-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
თვითმფრინავი U-2 Dragon Lady აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასწავლო ფრენის დროს ხელოვნურ ინტელექტს მიანდეს მზვერავი თვითმფრინავი U-2-ის სანავიგაციო სისტემების მართვა. პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ამ ფრენის შესახებ კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ეს არის საბრძოლო თვითმფრინავების მართვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მცდელობებში მნიშვნელოვანი მომენტი. სატესტო ფრენა გაგრძელდა ორი საათი შეიარაღებული საჰაერო ძალების ბაზაში, მერისვილში, კალიფორნიის შტატში. ოფიციალურ პირებსა და თავად პილოტს საგამოცდო პროგრამის დეტალები არ გაუხმაურებიათ. ცნობილია ის, რომ ხელოვნური ინტელექტი პასუხისმგებელი იყო ბორტის რადარების სენსორებისგან ინფორმაციის შეკრებასა და ტაქტიკურ ნავიგაციაში. აშშ-ის საჰაერო ძალების მინისტრის თანაშემწე უილ როპერმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტი მიმართულია მოახლოებული რაკეტებისა და სახმელეთო სარაკეტო გამშვებების აღმოჩენისკენ. საცდელი ფრენის დროს ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ საით უნდა მიემართა ბორტის სენსორები. საჰაერო ძალების მთავარი მიზანია ადამიანისა და მანქანების ერთობლივი მუშაობის განხორციელება, როდესაც რობოტები პასუხისმგებელნი არიან მარტივი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო მფრინავები იღებენ კრიტიკულ გადაწყვეტილებებს: იარაღის გამოყენებას, პილოტირებას და მიზნის მითითებას. თავად ხელოვნური ინტელექტი, სახელწოდებით Artuμ დამყარებულია ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ალგორითმებზე და ადაპტირებულია თვითმფრინავ U-2-ს კომპიუტერულ სისტემებთან. ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომი μZero ალგორითმი, რომელიც შეიმუშავა კვლევითმა კომპანია DeepMind-მა სტრატეგიული თამაშების სწრაფი განვითარებისათვის, რომელიც უზრუნველყოფილია Google-ის მიერ შემუშავებული სისტემა Kubernetes-ის მიერ. ის საშუალებას იძლევა ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა გადაიცეს თვითმფრინავის იმ საბორტო კომპიუტერულ სისტემებსა და ქლაუდ-სისტემებს შორის, რომელთათვისაც შეიქმნა. http://bit.ly/3mKwJb9
-
Ledger-ის გენერალურმა დირექტორმა პასკალ გოტიემ (Pascal Gauthier) განაცხადა, რომ კომპანია არ აანაზღაურებს იმ მომხმარებლების ზარალს, რომელთა პირადი მონაცემები, მათ შორის სახლის მისამართი, საჯარო ქსელში მოხვდა. ფორუმ RaidForums-ზე გამოჩნდა Ledger-ის აპარატული საფულის 270 ათასზე მეტი მომხმარებლის მონაცემები, მათ შორის მათი სახელები და ფიზიკური მისამართები. ამის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ არ აპირებს მომხმარებლებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. გოტიემ განაცხადა: ”როდესაც მცირე ზომის კომპანიაში ხდება ამ მასშტაბის მონაცემთა დარღვევა, შეუძლებელია დანაკარგების ანაზღაურება და მილიონობით მოწყობილობის ჩანაცვლება. ეს უბრალოდ კლავს კომპანიას. ჩვენ გვირჩევნია მომავლისკენ გავიხედოთ. Ledger ახლა დიდ დროსა და ფულს დებს უსაფრთხოების მომდევნო დონისა და სხვა პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც უკეთესად დაიცავს ჩვენს მომხმარებლებს. ” მონაცემთა ბაზის გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებლებმა თაღლითებისგან წერილები მიიღეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ იცოდნენ დაზარალებულის სახელი და მისამართი. თავდამსხმელები იმუქრებოდნენ, რომ მომხმარებლებთან სახლში მივიდოდნენ კრიპტოვალუტების მოსაპარად, თუ ისინი გამოსასყიდს არ გადაიხდიდნენ. „ეს უბრალოდ ონლაინ-თაღლითობაა. ფაქტობრივად ვინმეს სახლში მისვლა მეტად ძვირი „სიამოვნებაა“. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლებელია, ამგვარი მოვლენის ალბათობა არ არის მაღალი. მონაცემთა ბაზა ქსელში ივლისის შემდეგაა განთავსებული და არავის უცნობებია მსგავსი სახის შეტევის შესახებ“ - აღნიშნა გოტიემ. იგი ამტკიცებს, რომ თაღლითები შეეცდებიან რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯონ და ამგვარი ფიშინგური წერილები მათ საშუალებას აძლევს ადვილად შეუტიონ ბევრ მომხმარებელს ინტერნეტით, მათთან პირისპირ შეხვედრის გარეშე. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მომხმარებლებმა არ უნდა შეინახონ საფულის გასაღებები სახლებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე დიდი ოდენობით კრიპტოვალუტას ეხება. „მილიონ დოლარ ნაღდ ფულს სახლში შეინახავდით? თუკი ასეთი ქონება გაგაჩნიათ, სახლში არ უნდა შეინახოთ“ - განაცხადა მან. – „Ledger-ის რეკომენდაციაა მომხმარებლებმა დახურული გასაღებები შეინახონ უსაფრთხო ადგილას, სადაც სხვა არავის ექნება წვდომა“. http://bit.ly/2Jad1rl
-
კომპანია Xiaomi 2020 წელს დაასრულებს 5-ნანომეტრიანი Snapdragon 888 5G პროცესორის მქონე ორი ფლაგმანური სმარტფონის ანონსით. მათი სახელწოდებებია Xiaomi Mi 11 და Mi 11 Pro. ჩინურმა კომპანიამ დაასახელა ახალი სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაციის თარიღი. ორივე მოწყობილობაში წარმოდგენილი იქნება: Bluetooth 5.1, Wi-Fi 6, NFC, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა და AMOLED-დისპლეი მომრგვალებული კიდეებით, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი. ამასთან, Xiaomi Mi 11-ს ექნება FHD+ მატრიცა, Pro ვერსიაში კი მოცემული იქნება Quad HD+ ფორმატის ეკრანი. სმარტფონებს შორის ერთადერთი ძირითადი განმასხვავებელია ძირითადი კამერა. სტანდარტული მოდელის კამერების მონაცემებია 108+13+5 მეგაპიქსელი. მხარდაჭერილი იქნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და ვიდეოს ჩაწერა 8K ULTRA HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიჩქარით. Xiaomi Mi 11 Pro-ს კამერების მონაცემებია 50+20+20 მეგაპიქსელი. ორივე მოდელს ოპერაციული სისტემის სახით ექნება თანდაყოლილი Android 11. პროგრამული უზრუნველყოფის სახით წარამოდგენილი იქნება საფირმო MIUI 12.5, რომელსაც კომპანია 2020 წლის ბოლოს გაავრცელებს. ორივე მოდელის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8/12 გბ და UFS 3.1 მოდული - 128/256/512 გბ მოცულობით. Xiaomi Mi 11-ს ექნება 4970 მა/სთ მოცულობის ბატარეა 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ეს მოდელი გაიყიდება 610 აშშ დოლარად. Pro ვერსიას ექნება 4780 მა/სთ მოცულობის ბატარეა, დამუხტვის სიმძლავრე 100 ვატს შეადგენს. ეს ვერსია გაიყიდება დაახლოებით 810 აშშ დოლარად. ფლაგმანების პრეზენტაცია შედგება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს. http://bit.ly/3aChiz8
