Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. კორპორაცია Meta-მ გააფართოვა საპილოტე პროექტი სოციალურ ქსელ Facebook-ში არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ინტეგრაციისთვის. „ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ადამიანებს, გამოაქვეყნონ კოლექციონირების ციფრული პროდუქტები, რომლებსაც ფლობენ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში. კომპანიის თქმით სიახლე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს „დააკავშირონ თავიანთი ციფრული საფულე ნებისმიერ აპლიკაციასთან“ NFT-ების გასაზიარებლად. წყარო: Meta. შეგახსენებთ, რომ მაისში Meta-მ აამოქმედა საპილოტე პროექტი NFT-ის Instagram-ში ინტეგრაციის მიზნით. შერჩეულ მომხმარებლებს მიეცათ უფლება დაეყენებინათ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები თავიანთი პროფილის ფოტოდ. აგვისტოში ინიციატივა გაფართოვდა დამატებით 100 ქვეყანაში. https://tinyurl.com/55snz54m
  2. რესურს HD Tecnologia-მ გამოაქვეყნა AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსის სლაიდები. წარმოდგენილი ფოტოების თანახმად AMD Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებში უზრუნველყოფილია IPC-ის 13%-იანი მატება Zen 3 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროდუქტებთან შედარებით, აგრეთვე ერთნაკადიანი წარმადობის 29%-მდე ზრდა, თუკი Ryzen 5000 სერიის მოდელების მიღწევებს შევადარებთ. რაც შეეხება Ryzen 7000-ის მოდელების ხაზს, AMD მზადაა წარადგინოს ოთხი ახალი პროცესორი: ფლაგმანურ Ryzen 9 7950X-ს აქვს 16 ბირთვი/32 ნაკადი, 80 მბ ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 4.5-5.7 გჰც სიხშირის დიპაზონში; Ryzen 9 7900X-ს აქვს 12 ბირთვი/24 ნაკადი, 4.7/5.6 გჰც სიხშირე, 76 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 7 7700X რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანია, მისი სიხშირეა 4.5/5.4 გჰც საბაზისო/მაქსიმალურ რეჟიმებში, აქვს 40 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 5 7600X მოდელს აქვს 6 ბირთვი SMT-ის მხარდაჭერით, სიხშირე - 4.7/5.3 გჰც ნომინალურ/boost რეჟიმებში, ასევე 38 მბ ქეში. ფოტოს წყარო: Twitter, HD Tecnologia ორი უფროსი მოდელის TDP-ის დონე 170 ვატია, 8- და 6-ბირთვიანი პროცესორები კი მოიხმარენ 105 ვატს. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასები შემდეგნაირია: სერიის ფლაგმანი Ryzen 9 7950X შეფასებულია 699 აშშ დოლარად, Ryzen 9 7900X – 549 $, Ryzen 7 7700X და Ryzen 5 7600X მოდელების ფასები კი 399 და 299 აშშ დოლარია, შესაბამისად. https://tinyurl.com/5n66md2d
  3. კომპანია AMD-მ Ryzen 7000 სერიის პროცესორებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გააზიარა მომავალი თაობის ვიდეო დაფების გარკვეული დეტალები და ერთ-ერთი მათგანი აჩვენა კიდეც ღონისძიებაში მონაწილეებს. კომპანიამ ასევე გააზიარა RDNA 3 გრაფიკის მუშაობის პროცესი და დააანონსა მისი გამოსვლის თარიღი. AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები შემდგარი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან). ცხადია, რომ მათ TSMC გამოუშვებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები ვიდეო დაფა საკმაოდ მოზრდილია, გარეგნულ დიზაინს რაც შეეხება, ჩანს ეტალონური Radeon RX 6000 სერიის დიზაინის განვითარება - თვალშისაცემია მემკვიდრული იერსახე. ასევე მითითებული იყო, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას თითო მოხმარებულ ვატზე აქტუალურ (Radeon RX 6000 არქიტექტურა RDNA 2-ზე) მოწყობილობებთან შედარებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ლიზა სუმ ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად ახალი თაობის Radeon გრაფიკა ტესტირებებს გადის AMD-ის ლაბორატორიებში და მისი წარმადობა „გასაოცარია“. გრაფიკის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა თამაშ Lies Of P-ში, რომელსაც ამჟამად ამზადებს Neowiz Games და გამოუშვებს 2023 წელს. AMD-ს არ უჩვენებია FPS, არც ვიდეო დაფის წარმადობის სხვა მონაცემები. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ამაჩქარებელი მუშაობდა ახალ ფლაგმან Ryzen 9 7950X-თან ერთად. და ბოლოს, AMD-ს ხელმღვანელმა პირობა დადო, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. უფრო კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. https://tinyurl.com/3kjma62e
      • 1
      • Upvote
  4. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული NVIDIA-ს კვარტალური ანგარიში ფართო განხილვის საშუალებას იძლევა, თუმცა ყველაფერი არ გასაჯაროვებულა - ფორმა 10-Q კომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად, მასში კი, როგორც წესი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია შედის. Wedbush Securities-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში NVIDIA-მ კვარტალში საშუალოდ 800 მლნ აშშ დოლარი მიიღო მაინერებისთვის საჭირო ვიდეო დაფების რეალიზაციიდან, რომ არ ჩავთვალოთ სპეციალიზებული CMP ამაჩქარებლები, რომელთა მიწოდების მოცულობა მიმდინარე წელს შემცირდა. ფოტოს წყარო: NVIDIA ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში მეორე ბუმმა NVIDIA-ს შესაძლებლობა მისცა მიეღო 4.8 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი, თუმცა ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ Ethereum-ის ქსელის ფუნქციონირების მოდელის რეფორმის ფონზე მაინერებისგან ვიდეო დაფებზე მოთხოვნა შემცირდეს. NVIDIA-ს სიტუაციას გაურთულებს ვიდეო დაფებზე ფასების შემცირება, ასე რომ მისი შემოსავალი ერთად რამდენიმე ფაქტორის გამო შემცირდება. https://tinyurl.com/mpe2f962
