-
Posts
7330 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
209
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
ავტონომიური მართვის ავტომობილების სისტემის განვითარების გარიჟრაჟზე NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებდა სრულიად ავტომატური მანქანების გამოსვლის ვადებს. ამჟამად მან შეცვალა თავისი რიტორიკა და მიმდინარე ათწლეულის ბოლოს მეორე დონის ავტონომიის მქონე კერძო ავტომობილების დომინირება დააანონსა. ფოტოს წყარო: Automotive News Europe NVIDIA-ს გენერალური დირექტორი ფხიზლად ადევნებს თვალყურს უმაღლესი, მეხუთე დონის ავტონომიურობის მქონე ავტომობილების გამოყენების პერსპექტივებს. მსგავსი მანქანების გამოყენება შესაძლებელია დახურულ ტერიტორიებზე, სადაც ისინი გადაიკვეთებიან მსგავს ავტომობილებთან - ამტკიცებს ჰუანგი. მისი თქმით, რობომობილები არ არინ დაბალი სიჩქარით გადაადგილების წინააღმდეგი, რადგან მათ არსად ეჩქარებათ მძღოლებისგან განსხვავებით და უკეთესი იქნება მათი გამოყენება სხვადასხვა გზაზე. NVIDIA-ს ხელმძღვანელის განმარტების თანახმად ეს მოსაზრება არ უარყოფს მეორე დონის ავტონომიურობის მქონე ავტომობილების ფართო გამოყენებას. ათწლეულის ბოლოს მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 20%-ს ექნება ავტონომიურობის მაღალი დონის ფუნქციები; სამომავლოდ სწორედ ეს მანქანები უზრუნველყოფენ მთლიანი გარბენის ნახევარს. ავტომატიზაციას არ სჭირდება შესვენება ძილისა და დასვენებისთვის, რობოტიზებულ მანქანებს შეუძლიათ მუშაობა თითქმის შეუჩერებლად. ჯენსენ ჰუანგმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტრომობილების მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი მათი გარემოზე მინიმალური გავლენა არ არის. ისინი მფლობელებს აძლევენ მართვის ახალ გამოცდილებას, რომელიც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე შიდაწვის ძრავის მქონე მანქანების ექსპლუატაცია. ელექტრომობილები არ გამოსცემენ ხმაურს, არ გამოყოფენ უსიამოვნო სუნს, ისინი უფრო დინამიურები არიან აჩქარებაში და მათი დამუხტვა შესაძლებელია ავტოფარეხში ან სახლში. მომავლის მანქანები გახდება მობილური მოწყობილობები, რომელთაც ბევრი რამე ეცოდინებათ მფლობელის ჩვევებსა და უპირატესობებზე. გაიზრდება მფლობელის დანახარჯები პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჰუანგის აზრით, მანქანათმშენებელმა კომპანიებმა შესაძლოა გაყიდონ მანქანები თვითღირებულებით, შემდეგ კი შემოსავალი მიიღონ პროგრამული უზრუნველყოფიდან. როგორც ადრე უკვე აღინიშნა, მანქანის ექსპლუატაციის მანძილზე მომხმარებელმა შესაძლოა პროგრამულ უზრუნველყოფაზე დახარჯოს იმდენივე, რა ფასადაც შეიძინა თავად სატრანსპორტო საშუალება. http://bit.ly/3bKDVSv
-
ნილ ლივერსიჯმა, დამოუკიდებელმა ფინანსურმა კონსულტანტმა და West Riding Personal Financial Solutions-ის თანადამფუძნებელმა, დაარეგისტირირა პეტიცია, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და პარლამენტს სთხოვენ კანონის მიღებას ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით ოპერაციების აკრძალვის შესახებ. „კრიპტოვალუტებს არ გააჩნია შინაგანი ფასეულობები, მათ შეუძლიათ მოახდინონ საზოგადოების დესტაბილიზაცია და ისინი ხშირად გამოიყენება კრიმინალური საქმიანობისთვის“ - მიიჩნევს ლივერსიჯი. იგი დარწმუნებულია, რომ კრიპტო-ტრანზაქციების აკრძალვა ქვეყანაში ხელს შეუშლის კრიმინალების საქმიანობას, რომლებიც ამ აქტივებს ეყრდნობიან. კანონმორჩილი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის ციფრულ ვალუტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მათი მოპოვება საზიანოა გარემოსთვის - აღნიშნა კონსულტანტმა. თუკი პეტიცია 10 000 ხმა მიიღებს, მთავრობა უპასუხებს მას. თუ მინიმუმ 100 ათასი ხელმოწერა შეგროვდება, თხოვნა განიხილება პარლამენტში. წერილის მომზადების დროს ლივერსიჯის წინადადებამ 115 ხმა დააგროვა, პეტიციის ვადა იწურება 2021 წლის 7 ივლისს. მსგავსი მოსაზრება გამოითქვა რუსეთის ფინანსური ბაზრის კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ, რომელმაც ისაუბრა Bitcoin-ის რეგულირებისა და მისი, როგორც გადახდის საშუალებად აკრძალვის აუცილებლობის შესახებ. მისი აზრით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ დაიბლოკოს კრიპტოვალუტის გამოყენების არხები "ნარკოტრეფიკის, ტერორისტული ოპერაციების, ფულის გათეთრების, კორუფციული სქემების და ა.შ. დაფინანსების მიზნით". შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა ასევე განაცხადა Bitcoin-ის რეგულირების აუცილებლობის შესახებ და უწოდა მას "სპეკულაციური აქტივი" და პლატფორმა " ფულის გათეთრების ოპერაციებისთვის". http://bit.ly/2LT1zkZ
-
გამოჩნდა ახალი Core i9-11900K პროცესორის პირველი ტესტები. ჩვენ წინაშეა Intel-ის ახალი 8-ბირთვიანი ფლაგმანი, რომელიც 2021 წლის სერიას უდგას სათავეში. იგი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ჩიპი, ეფუძნება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, თუმცა აქვს ახალი Cypress Cove არქიტექტურა. თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ ერთბირთვიანი შედეგების ეფექტურობით, მაშინ ნამდვილად ხელმისაწვდომია IPC-წარმადობის ორჯერ ზრდა, რაზეც Intel-ი საუბრობდა. მაგრამ რეალურ თამაშებში ვითარება სხვაგვარია: უმეტესად, 8-ბირთვიანი ჩიპი 10-ბირთვიან ფლაგმანურ Core i9-10900K-ს ჩამორჩება. როგორც ჩანს, ასე იქნება პროცესორების რელიზ-ვერსიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ძველი ფასით ახალი ჩიპების გაყიდვა გაჭირდება. რეალურად, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფასო პოლიტიკა მეტად უცნაური იქნება. შესაბამის მონაცემებს შეგვიძლია მოცემულ ცხრილზე გავეცნოთ: როგორც ვხედავთ, Core i9-11900K ღირს 500 ევრო იმ დროს, როდესაც 10-ბირთვიანი Core i9-10900K შეფასებულია 550 ევროდ. თუმცა ყველა სხვა ჩიპი საპირისპირო შედეგებს გვიჩვენებს. Core i7-11700K ჩიპის ფასია 375 ევრო, Core i7-10700K მოდელისა იყო 320 ევრო. Core i5-11600K – 240 ევრო, Core i5-10600K – 230 ევრო. ფასები საბოლოო არ არის, რადგან ოფიციალური გაყიდვები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ Core i7-11700K და Core i5-11600K შეიძლება ოდნავ იაფი იყოს გამოსვლისას, ამჟამად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ გაჟონილ ცნობებზე. