-
Posts
7350 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
211
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Magdalena
-
კომპანია SpaceX-ის საქმიანობაში შედის არა მხოლოდ რაკეტების გაშვება და თანამგზავრული ინტერნეტის შემოთავაზება, არამედ იგი შემოსავალს იღებს კოსმოსურ ბიზნესთან დაკავშირებული წვრილი სეგმენტებიდანაც. კერძოდ, ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX გამოუშვებს 250 აშშ დოლარის ღირებულების ზურგჩანთას, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია Starlink-ის თანამგზავრული ანტენისა და შესაბამისი აღჭურვილობის გადატანისთვის. ფოტოს წყარო: Starlink Starlink Travel Case-ის ფასში შედის მიწოდებაც. კომპანია მიუთითებს, რომ ზურგჩანთა საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ მოხდეს Starlink-ის ტერმინალის ტრანსპორტირება მოგზაურობისას - ჩანთას აქვს მყარი კორპუსი ელვა-შესაკრავით, ასევე აქვს სამაგრი თასმები და სახელური გადატანისთვის. ვიზუალურად ჩანთაზე შეინიშნება Tesla Cybertruck-ის ესთეტიკის მინიშნებები, თუმცა მისი კუთხეები ძალიან მყარი არ არის. ფოტოს წყარო: Starlink კომპანიის მტკიცებით, ჩანთაში ეტევა ყველა ელემენტი, რაც შედის Starlink Kit-ში: სატელიტური ანტენა, როუტერი, ფუძე და სადენები. ზურგჩანთის ზომაა 64.8х43.2х33.7 სმ, წონა - 4.5 კგ. ზოგიერთი ცნობით, ჯერ კიდევ არ არის შესაძლებელი ახალი პროდუქტის შეძენა - ყოველ შემთხვევაში ზოგიერთი მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, პროდუქტის გვერდზე შესასვლელად აუცილებელია Starlink-ზე რეგისტრაცია. https://tinyurl.com/yrh2tzsd
-
Glassnode-ს ეჭვი ეპარება Bitcoin-ის ფასის აღდგენაში Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების აღდგენას ბოლო დღეებში არ მოჰყოლია ჯაჭვური ინდიკატორების ფუნდამენტური გაუმჯობესება. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით ეს ვითარება არ იძლევა ნდობას ბაზრის სიტუაციის ფუნდამენტური ცვლილებისადმი. ეჭვები, რომ კოტირებით რეალიზებული ფასის დაძლევის შემდეგ აღმავალი დინამიკა გაგრძელდება, აყალიბებს onchain-მაჩვენებლების მდგომარეობას. აქტიური Bitcoin-მისამართების რიცხვი დაღმავალი ტრენდის ფარგლებში რჩება. ოქტომბერ-ნოემბრის პიკი უფრო დაბალი აღმოჩნდა 2021 წლის აპრილში მიღწეულთა შედარებით. კაპიტულაციის პერიოდებში ხანმოკლე ზრდის გამოკლებით ქსელის აქტივობა შენელებულია, რაც ახალი მოთხოვნების მცირე შემოდინებაზე მიუთითებს. წყარო: Glassnode. მსგავსი სურათი ჩამოყალიბდა ტრანზაქციების, საკომისიოებისა და ბლოკების შევსების გადახედვისას. ანალიტიკოსებმა მსგავსება აღმოაჩინეს არსებულ სიტუაციასა და 2018 და 2019 წლების მოვლენებს შორის. 2021 წლის მაისში პირველადი „გამორეცხვის“ და მოთხოვნის დარღვევის შემდეგ ტრანზაქციების აქტივობა ოდნავ შემცირდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ ჩართული ტრეიდერებისა და ინვესტორების სტაბილური ბაზა. წყარო: Glassnode. ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება Ethereum-ის ბლოკჩეინში. მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი მძლავრი მოძრაობისა, ქსელის დატვირთვა ტრანზაქციების რაოდენობის თვალსაზრისით სისტემატურად მცირდება 2021 წლის მაისიდან. ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირდა აქტივობის ზრდა, რასაც ანალიტიკოსები უკავშირებდნენ საფულეებში მონეტების კონსოლიდაციას. მათ განმარტეს, რომ შეიცვლიდნენ აზრს, თუ ეს ტენდენცია მდგრადი იქნებოდა. წყარო: Glassnode. გაზის ფასის საშუალო ღირებულება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაეცა 17.5 Gwei-მდე, რაც ყველაზე დაბალია 2020 წლის მაისის შემდეგ, რომელიც DeFi ზაფხულის დასაწყისად მიიჩნეოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მომხმარებლების შემოდინება არ მომხდარა. Ethereum-ის აქტივობის მრავალი მაჩვენებელი მრავალწლიან დაბალ დონეზე იმყოფება - აღნიშნავენ ექსპერტები. წყარო: Glassnode. გარკვეულ ოპტიმიზმს Glassnode-ის ანალიტიკოსებს უნერგავს დახარჯული გამომუშავების მოგების კოეფიციენტი (Spent Output Profit Ratio, SOPR). Bitcoin-ის ინდიკატორი ივნისის დასაწყისიდან მეორედ ცდილობს გადალახოს სასაზღვრო დონე. ანალიტიკოსებმა გამოარკვიეს, რომ ეს პირველად არ ხდება. იდეალური ხარული სცენარი იქნება ამ ნიშნის ზემოთ გარღვევა და შემდეგ მისი მხარდაჭერის სახით გამოცდა, განმარტეს მათ. წყარო: Glassnode. Ethereum-ში მსგავსი გარღვევა მხარდაჭერის სახით შემდგომი ხელახალი ტესტით უკვე მოხდა. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ იგი შესაძლოა არამყარი ფორმით აისახოს ქსელის აქტივობის სუსტ მაჩვენებლებზე. წყარო: Glassnode. ადრე Glassnode-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ Bitcoin-ის ფასის შეცვლას დამატებითი დრო დასჭირდება. ანალიტიკოსების აზრით კრიპტოზამთარი 2023 წლის მარტის ბოლოს დასრულდება. https://tinyurl.com/4pkwanrn
-
რესურს 3DCenter-მა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებში AMD Radeon RX 6000 და NVIDIA GeForce RTX 30 სერიის ვიდეო ბარათების საშუალო ღირებულების შესახებ. აღნიშნული სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების ფასმა ამჟამად რეკორდულად დაბალ დონეს მიაღწია. ფოტოს წყარო: digitaltrends.com ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიდეო ბარათების ღირებულება თანდათან დაუბრუნდა მწარმოებლების მიერ დაწესებულ სარეკომენდაციო ღირებულებებს და ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდა კიდეც. ვითარება ბაზარზე მკვეთრად შეიცვალა კრიპტოვალუტების ბაზრის ძლიერი ვარდნისა და მიმდინარე თაობის ამაჩქარებლების მარაგების დაგროვების შედეგად, რომლებიც შესამჩნევად ნაკლებად მოთხოვნადი ხდება ახალი თაობის ვიდეო ბარათების გამოშვებამდე 2-3 თვით ადრე. ფოტოს წყარო: 3DCenter.org 3DCenter-ის მონაცემების მიხედვით Radeon RX 6000 სერიის ამაჩქარებლების საშუალო საცალო ფასი გერმანიასა და ავსტრიაში ამჟამად 14%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასებთან შედარებით. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების შემთხვევაში საცალო ფასი საშუალოდ 9%-ით დაბალია, ვიდრე სარეკომენდაციო. ფოტოს წყარო: videocardz.com ეს მაჩვენებლები ყველაზე დაბალია ამაჩქარებლების აღნიშნული სერიის ბაზარზე გამოშვების შემდეგ. ყველაზე საინტერესოა ფასების მნიშვნელოვანი შემცირება Radeon RX 6950 XT და GeForce RTX 3090 Ti ამაჩქარებლების შემთხვევაში - ეს დაფები სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ფოტოს წყარო: videocardz.com გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში საშუალო და საწყისი დონის გრაფიკული ბარათების ღირებულება, როგორიცაა მაგალითად RTX 3060, მაინც უფრო მაღალია, ვიდრე მწარმოებლის სარეკომენდაციო. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მაღალი მოთხოვნით, ასევე იმით, რომ ამ ამაჩქარებლების შთამომავლები არ გამოვა, სულ მცირე, მომავალი წლის იანვრამდე. ვინაიდან NVIDIA უახლოეს მომავალში მხოლოდ მაღალი დონის RTX 40 სერიის ამაჩქარებლების გამოშვებას გეგმავს, საცალო მოვაჭრეებს არ აქვთ სტიმული, შეამცირონ ყველა მიმდინარე თაობის გრაფიკული ბარათის ფასი. https://tinyurl.com/5n736zdw