  5. Barron's-თან ინტერვიუში სააგენტო Jon Peddie Research-ის დამფუძნებელმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უახლოეს თვეებში შეძლებს ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას NVIDIA-ს შესაძლებლობაზე - წინააღმდეგობა გაუწიოს ვიდეო დაფების ბაზარზე არსებულ კრიზისს. ცხადია, რომ მოდელ „proof of work“-ზე Ethereum-ის უარის თქმის შემდეგ მეორად ბაზარზე გამოყენებული ვიდეო დაფების უზარმაზადი ნაკადის შემოდინება მოხდება, ფასი კი წაახალისებს დაბალბიუჯეტურ გეიმერებს - განიხილონ მეორადი ბაზრის მაცდური შეთავაზებები, რაც NVIDIA-ს შესაძლებლობას ართმევს გაყიდოს ახალი ვიდეო დაფების სასურველი რაოდენობა. ფოტოს წყარო: AMD როგორც პირველწყაროშია აღნიშნული, ბევრი ანალიტიკოსი ითვალისწინებს AMD-ის მხრიდან კონკურენციის ფაქტორსაც, რომელმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს არქიტექტურა RDNA 3-ზე დამყარებული ვიდეო დაფები. მათ მიაწერენ არა მხოლოდ ფასი-ხარისხის შეფარდების ზრდას, არამედ ჩიპლეტების გამოყენებას. Jon Peddie Research-ის აზრით ვიდეო დაფების ბაზარზე „ფასების ომში“ AMD-ს აშკარა უპირატესობა ექნება სწორედ ჩიპლეტების გამოყენების გამო. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომელსაც Lisa Su ხელმძღვანელობს - დაიბრუნოს სამომხმარებლო გრაფიკული ბარათების ბაზარზე პოზიციის ნაწილი მაინც. https://tinyurl.com/549fs7dj
  6. სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ცნობები პროცესორ Intel Core i9-13900-ის წარმადობის შესახებ, რომელიც სამომავლო სერია Raptor Lake-ს მიეკუთვნება. ტელემეტრიის მონაცემების თანახმად ტესტირების ფარგლებში პროცესორის ზოგიერთი ბირთვის სიხშირემ 5.57 გჰც ნიშნულს მიაღწია. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel Core i9-13900-ის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი, მათგან ჯამურად მხარდაჭერილია 32 ვირტუალური ნაკადი. Core i9-13900K-სგან გასნხვავებით, რომელსაც თავისუფალი მამრავლები და 125-ვატიანი TDP-ის დონე აქვს, “K“ სუფიქსის არმქონე ვერსიას დაბლოკილი მამრავლები აქვს და 65 ვატი ენერგომოხმარების დონე. ფოტოს წყარო: Geekbench პროცესორის ტესტირება მოხდა Gigabyte Z690 Gaming X დედა დაფაზე 32 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენებით. ერთნაკადიან ტესტში ჩიპმა დააგროვა 2130 ქულა, მრავალნაკადიანში - 20131. შედეგად მან შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Core i9-12900K, რომელიც ამავე ტესტებში აფიქსირებს 1988 და 17245 ქულას შესაბამისად, რაც 10% და 17%-ით ნაკლებია. ფოტოს წყარო: Geekbench Intel-ის ახალმა პროცესორმა ასევე უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური AMD Ryzen 9 5950X, რომელიც ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტესტებში აგროვებს 1685 და 16496 ქულას, შესაბამისად. ეს მაჩვენებლები 26% და 22%-ით დაბალია Core i9-13900-ის შედეგებთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მე-13 თაობის Core პროცესორებს Intel წარადგენს ღონისძიება Innovation-ზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება. ახალი პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში. https://tinyurl.com/5d97n7nz
  7. 29 აგვისტოს Coinbase გამოუშვებს ნანოფიუჩერსებს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაში. CFTC-ის თანხმობისთვის Bitcoin-ბირჟა უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით ვაჭრობას ბროკერების მეშვეობით. კრიპტოდერივატივებზე წვდომას მიიღებენ EdgeClear, Ironbeam, NinjaTrader, Optimus Futures, Stage 5, Tradovate, ABN AMRO, ADMIS, Advantage Futures, ED&F Man და Wedbush-ის მომხმარებლები. ფიუჩერსები აშშ დოლარში ანგარიშსწორებით უდრის ETH-ის ღირებულების 1/10-ს. 27 ივნისს პლატფორმამ Bitcoin-ის ნანოფიუჩერებით ვაჭრობა დაიწყო. საშუალო დღიურმა ბრუნვამ შეადგინა 77000 კონტრაქტი. Coinbase-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში ისინი მოელიან ფიუჩერსული შუამავლის ლიცენზიის (Futures Commission Merchant, FCM) მოპოვებას, რაც მათ საშუალებას მისცემს ასეთი ინსტრუმენტები პირდაპირ შესთავაზონ მომხმარებლებს. Coinbase-მა დერივატივებთან დაკავშირებული ქვეგანყოფილების განვითარების გეგმები მარტში წარადგინა. ადრე CME-მ გამოაცხადა Ethereum-ის ფიუჩერსებზე ოფციონებით ვაჭრობით დაწყება 12 სექტემბრიდან. https://tinyurl.com/54rjk566