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფასები განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით. როგორც ჩანს, ფლაგმანად დარჩება 10-ბირთვიანი Core i9-10900K, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი Core i9-11900K ჩიპის ფასმა მის ფასს გადააჭარბოს ზოგიერთ რეგიონში. http://bit.ly/3qznq01
-
NASA-მ ჩაატარა Space Launch System (SLS) სუპერმძიმე რაკეტის ძირითადი ეტაპის ძრავების კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოცდა, თუმცა წარუმატებლად: ამაჩქარებლის ძრავები დაგეგმილზე ადრე გაითიშა. SLS-ის გამოცდა წუთზე ოდნავ მეტხანს გრძელდებოდა. წყარო: NASA/Robert Markowitz 17 იანვარს ჯონ სტენისის სახელობის სატესტო მოედანზე კვამლი და ცეცხლი გამოიჭრა ოთხი RS-25 ძრავიდან, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავთ გიგანტური რაკეტა NASA SLS-ის ძირითადი ამაჩქარებელი. ხსენებული რაკეტა მთვარის პროგრამა „Artemis“-ის ცენტრალური ელემენტია. დაიწვა 2.65 მლნ ლიტრი დაბალტემპერატურული საწვავი, თუმცა იგი ძრავს მიეწოდებოდა 1 წუთზე ოდნავ დიდხანს, რაც ბევრად ნაკლებია დაგეგმილ დროსთან შედარებით: გეგმაში იყო 485 წამი (8 წუთზე მეტი), რომლის განმავლობაში ძრავებმა უნდა იმუშაონ ფრენისას. „დღეს ყველაფერი არ წავიდა გეგმის მიხედვით“ - განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდესტაინმა (Jim Bridenstine) გამოცდის შემდეგ. – „თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი მონაცემი და ცნობა მივიღეთ სამომავლო ანალიზისთვის“. ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ძრავის ტესტირების ნაადრევი გაჩერება. დისპეტჩერები მიუთითებენ MCF-ზე (მთავარი კომპონენტის გაჩერება), რომელიც დაკავშირებულია SLS-ამაჩქარებლის № 4 ძრავთან. პროგრამის მენეჯერმა John Honeycutt-მა დაამატა, რომ დაახლოებით 60 წამის შემდეგ კამერებმა დააფიქსირა აფეთქება ძრავის სითბურ დაცვაში, თუმცა მომხდარის მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია. რაკეტა SLS-ის ოთხი RS-25 ძრავი ტესტირების პერიოდში. წყარო: NASA TV ამჟამად რთულია თქმა, საჭირო იქნება განმეორებითი გამოცდა სტენისის კოსმოსურ ცენტრში თუ მომდევნო ტესტირებები ჩატარდება კენედის სახელობის კოსმოსურ მოედანზე ფლორიდას შტატში, საიდანაც SLS მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაფრინდეს მთვარის ირგვლივ შემოსაფრენად მისია “Artemis 1”-ის ფარგლებში. რთულია დაზუსტებით იმის თქმაც, ნამდვილად განხორციელდება თუ ვერა “Artemis 1” მიმდინარე წელს. – „ვფიქრობ, ჯერ ადრეა საუბარი. როდესაც დავაზუსტებთ, რა მოხდა ტესტირებისას, გვეცოდინება რა გველის მომავალში“ - აღნიშნა ბრაიდესტაინმა. პრეს-კონფერენციაზე Boeing-ის ვიცე-პრეზიდენტმა და SLS-ის პროგრამის მენეჯერმა ჯონ შენონმა (John Shannon) აღნიშნა, რომ ძრავებმა გარკვეული დროით, დაახლოებით 250 წამი მაინც უნდა იმუშაონ, რათა მიღებულ იქნას ყველა საჭირო მონაცემი. ძრავების მოქმედება 60 წამზე დიდხანს არ გაგრძელდა და ძნელია იმის გარკვევა, თუ რა მონაცემები მიიღეს და რამდენად დარწმუნებულნი იქნება გუნდი სარაკეტო სისტემის უნარის შესახებ. ტესტირება ერთი საათით ადრე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უკუათვლის დროს ინჟინრებმა შეაჩერეს პროცესი, რათა ხელახლა შეემოწმებინათ წყლის გამშვები სისტემის ფუნქციონირება და ჩაეტარებინათ ძრავის სხვადასხვა სახის შემოწმება. გუნდმა შეძლო აღმოეფხვრა ყველა შესაძლო პრობლემა და დაეწყო გამოცდა, რაც გულისხმობდა ოთხი მთავარი ძრავის, საწვავის ავზების, გამომთვლელი სისტემების, ავიონიკებისა და რაკეტის სხვა კომპონენტების შემოწმებას. ტესტირება იმიტირებდა რაკეტის გაშვების პროცესს, ამავე პლატფორმაზე გადიოდა შემოწმებას რაკეტა „სატურნ-5“ და Space Shuttle. SLS ითვლება კაცობრიობის ისტორიაში არსებულ ყველაზე ძლიერ რაკეტად. ბრაიდესტაინმა აღნიშნა, რომ ძრავების ნაადრევი გათიშვის მიუხედავად SLS-ის გამოცდა წარუმატებლად არ უნდა ჩაითვალოს - ტესტიდან მიიღება გამოცდილება და გაკვეთილი. – „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია გაარკვიოს რა ანომალიაა, გაერკვნენ როგორ უნდა გამოსწორდეს პრობლემა, შემდეგ კი შევუდგებით საქმეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეგუებით წარუმატებლობას. ჩვენ შეგვიძლია უკან დახევა, მაგრამ შემდეგ დავბრუნდებით და შევასრულებთ დაგეგმილს“ - განაცხადა ხელმძღვანელმა. http://bit.ly/3szXKC0
-
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა Bitcoin-ს უწოდა სპეკულაციური აქტივი, რომელიც რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს. მისი თქმით, პირველი კრიპტოვალუტის ქსელი იქცა პლატფორმად „გასართობი ბიზნესისა და ფულის გასათეთრებელი ოპერაციებისთვის“. კონფერენციაზე გამოსვლისას ლაგარდმა ქვეყნებს მოუწოდა ერთად იმუშაონ "გლობალურ დონეზე" წესების შესაქმნელად. „ცხადია, ამით უნდა დაკავდეს ფულის გათეთრების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი (FATF)“ - განაცხადა ლაგარდმა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მინიმუმ რვა ათასი ექსპერტი მონაწილეობს ციფრული ევროს შექმნის შესახებ საჯარო დისკუსიებში. ECB-ის ხელმძღვანელმა არ დაასახელა აქტივის გამოშვების კონკრეტული ვადები და აღნიშნა, რომ უსაფრთხო გადაწყვეტილების შემუშავებას დასჭირდება "ხანგრძლივი დრო". ლაგარდი იმედოვნებს, რომ ამას არა უმეტეს ხუთი წელი დასჭირდება. შეგახსენებთ, დეკემბერში ECB-ის ხელმძღვანელმა Stablecoin-ების გავრცელება ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული სუვერენიტეტის საფრთხედ მიიჩნია. http://bit.ly/3qkM0l6
