათი - GeForce RTX 2070 Super და RTX 2080 Super. თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ NVIDIA მხოლოდ ამ ორ ბარათს წარადგენს. სლაიდზე შეიმჩნევა ახალი ამაჩქარებელი GeForce GTX 1650 Ti, რომლის მზადების შესახებ ცნობები ამ დრომდეც არსებობდა. ჯამში, როგორც ჩანს, NVIDIA Turing-ჩიპებზე არსებულ მთელ მობილურ სერიას განაახლებს. კომპანია ტრადიციულად არ ასახელებს ვიდეო ბარათების წარმადობის ამსახველ კონკრეტულ ციფრებს, მხოლოდ მიგვითითებს შედარებით წარმადობაზე. როგორც ჩანს, ახალი GeForce GTX 1650 Ti დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება სტანდარტულ GeForce GTX 1650-სთან შედარებით და 90%-ით მეტი - ეტალონური GeForce GTX 1050-ის მაჩვენებელზე. GeForce RTX 2070 Super-იც ასევე დაახლოებით 10%-ით მაღალი წარმადობის იქნება ჩვეულებრივ GeForce RTX 2070 ბარათთან შედარებით. ახალი მობილური ფლაგმანი - GeForce RTX 2080 Super კი GeForce RTX 2070 Super-ზე 15%-ით მეტი წარმადობის იქნება. სლაიდზე მოცემულ დიაგრამაზე მობილური GeForce RTX 2080 არ არის წარმოდგენილი - სავარაუდოდ იმის გამო, რომ იგი დაახლოებით იმავე დონეზე იმყოფება, რომელზეც GeForce RTX 2070 Super. დიდი ალბათობით NVIDIA-ს ახალი მობილური ვიდეო ბარათები აგებული იქნება იმავე გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებზეც მათი დესკტოპ-ანალოგები, თუმცა მობილური ვერსიები გაცილებით დაბალ სიხშირეებზე იმუშავებს. GeForce RTX 2070 Super ბარათის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ჩიპი Turing TU104 – 2560 CUDA-ბირთვით, GeForce RTX 2080 Super-ში კი ვიხილავთ Turing TU104 ჩიპს 3072 CUDA-ბირთვით. https://3dnews.ru/1005083
  12. ThreatFabric-ის სპეციალისტებმა დააფიქსირეს ტროიან Cerberus-ის მოდიფიკაცია, რომელიც აფიქსირებს აპლიკაცია Google Authenticator-ის ერთჯერად პაროლებს. ექსპერტების აზრით ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულიდან ცნობილმა ტროიანმა გაიარა კოდის გადამუშავების პროცესი, რის გამოც მოიპოვა Android-ში Accessibility ფუნქციაზე წვდომის უფლებების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. მას შეუძლია მოიპოვოს მოწყობილობის ეკრანის ბლოკირების მონაცემები და აპლიკაციის ინტერფეისის შიგთავსი და გადაგზავნოს ისინი ბოროტმოქმედების სერვერზე. „RAT-ს შეუძლია დაათვალიეროს მოწყობილობის ფაილური სისტემა და ჩამოტვირთოს მისი შემცველი ინფორმაცია. მას ასევე შეუძლია აამოქმედოს პროგრამა TeamViewer და დაუკავშირდეს მოწყობილობას“ - ნათქვამია ანგარიშში. ამგვარად ჰაკერები იღებენ შეუზღუდავ წვდომას მსხვერპლის მოწყობილობაზე, ცვლიან კონფიგურაციებს, აინსტალირებენ ან შლიან აპლიკაციებს და უპირველეს ყოვლისა - იყენებენ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელთა შორისაა აპლიკაციები ბანკინგისთვის, მესენჯერები და სოციალური ქსელები, აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ ორფაქტორიანი აუთენტიფიკაცია Google Authenticator-ით. ვირუსის ახალი მოდიფიკაცია ჯერჯერობით ფართოდ არ დარეკლამებულა ჰაკერულ ფორუმებზე და დიდი ალბათობით ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაზე იმყოფება, თუმცა შესაძლოა გაეშვას უახლოეს პერიოდში. „Cerberus-ის მიზნები ახალი შესაძლებლობებით კრიტიკული რისკების ქვეშ აყენებს ისეთ ფინანსურ აპლიკაციებს, რომლებიც ონლაინ-ბანკინგის სერვისებს გვთავაზობენ. ამასთან, სამიზნე შესაძლოა გაფართოვდეს და შეეხოს კრიპტოვალუტების საფულეებს“ - აღნიშნავენ ექსპერტები. https://forklog.com/bitkoin-koshelki-pod-ugrozoj-hakery-modifitsirovali-troyan-dlya-perehvata-parolej-google-authenticator/
