Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა კომპანია Guangzhou Automobile Group-მა (GAC) განაცხადა, რომ რეალურ პირობებში საგამოცდო ექსპლუატაციისთვის ემზადება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი გრაფენის ბატარეები. ტესტირება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. თუკი გამოცდის შემდეგ მათ ექსპლუატაციაში მიიღებენ, ეს გახდება ბიძგი ელექტრო ტრანსპორტის განვითარებისთვის, რადგან ამგვარი ბატარეების 85 %-მდე დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ რვა წუთი. ამ დროისთვის GAC არ არის დარწმუნებული, დააკმაყოფილებს თუ არა გრაფენის ელემენტები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების პირობებს. გრაფენის ელემენტების ტექნოლოგია კოდური სახელით "3DG" შეიმუშავა ჩინურმა კომპანიამ Guangqi. ერთ დროს, GAC-მა შთანთქა დეველოპერი და 2014 წელს დაიწყო ახალი ბატარეების შექმნაზე ზედამხედველობა. ახალი ბატარეები ერთი წლის წინ დაანონსდა. ამ დროისთვის კომპანიამ დაამზადა საკმარისი რაოდენობის აკუმულატორები, რათა მოხდეს მათზე მომუშავე ელექტრომობილების შემოწმება რეალურ პირობებში და არა ლაბორატორიაში. გრაფიტის ხარჯზე ბატარეაში მრავალჯერ იზრდება ელექტრონების გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას იძლევა აკუმულატორი დაიმუხტოს დიდი ძაბვით დაზიანების საფრთხის გარეშე. ბატარეების დამუხტვა მნიშვნელოვნად მოკლე დროში ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება მთელ ინდუსტრიაზე და არა მხოლოდ. https://bit.ly/39cYSo3
  2. Bitcoin-ის აღმასვლა 20 ათას აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ გამყარებულია 2020 წლის სპოტ-ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობით. ამას მოწმობს კომპანია Arcane Research-ის ანგარიში. ანალიტიკოსების დაკვირვებით, კრიპტო ბირჟების ყოველდღიურმა სავაჭრო ბრუნვამ 5.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია - ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მარტში Bitcoin-ის ფასის ვარდნის დროს (5.05 მილიარდი აშშ დოლარი). სპოტ-ბირჟების საერთო ბრუნვის დინამიკა. Arcane Research, Skew, Messari. სპოტ-ვაჭრობის საშუალო მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შეესაბამება 2017 წლის დეკემბრის მაჩვენებელს. ბაზრის მონაწილეთა ენთუზიაზმს ამტკიცებს კრიპტოვალუტის „შიშის ინდექსი“, რომელიც დაახლოებით 88-იან ნიშნულზე ნარჩუნდება. გასულ კვირას მაჩვენებელმა 94-ს მიაღწია, რაც ბაზრის მონაწილეების „უკიდურეს სიხარბეს“ ნიშნავს. წყარო: Arcane Research. Alternative.me. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მალე მიიღწევა 20 ათას აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რომელიც 2017 წლის ბოლოს დაფიქსირდა. „ფასების ამჟამინდელი დინამიკის გათვალისწინებით გასაკვირი არ იქნება, თუ Bitcoin-ი ავა 20 ათას აშშ დოლარზე მაღლა”, - აღნიშნა Arcane Research-მა. თუ ეს დონე სერიოზული დაბრკოლება გახდება ციფრული ოქროსთვის, მაშინ დაღმავალი კორექცია 16 ათას აშშ დოლარიან დონეს შეინარჩუნებს, ნათქვამია ანგარიშში. ჯერჯერობით დოლართან წყვილში ისტორიულ მაქსიმუმამდე ფასის დაახლოებით 2% რჩება. https://bit.ly/362Ly3y
  3. Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ სამშაბათს 500 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა საფონდო ბირჟის გახსნის შემდეგ, კვოტირებამ გადააჭარბა 527.48 აშშ დოლარს თითო აქციაზე და შეადგინა 540.4 აშშ დოლარს. ინვესტორებს სჯერათ კომპანიის: წელს აქციების ფასი ხუთჯერ გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი მეტწილად სიმბოლურია, ის მეტყველებს ბაზრის ნდობაზე ილონ მასკის მიმართ. სხვათა შორის, შეერთებული შტატების იმ მანქანათმშენებელ კომპანიებს შორის, რომელთა აქციების კოტირება ხდება ბირჟაზე, Tesla იანვარში გახდა 100 მლრდ აშშ დოლარს ზემოთ კაპიტალიზაციით პირველი. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა ზედიზედ მეხუთე მომგებიანი კვარტლის შესახებ: მესამე კვარტლის შემოსავალი 8.77 მილიარდი იყო. ამავე თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში მიწოდებულ იქნა 139 300 ელექტრომობილი, რაც კომპანიის ახალი რეკორდია. Tesla უნდა შეუერთდეს S&P 500 საბირჟო ინდექსს 21 დეკემბერს, რამაც მიმდინარე თვის დასაწყისში მისი აქციების ფასის ზრდა განაპირობა, რადგანაც საინვესტიციო მენეჯერებს, რომლებიც S&P 500-ს აკონტროლებენ, თავიანთი პორტფელისთვის აქციების ყიდვა მოუწევთ. გასულ კვირას სააგენტო Morgan Stanley-მაც აწია Tesla-ს რეიტინგი და მრავალი წლის მანძილზე პირველად მისი აქციების შესყიდვის რეკომენდაცია გასცა. მიმდინარე კვირაში აქციების ფასის ზრდის შედეგად მასკმა გაუსწრო Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და გახდა მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის მდგომარეობას. ილონ მასკის კუთვნილი კაპიტალი 2020 წელს 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მასკს 35-ე ადგილი ეკავა უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ახლა კი Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორ ჯეფ ბეზოსს მიუახლოვდა. https://bit.ly/3748yhX