-
ბაზარზე უკვე არსებობს 4K ULTRA HD მონიტორები HDMI 2.1 ინტერფეისით, მაგალითად, LG UltraGear სერიის მოდელი, თუმცა მისი დიაგონალის ზომა 27 დუიმია. კომპანია ASUS-მა კი დააანონსა მსოფლიოში პირველი მონიტორი HDMI 2.1 ინტერფეისით, რომელიც აგებულია 32-დუიმიანი 4K ULTRA HD პანელის ბაზაზე. ახალი მონიტორის სახელწოდებაა ASUS ROG Swift PG32UQ. უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარე წელს მწარმოებლები არ ასახელებენ CES 2021-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასებს, გვიზიარებენ მხოლოდ ბაზარზე გამოსვლის თარიღს. ASUS-მაც არ გაამხილა ახალი მონიტორის ღირებულება და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და ამის შემდეგ გავეცნობით მის ფასს. გასაჯაროვდა მთავარი ტექნიკური მახასიათებლები. ASUS ROG Swift PG32UQ - ეს გახლავთ გეიმერული მონიტორი 32-დუიმიანი თხევადკრისტალური პანელით, რომლის გაფართოება შეადგენს 3840 x 2160 პიქსელს, რაც 4K ULTRA HD ფორმატს შეესაბამება. პიქსელების სიმჭიდროვეა 138 ppi. რეაქციის დრო: 1 მილიწამი. კომპანია აღნიშნავს, რომ DCI-P3 ფერთა გამა 98%-იანია, კადრის განახლების სიხშირე კი - 144 ჰერცი (DisplayPort 1.4). მატრიცა არის ქარხნულად დაკალიბრებული, მაჩვენებელია Delta E <2. მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 600 სტანდარტის, ასევე AMD FreeSync Premium და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. HDMI 2.1 კონექტორი უზრუნველყოფს 2160p-ის მხარდაჭერას 120 ჰერცამდე განახლების სიხშირით მომავალი თაობის Xbox Series X და Sony PlayStation 5 კონსოლების პოტენციალის გამოსაყენებლად. http://bit.ly/3oJgCMJ
-
ტაივანურმა კომპანია Micro-Star International-მა (MSI) წარადგინა GeForce RTX 30-სერიის Sea Hawk ვიდეო დაფები განახლებული დიზაინის ჰიბრიდული თხევადი გაგრილების სისტემით. საინტერესოა ის, რომ პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიას არ განუცხადებია GeForce RTX 30 სერიის რომელი მოდელები იქნება მსგავსი შესრულებით წარმოდგენილი. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, გაგრილების ეს სისტემა გამოყენებული იქნება GeForce RTX 3090 და GeForce RTX 3080 ვერსიებში, რომლებიც წარმოდგენილია NVIDIA GA102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. MSI Sea Hawk-ის განახლებული გაგრილების სისტემის შემადგენლობაში გამოიყენება სპილენძის დიდი ზომის ფირფიტა, რომელიც ფარავს გრაფიკულ პროცესორს და მეხსიერების ჩიპებს. აქვეა განლაგებული ახალი კომპაქტური დაბალპროფილური ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს გაცხელებული სითხის ცირკულაციას გარე რადიატორისკენ. რადიატორის ზომაა 240 × 120 მმ და იგი გრილდება ორი 120-მილიმეტრიანი TORX 4.0 ქულერით. დაფის კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს კიდევ ერთი ქულერი. ამჯერად მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა არა ცენტრიდანული გამაგრილებელი, რომელსაც ცხელი ჰაერი გამოაქვს კომპიუტერის კორპუსიდან, არამედ უფრო ტრადიციული ღერძული ტიპი. ყველა გამოყენებულ ქულერს აქვს Zero Frozr ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მთლიანად გაჩერდნენ, როდესაც გრაფიკული სისტემა არ არის გადატვირთული. ტუმბოს მუშაობა არ წყდება. MSI Sea Hawk-ის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ლითონის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა, რომელიც გამოიყენება მეხსიერების ჩიპების გაგრილებისთვის. წყაროს ინფორმაციით, კომპანიას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტავს გრაფიკული ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები, ამიტომ ზემოთხსენებული ვიდეო დაფების გაყიდვაში გამოსვლისთვის კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო. http://bit.ly/3qjHFyx
-
8-11 იანვარს 28%-იანი კორექტირების შემდეგ Bitcoin-მა დაიბრუნა ფსიქოლოგიური ნიშნული 30 000 $. Arcane Research-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს შეიძლება იყოს დიაპაზონური ვაჭრობის პროლოგი ახალი აღმავალი იმპულსის ჩამოყალიბებამდე. 35 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის გამყარება მნიშვნელოვნად გაზრდის პირველი კრიპტოვალუტის აღმასვლის განახლების შანსს. 30 ათას აშშ დოლარიანი დონის განმეორებითმა რეტესტმა შესაძლოა უბიძგოს კოტირებებს 27 ათას აშშ დოლარინი დონისკენ. წყარო: Arcane Research. იანვრის კორექციამ განაპირობა Bitcoin-დერივატივების რეკორდული ლიკვიდაცია 1.8 მილიარდ აშშ დოლარად. 11 იანვარს მაჩვენებელი ლონგთან მიმართებაში 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამ დღეს მაქსიმუმიდან მინიმუმამდე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 7500 აშშ დოლარიანი გზა გაიარა. წყარო: Arcane Research. საცალო ტრეიდერებმა კრიპტო ბაზრის მიმართ ინტერესის გამოვლენა დაიწყეს Bitcoin-ის მიერ ისტორიული მაქსიმუმის მიღწევის ფონზე. აქტივის მოხსენიების რაოდენობამ Twitter-ზე 2017 წლის დეკემბრის მსგავს მაჩვენებელს მიაღწია. ამგვარი ტვიტების ავტორების რაოდენობამ გადააჭარბა სამი წლის წინანდელ მაქსიმუმს. წყარო: Arcane Research. კორექციის მიუხედავად მარტის Bitcoin-ფიუჩერსების პრემიები სპოტ-ბაზრებთან მიმართებაში ზრდას აგრძელებდა. მსგავსი დისპოზიცია მეტყველებს იმაზე, რომ კრიპტო მოთამაშეები დარწმუნებულნი არიან Bitcoin-ის პოზიტიურ პერსპექტივაში 2021 წლის პირველი პერიოდის მანძილზე. მაჩვენებლები მიუახლოვდა 20%-იან ნიშნულს როგორც არარეგულირებულ დერივატივების ბირჟებზე, ისე ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME). ამ უკანასკნელზე ყოველდღიურმა მოცულობამ პირველად 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წყარო: Arcane Research. შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის მსხვილი მფლობელები არ დაემორჩილნენ პანიკას ბოლოდროინდელი კვოტირების ვარდნის ფონზე და გაზარდეს პოზიციები. http://bit.ly/35EXGqZ
