Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. ბაზარზე უკვე არსებობს 4K ULTRA HD მონიტორები HDMI 2.1 ინტერფეისით, მაგალითად, LG UltraGear სერიის მოდელი, თუმცა მისი დიაგონალის ზომა 27 დუიმია. კომპანია ASUS-მა კი დააანონსა მსოფლიოში პირველი მონიტორი HDMI 2.1 ინტერფეისით, რომელიც აგებულია 32-დუიმიანი 4K ULTRA HD პანელის ბაზაზე. ახალი მონიტორის სახელწოდებაა ASUS ROG Swift PG32UQ. უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარე წელს მწარმოებლები არ ასახელებენ CES 2021-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასებს, გვიზიარებენ მხოლოდ ბაზარზე გამოსვლის თარიღს. ASUS-მაც არ გაამხილა ახალი მონიტორის ღირებულება და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და ამის შემდეგ გავეცნობით მის ფასს. გასაჯაროვდა მთავარი ტექნიკური მახასიათებლები. ASUS ROG Swift PG32UQ - ეს გახლავთ გეიმერული მონიტორი 32-დუიმიანი თხევადკრისტალური პანელით, რომლის გაფართოება შეადგენს 3840 x 2160 პიქსელს, რაც 4K ULTRA HD ფორმატს შეესაბამება. პიქსელების სიმჭიდროვეა 138 ppi. რეაქციის დრო: 1 მილიწამი. კომპანია აღნიშნავს, რომ DCI-P3 ფერთა გამა 98%-იანია, კადრის განახლების სიხშირე კი - 144 ჰერცი (DisplayPort 1.4). მატრიცა არის ქარხნულად დაკალიბრებული, მაჩვენებელია Delta E <2. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 600 სტანდარტის, ასევე AMD FreeSync Premium და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. HDMI 2.1 კონექტორი უზრუნველყოფს 2160p-ის მხარდაჭერას 120 ჰერცამდე განახლების სიხშირით მომავალი თაობის Xbox Series X და Sony PlayStation 5 კონსოლების პოტენციალის გამოსაყენებლად. http://bit.ly/3oJgCMJ
  2. ტაივანურმა კომპანია Micro-Star International-მა (MSI) წარადგინა GeForce RTX 30-სერიის Sea Hawk ვიდეო დაფები განახლებული დიზაინის ჰიბრიდული თხევადი გაგრილების სისტემით. საინტერესოა ის, რომ პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიას არ განუცხადებია GeForce RTX 30 სერიის რომელი მოდელები იქნება მსგავსი შესრულებით წარმოდგენილი. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, გაგრილების ეს სისტემა გამოყენებული იქნება GeForce RTX 3090 და GeForce RTX 3080 ვერსიებში, რომლებიც წარმოდგენილია NVIDIA GA102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. MSI Sea Hawk-ის განახლებული გაგრილების სისტემის შემადგენლობაში გამოიყენება სპილენძის დიდი ზომის ფირფიტა, რომელიც ფარავს გრაფიკულ პროცესორს და მეხსიერების ჩიპებს. აქვეა განლაგებული ახალი კომპაქტური დაბალპროფილური ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს გაცხელებული სითხის ცირკულაციას გარე რადიატორისკენ. რადიატორის ზომაა 240 × 120 მმ და იგი გრილდება ორი 120-მილიმეტრიანი TORX 4.0 ქულერით.  დაფის კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს კიდევ ერთი ქულერი. ამჯერად მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა არა ცენტრიდანული გამაგრილებელი, რომელსაც ცხელი ჰაერი გამოაქვს კომპიუტერის კორპუსიდან, არამედ უფრო ტრადიციული ღერძული ტიპი. ყველა გამოყენებულ ქულერს აქვს Zero Frozr ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მთლიანად გაჩერდნენ, როდესაც გრაფიკული სისტემა არ არის გადატვირთული. ტუმბოს მუშაობა არ წყდება. MSI Sea Hawk-ის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ლითონის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა, რომელიც გამოიყენება მეხსიერების ჩიპების გაგრილებისთვის. წყაროს ინფორმაციით, კომპანიას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტავს გრაფიკული ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები, ამიტომ ზემოთხსენებული ვიდეო დაფების გაყიდვაში გამოსვლისთვის კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო. http://bit.ly/3qjHFyx
  3. 8-11 იანვარს 28%-იანი კორექტირების შემდეგ Bitcoin-მა დაიბრუნა ფსიქოლოგიური ნიშნული 30 000 $. Arcane Research-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს შეიძლება იყოს დიაპაზონური ვაჭრობის პროლოგი ახალი აღმავალი იმპულსის ჩამოყალიბებამდე. 35 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის გამყარება მნიშვნელოვნად გაზრდის პირველი კრიპტოვალუტის აღმასვლის განახლების შანსს. 30 ათას აშშ დოლარიანი დონის განმეორებითმა რეტესტმა შესაძლოა უბიძგოს კოტირებებს 27 ათას აშშ დოლარინი დონისკენ. წყარო: Arcane Research. იანვრის კორექციამ განაპირობა Bitcoin-დერივატივების რეკორდული ლიკვიდაცია 1.8 მილიარდ აშშ დოლარად. 