  4. მიმდინარე თვეში ცნობილი გახდა, რომ Samsung-მა გადაწყვიტა Galaxy Z Flip-ის გამოშვება მომდევნო წლის ზაფხულამდე გადაეწია. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ სმარტფონი გამოვიდოდა ფლაგმანურ სერია Galaxy S21-თან ერთად. გამომცემლობა The Elec-მა განაცხადა, რომ გადავადება განპირობებულია სიფრთხილით, რომ დასაკეცი მოწყობილობა შეამცირებს მოთხოვნას S-სერიაზე. როგორც ცნობილია, მხოლოდ Galaxy S21-ის გამოშვების შემდეგ მიაქცევს კომპანია ყურადღებას დასაკეცი სმარტფონების პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ონლაინ გამოცემა DSCC-ის ანალიტიკოსები ელიან, რომ Galaxy Z Flip ყველაზე პოპულარული დასაკეცი სმარტფონი გახდება ამ წლის ბოლოს. Galaxy Z Flip 2 არ არის ერთადერთი დასაკეცი სმარტფონი, რომელსაც Samsung წარადგენს მომავალ წელს. ცნობილია, რომ ტელეფონი იქნება ერთ-ერთი - ხუთი მსგავსი მოწყობილობიდან, რომელსაც კომპანია ამზადებს. გავრცელებული ხმების თანახმად, Samsung Galaxy Z Flip 2-ს ექნება 1.1 დუიმით გაზრდილი ეკრანი. აქტუალური Z Flip-ის დიაგონალი 6.7 დუიმს შეადგენს, ე.ი. ახალი სმარტფონის ზომა 7.8 დუიმი იქნება. მოწყობილობა დაფუძნებული იქნება Qualcomm Snapdragon 875 ჩიპსეტზე, ექნება 5G-სა და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. https://bit.ly/3748tLb
  5. PayPal-ის ხელმძღვანელი დენ შულმანი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ Bitcoin-ი უფრო მეტად გამოყენებული იქნება ყოველდღიური გადახდებისთვის, ვიდრე როგორც დაზოგვის საშუალება. ამის შესახებ მან CNBC Squawk Box-თან ინტერვიუში განაცხადა. კორონავირუსის პანდემიის დროს ნაღდი ფულის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამბობს შულმანი. მისივე თქმით, მომხმარებელთა დაახლოებით 70%-ს აღარ სურს მათთან ურთიერთობა. მიმდინარე თვეში PayPal-მა წვდომა გახსნა Bitcoin-სა და რამდენიმე Altcoin-ზე თავისი ამერიკელი მომხმარებლებისთვის და მუშაობს სავაჭრო პლატფორმებზე ინტეგრაციისთვის, რაც გამყიდველებს საშუალებას მისცემს მიიღონ ციფრული გადახდები. ”კრიპტოვალუტის, როგორც ყოველდღიური შესყიდვების პოტენციური გადახდის ინსტრუმენტის გამოყენება, გაზრდის მის ფუნქციურობას და დაასტაბილურებს მას“ - თქვა დენ შულმანმა და აღნიშნა, რომ კომპანიამ მომსახურების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარა გლობალურ რეგულატორებთან. მისივე თქმით, მომავალ წელს ვაჭრებს შეეძლებათ Bitcoin-ის, როგორც საანგარიშსწორებო საშუალების მიღების შესაძლებლობა. ადრე დენ შულმანმა თქვა, რომ PayPal დეკემბერში უზრუნველყოფს აშშ-ის მასშტაბით კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში ისინი სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის გამოთვლებით, ამჟამად PayPal-ის მომხმარებლები ყიდულობენ Bitcoins-ის დაახლოებით 70%-ს. აქტიური შესყიდვების კომბინაციაში Square-ის აპლიკაცია Cash App-ის საშუალებით ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირველი კრიპტოვალუტის დეფიციტზე და, შესაბამისად, იწვევს აქტივის ფასის ზრდას. https://bit.ly/2ITDTMn
  6. არაერთხელ იქნა ნათქვამი, რომ Intel-ის მიერ TSMC-ის საწარმოო შესაძლებლობების მოზიდვა არ შემოიფარგლება მხოლოდ 7 ნმ და 6 ნმ კომპონენტების წარმოებით, არამედ გაგრძელდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ტაივანური რესურსი TechNews განმარტავს, რომ საქმე ეხება Core i3 კლასის ცენტრალური პროცესორების წარმოების შეკვეთებს, რომელთა შესრულებას TSMC დაიწყებს 2022 წელს. უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე Intel თუ ანდობდა TSMC-ს ცენტრალური პროცესორების გამოშვებას, საუბარი ეხებოდა მხოლოდ ჩინელ პარტნიორებთან ერთობლივ პროდუქტებს, რომლებიც ინტეგრირებული 3G-მოდემებით აღიჭურვებოდა. იგეგმებოდა, რომ 7 და 6-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით TSMC გამოუშვებდა Intel-ისთვის გრაფიკულ პროცესორებსა და მათ ცალკეულ კომპონენტებს. ჩანს, რომ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ფარგლებში, თუკი ხმები გამართლდება, Intel-ი TSMC-ს ანდობს ყველაზე ძვირფასს - სამომხმარებლო კლასის ცენტრალური პროცესორების გამოშვებას. იგივე წყარო აღნიშნავს, რომ Samsung-თან თანამშრომლობის გაღრმავების გამოცდილების შემდეგ Qualcomm შეძლებს TSMC-ის კონვეირზე განათავსოს შეკვეთები 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით Snapdragon 895 სერიის პროცესორების დამზადებისთვის 2022 წელს. პირველწყაროს ინფორმაციის თანახმად, NVIDIA-ც დაუბრუნდება TSMC-ს, რომელმაც წელს Samsung-თან თანამშრომლობისგან არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებები მიიღო. https://bit.ly/397yzQ4