-
კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად განაცხადა რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგია Resizable BAR-ის (Base Address Registers) მხარდაჭერის შესახებ GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებში. ამ ფუნქციამ უნდა უზრუნველყოს წარმადობის გარკვეული ზრდა გეიმინგში ვიდეო დაფების თავსებადი დედა დაფებითა და პროცესორებით მუშაობისას. Resizable BAR ტექნოლოგია არის PCI Express ინტერფეისის მახასიათებლების ნაწილი ჯერ კიდევ 2.0 ვერსიიდან, თუმცა მხოლოდ მხოლოდ გასულ შემოდგომაზე მიაქცია საზოგადოების ყურადღება მასზე AMD-მ და უზრუნველყო მისი მხარდაჭერა (სახელწოდებით Smart Access Memory) Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფებში. Resizable BAR-ის მეშვეობით შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალური პროცესორის წვდომა ვიდეო დაფის ვიდეომეხსიერების მთელ მასივზე იმ დროს, როდესაც Windows-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებს ამ ფუნქციის გარეშე მხოლოდ 256 მბ-ზე აქვთ წვდომა. შედეგად მიიღწევა წარმადობის ზრდა 10-15%-ით. NVIDIA-ს არ უსაუბრია უშუალოდ Resizable BAR-ის ხარჯზე პოტენციური წარმადობის ზრდის შესახებ. კომპანიამ აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს Intel-სა და AMD-სთან, აგრეთვე დედა დაფების უმთავრეს მწარმოებლებთან, რათა მიმდინარე წელს მოხდეს ახალი ტექნოლოგიის წვდომის რეალიზაცია ბევრ დედა დაფაზე. პირველ რიგში Resizable BAR გამოჩნდება GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლეპტოპებში, რომელთა გაყიდვა იანვრის ბოლოს დაიწყება. ამასთან, ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება როგორც ამ ვიდეო დაფების მუშაობისას, ასევე AMD-ის პროცესორებსა (სავარაუდოდ Ryzen 5000) და Intel Tiger Lake-H-ის შემთხვევაში. NVIDIA-ს დესკტოპ ვიდეო დაფებში Resizable BAR ტექნოლოგია ოდნავ მოგვიანებით - თებერვლის ბოლოს, GeForce RTX 3060-ის რელიზის დროს იქნება ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიის მხარდაჭერას მიიღებს GeForce RTX 30-სერიის ყველა სხვა გრაფიკული ამაჩქარებელიც - შესაბამისი VBIOS განახლებები უკვე მუშავდება და მარტში გამოვა. თუმცა უცნობია რომელ პროცესორებთან იქნება შესაძლებელი Resizable BAR-ის გამოყენება, Intel-ის შემთხვევაში ტექნოლოგიის მხარდაჭერა ნამდვილად აქვს მე-11 თაობის Core H- და S-სერიის პროცესორებს (Tiger Lake და Rocket Lake), აგრეთვე „მეათე თაობის გარკვეულ სისტემებს“(Comet Lake-S Intel Z490-ზე არსებული დაფებით). AMD-ს შემთხვევაში Resizable BAR-ის მხარდაჭერა დიდი ალბათობით ექნება Ryzen 5000-ს, უფრო მოძველებულ ჩიპებს კი სავარაუდოდ არა. http://bit.ly/3bzTUD5
-
კომპანია Lockheed Martin-მა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს მიაწვდის პირველ ლაზერულ იარაღს, რომელიც საბრძოლო გემზე განთავსდება. სისტემა HELIOS დამონტაჟდება USS Preble მონოსცენაზე მისი ტექნიკური მომსახურების პერიოდში. აშშ-ის შეიარაღებულ საზღვაო ძალებს ექნება მსოფლიოში ერთადერთი უნიკალური ლაზერული სამხედრო დანადგარი რეალურ პირობებში გამოცდისთვის. სისტემა HELIOS-ის მაკეტი (ფოტოს ცენტრში) სისტემა HELIOS ანუ მაღალენერგეტიკული ლაზერი ოპტიკური დაბრმავებისა და დაკვირვების ინტეგრირებული სისტემაა და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ლაზერული გამოსხივების წყაროს. ეს გახლავთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ლაზერი, რომელიც დაფუძნებულია სპექტრალური კომბინირების ტექნოლოგიაზე, სადაც რამდენიმე ცალკეული ლაზერი ერთმანეთს უკავშირდება გაზრდილი ენერგიის სხივის შექმნისთვის. ლაზერ HELIOS-ის კომპიუტერული გამოსახულება. ფოტოს წყარო: Lockheed Martin HELIOS-ის სიმძლავრემ 60 კვტ-ს გადააჭარბა, რაც უფრო მეტია, ვიდრე პროექტში იყო გამოცხადებული. შემადგენელი ლაზერები მეტად მასშტაბირებადია, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას დანადგარი სახმელეთო, მობილური ან საჰაერო გამოყენებისთვის შესაბამისი სპეციფიკური მოთხოვნების მიხედვით. მსგავსი პროექტები ვითარდება სხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში. მცირე საჰაერო და ზედაპირული სამიზნეებზე დარტყმისთვის ეს ითვლება იდეალურ გამოსავლად, როგორც საბრძოლო მასალის დაზოგვის მხრივ, ასევე სამიზნეებზე დარტყმის სიჩქარისა და სიზუსტის თვალსაზრისით. http://bit.ly/3snIurI
-
კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება. Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა. „ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“. 5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა. Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე. შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს. ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ - უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი. http://bit.ly/3bv5xeh
-