11 იანვარს მაჩვენებელი ლონგთან მიმართებაში 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამ დღეს მაქსიმუმიდან მინიმუმამდე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 7500 აშშ დოლარიანი გზა გაიარა. წყარო: Arcane Research. საცალო ტრეიდერებმა კრიპტო ბაზრის მიმართ ინტერესის გამოვლენა დაიწყეს Bitcoin-ის მიერ ისტორიული მაქსიმუმის მიღწევის ფონზე. აქტივის მოხსენიების რაოდენობამ Twitter-ზე 2017 წლის დეკემბრის მსგავს მაჩვენებელს მიაღწია. ამგვარი ტვიტების ავტორების რაოდენობამ გადააჭარბა სამი წლის წინანდელ მაქსიმუმს. წყარო: Arcane Research. კორექციის მიუხედავად მარტის Bitcoin-ფიუჩერსების პრემიები სპოტ-ბაზრებთან მიმართებაში ზრდას აგრძელებდა. მსგავსი დისპოზიცია მეტყველებს იმაზე, რომ კრიპტო მოთამაშეები დარწმუნებულნი არიან Bitcoin-ის პოზიტიურ პერსპექტივაში 2021 წლის პირველი პერიოდის მანძილზე. მაჩვენებლები მიუახლოვდა 20%-იან ნიშნულს როგორც არარეგულირებულ დერივატივების ბირჟებზე, ისე ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME). ამ უკანასკნელზე ყოველდღიურმა მოცულობამ პირველად 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წყარო: Arcane Research. შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის მსხვილი მფლობელები არ დაემორჩილნენ პანიკას ბოლოდროინდელი კვოტირების ვარდნის ფონზე და გაზარდეს პოზიციები. http://bit.ly/35EXGqZ
  4. კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად განაცხადა რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგია Resizable BAR-ის (Base Address Registers) მხარდაჭერის შესახებ GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებში. ამ ფუნქციამ უნდა უზრუნველყოს წარმადობის გარკვეული ზრდა გეიმინგში ვიდეო დაფების თავსებადი დედა დაფებითა და პროცესორებით მუშაობისას. Resizable BAR ტექნოლოგია არის PCI Express ინტერფეისის მახასიათებლების ნაწილი ჯერ კიდევ 2.0 ვერსიიდან, თუმცა მხოლოდ მხოლოდ გასულ შემოდგომაზე მიაქცია საზოგადოების ყურადღება მასზე AMD-მ და უზრუნველყო მისი მხარდაჭერა (სახელწოდებით Smart Access Memory) Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფებში. Resizable BAR-ის მეშვეობით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალური პროცესორის წვდომა ვიდეო დაფის ვიდეომეხსიერების მთელ მასივზე იმ დროს, როდესაც Windows-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებს ამ ფუნქციის გარეშე მხოლოდ 256 მბ-ზე აქვთ წვდომა. შედეგად მიიღწევა წარმადობის ზრდა 10-15%-ით. NVIDIA-ს არ უსაუბრია უშუალოდ Resizable BAR-ის ხარჯზე პოტენციური წარმადობის ზრდის შესახებ. კომპანიამ აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს Intel-სა და AMD-სთან, აგრეთვე დედა დაფების უმთავრეს მწარმოებლებთან, რათა მიმდინარე წელს მოხდეს ახალი ტექნოლოგიის წვდომის რეალიზაცია ბევრ დედა დაფაზე. პირველ რიგში Resizable BAR გამოჩნდება GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლეპტოპებში, რომელთა გაყიდვა იანვრის ბოლოს დაიწყება. ამასთან, ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება როგორც ამ ვიდეო დაფების მუშაობისას, ასევე AMD-ის პროცესორებსა (სავარაუდოდ Ryzen 5000) და Intel Tiger Lake-H-ის შემთხვევაში. NVIDIA-ს დესკტოპ ვიდეო დაფებში Resizable BAR ტექნოლოგია ოდნავ მოგვიანებით - თებერვლის ბოლოს, GeForce RTX 3060-ის რელიზის დროს იქნება ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიის მხარდაჭერას მიიღებს GeForce RTX 30-სერიის ყველა სხვა გრაფიკული ამაჩქარებელიც - შესაბამისი VBIOS განახლებები უკვე მუშავდება და მარტში გამოვა. თუმცა უცნობია რომელ პროცესორებთან იქნება შესაძლებელი Resizable BAR-ის გამოყენება, Intel-ის შემთხვევაში ტექნოლოგიის მხარდაჭერა ნამდვილად აქვს მე-11 თაობის Core H- და S-სერიის პროცესორებს (Tiger Lake და Rocket Lake), აგრეთვე „მეათე თაობის გარკვეულ სისტემებს“(Comet Lake-S Intel Z490-ზე არსებული დაფებით). AMD-ს შემთხვევაში Resizable BAR-ის მხარდაჭერა დიდი ალბათობით ექნება Ryzen 5000-ს, უფრო მოძველებულ ჩიპებს კი სავარაუდოდ არა. http://bit.ly/3bzTUD5
  5. კომპანია Lockheed Martin-მა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს მიაწვდის პირველ ლაზერულ იარაღს, რომელიც საბრძოლო გემზე განთავსდება. სისტემა HELIOS დამონტაჟდება USS Preble მონოსცენაზე მისი ტექნიკური მომსახურების პერიოდში. აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს ექნება მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური ლაზერული სამხედრო დანადგარი რეალურ პირობებში გამოცდისთვის. სისტემა HELIOS-ის მაკეტი (ფოტოს ცენტრში) სისტემა HELIOS ანუ მაღალენერგეტიკული ლაზერი ოპტიკური დაბრმავებისა და დაკვირვების ინტეგრირებული სისტემაა და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ლაზერული გამოსხივების წყაროს. ეს გახლავთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერი, რომელიც დაფუძნებულია სპექტრალური კომბინირების ტექნოლოგიაზე, სადაც რამდენიმე ცალკეული ლაზერი ერთმანეთს უკავშირდება გაზრდილი ენერგიის სხივის შექმნისთვის. ლაზერ HELIOS-ის კომპიუტერული გამოსახულება. ფოტოს წყარო: Lockheed Martin HELIOS-ის სიმძლავრემ 60 კვტ-ს გადააჭარბა, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროექტში იყო გამოცხადებული. შემადგენელი ლაზერები მეტად მასშტაბირებადია, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას დანადგარი სახმელეთო, მობილური ან საჰაერო გამოყენებისთვის შესაბამისი სპეციფიკური მოთხოვნების მიხედვით. მსგავსი პროექტები ვითარდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში. მცირე საჰაერო და ზედაპირული სამიზნეებზე დარტყმისთვის ეს ითვლება იდეალურ გამოსავლად, როგორც საბრძოლო მასალის დაზოგვის მხრივ, ასევე სამიზნეებზე დარტყმის სიჩქარისა და სიზუსტის თვალსაზრისით. http://bit.ly/3snIurI