-
კომპანიის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგების შესახებ დისკუსიისას AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Ryzen 7000 სერიის ახალი თაობის პროცესორები მიმდინარე კვარტალში გამოვა. შედეგად გამოდის, რომ ამდრომდე გამოცხადებული ფრაზა „შემოდგომაზე“ - კიდევ უფრო ვიწროვდება და სექტემბერს გულისხმობს. გავრცელებული ცნობებით, AMD-მ პროცესორები შესაძლოა წარადგინოს 15 სექტემბერს, მზა პროდუქცია კი გაყიდვაში თვის ბოლომდე გამოვა. „ჩვენ ვუახლოვდებით სრულიად ახალი 5-ნანომეტრიანი Ryzen 7000 დესკტოპ და AM5 პლატფორმებისთვის განკუთვნილი პროცესორების გამოშვების დროს ინდუსტრიაში წამყვანი თამაშებისა და კონტენტის შექმნის ეფექტურობის შესაძლებლობებით“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ლიზა სუმ. მიმდინარე კვირაში კომპანია აპირებს გააზიაროს უფრო დეტალური ინფორმაცია თავისი პარტნიორების X670E ჩიპსეტზე დამყარებული დედა დაფების შესახებ. ღონისძიება Meet The Expert-ს AMD ჩაატარებს ენთუზიასტებისა და პროფესიონალებისთვის, რომლის ფარგლებში კომპანიის მთავარი, დედა დაფების მწარმოებელი პარტნიორი კომპანიები ისაუბრებენ თავიანთ პროდუქტებზე, რომლებიც დაფუძნებულია AMD 600 სერიის ჩიპსეტებზე და განკუთვნილია Ryzen 7000 პროცესორებისთვის. გარდა ამისა, ლიზა სუმ დაადასტურა, რომ Radeon RX 7000 სერიის ვიდეო ბარათები უნდა გამოვიდეს „მიმდინარე წელს მოგვიანებით“ და ამით დამტკიცდა გავრცელებული ხმები, რომ ხსენებული დაფები წლის ბოლოს გამოვიდოდა. https://tinyurl.com/3kt7dsw5
-
ივლისის შედეგების შეჯამების მიხედვით კრიპტოსაინვესტიციო პროდუქტებში შემოსულმა თანხამ შეადგინა 474 მლნ აშშ დოლარი (მაქსიმუმი წლის დასაწყისიდან), ხოლო 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით კვირაში - 81 მლნ აშშ დოლარი. ასეთ მონაცემებს გვაწვდიან CoinShares-ის ანალიტიკოსები. წყარო: CoinShares. ფულის შემოდინება ზედიზედ ხუთი კვირა გაგრძელდა. ივნისში ჯამურმა გადინებამ 481 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტრადიციულ Bitcoin-ფონდებში შეინიშნებოდა 84.8 მლნ აშშ დოლარის ოდენობით მომხმარებლების ფულადი რესურსების შემოდინება. სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან მოკლევადიანი პოზიციები პირველ კრიპტოვალუტაში, 2.6 მლნ აშშ დოლარის გადინება პირველად დაფიქსირდა ხუთი კვირის მანძილზე. წყარო: CoinShares. ზედიზედ მეორე კვირაა ინვესტორების ინტერესი ბევრ აქტივზე დამყარებული პროდუქტების მიმართ შემცირდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მათ ამ აქტივებიდან 3.7 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. Ethereum-ისა და Solana-ს ფონდებში თანხის შემოდინება შემცირდა - 8.1 მლნ აშშ დოლარიდან 1.1 მილიონამდე და 1.8-დან 1.5 მლნ აშშ დოლარამდე, შესაბამისად. ექსპერტებმა აღნიშნეს დაბალი სავაჭრო აქტივობის შენარჩუნება. გასული საანგარიშო კვირის ბოლოს კრიპტოპროდუქტებთან განხორციელებული გარიგებების მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისიდან საშუალო მაჩვენებლის (2.4 მლრდ აშშ დოლარი) თითქმის ნახევარია. შეგახსენებთ, რომ Grayscale-ის ანალიტიკოსებმა დაუშვეს კრიპტოზამთრის დასრულება 2023 წლის მარტის ბოლოს. ადრე Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკრო ინვესტორმა რაულ პალმა ივარაუდა Bitcoin-ის მდგომარეობის შეცვლა გლობალური ლიკვიდობის ზრდის გამო. https://tinyurl.com/8xc7np8j
-
გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია Xiaomi 12T სერიის წარდგენას მიმდინარე ან მომდევნო თვეში აპირებს. სანამ ყველას ყურადღება Xiaomi 12T Pro-ზე იყო მიპყრობილი, ინსაიდერებმა გააზიარეს ინფორმაცია Xiaomi 12T-ს შესახებ. Xiaomi 12T-ის კოდური სახელია „Plato” და მას ექნება 1220x2712 პიქსელი (FHD+ და QHD+ ფორმატებს შორის) გაფართოების დისპლეი. ეს ეკრანი ჩამოუვარდება Redmi K50 სერიის QHD+ დისპლეებს, თუმცა Xiaomi 11T-ის ეკრანზე უკეთესია. დასაშვებია მოლოდინი, რომ ეს იქნება AMOLED პანელი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. როგორც ადრე ცხადდებოდა, 12T-ში მოცემული იქნება MediaTek Dimensity 8100. წყაროები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს Dimensity 8100 Ultra ან Dimensity 8100-Max კომპანია OnePlus-ისგან. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ სმარტფონს ექნება 8 გბ ოპერატიული და 256 გბ UFS 3.1 მეხსიერება. რაც შეეხება კამერებს, Xiaomi 12T როგორც ჩანს იქნება ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა 108-მეგაპიქსელიანი Samsung ISOCELL HM6 კამერით. Xiaomi 11T აღჭურვილი იყო HM2-ით. ISOCELL HM6 საინტერესო არჩევანია, რადგან ის უფრო პატარაა, ვიდრე HM2 და აქვს პატარა პიქსელები. 108-მეგაპიქსელიან კამერასთან ერთად წარმოდგენილი იქნება 8 მპ ულტრაფართო კამერა, 2 მპ მაკრო კამერა და 20 მპ სელფი კამერა Redmi K50 Pro-ს მსგავსად. Xiaomi-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია 12T სერიის გამოსვლა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამ სერიის სმარტფონები გამოვა არაუგვიანეს სექტემბრისა. მიიჩნევა, რომ Xiaomi 12T Pro გლობალურად ჩაანაცვლებს სამომავლო Redmi K50 Ultra ან Redmi K50S Pro სერიას. HYPERLINK "https://overclockers.ru/st/legacy/blog/417293/316412_O.png"https://tinyurl.com/2p9eb2dw
-
2022 წლის პირველ ნახევარში ევროპის ელექტრომობილების ბაზარი მძლავრ ზრდას განაგრძობდა: დარეგისტრირდა 633 200 ეკოლოგიურად სუფთა მანქანა და მოცულობის ზრდამ 31% შეადგინა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელ, 485 ათას ერთეულთან შედარებით. ანალიტიკურ კომპანია JATO Dynamics-ის ცნობებით ამჟამად ელექტრომობილების წილმა ევროკავშირის ყველა ავტომობილს შორის 11.4%-ს მიაღწია. Tesla-ს წილმა კი კლება დაიწყო. ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მწარმოებლების მიხედვით 2021 და 2022 წლებში. წყარო: motor1.com ყველა მანქანათმშენებელმა კომპანიამ ვერ შეძლო თანაბრად ესარგებლა მზარდი ბაზრის პოტენციალით. Tesla-ს ბერლინში არსებულმა ქარხანამ წარმოება დაიწყო, მაგრამ ჯერ არ მიუღწევია სრული სიმძლავრისთვის, ამიტომ ბრენდის ავტომობილების ევროპაში მიწოდება კვლავ შანხაის ქარხანაზეა დამოკიდებული, რომელმაც მუშაობა პანდემიასთან დაკავშირებული ლოქდაუნის გამო შეაჩერა. შედეგად ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე კომპანიის წილი 2021 წლის პირველ ნახევარში არსებული 13.75%-დან 2022 წლის პირველ ნახევარში 13.33%-მდე შემცირდა. ივნისში Model 3-ის რეგისტრაციების რიცხვი 76%-ით შემცირდა წლიურად და ეს თვე სასიკეთოდ ითვლება მანქანების გაყიდვის თვალსაზრისით. ევროპაში ელექტრომობილების რეგისტრაციის რიცხვი მოდელების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში Tesla Model 3-ს კონკურენციის გაწევა უწევს არა მხოლოდ სხვა კომპანიების პროდუქციისთვის, ასევე საკუთარი „თანამოძმეებისთვისაც“: ელექტრომობილის პირდაპირი კონკურენტებია BMW i4 და Polestar 2, ამასთან ევროპაში, ისევე როგორც აშშ-სა და ჩინეთში, ავტომოყვარულების ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს კროსოვერი Model Y. ეს მოდელი ევროპის მასშტაბით რეგისტრაციის რიცხვით პირველი გახდა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. რეგიონში საუკეთესო დინამიკას აფიქსირებს BMW Group, რომელმაც დააფიქსირა 8.37%-იანი ზრდა წლის პირველ ნახევარში და 5.76%-იანი ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მომხმარებლებისგან დადებითი გამოხმაურებით სარგებლობენ ბავარიული ელექტრომობილები iX, iX3 და i4. აქტიურად ვითარდება Hyundai Group, რომელიც გზას იკვალავს ისეთი მოდელებით, როგორებიცაა Hyundai Ioniq 5 და Kona, აგრეთვე Kia EV6 და Niro. ევროპაში ლიდერად რჩება Volkswagen Group. ამასთან, ევროპაში ყველაზე პოპულარული მოდელებია კვლავ Tesla Model Y და Model 3, რომელთაც მოყვება Fiat 500e. https://tinyurl.com/2p926b59
-
MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა მაიკლ სეილორმა სტამბულში სამიტ Blockchain Economy-ზე გამოსვლისას The Merge-ის მოახლოების პარალელურად Ethereum-ი გააკრიტიკა. ამის შესახებ CoinMarketCap იტყობინება. მისი თქმით, შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის სტაბილიზაციას. სეილორმა აღნიშნა, რომ ინსტიტუციური ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ნახონ პროტოკოლის მზა ვერსია, რომელიც მუშაობს დაჰაკვის გარეშე 5-10 წლის განმავლობაში. მასიური განახლებები The Merge დონეზე ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჰაკერებს, განაცხადა მან. MicroStrategy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაუშვა, რომ Ethereum შეიძლება არასტაბილური იყოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მან ასევე გაიხსენა, რომ კრიპტოვალუტის მონეტარული პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს უახლოეს წლებში, ხოლო Bitcoin-ის ემისიის და მაინინგის პრინციპები განისაზღვრება მომდევნო 1000 წლისთვის. სეილორის თქმით ინვესტორები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი აქტივები არ დაკარგავს ღირებულებას მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობის შესაძლო ზრდის გამო. ამიტომ ის არ დებს ინვესტიციას Dogecoin-სა და ზოგიერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის აქციებში. შეგახსენებთ, რომ ივლისში სეილორმა მოითხოვა Ethereum-ის, როგორც ფასიანი ქაღალდის, კლასიფიცირება, რადგან აქტივი თავდაპირველად განაწილდა ინვესტორებს შორის ICO-ს ფარგლები. ადრე MicroStrategy-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს Bitcoin-ის გაყიდვას ბაზრის არახელსაყრელ პირობებშიც კი. https://tinyurl.com/2p95hrdf
-
Linux-ის დრაივერის ახალ ვერსიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სპეციალიზებულ VPU-მოდულ Movidius-ის გამოყენებას სამომავლო Intel Meteor Lake პროცესორებში. დიდი ალბათობით, იგი პასუხისმგებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებული ამოცანების დაჩქარებაზე. ფოტოს წყარო: VideoCardz VPU მოდულის დრაივერი ინტეგრირებულია Linux Direct Rendering Manager ქვესისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია ვიდეო დაფების გრაფიკულ პროცესორებთან ურთიერთქმედებაზე. Meteor Lake პროცესორებში VPU მოდული შედგება ხუთი კომპონენტისგან: CPU-VPU ინტეგრაციის ბლოკი, მეხსიერების მართვის ბლოკი, RISC კონტროლერი, ქსელის ბლოკი და ნეირო გამოთვლითი ქვესისტემის ბლოკი (Neural Compute Subsystem - NCS). მიიჩნევა, რომ Meteor Lake VPU მოდული შეიძლება გახდეს NVIDIA GPU-ის Tensor-ბირთვების ერთგვარი ანალოგი. GeForce RTX გრაფიკულ დაფებში Tensor-ბირთვები ასრულებენ სპეციალიზებული ამოცანების გარკვეულ კომპლექსს, რომლებიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობასთან. რაზე იქნება პასუხისმგებელი VPU მოდული Intel ახალ პროცესორებში, ჯერ კიდევ არ არის ნათელი. Intel-მა სპეციალიზებული VPU-ის დეველოპერი ექვსი წლის წინ შეიძინა. ამ დროის განმავლობაში პროცესორების მწარმოებელს შეეძლო რაიმე საინტერესო მოეფიქრებინა. ფოტოს წყარო: Kernel.org მე-14 თაობის Intel Core პროცესორების გამოსვლა მოსალოდნელია მომავალ წელს. ისინი ჩაანაცვლებენ Raptor Lake პროცესორებს, რომელთა დებიუტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე მთავრდება. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, რომელიც Alder Lake ჩიპების მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს, Meteor Lake იქნება Intel-ის პროცესორების რეალურად ახალი სერია. ამ ჩიპებში გამოყენებული იქნება ჰიბრიდული არქიტექტურა დიდი Redwood Cove და მცირე Crestmont ბირთვებით, გარკვეული კრისტალების სამგანზომილებიან წყობა, რომლებიც დამზადდება სხვადასხვა ტექნოპროცესის გამოყენებით, აგრეთვე მათში წარმოდგენილი იქნება Xe-LPG არქიტექტურაზე დამყარებული ინტეგრირებული გრაფიკა. https://tinyurl.com/3z4hnf6y
-
კომპანია ASUS-მა გამოაცხადა თავისი განზრახვა - მიიღოს მონაწილეობა სამომხმარებლო ელექტრონიკის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენა IFA-ში (Internationale Funkausstellung), რომელიც გაიმართება ბერლინში (გერმანია) 2-დან 6 სექტემბრამდე. ფოტოს წყარო: ASUS ცნობილია, რომ ASUS-ის სტენდზე სამომხმარებლო და კომერციული ბაზრისთვის განკუთვნილი სიახლეების დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, კომპანია წარადგენს ROG სერიის გეიმინგ პროდუქტებს. გამოფენის ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი იქნება უნიკალური პორტატული კომპიუტერი Zenbook 17 Fold OLED - ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი დიდი დრეკადი ეკრანით. ამ მოწყობილობის წარდგენა პირველად მოხდა იანვარში CES 2022-ზე. როგორც ამჯერად გახდა ცნობილი, გაჯეტი მზადაა გაყიდვაში გამოშვებისთვის. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს 17.3-დუიმიანი დრეკადი ეკრანი გაფართოებით 2560 × 1920 პიქსელი. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა რეჟიმში - პლანშეტის, ორი სენსორული ეკრანის მქონე ლეპტოპის და ა.შ. კომპიუტერში წარმოდგენილია პროცესორი Intel Alder Lake (Core i7-1250U მოდელამდე), 16 გბ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება, 1-ტერაბაიტიანი SSD M.2 NVMe PCIe 4.0, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5 ადაპტერები. ჰიბრიდული ლეპტოპის ფასს და გაყიდვაში გამოსვლის თარიღს ASUS გამოფენა IFA 2022-ზე განაცხადებს. https://tinyurl.com/2p952f5t
