Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7332
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად, რომ Arc Alchemist გრაფიკა უკეთ უმკლავდება რეითრეისინგს ანალოგიური დონის NVIDIA GeForce RTX ვიდეო დაფებთან შედარებით, კომპანია Intel-მა წარადგინა ფლაგმანური Arc A770-ის წარმადობის შედარება GeForce RTX 3060-თან. ფოტოს წყარო: Intel Intel-ის შიდა ტესტების თანახმად Arc A770 თამაშებში 1080p გაფართოებისა და რეითრეისინგის პირობებში საშუალოდ 14%-ით სწრაფია GeForce RTX 3060-თან შედარებით. თუმცა მინიმუმ ოთხ თამაშში NVIDIA-ს ვიდეო დაფა მაინც უფრო სწრაფი აღმოჩნდა. Intel Arc A770 - NVIDIA GeForce RTX 3060-ის წინააღმდეგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3060-ის გრაფიკული პროცესორის შემადგენლობაში შედის 28 RT-ბირთვი. Intel-ს Arc A770-ის ოფიციალური მახასიათებლები ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თუმცა, სავარაუდოდ, მის შემადგენლობაში გამოყენებულია პროცესორ ACM-G10-ის სრულფასოვანი ვარიანტი 32 Xe ბირთვით და ამავე რაოდენობის ბლოკით რეითრეისინგისთვის. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel-მა ასევე პირველად გააზიარა Arc A-ს სერიის ვიდეო ბარათების წარმადობის ოფიციალური ინდიკატორები აქტიური Xe Super Sampling (XeSS) გამოსახულების დროებითი მასშტაბირების ტექნოლოგიით. შეგახსენებთ, კომპანიამ პირობა დადო, რომ მას „ზაფხულის დასაწყისში“გამოუშვებდა. ზაფხული დასრულდა, შემოდგომა დადგა, მაგრამ XeSS მხარდაჭერა ჯერ არცერთ თამაშში არ გამოჩენილა. კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები ტექნოლოგია XeSS-ის წარმადობის შესახებ, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს - „ბალანსი“ (Balanced) და „წარმადობა“ (Performance). რეჟიმები სულ ჯამში ოთხი იქნება. დანარჩენი ორი - „ხარისხი“ (Quality) და „მაქსიმალური ხარისხი“ (Ultra Quality) - შედარებაში არ მონაწილეობდა. რეჟიმი „წარმადობა“ გარკვეულ შემთხვევებში (Hitman 3 და Ghostwire Tokyo) საშუალებას იძლევა გაორმაგდეს წამში კადრების რაოდენობა. თუმცა ჯამში FPS-ის ზრდის დიაპაზონი 49-დან 113%-ს შეადგენს თავდაპირველ გაფართოებასთან შედარებით. რეჟიმ „ბალანსში“ კადრების სიხშირე 26-დან 77%-მდე იზრდება. Intel Arc Alchemist-ის არქიტექტურის შემადგენლობაში გამოყენებულია ახალი ტიპის ბირთვები Thread Sorting Unit, რომლებიც პასუხისმგებელია ასინქრონულ რეითრეისინგზე. სხვა სიტყვებით, ბირთვები ხელს უწყობენ Xe-ბირთვების გამოყენების მაქსიმიზაციას და გრაფიკულ კონვეირზე ანაწილებენ რეითრეისინგის ამოცანებს ეფექტურობისა და წარმადობის ამაღლებისთვის. რეითრეისინგის კონვეირი Intel Arc Alchemist ვიდეო დაფებზე: კომპანიამ ასევე დაამატა, რომ რეითრეისინგის მხარდაჭერა გამოჩნდება თამაშ Gotham Knights-ში, რომლის რელიზი 21 ოქტომბერს შედგება. საზოგადოება იმედოვნებს, რომ ამ დროისთვის Intel-ის ვიდეო დაფების უფროსი მოდელებიც გამოვა გაყიდვაში. https://tinyurl.com/mv7mstxn
  2. საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა ფინანსური სექტორის განახლებული მარეგულირებელი ბაზა, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობას. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გვაცნობებს Business Media Georgia. კანონმდებლობის აქტების პაკეტი ითვალისწინებს დაახლოებას ევროკავშირის სამ დირექტივასთან - გადახდის სერვისების, კაპიტალის მოთხოვნებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერების შესახებ. დავითაშვილმა ამ უკანასკნელს „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“ უწოდა ქვეყანაში კრიპტო ინდუსტრიის მდგრადი რეგულირების ფორმირებისთვის. მისი თქმით, დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნა. შესწორებების შეტანა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. აპრილში საქართველოს ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე კობა გვენეტაძემ გამოაცხადა ციფრული აქტივების ინდუსტრიაზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის მომზადების შესახებ. ერთი თვის შემდეგ მარეგულირებელი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსია 2022 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი წინასწარ შეთანხმდნენ კრიპტოვალუტების რეგულირების კანონპროექტის (MiCA) დებულებებზე. იგი აღწერს წესებს, რომლებიც ვრცელდება არაუზრუნველყოფილი კრიპტო აქტივების, Stablecoin-ების, სავაჭრო და კასტოდიალური პლატფორმების ემიტენტებზე. მოგვიანებით ევროპის მწვანეთა პარტიის წევრებმა და სოციალისტებმა წარადგინეს შემოთავაზება AML/CFT პროცედურების სტანდარტების გაფართოების შესახებ დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებზე, DeFi- და NFT პლატფორმებზე. ევროკავშირის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა შექმნას ახალი მარეგულირებელი ორგანო, რომელსაც დაევალება კრიპტოვალუტების ბიზნესის უშუალო ზედამხედველობა. https://tinyurl.com/3rz6devh