  6. კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება. Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა. „ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“. 5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა. Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე. შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს. ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ - უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი. http://bit.ly/3bv5xeh
  7. Samsung-მა წარადგინა რობოტი, რომელსაც შეუძლია მფლობელს მოემსახუროს და სასმელი დაუსხას. Samsung-მა გამოფენა CES 20210-ზე წარადგინა რობოტი, სახელად Handy, რომელსაც შეუძლია მაგიდიდან აალაგოს გამოყენებული ჭურჭელი და მიიტანოს ჭურჭლის სარეცხ მანქანამდე, აალაგოს ტანსაცმელი და, რაც მთავარია, ჭიქაში დაასხას ღვინო და პატრონს მიუტანოს. ამ რთულ მისიებში რობოტს ეხმარება ხელოვნური ინტელექტი და კამერები. მასალის შესაბამისად Handy-ს შეუძლია შეცვალოს მოჭიდების სიმძლავრე, რაც მას საშუალებას აძლევს გადააადგილოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ნივთები. აგრეთვე მოხდა რობოტ Care-ის წარდგენა, რომელსაც შეუძლია დაიმახსოვროს გარკვეული მოვლენები, დროულად შეახსენოს მათ შესახებ მფლობელს, აცნობოს როდის უნდა შეისვენოს კომპიუტერთან მუშაობისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამაში არაფერია ინოვაციური, მსგავსი რამ ჩვეულებრივ მაღვიძარასაც შეუძლია. რობოტებზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია Sony-ს სიახლე: კომპანიამ დააპატენტა გეიმინგ კომპანიონი, რომელიც მფლობელთან ერთად დივანზე იჯდება და უგულშემატკივრებს მას თამაშის, ფილმების ყურების დროს. რობოტს შეუძლია გამოხატოს ემოციები, რაც დამოკიდებულია პატრონის რეაქციაზე, სიცილზე ან მოწყენილობაზე. თუკი რობოტს ზიანს მიაყენებენ, დაამცირებენ, იგი სიმპათიას კარგავს მფლობელის მამართ და წყვეტს დავალებების შესრულებას - მის ემოციურ მხარდაჭერას. http://bit.ly/3i2tTNU
  8. CES 2021-ზე Intel-ის პრეზენტაციის ბოლოს კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი ბრაიანტმა (Gregory Bryant) მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა საზოგადოებას - მან წარადგინა მუშა დესკტოპი, რომელშიც დაყენებული იყო პერსპექტიული პროცესორი, კოდური სახელწოდებით Alder Lake. Intel-ის თანახმად, Alder Lake - ეს არის Rocket Lake-ის მოდევნო თაობის პროცესორი, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. როგორც დემონსტრაციის დროს იქნა ნაჩვენები, იგი იქნება ყველაზე მასშტაბირებადი ჩიპი გამომთვლელი სიმძლავრის მხრივ, ცალკრისტალიანი პროდუქტი მაღალი წარმადობის ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციის წყალობით. როგორც რაჯა კოდურიმ ადრე სხვა ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ ბირთვებში გამოყენებული იქნება არქიტექტურები Golden Cove და Gracemont. პრეზენტაციაზე, სადაც მოქმედ დესკტოპზე გაშვებული იყო ოპერაციული სისტემა და ჩართული იყო ვიდეო, გრეგორი ბრაიანტმა განაცხადა: „ეს ის არის, პირველად გიჩვენებთ საჯაროდ, უკვე ჩართულია და მუშაობს Windows-ის მართვის ქვეშ!“ - მან სწორედ Alder Lake იგულისხმა. ამრიგად, Intel-ი უკვე ფლობს Alder Lake-ის მოქმედ ნიმუშს და ეს მოწმობს იმას, თუ როგორი პროცესორები გამოვა მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, Alder Lake იქნება Intel-ის პირველი პროცესორი, რომელიც აგებულია ახალ, გაუმჯობესებულ 10-ნანომეტრიან SuperFin-ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მაღალი წარმადობის დესკტოპ და მობილურ კომპიუტერებს. http://bit.ly/39hczR2
  9. მაინერებმა, რომლებმაც კრიპტოვალუტების ფასების მატებასთან დაკავშირებით მაინინგის მომგებიანობის ზრდა იხილეს, აქტიურად დაიწყეს ვიდეო დაფების შესყიდვა, შედეგად უზარმაზარი დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი ვითარება? ფასის ამჟამინდელმა ვარდნამ უკვე აიძულა ბევრი მაინერი, დაფიქრდნენ გრაფიკულ ამაჩქარებლებში გაკეთებულ ინვესტირებაში, რადგანაც შემოსავლიანობის დონე დაეცა ყველა კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი შემცირებისთანავე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ შეძენილი ვიდეო დაფების ფასი ნაწილობრივ აღემატებოდა სარეკომენდაციო საცალო ფასებს, სიტუაცია კიდევ უფრო სამწუხარო ჩანს. როგორც ყველას გვახსოვს, მსგავსი რამ უკვე მოხდა 2017 წელს. ანალოგიურად, ვიდეო დაფებისგან დაცარიელდა მაღაზიების თაროები. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დასრულდა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოჩნდა ვიდეო დაფებისა და მაინინგ-ფერმების გასაყიდი რეკლამები, რომელთაც ხშირად თან ახლდა ტექსტები სესხის გადახდის აუცილებლობის შესახებ. გასათვალისწინებელია ორი რამ: პირველი - მაღალი შემოსავალი დიდხანს არ გრძელდება, კლება იწყება გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ და მუდმივად იზრდება მოპოვების სირთულე. მეორე - ბევრ რესურსზე მითითებულია მხოლოდ ვიდეო დაფის უკუგება, თუმცა საჭიროა მას აგრეთვე დაემატოს დედა დაფის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ა.შ. საფასური. შედეგად, შედეგის და სარგებლის უკუგება იმაზე მეტს დროს საჭიროებს, ვიდრე მოგების მთვლელები გვაცნობებენ. 2017 წლის ბოლოს ბევრმა მაინერმა ვერ მოახერხა დანახარჯების ამოღება და იძულებულნი გახდნენ ზარალზე გაეყიდათ აღჭურვილობა. ამჟამად არსებული აჟიოტაჟის შედეგი შესაძლებელია მსგავსი იყოს. გეიმერები უკვე მოუთმენლად ელოდებიან ხელსაყრელ ფასებს მეორად ბაზარზე NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების შესაძენად, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაიყიდა. http://bit.ly/2Xydh74
  10. Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე - უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა. OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა. MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F http://bit.ly/3sngNQb
  11. Microsoft-მა გააფართოვა Surface Pro-პლანშეტების ასორტიმენტი Surface Pro 7 Plus-ით. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს-კლასის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. გარეგნულად მოწყობილობა არ განსხვავდება ჩვეულებრივი Surface Pro 7-ისგან. ახალი მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებლები უკავშირდება მის შიდა კონფიგურაციას. პლანშეტი წარმოდგენილია ახალი მე-11 თაობის Intel-ის პროცესორებით (Tiger Lake-U), შედარებით დიდი მოცულობის ბატარეით, მოხსნადი მყარი დისკით და უსადენო LTE სტანდარტის მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან მოყოლებული აღარ არის Microsoft Surface Pro სერიაში მოცემული. ამასთან, კომპანიამ Surface Pro 7 Plus-ს არ მიანიჭა 5G სტანდარტის მხარდაჭერა, რადგან მოწყობილობაში გამოყენებულია ძველი Snapdragon X20 LTE მოდული. ხელმისაწვდომია მოწყობილობის რამდენიმე ვარიანტი. საბაზისო ვერსიაში მოცემულია ორბირთვიანი და ოთხნაკადიანი Intel Core i3-1115G4, უფროს ვერსიაში - ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი Intel Core i7-1165G7. თუმცა მხოლოდ Intel Core i5-1135G7 ჩიპის ბაზაზე არსებულ მოდელშია ხელმისაწვდომი LTE მხარდაჭერის ფუნქცია. ამ კონფიგურაციის ფასია 1149 აშშ დოლარი. საბაზისო მოდელი Core i3-ითა და 8/128 გბ მეხსიერებით შეფასებულია 899 აშშ დოლარად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია Core i7, 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მყარი დისკი, ამ ვერსიის ფასი 2799 აშშ დოლარია. ახალი Surface Pro 7 Plus-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად მწარმოებელი კომპანია 15 საათს ასახელებს, რაც საკმაოდ მეტია სტანდარტულ Surface Pro 7-თან შედარებით, რომელიც იმავე რეჟიმში 10.5 საათს მუშაობს. ავტონომიურობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო Intel-ის ახალმა მე-11 თაობის ენერგოეფექტურმა პროცესორებმა, აგრეთვე ბატარეის მოცულობის 50.4 ვტ/სთ-მდე გაზრდამ. Surface Pro 7 Plus-საც აქვს 12.3-დუიმიანი PixelSense დისპლეი გაფართოებით 2736 × 1824 პიქსელი. მოცემულია თითო USB Type-C და Type-A პორტი, კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Surface Connect. პლანშეტის Wi-Fi-ვერსიებში ხელმისაწვდომია microSDXC ბარათის სლოტი, LTE-ვერსიებში კი - მხოლოდ nano-SIM. Microsoft-ი Surface Pro 7 Plus-ის მიწოდებას 15 იანვარს დაიწყებს. იგი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში. http://bit.ly/3buTnSU
  12. ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით - 20.61 T. სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე. წყარო: BTC.com. ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით - აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა. Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა. სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode. ”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას. „თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ - აღნიშნა ევენსონმა. შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain  ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას - Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია. http://bit.ly/39mlKzI