-
აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარე შეროდ ბრაუნმა მოუწოდა Alphabet-სა და Apple-ს - მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიცილონ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული თაღლითობა მათ მაღაზიებში განთავსებულ აპლიკაციებში. ბრაუნმა შესაბამისი წერილებით მიმართა Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის ხელმძღვანელ Sundar Pichai-სა და Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ Tim Cook-ს. ასეთი მოთხოვნით მან გადაწყვიტა მიემართა ტექნოლოგიური გიგანტებისთვის მას შემდეგ, რაც FBI-მ გაავრცელა ინფორმაცია კიბერკრიმინალების საქმიანობის შესახებ, რომლებიც ქმნიდნენ კრიპტოვალუტებში ინვესტირებისთვის განკუთვნილ თაღლითურ აპლიკაციებს. სააგენტომ დააფიქსირა 42 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტორების ზარალი. ბრაუნის თქმით კრიპტო კომპანიებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები თაღლითური საქმიანობის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაციების მაღაზიებსაც ჰქონდეთ მიღებული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, განაცხადა მან. სენატორმა Alphabet-სა და Apple-ს სთხოვა, 10 აგვისტომდე მოეხსენებინათ შემდეგი საკითხების შესახებ: კრიპტოაპლიკაციების მაღაზიებში განთავსებამდე გადამოწმების პროცესი; ფიშინგის აპლიკაციების გავრცელების პრევენციის მექანიზმები; თაღლითობისთვის თვალყურის დევნების სისტემები და აღმოჩენის შემთხვევაში გამოსასწორებელი ქმედებები; ასეთი აპლიკაციების შესახებ მომხმარებლისთვის შეტყობინებების გაშვების პროცესები. შეგახსენებთ, Immunefi-ის სპეციალისტების თქმით 2022 წლის მეორე კვარტალში კრიპტოპროექტების ჯამურმა ზარალმა ჰაკერებისა და თაღლითების ქმედებების შედეგად 670 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. https://tinyurl.com/2at2jctw
-
გასულ კვირაში ერთი დღის განმავლობაში AMD-ის აქციების ფასი გაიზარდა 3%-ზე მეტით და უზრუნველყო კომპანიის ბაზრის კაპიტალიზაცია 153 მლრდ აშშ დოლარი. იმავდროულად, წარუმატებელი კვარტალური ანგარიშის შემდეგ Intel-ის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 10%-ზე მეტით შემცირდა, რის შედეგად კომპანიის კაპიტალიზაცია 148 მლრდ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ფოტოს წყარო: amd.com ეს ცვლილება უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, თუმცა მიუთითებს პერსონალური კომპიუტერებისა და სერვერებისთვის განკუთვნილი პროცესორების ორ უმსხვილეს კომპანიას შორის კონკურენციის გამწვავებაზე. არსებული ვითარება მეტყველებს იმაზეც, რომ ინვესტორები ფსონს დებენ კონკურენტზე ნაკლები აქტივების მქონე მოთამაშეზე მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საწარმოო ქარხნებში: AMD ჩიპების წარმოებას მესამე მხარის კონტრაქტორებს გადასცემს, ხოლო Intel აგრძელებს საკუთარი ქარხნების ამუშავებას და ახლების აშენებას. AMD-მ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა ბოლო წლებში, ზოგიერთ შემთხვევაში აღემატება Intel-ის პროდუქტებს როგორც წარმადობის, ასევე ენერგომოხმარების თვალსაზრისით. Intel, თავის მხრივ, იძულებული გახდა შეეცვალა აქციაზე წლიური მოგება 2.30-დან 3.60 დოლარამდე, ხოლო კომპანიამ სუსტი ფინანსური შედეგები მიაწერა კომპიუტერების ბაზრის შემცირებასა და მაკროეკონომიკურ ფაქტორებს. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ გელსინჯერმა CNBC-თან ინტერვიუში კომპანიის აღორძინების სტრატეგიის განხორციელებას კილიმანჯაროს მთაზე ასვლას შეადარა. AMD-ის კვარტალური ანგარიშის წარდგენა მოსალოდნელია სამშაბათს და იგი გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა კომპანიაზე იმავე მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა, რომლებმაც Intel მრავალი წლის განმავლობაში პირველ ზარალამდე მიიყვანა. https://tinyurl.com/3sf7udse
-
- 2
-
-
კომპანია ASUS-მა დააანონსა განახლებული პორტატული კომპიუტერი ExpertBook B3 Flip, რომელსაც 14-დუიმიანი დისპლეი აქვს. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake და ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: ASUS ლეპტოპის ეკრანის (მოდელი B3402FBA) გაფართოებაა Full HD (1920 × 1080 პიქსელი) და აქვს სენსორული მართვის მხარდაჭერა. ლეპტოპის ზედა ნაწილის მობრუნება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა ლეპტოპი გადავიდეს პლანშეტის რეჟიმში. შესაძლებელია მართვა სპეციალური ელექტრონული ფანქრის გამოყენებით. ლეპტოპის მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია ათბირთვიანი პროცესორი Core i7-1255U - ორი მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით. ტაქტის სიხშირე 4.7 გჰც-ს აღწევს. ჩიპის შემადგენლობაში შედის ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 40 გბ-მდეა. მონაცემთა შენახვისთვის პასუხისმგებელია PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე SSD M.2 2 ტერაბაიტამდე მოცულობით. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის განთავსება. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 ადაპტერები, აგრეთვე ოფციური ქსელის მოდემი 4G/LTE. ხელმისაწვდომია ფრონტალური კამერა 720p გაფართოებით, 13-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა, სტერეოდინამიკები, თითის ანაბეჭდის სკანერი, ქსელის Ethernet-კონტროლერი, ინტერფეისები Thunderbolt 4 Type-C (×2), USB 3.2 Gen2 Type-A, USB 2.0 Type-A, HDMI და 3.5-მილიმეტრიანი აუდიოჰაბი. ლეპტოპის ზომაა 329 × 223.9 × 19.3 მმ, წონა - 1.61 კგ. გამოყენებულია 50 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/2rzr7ee9
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) აძლიერებს ძალისხმევას კრიპტო პლატფორმების რეგულირებისა და რეგისტრაციისთვის. ამის შესახებ სააგენტოს უფროსმა გერი გენსლერმა განაცხადა, წერს Bloomberg. კომისიის თავმჯდომარემ თანამშრომლებს მოუწოდა Bitcoin-ბირჟებთან საფონდო ბირჟების რეგულირების ანალოგიურად მუშაობისკენ. გენსლერმა აღნიშნა, რომ SEC მუშაობს ზოგიერთი ციფრული აქტივის ფასიან ქაღალდად რეგისტრირების გზებზე: „არ არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ კრიპტოვალუტების ბაზარს განსხვავებულად მოექცეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ტექნოლოგია გამოიყენება“. SEC ასევე ეძებს გზებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტის მოსაგვარებლად, როდესაც კრიპტო პლატფორმები ერთდროულად პოზიციონირებენ, როგორც ბაზრის შემქმნელები, განაცხადა გენსლერმა. ადრე მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტების უმეტესობა SEC-ის იურისდიქციაში ხვდება და მათთან მომუშავე ბირჟები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. ოფიციალური პირის თქმით კრიპტო ინვესტორებს სჭირდებათ დაცვა და საზოგადოება ისარგებლებს გაზრდილი კონტროლით ციფრული აქტივების სფეროში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მომსახურების მიმწოდებლების ზედამხედველობას. https://tinyurl.com/2p8azw7c