  3. კომპანია ASUS-მა სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე გააზიარა უჩვეულო ტრანსფორმერი ლეპტოპის მახასიათებლები, რომლის სახელწოდებაა Zenbook 17 Fold OLED. პირველად ამ მოწყობილობის შესახებ კომპანიამ ისაუბრა გამოფენა CES-ზე მიმდინარე წლის დასაწყისში. ამჯერად კომპანიამ განაცხადა როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება ლეპტოპისა და პლანშეტის ჰიბრიდი, რომელსაც აქვს მოზრდილი, 17.3-დუიმიანი დასაკეცი OLED დისპლეი. Zenbook 17 Fold OLED-ის ეკრანი იკავებს წინა პანელის ფართობის 87%-ს. დაკეცილ მდგომარეობაში დისპლეის გვერდების შეფარდებაა 4:3, გაფართოება - 2560 × 1920 პიქსელი. ლეპტოპის რეჟიმში გვერდების შეფარდებაა 3:2, ეკრანის სამუშაო ფართობი მცირდება 12.5 დუიმამდე, გაფართოება - 1920 × 1280 პიქსელამდე. პანელს აქვს 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა, დინამიური კონტრასტულობის მაჩვენებელია 1 000 000:1, მატრიცის რეაგირების დრო - 0.2 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 90 ჰერცი. ეკრანს ასევე აქვს VESA DisplayHDR 500 True Black-ისა და Pantone-ის მხარდაჭერა. Zenbook 17 Fold OLED წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთ კონფიგურაციაში. მოწყობილობას აქვს 10-ბირთვიანი პროცესორი Core i7-1250U ორი მაღალი წარმადობის ბირთვით, რომლებიც მუშაობს 4.7 გჰც-მდე სიხშირეზე და რვა ენერგოეფექტური ბირთვით, რომელთა სიხშირეა 3.5 გჰც. ხელმისაწვდომია 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის M.2 ფორმატის NVMe SSD PCIe 4.0. ლეპტოპს აქვს Harman Kardon-ის ოთხი დინამიკი Dolby Atmos-ის მხარდაჭერით და 5-მეგაპიქსელიანი ინფრაწითელი HD-კამერა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მხარდაჭერით. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს Bluetooth 5.2 და Wi-Fi 6E უსადენო კავშირების მხარდაჭერა, რომლებსაც გააჩნია კავშირის ხარისხისა და სტაბილურობის ამაღლებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფუნქცია Wi-Fi SmartConnect. ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 4 კონექტორი (USB Type-C 40 გბ/წმ სიჩქარით) სწრაფი დამუხტვა Easy Charge-ის მხარდაჭერით და ერთი კომბინირებული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. Zenbook 17 Fold OLED-ს აქვს 75 ვტ/სთ ბატარეა. კომპლექტში შედის 65 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. მოწყობილობას ასევე გააჩნია მაგნიტური Bluetooth-კლავიატურა ErgoSense 1.4-მილიმეტრიანი ღილაკების სვლით. ლეპტოპი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 11 Pro-ზე. გახსნილ მდგომარეობაში ჰიბრიდულ ლეპტოპ Zenbook 17 Fold OLED-ის ზომა შეადგენს 378.5 × 287.6 × 8.7–11.7 მმ-ს, დაკეცვისას - 287.6 × 189.3 × 17.4–31.9 მმ-ს. კლავიატურის გარეშე მოწყობილობის წონა 1.5 კილოგრამია. კომპანიის თქმით მოწყობილობამ გაიარა შემოწმება დახურვა/გახსნის 30 ათასი ციკლით. პრეზენტაციაზე ASUS-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მექანიზმის კონსტრუქცია, რომელიც ხსნის და კეტავს Zenbook 17 Fold OLED-ს, მეტად საიმედოა და მისი სიმტკიცე საკმარისია მრავალწლიანი გამოყენებისთვის. Zenbook 17 Fold OLED-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. აშშ-ში მისი ღირებულება 3500 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპის ქვეყნებისთვის მისი ფასი მეტია - 3999 ევრო. https://tinyurl.com/2p9b8t92