-
- 1
-
-
ფაქტობრივად ათ წუთში გაყიდული ელექტრო პიკაპი Hummer EV Edition 1 კონვეირზე უნდა განთავსდეს მომდევნო წლის შემოდგომაზე და პირველი თორმეტი თვის განმავლობაში GM იმუშავებს წინასწარი შეკვეთების მომსახურებაზე. დილერებთან კონტაქტისას ამერიკულმა კორპორაციამ განმარტა, რამდენი განაცხადი იქნა მიღებული ამ ელექტრომობილების მიწოდებაზე. ფოტოს წყარო: Electrek Detroit Free Press-ის მონაცემებით, დილერებთან შეხვედრაზე, GM მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ Hummer EV-ის ყველაზე დაბალფასიან მოდელზე - Edition 1-ზე, რომლის ფასია 112 595 აშშ დოლარი, ათი ათასზე მეტი შეკვეთა იქნა მიღებული. სამომავლოდ ბაზარზე გამოვა პიკაპის უფრო ხელმისაწვდომი ვერსიები ნაკლებად მძლავრი ძრავით, რომლის სადებიუტო ვარიანტი იქნება 1000 ცხენის ძალის შესაბამისი, გავლის მარაგი კი ექნება 563 კმ. Hummer EV Edition 1-ზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის კომპანიას მთელი წელი მუშაობა მოუწევს, მან აღნიშნა, რომ ფიქრობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე. აღსანიშნავია, რომ ელექტრო პიკაპ Hummer EV-ის შემდეგ მომდევნო წლის დასაწყისში წარდგენილ იქნება საბარგულიანი „უნივერსალი“ მოდელი, ამის შემდეგ კი GM განიხილავს ბაზარზე პიკაპ Sierra-ს სრულიად ელექტრო ვარიანტი გაიტანოს. ამ ტიპის მანქანებზე მოთხოვნა აშშ-ში ტრადიციულად მაღალია, ხელისუფლების მიერ აღებული ტრანსპორტის ეკოლოგიურობის კურსი კი კლასიკური მაკომპლექტებლების მოყვარულებს აიძულებს განიხილონ მანქანების ელექტრო ვერსიები. Tesla-ს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პიკაპის მასობრივი წარმოება ტეხასში არსებულ საწარმოში მომდევნო წლის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. პირველად ბაზარზე გამოვა ვერსიები ოთხი წამყვანით, ორი და სამი ელექტრო ძრავით. http://bit.ly/3pkimMl
-
Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრედ გარლინგჰაუსის (Brad Garlinghouse) განცხადებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC) ამზადებს სარჩელს კომპანიის წინააღმდეგ. ჯერჯერობით უცნობია ამერიკული მარეგულირებლის კონკრეტული პრეტენზიები, მაგრამ გარლინგჰაუსმა თქვა, რომ SEC-ის გადაწყვეტილება გახლავთ ნაბიჯი მთელი კრიპტო ეკოსისტემის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, გარლინგჰაუსი და Ripple-ის თანადამფუძნებელი კრის ლარსენი უნდა იყვნენ საქმის მოპასუხეები. გარლინგჰაუსმა Twitter-ზე დაწერა: ”დღეს SEC-მა გადაწყვიტა კრიპტო ინდუსტრიაზე თავდასხმა. კომისიის თავმჯდომარე ჯეი კლეიტონი თავის ბოლო გადაწყვეტილებაში ცდილობს გამარჯვებულების შერჩევას და კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში ინოვაციების შეზღუდვას. ჩვენ ვიცით, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი აყვავდება. Ripple გააგრძელებს XRP-ის გამოყენებას, რადგან ეს არის საუკეთესო ციფრული აქტივი გადახდისთვის - სწრაფი, იაფი, მასშტაბირებადი და ენერგოეფექტური. SEC-მა სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად და აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით არ უნდა აირჩიოს ინოვაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არჩევანი პირდაპირ ეხმარება ჩინეთს. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სასამართლოში და მზად ვართ გავიმარჯვოთ, ბრძოლა ახლახანს დაიწყო! " The Wall Street Journal-ის ინფორმაციის თანახმად სასამართლოში განიხილება აღიარებულ უნდა იქნეს თუ არა XRP ფასიან ქაღალდად და დარეგისტრირდეს თუ არა SEC-ში. მაისში, Bitcoin Manipulation Abatement-მა საჩივარი შეიტანა Ripple-ის წინააღმდეგ, დაადანაშაულა კომპანია ინვესტორების მოტყუებასა და XRP-ის, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების, გაყიდვაში. კვლავ გრძელდება კამათი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს XRP ფასიან ქაღალდად. BTC-ისა და ETH-ისგან განსხვავებით, რომელთა მოპოვება ეტაპობრივად ხდება, 2012 წელს Ripple-მ გამოუშვა 100 მილიარდი XRP და კვლავ რჩება უმრავლესობის მფლობელობაში. ეს მართლაც ჰგავს აქციების გამომშვები კომპანიის ქმედებას. ანალიტიკოსი პიტერ ბრანდტი მიიჩნევს, რომ XRP უნდა იყოს აღიარებული, როგორც ფასიანი ქაღალდი. ამასთან, სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) ყოფილმა თავმჯდომარემ კრისტოფერ ჯანკარლომ და კონგრესმენმა ტომ ემერმა განაცხადეს, რომ მათი აზრით, XRP არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. შეგახსენებთ, ადრე Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ამერიკული მარეგულირებლის მხრიდან ზეწოლის გამო კომპანია შესაძლოა აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდეს. http://bit.ly/3rfoJ5r
-
ტაივანურ გამომცემლობა DigiTimes-ის უფასო წვდომის გვერდებზე გამოჩნდა საკმაოდ საინტერესო სიახლე. სერვერული აღჭურვილობის გაგრილების სისტემების მწარმოებელი კომპანიები, როგორც ირკვევა, დარწმუნებულნი არიან, რომ Intel და AMD მომდევნო თაობის პროცესორებს ბაზარზე 2021 წლის პირველ ნახევარში გამოიტანენ. Intel-ის შემთხვევაში ეს იქნება 10-ნანომეტრიანი Ice Lake-SP სერიის პროცესორები, რომლებიც მასობრივი რაოდენობით მეორე კვარტალში გახდება ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, AMD EPYC Milan სერიის პროცესორების წარდგენა პირველ კვარტალში შედგება. მოყვანილია Intel-ის მომდევნო თაობის სერვერული პროცესორების გამოშვების გრაფიკი. 2022 წლის პირველ კვარტალში წარდგენილი იქნება 10-ნანომეტრიანი პროცესორები Sapphire Rapids, 2023 წლის პირველ ნახევარში მზად იქნება 7-ნანომეტრიანი პროცესორები Granite Rapids, 2024 წელს კი გამოვა Diamond Rapids გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. AMD-ის გეგმები გაცილებით მოკრძალებულია - ცნობილია, რომ 5-ნანომეტრიანი EPYC Genoa პროცესორები Zen 4 არქიტექტურით გამოჩნდება 2022 წლის მეორე კვარტალში. http://bit.ly/37EiIaI