  8. კომპანია Meta-ს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პოდკასტერ Joe Rogan-თან ინტერვიუში განაცხადა აღამსრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა. მან დაადასტურა, რომ მოწყობილობა კოდური სახელით Project Cambria, დიდი ალბათობით, წარდგენილი იქნება ყოველწლიურ ღონისძება Connect-ის დროსთან მიახლოებით. ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg „მოწყობილობას, რომელიც ოქტომბერში გამოვა, მთელი რიგი საინტერესო ფუნქციები ექნება“ - აღნიშნა ცუკერბერგმა. მაგალითის სახით მან მოიყვანა ფუნქცია, რომელიც გააფართოვებს სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს ვირტუალურ რეალობაში. იგი დაფუძნებული იქნება მომხმარებლის სახისა და თვალის მოძრაობის თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე. „ვირტუალურ რეალობაში გაჩნდება მხედველობითი კონტაქტის შესაძლებლობა. სახის გამოკვლევის ტექნოლოგია შეცვლის ციფრული ავატარის მიმიკას მომხმარებლის მიმიკის შესაბამისად რეალური დროის რეჟიმში“ - აღნიშნა Meta-ს ხელმძღვანელმა. გავრცელებული ხმების თანახმად Project Cambria-ს VR-ჰედსეტის ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა იყოს Meta Quest Pro. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა ბევრად ძირადღირებული იქნება აქტუალურ მოდელ Meta Quest 2-თან შედარებით, რომლის ფასი აგვისტოს შემდეგ 399 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია აგრეთვე ამზადებს ახალ VR-ჰედსეტს, რომელიც Quest 2-ს ჩაანაცვლებს. https://tinyurl.com/47fy838y
  9. Tesla-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, ექსპლუატაციისთვის მზადებაში არსებული Starlink-ის მეორე თაობის თანამგზავრებს აქვს ფიჭური კავშირის ანტენები და შეძლებენ სმარტფონთან ურთიერთქმედებას, აგრეთვე თანამგზავრული ქსელი მხარდაჭერილი იქნება Tesla-ს ელექტრომობილებში. ფოტოს წყარო: Vlad Tchompalov/unsplash.com T-Mobile-თან ერთობლივი ღონისძიების დროს, რომელიც ეძღვნებოდა მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის საკითხს, მასკმა უპასუხა უამრავ კითხვას, მათ შორის Tesla-ს ელექტრომობილების დაკავშირების შესაძლებლობას. შეერთებულ შტატებში ამ ელექტრომობილებს გააჩნია მობილური კავშირი AT&T-ის LTE ქსელთან, თუმცა Starlink-ის გამოყენება ტექნოლოგიას შემდეგ დონეზე აიყვანს. ჯერჯერობით მასკს არ გაუზიარებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს Tesla-ს სატელიტური კომუნიკაციები. ცნობილია, რომ თანამგზავრი მის დაფარვის ზონაში უზრუნველყოფს მობილურ კომუნიკაციას 2-4 Mbps-მდე სიჩქარით, ხოლო არხის სიგანე უნდა გაიყოს შესაბამისი ტექნოლოგიის ყველა მომხმარებელზე. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის Tesla-ს პრემიუმ ტარიფის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ აქვთ წვდომა, მაგალითად, რეალურ დროში მანქანის კამერებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, კავშირი, რომელიც მართალია არ არუს სწრაფი, მაგრამ მუშაობს ყველაზე კარგად „ყველგან, სადაც ცა ჩანს“. დროთა განმავლობაში Tesla-მ შეამცირა კავშირის პაკეტები, რომლებიც ელექტრომობილების მოყვება. თუ 2018 წლის ივნისის ბოლომდე შეძენილი მანქანები მოიცავდა Premium Connectivity პაკეტს დამატებითი საფასურის გარეშე, Tesla Premium Connectivity პაკეტის დამატება ახლა თვეში 9.99 აშშ დოლარი ღირს ან წელიწადში 99 აშშ დოლარი. AT&T-ის 3G ქსელის ცოტა ხნის წინანდელმა გათიშვამ აჩვენა, რომ საჭირო გახდება 2015 წლის შუა პერიოდში აწყობილი, LTE მოდემის არმქონე მოდელების განახლება 200 აშშ დოლარად ქსელის ახალი სტანდარტის გამოყენებისთვის, ხოლო ძველი გამოწერის ტარიფები ვრცელდება მხოლოდ არაგანახლებულ მოდელებზე. Tesla-ს ახალი და მეორადი ელექტრომობილებისთვის შემოთავაზებულია პაკეტი Standard Connectivity რვა წლის ვადით იმავე დღის ჩათვლით, როდესაც მოხდება მფლობელისთვის ელექტრომობილის მიწოდება ან დაიწყება ელექტრომობილის გამოყენება (მაგალითად, როცა საუბარი ეხება სადემონსტრაციო ნიმუშს). https://tinyurl.com/zzyvsybx
  10. Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 100 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა რეალური ეკონომიკური აქტივობა ბლოკჩეინში გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს შეფასება. ამის შესახებ Ark Invest-ის ანალიტიკოსმა David Puell-მა ისაუბრა. Puell-მა მოიხსენია სერვის Glassnode-ის მონაცემები. ეს უკანასკნელი გაანგარიშებისას ითვალისწინებს გადარიცხვებს ერთსა და იმავე მომხმარებლების საფულეებს შორის. მისი აზრით რეალურ ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი 7.3 ტრლნ აშშ დოლარია. „კუმულაციური ეკონომიკური აქტივობის ჭეშმარიტი საზომისთვის ნიშნული არის 7.3 ტრილიონი აშშ დოლარი (მორგებული ცვლილებებისა და მოქმედი პირებისთვის)“ - წერს იგი. ამ მნიშვნელობის მისაღწევად, Puell-მა გამორიცხა ტრანზაქციები, რომლებიც არ მოიცავდა გადარიცხვებს ორ ცალკეულ სუბიექტს შორის. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს Bitcoin-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიო 1 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა - პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ. https://tinyurl.com/2jdwr3wa