  7. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა დაამზადა ერთდაფიანი კომპიუტერი Tinker Board 2, რომელიც ორიენტირებულია სმარტ-გაჯეტებისა და ინტერნეტ-ნივთების დეველოპერებზე. კომპიუტერის ზომაა მხოლოდ 85,6 × 54 მმ. საფუძვლად უდევს პროცესორი Rockchip 3399, რომელიც შეიცავს ექვს ბირთვს. ესენია: ორი ARM Cortex-A72 ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და ოთხი ARM Cortex-A53 – 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი ARM Mali-T860 MP4 სიხშირით 800 მჰც. LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 2 ან 4 გბ. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია microSD ბარათი, ასევე გამოვა მოდიფიკაცია Tinker Board 2S 16 გბ eMMC ფლეშ-მოდულით. მოწყობილობას აქვს კონტროლერი Gigabit Ethernet ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირზე პასუხისმგებელია ადაპტერები Wi-Fi 802.11b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0. გამოსახულების ეკრანზე გამოტანისთვის განკუთვნილია ინტერფეისი HDMI 2.0 4K/60р ფორმატის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია სამი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი პორტი USB 3.2 Gen1 Type-C. მხარდაჭერილია ინტერფეისები - GPIO, SPI, I2C, UART, PWM. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://bit.ly/2Hvjlcj
  8. ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გამოქვეყნდა სიახლე, სადაც ნათქვამი იყო Bitcoin-ის აღმასვლის შესახებ, რომელმაც 15 000 აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია ამ ნიშნულზე კრიპტოვალუტა არ გაჩერებულა, ფინანსური ანალიტიკოსების პროგნოზები გამართლდა: Bitcoin-მა მიაღწია 18 ათას აშშ დოლარიან დონეს და ყოველდღე იზრდება. რა თქმა უნდა, რეკორდი უცვლელია - 20 ათასი აშშ დოლარი - სწორედ ასეთი ფასი ჰქონდა კრიპტოვალუტას 2017 წლის დეკემბერში. ექსპერტები Bitcoin-ის ფასის ასეთ ზრდას უკავშირებენ დეფიციტს, რომელიც განაპირობა ხალხის მოთხოვნამ, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ მას შეერთებულ შტატებში. კომპანია PayPal-მა გაზარდა კრიპტოვალუტის შესაძენი ლიმიტები 10 ათასიდან 20 ათას აშშ დოლარამდე, ხოლო ახალი Bitcoin-ების გამოსვლა ორჯერ შემცირდა - 6.25 BTC/10 წუთამდე, ოთხი წლის განმავლობაში წარმოების ვარდნა გაგრძელდება, სანამ ბრუნვაში არ გამოვა 21 მილიონი BTC. ცნობილ კრიპტო ინვესტორ დენ პანტერის თქმით, არსი ის არის, რომ სანამ Bitcoin-ების რაოდენობა მცირდება, მასზე ჩნდება მოთხოვნა, რის გამოც ბრუნვაში შემოდის სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტა. ინვესტორმა განაცხადა, რომ როდესაც ყველა კომპანია მიბაძავს PayPal-ის მაგალითს, გაჩნდება ვალუტის დეფიციტი, რომლის კომპენსირება მაღალი ფასით იქნება საჭირო. https://bit.ly/2J1A3Ai
  9. ინტერნეტში ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დაშლილი MacBook-ის ფოტოები Apple M1 SoC-ით ARM-არქიტექტურაზე. ფოტოებზე შესაძლებელია შემჩნევა, რომ ლეპტოპი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება Intel-ის პროცესორზე არსებული წინა ვერსიისგან. შემცირებული ხმაურის დონე დაკავშირებულია ჩიპის გაუმჯობესებულ ენერგოეფექტურობასთან. იქიდან გამომდინარე, რომ MacOS-ს არ აქვს ყველა თამაშის მხარდაჭერა, MacBook-ის მფლობელები იყენებენ Rosetta 2 ან CrossOver ემულატორს მათი გაშვებისთვის. ენთუზიასტებმა ასევე შეადგინეს ცხრილი, სადაც შეაქვთ თამაშების ჩამონათვალი. ცხრილში მოცემულია პარამეტრები: შესაძლებელია თუ არა ჩართვა, რითი ხდება გაშვება (ემულატორი/MacOS), მითითებული პარამეტრები, კადრების სიხშირე, შენიშვნები (ხარვეზები/ბაგები), ლეპტოპის ვერსია, წყარო. ამჟამად მასში შედის 168 თამაში, მათაგნ 122-ის გაშვება შეუძლია MacBook-ს. 1499 აშშ დოლარის ღირებულების MacBook Pro-თი თამაშისას Among Us-ში მიიღწევა 60 კადრი 1080p გაფართოებაზე, Borderlands 3-ში კი - თითქმის 30 კადრი 1080p-ზე ნორმალურ პარამეტრებზე. Call Of Duty: Black Ops III შესაძლებელია გაეშვას 60 კადრზე სტანდარტულ პარამეტრებზე. ამგვარი შედეგები არც ისე ცუდია ულტრათხელი 13-დუიმიანი ლეპტოპისთვის. ადრე MacBook-ის მფლობელებს ჰქონდათ Windows 10-ის დაინსტალირების შესაძლებლობა BootCamp-ის საშუალებით, მაგრამ Apple M1 SoC-ზე მომუშავე ახალ ლეპტოპზე ეს შეუძლებელია. https://bit.ly/35VC5ew
  10. Tesla-მ დაიწყო საფირმო USB-ბარათების გაყიდვა, რომლებიც განსაკუთრებულად ყურადღებიანმა გულშემატკივრებმა 2021 წლის Model 3-ისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლებში შენიშნეს. შესაძლოა, ამის მიზეზი გულშემატკივრების რჩევა იყო. მაგალითად, ჟურნალისტმა Johnna Crider-მა გადაიღო ვიდეოს სკრინშოტი და Twitter-ზე ილონ მასკს მიწერა, რომ კარგი იქნებოდა ასეთი აქსესუარების გაყიდვა Tesla-ს მაღაზიაში. ცოტა ხნის წინ Tesla-მ მართლაც დაიწყო თავის მაღაზიაში ორიგინალური USB-ფლეშკების გაყიდვა, რომელთა მოცულობა 128 გიგაბაიტია (ეს მოცულობა ორჯერ მეტია იმ ბარათებთან შედარებით, რომლებიც ახალი მანქანების კომპლექტაციაში შედის). აშშ-ში ფლეშ-ბარათის ფასი 35 აშშ დოლარია და მასში შედის მიწოდების საფასური. შეფუთვა, რომლითაც წარმოდგენილია ბრელოკი, გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინითა და დამზადების ხარისხით. მსგავსი სტილის ორიგინალი ფლეშ-ბარათი გამოდის Samsung-ის ბრენდის ქვეშ და Amazon-ზე ღირს თითქმის ორჯერ იაფი - 19.99 აშშ დოლარი. თუმცა მასზე არ არის მთავარი - Tesla-ს ლოგოტიპი და ლამაზი შეფუთვა, რომელიც გადასაგდებად დასანანია. უცნობია, მართლაც შენიშნა თუ არა მარკეტინგის დეპარტამენტმა თაყვანისმცემლების მესიჯები, თუ გადაწყვეტილება წინასწარ იქნა მიღებული, თუმცა ილონ მასკი ცნობილია თავისი კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციის უჩვეულო მიდგომით. მაგალითად, მან ცოტა ხნის წინ დაიწყო ტეკილას გაყიდვა - ყველაფერი დაიწყო საპირველაპრილო ხუმრობით. https://bit.ly/3m9zSBT