  4. კომპანია SpaceX NASA-სგან 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტის ფარგლებში მიიღებს თანხას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების წაყვანის კიდევ ხუთი მისიისთვის - ეს გახლავთ შეთანხმების დამატება, რომელიც უკვე არსებობს ორ ორგანიზაციას შორის. SpaceX ჯერჯერობით ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც სადგურზე ასტრონავტების წაყვანის ნება აქვს დართული. ფოტოს წყარო: NASA NASA-ს მონაცემების თანახმად გარიგებაში გათვალისწინებულია ხომალდ Crew Dragon-ისა და რაკეტა Falcon 9-ს გამოყენება, შეთანხმების საფუძველზე აეროკოსმოსური სააგენტო უზრუნველყოფილია, რომ 2030 წლამდე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად იმყოფებოდეს ეკიპაჟი. საუბარი ეხება მისიებს Crew-10-დან Crew-14-მდე. მაგალითად, ამჟამად სადგურზე იმყოფება ეკიპაჟი Crew-4, ხოლო Crew-5 სავარაუდოდ სადგურისკენ ოქტომბრის დასაწყისში გაემგზავრება. სამომავლოდ NASA მზადაა ფსონი კომპანია Boeing-ის ხომალდ Starliner-ზე დადოს, რომლის კოსმოსში გაშვება საკმაოდ მალე მოხდება, თუმცა ჯერჯერობით SpaceX-ია ერთადერთი ბიზნესი, რომელსაც აქვს სერტიფიკატი - სააგენტოსთვის ეკიპაჟის ტრანსპორტირების მისიები შეასრულოს. მან დეკემბერში ასევე უნდა შეასრულოს სამი მისია 2014 წელს დადებულ კონტრაქტ Commercial Crew Transportation Capabilities-ის (CctCap) ფარგლებში - კომპანიის სატრანსპორტო სისტემა ერთადერთია, რომელიც შეესაბამება კერძო კომპანიებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების ნორმებს. ჯამში გარიგება CCtCap შეფასებულია 4.9 მლრდ აშშ დოლარად. ცნობილია, რომ NASA გეგმავს მისიების განხორციელებას, რათა უზრუნველყოს ეკიპაჟის ფრენები კოსმოსური სადგურისკენ მინიმუმ 2030 წლამდე. ახლახანს სააგენტომ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანხმობა 2024 წლის შემდეგ კიდევ ექვსი წლის განმავლობაში სადგურის გამოყენების შესახებ. https://tinyurl.com/c7tzf3tn
  5. ბაზარზე არსებული კრიპტოაქტივების უმეტესობა ნაგავია, ციფრული ვალუტების გამოყენების რეალური ვარიანტები კი - არასაკმარისად განვითარებული. ამგვარი აზრი გამოთქვა ფინანსურ კონგლომერატ JPMorgan-ის ბლოკჩეინ-ქვეგანყოფილება Onyx-ის ხელმძღვანელმა უმარ ფარუკმა. სინგაპურის ფულად-საკრედიტო ორგანოს მიერ ორგანიზებულ სემინარ Green Shoots-ის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ რეგულაცია ჩამორჩება ინდუსტრიის ზრდას. ეს ბევრ ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტს აფერხებს ბაზარზე მონაწილეობაში. „კრიპტოვალუტების უმეტესობა, რეალურად, ჯერ კიდევ ნაგავია რამდენიმე ათეული ტოკენის გარდა. ყველაფერი დანარჩენი ან ხმაურია, ან გულწრფელად რომ ვთქვათ, უბრალოდ გაქრება, ”- განაცხადა ფარუკმა. Onyx-ის აღმასრულებელი დირექტორი ასევე თვლის, რომ კრიპტო ინდუსტრიის ტექნოლოგია არ არის საკმარისად მომწიფებული TradFi-ში გამოსაყენებლად. მაგალითად, მაღალი ღირებულების ტრანზაქციების განსახორციელებლად ინსტიტუტებს შორის ან მასპინძელ პროდუქტებს შორის, როგორიცაა ტოკენიზებული საბანკო დეპოზიტები, განმარტა ფარუკმა. „საჭიროა, რომ ეს ყველაფერი მომწიფდეს, რათა შესაძლებელი გახდეს პროდუქტის დამზადება მათთან ერთად. აქამდე ჯერ არ მივსულვართ. Web3-ში არსებული თანხის უმეტესი ნაწილი დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაში გამოიყენება სპეკულაციური ინვესტიციებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოქტომბერში JPMorgan-მა გააცოცხლა პროექტი JPM Coin stablecoin და შექმნა Onyx-ის განყოფილება ასამდე თანამშრომლით ფარუკის ხელმძღვანელობით. 2021 წლის მარტში ფინანსურმა ჰოლდინგმა გამოაცხადა 50-ზე მეტი ვაკანსია ბლოკჩეინთან დაკავშირებით. ოთხი თვის შემდეგ JPMorgan-მა კიდევ უფრო გააფართოვა ტექნოლოგიის პროფესიონალების დაქირავების მასშტაბები. აპრილში JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა აღიარა ბლოკჩეინისა და DeFi აპლიკაციების ღირებულება. https://tinyurl.com/bde34urn
  6. Samsung-მა, რომელსაც Google-მა საკუთარი ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების არარსებობის გამო მობილური პროცესორი Tensor შეუკვეთა, უკვე დაიწყო მესამე თაობის ჩიპის ტესტირება, იტყობინება ნიდერლანდური რესურსი GalaxyClub. დიდი ალბათობით, ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება. Google Tensor იყო საძიებო გიგანტის პირველი მცდელობა - შეექმნა საკუთარი მობილური პლატფორმა. პირველი თაობის ჩიპის მოდელური ინდექსი იყო S5P9845, მეორე ჩიპისა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქნება S5P9855. ამჟამად Samsung უკვე ტესტავს ჩიპს ნომრით S5P9865, ამტკიცებს GalaxyClub. თუ ვიმსჯელებთ შემოთავაზებული მოდელის ნუმერაციის სქემით, კორეული მწარმოებლის მიერ გატესტილი ჩიპი შეიძლება მართლაც იყოს მესამე თაობის Google Tensor მობილური პროცესორი - მისი კოდური დასახელებაა Ripcurrent, ხოლო პროცესორის წინა ვერსია დასახელდა, როგორც Cloudripper. პირველი Google Tensor-ის დებიუტი შედგა Pixel 6 და 6 Pro სმარტფონებში გასული წლის ოქტომბერში, იგი ასევე გამოყენებულ იქნა