-
Nissan-ის დიზაინის განყოფილებამ წარადგინა ფუტურისტული სრული ზომის პერსონალური სატრანსპორტო საშუალების მოდელი GTR-X, რომლის შექმნა 2050 წლისთვისაა დაგეგმილი. კონცეფციის ავტორია ნიჭიერი დიზაინერი ჯებომ ჩოი, რომელმაც სტაჟირება გაიარა Nissan Design America-ში. GTR-X მალე ვერ აიწყობა, თუმცა ეს გახლავთ შესანიშნავი გამოხატულება, თუ როგორ ხედავენ მომავალს ახალგაზრდა სპეციალისტები და რა ტექნოლოგიების განვითარებაა საჭირო იდეების რეალიზებისთვის. დიზაინერის ჩანაფიქრის თანახმად თავად მანქანა წარმოადგენს ეგზოჩონჩხს, რომელიც განკუთვნილი იქნება ადამიანის გადაყვანისთვის საყოველთაო გამოყენების გზებზე. ეს არ იქნება ავტომობილი ან სატრანსპორტო პლატფორმა, არამედ რაღაც სკაფანდრის მსგავსი, რომლის კონსტრუქცია ჰორიზონტალურია და ექნება საბურავები. საბურავები სფეროსებრია და შეუძლიათ ბრუნვა ყველა მიმართულებით, 360 გრადუსით. GTR-X-ის პილოტი ეგზოჩონჩხში განთავსებული იქნება სახით წინ, რაც საშუალებას იძლევა მანქანა იყოს მეტად დაბალი, შემცირდეს წინაღობა და უზრუნველყოფილ იქნას ძალიან სწრაფი აჩქარება. კონსტრუქციაში მოცემული არ იქნება საქარე მინა და ფანჯრები - ყველა სახის ინფორმაცია მოდის კამერებისა და სენსორებისგან და მიეწოდება პილოტის ვირტუალური რეალობის ჰედსეტს. არ იქნება მოცემული მართვის ელემენტები, მართვა განხორციელდება მენტალურად, ტვინის პირდაპირი ბრძანებებით. შედეგად გაუმჯობესდება საგზაო ვითარებებში რეაქციის სიჩქარე, პილოტი და ეგზოჩონჩხი ერთ მთლიანობად იქცევიან. მანქანის ძრავი წარმოდგენილია პლაზმური ბირთვის სახით და აქვს უსასრულო მუშაობის პოტენციალი. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება მისი კონტროლი ან როგორ უნდა იქნას დაცული პილოტი მაღალი ტემპერატურისგან კორპუსში, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მეტრია. თუმცა, სწორედ ეს გახლავთ კონცეპტის არსი - გამოტოვებულ იქნას მსგავსი დეტალები და ინჟინრები და კონსტრუქტორები წახალისდნენ პროგრესის მიღწევისთვის. http://bit.ly/3nzNaIp
-
პირველი კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობა არ ემუქრება ძვირფასი ლითონის სტატუსს, თუმცა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მასზე, როგორც თავდაცვითი აქტივის მოთხოვნაზე, დარწმუნებულია ამერიკის ბანკი. Bitcoin-მა შეიძლება შეამციროს მოთხოვნა ოქროზე, მაგრამ ის არ ჩაანაცვლებს მას, როგორც თავდაცვითი აქტივი - დარწმუნებულნი არიან Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიუხედავად Bitcoin-ის მზარდი პოპულარობისა, ისინი მას ვერ მიიჩნევენ ოქროსთვის საფრთხედ, წერს Bloomberg. „ზოგი ინვესტორი შეშფოთებულია იმით, რომ Bitcoin-ი ჩაანაცვლებს ოქროს, როგორც ინფლაციისგან თავის დაცვის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კრიპტოვალუტის პოპულარობა იზრდება, ჩვენ მას რეალურ საფრთხედ არ განვიხილავთ ”- აღნიშნა Goldman Sachs-მა. ბანკის ანალიტიკოსებმა განმარტეს, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები გამჭვირვალობის არარსებობის გამო თავს არიდებენ პირველ კრიპტოვალუტასთან მუშაობას. ამავე დროს, საცალო ინვესტორების სპეკულაციური მოქმედებები Bitcoin-ს აყალიბებს "ზედმეტად სარისკო აქტივად". 2020 წელს ჰეჯ-ფონდები, სადაზღვევო და საზოგადოებრივი კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციას ბიტკოინში. დეკემბერში One River Asset Management-მა, მილიარდერ ალან ჰოვარდთან ერთად განაცხადა, რომ შეიძინა 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტის კრიპტოვალუტა. ახალი ფონდი, რომელიც სპეციალურად ამოქმედდა კრიპტოვალუტებში ინვესტიციების ჩადებისთვის, 2021 წლის დასაწყისისთვის Bitcoin-სა და Ethereum-ში აქტივების მოცულობის 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდას გეგმავს. მსხვილი ინვესტორების მიერ კრიპტოვალუტის ყიდვის შესახებ სიახლეები უფრო ხშირად ჩნდება Bitcoin-ის ფასის ზრდის დროს. 17 დეკემბერს აქტივის ღირებულებამ პირველად ისტორიაში მიაღწია 23.8 ათას აშშ დოლარს. 18 დეკემბერს Binance-ზე მონეტის ფასი 22.9 ათასი აშშ დოლარი იყო. Bitcoin-მა განაახლა თავისი ისტორიული მაქსიმალური ღირებულება იმ მოვლენიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, როდესაც მონეტის ფასმა პირველად მიაღწია 20 ათას აშშ დოლარიან დონეს. ეს რეკორდი ნარჩუნდებოდა 2017 წლის დეკემბრიდან. მიმდინარე წლის 12-13 მარტს კრიპტოვალუტამ განიცადა ერთ-ერთი უდიდესი კოლაფსი მთელი ისტორიის მანძილზე - მისი ფასი 50%-ით მეტით შემცირდა - 7.9 ათასიდან 3.8 ათას აშშ დოლარამდე. თუმცა, 7 მაისს, BTC-ის ღირებულებამ 10 ათას აშშ დოლარს მიაღწია და 10 თვის განმავლობაში ზრდამ 520%-ს გადააჭარბა. http://bit.ly/2WyKCys
-
Geekbench 5-ის ახალი ტესტები გვიჩვენებენ სამომავლო მობილური ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen 9 5900HX-ის (Cezanne) წარმადობას. არსებული ცნობებით, მას ექნება Zen 3 ბირთვები და, როგორც ჩანს, კონკურენციის გაწევა Intel-ის დესკტოპ-პროცესორებისთვისაც კი შეეძლება. მათთვის, ვინც Cezanne-ის შესახებ ცნობებს არ ადევნებდა თვალყურს: Ryzen 9 5900HX, დიდი ალბათობით, იქნება AMD-ის ახალი ფლაგმანური APU ლეპტოპებისთვის. სუფიქსი HX სავარაუდოდ აღნიშნავს მაღალ ენერგომოხმარებას და, შესაბამისად, გაზრდილ წარმადობას. Ryzen 9 5900HX ჩაანაცვლებს არსებულ ფლაგმანურ Ryzen 9 4900H ჩიპს, ექნება რვა უახლესი Zen 3 ბირთვი (16 ნაკადი), რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესრულებული IPC-ინსტრუქციების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, Ryzen 9 5900HX-ს ექნება მესამე დონის 16 მბ ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 9 4900H-თან შედარებით. Geekbench 5-ის თანახმად, Ryzen 9 5900HX პროცესორის საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.71 გჰც-მდე. ასე რომ, თუ შევადარებთ Ryzen 9 5900HX-ის შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა ტესტების მონაცემთა ბაზაში, იგი ერთბირთვიან რეჟიმში 23.7%-ით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე Ryzen 9 4900H. მეორე მხრივ, მრავალნაკადიანი წარმადობა დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა - მხოლოდ 2.2%-ით მეტია ამჟამად არსებულ ფლაგმანთან შედარებით. AMD-ის ახალი მობილური ფლაგმანი Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე კარგად წარმოაჩენს თავს Intel Comet Lake-S დესკტოპ პროცესორთან მიმართებაშიც. Ryzen 9 5900HX 12.9%-ით სწრაფია ერთნაკადიან რეჟიმში Core i7-10700K-თან შედარებით და მისი თანაბარია მრავალნაკადიან დატვირთვაში. უფრო მეტიც, Ryzen 9 5900HX 8.5%-ით აღემატება Core i9-10900K-ს ერთბირთვიან რეჟიმში. ეს შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Core i7-10700K და Core i9-10900K 125 ვატი სიმძლავრის დესკტოპ პროცესორებია. ბოლო ცნობების თანახმად, მობილური Ryzen 5000 სერიის წარდგენა შედგება 12 იანვარს CES 2021-ზე AMD-ის პრეზენტაციის ფარგლებში. http://bit.ly/2LLMGkk
-
აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტოს ინჟინრები მუშაობენ რობოტებზე, სახელწოდებით Mars Dog, რომლებიც შესაძლოა სასარგებლონი აღმოჩნდნენ მარსის შესწავლისთვის. საფუძვლად აღებულია Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტი Spot. პლანეტების შესასწავლი თანამედროვე ყველგანმავლები, როგორც წესი, აღჭურვილნი არიან ოთხი ან ექვსი საბურავით, რითაც უზრუნველყოფილია ბრტყელ, ერთგვაროვან რელიეფზე გადაადგილება. NASA-ს ინჟინრებმა Ames Research Center-ისა და McGill University-ის მკვლევარებთან ერთად გადაწყვიტეს ამ კონცეფციისთვის გვერდის ავლა. ამის ნაცვლად ისინი გეგმავენ რობოტი-ძაღლების შექმნას, რომლებსაც შეეძლებათ ავტონომიურად იმოძრაონ არა მხოლოდ მარსის ზედაპირზე, არამედ გამოქვაბულებიც შეისწავლონ. პროექტის ფარგლებში რობო-ძაღლი მიიღებს მართვის ახალ სისტემა NeBula-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზეა დაფუძნებული. შედეგად მკვლევარებს ხელთ ექნებათ ავტონომიური მექანიკური ერთეულები, რომლებიც თანამედროვე როვერებთან შედარებით მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და სწრაფია. სულ შეიქმნება სამი რობოტი-ძაღლი, ერთ-ერთი მათგანი ორიენტირებული იქნება გამოქვაბულების კვლევაზე და აღჭურვილი იქნება მექანიკური მკლავი-მანიპულატორით, დანარჩენი ორი კი განკუთვნილია ზედაპირზე გამოყენებისთვის. სამივე რობოტი აღჭურვილი იქნება სენსორებითა და ინსტრუმენტებით, რომლებიც დედამიწაზე მონაცემებს რეალურ დროში გადასცემენ. Mars Dog-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია ფეხზე წამოდგეს, თუ მოძრაობისას დაეცემა, თანამედროვე როვერები ამგვარ შესაძლებლობას არ ფლობენ. ამჟამად ხდება Mars Dog-ის ტესტირება და მას ასწავლიან სხვადასხვა ისეთ დაბრკოლების გადალახვას, როგორებიც მას მარსზე შეხვდება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიგზავნება Mars Dog პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში. http://bit.ly/2LTpAZg
-
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN) გამოაქვეყნა შემოთავაზება იმ კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების რეგულირების შესახებ, რომლებიც ხორციელდება მომხმარებლების კუთვნილი საფულეების მეშვეობით. შესაძლოა დაიწყოს იმავე მოთხოვნების დაწესება, რაც უკვე ვრცელდება ბირჟებისა და სხვა კრიპტო სერვისების მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ტრანზაქციებზე. წინადადების მიღების შემთხვევაში საკუთარ კრიპტო საფულეში ცენტრალიზებული ბირჟიდან კრიპტოვალუტის გადატანისას საჭირო გახდება მიმღების პიროვნების დადასტურება და ბირჟას მოუწევს ამ მონაცემების შენახვა. FinCEN გვთავაზობს გაძლიერებული მოთხოვნების გამოყენებას 3 ათას აშშ დოლარს ზემოთ არსებული ტრანზაქციების შემთხვევაში. თუკი ტრანზაქციის თანხა 10 ათას აშშ დოლარს აღემატება, კომპანიებმა პირდაპირ სააგენტოს უნდა აცნობონ. მარეგულირებელი ორგანო აპირებს უზრუნველყოს, რომ შეუძლებელი გახდეს წესების გვერდის ავლით რამდენიმე მცირე ნაწილად დაყოფილი ტრანზაქციების განხორციელება. საზოგადოებრივი კომენტარების შეგროვებას FinCEN 2021 წლის 4 იანვრამდე გეგმავს. ცნობილ ექსპერტ ანდრეას ანტონოპულოსის აზრით, ეს დარტყმა იქნება ბირჟებსა და კასტოდიალურ საფულეებზე, რომელთაც მოუწევთ დამატებითი ძალისხმევა გასწიონ და მომხმარებლები აიძულონ განახორციელონ უფრო მეტი მოქმედება. „მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მისამართი თქვენ გეკუთვნით მასზე თანხის გადატანისთვის. მიმდინარე წელს ეს იქნება 3 ათას აშშ დოლარიანი დონე. მომდევნო წელს ისინი ბარიერს შეამცირებენ ინფლაციის გათვალისწინებით. დროთა განმავლობაში ყველა ტრანზაქცია კონტროლირებადი გახდება“ - განაცხადა მან. ”ეს მათ შესაძლებლობას მისცემს შეაგროვონ საფულეების მფლობელთა უზარმაზარი მონაცემთა ბაზა Chainalysis-ის მონაცემებზე დაყრდნობის გარეშე, რაც ყოველთვის არადამაჯერებელ ხასიათს ატარებს. ახლა ხელისუფლებას ექნება საფულეების მფლობელების დადასტურებული სია ”, - კომენტარი გაუკეთა FinCEN-ის ინიციატივას The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა. მან ამ წინადადებას უწოდა მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე აშკარა შეტევა, მაგრამ აღნიშნა, რომ წინადადება არ არის თავსებადი DeFi -სერვისებსა და სხვა პროტოკოლებთან, რომლებიც შეუძლებელია დაექვემდებაროს KYC პროცედურას. „ვფიქრობ, მომხმარებლები კრიპტოვალუტებს გადაიტანენ იდენტიფიცირებულ საფულეებში, შემდეგ კი Tornado Cash-ის ან სხვა მიქსერის მეშვეობით გაატარებენ, სანამ ესეც არ აიკრძალება“ - აღნიშნა ჩერმაკმა. შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლება რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებდა და კრიპტოინდუსტრიას "გამოსამშვიდობებელ საჩუქარს" უმზადებდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობიდან წასვლისას - ამის შესახებ ნოემბერში განაცხადა Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა. მისი აზრით, ამგვარი წინადადების მიღების შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ არაკონტროლირებად პლატფორმებს, თავად სიტუაცია კი შეერთებულ შტატებს ფინანსური ცენტრის სტატუსის დაკარგვას უქადის. http://bit.ly/2KFzDQO