  13. სტატისტიკური ანალიზის ცნობილმა ენთუზიასტმა Ingebor-მა გამოაქვეყნა გერმანული ინტერნეტ-მაღაზია MindFactory-ს მიერ შეჯამებული თებერვლის შედეგები. ხსენებული მაღაზია გახლავთ ერთ-ერთი სავაჭრო წერტილი, რომელიც არ მალავს საკუთარ სტატისტიკას, ამიტომაც შესაბამისი მონაცემები რეგულარულად ხდება ცნობილი საჯაროდ. მაღაზიის საფასო პოლიტიკა ხელს უწყობს იმას, რომ გერმანიაში მომხმარებლები უფრო მეტად ყიდულობენ AMD-ის პროდუქციას, შესაბამისად, სტატისტიკაში ასეთი გადახრა მის სასარგებლოდ შესამჩნევია. კერძოდ, თებერვალში AMD-ის პროცესორებმა შეადგინეს გაყიდვების 87%, Intel-ის პროცესორების წილი კი შესაბამისად გამოვიდა დანარჩენი 13%. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორების გაყიდვების მოცულობა მცირდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ტრენდი შეესაბამება სეზონურ აქტივობას. AMD-ის შემოსავლების წილმა 83% შეადგინა - ერთი პროცენტით მეტი იანვართან შედარებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ AMD-ის პროცესორების რეალიზაციის საშუალო ფასი ინტერნეტ-მაღაზიაში გასული წლის იანვართან შედარებით 13.7%-ით გაიზარდა, ხოლო შემდგომ შემცირდა 5.2%-ით. Intel-ის პროცესორების საშუალო ფასი კი გასული წლის იანვრიდან მოყოლებული მხოლოდ იკლებდა, თუმცა დეკემბერში შეინიშნა მცირე ცვლილება. აქვე შეგახსენებთ, რომ Mercury Research-ის ვერსიით გასული წლის მეოთხე კვარტალში დესკტოპ პროცესორების ბაზარზე AMD-ის წილი არ აღემატებოდა 18.3%-ს. MindFactory-ის სტატისტიკა მოცემულ შემთხვევაში არის ექსტრემალური შემთხვევა, რომელიც არ აჩვენებს მსოფლიო ბაზრისთვის დამახასიათებელ სურათს. https://overclockers.ru/hardnews/show/102008/processory-amd-zanyali-87-v-statistike-mindfactory-za-fevral
  14. Tesla-მ დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომელთაც დარეზერვებული აქვთ ახალი ელექტრომობილი Tesla Model Y. შეტყობინებაში კომპანია ითხოვს, რომ მომხმარებლებმა დაასრულონ შეკვეთა და დაადასტურონ, რომ მზად არიან ელექტრომობილის მიღებისთვის. რესურს Insideevs-მა აღმოაჩინა ათასობით Tesla Model Y ელექტრო ქროსოვერი ფრიმონტში არსებული Tesla-ს ქარხნის ავტოსადგომზე, რაც ადასტურებს კომპანიის მზადებას - უახლოეს მომავალში მოახდინოს ელექტრომობილების უზარმაზარი ნაკადის ტრანსპორტირება მომხმარებლების მისამართით. ცნობილია, რომ Tesla თავდაპირველად დაიწყებს Tesla Model Y ელექტრომობილის გაცილებით ძვირადღირებული ვერსიის - Performance-ის მიწოდებას, შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები კი გაყიდვაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. სწორედ ასეთივე მიდგომა გამოიყენა კომპანიამ Model 3-ის რეალიზაციისას: თავდაპირველად აქცენტი გააკეთა ელექტრომობილის უფრო ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე. Tesla Model Y ზომით Model 3-ზე დაახლოებით 10%-ით დიდია და 75% მისი მსგავსი შემადგენელი კომპონენტები გააჩნია. Model Y Performance-ს 450 კილომეტრიანი გავლის მარაგი აქვს და 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის 3.5 წამი სჭირდება. ელექტრო ქროსოვერს სახურავზე პანორამული ლუქი აქვს. აგრეთვე ცნობილია, რომ ხელმისაწვდომი გახდება Model Y-ის შვიდადგილიანი კონფიგურაცია. https://3dnews.ru/1004922