  13. მალე, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Nubia და Black Shark, სავარაუდოდ წარადგენენ მომავალი თაობის გეიმინგ-სმარტფონებს. ინტერნეტ-წყაროების განკარგულებაში მოხვდა მონაცემები ამ მოწყობილობების დისპლეების მახასიათებლების შესახებ. ინფორმაციის წყაროა პოპულარული ქსელური ინფორმატორი Digital Chat Station, რომელიც ხშირად აზიარებს საიმედო ინფორმაციას მომავალი მობილური ამბების შესახებ. წყარო ამტკიცებს, რომ ახალი თაობის გეიმინგ-სმარტფონ Nubia Red Magic-ს, რომლის გამოსვლა მიმდინარე კვარტალშია მოსალოდნელი, ექნება Full HD+ (1080p) ფორმატის ეკრანი. იგივე ეხება მოწყობილობა ASUS ROG Phone 4/5-ს, რომელიც დაანონსდება დაახლოებით წლის შუა პერიოდში. ამავე დროს, აღინიშნება, რომ ამ სმარტფონების დისპლეებისთვის დამახასიათებელი იქნება კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 144 ჰერცი და მეტი. ასევე ცნობილია, რომ მალე შედგება მომდევნო თაობის სმარტფონ Black Shark-ის დებიუტი. ყველა ეს მოწყობილობა აგებული იქნება ფლაგმანურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ზე და იმუშავებს მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ცხადია, თითოეულ მოწყობილობაში რეალიზებული იქნება უნიკალური გეიმინგ-ფუნქციები. http://bit.ly/38wIHkC
      • 1
      • Upvote
  14. ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა NIO-მ სცადა Tesla-ს გამოწვევა ახლადწარდგენილი სედან ET7-ით, რომელიც, რესურს Electrek-ის აზრით, გარკვეულ მომენტებში ამერიკელ კონკურენტსაც კი აღემატება. მანქანაში მოცემულია ორი ელექტროძრავი: 300 კვტ სიმძლავრისა - უკანა და 180 კვტ სიმძლავრის - წინა ღერძზე. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ელექტრომობილს 3.9 წამი სჭირდება, სამუხრუჭე მანძილი იმავე სიჩქარით არ აღემატება 33.5 მ-ს. საბაზისო ვარიანტში ელექტრომობილი დაკომპლექტებულია 70 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას NEDC-ციკლის შესაბამისად. 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის მქონე მოდელის სვლის მარაგი აღემატება 700 კმ-ს, ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია კი წარმოდგენილია 150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით და მისი გავლის მარაგი 1000 კილომეტრია. რეალობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა შედეგი მაინც შთამბეჭდავია უმეტესი კონკურენტის ფონზე. NIO ET7-ის საწყისი ფასი 69 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ელექტრომობილი არ ითვლება დაბალბიუჯეტური კლასის მანქანად. სამაგიეროდ, ავტომატური მართვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო იქნება ის, რომ ბორტ-სისტემა აღჭურვილია Orin-სერიის ოთხი NVIDIA Tegra პროცესორით, შთამბეჭდავი კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ავტონომიურობას. ელექტრომობილში მოცემულია რვა ერთეული 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი, მილიმეტრული დიაპაზონის ხუთი რადარი და ერთი ლიდარი. ჯამში ეს მოწყობილობები ახდენენ წამში 8 გბ ინფორმაციის გენერირებას. მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრომობილის შეძენისთანავე, ხოლო სრულ ავტოპილოტს რეგულარული სააბონენტო გადასახადი დასჭირდება. http://bit.ly/3sbYuNC
  15. 10 იანვარს Ethereum-ის ფასმა 1300 აშშდოლარს გადააჭარბა. Messari-ს თანახმად, სტატიის წერის მომენტში აქტივი ისტორიულ მაქსიმუმზე მხოლოდ 7.27%-ით ნაკლებად იყიდება. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. Ethereum-ის ისტორიული მაქსიმუმი განსხვავებულია სხვადასხვა ბირჟებზე. Larry Cermak-მა The Block-ის სია შეადგინა. კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.128 ტრილიონ აშშ დოლარს. Ethereum-ის დომინირების ინდექსი CoinGecko-ს მიხედვით გაიზარდა 13.4%-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი ზრდა დააფიქსირა ასევე Bitcoin Cash-ისა და Bitcoin SV-ს ფორკებმა. ბოლო შვიდი დღის მანძილზე ისინი გაიზარდა 74 და 79%-ით, შესაბამისად. შვიდდღიან პერიოდში ზრდის ლიდერი არის Stellar (XLM) - 148%. კრიპტოვალუტა გაიზარდა ზოგიერთ დასავლურ მედიაში შეუსაბამო სათაურების ფონზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ეს პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შესაქმნელად. განცხადება არ შეესაბამებოდა რეალობას. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს Bitcoin-ის ფასმა 41 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. http://bit.ly/3oy9qTo
  16. Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების კლონირების იდეა. ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს ადამიანის კომუნიკაციის მანერას, ხასიათს, ხმას და შეიძენს მის იერსახეს. პატენტის სახელწოდებაა "Creating a Conversational Chatbot of a Specific Pers" და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვეთმა კომპანიას გადასცეს ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები, ხელოვნური ინტელექტი კი მათ გააანალიზებს, შეისწავლის და მოახდენს პიროვნების კოპირებას. კომპანია ასევე გეგმავს მომხმარებლის გარეგნობის შექმნას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირის ფოტოსურათების საფუძველზე. ეს იქნება ერთგვარი რობოტი, რომელიც ასახავს მისთვის გადაცემულ პიროვნებას. დაპატენტებული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას Microsoft-ის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ციფრული კლონის შესაქმნელად, ასეთმა სერვისებმა შეიძლება პოპულარობა მოიპოვონ მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ პატენტია, ანუ ასეთი პროექტის განხორციელებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ Microsoft-ს დაგეგმილი აქვს გარდაცვლილი ადამიანების "კლონირება", საოცარია, რადგან მსგავს რამეს მხოლოდ ტელევიზორში, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხედავდით. ამჟამად კომპანიების ხედვა სცდება ფანტასტი მწერლების ჩანაფიქრებს - არის თუ არა მსგავსი რამ პროგრესის მაჩვენებელი? http://bit.ly/2JZc1Xs