-
კომპანია SpaceX ილონ მასკის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რაც კომპანიას საშუალებას მიცემს კაპიტალიზაცია ორჯერ გაზარდოს, ასევე განიხილება მარსის კოლონიზება 20 წლის განმავლობაში. სულ ახლახანს SpaceX-ის კაპიტალიზაცია 36.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამჟამად კომპანიის ღირებულება 46 მილიარდია. კომპანიის მენეჯმენტი არ აპირებს ამაზე გაჩერებას: SpaceX მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან, რათა კიდევ ერთხელ მიიღოს „ინვესტიციის რაუნდი“, რითაც გაორმაგდება მისი კაპიტალიზაცია. ჯერჯერობით მოლაპარაკებებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს: ინვესტორები არ არიან დარწმუნებულნი, რომ კომპანია ნამდვილად შეძლებს მიზნის მიღწევას. აგვისტოში მათთან ბოლო გარიგებამ კომპანიას კიდევ 1.9 მილიარდი აშშ დოლარი მოუტანა. SpaceX აგრძელებს ფულის გამომუშავებას კოსმოსური მისიებიდან და მუშაობს რაკეტა Starship Mars-ზე, რომლის გაშვების ღირებულება ილონ მასკის თქმით არ აღემატება 2 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა იმის გამო, რომ დედამიწა და მარსი მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ არიან განლაგებულნი ხელსაყრელ მდებარეობაზე, კოლონიზაციისთვის საჭირო ყველანაირი აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეიძლება გაგრძელდეს 20 ან მეტი წელი. http://bit.ly/2KFKNVK
-
კომპანია Sapphire-მა წარადგინა ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6900 XT NITRO+. მანამდე კომპანიამ წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ამავე შესრულებით. გაგრილების უზარმაზარი სისტემის გამო Sapphire Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფას სჭირდება გაფართოების სამი სლოტი კომპიუტერის კორპუსში. ვიდეო დაფის სიგრძე 310 მილიმეტრს შეადგენს. Radeon RX 6900 XT-ის წარმოდგენილ ვერსიას გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება გააჩნია. წყარო: VideoCardz ვიდეო დაფის გეიმინგ სიხშირეა 2050 მჰც, Boost-სიხშირე - 2285 მჰც, რაც 1.6%-ით მაღალია AMD-ის ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. დაფას აქვს ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. დამატებითი კვებისთვის დაფა აღჭურვილია 8-პინიანი კონექტორით, რაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ამ დროისთვის წარდგენილი არარეფერენსული Radeon RX 6900 XT ვარიანტების უმეტესობას სამი ამგვარი კონექტორი გააჩნია. მეორე მხრივ, PCI Express 4.0 ინტერფეისი და ორი 8-პინიანი კონექტორი უზრუნველყოფს 375 ვატის მიწოდებას, რც საკმარისი უნდა იყოს Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფისთვის თანაც მცირე მარაგის არსებობით. მოცემული ვარიანტის ენერგომოხმარების მაჩვენებლად კომპანია აცხადებს 340 ვატს. კომპანიის რეკომენდაციაა გამოყენებულ იქნას 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ვიდეო დაფაზე ხელმისაწვდომია ინტერფეისების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია Radeon RX 6900 XT NITRO+ SE ვერსიის გამოშვებას, როგორც ეს მოხდა Radeon RX 6800 XT და RX 6800 მოდელების შემთხვევაში. NITRO+ SE ვარიანტი გამოირჩევა ქულერების ARGB-განათებითა და ხელმისაწვდომი USB Type-C პორტით. http://bit.ly/3p3K9jS
-
Bitcoin-ის ფასი 400 000 აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, განაცხადა Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა Bloomberg TV-ს ეთერში. მისივე თქმით, Guggenheim Partners-ის ანალიტიკოსები ამ დასკვნამდე ორი ფაქტორის საფუძველზე მივიდნენ: პირველი - კრიპტოვალუტის შეზღუდული ემისია და მისი ღირებულება ოქროსთან მიმართებაში. ”Bitcoin-ი ფლობს ოქროს მრავალ ატრიბუტს და ამავდროულად არაჩვეულებრივი ფასეულობა გააჩნია ტრანზაქციების თვალსაზრისით,” - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა. მან დაამატა, რომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ციფრული აქტივის სწრაფმა ზრდამ მოკლე დროში. თუმცა მის შესყიდვას 20 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის პირობებში მაინერდმა „ცოტა პრობლემატური“ უწოდა. Guggenheim Partners განაგებს 270 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს. ნოემბერში კომპანიამ გამოაცხადა, რომ აპირებს პორტფელის ნაწილი მიმართოს Bitcoin-ტრასტ Grayscale-ისკენ. შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბრის ღამეს პირველი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი 22000 აშშ დოლარს ზემოთ დონეზე. http://bit.ly/34mHM3M
-
ფრანგულმა კომპანია Wizama-მ შეიმუშავა სპეციალური კონსოლი SquareOne სამაგიდო თამაშების მოყვარულთათვის. რეალურად, ეს არის მოზრდილი ზომის ციფრული დისპლეი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა თამაშს ჩატვირთავთ მასში. კონსოლს შეუძლია აკონტროლოს და ამოიცნოს ინდივიდუალური ბარათები, კამათლები და კოჭები, რომლებსაც სათამაშოდ იყენებთ. SquareOne წარმოადგენს კომპიუტერისა და სამაგიდო თამაშის ჰიბრიდს და აერთიანებს ორივე მათგანის საუკეთესო მახასიათებლებს. ჩვეულებრივ თამაშებთან შედარებით კონსოლი მნიშვნელოვან უპირატესობებს გვთავაზობს - ონლაინ თამაში, დინამიური სწავლება და თამაშის შედეგის შენახვის შესაძლებლობა მოგვიანებით გასაგრძელებლად. ერთადერთი ნაკლოვანება ის არის, რომ კონსოლი სულ ახლახანს გამოჩნდა და ჯერჯერობით მცირე რაოდენობის თამაშების მხარდაჭერა გააჩნია. SquareOne-ის ახლანდელ ასორტიმენტში შედის - აეროჰოკეი, გველები და კიბეები, ჩინური შაში და ლუდო. ეს გახლავთ მეტად მარტივი თამაშები, რომელთაც არ აქვს ისეთი კლასიკისთვის დამახასიათებელი სიღრმისეულობა, როგორებიცაა Settlers of Catan ან Ticket to Ride. ეს სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. Wizama-მ დადო ხელშეკრულება Ravensburger-თან - სამაგიდო თამაშების გერმანელ გამომცემელთან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი. უკვე მიმდინარეობს Urban Rivals-ისა და Cthulhu Wars-ის პორტირება კონსოლზე და 2021 წელს Wizama SquareOne-ზე წვდომას გახსნის დამოუკიდებელი დეველოპერებისთვის. კომპანია ახლა თანხებს აგროვებს SquareOne-ის Kickstarter-ზე გამოშვებისთვის, კონსოლი მომავალ წელს გამოვა ბაზარზე. წინასწარი შეკვეთის ფარგლებში კონსოლის ფასი იწყება 499 ევროდან. ვიდეო: https://bit.ly/3r8ScOn http://bit.ly/37qllg3