მოგვიანებით დაანონსებულ სმარტფონ Pixel 6a-ში. მიმდინარე წელს მოსალოდნელია მეორე თაობის ჩიპის მქონე Pixel 7 და 7 Pro სმარტფონების გამოსვლა, ამჟამად ტესტირებაში არსებული მესამე თაობის პროცესორი კი, დიდი ალბათობით, წარმოდგენილი იქნება Pixel 8 სერიაში, რომლის გამოსვლა ერთი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. Samsung აგრეთვე მუშაობს საშუალო დონის მობილურ ჩიპ Exynos 1280-ის შთამომავალზე, რომელზეც მუშაობს მოდელები Galaxy A53 და A33. ახალი პროცესორი აღნიშნულია ინდექსით S5E8835, Exynos 1280-ის ნომერი იყო S5E8825, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად საუბარი ეხება მის მემკვიდრეს, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ Exynos 1380 იქნება. https://tinyurl.com/ynd46wxb
  7. ASUS-ის ახალ ფლაგმანურ გეიმინგ სმარტფონ ROG Phone 6D Ultimate-ის პრემიერა სექტემბრის ბოლომდე გაიმართება. ROG სერიის პროდუქტებისადმი განკუთვნილ ლენდინგ-გვერდზე კომპანიამ გამოაქვეყნა რელიზის თარიღი - 19 სექტემბერი. ფოტოს წყარო: ASUS მიუხედავად იმისა, რომ სიახლე უკვე წარმოდგენილი ROG Phone 6 გეიმინგ სერიის ნაწილია, რომელიც მოიცავს Phone 6 და ROG Phone 6 Pro მოდელებს, დაანონსებული სმარტფონი წინამორბედებისგან განსხვავდება მობილური პლატფორმით. წინა მოდელებში გამოყენებულია Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 ჩიპსეტი, ახალ სმარტფონს კი ექნება MediaTek Dimensity 9000+. ახალი მოდელი წარმოდგენილი იქნება რამდენიმე რეგიონალურ ბაზარზე: ნიუ-იორკში, ბერლინსა და ტაიბეიში. ცნობილია, რომ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek-ს აქვს LPDDR5X სტანდარტის მხარდაჭერა და უზრუნველყოფს მაქსიმუმ 3.05 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეს. სმარტფონის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. არაოფიციალური ცნობების მიხედვით ROG Phone 6D Ultimate-ს ექნება Samsung-ის დისპლეი 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა Sony IMX766 სენსორით და, სავარაუდოდ, 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. ამასთან, სერიის წინა მოდელებს აქვთ 6.78-დუიმიანი AMOLED-დისპლეი გაფართოებით Full HD+ (165 ჰერცი), მხარდაჭერილია HDR10+, აქვთ 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და სამი უკანა კამერა. ბენჩმარკ AnTuTu-ს მონაცემებით მოდელმა მოაგროვა 1 146 594 ქულა - მეტი წინამორბედთან შედარებით, რომელსაც აქვს Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1. https://tinyurl.com/anyu78cu
  8. კორპორაცია Meta-მ გააფართოვა საპილოტე პროექტი სოციალურ ქსელ Facebook-ში არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) ინტეგრაციისთვის. „ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ადამიანებს, გამოაქვეყნონ კოლექციონირების ციფრული პროდუქტები, რომლებსაც ფლობენ როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე“, - ნათქვამია შეტყობინებაში. კომპანიის თქმით სიახლე საშუალებას მისცემს მომხმარებლებს „დააკავშირონ თავიანთი ციფრული საფულე ნებისმიერ აპლიკაციასთან“ NFT-ების გასაზიარებლად. წყარო: Meta. შეგახსენებთ, რომ მაისში Meta-მ აამოქმედა საპილოტე პროექტი NFT-ის Instagram-ში ინტეგრაციის მიზნით. შერჩეულ მომხმარებლებს მიეცათ უფლება დაეყენებინათ არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები თავიანთი პროფილის ფოტოდ. აგვისტოში ინიციატივა გაფართოვდა დამატებით 100 ქვეყანაში. https://tinyurl.com/55snz54m
  9. რესურს HD Tecnologia-მ გამოაქვეყნა AMD Ryzen 7000 სერიის პროცესორების ოფიციალური ანონსის სლაიდები. წარმოდგენილი ფოტოების თანახმად AMD Ryzen 7000 სერიის დესკტოპ პროცესორებში უზრუნველყოფილია IPC-ის 13%-იანი მატება Zen 3 მიკროარქიტექტურაზე დამყარებულ პროდუქტებთან შედარებით, აგრეთვე ერთნაკადიანი წარმადობის 29%-მდე ზრდა, თუკი Ryzen 5000 სერიის მოდელების მიღწევებს შევადარებთ. რაც შეეხება Ryzen 7000-ის მოდელების ხაზს, AMD მზადაა წარადგინოს ოთხი ახალი პროცესორი: ფლაგმანურ Ryzen 9 7950X-ს აქვს 16 ბირთვი/32 ნაკადი, 80 მბ ქეშ-მეხსიერება და მუშაობს 4.5-5.7 გჰც სიხშირის დიპაზონში; Ryzen 9 7900X-ს აქვს 12 ბირთვი/24 ნაკადი, 4.7/5.6 გჰც სიხშირე, 76 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 7 7700X რვაბირთვიანი და თექვსმეტნაკადიანია, მისი სიხშირეა 4.5/5.4 გჰც საბაზისო/მაქსიმალურ რეჟიმებში, აქვს 40 მბ ქეშ-მეხსიერება; Ryzen 5 7600X მოდელს აქვს 6 ბირთვი SMT-ის მხარდაჭერით, სიხშირე - 4.7/5.3 გჰც ნომინალურ/boost რეჟიმებში, ასევე 38 მბ ქეში. ფოტოს წყარო: Twitter, HD Tecnologia ორი უფროსი მოდელის TDP-ის დონე 170 ვატია, 8- და 6-ბირთვიანი პროცესორები კი მოიხმარენ 105 ვატს. ახალი პროცესორების სარეკომენდაციო ფასები შემდეგნაირია: სერიის ფლაგმანი Ryzen 9 7950X შეფასებულია 699 აშშ დოლარად, Ryzen 9 7900X – 549 $, Ryzen 7 7700X და Ryzen 5 7600X მოდელების ფასები კი 399 და 299 აშშ დოლარია, შესაბამისად. https://tinyurl.com/5n66md2d