  17. NVIDIA-მ მიგვანიშნა, რომ 12 იანვარს GeForce RTX: Game On ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება მობილური GeForce Ampere და Resizable BAR. ვიდეოთიზერში გამოჩენილ პირველ ორ ფოტოზე მოცემულია გეიმინგ ლეპტოპი და მობილური ფორმ-ფაქტორის დისკრეტული ვიდეო დაფა GeForce RTX. მოსალოდნელია, რომ საუბარი ეხება GA104 ჩიპს, რომელიც, არსებული ცნობებით, საფუძვლად დაედება მობილურ GeForce RTX 3080 და RTX 3070 ამაჩქარებლებს. ორივე დაფას ექნება 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება, თუმცა მობილური RTX 3080 დაფა ხელმისაწვდომი იქნება აგრეთვე 16-გიგაბაიტიან ვარიანტადაც. მორიგი ფოტო ადასტურებს, რომ NVIDIA გვიჩვენებს რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგიის, Resizable BAR (Base Address Registers) მუშაობას, რომლის მახასიათებლებში მოცემულია 2.0 ვერსიის PCI Express ინტერფეისი. სწორედ იგი დაედება საფუძვლად AMD Smart Access Memory-ს (SAM), რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ახალი Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების თავსებადი პროცესორებით მუშაობისას. თუკი ჩვეულებრივ Windows-ზე მოქმედ პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორები უშუალოდ მიმართავენ 256 მბ-მდე გრაფიკული მეხსიერების მხოლოდ ნაწილს, Resizable BAR ტექნოლოგიას შეუძლია მონაცემთა არხის გაფართოება, რაც პროცესორს საშუალებას აძლევს ერთდროულად გამოიყენოს მთელი ვიდეო მეხსიერების მასივი. შედეგად აღმოიფხვრება პოტენციური დაბრკოლებები და უზრუნველყოფილია წარმადობის 15%-მდე ზრდა ზოგიერთ თამაშში. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც თამაშების მიერ გამოყენებული ვიდეომეხსიერების მოცულობა ხშირად 10 გბ-საც კი აღემატება. თიზერში ასევე მოკლედ ნაჩვენებია შუთერი Outriders, რომლის ავტორია სტუდია People Can Fly. თამაში 1 აპრილს გამოვა, თუმცა მსურველთათვის უფასო სადემონსტრაციო ვერსია ხელმისაწვდომი გახდება 25 თებერვლიდან. თიზერი მიგვანიშნებს, რომ ამ თამაშში გამოყენებული იქნება NVIDIA-ს რომელიღაც ტექნოლოგია. ასევე შეიმჩნევა Ampere დესკტოპ ვიდეო დაფის ელემენტი GeForce RTX ლოგოტიპით. მიიჩნევა, რომ ღონისძიებაზე შესაძლოა წარდგენილ იქნეს GeForce RTX 3060 12 გბ ვიდეო დაფა Founders Edition შესრულებით. NVIDIA GeForce RTX: Game On - ეს გახლავთ მოახლოებული ღონისძიება, რომელიც 12 იანვარს დაიწყება. მისი ტრანსლირება მოხდება Twitch-სა და YouTube-ზე. http://bit.ly/3nxKFp0
  18. ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას. კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის. „აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“. უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით. გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუბსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე. „ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რაღაც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“. შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს. http://bit.ly/35n0oB6
  19. ახალი ამბების პორტალ videocardz.com-მა გააზიარა AMD-ის ახალი მობილური პროცესორების სურათები. სავარაუდოდ, მომავალ კვირას კომპანია ამ დიზაინის საფუძველზე წარადგენს ახალ 5000 სერიას. სამწუხაროდ, წყარო სხვა ინფორმაციას არ ახმაურებს. AMD Cezanne APU-ს ექნება იმდენივე გამომთვლელი და გრაფიკული ბირთვი, რამდენიც აქვს Renoir-ს: 8 ბირთვი, 16 ნაკადი და 8 გრაფიკული ბირთვი. PCIe-რიცხვი მზა ჩიპში 20 იქნება. Renoir (Ryzen 4000U/H) ხაზი შემოიფარგლებოდა 8 PCIe-ხაზით დისკრეტული გრაფიკული პროცესორისთვის, დესკტოპ ვარიანტში კი (Ryzen 4000G) ხელმისაწვდომი იყო 16 ხაზი. უცნობია, გაიზრდება თუ არა მობილურ Cezanne ჩიპში PCIe-რიცხვი. არსებობს ცნობები, რომ Cezanne-ის შთამომავალ Rembrandt-ს ექნება PCIe Gen4-ის მხარდაჭერა, თუმცა დღესდღეობით უცნობია, ექნება თუ არა Cezanne-ს ეს სტანდარტი. სწრაფმა შედარებამ აჩვენა, რომ Cezanne დაახლოებით 10% -ით დიდია, ვიდრე Renoir. მისი სავარაუდო ზომაა 175 მმ², რაც დაახლოებით 20 მმ²-ით აღემატება Renoir-ს (156 მმ²). ზომის ზრდა გამოწვეულია ოდნავ უფრო დიდი Zen 3 ბირთვის დიზაინითა და გაზრდილი L3 ქეშით. ახალ არქიტექტურას აქვს 16 მბ L3 ქეში, ხოლო Renoir-ს - 8 მბ. AMD 11 იანვარს წარადგენს Ryzen 5000 სერიას. ამ APU-ზე დაფუძნებული პროცესორები დებიუტირებენ როგორც დაბალი სიმძლავრის, ასევე მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებში. APU ასევე შეიძლება შევიდეს დესკტოპ კომპიუტერების სერიაში, რასაც მოწმობს Ryzen 7 5700G APU-ის შესახებ არსებული უახლესი ცნობები. http://bit.ly/2LrK5Mv