  15. Ripple მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რომელიც უზრუნველყოფს XRP ტოკენების შექმნას. სიახლის შესახებ კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა ისაუბრა. მისი თქმით Ripple ისწრაფვის ქსელის შესაძლებლობების გაფართოებისკენ, ასევე შესაძლებლობისკენ - მესამე მხარეს მისცეს საშუალება შექმნას საკუთარი კრიპტოვალუტა XRP ეკოსისტემაში. შვარცს დაწვრილებით არ უსაუბრია სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ, მან აღნიშნა მხოლოდ ფუნქცია, რომელიც გულისხმობს ფიქსირებული ღირებულების ტოკენების გამოშვებას. „Stablecoin-ები - ეს აშკარა სცენარია, თუმცა ესენი შეიძლება იყოს არა მარტო Stablecoin-ები, არამედ სხვა ნებისმიერი აქტივები, რომლებიც დაკავშირებულია შედარებით ღირებულებასთან“ - თქვა მან. მსგავსი შესძლებლობა უკვე წარმოდგენილი აქვთ სხვა ბლოკჩეინებსაც, მაგალითად Tether-ს, რომელიც უშვებს Stablecoin-ებს ერთდროულად სხვადასხვა ქსელზე. მაგრამ, როგორც დევიდ შვარცი აცხადებს, XRP-ის მექანიკის საფუძველზე შექმნილი ტოკენები უზრუნველყოფს "გარანტირებულ" ლიკვიდობას. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში კომპანია Xpring-ის საინვესტიციო განყოფილებამ შეიძინა პლატფორმა Logos Network და განაცხადა, რომ დაგეგმილი აქვს მთელ რიგ პროდუქტებზე მუშაობა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სფეროში. მათ ჩამონათვალში დასახელებული იყო დერივატივები, ლენდინგ-გადაწყვეტილებები, ფიუჩერსები და ფორვარდები, რომლებშიც XRP ტოკენი გამოიყენებოდა. https://forklog.com/razrabotchiki-ripple-predostavyat-vozmozhnost-sozdavat-sobstvennye-tokeny-na-baze-xrp-ledger/
  16. გერმანული ვებ-გვერდ PC Games Hardware-ის წარმომადგენლებმა გამოქვეყნეს Intel-ისა და AMD-ის სამომავლო ილუსტრირებული გეგმები. თუკი არ ჩავთვლით მობილურ სეგმენტში 7-ნანომეტრიანი Ryzen 4000-ის გამოსვლას მიმდინარე კვარტალში, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება Ryzen 4000 სერიის, Zen 3 არქიტექტურის მქონე 7-ნანომეტრიანი დესკტოპ პროცესორების ანონსი, რომლებიც განკუთვნილი იქნება Socket AM4-ის მქონე დედა დაფებისთვის. მათ შთამომავალი, Zen 4 არქიტექტურის მქონე პროცესორების შესახებ ცნობილია, რომ ისინი წარმოებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, DDR5 სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს Socket AM4-თან თავსებადობას. მათი გამოსვლის თარიღს რაც შეეხება, გერმანელი ექსპერტები 2021 წლის პირველ კვარტალს ასახელებენ. Intel-თან დაკავშირებული ვითარება ასეთია: მიმდინარე კვარტალში მოხდა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი 10-ნანომეტრიანი Tiger Lake-U პროცესორების წარდგენა, მომდევნო კვარტალში უნდა გამოვიდეს 14-ნანომეტრიანი Comet Lake-S პროცესორები დესკტოპ სისტემებისთვის LGA 1200 შესრულებით, აგრეთვე Comet Lake-H სერია - გეიმინგ ლეპტოპებისთვის. მესამე კვარტლისთვის მოსალოდნელია 14-ნანომეტრიანი Rocket Lake-U პროცესორების გამოსვლა, რომლებსაც მსგავსება ექნებათ Tiger Lake-U სერიის წარმომადგენლებთან, კერძოდ, მათ ექნებათ იდენტური არქიტექტურა - Willow Cove. 