  10. კომპანია AMD-მ Ryzen 7000 სერიის პროცესორებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასევე გააზიარა მომავალი თაობის ვიდეო დაფების გარკვეული დეტალები და ერთ-ერთი მათგანი აჩვენა კიდეც ღონისძიებაში მონაწილეებს. კომპანიამ ასევე გააზიარა RDNA 3 გრაფიკის მუშაობის პროცესი და დააანონსა მისი გამოსვლის თარიღი. AMD-ის ხელმძღვანელმა Lisa Su-მ განაცხადა, რომ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორები შემდგარი იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით დამზადებული რამდენიმე კრისტალისგან (ჩიპლეტებისგან). ცხადია, რომ მათ TSMC გამოუშვებს. ღონისძიებაზე ნაჩვენები ვიდეო დაფა საკმაოდ მოზრდილია, გარეგნულ დიზაინს რაც შეეხება, ჩანს ეტალონური Radeon RX 6000 სერიის დიზაინის განვითარება - თვალშისაცემია მემკვიდრული იერსახე. ასევე მითითებული იყო, რომ ახალი თაობის გრაფიკა უზრუნველყოფს 50%-ით მაღალ წარმადობას თითო მოხმარებულ ვატზე აქტუალურ (Radeon RX 6000 არქიტექტურა RDNA 2-ზე) მოწყობილობებთან შედარებით. პრეზენტაციის მსვლელობისას ლიზა სუმ ასევე დაადასტურა, რომ ამჟამად ახალი თაობის Radeon გრაფიკა ტესტირებებს გადის AMD-ის ლაბორატორიებში და მისი წარმადობა „გასაოცარია“. გრაფიკის შესაძლებლობების დემონსტრირება მოხდა თამაშ Lies Of P-ში, რომელსაც ამჟამად ამზადებს Neowiz Games და გამოუშვებს 2023 წელს. AMD-ს არ უჩვენებია FPS, არც ვიდეო დაფის წარმადობის სხვა მონაცემები. აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ამაჩქარებელი მუშაობდა ახალ ფლაგმან Ryzen 9 7950X-თან ერთად. და ბოლოს, AMD-ს ხელმღვანელმა პირობა დადო, რომ ახალი თაობის ვიდეო დაფები მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. უფრო კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. https://tinyurl.com/3kjma62e
      • 1
      • Upvote
  11. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული NVIDIA-ს კვარტალური ანგარიში ფართო განხილვის საშუალებას იძლევა, თუმცა ყველაფერი არ გასაჯაროვებულა - ფორმა 10-Q კომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ჩამოსატვირთად, მასში კი, როგორც წესი, ბევრი საინტერესო ინფორმაცია შედის. Wedbush Securities-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში NVIDIA-მ კვარტალში საშუალოდ 800 მლნ აშშ დოლარი მიიღო მაინერებისთვის საჭირო ვიდეო დაფების რეალიზაციიდან, რომ არ ჩავთვალოთ სპეციალიზებული CMP ამაჩქარებლები, რომელთა მიწოდების მოცულობა მიმდინარე წელს შემცირდა. ფოტოს წყარო: NVIDIA ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში მეორე ბუმმა NVIDIA-ს შესაძლებლობა მისცა მიეღო 4.8 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი, თუმცა ამჟამად გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ Ethereum-ის ქსელის ფუნქციონირების მოდელის რეფორმის ფონზე მაინერებისგან ვიდეო დაფებზე მოთხოვნა შემცირდეს. NVIDIA-ს სიტუაციას გაურთულებს ვიდეო დაფებზე ფასების შემცირება, ასე რომ მისი შემოსავალი ერთად რამდენიმე ფაქტორის გამო შემცირდება. https://tinyurl.com/mpe2f962
  12. Barron's-თან ინტერვიუში სააგენტო Jon Peddie Research-ის დამფუძნებელმა აღნიშნა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უახლოეს თვეებში შეძლებს ნეგატიური ზეგავლენის მოხდენას NVIDIA-ს შესაძლებლობაზე - წინააღმდეგობა გაუწიოს ვიდეო დაფების ბაზარზე არსებულ კრიზისს. ცხადია, რომ მოდელ „proof of work“-ზე Ethereum-ის უარის თქმის შემდეგ მეორად ბაზარზე გამოყენებული ვიდეო დაფების უზარმაზადი ნაკადის შემოდინება მოხდება, ფასი კი წაახალისებს დაბალბიუჯეტურ გეიმერებს - განიხილონ მეორადი ბაზრის მაცდური შეთავაზებები, რაც NVIDIA-ს შესაძლებლობას ართმევს გაყიდოს ახალი ვიდეო დაფების სასურველი რაოდენობა. ფოტოს წყარო: AMD როგორც პირველწყაროშია აღნიშნული, ბევრი ანალიტიკოსი ითვალისწინებს AMD-ის მხრიდან კონკურენციის ფაქტორსაც, რომელმაც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს არქიტექტურა RDNA 3-ზე დამყარებული ვიდეო დაფები. მათ მიაწერენ არა მხოლოდ ფასი-ხარისხის შეფარდების ზრდას, არამედ ჩიპლეტების გამოყენებას. Jon Peddie Research-ის აზრით ვიდეო დაფების ბაზარზე „ფასების ომში“ AMD-ს აშკარა უპირატესობა ექნება სწორედ ჩიპლეტების გამოყენების გამო. ეს საშუალებას მისცემს კომპანიას, რომელსაც Lisa Su ხელმძღვანელობს - დაიბრუნოს სამომხმარებლო გრაფიკული ბარათების ბაზარზე პოზიციის ნაწილი მაინც. https://tinyurl.com/549fs7dj