  11. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირველი კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ემყარება ამჟამინდელი გადახდის სისტემების ”არაეფექტურობას”. ოფიციალურმა პირმა, რომელიც თანამდებობას დეკემბრიდან ტოვებს, დაადასტურა პოზიცია, რომ Bitcoin-ი არ არის ფასიანი ქაღალდი, თუმცა ის შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც დაგროვებისა და ანგარიშსწორების საშუალება. კლეიტონის თავმჯდომარეობის პერიოდში SEC-მა ცხრაჯერ მიიღო ნეგატიური გადაწყვეტილებები პირველი კრიპტოვალუტის საფუძველზე ETF-ის შექმნის შესახებ არსებულ განაცხადებთან მიმართებაში. ”მე მჯერა, რომ Bitcoin-ი უფრო მომწიფდება და ჩვენ უფრო მეტ რეგულირებას დავინახავთ მისი საანგარიშსწორებო ფუნქციების კუთხით,” - თქვა მან. კლეიტონის თქმით, ეს უკანასკნელი გახდება აშშ-ის შიდა შემოსავლების სამსახურისა და ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის აღსრულების ქსელის (FinCEN) ამოცანა, ვინაიდან SEC-ს სხვა დავალება აქვს. მან გაიხსენა, რომ SEC არეგულირებს სიტუაციებს, როდესაც ციფრული აქტივები გამოიყენება თანხების მოსაზიდად. მაგალითად, კომისია ხშირად განმარტავდა ICO-ს, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას. კლეიტონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო მზადაა განიხილოს ტოკენიზებული ETF-ების შექმნის შესაძლებლობა. აქვე აღსანიშნავია, რომ CFTC-ის ყოფილი ხელმძღვანელი Harry Hansler უხელმძღვანელებს ჯო ბაიდენის ფინანსური პოლიტიკის გარდამავალ გუნდს. ის იქნება იმ გუნდის წევრი, რომელიც შეაფასებს ფედერალური სარეზერვო სისტემის, ასევე ისეთი საბანკო და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების მუშაობას, როგორიცაა SEC. https://bit.ly/2UO2qEU
  12. გამოვიდა ახალი ვიდეო დაფა MSI GeForce RTX 3090 SUPRIM X. მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ ეს არის ჰაერით გაგრილების მქონე, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მოდელი. ვებ-გვერდ Wccftech-ის ექსპერტებმა დაფა უკვე შეამოწმეს და შეაფასეს როგორც საერთო წარმადობა, ისე ბევრი სხვა მახასიათებელი. უნდა ითქვას, რომ ჩვენ წინაშეა ნამდვილი ფლაგმანი კვების 20-ფაზიანი სისტემითა და ბაზარზე არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტებით, რომელთა შორისაა კონდენსატორები. გარდა ამისა, დაფას აქვს გრაფიკული ჩიპი ტაქტის სიხშირით 1860 მჰც, გაგრილების მოწინავე სისტემა TRI FROZR 2S, სპილენძის ფირფიტა და სითბური მილები, რომლებიც გულმოდგინედ, ხელით დამუშავდა საუკეთესო ოსტატების მიერ. მოცემულია განათებაც, რომლის მისტიკური ციმციმი იმართება სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. DirectX 12 + RTX / DLSS წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ და თქვენს მეგობარს გაქვთ თანაბრად ძლიერი პროცესორი, მეხსიერება და მსგავსი სისტემა. მან იყიდა ახალი MSI GeForce RTX 3090 SUPRIM X 1,750 აშშ დოლარად, თქვენ კი შემოიფარგლეთ ეტალონური GeForce RTX 3090 დაფით, რომელიც 1,500 აშშ დოლარი ღირდა. ახლა, თქვენს კომპიუტერში fps-ის რაოდენობა ყოველთვის წამში 3-5 კადრით ნაკლები იქნება. ღირს თუ არა დამატებით 250 აშშ დოლარის გადახდა, დაე ყველამ თავად გადაწყვიტოს. ხოლო ის ფაქტი, რომ MSI-მ პლანეტის ყველაზე სწრაფი დაფა გამოუშვა, ეჭვს არ იწვევს. https://bit.ly/3nI1cHr
  13. ევროპის ბაზარზე გამოვიდა კომპაქტური, თუმცა მძლავრი კომპიუტერი Onlogic Helix 610, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიჭრას სხვადასხვა ამოცანა ავტომატიზაციის, მანქანური ხედვის და ა.შ. სფეროებში. მოწყობილობას არ აქვს ქულერი და გათვლილია 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე. მოწყობილობა დამზადებულია Intel Comet Lake აპატრატულ პლატფორმაზე. კორპუსის ზომაა 303 × 65 × 210 მმ, აქვს ჭრილებიანი ზედაპირი, რომელიც რადიატორის ფუნქციას ასრულებს. კომპიუტერი მუშაობისას არანაირ ხმას არ გამოსცემს. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i9-10900T 10 ბირთვით (ინსტრუქციის 20 ნაკადამდე), რომელიც მუშაობს 1.9-4.6 გჰც ტაქტის სიხშირეზე. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გბ-ს. კომპიუტერში ხელმისაწვდომია ოთხი დისკი: ესენია ორი M.2 2280 SSD და ორი 2.5-დუიმიანი დისკი SATA 3.0 ინტერფეისით. შესაძლებელია დაყენდეს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, ასევე 4G/LTE მოდემი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ. ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 3.2 Gen2, სლოტი SIM-ბარათისთვის და სტანდარტული აუდიოკონექტორი. უკანა მხარეს ხელმისაწვდომია ორ-ორი USB 3.2 Gen2 და USB 3.2 Gen1 პორტი, ორი კონექტორი ქსელის სადენისთვის (Gb LAN), აგრეთვე სამი DisplayPort მონიტორებთან დაკავშირებისთვის. Onlogic Helix 610-ის ფასი დაახლოებით 860 ევროდან იწყება. https://bit.ly/335Vnfg