-
კომპანია Intel-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია Arc Alchemist სერიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი დესკტოპ ვიდეო დაფის სამუშაო პროცესი. გრაფიკის განყოფილების მარკეტინგის ხელმძღვანელმა Ryan Shrout-მა ყურადღება გაამახვილა Arc A750 ვიდეო დაფის ცვლადი სიხშირის (Variable Refresh Rate – VRR) ტექნოლოგიაზე. ფოტოს წყარო: Intel ამაჩქარებლის VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის საჩვენებლად Shrout-მა გაუშვა Death Stranding 2560 × 1440 გაფართოებაზე გამოსახულების ხარისხის სტანდარტული პარამეტრების გამოყენებით. ასეთ პირობებში ვიდეო დაფამ შეძლო წამში 80-დან 100-მდე კადრი წარმადობის უზრუნველყოფა. Intel-ის წამომადგენლის თქმით Arc სერიის ვიდეო დაფები იმუშავებს VRR ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ მონიტორთან. ამჟამად კომპანია ტესტავს Variable Refresh Rate-ით მხარდაჭერილ ასზე მეტ გეიმინგ დისპლეის. გარდა ამისა, Arc გრაფიკაზე მხარდაჭერილი იქნება ტექნოლოგია Adaptive Sync, რომელიც აღმოფხვრის კადრის გაწყვეტას და უზრუნველყოფს მონიტორის კადრის განახლების დინამიურ სინქრონიზაციას. დემონსტრაციის ფარგლებში შრაუტმა ასევე გაუშვა თამაში Death Stranding 3440 × 1440 პიქსელ გაფართოებაზე ჩართული HDR ფუნქციით. ამ შემთხვევაში Intel-ის წარმომადგენელმა კადრების სიხშირის შესახებ მონაცემები არ გაასაჯაროვა. ვიდეოში შრაუტმა ასევე განმარტა, რომ Intel Arc Alchemist სერიის სტანდარტული კონფიგურაციის მობილურ და დესკტოპ ვიდეო დაფებს აქვთ HDMI 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. თუმცა კომპანიის პარტნიორებისთვის ნებადართულია ამაჩქარებელზე სპეციალური ჩიპის დაყენება, რომელიც HDMI 2.1 ინტერფეისის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება თავად მწარმოებლის სურვილზე. Intel-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ Arc ვიდეო დაფებს აქვს DisplayPort 2.0 ინტერფეისის მხარდაჭერა. Intel-ს კვლავ არაფერი უთქვამს Arc A750 ვიდეო დაფის ტექნიკურ მახასიათებლებზე. გავრცელებული ხმებიდან ცნობილია, რომ ამაჩქარებელს აქვს 28 Xe ბირთვი და აღჭურვილია 8 გბ GDDR6 მეხსიერებით. Arc-გრაფიკაზე ოპტიმიზებულ თამაშებში მან უნდა უზრუნველყოს GeForce RTX 3060-ზე მაღალი წარმადობა, თუმცა არაოპტიმიზებულ თამაშებში Intel-ის დაფა, დიდი ალბათობით, შედარებით ნელი იქნება. https://tinyurl.com/39bja8zb
-
კომპანია Canalys-მა გამოაქვეყნა მიმდინარე წლის სმარტფონების გლობალური ბაზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ მიწოდება წლიური გამოთვლით 9%-ით შემცირდა რამდენიმე ფაქტორის გამო. აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში მსოფლიო მასშტაბით განხორციელდა 287.4 მილიონი სმარტფონის მიწოდება. შედარებისთვის, ერთი წლის წინ ბაზრის მოცულობა 315.6 მილიონ ერთეულს შეადგენდა. აღინიშნება, რომ დაფიქსირდა 2020 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ვარდნა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მაღალი ინფლაცია და ზოგადად მომხმარებელთა ნდობის დაქვეითება უარყოფითად აისახება სმარტფონების გაყიდვებზე. როგორც ჩანს, სმარტფონების მიწოდება უახლოეს მომავალში კვლავ შემცირდება. ფოტოს წყარო: Canalys მეორე კვარტლის შეჯამების შედეგების მიხედვით ბაზრის ლიდერი იყო სამხრეთკორეული გიგანტი Samsung, რომლის წილი დაახლოებით 21%-ს შეადგენდა. კომპანიის სმარტფონების მიწოდების მოცულობა წელიწადში 6%-ით გაიზარდა. მეორე პოზიციას იკავებს Apple 17%-ით (8%-იანი ზრდა), ხოლო სამეულს 14%-ით ხურავს Xiaomi (წლის ჭრილში მიწოდება 25%-ით შემცირდა). გარდა ამისა, ტოპ ხუთეულში შევიდნენ Oppo და Vivo, რომლებიც ფლობენ გლობალური ინდუსტრიის 10% და 9%-ს, შესაბამისად. ყველა სხვა მომწოდებლის სმარტფონების მიწოდების მოცულობამ ერთად შეადგინა 29%. სმარტფონების ბაზრის შემცირებაზე საუბრობს International Data Corporation (IDC). ამ კომპანიის მონაცემებით წლიური მიწოდება 8.7%-ით შემცირდა და 286 მილიონი ერთეული შეადგინა. https://tinyurl.com/yc7bzbye
-
ევროპის საბანკო სამმართველო (EBA) განიცდის თანამშრომლების დეფიციტს, რომლებიც საჭირო არიან კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ზედამხედველობისთვის. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე ხოსე მანუელ კამპამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ „სერიოზული პრობლემის“ მოგვარების ერთ-ერთი გზა მაღალი ხელფასია. თუმცა ეს საკითხი "არ შედის შესაძლო დისკუსიების ფარგლებში" EBA-სა და ევროკომისიას შორის, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. კიდევ ერთ მთავარ სირთულედ კამპამ დაასახელა მარეგულირებელი ჩარჩოს ძალიან ნელი ფორმირება, რომელიც ფეხს ვერ უწყობს ინდუსტრიის განვითარებას. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ 2025 წელს ვრცელი რეგულაციის ძალაში შესვლამდე კრიპტოვალუტებმა შესაძლოა ტრანსფორმაცია განიცადონ. ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. მასში აღწერილია წესები, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტოაქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. დოკუმენტი არ ეხება არაუერთიერთჩანაცვლებად ტოკენებს (NFT). მომდევნო 18 თვის განმავლობაში ევროკომისიამ შესაძლოა შეავსოს იგი შესაბამისი დებულებებით. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წარადგინეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi- და NFT პლატფორმებზე. შეგახსენებთ, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ყველა კრიპტოვალუტა და Stablecoin შეესაბამება სპეკულაციური აქტივების განმარტებას და მათში ვალუტების აღიარება უადგილოა. https://tinyurl.com/4935muvm
-