  13. სინთეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა ცნობები პროცესორ Intel Core i9-13900-ის წარმადობის შესახებ, რომელიც სამომავლო სერია Raptor Lake-ს მიეკუთვნება. ტელემეტრიის მონაცემების თანახმად ტესტირების ფარგლებში პროცესორის ზოგიერთი ბირთვის სიხშირემ 5.57 გჰც ნიშნულს მიაღწია. ფოტოს წყარო: VideoCardz Intel Core i9-13900-ის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის და 16 ენერგოეფექტური ბირთვი, მათგან ჯამურად მხარდაჭერილია 32 ვირტუალური ნაკადი. Core i9-13900K-სგან გასნხვავებით, რომელსაც თავისუფალი მამრავლები და 125-ვატიანი TDP-ის დონე აქვს, “K“ სუფიქსის არმქონე ვერსიას დაბლოკილი მამრავლები აქვს და 65 ვატი ენერგომოხმარების დონე. ფოტოს წყარო: Geekbench პროცესორის ტესტირება მოხდა Gigabyte Z690 Gaming X დედა დაფაზე 32 გბ DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენებით. ერთნაკადიან ტესტში ჩიპმა დააგროვა 2130 ქულა, მრავალნაკადიანში - 20131. შედეგად მან შეძლო უკან ჩამოეტოვებინა Core i9-12900K, რომელიც ამავე ტესტებში აფიქსირებს 1988 და 17245 ქულას შესაბამისად, რაც 10% და 17%-ით ნაკლებია. ფოტოს წყარო: Geekbench Intel-ის ახალმა პროცესორმა ასევე უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური AMD Ryzen 9 5950X, რომელიც ერთნაკადიან და მრავალნაკადიან ტესტებში აგროვებს 1685 და 16496 ქულას, შესაბამისად. ეს მაჩვენებლები 26% და 22%-ით დაბალია Core i9-13900-ის შედეგებთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz მე-13 თაობის Core პროცესორებს Intel წარადგენს ღონისძიება Innovation-ზე, რომელიც 27 სექტემბერს ჩატარდება. ახალი პროცესორების გაყიდვაში გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში. https://tinyurl.com/5d97n7nz
  14. 29 აგვისტოს Coinbase გამოუშვებს ნანოფიუჩერსებს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტაში. CFTC-ის თანხმობისთვის Bitcoin-ბირჟა უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით ვაჭრობას ბროკერების მეშვეობით. კრიპტოდერივატივებზე წვდომას მიიღებენ EdgeClear, Ironbeam, NinjaTrader, Optimus Futures, Stage 5, Tradovate, ABN AMRO, ADMIS, Advantage Futures, ED&F Man და Wedbush-ის მომხმარებლები. ფიუჩერსები აშშ დოლარში ანგარიშსწორებით უდრის ETH-ის ღირებულების 1/10-ს. 27 ივნისს პლატფორმამ Bitcoin-ის ნანოფიუჩერებით ვაჭრობა დაიწყო. საშუალო დღიურმა ბრუნვამ შეადგინა 77000 კონტრაქტი. Coinbase-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში ისინი მოელიან ფიუჩერსული შუამავლის ლიცენზიის (Futures Commission Merchant, FCM) მოპოვებას, რაც მათ საშუალებას მისცემს ასეთი ინსტრუმენტები პირდაპირ შესთავაზონ მომხმარებლებს. Coinbase-მა დერივატივებთან დაკავშირებული ქვეგანყოფილების განვითარების გეგმები მარტში წარადგინა. ადრე CME-მ გამოაცხადა Ethereum-ის ფიუჩერსებზე ოფციონებით ვაჭრობით დაწყება 12 სექტემბრიდან. https://tinyurl.com/54rjk566
  15. კომპანია Meta-ს ახალი თაობის ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ოქტომბერში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ პოდკასტერ Joe Rogan-თან ინტერვიუში განაცხადა აღამსრულებელმა დირექტორმა Mark Zuckerberg-მა. მან დაადასტურა, რომ მოწყობილობა კოდური სახელით Project Cambria, დიდი ალბათობით, წარდგენილი იქნება ყოველწლიურ ღონისძება Connect-ის დროსთან მიახლოებით. ფოტოს წყარო: Mark Zuckerberg „მოწყობილობას, რომელიც ოქტომბერში გამოვა, მთელი რიგი საინტერესო ფუნქციები ექნება“ - აღნიშნა ცუკერბერგმა. მაგალითის სახით მან მოიყვანა ფუნქცია, რომელიც გააფართოვებს სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობებს ვირტუალურ რეალობაში. იგი დაფუძნებული იქნება მომხმარებლის სახისა და თვალის მოძრაობის თვალყურის დევნების ტექნოლოგიაზე. „ვირტუალურ რეალობაში გაჩნდება მხედველობითი კონტაქტის შესაძლებლობა. სახის გამოკვლევის ტექნოლოგია შეცვლის ციფრული ავატარის მიმიკას მომხმარებლის მიმიკის შესაბამისად რეალური დროის რეჟიმში“ - აღნიშნა Meta-ს ხელმძღვანელმა. გავრცელებული ხმების თანახმად Project Cambria-ს VR-ჰედსეტის ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა იყოს Meta Quest Pro. მიიჩნევა, რომ მოწყობილობა ბევრად ძირადღირებული იქნება აქტუალურ მოდელ Meta Quest 2-თან შედარებით, რომლის ფასი აგვისტოს შემდეგ 399 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კომპანია აგრეთვე ამზადებს ახალ VR-ჰედსეტს, რომელიც Quest 2-ს ჩაანაცვლებს. https://tinyurl.com/47fy838y