  14. Bitcoin-ბირჟა OKEx თანხების შეუზღუდავი გატანის პროცესს განაახლებს 2020 წლის 27 ნოემბერს - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აქტივების გატანა მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდა 16 ოქტომბერს. OKEx-მა ეს განმარტა ერთ-ერთი კერძო გასაღების მფლობელთან კომუნიკაციის დაკარგვით, რომელიც თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. გავრცელდა ცნობები, რომ საუბარი ეხება სტარ სიუეს, ბირჟის დამფუძნებელს, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. ჩინელმა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ განაცხადა, რომ სტარ სიუი პატიმრობიდან გამოვიდა, მაგრამ უცნობია რა პირობებით. მან განაცხადა, რომ OKEx-მა უკვე აღადგინა მასთან კავშირი. მოგვიანებით ვუმ OKEx-ის აღმასრულებელი დირექტორის გზავნილზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბირჟის სამუშაო გუნდი თანხის გატანის აღდგენის შესახებ განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. განცხადებაში OKEx-მა აღნიშნა, რომ გასაღებების მფლობელმა ”დაასრულა ხელისუფლების დახმარება აღნიშნულ გამოძიებაში” და დაუბრუნდა მოვალეობას. ”ამ გამოძიების პროცესში დადასტურდა, რომ OKEx არ მონაწილეობდა რაიმე დანაშაულში ან უკანონო ქმედებაში”, - განაცხადეს ბირჟის წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, კომპანია OKG-მ, რომლის მთავარი აქციონერია სტარ სიუი, ადრე დააანონსა 27 ნოემბერს დირექტორთა საბჭოს სხდომის ჩატარება. https://bit.ly/3nDAPTa
  15. ინტერნეტში გამოჩნდა დესკტოპ კომპიუტერ MateStation B515-ის ფოტოები და მონაცემები მახასიათებლების შესახებ, მას მალე გამოუშვებს ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei, რომელიც ამერიკული სანქციების გამო რთულ მდგომარეობაშია. დესკტოპს საფუძვლად უდევს დედა დაფა ARM-პროცესორით - Kunpeng 920 (D920S10), რომელიც ქვეგანყოფილება HiSilicon-ის მიერაა შექმნილი. ჩიპი დამზადდა TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით მიმდინარე წლის სექტემბრის შუა პერიოდამდე. დამკვეთებისთვის შემოთავაზებული იქნება მოდიფიკაციები ოთხი და რვა ბირთვით, რომელთა სამუშაო სიხშირეა 2.6 გჰც-მდე. მოწყობილობაში ხელმისაწვდომი იქნება 64 გბ-მდე მოცულობის DDR4-2400 ოპერატიული მეხსიერება 4 × 16 კონფიგურაციაში. მოცემულია ექვსი SATA 3.0 პორტი და ორი М.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის. გაფართოების სლოტებიდან ხელმისაწვდომია PCIe 3.0 x16, PCIe 3.0 x4 და PCIe 3.0 x1. მოცემულია ოთხ-ოთხი პორტი USB 3.0 და USB 2.0, აგრეთვე ორი ქსელური პორტი Gigabit Ethernet. კომპიუტერის კორპუსის მოცულობა დაახლოებით 8 ლიტრია. კომპლექტაციაში შედის Full HD ფორმატის 23.8-დუიმიანი მონიტორი (1920 × 1080 პიქსელი), რომელიც ფლობს 72%-იან NTSC ფერთა გამას და კონტრასტულობის 1000:1 მაჩვენებელს. https://bit.ly/3pMROV5
  16. ჟურნალისტ კოლინ ვუს თქმით, ჩინელ მაინერებს სერიოზული პრობლემები აქვთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით. მიზეზი გახლავთ ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები კრიპტოვალუტის გაცვლის შესახებ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. ჩინეთის ხელისუფლებამ წამოიწყო კამპანია კრიპტო ტრეიდერებისთვის საბანკო მომსახურების შეჩერების, მათი ანგარიშების, საბანკო ბარათების დაბლოკვისა და ონლაინ ბანკინგის ხელმისაწვდომობის დახურვის შესახებ. ვუს თქმით, ტრეიდერებმა შეწყვიტეს თანხების ამოღება იუანით. ამასთან, არსებობს ციფრული აქტივების ტრეიდერთა კატეგორია, რომელთაც ძალიან სჭირდებათ ეროვნული ვალუტა - მაინერები. მათ ელექტროენერგის გადასახდელად სჭირდებათ ფიატური ფული, რაც ხარჯების დიდ ნაწილს შეადგენს. ადგილობრივი ინდუსტრიული საზოგადოების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაინერების 74% გადახდის სირთულეებს განიცდის. ზოგი იძულებული გახდა გაეჩერებინა ტექნიკა, რადგან ვერ მიიღეს იუანი კრიპტოვალუტისგან. ბევრმა ბირჟისგარე ტრეიდერმა, რომლებიც სპეციალიზებულნი იყვნენ მაინერების მომსახურებაზე, ასევე შეწყვიტეს საქმიანობა. კოლინ ვუ მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა დააჩქარებს მაინერების გადინებას ქვეყნიდან შეერთებულ შტატების, ყაზახეთისა და სხვა, მეგობრული რეგულაციების მქონე იურისდიქციების მიმართულებით. შეგახსენებთ, Arcane Research-ის ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ჩინეთში მაინერების წილი Bitcoin-ის ჰეშრეითში მცირდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ყაზახეთში სიმძლავრის ზრდის ხარჯზე. https://bit.ly/2IKq8it