მიმდინარე კვირაში Intel-მა განაცხადა, რომ დაიწყო გრაფიკულ დაფა Arctic Sound-M-ისა და ვიდეოს ტრანსკოდირების დაფების მიწოდება მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. დაფაში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Intel Big Arc Alchemist ACM-G10, რომელიც წარმოდგენილი იქნება გეიმერებისთვის განკუთვნილ Arc A500 და Arc A700 სერიების სამომავლო მაღალი წარმადობის გრაფიკულ დაფებში. „გრაფიკული პროცესორი Intel Data Center კოდური სახელით Arctic Sound-M უკვე მიწოდებაშია. ეს არის ღია და მოქნილი გრაფიკული პროცესორი, რომელშიც მხარდაჭერილია სამუშაო დატვირთვის ფართო სპექტრი, დაწყებული ქლაუდ გეიმინგიდან და მულტიმედია კონტენტის სტრიმინგიდან. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი მომხმარებლების ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელებას!” - ნათქვამია Intel-ის განცხადებაში. გრაფიკისა და ვიდეოს კოდირებისთვის განკუთვნილ დაფაში, კოდური სახელით Arctic Sound-M, გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი ACM-G10 32 Xe ბირთვით, 4096 ნაკადური პროცესორითა და 16 გბ მეხსიერებით. გრაფიკულ პროცესორ Intel ACM-G10-ს შეუძლია შეასრულოს 4K ფორმატის რვამდე ნაკადის ტრანსკოდირება ერთდროულად, დაამუშავოს 30-ზე მეტი ნაკადი 1080p გაფართოებაზე და შეასრულოს 40-ზე მეტი გეიმინგ ნაკადის რენდერინგი. გარდა ამისა, უფრო სრულყოფილი Intel Arc Alchemist გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში მხარდაჭერილია XMX ინსტრუქციები, რაც ხელოვნური ინტელექტის სამუშაო დატვირთვის აჩქარების საშუალებას იძლევა. Intel Arctic Sound-M-ის მიწოდებაში გამოშვების მთავარი ფაქტორი მდგომარეობს კომპანიის დარწმუნებულობაში, რომ ACM-G10 გრაფიკული პროცესორისთვის განკუთნილი მისი დრავერები და აპლიკაციები საკმარისად კარგია მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. ეს ნიშნავს გარკვეული თამაშების დისტანციურ რენდერინგს ვიდეოს ტრანსკოდირების სახით. საბოლოო მომხმარებლებს, როგორც წესი, ოდნავ სხვა მოთხოვნები აქვთ, რადგანაც ისინი იყენებენ თამაშების უფრო ფართო სპექტრს და გაცილებით მეტ აპლიკაციას. ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი მონაცემთა ცენტრსა და საბოლოო მომხმარებლის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის, პირველი მათგანისთვის მზადყოფნა კარგი ნიშანია. უნდა აღინიშნოს, რომ Intel Arctic Sound-M სერიაში ასევე შედის დაფა Arctic Sound-M, რომელიც მუშაობს ორ „პატარა“ გრაფიკულ პროცესორ ACM-G11-ზე. ეს პროცესორები ასრულებენ იმავე ფუნქციებს, რასაც ერთჩიპიანები. სამწუხაროდ უცნობია, ახდენს თუ არა Intel ორჩიპიანი Arctic Sound-M-ის მიწოდებას. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლები, რომლებიც უკვე იყენებენ Intel-ის სერვერულ GPU-ს, რომელიც დამყარებულია ორ დისკრეტულ Iris Xe GPU-ზე, შეიძლება დაინტერესდნენ მისი შთამომავლით. https://tinyurl.com/mtvfzx6f
-
კომპანია EVGA-მ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის იანვარში წარდგენილი უჩვეულო ღია კომპიუტერი E1 გაყიდვისთვის მზადაა. ახალი მოწყობილობა შემოთავაზებულია სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელი, რომელიც შედგება მხოლოდ კორპუსისა და ვიდეო დაფის ვერტიკალურად განთავსებისთვის საჭირო სამონტაჟო ნაკრებისგან და მისი ფასია 1600 აშშ დოლარი. ფოტოს წყარო: EVGA მეორე ვარიანტში კორპუსისა და სამონტაჟო ნაკრების გარდა წარმოდგენილია ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Kingpin, აგრეთვე 1600 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი EVGA T2. ეს კომპლექტი კომპანიამ 3700 აშშ დოლარად შეაფასა. მესამე ვარიანტში, რომლის სახელწოდებაა Bare Bones, ყველა ზემოთხსენებულ კომპონენტთან ერთად წარმოდგენილია დედა დაფა Z690 Dark Kingpin, სპეციალური გადამყვანი ვიდეო დაფისთვის PowerLink 52u, აგრეთვე პრემიალური შეფუთვა. ამ ნაკრების ფასი 5 ათას აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია აღნიშნავს, რომ პრემიალური შეფუთვა, რომელიც შედგება პლასტმასის კოლოფისგან, ნაკრებთან ერთად უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს. როგორც წესი, EVGA ამ შეფუთვას ცალკე 800 აშშ დოლარად ყიდის. ღია კომპიუტერ EVGA E1-ის მაღალ ფასს კომპანია ხსნის მასში გამოყენებული მასალებით. კომპიუტერის ჩარჩო დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან - იმავე მასალისგან, რაც სუპერმანქანების წარმოებისას გამოიყენება. მისი წყალობით EVGA E1-ის კორპუსი ძალიან მსუბუქი გამოვიდა (იწონის მხოლოდ 4.5 კგ-ს) და ამავე დროს ძალიან მტკიცეა. კომპიუტერი ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება დედა დაფის ჩამოსაკიდებელი კონსტრუქციის წყალობით. წარმოდგენილია GPU-ის ტემპერატურის, ასევე ცენტრალური პროცესორისა და მთელი სისტემისთვის განკუთვნილი ანალოგური სენსორები. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის, ორი USB 3.0 და USB Type-C პორტი. კომპანია აღნიშნავს, რომ კომპიუტერს მომხმარებელი შეკვეთიდან 3-4 კვირის განმავლობაში მიიღებს. რითია გამოწვეული შეფერხება - EVGA არ აკონკრეტებს. შესაძლოა, ღირებულების გათვალისწინებით კომპანია თითოეულ კორპუსს შეკვეთის მიხედვით აწარმოებს. შემადგენელი კომპონენტები დამოუკიდებლად გაყიდვაში უკვე ხელმისაწვდომია. https://tinyurl.com/3nk3mwyu
-
აშშ-ის სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ათავისუფლებს 50$-მდე ღირებულების ციფრული აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს კაპიტალის მოგების გადასახადისგან. დოკუმენტის ავტორები არიან სენატორები პეტ ტუმი და კირსტენ სინემა. მიღების შემთხვევაში დოკუმენტი კრიპტოვალუტების მცირე შესყიდვებს გადასახადებისგან გაათავისუფლებს. 50 აშშ დოლარის ლიმიტი შეიძლება კიდევ დაკორექტირდეს ინფლაციის მოცულობის შესაბამისად. კანონპროექტი არ ვრცელდება ციფრულ აქტივებსა და ფიატს შორის გარიგებებზე. მის თანახმად „ყველა გაყიდვა ან გაცვლა, რომელიც არის ერთი და იგივე ტრანზაქციის ნაწილი (ან დაკავშირებული ტრანზაქციების სერია) უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთი გაყიდვა ან გაცვლა“. აშშ-ში კრიპტოვალუტების მომხმარებლებს ამჟამად კანონით მოეთხოვებათ ციფრული აქტივებით ტრანზაქციებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ანგარიშის ჩაბარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარეგულირებლები განიხილავენ კრიპტოვალუტას პირველ რიგში როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტს და არა როგორც გადახდის საშუალებას. Coin Center-მა, Blockchain Association-მა და Association for Digital Asset Markets-მა მხარი დაუჭირეს სენატორების ინიციატივას. შეგახსენებთ, რომ კრიპტო ტრანზაქციების დაბეგვრის 50 აშშ დოლარიან ბარიერს ასევე შეიცავს კანონპროექტი „პასუხისმგებლიანი ფინანსური ინოვაციების შესახებ“, რომელიც იმავე სენატორებმა ივნისში წარადგინეს. მანამდე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სინტია ლამისმა ივარაუდა დოკუმენტის მიღების დრო 2023 წელი. https://tinyurl.com/ydswbx6p
-