  11. DigiTimes-ის თანახმად AMD შეიძლება გახდეს TSMC-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი წლის მეორე ნახევარში 5-ნანომეტრიან პროდუქტებზე შეკვეთების გაზრდის გამო, რომლებსაც გამოიყენებს როგორც სამომხმარებლო, ასევე სასერვერო სეგმენტში. ამ დრომდე TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებლის სტატუსი Apple-ს უკავია, რომელიც არა მხოლოდ მაქსიმალურ კვოტებს იღებს საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის, არამედ ერთ-ერთი პირველია, ვინც წვდომა მიიღო უახლეს ლითოგრაფიაზე. ფოტოს წყარო: DigiTimes ასეთი პოზიცია TSMC-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სტრუქტურაში საშუალებას მისცემს AMD-ს - მოითხოვოს გარკვეული პრეფერენციები - თუ არა ფასის, მაშინ შეკვეთის დამზადების პრიორიტეტის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია ბაზრის გარკვეული სეგმენტებში ჩიპების მუდმივი დეფიციტის პირობებში. გარდა ამისა, კონკურენტს პრობლემები აქვს ახალი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით, AMD უფრო აქტიურად ავიწროვებს Intel-ს ცენტრალური პროცესორების სეგმენტში და ამ პირობებში პროდუქციის მიწოდების სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი ხდება. https://tinyurl.com/5c2k58w6
  12. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა საშუალო დონის სმარტფონ Redmi Note 11 SE-ს ახალი ვერსია. როგორც ირკვევა, ეს მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება დამტენი მოწყობილობის გარეშე, რაც მთელი რიგი მომხმარებლებისთვის შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi-მ დამტენის გამორიცხვა ზოგიერთი სმარტფონიდან 2020 წელს დაიწყო ფლაგმან Mi 11-ის ანონსით. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვა კომპანიების მსგავსად, კომპანიამ განმარტა გარემოზე ზრუნვით. გარდა ამისა, დამტენის არარსებობა შეფუთვის სისქის შემცირების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, იკლებს მისი დამზადებისა და მეტიც - ლოჯისტიკის ხარჯები: ერთ კონტეინერში მეტი სმარტფონი განთავსდება. ამჟამად ცნობილია, რომ Redmi Note 11 SE იქნება Redmi სერიის პირველი სმარტფონი, რომლის ნაკრებში არ შევა დამტენი ბლოკი. შეფუთვაში თავად სმარტფონის გარდა მოცემული იქნება USB Type-C სადენი, SIM-ბარათის ამოსაღები ჩხირი, დამცავი ქეისი, მცირე ზომის სამომხმარებლო სახელმძღვანელო და საგარანტიო ტალონი. ამრიგად, დიდი ალბათობით, მომავალში Redmi სერიის სხვა სმარტფონებსაც აღარ ექნება კომპლექტში დამტენი მოწყობილობა. კომპანია Xiaomi ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. Redmi Note 11 SE სმარტფონის ახალ ვერსიას აქვს 6.43-დუიმიანი Full HD+ AMOLED ეკრანი, პროცესორი MediaTek Helio G95, 13-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, ოთხი ძირითადი კამერა კონფიგურაციით 64 + 8 + 2 + 2 მპ და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/y5b69rpk
  13. კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დააანონსა ტოკენ Coinbase Wrapped Staked ETH-ის (cbETH) გამოშვება. ეს არის წარმოებული აქტივი, რომელიც გამოდის პლატფორმაზე სტეიკინგში დაბლოკილი Ethereum-ის უზრუნველყოფით. cbETH არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი. შესაძლებელია აქტივის გამოტანა პლატფორმიდან და გამოყენება სხვადასხვა DeFi პროტოკოლებში. პლატფორმა დე-ფაქტო-დ ახდენს ლიკვიდური სტეიკინგის ფუნქციის რეალიზებას. ბოლო მათგანი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ დამატებითი შემოსავალი Proof-of-Stake ალგორითმის ბაზაზე ტოკენების ბლოკირებით. ინიციატივა 10-20 სექტემბერს დაგეგმილი ე.წ. The Merge-ის მოლოდინში ხორციელდება. „CbETH-ით Coinbase მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს უზარმაზარ კრიპტო ეკოსისტემაში“, - ნათქვამია white paper-ში. cbETH კონკურენციას გაუწევს stETH-ს Lido Finance-ისგან. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში Coinbase Prime-ის ამერიკელმა მომხმარებლებმა მიიღეს Ethereum-ის სტეიკინგის შესაძლებლობა. კომპანიამ ადრე გამოაცხადა ზოგიერთი ოპერაციების შეჩერება Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის დროს. https://tinyurl.com/26x7tady
  14. Corsair-მა დააანონსა უნიკალური მონიტორი Xeneon Flex 45WQHD240 გეიმინგ კომპიუტერებისთვის. სიახლე, როგორც აღინიშნა, შეიქმნა LG Display-ის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფოტოს წყარო: Corsair მონიტორს საფუძვლად უდევს 45-დუიმიანი ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა. პანელის გაფართოებაა 3440 × 1440 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 21:9. ტექნოლოგია Low Blue Light ხელს უწყობს ლურჯი გამოსხივების შემცირებას და ხანგრძლივი მუშაობისას ამცირებს თვალებზე დატვირთვას. მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია სიმრუდის ცვლილების შესაძლებლობა. შესაძლებელია ბრტყელი მდგომარეობიდან დისპლეის მექანიკურად ტრანსფორმირება 800R სიმრუდის მქონე რკალისებრ პოზიციაში. ამრიგად, ყოველ მომხმარებელს შეუძლია თავისთვის შესაბამისი კონფიგურაცია მოირგოს. მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 1000 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1 350 000:1, რეაგირების დრო - 0.03 მწ (GtG), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცამდე. მოწყობილობა თავსებადია ტექნოლოგიებთან NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც აღმოფხვრიან კადრის დამახინჯებას და ხელს უწყობენ გეიმინგ პროცესის დინამიურობის ამაღლებას. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI (×2) და DisplayPort, ასევე USB Type-C და USB Type-A პორტები. მონიტორის დამატებით მახასიათებლებს და ფასს კომპანია Corsair მოგვიანებით გაასაჯაროვებს. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=6_SPs3pXsLk https://tinyurl.com/247296am
  15. მიმდინარე წელს რამდენჯერმე გაიზარდა ფასები Tesla-ს ელექტრომობილებზე, თუმცა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზით კომპანია დებს გარკვეულ მარაგს მასალების ღირებულების სამომავლო მატებისთვის და თუ მათი ღირებულება დასტაბილურდება, შესაძლოა ელექტრომობილების ფასებიც შემცირდეს. ჯერჯერობით კი არაოფიციალური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ სექტემბერში Tesla-მობილების ფასები შესაძლოა კიდევ 1-2 ათასი აშშ დოლარით გაიზარდოს. ფოტოს წყარო: Tesla ამ ინფორმაციას აზიარებს ვებ-გვერდი DigiTimes და განმარტავს, რომ Tesla აქტიურად ზრდის ელექტრომობილების წარმოების მოცულობას არა მხოლოდ შანხაიში, არამედ ტეხასსა და ბერლინში. ამ ვითარებას დიდად ხელს არ უშლის უახლესი პრობლემები ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არსებულ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, სადაც საავტოომობილოკომპონენტების მრავალი მომწოდებელი მუშაობს. რაც შეეხება ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებას, Tesla-ს საკმარისი ალტერნატიული წყარო ჰქონდა კრიზისის დროს, ამიტომ იგი მოქნილად მანევრირებს ცვალებად პირობებში და აგრძელებს წარმოების გაფართოებას. ტეხასის შტატში ახლახანს გახსნილმა ობიექტმა უკვე მიაღწია აღჭურვილობის მიწოდების 70%-იან მაჩვენებელს. თუმცა, ტაივანური წყაროების თანახმად ავტო კომპონენტების შესყიდვის გაზრდილი ხარჯები მაინც აიძულებს Tesla-ს - სექტემბრის დასაწყისში იფიქროს ელექტრომობილების ფასის 1000 ან 2000 აშშ დოლარით გაზრდაზე. საავტომობილო ბაზრისთვის კარგი სიახლე არის საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მზადყოფნა - მოახდინონ იმ საწარმოო ხაზების ორიენტირის შეცვლა, რომლებიც გამოიყენებოდა სამომხმარებლო ელექტრონიკის სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩიპების დაასამზადებლად. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მეორად ბაზარზე ფასები გასული 12 თვის განმავლობაში საშუალოდ ერთნახევარჯერ გაიზარდა. კონკრეტულად Tesla-ს პროდუქციაზე კი ფასები საშუალოდ 19.2%-ით გაიზარდა, ამასთან, ფლაგმანური სედანების ღირებულებამ მოიმატა 27.5%-ით. ამ პრობლემების ნაწილი წარმოშობილია ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით, თუმცა ბატარეების წარმოებისთვის საჭირო მინერალების ბაზარზე ვითარება არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ თვითღირებულება გარდაუვლად იზრდება. https://tinyurl.com/2fr2k8w9
  16. Bitcoin გამოდის მოკლევადიანი გადაჭარბებული გაყიდვის ზონიდან. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს დღეებში ან კვირებში Active Address Sentiment Indicator-ის (AASI) on-chain მეტრიკის მიხედვით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე გამოსახულია ყვითელი ხაზი, რომელიც კვეთს აქტიური მისამართების რაოდენობის ცვლილებების დიაპაზონის ქვედა ზღვარს. წყარო: LookIntoBitcoin. ეს, ინდიკატორის აღწერილობის მიხედვით, არის ბაზრის განწყობის გაუმჯობესებისა და კრიპტოვალუტის პოტენციური ზრდის ნიშანი მოკლევადიან პერიოდში. წმინდა არარეალიზებული მოგება/ზარალის (NUPL) ინდიკატორი მიუთითებს, რომ Bitcoin ზედმეტად არის გაყიდული - ხაზი კვლავ ჩადის „კაპიტულაციის“ ზონაში. წყარო: Look Into Bitcoin. მსგავს სიგნალს დემონსტრირებს უფრო გრძელვადიანი ინდიკატორი - RHODL Ratio. წყარო: Look Into Bitcoin. „RHODL თანაფარდობა სასარგებლოა Bitcoin-ის ფასის პროგნოზირებისთვის ექსტრემალური ბაზრის პირობებში. მას შეუძლია განჭვრიტოს ის პერიოდი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა შეიძლება დაიწიოს. ამ შემთხვევაში, მეტრიკის ხაზი შედის წითლად ხაზგასმულ ზედა დიაპაზონში. ასევე, ფასმა შეიძლება დაიწყოს მატება მას შემდეგ, რაც ინდიკატორის მაჩვენებლები გარკვეული დროით დარჩება მწვანე დიაპაზონში“, - ნათქვამია ინსტრუმენტის აღწერაში. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 21400 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასი 11.4%-ით შემცირდა CoinGecko-ს მიხედვით. https://tinyurl.com/2p8nrn7s