  16. Tesla-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, ექსპლუატაციისთვის მზადებაში არსებული Starlink-ის მეორე თაობის თანამგზავრებს აქვს ფიჭური კავშირის ანტენები და შეძლებენ სმარტფონთან ურთიერთქმედებას, აგრეთვე თანამგზავრული ქსელი მხარდაჭერილი იქნება Tesla-ს ელექტრომობილებში. ფოტოს წყარო: Vlad Tchompalov/unsplash.com T-Mobile-თან ერთობლივი ღონისძიების დროს, რომელიც ეძღვნებოდა მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის საკითხს, მასკმა უპასუხა უამრავ კითხვას, მათ შორის Tesla-ს ელექტრომობილების დაკავშირების შესაძლებლობას. შეერთებულ შტატებში ამ ელექტრომობილებს გააჩნია მობილური კავშირი AT&T-ის LTE ქსელთან, თუმცა Starlink-ის გამოყენება ტექნოლოგიას შემდეგ დონეზე აიყვანს. ჯერჯერობით მასკს არ გაუზიარებია დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს Tesla-ს სატელიტური კომუნიკაციები. ცნობილია, რომ თანამგზავრი მის დაფარვის ზონაში უზრუნველყოფს მობილურ კომუნიკაციას 2-4 Mbps-მდე სიჩქარით, ხოლო არხის სიგანე უნდა გაიყოს შესაბამისი ტექნოლოგიის ყველა მომხმარებელზე. როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის Tesla-ს პრემიუმ ტარიფის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ჩვეულებრივ აქვთ წვდომა, მაგალითად, რეალურ დროში მანქანის კამერებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, კავშირი, რომელიც მართალია არ არუს სწრაფი, მაგრამ მუშაობს ყველაზე კარგად „ყველგან, სადაც ცა ჩანს“. დროთა განმავლობაში Tesla-მ შეამცირა კავშირის პაკეტები, რომლებიც ელექტრომობილების მოყვება. თუ 2018 წლის ივნისის ბოლომდე შეძენილი მანქანები მოიცავდა Premium Connectivity პაკეტს დამატებითი საფასურის გარეშე, Tesla Premium Connectivity პაკეტის დამატება ახლა თვეში 9.99 აშშ დოლარი ღირს ან წელიწადში 99 აშშ დოლარი. AT&T-ის 3G ქსელის ცოტა ხნის წინანდელმა გათიშვამ აჩვენა, რომ საჭირო გახდება 2015 წლის შუა პერიოდში აწყობილი, LTE მოდემის არმქონე მოდელების განახლება 200 აშშ დოლარად ქსელის ახალი სტანდარტის გამოყენებისთვის, ხოლო ძველი გამოწერის ტარიფები ვრცელდება მხოლოდ არაგანახლებულ მოდელებზე. Tesla-ს ახალი და მეორადი ელექტრომობილებისთვის შემოთავაზებულია პაკეტი Standard Connectivity რვა წლის ვადით იმავე დღის ჩათვლით, როდესაც მოხდება მფლობელისთვის ელექტრომობილის მიწოდება ან დაიწყება ელექტრომობილის გამოყენება (მაგალითად, როცა საუბარი ეხება სადემონსტრაციო ნიმუშს). https://tinyurl.com/zzyvsybx
  17. Bitcoin-ის ქსელში ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 100 ტრლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა რეალური ეკონომიკური აქტივობა ბლოკჩეინში გაცილებით დაბალია, ვიდრე ეს შეფასება. ამის შესახებ Ark Invest-ის ანალიტიკოსმა David Puell-მა ისაუბრა. Puell-მა მოიხსენია სერვის Glassnode-ის მონაცემები. ეს უკანასკნელი გაანგარიშებისას ითვალისწინებს გადარიცხვებს ერთსა და იმავე მომხმარებლების საფულეებს შორის. მისი აზრით რეალურ ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებული მაჩვენებელი 7.3 ტრლნ აშშ დოლარია. „კუმულაციური ეკონომიკური აქტივობის ჭეშმარიტი საზომისთვის ნიშნული არის 7.3 ტრილიონი აშშ დოლარი (მორგებული ცვლილებებისა და მოქმედი პირებისთვის)“ - წერს იგი. ამ მნიშვნელობის მისაღწევად, Puell-მა გამორიცხა ტრანზაქციები, რომლებიც არ მოიცავდა გადარიცხვებს ორ ცალკეულ სუბიექტს შორის. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს Bitcoin-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიო 1 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა - პირველად 2020 წლის ივლისის შემდეგ. https://tinyurl.com/2jdwr3wa