მოსალოდნელია, რომ Apple კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ზღვარს ფლაგმანურ და დაბალბიუჯეტურ მოდელებს შორის სექტემბერში, როდესაც წარდგენილი იქნება მომდევნო თაობის სმარტფონები. უმეტესობა მიიჩნევს, რომ Apple ამ მიდგომას განახორციელებს iPhone Pro მოდელებში ახალ ჩიპსეტ A16-ის გამოყენებით, ხოლო დანარჩენ მოდელებში კვლავ A15 ჩიპსეტს განათავსებს iPhone 13 სერიის მსგავსად. Macworld-ის წარმომადგენელი ჯეისონ კროსი შეეცადა ევარაუდა, რა წარმადობას შეიძლება ველოდოთ Apple A16-ისგან. საერთო აზრის თანახმად Apple A16 ჩიპსეტს დაამზადებს 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, როგორც ეს მოხდა A15 და A14 ჩიპსეტების შემთხვევაში. დიდი ალბათობით, ეს იქნება TSMC-ის მესამე თაობის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობისა და ეფექტურობის მხოლოდ მცირე ზრდას. წარმადობისა და ეფექტურობის გაცილებით მნიშვნელოვანი ზრდა მოხდება მაშინ, როდესაც Apple გადავა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, თუმცა იგი ვერ მოესწრება iPhone 14-ის შემთხვევაში. კროსი მიიჩნევს, რომ A16 შესაძლოა შეიცავდეს 20 მილიარდამდე ტრანზისტორს, რომელთაგან ბევრი გამოყენებული იქნება Neural Engine-ში მანქანური სწავლებისთვის, აგრეთვე გამოსახულების სიგნალების პროცესორისა (ISP) და ვიდეოკოდერებისთვის. არაოფიციალური ცნობებით iPhone 14 Pro-ს ექნება 48-მეგაპიქსელიანი კამერა და მისთვის საჭირო იქნება უფრო წრაფი სიჩქარე ინტერნეტთან დაკავშირებისას. ადეკვატური ინფრასტრუქტურის გარეშე გამოსახულების დამუშავების დრო დაზარალდება, რაც არ შეესაბამება Apple-ის სტრატეგიას. A16-ში, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება ბირთვის იგივე კონფიგურაცია ორი მაღალი წარმადობისა და ოთხი მაღალეფექტური ბირთვით. კროსის აზრით მიმდინარე წელს Apple დანერგავს LPDDR5 მეხსიერებას, რაც ეჭვგარეშეა გაზრდის მეხსიერების სიჩქარეს. LPDDR4x-დან LPDDR5-ზე გადასვლამ შესაძლოა სიჩქარე 50%-ით გაზარდოს. რამდენიმე სხვა პარამეტრთან ერთად A16 უზრუნველყოფს წარმადობის 15%-მდე ზრდას წინამორბედთან შედარებით. რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, ითვლება, რომ Apple გამოიყენებს გრაფიკული პროცესორის ხუთ-ექვს ბირთვს A16-ში. სხვა არქიტექტურული გაუმჯობესებები და LPDDR5 მეხსიერებაზე გადასვლა კიდევ უფრო გაზრდის გრაფიკის წარმადობის დონეს. ყველა პირობის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნება გრაფიკული წარმადობის ზრდა 30%-მდე წინა წლის A15-თან შედარებით. და ბოლოს, კროსი თვლის, რომ iPhone 14 Pro-ში გამოყენებული იქნება მოდემი Qualcomm Snapdragon X65. შარშანდელი iPhone 13 Pro აღჭურვილი იყო 7.5 გბ/წმ სიჩქარის მქონე Snapdragon X60 5G ჩიპით, ხოლო X65 უზრუნველყოფს ჩატვირთვის მაქსიმალურ სიჩქარეს 10 გბ/წმ-მდე. https://tinyurl.com/bd2dn5pb
-
კომპანია ASRock აპირებს გეიმინგ მონიტორების ბაზარზე შესვლას და ამზადებს რამდენიმე მოდელს დასახელებით PG42U, PG34WQ15R, PG32QF, PG27FF. „PG” პრეფიქსი შესაძლოა მიუთითებდეს, რომ მონიტორები შედის სერია Phantom Gaming-ში, რომელშიც კომპანია უშვებს გეიმინგ სისტემებისთვის განკუთვნილ დედა დაფებსა და ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: AMD ASRock-ის მონიტორების ზოგიერთი მოდელი უკვე შენიშნულია ელექტრონული აღჭურვილობის სერტიფიკაციის სხვადასხვა ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ ახალი მოწყობილობების ანონსი ძალიან მალე შედგება. ამჟამად ცნობილია, რომ PG34WQ15R და PG27FF მოდელებს აქვთ AMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr ASRock PG34WQ15R მოდელს აქვს 34-დუიმიანი VA მატრიცა გაფართოებით 3440 × 1440 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, თუმცა ეს სიხშირე ხელმისაწვდომია მხოლოდ DisplayPort-ის მეშვეობით. მონიტორს ასევე აქვს HDMI პორტი 100 ჰერცამდე განახლების მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია ასევე HDR. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr ASRock PG27FF მოდელს აქვს 27-დუიმიანი IPS დისპლეი გაფართოებით 1920 × 1080 პიქსელი კადრის განახლების 165 ჰერცი სიხშირით. მასაც აქვს HDR-ის მხარდაჭერა, ასევე DisplayPort და HDMI პორტები. ცნობილია, რომ კომპანია აპირებს ამ მოდელის რამდენიმე ვერსიის გამოშვებას. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr PG42U და PG32QF მოდელების შესახებ ამჟამად ცნობილი პრაქტიკულად არაფერია. პირველი მათგანი, სავარაუდოდ იქნება 42-დუიმიანი 4K ეკრანის მქონე, მეორეს კი ექნება 32-დუიმიანი ეკრანი 1440p გაფართოებით. ფოტოს წყარო: Consumer.go.kr „კოლეგა კომპანიები“ - ASUS, Gigabyte და MSI - დიდი ხანია დამკვიდრდნენ, როგორც მონიტორების მწარმოებლები. NZXT-მაც კი ცოტა ხნის წინ წარადგინა თავისი პირველი გეიმინგ ეკრანები. კომპიუტერული კომპონენტების მსხვილ მწარმოებლებს შორის მხოლოდ ASRock იყო დარჩენილი მონიტორების წარმოების გარეშე და ეს ვითარება უახლოეს მომავალში შეიცვლება. ჯერჯერობით უცნობია, როდის წარადგენს ASRock ახალ დისპლეებს და რა იქნება მათი ღირებულება. https://tinyurl.com/2p96mubu
-
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დაიწყო გამოძიება Coinbase Global-ის მიმართ იმის გამო, რომ შესაძლოა მოხდა წვდომა ისეთი ციფრული აქტივებით ვაჭრობაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ფასიან ქაღალდებად შეერთებული შტატების რეზიდენტებისთვის. ამის შესახებ სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით წერს Bloomberg. სააგენტოს თქმით SEC-მა დაიწყო Coinbase-ზე უფრო ყურადღებით დაკვირვება, რადგან ბირჟა აფართოებს სავაჭრო ტოკენების რაოდენობას. გარდა ამისა, 21 ივლისს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა Coinbase-ის პროდუქტების უფროს მენეჯერ Ishan Wahi-ს დაპატიმრების შესახებ. მას ბრალი დასდეს ინსაიდერული საქონლის გამოყენებით თაღლითობაში. საქმის მონაწილეები ასევე იყვნენ მისი ძმა და Coinbase-ის თანამშრომელი Sameer Ramani. გამომძიებლების თქმით, ბრალდებულებმა გამოიყენეს კონფიდენციალური ინფორმაცია ბირჟაზე ციფრული აქტივების მომავალი ლისტინგის შესახებ მომგებიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად. SEC-მა ეჭვმიტანილების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მსგავსი თეზისებით და აღნიშნა, რომ საუბარი ეხება ფასიანი ქაღალდების გამოყენებით თაღლითობას. სააგენტომ განახორციელა 25-დან 9 კრიპტოვალუტის კლასიფიცირება, რომლებსაც საქმის მონაწილეები თავიანთ ოპერაციებში იყენებდნენ. Coinbase-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა არ მიმდინარეობს მის პლატფორმაზე. აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისარი კეროლაინ ფამი თვლის, რომ გამოძიებაში SEC-ის მიერ რამდენიმე ტოკენის ფასიან ქაღალდად დასახელებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს მთელი ინდუსტრიისთვის. ივნისში Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრედ გარლინგჰაუსმა SEC დაადანაშაულა იმაში, რომ იგი იყენებდა იძულებით მიდგომას ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა ინდუსტრიისთვის მკაფიო რეგულირებაზე. წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა განაცხადა, რომ სააგენტო ერევა კრიპტოვალუტების სფეროს რეგულირებაში და არაეთიკურად მოქმედებს მის მონაწილეებთან მიმართებაში. Bloomberg-მა ადრე განაცხადა, რომ SEC იძიებდა იყო თუ არა Binance-ის BNB ტოკენი ფასიანი ქაღალდი 2017 წელს მისი გაყიდვის დროს. თუმცა მოგვიანებით კომისიამ ეს ინფორმაცია უარყო. https://tinyurl.com/bdhrjhmy