  20. გამოფენა CES 2021-ის წინ Sony Electronics-მა დააანონსა ახალი მოდულური დისპლეი Crystal LED ტექნოლოგიის ბაზაზე. დისპლეი განკუთვნილია პროფესიონალური საქმიანობისთვის, კერძოდ, ფილმის „ვირტუალური შექმნისთვის“. ფოტოს წყარო: Sony Electroincs დაანონსებულ C და B სერიის დისპლეებს აქვთ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი და 1800 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებელი. ყველა დისპლეი ფლობს X1 for Crystal LED პროცესორს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოისახოს მაღალი დინამიური დიაპაზონის ვიდეო წამში 120 კადრამდე სიხშირით. ოფციურად ასევე მხარდაჭერილია სტერეოსკოპული 3D. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისპლეებს არ აქვთ ქულერები, რაც უზრუნველყოფს სიჩუმეს გადასაღებ მოედანზე. დაანონსებული დისპლეების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. დისპლეების მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მოდულური კონსტრუქცია - რამდენიმე მათგანისგან შესაძლებელია შეიქმნას დიდი ვიდეოკედელი. ამ ვიდეოების გამოყენება შესაძლებელია ვიდეოკონტენტის შექმნის დროს მწვანე ეკრანების ნაცვლად. თავად მწვანე ეკრანი გამოიყენება იმისთვის, რომ კომპოზიტინგის (ერთ-ერთი ფინალური ეტაპის) დროს მოხდეს მსახიობის განცალკევება ფონისგან და განთავსდეს ვიზუალური ეფექტები ვირტუალურ სცენაზე. თუმცა ამასთან აუცილებელია წინასწარ იქნას მოფიქრებული და განთავსებული განათება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მომზადებულ სცენას, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ვიზუალური ეფექტები, რათა დაიფაროს მწვანე ეკრანი. ხდება ისე, რომ ზოგჯერ მწვანე დეტალები რჩება ობიექტების კონტურებსა და ზედაპირებზე. Sony-ს მიერ წარდგენილი დისპლეები გადაჭრის ამ პრობლემას, ამასთან მსახიობები შეძლებენ წინასწარ ნახონ შემოთავაზებული გარემო. სხვათა შორის, ეს არის კინოს "ვირტუალური წარმოების" არსი. მსგავსი დისპლეები იქნა გამოყენებული The Mandalorian-ისა და The Midnight Sky-ს გადაღებისას. „მანდალორიანის“ შექმნისთვის Industrial Light & Magic-მა Epic Games-თან ერთად შეიმუშავა სპეციალური პანელები. http://bit.ly/3nreKqi
  21. პირველი კრიპტოვალუტის კურსმა კიდევ ერთხელ განაახლა ისტორიული მაქსიმუმი. Bitcoin-ის ფასი გამყარდა 40 ათას აშშ დოლარიან ნიშნულზე. სტატიის წერის მომენტში ბაზრის ფლაგმანის ფასი დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი იყო. ციფრული ოქროს ბაზრის კაპიტალიზაცია CoinGecko-ს თანახმად შეადგენს 654.5 მლრდ აშშ დოლარს. Bitcoin-ის ფასის დინამიკა 2021 წლის დასაწყისში. ბირჟა Bitstamp-ის BTC/USD საათობრივი გრაფიკი TradingView-სგან Bitcoin-ი იყიდება თითქმის 80%-ით მეტად წინა აღმასვლის პერიოდთან შედარებით, რომელიც მიღწეულ იქნა 2017 წლის ბოლოს და იმდროს მისი ფასი იყო 20 ათასი აშშ დოლარი. Bitstamp-ის BTC/USD-ის კვირის გრაფიკი TradingView-სგან Bitcoin-ის სწრაფმა ზრდამ დადებითად იმოქმედა სხვა კრიპტოაქტივების, მათ შორის Ethereum-ის ფასზე. მისი ფასი 1100 აშშ დოლარზე მეტია. ათეულში ჩამორჩა მხოლოდ XRP ტოკენი Ripple-ს წინააღმდეგ ახალი სარჩელის ფონზე. სოციალური მედიის ბევრმა მომხმარებელმა გამოხატა დაუფარავი სიხარული ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ზოგმა გაიხსენა Bitcoin-ის ცნობილი კრიტიკოსი პიტერ შიფი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ფინანსურმა გიგანტმა JPMorgan-მა ივარაუდა Bitcoin-ის ფასის ზრდა 146 ათას აშშ დოლარამდე. http://bit.ly/3opGkWk
  22. ცნობილი გახდა, რომ ADATA Technology მალე დაიწყებს ახალი თაობის SD Express მეხსიერების ბარათების წარმოებას. მათი მთავარი განსხვავება წინამორბედებისგან მდგომარეობს მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის მნიშვნელოვნად მაღალ სიჩქარეში. ახალი მეხსიერების ბარათების მიწოდების პირველი ეტაპი დაიწყება 2021 წლის მეორე კვარტალში. დაანონსებული მეხსიერების ბარათები შეესაბამება SD 7.0 სტანდარტს, რომელიც SD Association-მა 2018 წელს დაამტკიცა. სტანდარტის მთავარი ინოვაცია იყო PCIe ინტერფეისისა და NVMe პროტოკოლის მხარდაჭერა, რის შედეგად უზრუნველყოფილია მონაცემთა წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარის მნიშვნელოვანი ზრდა. მეხსიერების ბარათებს, რომლებიც შეესაბამება ახალ სტანდარტს, ეწოდება SD Express და დაახლოებით სამჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის ბარათები. ADATA-ს მეხსიერების ბარათები აღჭურვილი იქნება PCIe Gen3 ინტერფეისით და შეძლებენ 825/410 მბ/წმ წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარის დემონსტრირებას. SD Express მეხსიერების ბარათები გაყიდვაში უნდა გამოვიდეს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ბარათებში PCIe და NVMe მხარდაჭერის დანერგვა ლოგიკური ნაბიჯია, რადგან ორივე სტანდარტი დიდი ხანია გამოიყენება მყარ დისკებში. ახალი თაობის მეხსიერების ბარათები შეინარჩუნებენ ჩვეულებრივი SD ბარათების ფორმას, მაგრამ ამავე დროს მათი სიჩქარე სამჯერ გაიზრდება. დეველოპერებს ასევე მიაჩნიათ, რომ იმავე ფორმ-ფაქტორის შენარჩუნება და UHS-I-სთან თავსებადობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს SD Express მეხსიერების ბარათების გამოყენებაზე მასობრივი გადასვლის პროცესს. http://bit.ly/3njWcbI