  17. როგორც The Register განმარტავს, საწარმოო კონფერენცია Hot Chips-ზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა Patrick Gelsinger ისაუბრა არა მხოლოდ მომავალი პროცესორების აწყობის მიდგომაზე კონკრეტული მაგალითების გამოყენებით, არამედ შეეხო თემას უფრო ფართო ასპექტში. როგორც წესი, კომპანიისთვის მიძღვნილი „ მურის კანონი“ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული, როგორც აქტუალური და ეფექტის შემნარჩუნებელი, 2030 წლისთვის კი პროგნოზირებენ ჩიპების გამოჩენას ერთი ტრილიონი ტრანზისტორით ამჟამინდელ ას მილიარდთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel, The Register ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მონოლითურ კრისტალებს ხსენებული რაოდენობის ტრანზისტორით. Intel აპირებს განავითაროს ჩიპების შეფუთვის ჰეტეროგენული ტექნოლოგიები, მათ შორის მესამე მხარის პროდუქტები. მათი ურთიერთინტეგრაციისთვის გამოყენებულ იქნება UCIe ინტერფეისი (Universal Chiplet Interconnect Express), რომელიც დაფუძნებულია PCI Express სტანდარტზე. მისი დანერგვა Intel-ს დაეხმარება განავითაროს საკუთარი საკონტრაქტო ბიზნესი, რადგან კომპანია აპირებს აწარმოოს კომპლექსური პროდუქტები მესამე მხარის მომხმარებლებისთვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, განახორციელოს მათი ინტეგრირება თავის ჩიპლეტებში სუბსტრატის დონეზე. https://tinyurl.com/5am7wbr4
  18. კომპანია ASUS-მა გამოფენა Gamescom 2022-ზე დააანონსა სისტემა ROG Rapture GT6, რომელიც განკუთვნილია mesh-ქსელების ამოქმედებისთვის გეიმინგ-ტრაფიკის გადაცემაზე ოპტიმიზაციით. ფოტოს წყარო: ASUS ახალი მოწყობილობა სამდიაპაზონიანია. მხარდაჭერილია სტანდარტი Wi-Fi 6 ან IEEE 802.11ax. ცნობილია, რომ უსადენო ქსელის სიჩქარე აღწევს 10000 მბ/წმ-ს. რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია ASUS RangeBoost Plus, რომელიც Wi-Fi-ს დაფარვას აუმჯობესებს. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ცხრა ინტეგრირებული ანტენის გამოყენება, რაც მდგრად სიგნალს უზრუნველყოფს. სისტემას შეუძლია 540 მ2-დე ფართობის დაფარვა. დეველოპერები გამოყოფენ გეიმინგ ტრაფიკის გადაცემის სიჩქარის გაზრდის სამდონიან ტექნოლოგიას. მოწყობილობას აქვს ქსელის პორტი WAN სიჩქარით 2.5 გბ/წმ და სამი LAN პორტი Link Aggregation ფუნქციით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია USB კონექტორი. ROG Rapture GT6-ისთვის გათვალისწინებულია ფერის მხრივ ორი ვარიანტი - შავი და თეთრი. ხელმისაწვდომია ფერადი განათება Aura RGB ROG ლოგოტიპის სახით. კორპუსზე არსებული სავენტილაციო ჭრილები უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის კარგ ცირკულაციას. გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობების სავარაუდო ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი. https://tinyurl.com/2792bec5
  19. Capriole Investments-ის დამფუძნებელი ჩარლზ ედვარდსი „სირთულის ხაზის“ ინდიკატორის მონაცემებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ Bitcoin-ის მაინერების კაპიტულაციის პერიოდი გავიდა. მისი თქმით, ეს არის "დიდი შესყიდვის სიგნალი". მისი დაკვირვებით, კაპიტულაციის ბოლო ფაზა ისტორიაში ხანგრძლივობით მესამეა (71 დღე). იგი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე 2021 წელს, თუმცა ორი დღით მოკლე - 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით. „ისტორიულად, Bitcoin-ის მაინერების კაპიტულაცია აფიქსირებდა ფასების მნიშვნელოვნად დაბალ დონეს და იყო შესანიშნავი შესყიდვის სიგნალი“, - განაცხადა ედვარდსმა. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 21330 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასი 12.7%-ით შემცირდა CoinGecko-ს თანახმად. https://tinyurl.com/55twxknx
  20. ბევრი ვიდეო დაფის ფასი დიდი ხანია შემცირდა სარეკომენდაციომდე, თუმცა ჯერ კიდევ 2020 წელს წარმოდგენილი ძირითადი მოდელები, მათ შორის Radeon RX 6800XT და RX 6800, ასევე GeForce RTX 3060 Ti, RTX 3070 და RTX 3080 10 გბ - ამ დრომდე სარეკომენდაციო ფასზე ძვირად იყიდებოდა. ამჟამად მათი ფასებიც მცირდება. პორტალ 3DCenter-მა მოამზადა Radeon RX 6000 და GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების ფასების უახლესი სტატისტიკა გერმანიისა და ავსტრიის მაღაზიებიდან. ფოტოს წყარო: VideoCardz საცალო მოვაჭრეებს არ სურდათ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების ფასების სარეკომენდაციო ფასს ქვემოთ დაწევა, რადგან ეს ვიდეო დაფები ისედაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობდა. 3DCenter სქემის მიხედვით ამ დაფების ფასები ამჟამად დაახლოებით 3%-ით დაბალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. ფოტოს წყარო: 3DCenter Radeon RX 6800 XT-ის მინიმალური ფასი ამჟამად 759 ევროს შეადგენს, Radeon RX 6800 მოდელის ყიდვა შესაძლებელია 639 ევროდან. ტექნიკურად, ეს ფასები ჯერ კიდევ მაღალია სარეკომენდაციოზე დოლართან მიმართებაში ევროს მიმდინარე კურსის, აგრეთვე ავსტრიასა და გერმანიაში არსებული 19%-იანი დღგ-ის გათვალისწინებით. ფოტოს წყარო: VideoCardz NVIDIA-ს ბოლო თაობის ძირითადი მოდელების ფასები ოდნავ მაღალია. მაგალითად, GeForce RTX 3080 10 