-
NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების გამოსვლამდე რამდენიმე თვე დარჩა, ექსპერტებისთვის კი ჯერ კიდევ უცნობია ფლაგმანური გრაფიკული ჩიპების გარკვეული მახასიათებლები. დასაწყისისთვის მოდით, განვიხილოთ ის, რაც უკვე ცნობილია, შემდეგ კი გადავიდეთ დამაბნეველ მონაცემებზე. უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, რომ Ada Lovelace სერიაში გაგრძელდება ვიდეომეხსიერების სალტის სიგანის შემცირების ტენდენცია. თუკი ამჟამინდელ თაობა GeForce RTX 3070-ს აქვს 8 გბ ვიდეომეხსიერება 256-ბიტიანი სალტით, GeForce RTX 4070-ს სავარაუდოდ ექნება 160-ბიტიანი სალტე და 10 გბ ვიდეომეხსიერება. იმუშავებს თუ არა GeForce RTX 4060 სერია 128-ბიტიან სალტეზე - ჯერ უცნობია, თუმცა ვითარება ამ მიმართულებით მიდის. როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი გზა გრაფიკული ჩიპის დიდი ენერგომოხმარების დასაცხრობად, რადგან ნებისმიერი სხვა სცენარის შემთხვევაში მივიღებდით საშინლად დიდი ენერგომოხმარების მქონე ვიდეო დაფებს, რაც ბაზრისთვის მიუღებელია. ფლაგმანის სახელწოდება, რომელიც მიმდინარე წელს გამოვა, იქნება GeForce RTX 4090, დანარჩენი გრაფიკული ჩიპები კი 2023 წელს არის მოსალოდნელი. ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ გადავადების მიზეზი ბაზარზე არსებული სიჭარბეა. ჯენსენ ჰუანგს იმედი ჰქონდა, რომ მილიონობით ვიდეო დაფას გაყიდიდა მაინერებზე, მაგრამ ეს მაინერები გაქრნენ და საწყობებში გასაყიდი საქონლის მთები დარჩა. ასევე საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება GeForce RTX 4080-ზე: ვიდეო დაფა დიდი ალბათობით 256-ბიტიანი იქნება, თუმცა ექნება 16 გბ ვიდეომეხსიერება. ასეთ შემთხვევაში დაზარალდებიან ისინი, ვინც გრაფიკულ ჩიპებს რთული გამომთვლელი ამოცანებისთვის იყენებენ. ცხადია, სიჩქარის შემცირება რენდერინგს სასიკეთოდ არ წაადგება. ღია კითხვებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა ინსაიდერები კამათობენ, რომელი ტექნოპროცესი იქნება გამოყენებული. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია, თუმცა ბოლო დროს ნახსენები იყო 4-ნანომეტრიანი. მიიჩნევა, რომ NVIDIA არ არ დახარჯავს ფულს Samsung-ის ახალ 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 ვიდეომეხსიერებაზე GeForce RTX 4090 ვიდეო დაფისთვის. დიდი ალბათობით ასეთ სიჩქარეს კომპანია გადაინახავს უფრო მძლავრი მოდელისთვის, რომელიც ზოგჯერ ფიგურირებს დასახელებით - GeForce RTX 4090 Ti ან Titan. მიიჩნევა, რომ სუპერფლაგმანს ექნება 18432 CUDA ბირთვი, ინსაიდერებმა უკვე იპოვეს მისი კოდური სახელწოდება - AD102-450-A1. სხვათა შორის, სანდო წყაროები აცხადებენ, რომ GeForce RTX 4090 მოდელისთვის განკუთვნილია კოდური სახელი AD102-300-А1. ამ ყველაფერთან მიმართებაში ნამდვილი არეულობაა, ამიტომ სხვადასხვა ცნობაში ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება მოიძებნოს. რაც შეეხება GeForce RTX 4090 Ti-ს (Titan), ასეთი მონსტრის გამოსვლა 2023 წელზე ადრე მოსალოდნელი არ არის. მიიჩნევა, რომ მის შემთხვევაში NVIDIA ყველაფერს გააკეთებს, რათა ვიდეო დაფამ არა მხოლოდ პირველი ადგილი დაიკავოს, არამედ დიდი დისტანციით ჩამოიტოვოს უკან AMD-ის მიერ წარმოებული პოტენციური კონკურენტი. ამ შემთხვევაში ეჭვი არავის ეპარება, რომ დაფას 24 გბ/წმ სიჩქარის მქონე ვიდეომეხსიერება ექნება, მეხსიერების მოცულობა 48 გბ კი ერთგვარ გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, ასეთი მაჩვენებლის მიღწევა კვებაზე შეზღუდვის მოხსნის შედეგად იქნება მიღწეული. ვიცით, რომ ეტალონური ვერსიის სითბური პაკეტი 800-ვატიანია, თანაც არაერთხელ გვინახავს, როგორ განბლოკავენ NVIDIA-ს პარტნიორები ამ მაჩვენებელს სიჩქარის გაზრდის მიზნით. ენერგომოხმარებაზე საუბრისას აქვე აღვნიშნავთ, რომ GeForce RTX 4090 მოდელი ამ მხრივ საკმაოდ თავშეკავებულია და არ მოიხმარს 450 ვატზე მეტს. ფლაგმანის პირველი ინჟინრული ნიმუშები უკვე მოხვდა ტესტერების ხელში. გავრცელდა 3DMark Time Spy Extreme ტესტების შედეგები, სადაც ქულების ორმაგი ზრდა დაფიქსირდა GeForce RTX 3090-თან შედარებით, კადრების რაოდენობა Control-ში კი 2.2-ჯერ გაიზარდა. ჯამში ფლაგმანების ამ მრავალფეროვნებიდან ყველაზე საინტერესო შეიძლება გახდეს GeForce RTX 4080 Ti. ვინაიდან 384-ბიტიანი სალტე განკუთვნილია ექსკლუზიურად GeForce RTX 4090 სერიისთვის, მის შემთხვევაში გეიმერები ელოდებიან 320 ბიტს და 20 გბ ვიდეომეხსიერებას. ეჭვგარეშეა, რომ ვიდეომეხსიერების მოცულობის ზრდა სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. რაც შეეხება მეხსიერების სალტეს, გეიმერების უმეტესობა ასეთ დეტალებს საერთოდ არ უღრმავდება. https://tinyurl.com/2mtck9fw
-
- 2
-
-
მიმდინარე დროისთვის მხოლოდ ერთმა მწარმოებელმა გამოუშვა დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Arc A380-ის არარეფერენსული ვერსია - ეს არის ჩინური კომპანია Gunnir. მალე მას შეუერთდება კიდევ ერთი, მაგრამ ამჯერად ვიდეო დაფების უფრო მეტად ცნობილი მწარმოებელი - ტაივანური კომპანია AsRock. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დრომდე AsRock აწარმოებდა მხოლოდ AMD Radeon სერიის ვიდეო დაფებს. ფოტოს წყარო: Bilibili ჩინურ სოციალურ პლატფორმა Bilibili-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ASRock-ის Intel Arc A380 ვიდეო დაფა. იგი გახდება Challenger სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ASRock გამოუშვებს გრაფიკული ბარათების უფრო ხელმისაწვდომ ვერსიებს. ASRock Arc A380-ს ექნება ერთი ქულერი, ალუმინის საკმაოდ კომპაქტური რადიატორი და სისტემური ბლოკის შემადგენლობაში დაიკავებს გაფართოების ორ სლოტს. იმის გათვალისწინებით, რომ Intel Arc A380 საბაზისო დონის ამაჩქარებელია, გაგრილებისადმი ამგვარი მიდგომა სავსებით საკმარისია. რაც შეეხება Gunnir Intel Arc A380 Photon ვერსიას, მასში წარმოდგენილი ორი ქულერი კი ცოტა გადაჭარბებულად გამოიყურება. ბოლოს და ბოლოს, ეს მოდელი წარმადობით Radeon RX 6400-ის დონემდეც კი ვერ აღწევს. ASRock-ის მიერ წარმოებულ Arc A380 დაფას ისევე, როგორც Gunnir-ის მიერ დამზადებულ ვერსიას, ექნება ერთი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფა მოიხმარს ეტალონურ 75 ვატზე მეტს. სამწუხაროდ პლატფორმა Bilibili-დან გაზიარებული ვიდეო არ შეიცავს რაიმე დეტალს სამომავლო ამაჩქარებელ ASRock Arc A380-ის შესახებ, ამიტომ ვიდეო დაფის ზუსტი მახასიათებლები, ისევე როგორც ინფორმაცია მისი გამოშვების დროის შესახებ, უცნობი რჩება. https://tinyurl.com/mpm5m7d7