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მიგრაცია საჭირო გახდა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეების მისაღწევად - Intel-ის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი მას ვერ უზრუნველყოფს სასიცოცხლო ციკლის ამჟამინდელ ეტაპზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101999/nastolnye-processory-amd-s-arhitekturoj-zen-4-poyavyatsya-cherez-god
  17. კომპანია Carbon Mobile-მა დააანონსა საინტერესო მოწყობილობა - სმარტფონი Carbon 1 Mark II. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ფიჭური აპარატი, რომლის კორპუსი დამზადებულია განსაკუთრებული ტექნოლოგიით - ნახშირბადის ბოჭკოების გამოყენებით. გამოყენებულია მეთოდი, სახელად HyRECM (Hybrid Radio Enabled Composite Materials). მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: ნახშირბადის ბოჭკოები ერთმანეთში გადაწნულია სპეციალური კომპოზიტით, რომელიც რადიოტალღების გამტარია. შედეგად მიღებულია სულ რაღაც 6.3 მმ სისქის კორპუსი. სმარტფონში გამოყენებულია 6.01-დუიმიანი AMOLED დისპლეი Corning Gorilla Glass 6 დამცავი მინით. გვერდით ნაწილში განთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, უკან კი ორი მოდულის მქონე კამერა, რომელთა გაფართოება უცნობია. მოწყობილობაში მოცემულია პროცესორი MediaTek Helio P90, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ტაქტის სიხშირით - 2.2 გჰც-მდე და გრაფიკული ამაჩქარებელი IMG PowerVR GM 9446. სმარტფონს აქვს 128 გბ მოცულობის მეხსიერება, 3050 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სიმეტრიული USB Type-C პორტი. მოწყობილობის ზომა 153,5 × 74 × 6,3 მილიმეტრია. Carbon 1 Mark II-ის ფასი 800 ევროა. მიწოდება დაიწყება მიმდინარე წლის ივნისიდან. https://3dnews.ru/1004904
  18. შეზღუდვების წესდების ვადის ამოწურვის მიუხედავად კომპანია Ripple-ის წინააღმდეგ მომჩივანებს უფლება აქვთ თავიანთი ინტერესები სასამართლოში დაიცვან ფასიანი ქაღალდების სფეროში აშშ-ს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის კუთხით - მოცემულია ჩრდილოეთ კალიფორნიის სასამართლოს დადგენილებაში. განხილულ იქნა Ripple-ის შუამდგომლობა, რომ გაეპროტესტებინა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი და სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიუხედავად სარჩელისა, იგი არ ეხება ფედერალური კანონის დარღვევას. ამასთან, სასამართლომ არ ცნო Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის - ბრედ ჰარლინგჰაუსის პირადი პასუხისმგებლობა სარჩელზე, ასევე ის ფაქტი, რომ კომპანია ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა კრიპტოვალუტის რეკლამირების დროს. „მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებმა დაადასტურეს ICO-ების ჩატარება და XRP ტოკენის გაყიდვა, ამ დროს მათი ქმედებები არ იყო მიმართული XRP-ის ფართო საზოგადოებაში გავრცელებისკენ“ - ნათქვამია დადგენილებაში. მოსარჩელეებს განმეორებითი სარჩელის შეტანა ნებადართული აქვთ 28 დღის განმავლობაში. კომპანია Ripple-სა და ყოფილ ინვესტორებს შორის საქმის განხილვა მეორე წელია გრძელდება - რამდენიმე ინდივიდუალური საჩივარი ერთში გაერთიანდა. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ICO-ს ფარგლებში მათ კომპანიამ მიჰყიდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდები. 2019 წლის აგვისტოში მათ ბრალდებას დაუმატეს განმარტება, რატომ უნდა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად როგორც ფედერალურ, ისე საშტატო დონეზე. 2019 წლის სექტემბერში Ripple-მა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა სასამართლოში საქმის გასაჩივრების შესახებ. https://forklog.com/gruppovoj-isk-k-ripple-priznan-pravomernym-kompaniya-mogla-narushit-zakon-o-tsennyh-bumagah/
  19. გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ NVIDIA-სთვის განკუთვნილ Tegra Orin თაობის 8-ნანომეტრიან პროცესორებს კომპანია Samsung გამოუშვებდა. ვებ-გვერდ VideoCardz-ს აქვს ინფორმაცია, რომლის თანახმად NVIDIA უკვე ფლობს Ampere-სერიის გარკვეული პროდუქტების ციფრულ პროექტებს, რომლებიც ასევე 8-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული. რესურსი ამტკიცებს, რომ საუბარი ეხება გრაფიკულ გეიმინგ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამით ინფორმაცია სრულდება. 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა მიუთითებდეს Samsung-თან თანამშრომლობაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ Ampere სერიის აბსოლუტურად ყველა გრაფიკულ პროცესორს სამხრეთკორეული კომპანია გამოუშვებს. არ არის გამორიცხული, რომ ენერგოეფექტურობაზე აქცენტი შეზღუდავს Samsung-ის მიერ წარმოებულ Ampere გრაფიკული პროცესორების დიაპაზონს ლეპტოპების მობილური ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/hardnews/show/101973/graficheskie-processory-nvidia-ampere-budut-vypuskatsya-po-8-nm-tehnologii
  20. კომპანია Zotac-მა გამოუშვა ახალი კომპაქტური დესკტოპ კომპიუტერი Zbox Magnus EN52060V, რომელიც აგებულია მობილური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ აპარატულ უზრუნველყოფაზე. მოწყობილობა გვევლინება, როგორც საშუალო ფასის სეგმენტის კომპიუტერი და განკუთვნილია კონტენტის შექმნელებისათვის. Zbox Magnus EN52060V-ს საფუძვლად უდევს Coffee Lake სერიის ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი მობილური პროცესორი Intel Core i5-9300H, მისი საბაზისო სიხშირე 2.4 გჰც-ს შეადგენს, მაქსიმალური ტურბოსიხშირე კი აღწევს 4.1 გჰც-ს. TDP-ის დონე 45 ვატის ტოლია. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX 2060 - GDDR6 ტიპის 6 გბ მეხსიერებით. სამწუხაროდ უცნობია - გამოყენებულია MXM მოდულის ფორმატის ვიდეო ბარათი თუ იგი მიმაგრებულია პირდაპირ დედა დაფაზე. ახალი მინი კომპიუტერი წარმოდგენილია DDR4-2600 სტანდარტის 32 გიგაბაიტამდე მეხსიერების ორი SO-DIMM სლოტით, ასევე აღჭურვილია M.2-2280 PCIe 3.0 х4 SSD-ით ან SATA III-ითა და 2.5-დუიმიანი SATA III-ით. ხელმისაწვდომია უსადენო მოდული Killer 1650, რომელსაც აქვს Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 მხარდაჭერა, სადენიან კავშირს კი უზრუნველყოფს 1 და 2,5-გიგაბიტური კონტროლერი. Zotac Zbox Magnus EN52060V-ის ფასი და გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1004744