  17. AMD Radeon RX 6800 XT ვიდეო დაფამ პირველი ადგილი დაიკავა HWBOT და 3DMark FireStrike-ის რეიტინგში გაყიდვების დაწყებიდან პირველივე დღეს. ინდონეზიელმა ეთუზიასტმა, რომელიც ცნობილია, როგორც Lucky_n00b, დაამყარა მსოფლიო რეკორდი ექსტრემალური გაგრილების და AMD-ის სტანდარტული გაგრილების სისტემის დიზაინის ცვლილების გარეშე. ამასთან, სატესტო სისტემაში თხევადი აზოტით გაგრილდა პროცესორი Ryzen 9 5950X, რომლის სიხშირე იყო 5.4 გჰც, ამიტომ ვიდეო დაფა Radeon RX 6800 XT ასე თუ ისე მაინც გრილდებოდა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყო გრაფიკულ ჩიპს - დაეფიქსირებინა ფორსირებული 2650 მჰც სიხშირე. რეკორდის ავტორი ამავდროულად აცხადებს, რომ ტესტირების დროს ფაქტობრივი სამუშაო სიხშირე გაცილებით დაბალი იყო. წყარო: HWBOT Lucky_n00b Radeon RX 6800 XT ვიდეო დაფამ მოაგროვა 47932 ქულა, რაც 225 ქულით მეტია ენთუზიასტ safedisk-ის მიერ წინა ჯერზე დამყარებული რეკორდის მაჩვენებელზე. ხსენებულმა პირმა გამოიყენა ASUS ROG STRIX RTX 3090 OC და მიაღწია 2385 მჰც სიხშირეს თხევადი აზოტით გაგრილების პირობებში. აღინიშნა, რომ HWBOT-ის რეიტინგი ენთუზიასტებს საშუალებას აძლევს გამორთონ „tessellation“ 3DMark FireStrike-ში, ხოლო 3Dmark-ის ოფიციალური რეიტინგი ამას არ აკეთებს. როგორც ასეთი, მსოფლიო რეკორდის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ HWBOT-ის რეიტინგში. ამავე დროს, Radeon RX 6800 XT არ არის ყველაზე სწრაფი გრაფიკული პროცესორი, რომელიც დაფუძნებულია RDNA2 არქიტექტურაზე. Navi21 XTX-ზე დაფუძნებული RX 6900 XT დაფა გამოდის დეკემბრის დასაწყისში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კომპანიის პოზიციებს. https://bit.ly/35K0uUg
  18. ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, კომპანია Samsung-მა დაიწყო ახალ, მაღალი გამძლეობის სმარტფონზე მუშაობა. რესურს GalaxyClub-ის მონაცემებით, საუბარი ეხება Xcover-სერიის პირველ მოწყობილობას, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერა ექნება. ახალი მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G501B. სამწუხაროდ, ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გახმაურებულა. მაგრამ ცნობილია, რომ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 11-ით. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სმარტფონი კომერციულ ბაზარზე Galaxy Xcover 5-ის სახელით შემოვა. ცხადია, წინა თაობის მოდელის მსგავსად, ახალ სმარტფონს ექნება დაცვა ტენიანობისგან, მტვრისა და გარე ზემოქმედებისგან IP68 და MIL-STD 810G სტანდარტების შესაბამისად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანთან ურთიერთობა ხელთათმანებით. Galaxy Xcover 5-ის ოფიციალური ანონსი მომავალი წლისთვის არის მოსალოდნელი. შესაძლოა, ზოგიერთ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეთავაზება მოხდეს მხოლოდ მეოთხე თაობის 4G / LTE ფიჭური კომუნიკაციების მხარდაჭერით. აქვე აღვნიშნავთ, რომ Samsung-ი ამჟამად არის მსოფლიოში სმარტფონების უდიდესი მომწოდებელი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამხრეთკორეული გიგანტის წილმა IDC-ის შეფასებით 22.7% შეადგინა. https://bit.ly/35H7NMa
  19. ჩიკაგოს სავაჭრო ობიექტზე (CME) Bitcoin-ფიუჩერსებზე ღია პოზიციების რაოდენობა მიუახლოვდა 1 მილიარდ აშშ დოლარს. ამის შესახებ ყურადღებას ამახვილებენ Arcane Research-ის ანალიტიკოსები. ღია ინტერესმა CME-ზე განაახლა თავისი ისტორიული მაჩვენებელი და გადააჭარბა აგვისტოს ნიშნულს. წყარო: Arcane Research, skew. ”მთლიანი ღია ინტერესი Bitcoin-ფიუჩერსების ბაზრის მიმართ ასევე გაიზარდა კვირის განმავლობაში და ახლა ადის ყველა დროის ყველა მაღალ დონეზე. პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსების საერთო ღია ინტერესი ამჟამად 6.3 მილიარდი აშშ დოლარია “ - აღნიშნეს ექსპერტებმა. The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა აღნიშნა, რომ CME-ზე ასზე მეტი მოთამაშეა, თითოეულ მათგანზე მოდის ღია ინტერესის სულ მცირე 25 BTC. „ღია ინტერესი CME-ზე ამჟამად 50%-ით მეტია, ვიდრე BitMEX-ზე“ - განაცხადა ექსპერტმა. ბირჟა OKEx ლიდერობს ჯამურად ღია პოზიციებით. მას მოსდევს Binance და CME, რომელზეც მოდის სეგმენტის საერთო ღია ინტერესის დაახლოებით 15%. წყარო: skew. აქვე აღვნიშნავთ, რომ Bitcoin-ის ფასმა 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველად 18 000 აშშ დოლარი შეადგინა. https://bit.ly/3kH0d8P
  20. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ Intel-ის პირველი, 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული დესკტოპ-პროცესორები იქნებოდა Meteor Lake, რომელთა ანონსი მოსალოდნელი იყო 2022 წლისთვის. რესურსი AdoredTV Intel-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეალურად კომპანიის დესკტოპ-პროცესორები 7-ნანომეტრიან ტექნოლოგიაზე 2023 წლამდე არ გადავა, შესაბამისი პროცესორების დასახელება ჯერჯერობით არ კონკრეტდება. საქმე ის არის, რომ 2022 წელს Raptor Lake-სერიის პროცესორები შეცვლიან 14-ნმ Rocket Lake-სა და 10-ნმ Alder Lake პროცესორებს. წინასწარი მონაცემებით, ისინი შეინარჩუნებენ 10-ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგიას, მაგრამ Golden Cove გამოთვლითი ბირთვების არქიტექტურა შეიცვლება უფრო მოწინავე Ocean Cove-ით. რაც შეეხება მობილურ სეგმენტს, Meteor Lake სერიის პროცესორები გამოვა 2022 წელს, ისინი წარმოებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, ასე რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია ვარაუდი, რომ Intel-ის პროდუქციაში ახალი ლითოგრაფიული ნორმების დანერგვა არაერთგვაროვნად მიცავს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტს. https://bit.ly/2IEQ0ga