Samsung-მა წარადგინა რობოტი, რომელსაც შეუძლია მფლობელს მოემსახუროს და სასმელი დაუსხას. Samsung-მა გამოფენა CES 20210-ზე წარადგინა რობოტი, სახელად Handy, რომელსაც შეუძლია მაგიდიდან აალაგოს გამოყენებული ჭურჭელი და მიიტანოს ჭურჭლის სარეცხ მანქანამდე, აალაგოს ტანსაცმელი და, რაც მთავარია, ჭიქაში დაასხას ღვინო და პატრონს მიუტანოს. ამ რთულ მისიებში რობოტს ეხმარება ხელოვნური ინტელექტი და კამერები. მასალის შესაბამისად Handy-ს შეუძლია შეცვალოს მოჭიდების სიმძლავრე, რაც მას საშუალებას აძლევს გადააადგილოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ნივთები. აგრეთვე მოხდა რობოტ Care-ის წარდგენა, რომელსაც შეუძლია დაიმახსოვროს გარკვეული მოვლენები, დროულად შეახსენოს მათ შესახებ მფლობელს, აცნობოს როდის უნდა შეისვენოს კომპიუტერთან მუშაობისას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამაში არაფერია ინოვაციური, მსგავსი რამ ჩვეულებრივ მაღვიძარასაც შეუძლია. რობოტებზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია Sony-ს სიახლე: კომპანიამ დააპატენტა გეიმინგ კომპანიონი, რომელიც მფლობელთან ერთად დივანზე იჯდება და უგულშემატკივრებს მას თამაშის, ფილმების ყურების დროს. რობოტს შეუძლია გამოხატოს ემოციები, რაც დამოკიდებულია პატრონის რეაქციაზე, სიცილზე ან მოწყენილობაზე. თუკი რობოტს ზიანს მიაყენებენ, დაამცირებენ, იგი სიმპათიას კარგავს მფლობელის მამართ და წყვეტს დავალებების შესრულებას - მის ემოციურ მხარდაჭერას. http://bit.ly/3i2tTNU
-
CES 2021-ზე Intel-ის პრეზენტაციის ბოლოს კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი ბრაიანტმა (Gregory Bryant) მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთა საზოგადოებას - მან წარადგინა მუშა დესკტოპი, რომელშიც დაყენებული იყო პერსპექტიული პროცესორი, კოდური სახელწოდებით Alder Lake. Intel-ის თანახმად, Alder Lake - ეს არის Rocket Lake-ის მოდევნო თაობის პროცესორი, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. როგორც დემონსტრაციის დროს იქნა ნაჩვენები, იგი იქნება ყველაზე მასშტაბირებადი ჩიპი გამომთვლელი სიმძლავრის მხრივ, ცალკრისტალიანი პროდუქტი მაღალი წარმადობის ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციის წყალობით. როგორც რაჯა კოდურიმ ადრე სხვა ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ ბირთვებში გამოყენებული იქნება არქიტექტურები Golden Cove და Gracemont. პრეზენტაციაზე, სადაც მოქმედ დესკტოპზე გაშვებული იყო ოპერაციული სისტემა და ჩართული იყო ვიდეო, გრეგორი ბრაიანტმა განაცხადა: „ეს ის არის, პირველად გიჩვენებთ საჯაროდ, უკვე ჩართულია და მუშაობს Windows-ის მართვის ქვეშ!“ - მან სწორედ Alder Lake იგულისხმა. ამრიგად, Intel-ი უკვე ფლობს Alder Lake-ის მოქმედ ნიმუშს და ეს მოწმობს იმას, თუ როგორი პროცესორები გამოვა მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, Alder Lake იქნება Intel-ის პირველი პროცესორი, რომელიც აგებულია ახალ, გაუმჯობესებულ 10-ნანომეტრიან SuperFin-ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მაღალი წარმადობის დესკტოპ და მობილურ კომპიუტერებს. http://bit.ly/39hczR2
-
მაინერებმა, რომლებმაც კრიპტოვალუტების ფასების მატებასთან დაკავშირებით მაინინგის მომგებიანობის ზრდა იხილეს, აქტიურად დაიწყეს ვიდეო დაფების შესყიდვა, შედეგად უზარმაზარი დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი ვითარება? ფასის ამჟამინდელმა ვარდნამ უკვე აიძულა ბევრი მაინერი, დაფიქრდნენ გრაფიკულ ამაჩქარებლებში გაკეთებულ ინვესტირებაში, რადგანაც შემოსავლიანობის დონე დაეცა ყველა კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი შემცირებისთანავე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ შეძენილი ვიდეო დაფების ფასი ნაწილობრივ აღემატებოდა სარეკომენდაციო საცალო ფასებს, სიტუაცია კიდევ უფრო სამწუხარო ჩანს. როგორც ყველას გვახსოვს, მსგავსი რამ უკვე მოხდა 2017 წელს. ანალოგიურად, ვიდეო დაფებისგან დაცარიელდა მაღაზიების თაროები. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დასრულდა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოჩნდა ვიდეო დაფებისა და მაინინგ-ფერმების გასაყიდი რეკლამები, რომელთაც ხშირად თან ახლდა ტექსტები სესხის გადახდის აუცილებლობის შესახებ. გასათვალისწინებელია ორი რამ: პირველი - მაღალი შემოსავალი დიდხანს არ გრძელდება, კლება იწყება გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ და მუდმივად იზრდება მოპოვების სირთულე. მეორე - ბევრ რესურსზე მითითებულია მხოლოდ ვიდეო დაფის უკუგება, თუმცა საჭიროა მას აგრეთვე დაემატოს დედა დაფის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ა.შ. საფასური. შედეგად, შედეგის და სარგებლის უკუგება იმაზე მეტს დროს საჭიროებს, ვიდრე მოგების მთვლელები გვაცნობებენ. 2017 წლის ბოლოს ბევრმა მაინერმა ვერ მოახერხა დანახარჯების ამოღება და იძულებულნი გახდნენ ზარალზე გაეყიდათ აღჭურვილობა. ამჟამად არსებული აჟიოტაჟის შედეგი შესაძლებელია მსგავსი იყოს. გეიმერები უკვე მოუთმენლად ელოდებიან ხელსაყრელ ფასებს მეორად ბაზარზე NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების შესაძენად, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაიყიდა. http://bit.ly/2Xydh74
-
Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე - უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა. OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა. MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F http://bit.ly/3sngNQb
-