-
MSI-მ განაცხადა, რომ კომპანიის რამდენიმე ახალმა მონიტორმა, რომელთა დებიუტი კომერციულ ბაზარზე შედგება უახლოეს დროში, მიიღო CES 2021 Innovation Awards-ის ჯილდო. ეს მოდელები გახლავთ Optix MPG321QRF და Optix MPG341QR, აგრეთვე პორტატული მოდელი Optix MAG163. მონიტორი Optix MPG321QRF 32-დუიმიანია, გაფართოებაა WQHD ფორმატი - 2560 × 1440 პიქსელი. გეიმინგ დონის ამ მოწყობილობაში რეალიზებულია მთელი რიგი ჭკვიანი ფუნქციები. სისტემა Adaptive Brightness 2.0 ავტომატურად ახდენს სიკაშკაშის ოპტიმიზაციას, ტექნოლოგია Night Vision AI აუმჯობესებს ჩამუქებული, ბნელი ადგილების ხილვადობას და აღემატება კონკურენტებს. რეჟიმი AI Crosshair თამაშში უზრუნველყოფს სამიზნის ჯვარედინ მონიშვნას. მოდელი Optix MPG341QR 34-დუიმიანია და შეესაბამება WQHD ფორმატს. პანელის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 1 მილიწამი. გათვალისწინებულია ფუნქციები Adaptive Brightness 2.0 და Night Vision. რაც შეეხება პორტატულ მონიტორ Optix MAG163-ს, იგი ულტრათხელია: სისქე მხოლოდ 5 მილიმეტრს შეადგენს. გამოყენებულია მატრიცა Rapid IPS დიაგონალით 15.6 დუიმი, რომლის გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი). მხარდაჭერილია სენსორული მართვის რეჟიმი. https://bit.ly/37tdFcP
-
მოკლევადიანი პოზიცია დოლარში და გრძელვადიანი - Bitcoin-ში აღმოჩნდა პოპულარობით მეორე და მესამე თემები Bank of America/BofA Securities-ის გამოკითხვაში, რომელიც ჩატარდა ჯამურად 535 მლრდ აშშ დოლარის აქტივების 127 მმართველს შორის. გამოკითხვა განხორციელდა 4-19 დეკემბრის პერიოდში. ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე Bitcoin-მა ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 217 მონაწილედან 33 მიიჩნევს, რომ ყველაზე ჭარბი იყო პირველი კრიპტოვალუტის პოზიციონირება გრძელვადიან პერსპექტივაში. 37 მმართველ პირს მსგავსი აზრი აქვს დოლარის მოკლევადიან პოზიციებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად „გადატვირთულად“ ყოველმა მეორემ დაასახელა გრძელვადიანი პოზიციები ტექნოლოგიურ აქციებში. 2021 წელს მმართველი პირები ფსონებს აკეთებენ განვითარებადი ბაზრის კაპიტალის ზრდაზე, ინდექს S&P 500-ის მუდმივ ზრდასა და ნავთობის ფასების აღდგენაზე. გამოკითხულთა 5%-ზე ნაკლებს სჯერა Bitcoin-ის ზრდის, როგორც შემდეგი წლის მთავარი იდეის. შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით 2021 წელს პირველი კრიპტოვალუტის ფასის რყევების დიაპაზონი შეიძლება იყოს 10.000–50.000 აშშ დოლარი. მათი აზრით, მიმდინარე კონსოლიდაცია შესაძლოა მომდევნო რამდენიმე თვე გაჭიანურდეს, მაგრამ შემდგომი ზრდა გაგრძელდება. გასულ კვირას Glassnode-ის ანალიტიკოსებმა მიუთითეს ექვს საზომზე, რომლებიც იმ ნიშნულებს ქვემოთ იმყოფება, რომლებიც ფიქსირდებოდა 2017 წელს Bitcoin-ის რეკორდის მიღწევისას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მეტყველებს Bitcoin-ის პოტენციალზე - გაიზარდოს 200 ათას აშშ დოლარზე მეტად. http://bit.ly/3gQFBKV
-
10 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვა ფლაგმანური სმარტფონი Surface Duo, რომელიც ამჟამად მხოლოდ აშშ-ში იყიდება. შემოდგომის ბოლოს, Microsoft-მა განაცხადა, რომ დაიწყება Surface Duo სმარტფონის გაყიდვა ევროპაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. სმარტფონის ბაზარზე გაშვება დაგეგმილია 2021 წლის დასაწყისისთვის. მომხმარებლები აშშ-დან აღნიშნავენ, რომ სმარტფონს აქვს გარკვეული პრობლემები კორპუსთან დაკავშირებით (ბზარები ჩარჩოში დამუხტვის კონექტორთან), ასევე კომუნიკაციის ნაწილობრივი დაკარგვა მონაცემთა გადაცემის დროს. სანამ იგი გამოვა ევროპულ ბაზარზე, არსებული პრობლემები უნდა გამოსწორდეს. სმარტფონი Surface Duo წარმოდგენილია დასაკეცი მოწყობილობის ფორმატში და აქვს ორი AMOLED-დისპლეი. თითოეული მათგანის დიაგონალი 5.6 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 1800*1350 პიქსელია. ორივე ეკრანი დაცულია სუპერმტკიცე Gоrilla Glass 5 მინით. Surface Duo აღჭურვილია ARM-ჩიპსეტით Snapdragon 855, რომელიც ასეთი ტიპის ფლაგმანური სმარტფონისთვის მოძველებულად მიიჩნევა. ბატარეის მოცულობის საშუალო მაჩვენებელია 3575 მა/სთ, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დაკეცილ მდგომარეობაში კორპუსის სისქე 9.6 მილიმეტრია, გახსნილ მდგომარეობაში - 4.8 მმ. ინტეგრირებული კამერა მხოლოდ 11-მეგაპიქსელიანია. განსაკუთრებულ ნაკლოვანებად ითვლება NFC მოდულისა და 5G სტანდარტის მხარდაჭერის არარსებობა. ამჟამად არსებული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის სმარტფონი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონებზე. http://bit.ly/3ntwF0C
-
AMD-ის ხელმძღვანელი პირების ბოლოდროინდელი კომენტარი იმედს გვაძლევს, რომ Ryzen Zen 3 მობილური პროცესორები გამოვა მომავალი წლის დასაწყისში. კოდური დასახელება Cezanne-ის სახელით ცნობილმა Ryzen 7 5800H-მა უკვე დატოვა კვალი Acer Nitro ლეპტოპის შემადგენლობაში, Geekbench 5 მონაცემთა ბაზაში. AMD Ryzen 7 5800H პროცესორი, წყაროს თანახმად, შეიცავს რვა ბირთვს მრავალნაკადიანობის მხარდაჭერით, ბირთვების სიხშირის დიაპაზონია 3.2-დან 4.45 გჰც-მდე. გარე წყაროებიდან ცნობილია, რომ Zen 3 თაობის გამოთვლითი ბირთვები უნდა თანაარსებობდეს ამ პროცესორში Vega თაობის ინტეგრირებულ გრაფიკასთან. ასეთი პროცესორები წარმოებული უნდა იყოს 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ამჟამინდელი ვერსიის შესაბამისად. როგორც ჩანს, ლეპტოპი აღჭურვილია 16 გბ DDR4-3200 მეხსიერებით, AMD სავარაუდოდ არ უჭერს მხარს DDR5 ტიპს მობილურ სეგმენტში 2022 წლამდე. წყარო: Geekbench Ryzen 7 4800H Renoir თაობის პროცესორი, რომელიც აღჭურვილია რვა ბირთვით (2.9-დან 4.2 გჰც-მდე სიხშირე), შეიძლება ჩაითვალოს მითითებული Cezanne-მოდელის უშუალო წინამორბედად. რაც შეეხება მხარდაჭერილ მეხსიერებას, Cezanne პროგრესს არ დემონსტრირებს, სიჩქარის მხრივ სხვაობა შესაძლოა განპირობებული იყოს გრაფიკული ქვესისტემის მოდერნიზაციით, Zen 2-დან Zen 3-ზე გადასვლით, აგრეთვე ბირთვების სიხშირის 250-300 მეგაჰერცით გაზრდით. Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში Ryzen 7 4800H-ზე დაფუძნებული ანალოგიური კონფიგურაციის ლეპტოპის ტესტირების შედეგების არსებობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, რომ ახალი პროცესორი უზრუნველყოფს სიჩქარის 20%-იან ზრდას. http://bit.ly/388ErXh