გბ ამჟამად 779 ევროდ იყიდება, GeForce RTX 3070 – 579 ევროდ. ორივე მათგანი ოდნავ მაღალია სარეკომენდაციო ღირებულებაზე. NVIDIA-ს ერთადერთი დაფა ამაჩქარებლების ამ სიიდან, რომელიც შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასად (გაცვლითი კურსის და დღგ-ს ჩათვლით) არის GeForce RTX 3060 Ti. მისი ღირებულება 474 ევროს შეადგენს. ფოტოს წყარო: VideoCardz 2022 წელს გამოშვებული უფრო უახლესი გრაფიკული დაფები - Radeon RX 6500 XT, Radeon RX 6400, Radeon RX 6650 XT, Radeon RX 6700, Radeon RX 6750 XT და Radeon RX 6950 XT, ასევე NVIDIA GeForce RTX 3050 და GeForce RTX 3090 Ti, ასე სწრაფად არ იაფდება. თუმცა ეს ტენდენცია მალე უნდა შეიცვალოს, რადგან ფლაგმანურ მოდელებს ამაჩქარებლების ახალი სერიები ჩაანაცვლებს, ხოლო უმცროსი მოდელები სწრაფად გაიაფდება ახალ გრაფიკულ არქიტექტურაზე დამყარებული ანალოგების გამოშვების გამო. https://tinyurl.com/yc26em4x
  21. სტუდია Porsche Design-მა და ბრენდმა Agon by AOC-მა დააანონსეს მონიტორი PD27S, რომელიც შემუშავებულია გეიმინგ კომპიუტერებისთვის. ახალ მონიტორს აქვს ბრტყელი IPS მატრიცა და სერტიფიკატი DisplayHDR 400. ფოტოს წყარო: Porsche Design პანელი 27-დუიმიანია და აქვს QHD გაფართოება - 2560 × 1440 პიქსელი. უზრუნველყოფილია 95%-იანი DCI-P3 და 99%-იანი sRGB ფერთა გამები. მონიტორის ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი 170 ჰერცამდე გაზრდის შესაძლებლობით. რეაქციის დრო (GtG) 1 მილიწამს უდრის. Adaptive-Sync ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურობის დონის ამაღლებას კადრების დამახინჯების მოგვარების ხარჯზე. აღინიშნება, რომ ახალი მონიტორის დიზაინი შთაგონებულია სპორტული ავტომობილებით. ჰაერის მიმღების იმიტაციის მქონე გვერდითა ნაწილებში ბადისებური ჩანართების უკან ჩამალულია 5-ვატიანი დინამიკები. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე და ბრუნვადობა, ასევე მაგიდის ზედაპირიდან სიმაღლე 150 მილიმეტრის ფარგლებში. გარდა ამისა, შესაძლებელია დისპლეი ალბომის ორიენტაციითან გადავიდეს პორტრეტის რეჟიმში. მოწყობილობას აქვს ორი HDMI 2.0 კონექტორი, ორი DisplayPort, ჰაბი ოთხი USB 3.2 პორტით, სტანდარტული აუდიოკონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. მონიტორის ფასი დაახლოებით 500 ევროს შეადგენს. https://tinyurl.com/5cvdh9wm
  22. 22 აგვისტოს მდგომარეობით Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო საკომისიოს ღირებულება 0.825 აშშ დოლარი იყო. ინდექსი დოლარზე დაბლა პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ დაეცა. წყარო: Blockchain.com. ქსელის ჰეშრეითი ივლისის შუა პერიოდში მიღწეული მაქსიმალური 231.4 EH/s-დან 206 EH/s-ამდე შემცირდა. წყარო: Blockchain.com. მაინინგის სირთულის დაცემა დაიწყო მაისიდან, როდესაც მან მიაღწია რეკორდულ 31.25 Т მაჩვენებელს. ინდიკატორი აღდგენისკენ გადავიდა აგვისტოს დასაწყისში, წერის დროს მისი მაჩვენებელია 28.35 Т. პირველი კრიპტოვალუტის ფასის კოლაფსმა გამოიწვია მაინერების შემოსავლების ვარდნა ივნისში 26%-ით, ხოლო ივლისში - კიდევ 9%-ით. ამ ფონზე Bitcoin Lightning Network მიკროგადახდების ქსელის სიმძლავრე, რომელიც შექმნილია საკომისიოების შესამცირებლად, ზრდას განაგრძობდა. ზაფხულის პირველ თვეში მაჩვენებელი 2.2%-ით, მომდევნო თვეში კი 10%-ით გაიზარდა და 4419 BTC-ს მიაღწია. Ethereum ქსელში საშუალო საბაზისო საკომისიო წერის მომენტში იყო 0.39$. წყარო: Etherscan. მეორე კრიპტოვალუტის მაინერების შემოსავალი, რომელშიც საკომისიოების წილი ტრადიციულად მნიშვნელოვანი ნაწილია, ზაფხულში უფრო მეტად დაეცა, ვიდრე Bitcoin-ის მაინერების შემოსავალი. ივნისის შედეგების მიხედვით ზარალმა 52% შეადგინა, ივლისში კი კიდევ -4%. შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ის მაინინგის საბჭომ გამოთვალა, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა წელიწადში 46%-ით გაიზარდა. ორგანიზაცია აერთიანებს მაინერებს, რომელთა საერთო ჰეშრეითი ქსელის 50%-ზე მეტია. https://tinyurl.com/3mb67x8w
  23. კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული გეიმინგ კომპიუტერი Bravo 15 B5E, რომელშიც გამოყენებულია AMD-ის აპარატული პლატფორმა და ოპერაციული სისტემა Windows 11 Home. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი Full HD ფორმატის დისპლეი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით და 144 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ფოტოს წყარო: MSI მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციების 16-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.4 გჰც-ს. DDR4-3200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 64 გბ-ს აღწევს. გამოყენებულია გაგრილების ეფექტური სისტემა Cooler Boost. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6500M 4 გბ GDDR6 მეხსიერებით. ლეპტოპს აქვს SSD M.2 NVMe PCIe 3.0, ორი 2-2-ვატიანი სტერეოდინამიკი, 720p ვებ-კამერა, Bluetooth 5.2 და Gigabit Ethernet ადაპტერები, წითელი განათების მქონე კლავიატურა. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია Wi-Fi 6E კონტროლერი სამი სხვადასხვა - 2,4, 5 და 6 გჰც სიხშირის მხარდაჭერით. კომპიუტერს აქვს ორი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A, USB 3.2 Gen1 Type-C კონექტორი, USB 2.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, RJ45 ჰაბი ქსელის კაბელისთვის და 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი. ლეპტოპის ზომაა 359 × 259 × 24.95 მმ, წონა - 2.35 კგ. განთავსებულია 53.5 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/ywce4tr9