Microsoft-მა გააფართოვა Surface Pro-პლანშეტების ასორტიმენტი Surface Pro 7 Plus-ით. ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს-კლასის მომხმარებლებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. გარეგნულად მოწყობილობა არ განსხვავდება ჩვეულებრივი Surface Pro 7-ისგან. ახალი მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებლები უკავშირდება მის შიდა კონფიგურაციას. პლანშეტი წარმოდგენილია ახალი მე-11 თაობის Intel-ის პროცესორებით (Tiger Lake-U), შედარებით დიდი მოცულობის ბატარეით, მოხსნადი მყარი დისკით და უსადენო LTE სტანდარტის მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი 2015 წლიდან მოყოლებული აღარ არის Microsoft Surface Pro სერიაში მოცემული. ამასთან, კომპანიამ Surface Pro 7 Plus-ს არ მიანიჭა 5G სტანდარტის მხარდაჭერა, რადგან მოწყობილობაში გამოყენებულია ძველი Snapdragon X20 LTE მოდული. ხელმისაწვდომია მოწყობილობის რამდენიმე ვარიანტი. საბაზისო ვერსიაში მოცემულია ორბირთვიანი და ოთხნაკადიანი Intel Core i3-1115G4, უფროს ვერსიაში - ოთხბირთვიანი და რვანაკადიანი Intel Core i7-1165G7. თუმცა მხოლოდ Intel Core i5-1135G7 ჩიპის ბაზაზე არსებულ მოდელშია ხელმისაწვდომი LTE მხარდაჭერის ფუნქცია. ამ კონფიგურაციის ფასია 1149 აშშ დოლარი. საბაზისო მოდელი Core i3-ითა და 8/128 გბ მეხსიერებით შეფასებულია 899 აშშ დოლარად. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია Core i7, 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მყარი დისკი, ამ ვერსიის ფასი 2799 აშშ დოლარია. ახალი Surface Pro 7 Plus-ის ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობად მწარმოებელი კომპანია 15 საათს ასახელებს, რაც საკმაოდ მეტია სტანდარტულ Surface Pro 7-თან შედარებით, რომელიც იმავე რეჟიმში 10.5 საათს მუშაობს. ავტონომიურობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო Intel-ის ახალმა მე-11 თაობის ენერგოეფექტურმა პროცესორებმა, აგრეთვე ბატარეის მოცულობის 50.4 ვტ/სთ-მდე გაზრდამ. Surface Pro 7 Plus-საც აქვს 12.3-დუიმიანი PixelSense დისპლეი გაფართოებით 2736 × 1824 პიქსელი. მოცემულია თითო USB Type-C და Type-A პორტი, კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და Surface Connect. პლანშეტის Wi-Fi-ვერსიებში ხელმისაწვდომია microSDXC ბარათის სლოტი, LTE-ვერსიებში კი - მხოლოდ nano-SIM. Microsoft-ი Surface Pro 7 Plus-ის მიწოდებას 15 იანვარს დაიწყებს. იგი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ევროპის უმეტეს ქვეყანაში. http://bit.ly/3buTnSU
-
ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით Bitcoin-ის მოპოვების სირთულე 10.79%-ით გაიზარდა. მაჩვენებელმა ახალი რეკორდი დაამყარა ნიშნულით - 20.61 T. სერვისი BTC.com პროგნოზირებს სირთულის მაჩვენებლის მორიგ ზრდას 10%-ზე მეტით ( 22,84 T-მდე) სირთულის შემდეგი გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე. წყარო: BTC.com. ახალი რეკორდი არ არის გასაკვირი მაინერების შემოსავლების მუდმივი ზრდის გათვალისწინებით - აღნიშნა მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ Braiins-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ედვარდ ევენსონმა. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში Bitcoin-მაინერების შემოსავალი დაჩქარებული ტემპით გაიზარდა. Coin Metrics-ის თანახმად, ნოემბერსა და დეკემბერში მაინერების შემოსავლები შესაბამისად 50 და 30%-ით გაიზარდა. სირთულესა და შემოსავლების ზრდასთან ერთად იზრდება Bitcoin-ის ჰეშრეითიც. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა 2020 წლის დასაწყისიდან. წყარო: Glassnode. ”ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება 2021 წლის პირველ ნახევარში”, - აღნიშნა ექსპერტმა. მისი თქმით, მაინინგ-კომპანიების მოთხოვნა ASIC-აღჭურვილობაზე აშკარად აღემატება შეთავაზებას. „თუნდაც მხოლოდ მეოთხე კვარტალში ASIC-მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ თითქმის ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების მაინინგ-აღჭურვილობების შეკვეთებზე. აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვი ამჟამად გადატვირთულია დიდი მოცულობის მოთხოვნით“ - აღნიშნა ევენსონმა. შეგახსენებთ, ამერიკული მაინინგ-კომპანია Riot Blockchain ელოდება Bitmain-ისგან 15 ათას მოწყობილობას - Antminer S19 Pro-სა და S19j Pro-ს, რომელთა ჯამური ღირებულება 35 მილიონი აშშ დოლარია. http://bit.ly/39mlKzI
-
მალე, ისეთი ბრენდები, როგორიცაა Nubia და Black Shark, სავარაუდოდ წარადგენენ მომავალი თაობის გეიმინგ-სმარტფონებს. ინტერნეტ-წყაროების განკარგულებაში მოხვდა მონაცემები ამ მოწყობილობების დისპლეების მახასიათებლების შესახებ. ინფორმაციის წყაროა პოპულარული ქსელური ინფორმატორი Digital Chat Station, რომელიც ხშირად აზიარებს საიმედო ინფორმაციას მომავალი მობილური ამბების შესახებ. წყარო ამტკიცებს, რომ ახალი თაობის გეიმინგ-სმარტფონ Nubia Red Magic-ს, რომლის გამოსვლა მიმდინარე კვარტალშია მოსალოდნელი, ექნება Full HD+ (1080p) ფორმატის ეკრანი. იგივე ეხება მოწყობილობა ASUS ROG Phone 4/5-ს, რომელიც დაანონსდება დაახლოებით წლის შუა პერიოდში. ამავე დროს, აღინიშნება, რომ ამ სმარტფონების დისპლეებისთვის დამახასიათებელი იქნება კადრის განახლების მაღალი სიხშირე - 144 ჰერცი და მეტი. ასევე ცნობილია, რომ მალე შედგება მომდევნო თაობის სმარტფონ Black Shark-ის დებიუტი. ყველა ეს მოწყობილობა აგებული იქნება ფლაგმანურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 888-ზე და იმუშავებს მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ცხადია, თითოეულ მოწყობილობაში რეალიზებული იქნება უნიკალური გეიმინგ-ფუნქციები. http://bit.ly/38wIHkC
-
- 1
-
-
ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა NIO-მ სცადა Tesla-ს გამოწვევა ახლადწარდგენილი სედან ET7-ით, რომელიც, რესურს Electrek-ის აზრით, გარკვეულ მომენტებში ამერიკელ კონკურენტსაც კი აღემატება. მანქანაში მოცემულია ორი ელექტროძრავი: 300 კვტ სიმძლავრისა - უკანა და 180 კვტ სიმძლავრის - წინა ღერძზე. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ელექტრომობილს 3.9 წამი სჭირდება, სამუხრუჭე მანძილი იმავე სიჩქარით არ აღემატება 33.5 მ-ს. საბაზისო ვარიანტში ელექტრომობილი დაკომპლექტებულია 70 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს 500 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლას NEDC-ციკლის შესაბამისად. 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეის მქონე მოდელის სვლის მარაგი აღემატება 700 კმ-ს, ყველაზე ძვირადღირებული კომპლექტაცია კი წარმოდგენილია 150 კვტ/სთ მოცულობის ბატარეით და მისი გავლის მარაგი 1000 კილომეტრია. რეალობაში ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა შედეგი მაინც შთამბეჭდავია უმეტესი კონკურენტის ფონზე. NIO ET7-ის საწყისი ფასი 69 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ასე რომ ელექტრომობილი არ ითვლება დაბალბიუჯეტური კლასის მანქანად. სამაგიეროდ, ავტომატური მართვის მოყვარულებისთვის სასიამოვნო იქნება ის, რომ ბორტ-სისტემა აღჭურვილია Orin-სერიის ოთხი NVIDIA Tegra პროცესორით, შთამბეჭდავი კამერებისა და სენსორების ნაკრებით, რაც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ავტონომიურობას. ელექტრომობილში მოცემულია რვა ერთეული 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 12 ულტრაბგერითი სენსორი, მილიმეტრული დიაპაზონის ხუთი რადარი და ერთი ლიდარი. ჯამში ეს მოწყობილობები ახდენენ წამში 8 გბ ინფორმაციის გენერირებას. მძღოლის დამხმარე აქტიური სისტემები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრომობილის შეძენისთანავე, ხოლო სრულ ავტოპილოტს რეგულარული სააბონენტო გადასახადი დასჭირდება. http://bit.ly/3sbYuNC
-
10 იანვარს Ethereum-ის ფასმა 1300 აშშდოლარს გადააჭარბა. Messari-ს თანახმად, სტატიის წერის მომენტში აქტივი ისტორიულ მაქსიმუმზე მხოლოდ 7.27%-ით ნაკლებად იყიდება. ETH/USD-ის საათობრივი გრაფიკი. წყარო: TradingView. Ethereum-ის ისტორიული მაქსიმუმი განსხვავებულია სხვადასხვა ბირჟებზე. Larry Cermak-მა The Block-ის სია შეადგინა. კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ მიაღწია 1.128 ტრილიონ აშშ დოლარს. Ethereum-ის დომინირების ინდექსი CoinGecko-ს მიხედვით გაიზარდა 13.4%-მდე. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი ზრდა დააფიქსირა ასევე Bitcoin Cash-ისა და Bitcoin SV-ს ფორკებმა. ბოლო შვიდი დღის მანძილზე ისინი გაიზარდა 74 და 79%-ით, შესაბამისად. შვიდდღიან პერიოდში ზრდის ლიდერი არის Stellar (XLM) - 148%. კრიპტოვალუტა გაიზარდა ზოგიერთ დასავლურ მედიაში შეუსაბამო სათაურების ფონზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ეს პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შესაქმნელად. განცხადება არ შეესაბამებოდა რეალობას. შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს Bitcoin-ის ფასმა 41 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. http://bit.ly/3oy9qTo
-
Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების კლონირების იდეა. ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს ადამიანის კომუნიკაციის მანერას, ხასიათს, ხმას და შეიძენს მის იერსახეს. პატენტის სახელწოდებაა "Creating a Conversational Chatbot of a Specific Pers" და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვეთმა კომპანიას გადასცეს ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები, ხელოვნური ინტელექტი კი მათ გააანალიზებს, შეისწავლის და მოახდენს პიროვნების კოპირებას. კომპანია ასევე გეგმავს მომხმარებლის გარეგნობის შექმნას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირის ფოტოსურათების საფუძველზე. ეს იქნება ერთგვარი რობოტი, რომელიც ასახავს მისთვის გადაცემულ პიროვნებას. დაპატენტებული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას Microsoft-ის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ციფრული კლონის შესაქმნელად, ასეთმა სერვისებმა შეიძლება პოპულარობა მოიპოვონ მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ პატენტია, ანუ ასეთი პროექტის განხორციელებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ Microsoft-ს დაგეგმილი აქვს გარდაცვლილი ადამიანების "კლონირება", საოცარია, რადგან მსგავს რამეს მხოლოდ ტელევიზორში, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხედავდით. ამჟამად კომპანიების ხედვა სცდება ფანტასტი მწერლების ჩანაფიქრებს - არის თუ არა მსგავსი რამ პროგრესის მაჩვენებელი? http://bit.ly/2JZc1Xs
- 1 reply
-
- 1
-
-
NVIDIA-მ მიგვანიშნა, რომ 12 იანვარს GeForce RTX: Game On ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება მობილური GeForce Ampere და Resizable BAR. ვიდეოთიზერში გამოჩენილ პირველ ორ ფოტოზე მოცემულია გეიმინგ ლეპტოპი და მობილური ფორმ-ფაქტორის დისკრეტული ვიდეო დაფა GeForce RTX. მოსალოდნელია, რომ საუბარი ეხება GA104 ჩიპს, რომელიც, არსებული ცნობებით, საფუძვლად დაედება მობილურ GeForce RTX 3080 და RTX 3070 ამაჩქარებლებს. ორივე დაფას ექნება 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება, თუმცა მობილური RTX 3080 დაფა ხელმისაწვდომი იქნება აგრეთვე 16-გიგაბაიტიან ვარიანტადაც. მორიგი ფოტო ადასტურებს, რომ NVIDIA გვიჩვენებს რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგიის, Resizable BAR (Base Address Registers) მუშაობას, რომლის მახასიათებლებში მოცემულია 2.0 ვერსიის PCI Express ინტერფეისი. სწორედ იგი დაედება საფუძვლად AMD Smart Access Memory-ს (SAM), რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ახალი Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების თავსებადი პროცესორებით მუშაობისას. თუკი ჩვეულებრივ Windows-ზე მოქმედ პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორები უშუალოდ მიმართავენ 256 მბ-მდე გრაფიკული მეხსიერების მხოლოდ ნაწილს, Resizable BAR ტექნოლოგიას შეუძლია მონაცემთა არხის გაფართოება, რაც პროცესორს საშუალებას აძლევს ერთდროულად გამოიყენოს მთელი ვიდეო მეხსიერების მასივი. შედეგად აღმოიფხვრება პოტენციური დაბრკოლებები და უზრუნველყოფილია წარმადობის 15%-მდე ზრდა ზოგიერთ თამაშში. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც თამაშების მიერ გამოყენებული ვიდეომეხსიერების მოცულობა ხშირად 10 გბ-საც კი აღემატება. თიზერში ასევე მოკლედ ნაჩვენებია შუთერი Outriders, რომლის ავტორია სტუდია People Can Fly. თამაში 1 აპრილს გამოვა, თუმცა მსურველთათვის უფასო სადემონსტრაციო ვერსია ხელმისაწვდომი გახდება 25 თებერვლიდან. თიზერი მიგვანიშნებს, რომ ამ თამაშში გამოყენებული იქნება NVIDIA-ს რომელიღაც ტექნოლოგია. ასევე შეიმჩნევა Ampere დესკტოპ ვიდეო დაფის ელემენტი GeForce RTX ლოგოტიპით. მიიჩნევა, რომ ღონისძიებაზე შესაძლოა წარდგენილ იქნეს GeForce RTX 3060 12 გბ ვიდეო დაფა Founders Edition შესრულებით. NVIDIA GeForce RTX: Game On - ეს გახლავთ მოახლოებული ღონისძიება, რომელიც 12 იანვარს დაიწყება. მისი ტრანსლირება მოხდება Twitch-სა და YouTube-ზე. http://bit.ly/3nxKFp0
-
ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას. კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის. „აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“. უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით. გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუბსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე. „ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რაღაც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“. შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს. http://bit.ly/35n0oB6
-
ახალი ამბების პორტალ videocardz.com-მა გააზიარა AMD-ის ახალი მობილური პროცესორების სურათები. სავარაუდოდ, მომავალ კვირას კომპანია ამ დიზაინის საფუძველზე წარადგენს ახალ 5000 სერიას. სამწუხაროდ, წყარო სხვა ინფორმაციას არ ახმაურებს. AMD Cezanne APU-ს ექნება იმდენივე გამომთვლელი და გრაფიკული ბირთვი, რამდენიც აქვს Renoir-ს: 8 ბირთვი, 16 ნაკადი და 8 გრაფიკული ბირთვი. PCIe-რიცხვი მზა ჩიპში 20 იქნება. Renoir (Ryzen 4000U/H) ხაზი შემოიფარგლებოდა 8 PCIe-ხაზით დისკრეტული გრაფიკული პროცესორისთვის, დესკტოპ ვარიანტში კი (Ryzen 4000G) ხელმისაწვდომი იყო 16 ხაზი. უცნობია, გაიზრდება თუ არა მობილურ Cezanne ჩიპში PCIe-რიცხვი. არსებობს ცნობები, რომ Cezanne-ის შთამომავალ Rembrandt-ს ექნება PCIe Gen4-ის მხარდაჭერა, თუმცა დღესდღეობით უცნობია, ექნება თუ არა Cezanne-ს ეს სტანდარტი. სწრაფმა შედარებამ აჩვენა, რომ Cezanne დაახლოებით 10% -ით დიდია, ვიდრე Renoir. მისი სავარაუდო ზომაა 175 მმ², რაც დაახლოებით 20 მმ²-ით აღემატება Renoir-ს (156 მმ²). ზომის ზრდა გამოწვეულია ოდნავ უფრო დიდი Zen 3 ბირთვის დიზაინითა და გაზრდილი L3 ქეშით. ახალ არქიტექტურას აქვს 16 მბ L3 ქეში, ხოლო Renoir-ს - 8 მბ. AMD 11 იანვარს წარადგენს Ryzen 5000 სერიას. ამ APU-ზე დაფუძნებული პროცესორები დებიუტირებენ როგორც დაბალი სიმძლავრის, ასევე მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებში. APU ასევე შეიძლება შევიდეს დესკტოპ კომპიუტერების სერიაში, რასაც მოწმობს Ryzen 7 5700G APU-ის შესახებ არსებული უახლესი ცნობები. http://bit.ly/2LrK5Mv
- 1 reply
-
- 1
-
-
გამოფენა CES 2021-ის წინ Sony Electronics-მა დააანონსა ახალი მოდულური დისპლეი Crystal LED ტექნოლოგიის ბაზაზე. დისპლეი განკუთვნილია პროფესიონალური საქმიანობისთვის, კერძოდ, ფილმის „ვირტუალური შექმნისთვის“. ფოტოს წყარო: Sony Electroincs დაანონსებულ C და B სერიის დისპლეებს აქვთ არეკვლის საწინააღმდეგო ზედაპირი და 1800 კდ/მ2 სიკაშკაშის მაჩვენებელი. ყველა დისპლეი ფლობს X1 for Crystal LED პროცესორს, რომელიც საშუალებას იძლევა გამოისახოს მაღალი დინამიური დიაპაზონის ვიდეო წამში 120 კადრამდე სიხშირით. ოფციურად ასევე მხარდაჭერილია სტერეოსკოპული 3D. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისპლეებს არ აქვთ ქულერები, რაც უზრუნველყოფს სიჩუმეს გადასაღებ მოედანზე. დაანონსებული დისპლეების ფასი ჯერ არ გახმაურებულა. დისპლეების მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მოდულური კონსტრუქცია - რამდენიმე მათგანისგან შესაძლებელია შეიქმნას დიდი ვიდეოკედელი. ამ ვიდეოების გამოყენება შესაძლებელია ვიდეოკონტენტის შექმნის დროს მწვანე ეკრანების ნაცვლად. თავად მწვანე ეკრანი გამოიყენება იმისთვის, რომ კომპოზიტინგის (ერთ-ერთი ფინალური ეტაპის) დროს მოხდეს მსახიობის განცალკევება ფონისგან და განთავსდეს ვიზუალური ეფექტები ვირტუალურ სცენაზე. თუმცა ამასთან აუცილებელია წინასწარ იქნას მოფიქრებული და განთავსებული განათება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მომზადებულ სცენას, აგრეთვე გამოყენებულ უნდა იქნას დამატებითი ვიზუალური ეფექტები, რათა დაიფაროს მწვანე ეკრანი. ხდება ისე, რომ ზოგჯერ მწვანე დეტალები რჩება ობიექტების კონტურებსა და ზედაპირებზე. Sony-ს მიერ წარდგენილი დისპლეები გადაჭრის ამ პრობლემას, ამასთან მსახიობები შეძლებენ წინასწარ ნახონ შემოთავაზებული გარემო. სხვათა შორის, ეს არის კინოს "ვირტუალური წარმოების" არსი. მსგავსი დისპლეები იქნა გამოყენებული The Mandalorian-ისა და The Midnight Sky-ს გადაღებისას. „მანდალორიანის“ შექმნისთვის Industrial Light & Magic-მა Epic Games-თან ერთად შეიმუშავა სპეციალური პანელები. http://bit.ly/3nreKqi