-
Bitcoin-ი კონსოლიდირდება ახალ ისტორიულ მაქსიმუმებზე, თუმცა პოპულარული Altcoin-ების ფასის რეკორდები უკან დარჩა. Coin Metrics-ის ანალიტიკოსები ამაში კრიპტოვალუტების ბაზრის ჯანმრთელ მდგომარეობას ხედავენ. ექსპერტებმა წარმოადგინეს სქემა, სადაც ნაჩვენებია XRP-ის, Bitcoin Cash-ის, Cardano-სა და EOS-ის ფასების დაცემა ATH-დან 85-93%-ით. Ethereum-ის ფასი 41%-ით ჩამორჩება 2018 წლის დასაწყისის პიკს. ცოტა ხნის წინ Bitcoin-თან ერთად მხოლოდ Chainlink-მა და Binance Coin-მა განაახლეს რეკორდები. მონაცემები: Coin Metrics. ექსპერტების აზრით, ასეთი შეუსაბამობა მიანიშნებს იმაზე, რომ ბაზრის მონაწილეები უკეთესად ორიენტირდებიან ონჩეინ-მეტრიკებში. ინვესტორები სამომხმარებლო აქტივობის კონცენტრირებას ახდენენ უფრო ძლიერ ფუნდამენტალურ აქტივებში. ანალიტიკოსების აზრით, არსებული ვითარება განსხვავდება იმისგან, რაც სამი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც ბაზრის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო. კერძოდ, მის ზრდას ხელი შეუწყო სხვა კრიპტოვალუტებში მოკლე პოზიციების გახსნის შესაძლებლობის გაჩენამ, Bitcoin-ისა და Ethereum-ის პარალელურად. ”მიუხედავად იმისა, რომ „Bubble“-ბი შეიძლება საბოლოოდ დამანგრეველი იყოს, ისინი ძალიან ეფექტურია ინდუსტრიაში ახალმოსულთა მოსაზიდად, აგრეთვე მრეწველობის მასშტაბის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის სტიმულირებისთვის”, - გააზიარეს მკვლევარებმა თავიანთი მოსაზრებები. ბევრი ინვესტორი, რომლებსაც დიდი დანაკარგები ჰქონდათ წინათ, აღარ დაბრუნებულან ბაზარზე. ანალიტიკოსები ასე ხსნიან საცალო ვაჭრობის დღევანდელ მოთხოვნას. ადრე Coin Metrics-ის თანადამფუძნებელმა ნიკ კარტერმა Bitcoin-ის ფასის აქტიური ზრდა ფიატური ვალუტების ინფლაციითა და ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის განვითარებით განმარტა. http://bit.ly/2K804yQ
-
ცნობილი გახდა ჩინეთის ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომლის თანახმად მკვეთრად უნდა გაიზარდოს ამინდის შეცვლის ტექნოლოგიების გამოყენება, კერძოდ, ვერცხლის მიკრონაწილაკებით ღრუბლების „დათესვა“. ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია რამდენიმე ათწლეულია ფართოდ გამოიყენება მშრალი კლიმატის ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ცაში აფრქვევენ ვერცხლის მიკრონაწილაკებს თვითმფრინავიდან, რაც ხელს უწყობს წყლის წვეთების კონდენსაციას და წვიმის ღრუბლების წარმოქმნას. CNN-ის ცნობით, ჩინეთი გეგმავს ამინდის შეცვლის ექსპერიმენტის ზონის მთლიანი ფართობის გაზრდას 2025 წლისთვის თითქმის 16 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე, რაც აღემატება მეზობელი ინდოეთის ტერიტორიას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგიონში კლიმატის სერიოზული ცვლილებები და მეზობელ სახელმწიფოებთან კონფლიქტის პროვოცირებაც კი. ინდოეთში სოფლის მეურნეობა, რომელიც სეზონურ მუსონურ წვიმებზეა დამოკიდებული, შეიძლება ყველაზე მეტად დაზარალდეს. ცხადია, ნალექების კონტროლის უნარი მასობრივი განადგურების იარაღის (ამ შემთხვევაში, კლიმატური) ეფექტის თანაბარია. ტაივანის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარები შიშობენ, რომ ამინდის ზემოქმედებაზე სათანადო კოორდინაციის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ბრალდებები მეზობელი რეგიონების მხრიდან. http://bit.ly/2Kvfqgu
-
ოქტომბერში NVIDIA-მ დაანონსა ორი პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი, რომლებიც დაფუძნებულია Ampere არქიტექტურაზე - RTX A6000 და A40 მოდელები GA102 და GA104 ჩიპებზე, შესაბამისად. საინტერესო მახასიათებელი იყო Quadro და Tesla ბრენდების არარსებობა მათ დასახელებებში. როგორც აღმოჩნდა, NVIDIA-მ გადაწყვიტა უარი ეთქვა მათზე და გადასულიყო უფრო უნივერსალურ სახელებზე - NVIDIA RTX Axx და NVIDIA Axx. ამჟამად RTX A6000 ამაჩქარებელი ხელმისაწვდომია შესაძენად. RTX A6000 ვიდეო დაფა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალური მომხმარებლების მიერ სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის ციფრული ინფორმაციის ვიზუალიზაციის სფეროში, არის ერთადერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც დაფუძნებულია 10.752 CUDA ბირთვის მქონე მაქსიმალურ GPU GA102-ზე. შედარებისთვის, GA102-300 ჩიპის მოდიფიკაციას, რომლის ბაზაზე აგებულია ფლაგმანური გეიმინგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090, აქვს მხოლოდ 10 496 CUDA ბირთვი. გამომთვლელი ერთეულების რაოდენობის სხვაობის წყალობით, RTX A6000-ის სუფთა წარმადობა 38.7 Tflops-ს შეადგენს, რაც 3.1 Tflops-ით მეტია Ampere-თაობის გეიმინგ ფლაგმანის წარმადობასთან შედარებით. დამატებითი განსხვავება RTX A6000-სა და გეიმინგ ვიდეო დაფას შორის არის ის, რომ იგი აღჭურვილია 48 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებით 384 ბიტიანი სალტით. RTX A6000-ის აღჭურვილობაში შედის ოთხი პორტი DisplayPort 1.4, ამასთან, ხელმისაწვდომი არ არის HDMI კონექტორები. გაგრილებას უზრუნველყობს არა მხოლოდ მასიური რადიატორი, არამედ ასევე ტანგენციალური ტიპის ქულერი. დაფას აქვს NVLink ინტერფეისის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ორი გრაფიკული ამაჩქარებლის გამომთვლელი სიმძლავრე. მხარდაჭერილ ტექნოლოგიებს შორისაა GPU-ვირტუალიზაცია ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა NVIDIA GRID, NVIDIA Quadro Virtual Data Center Workstation და NVIDIA Virtual Compute