  21. კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა აპარატული გადაწყვეტილება, რომელიც განკუთვნილია Window-ის მართვის ქვეშ არსებული სამომავლო კომპიუტერების დაცვისთვის. საუბარია სისტემა Microsoft Pluton-ზე, რომელიც ინტეგრირდება პროცესორში და წარმოადგენს ამჟამად გამოყენებულ, პროცესორისგან განცალკევებულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოდულ Trusted Platform Module-ის (TPM) ჩამნაცვლებელ გადაწყვეტილებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში მიკროსქემების ზოგ დიდ მწარმოებელს შეექმნა აპარატული დაუცველობის პრობლემა მათ მიერ გამოშვებულ ჩიპებში, ისეთები როგორიცაა Meltdown და Spectre. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერებმა გამოასწორეს სახიფათო სისუსტეები, მათ მოუწიათ მიკროსქემების უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი მიდგომის გადახედვა. ამჯერად წარდგენილ იქნა უსაფრთხოების ახალი პროცესორი Pluton, რომელიც გახლავთ Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ისა და Qualcomm-ის ერთობლივი ქმნილება და ჩაშენდება ხსენებული სამი კომპანიის პროცესორებში. არსებული მონაცემების თანახმად, Microsoft-ის უსაფრთხოების ახალი სისტემა საიმედოდ იცავს მოწყობილობას გატეხვისგან როგორც ჰაკერის მიერ სისტემაზე ფიზიკური წვდომის შემთხვევაში, ასევე სხვადასხვა სახის სისუსტით სარგებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების დროს. დეველოპერები აცხადებენ, რომ Intel-ის, AMD-ისა და Qualcomm-ის სამომავლო პროცესორებში სისტემის ინტეგრაცია მნიშვნელოვნად გაურთულებს საქმეს ჰაკერებს, რომლებიც მიზნად ისახავენ დაუცველობის გამოყენებას დაშიფვრის გასაღებების, ექაუნთების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ამოღებას Windows-სისტემებიდან. Pluton-არქიტექტურის მქონე კომპიუტერები საწყის ეპატზე მოახდენენ TPM-ის ემულირებას უკვე არსებულ TPM და API-ინტერფესების მახასიათებლებთან თავსებადობის უზრუნველყოფისთვის. ამგვარი მიდგომა მომხარებლებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ Windows-ის გაზრდილი უსაფრთხოების ფუნქციებით სარგებლობა, რომელთაც საფუძვლად ედება TPM. Pluton-ზე დაფუძნებული მოწყობილობები, რომლებიც Windows-ზე მუშაობენ, გამოიყენებენ უსაფრთხოების თანაპროცესორს საიდენტიფიკაციო მონაცემების, მომხმარებლის პირადი ინფორმაციის, დაშიფვრის გასაღებების და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დასაცავად. Microsoft-მა განაცხადა, რომ Pluton პირველად გამოჩნდა Xbox One-ში 2013 წელს, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა კონსოლის დაჰაკვის მცდელობები. სისტემა საქმიანობას გაურთულებს პერსონალური კომპიუტერების „მეკობრეებსაც“. მოგვიანებით უსაფრთხოების ჩიპი გამოყენებულ იქნა სერვისში - Microsoft Azure Sphere ინტერნეტ-ნივთების დაცვის მიზნით. ამჟამად იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებულ იქნას Windows 10-ზე მოქმედი ახალი მოწყობილობების გაუმჯობესების მიზნით. Microsoft-ის, AMD-ის, Intel-ის და Qualcomm-ის ერთობლივი საქმიანობის შედეგად Pluton-ის განახლებები წარმოდგენილი იქნება პლატფორმა Windows-ის რეგულარულ განახლებებთან ერთად. უზრუნველყოფილ უნდა იქნას Pluton-ის მაქსიმალური გავრცელება დიდი რაოდენობით ახალ სისტემებშიც. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩამონტაჟებული უსაფრთხოების პროცესორები, როგორიცაა Pluton, წარმოადგენს კომპიუტერის მომავალს. Pluton-ის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ უფრო უსაფრთხო საფუძველი ინტელექტუალური პერიფერიული მოწყობილობებისა და ქლაუდისთვის. გავავრცელოთ ნდობის ეს დონე მთელი მსოფლიოს მოწყობილობებზე“ - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. https://bit.ly/2IM8M59
  22. კრიპტოსავალუტო კომპანიები ახლა იწყებენ მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციას და მათ შორი გზა აქვთ გასავლელი ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოსვლამდე. ამის შესახებ განაცხადა FATF-ის აღმასრულებელმა მდივანმა დევიდ ლუისმა. ბევრმა ქვეყანამ შეიტანა FATF რეკომენდაციები თავიანთ კანონმდებლობაში, თქვა მან. თუმცა კრიპტო ინდუსტრიაში ე.წ. „სამოქმედო გეგმა“ ფულის გათეთრებასა და ტერორიზმთან ბრძოლის (AML/CFT) შესახებ არ გამოიყენება გლობალურად და ეფექტურად. ლუისმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს ბოროტმოქმედებმა უფრო ხშირად დაიწყეს კრიპტოვალუტის გამოყენება ფულის გათეთრებისა და უკანონო თანხების მოძრაობისთვის. FATF-ის შეშფოთებას იწვევს ანონიმური მონეტები, მიქსერები და კომპანიები, რომლებიც ხშირად იცვლიან იურისდიქციებს. მანამდე FATF-ის პრეზიდენტმა მარკუს პლაიერმა განაცხადა კრიპტო ინდუსტრიის სახელმძღვანელო მითითებების შეცვლის აუცილებლობის შესახებ, რადგან ბევრმა ქვეყანამ სრულად არ დანერგა ადრე მიღებული სტანდარტები. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში აშშ-ის წამყვანი კრიპტოსავალუტო კომპანიების კონსორციუმმა წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც მის წევრებს უნდა შეესრულებინათ AML/CFT მოთხოვნები. https://bit.ly/3pv308F