  21. კრიპტოინდუსტრიის ექვსი წარმომადგენელი შევიდა მილიარდერების ყოველწლიურ ჩამონათვალში, რომელსაც ადგენს ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი Hurun. კრიპტოსეგმენტის ლიდერად დასახელდა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, 42 წლის Changpeng Zhao – 2.6 მლრდ აშშ დოლარიანი ბიუჯეტით. გასული წლის მონაცემებთან შედარებით (2.53 მლრდ აშშ დოლარი) მისი ფინანსური მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა და საერთო ჩამონათვალში მან 805-ე პოზიციამდე აიწია. გასული წლის ლიდერი - მაინინგ-კომპანია Bitmain-ის თანადამფუძნებელი Micree Zhan ახალ რეიტინგში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა კომპანია ბიზნეს-პარტნიორ Jihan Wu-სთან უთანხმოების გამო. გასულ წელს Zhan-ის მდგომარეობა ფასდებოდა 4.21 მლრდ აშშ დოლარიანი კაპიტალით. რეიტინგში ვერ მოხვდა Wu-ც, რომლის ფინანსები 2.39 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ ნაცვლად ახალ რეიტინგში Bitmain-ის წარმომადგენელია კომპანიის თანადამფუძნებელი Zhan Ketuan 1.6 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ბირჟების - OKEx-ისა და OKCoin-ის დამფუძნებელი Star Xu 1.4 მლრდ აშშ დოლარიანი მაჩვენებლით. გასული წლიდან მოყოლებული მან ერთი დონით აიწია რეიტინგში, თუმცა მისი კაპიტალის მოცულობა არ შეცვლილა. კრიპტოინდუსტრიის მილიარდერების რეიტინგში რიგით მეოთხეა Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი 1.3 მლრდ აშშ დოლარით. მეხუთე ადგილს გასული წლიდან მოყოლებული კვლავ ინარჩუნებს Huobi-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონ ლი 1.1 მლრდ აშშ დოლარით. ჩამონათვალი სრულდება Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორით - ბრაიან არმსტრონგით, რომელიც 1 მლრდ აშშ დოლარს ფლობს. Hurun-ის საერთო რეიტინგში ჯამში სულ მოხვდა 2816 მილიარდერი მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. ზედიზედ მესამე წელია ჩამონათვალს ლიდერობს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 140 მლრდ აშშ დოლარის მფლობელია. Changpeng Zhao და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეკ დორსი აგრეთვე ლიდერობენ 2020 წლის კრიპტოინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი პირების რეიტინგს. https://forklog.com/ceo-binance-stal-samym-bogatym-predstavitelem-kriptoindustrii/
  22. კომპანია Unisoc-მა, რომელიც ძველად ცნობილი იყო Spreadtrum-ის სახელით, დააანონსა მობილური პროცესორი Tiger T7520. ეს გახლავთ მსოფლიოში პირველი ჩიპი, რომელიც დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ჩიპსეტი მოიცავს რვაბირთვიან CPU-ს Cortex-A76-სა და Cortex-A55-ის ბაზაზე. ბირთვების სიხშირე ჯერჯერობით უცნობია. ცალკრისტალიან სისტემაში გრაფიკის რენდერინგზე პასუხისმგებელია ამაჩქარებელი ARM Mali-G57 GPU. Tiger T7520-ს აქვს ინტეგრირებული მოდემური დაფა მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. კომპანიის თქმით, იმ ჩიპებისგან განსხვავებით, რომლებიც წარმოდგენილია ცალკეული 5G მოდემებით, ახალი პროცესორი გაზრდილი ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. Tiger T7520-ში განთავსებულ მოდემურ დაფას აქვს არაავტონომიური და ავტონომიური არქიტექტურების მხარდაჭერა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღემატება 3,25 გბ/წმ-ს. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ რეალიზებულია Dual-SIM Dual 5G ტექნოლოგიები. ცალკრისტალიან სისტემა Tiger T7520-ზე მოქმედ სმარტფონებში ორივე SIM-ბარათი იმუშავებს 5G ქსელში. ახალი მობილური პროცესორის მქონე პირველი მოწყობილობები ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. მათში წარმოდგენილი იქნება კამერები მაქსიმალური 100 მპ გაფართოებით, 4K UHD ფორმატის ეკრანები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და HDR10+ მხარდაჭერა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34077/anonsirovan-pervyj-v-mire-6-nanometrovyj-processor
  23. ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონ Black Shark 3-ის გამოშვებას Xiaomi მომდევნო კვირაში აპირებს, მანამდე კი კომპანიამ სოციალურ ქსელ Weibo-ში გააზიარა პოსტერი, რომელზეც წარმოდგენილია სმარტფონის გარკვეული მახასიათებლები. კერძოდ, ცნობილი გახდა მისი ბატარეის მოცულობა და სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე. Black Shark 3-ს ექნება 4720 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც, როგორც პოსტერიდან ჩანს, Xiaomi Mi 10 Pro-ს მსგავსად ორნაწილიანი იქნება. ძველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ სმარტფონს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა ექნებოდა, თუმცა პოსტერის მონაცემებით ინფორმაცია დაკორექტირდა. სმარტფონს ასევე ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა ისევე, როგორც სამომავლო OPPO Find X2-სა და Realme X50 Pro 5G სმარტფონებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში დაანონსდა. Weibo-ზე განთავსებული პოსტი გვაცნობებს, რომ ერთი ბატარეის (2780 მა/სთ) სრულად დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო. უკვე ცნობილია, რომ Xiaomi-ს ახალ გეიმინგ-ფლაგმანს ექნება 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირის მქონე ეკრანი, LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, Qualcomm Snapdragon 865 პროცესორი, UFS 3.0 მოდული და ორდიაპაზონიანი 5G მოდული. სმარტფონის პრეზენტაცია 3 მარტს შედგება. https://3dnews.ru/1004630
  24. ვიდეობლოგერები Ivan on Tech, Chico Crypto და CryptoWendyO დაბლოკა YouTube-ის ადმინისტრაციამ Bitcoin-ის შესახებ მორიგი ვიდეორგოლის პუბლიკაციის შემდეგ. თანაც ზოგიერთმა მათგანმა „სტრაიკი“ მიიღო პირდაპირი ტრანსლაციის დროს. „ჩვენმა არხმა მუშაობა შეწყვიტა როგორც კი პირდაპირი ეთერი დაიწყო. ეს უაზრობაა, ამ ვიდეოში არაფერი იყო საშიში ან საზიანო“ - დაწერა Ivan on Tech-მა, რომელსაც 215 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ Ivan on Tech-მა სტრაიკი მიიღო შენიშვნით - „სახიფათო და მავნე კონტენტი“ ვიდეოზე: BITCOIN GOING VERTICAL!!! Halving IMPORTANT UPDATE. მეორე პირმა, CryptoWendyO-მ კი, რომელსაც 5.5 ათასი გამომწერი ჰყავს, შენიშვნა მიიღო ვიდეორგოლისთვის - BITCOIN MASSIVE DROP INCOMING – TAKE PROFIT. აქედან გამომდინარე, ზოგიერთმა მომხმარებელმა