Server. რესურსი VideoCardz გვაცნობებს, რომ კომპანია PNY-ს წარმოების RTX A6000 გამოჩნდა მსხვილ ამერიკულ რითეილერ B&H-ის ასორტიმენტში და მისი ფასია 5500 აშშ დოლარი. სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს სთავაზობს წინასწარი შეკვეთების გაფორმებას და აცხადებს, რომ დაფის მიწოდება 2-4 კვირაში მოხდება. წყაროს ინფორმაციით, შემოთავაზება საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც წინამორბედი RTX 6000 თავდაპირველად იყიდებოდა 6300 აშშ დოლარად და ამასთან ფლობდა მხოლოდ 24 გბ ვიდეომეხსიერებას. წყარო: VideoCardz NVIDIA-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს სახელი შეუცვალოს Quadro ვიდეო დაფების დრაივერს. ამიერიდან მისი სახელწოდება იქნება NVIDIA RTX Enterprise. გადაწყვეტილება ნათელია - კომპანიამ უარი თქვა ბრენდ Quadro-ზე და ბრენდ RTX-ს გამოიყენებს არა მხოლოდ გეიმინგ-სერიის ვიდეო დაფებში, არამედ პროფესიონალურ გრაფიკულ ამაჩქარებლებშიც. http://bit.ly/2KoIXIR
-
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ განაცხადა, რომ ციფრულ ევროზე მუშაობის აქტივაცია არ ნიშნავს განზრახვას - შევიწროვდეს კერძო სექტორის როლი საანგარიშსწორებო სერვისების შემოთავაზებაში. „კონტროლირებადი კერძო შუამავლები ყველაზე მეტად შეეფერება ინტერფეისებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და დამატებითი სერვისების წარდგენას, აგრეთვე ციფრული ევროს საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების შექმნას, თუ ასეთი სტრუქტურა ძალაში შემოვა”, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპის ცენტრალური ბანკი იხსენებს, რომ მან ადრე დაამტკიცა ევროსისტემის საცალო გადახდების სტრატეგიის განახლება. მის ფარგლებში ფულად-საკრედიტო ორგანო "გააფართოვებს აქტიურ მხარდაჭერას ციფრული განვითარებისა და ინოვაციური ევროპული გადახდის სისტემის შესაქმნელად". შეგახსენებთ, ECB-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ციფრული ევროს გამოშვების გეგმის შემუშავება დაიწყება 2021 წლის შუა რიცხვებში. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი მიიჩნევს, რომ CBDC-ის ამოქმედების პროცესი შეიძლება ორიდან ოთხ წლამდე გაგრძელდეს. https://bit.ly/3aazvDU
-
დღესდღეობით ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის. მაგრამ ყველა არ არის მზად კლასიკურ მანქანებთან განშორებისა და კომპაქტური, ჩუმი ელექტრომობილებით ჩანაცვლებისთვის. სპეციალურად მათთვის მუშაობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Zero Labs. იგი მზად არის უკვე არსებული მანქანა ელექტრო ძარაზე (შასზე) გადაიყვანოს. რეალურად, Zero Labs გვთავაზობს მზა ელექტრო პლატფორმას, რომელზეც მხოლოდ სასურველი კორპუსის დაყენება და მართვის საშუალებების დაკავშირება არის საჭირო. კომპანიის ნამუშევარი ახდენს კლასიკური ამერიკული მანქანების, ორადგილიანი კუპეების, 4х4 მოდელებისა და პიკაპების ძარის ჩანაცვლებას. სტანდარტული კონვერსიული ნაკრებებისგან განსხვავებით, რომლებიც ახდენენ მხოლოდ ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და საწვავის ავზის შეცვლას, Zero Labs-ის პლატფორმა ცვლის მთელ სავალ ნაწილს სამუხრუჭე სისტემის, განათებისა და ძარის ჩათვლით. პლატფორმა აღჭურვილია 85 ან 100 კვტ/ სთ მოცულობის ბატარეით. უფრო დიდი მოცულობის ბატარეა 375 კმ მანძილის გავლას უზრუნველყოფს, მაგრამ საბოლოო მონაცემები დიდად იქნება დამოკიდებული დამონტაჟებული კორპუსის აეროდინამიკაზე. პლატფორმის ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს მანქანას შთამბეჭდავი 600 ცხენის ძალა სიმძლავრით. Zero Labs გთავაზობთ ოთხწლიან გარანტიას ძრავებსა და ბატარეებზე. ფაქტობრივად, კომპანიასთან დაკავშირებისას, მომხმარებელი ყიდულობს მზა ელექტრომობილს, თუმცა ინარჩუნებს სრულ თავისუფლებას, აირჩიოს თუ როგორი იერსახე ექნება ავტომობილს. Zero Labs ჯერჯერობით არ ახმაურებს პლატფორმის ღირებულებას, თუმცა ცხადია იგი იაფი არ იქნება. ამჟამად კომპანია შეკვეთებს იღებს მომდევნო წლის წარმოებისთვის. ამჟამად ცნობილია, რომ რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის Ford Bronco და Land Rover, უკვე Zero Labs-ის პლატფორმაზე მოქმედებს. მათი ფასი 185 ათასი აშშ დოლარიდან იწყება. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2LqluHE https://bit.ly/2KmGWge
-
- 1
-
-
შვედეთის ხელისუფლება შეისწავლის ქვეყნის ციფრულ ვალუტაზე გადასვლის შესაძლებლობას, იუწყება Bloomberg. ფინანსური ბაზრების მინისტრმა პერ ბოლუნდმა განაცხადა, რომ კვლევა, როგორც მოსალოდნელია, დასრულდება 2022 წლის ნოემბრის ბოლოს. მას უხელმძღვანელებს რიკსბანკის საფინანსო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ანა კინბერტ ბატრა. პირველად შვედეთის გეგმები ციფრული ვალუტის ამოქმედების შესახებ 2016 წელს გახდა ცნობილი. 2020 წლის თებერვალში ცენტრალურმა ბანკმა საკონსულტაციო კომპანია Accenture-თან ერთად დაიწყო ელექტრონული კრონის ტესტირება. გასულ წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას. ოქტომბერში რიკსბანკის გუბერნატორმა შტეფან ინგვესმა განაცხადა, რომ ციფრული კრონის გამოშვების გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა იქნას მიღებული. ხელისუფლების თვალსაზრისით, ბოლუნდს მიაჩნია, რომ ”აუცილებელია ციფრული გადასახადების ბაზარი ფუნქციონირებდეს უსაფრთხოდ და იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი”. ”იმის მიხედვით, თუ როგორ არის დაპროექტებული ციფრული ვალუტა და რა ტექნოლოგიებია გამოყენებული, მას დიდი შედეგები ექნება ფინანსური სისტემისთვის”, - აღნიშნა მინისტრმა. რიკსბანკის თანახმად, შვედეთში ფულადი სახსრების გამოყენება ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა პანდემიის ფონზე, რომელმაც დააჩქარა ბანკნოტებსა და მონეტებზე ეტაპობრივი უარის თქმა. ქვეყანაში გადასახადების 10%-ზე ნაკლების გადახდა ხდება ნაღდი ფულით. შეგახსენებთ, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) გრძელვადიან პერიოდში შეცვლის ნაღდ ფულს. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი კი თვლის, რომ ბანკნოტები და მონეტები კვლავ მოთხოვნადი დარჩება. https://bit.ly/3a8ABA6