  24. როგორც კი გაჩნდა შემაშფოთებელი ამბები კონკურენტ კომპანია Synchron-ის აქტივებით ილონ მასკის დაინტერესის შესახებ, მილიარდერის პირად Twitter-ის გვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ ოქტომბრის ბოლო დღეს მოხდება Neuralink ნეიროინტერფეისის განვითარების პროგრესის შესახებ სიახლეების გაზიარება. ფოტოს წყარო: Neuralink ილონ მასკის განცხადების კონტექსტიდან თუ ვიმსჯელებთ, 31 ოქტომბერს ის არა მხოლოდ Neuralink-ის წარმატებაზე ისაუბრებს, არამედ ერთგვარ დემონსტრაციასაც გამართავს. ადრე მსგავს შემთხვევებში ნაჩვენები იყო იმპლანტების ტვინში იმპლანტაციის შედეგები, რომლებიც ღორებსა და მაიმუნებს კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. მასკი ორი წლის წინ გეგმავდა ადამიანში ასეთი იმპლანტის ჩანერგვის პირველ ექსპერიმენტს, მაგრამ აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს ჯერ არ გაუციათ შესაბამისი ნებართვა ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ Neuralink-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია გულისხმობს პაციენტის თავის ქალას გახსნას და ელექტროდების ჩანერგვას თავის ტვინის ქერქში. არაოფიციალური მონაცემებით Neuralink-ის სპეციალისტების მიერ ცხოველებზე განხორციელებული ყველა ექსპერიმენტი არ იყო წარმატებული და ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა ამის შესახებ პრესაში აურზაური წამოჭრეს. ზოგადად მიიჩნევა, რომ ასეთი ინტერფეისების შემუშავება საშუალებას იძლევა დაიბრუნონ მოძრაობის უნარი ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც ტრავმის ან რაიმე სახის დაავადების გამო დაკარგეს კიდურების დამოუკიდებლად კონტროლის შესაძლებლობა. კონკურენტმა კომპანია Synchron-მა მიიღო აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოს ნებართვა ადამიანებზე ექსპერიმენტის ჩასატარებლად, მაგრამ კისრის ფუძეში არტერიის მეშვეობით იმპლანტის ჩასმის მისი მეთოდები უფრო უსაფრთხოა. ეს ვითარება იწვევს შეშფოთებას და პერსონალის გადინებას Neuralink-დან, ამიტომ ილონ მასკის დაპირებები კომპანიის წარმატების გაზიარების მიზნით მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის აღდგენას. https://tinyurl.com/y5w88k6t
  25. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და კომერციის კომიტეტის წევრებმა ოთხ მაინინგ კომპანიას გაუგზავნეს მოთხოვნა გარემოზე მათი საქმიანობის გავლენის შესახებ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრებმა ოთხ მაინინგ-კომპანიას გაუგზავნეს მოთხოვნა გარემოზე მათი საქმიანობის გავლენის მონაცემების მიწოდების შესახებ. ეს კომპანიებია Core Scientific, Riot Blockchain, Marathon Digital და Stronghold Digital. ყველა მათგანს აქვს საჯარო სტატუსი. „ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს უზარმაზარი პერსპექტივები, რასაც შეუძლია ჩვენი პერსონალური ინფორმაცია გახადოს უფრო უსაფრთხო და ეკონომიკა - უფრო ეფექტური. თუმცა ენერგიის მოხმარებამ და პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც საჭიროა [Proof-of-Work] კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გარე შედეგები მავნე გამონაბოლქვისა და ჭარბი ნარჩენების სახით“, - აცხადებენ წერილის ავტორები. ავტორები მაინერებისგან მოითხოვდნენ ეცნობებინათ, თუ როგორ ამსუბუქებს თითოეული მათგანი გარემოზე უარყოფით გავლენას. კომპანიებმა ასევე უნდა მიუთითონ ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამენ ენერგოსისტემაზე ზემოქმედების შესამცირებლად. 2021 წლის დეკემბერში ამერიკელმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა სთხოვა მაინინგ-კომპანია Greenridge Generation-ს - მიეწოდებინა დეტალური აქტივობის მონაცემები. მისი აზრით, Bitcoin-ის მაინინგში ელექტროენერგიის მოხმარება "შედარებულია დანიის, ჩილეს, არგენტინისა და ვაშინგტონის შტატის მაჩვენებლებთან". კომპანია ადრეც შეეჯახა ბრალდებებს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ. 2022 წელს ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ უარყო გარემოსდამცველების პრეტენზიები Greenidge-ის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა ნახშირბადის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის მოპოვების მორატორიუმს. მოგვიანებით კანონპროექტმა ადგილობრივი სენატის მხარდაჭერა მიიღო. ვიტალიკ ბუტერინი, Castle Island Ventures-ის გენერალური პარტნიორი ნიკ კარტერი და საზოგადოების სხვა წევრები დოკუმენტს აკრიტიკებენ. https://tinyurl.com/yc5a78br
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.