ივარაუდა, რომ ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაცია შესაძლოა დაიბნა სენსაციური სათაურებით. ამასთან, Wave Tech-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ Ivan on Tech თავის არხზე არეკლამებს საეჭვო რეპუტაციის მქონე სავაჭრო პლატფორმებს და ბლოგერის დაბლოკვისკენ მოუწოდა: „მივმართავ YouTube-ის გუნდს, განაგრძეთ Ivan On Tech-ის ბლოკირება. BITCOIN GOING VERTICAL - ეს უკიდურესად უპასუხისმგებლო განაცხადია. მისმა მოწოდებებმა - გადავიდნენ ზოგიერთი კრიპტობირჟის ბმულებზე - შესაძლოა ზიანი მიაყენოს მომხმარებლებსა და კრიპტოინდუსტრიას“. ვიდეოჰოსტინგის ადმინისტრაციას აღნიშნულ შემთხვევაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ბლოგერების ვიდეოები კვლავ დაბლოკილია. 2019 წლის დეკემბერში „მოდერაციის გარკვეული შეცდომების“ გამო YouTube-მა კრიპტო თემატიკის ასობით ვიდეო დაბლოკა. მრავალრიცხოვანი მომხმარებლის პრეტენზიების შემდეგ ჰოსტინგმა აღადგინა წვდომა კონტენტზე და განაცხადა, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შესულა ძალაში. https://forklog.com/youtube-nachal-blokirovat-sensatsionnye-translyatsii-na-kriptovalyutnuyu-tematiku/
  25. Intel-ის ფანატები დიდი ხანია ელოდებიან 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებულ პროდუქტებს. ყველაფერი რომ გეგმის მიხედვით წასულიყო, კომპანიას ახლა უკვე უნდა გამოეშვა 7-ნანომეტრიანი 32-ბირთვიანი ჩიპები. შესაძლოა ოდესმე გაგვიმხილონ მიზეზები, თუ რატომ ვერ გადადის ამ დრომდე Intel-ი სრულად 10-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. გამოჩნდა საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ნათელს ჰფენს კომპანიის სამომავლო ჩიპების ბედს. დავიწყოთ კარგი სიახლით: Tiger Lake-H პროცესორები უკვე მიეწოდებათ დეველოპერებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე გამოვიდა დაპროექტების სტადიიდან და ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში მიმდინარე წლის ბოლომდე მოხვდება. ახალი პროცესორები წარმოდგენილი იქნება Willow Cove არქიტექტურის 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. გარდა ამისა, მათ ექნებათ ინტეგრირებული გრაფიკა Gen 12 Xe 96EU-თი. სავარაუდოდ, ამ პლატფორმის წარმადობა სხვა კომპანიების ბიუჯეტური დისკრეტული გრაფიკული პროცესორების დონის იქნება. Rocket Lake-S სერიის დესკტოპ პროცესორების ხაზთან დაკავშირებით დადებითი ცნობები არ არის. დიდი ალბათობით ესენი იქნება 14-ნანომეტრიანი ჩიპები, რომლებიც კვლავ 5%-იან ზრდას მოიტანს, რასაც ასე აფასებენ კომპანიის ფანატები. ამ ჩიპების გამოსვლა დაგეგმილია 2021 წლისთვის, ზუსტი თარიღი უცნობია. ჯამში, მთელი იმედი დამყარებულია Alder Lake პროცესორებზე. სწორედ ამ სერიაზე მუშაობს ამჟამად ჯიმ კელერი. სავსებით შესაძლებელია, რომ 2022-2023 წლებში Intel-ი ჯერ კიდევ 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე მუშაობდეს. პარალელურად, AMD 2021 წლის შუა პერიოდისთვის გეგმავს გამოუშვას Ryzen 5000 სერიის პროცესორები 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/34062/10-nm-nastolnye-processory-intel-mogut-zaderzhatsya-do-2023-goda-amd-perehodit-na-5-nm-v-2021-godu
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.