  23. სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო კოსმოსური ტელესკოპის აგება შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციასა (NASA) და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საუბარია პროექტ SPHEREx-ზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული სამყაროს შესწავლას, ყინულის გავრცელებისა და სავარაუდო ბიოლოგიური სიცოცხლის საკითხების ჩათვლით. კოსმოსური ტელესკოპი SPHEREx წარმოდგენაში. ფოტოს წყარო: NASA სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროს თანახმად, პროექტი SPHEREx (სპექტროფოტომეტრი სამყაროს ისტორიის შესწავლისთვის, რეიონიზაციისა და ყინულის ეპოქა) დამტკიცებულია საბოლოო სახით, რამაც ტელესკოპური სისტემების შექმნას გზა გაუხსნა. სამხრეთ კორეის ინსტიტუტი KASI ერთადერთია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც დაევალა შექმნას მომავალი ტელესკოპის ნაწილები. ინსტიტუტი პასუხისმგებელია ფოტოების გადაღებისთვის განკუთვნილი ფილტრების შექმნასა და ტელესკოპის სისტემის კალიბრირებაზე. SPHEREx-ის მისიის დაწყება 2023 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. მის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანი ცის კარტოგრაფირება ორ წელიწადში ოთხჯერ. გამოკვლევა განხორციელდება ინფრაწითელ დიაპაზონში ახლო მანძილზე 102 ტალღის სიგრძეზე. ”ეს იქნება შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებებზე გადასვლის მსგავსი მოვლენა, ან როგორც კანზასიდან ოზის სამყაროში მოხვედრა“ - განაცხადა პრესრელიზში ალენ ფარინგტონმა, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის SPHEREx-პროექტის პროექტის მენეჯერმა. http://bit.ly/3972h67
  24. საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის წარმომადგენლებმა დაასახელეს Bitcoin-ის თეორიული გრძელვადიანი სამიზნე ფასი - 146 ათასი აშშ დოლარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ალტერნატივის იმიჯი პირველ კრიპტოვალუტას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. ბანკში აღნიშნეს, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა Bitcoin-ისა და ოქროს არასტაბილურობის მაჩვენებელების დაახლოება. კრიპტოვალუტის მასობრივი მიღებისთვის ბიძგის მიმცემი მილენიალების თაობა იქნება, ირწმუნებიან JPMorgan-ში. „ჩვენი აზრით, ეს მრავალწლიანი პროცესია“. პროგნოზი შემუშავდა Bitcoin-ის თეორიული კაპიტალიზაციის გაანგარიშების საფუძველზე იმ თანხების შემოდინების შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად მოცემულია ოქროს ზოდების საფუძველზე არსებულ ETF-ში. ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ ასეთი ETF-ებიდან თანხის გადინება და Grayscale-ის ფონდებში შემოდინება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ადრე ჰოლდინგში განაცხადეს, რომ ინსტიტუციონალები Bitcoin-ში 600 მლრდ აშშ დოლარამდე თანხას მოიტანენ. კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეთა კომპანია Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა - მან Bitcoin-ის სამომავლო ფასად 400 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. http://bit.ly/3b5ifjQ
  25. ამერიკული კომპანია AMD უკვე რამდენიმე წელია აღმასვლას განიცდის, რასაც ხელს უწყობს Ryzen-სერიის პროცესორები. PassMark-ის მონაცემების თანახმად, პირველად 15 წლის მანძილზე „წითელმა კალიფორნიულმა გიგანტმა“ დესკტოპ-პროცესორების ბაზარზე გადაუსწრო მთავარ კონკურენტ Intel-ს. აქვე აღვნიშნავთ, რომ PassMark ეყრდნობა ტესტებში პერსონალური კომპიუტერების შედეგებს. ამასთან საუბარი ეხება მხოლოდ იმ კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. ამიტომ რეალური სურათი შესაძლოა განსხვავდებოდეს PassMark-ის პროგრამული უზრუნველყოფის ავტორების მიერ წარმოდგენილი ვითარებისგან. ამჟამად AMD-ის წილი 50.8%-ს შეადგენს, Intel-ის - 49.2%-ს. ბოლოს მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა 2006 წელს. იმ დროს წლის პირველ კვარტალში AMD-ის წილმა 53.9% შეადგინა. შესაბამისად, Intel-ის მაჩვენებელი 46.1% იყო. თუმცა, 15 წლის წინ AMD-ის ლიდერობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. ამჯერად მას ხელთ აქვს ყველაფერი, რათა უფრო დიდხანს შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი. მობილური პროცესორების ბაზარზე კვლავ Intel-ი დომინირებს 83.8%-იანი წილით, AMD მხოლოდ 16.2%-ს ფლობს. სერვერული პროცესორების სეგმენტში Intel-ი შანსს არ უტოვებს კონკურენტს და უკავია 98.6%. თუკი საერთო ჯამში ყველა პროცესორზე ვისაუბრებთ, ლიდერი Intel-ია. მისი წილი 61.1%-ს შეადგენს. AMD ფლობს 38.9%-ს. სხვაობა 22.2% კი მინიმალურია ბოლო 15 წლის განმავლობაში. http://bit.ly/38e0Of6
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.