  23. მომხმარებლების უმეტესობა ელოდება ახალი თაობის იაფი, მძლავრი ვიდეო დაფების გამოშვებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიდეო ბარათები 1000 აშშ დოლარად არავისთვის არის საინტერესო, მაგრამ მათ მასობრივ ხასიათზე საუბარი ნაადრევია. RTX 3060 სერიის ვიდეო დაფები აშკარად დააინტერესებს გეიმერების მნიშვნელოვან ნაწილს. ამჟამად ხელმისაწვდომია რამდენიმე GeForce RTX 3060 Ti ვიდეო დაფის ჩამონათვალი. პირველ რიგში, ესენია MSI-და ASUS-ის მიერ წარმოებული დაფები: როგორც ხედავთ, ჩამონათვალი არც ისე პატარაა. გავრცელებული ინფორმაციით, RTX 3060 Ti გაყიდვაში უნდა გამოვიდეს ნოემბრის შუა რიცხვებში, მისი სარეკომენდაციო ფასი 400 აშშ დოლარი იქნება, მაგრამ მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გაყიდვების თარიღი 2 დეკემბრამდე გადაიტანა. სავარაუდოა, რომ დაფას ექნება GA104 გრაფიკული ჩიპი, 4864 CUDA ბირთვი და 8 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერება. არსებობს მოლოდინი, რომ მოგვიანებით შეიძლება ვიხილოთ RTX 3060 Ti / Super-ის ვარიანტი 12 გბ მეხსიერებით, მაგრამ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. ინტერნეტში გავრცელდა Inno3D-ის მიერ წარმოებული დაფების ფოტოები, რომლებიც გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა. ეს მოდელებია: GeForce RTX 3060 Ti iChill X3 და GeForce RTX 3060 Ti Twin X2. პირველ მათგანს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა სამი ქულერით, მეორე დაფას კი - ორი ქულერი. როგორც ჩანს, მეორე მოდელი უფრო ახლოსაა ეტალონურ დიზაინთან და მისი ფასი დაახლოებით 400 აშშ დოლარი იქნება, პირველი დაფა კი უფრო მძლავრია და გააჩნია აჩქარების მაღალი პოტენციალი. https://bit.ly/3lEdUqe
  24. Citi Securities Japan-ის ანალიტიკოსებმა ცოტა ხნის წინ საინტერესო პროგნოზი გააზიარეს. მათი თქმით, PS5 და Xbox Series X იქნება ბოლო საოჯახო კონსოლები ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. შემდეგ მათ ჩაანაცვლებს სხვადასხვა ქლაუდ-სერვისი. ანალიტიკოსების აზრით, ახალი თაობის კონსოლების სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით 6-7 წელს შეადგენს. Microsoft და Sony შეეცდებიან მაქსიმალურად გაახანგრძლივონ ეს ვადა. თუმცა საბოლოოდ, მომავალი თაობის კონსოლები ვეღარ გაუწევენ კონკურენციას ქლაუდ-სერვისებს. იაპონელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კონსოლების წარმოება კვლავ გაძვირდება. PS5 და Xbox Series X-ის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში კი ისეთი სერვისები, როგორიცაა Google Stadia, Project xCloud და GeForce Now, მნიშვნელოვნად განვითარდება. მათი ტექნოლოგია გაუმჯობესდება და არსებული თამაშების ბიბლიოთეკა გაიზრდება. ქლაუდ-სერვისების მთავარ უპირატესობად ანალიტიკოსები მიიჩნევენ დაბალი წარმადობის მობილურ პლატფორმებსა და ლეპტოპებზე პროექტების დაწყების შესაძლებლობას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ხარისხიანი ინტერნეტ-კავშირი. შეჯამების სახით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მომხმარებლები გეიმინგისთვის უარს იტყვიან ვიწროდ სპეციალიზებულ კონსოლებზე, რადგანაც თამაშის ჩართვა შეეძლებათ ნებისმიერ მოწყობილობაზე. https://bit.ly/3kxotdi
  25. მილიარდერი და საინვესტიციო კომპანია Bridgewater Associates-ის დაფუძნებლის, Ray Dalio-ს აზრით ხელისუფლებები უკანონოდ გამოაცხადებენ Bitcoin-ს, თუ მისი წარმატება ძალიან დიდი იქნება. Yahoo! Finance-თან ინტერვიუში დალიომ კვლავ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება Bitcoin-ის პერსპექტივებში და უპირატესობას ოქროს ანიჭებს. „თუ Bitcoin-ი მართლაც მნიშვნელოვანი გახდება, ხელისუფლება აკრძალავს მას. ისინი მას უკანონოდ გამოაცხადებენ და გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს. ისინი იტყვიან: ”თქვენ ვერ განახორციელებთ გარიგებებს Bitcoin-ით, ვერ გექნებათ Bitcoin-ი”. ამის შემდეგ დაიწყებთ ფიქრს: ”არის ეს დანაშაული? მომიწევს კანონის დარღვევა? ” დალიომ გაიხსენა, რომ წარსულში ხელისუფლებამ უკვე აკრძალა ოქრო, რომლის ერთადერთ ნაკლი მიიჩნიეს, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებულიყო, როგორც დაგროვების საშუალება. ”მირჩევნია თუ არა Bitcoin-ი ოქროს? არა. ოქრო იქნება ინსტრუმენტი, რომელსაც ცენტრალური ბანკები და მთავრობები აირჩევენ, როგორც ჩვეულებრივი ფულის ალტერნატივას, ”- განაცხადა მან. პირველი კრიპტოვალუტის გზაზე მილიარდერი სხვა დაბრკოლებებსაც ხედავს, მათ შორის არასტაბილურობას. „დღესდღეობით ვერ ავიღებ Bitcoin-ს და უპრობლემოდ ვერ ვიყიდი რაიმეს. იგი მეტისმეტად არასტაბილურია იმისთვის, რომ გახდეს დაგროვების საშუალება. ამავე მიზეზით ვერ მოხდება მისი, როგორც გადახდის საშუალების გამოყენება. დალიო ელის, რომ ციფრული ვალუტების პოპულარობის ზრდასთან ერთად ფიატის ტოკენიზებული ვერსიები ჩაანაცვლებს სტანდარტულ კრიპტოაქტივებს. „არსებობს Bitcoin-ის მსგავსი ვალუტები, არსებობს ალტერნატიული ვალუტები მოთხოვნა-მიწოდებისა და დაგროვების საშუალების თვალთახედვით. მაგრამ ასევე არსებობს ციფრული ვალუტები - დოლარის, ევროს, ჩინური იუანის ციფრული ვერსიები. ვფიქრობ, მათ უფრო მეტად ვიხილავთ“ - განაცხადა დალიომ. https://bit.ly/36KOwJk
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.