  18. DigiTimes-ის თანახმად AMD შეიძლება გახდეს TSMC-ის სიდიდით მეორე მომხმარებელი წლის მეორე ნახევარში 5-ნანომეტრიან პროდუქტებზე შეკვეთების გაზრდის გამო, რომლებსაც გამოიყენებს როგორც სამომხმარებლო, ასევე სასერვერო სეგმენტში. ამ დრომდე TSMC-ის უმსხვილესი მომხმარებლის სტატუსი Apple-ს უკავია, რომელიც არა მხოლოდ მაქსიმალურ კვოტებს იღებს საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის, არამედ ერთ-ერთი პირველია, ვინც წვდომა მიიღო უახლეს ლითოგრაფიაზე. ფოტოს წყარო: DigiTimes ასეთი პოზიცია TSMC-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სტრუქტურაში საშუალებას მისცემს AMD-ს - მოითხოვოს გარკვეული პრეფერენციები - თუ არა ფასის, მაშინ შეკვეთის დამზადების პრიორიტეტის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვანია ბაზრის გარკვეული სეგმენტებში ჩიპების მუდმივი დეფიციტის პირობებში. გარდა ამისა, კონკურენტს პრობლემები აქვს ახალი პროდუქტების გამოშვებასთან დაკავშირებით, AMD უფრო აქტიურად ავიწროვებს Intel-ს ცენტრალური პროცესორების სეგმენტში და ამ პირობებში პროდუქციის მიწოდების სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი ხდება. https://tinyurl.com/5c2k58w6
  19. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ დააანონსა საშუალო დონის სმარტფონ Redmi Note 11 SE-ს ახალი ვერსია. როგორც ირკვევა, ეს მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება დამტენი მოწყობილობის გარეშე, რაც მთელი რიგი მომხმარებლებისთვის შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდეს. ფოტოს წყარო: Xiaomi Xiaomi-მ დამტენის გამორიცხვა ზოგიერთი სმარტფონიდან 2020 წელს დაიწყო ფლაგმან Mi 11-ის ანონსით. ამგვარი გადაწყვეტილება, სხვა კომპანიების მსგავსად, კომპანიამ განმარტა გარემოზე ზრუნვით. გარდა ამისა, დამტენის არარსებობა შეფუთვის სისქის შემცირების საშუალებას იძლევა და, შესაბამისად, იკლებს მისი დამზადებისა და მეტიც - ლოჯისტიკის ხარჯები: ერთ კონტეინერში მეტი სმარტფონი განთავსდება. ამჟამად ცნობილია, რომ Redmi Note 11 SE იქნება Redmi სერიის პირველი სმარტფონი, რომლის ნაკრებში არ შევა დამტენი ბლოკი. შეფუთვაში თავად სმარტფონის გარდა მოცემული იქნება USB Type-C სადენი, SIM-ბარათის ამოსაღები ჩხირი, დამცავი ქეისი, მცირე ზომის სამომხმარებლო სახელმძღვანელო და საგარანტიო ტალონი. ამრიგად, დიდი ალბათობით, მომავალში Redmi სერიის სხვა სმარტფონებსაც აღარ ექნება კომპლექტში დამტენი მოწყობილობა. კომპანია Xiaomi ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. Redmi Note 11 SE სმარტფონის ახალ ვერსიას აქვს 6.43-დუიმიანი Full HD+ AMOLED ეკრანი, პროცესორი MediaTek Helio G95, 13-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა, ოთხი ძირითადი კამერა კონფიგურაციით 64 + 8 + 2 + 2 მპ და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 33-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. https://tinyurl.com/y5b69rpk
  20. კრიპტო ბირჟა Coinbase-მა დააანონსა ტოკენ Coinbase Wrapped Staked ETH-ის (cbETH) გამოშვება. ეს არის წარმოებული აქტივი, რომელიც გამოდის პლატფორმაზე სტეიკინგში დაბლოკილი Ethereum-ის უზრუნველყოფით. cbETH არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი. შესაძლებელია აქტივის გამოტანა პლატფორმიდან და გამოყენება სხვადასხვა DeFi პროტოკოლებში. პლატფორმა დე-ფაქტო-დ ახდენს ლიკვიდური სტეიკინგის ფუნქციის რეალიზებას. ბოლო მათგანი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ დამატებითი შემოსავალი Proof-of-Stake ალგორითმის ბაზაზე ტოკენების ბლოკირებით. ინიციატივა 10-20 სექტემბერს დაგეგმილი ე.წ. The Merge-ის მოლოდინში ხორციელდება. „CbETH-ით Coinbase მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს უზარმაზარ კრიპტო ეკოსისტემაში“, - ნათქვამია white paper-ში. cbETH კონკურენციას გაუწევს stETH-ს Lido Finance-ისგან. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში Coinbase Prime-ის ამერიკელმა მომხმარებლებმა მიიღეს Ethereum-ის სტეიკინგის შესაძლებლობა. კომპანიამ ადრე გამოაცხადა ზოგიერთი ოპერაციების შეჩერება Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის დროს. https://tinyurl.com/26x7tady
  21. Corsair-მა დააანონსა უნიკალური მონიტორი Xeneon Flex 45WQHD240 გეიმინგ კომპიუტერებისთვის. სიახლე, როგორც აღინიშნა, შეიქმნა LG Display-ის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ფოტოს წყარო: Corsair მონიტორს საფუძვლად უდევს 45-დუიმიანი ორგანული შუქდიოდური (OLED) მატრიცა. პანელის გაფართოებაა 3440 × 1440 პიქსელი, გვერდების შეფარდება - 21:9. ტექნოლოგია Low Blue Light ხელს უწყობს ლურჯი გამოსხივების შემცირებას და ხანგრძლივი მუშაობისას ამცირებს თვალებზე დატვირთვას. მონიტორის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია სიმრუდის ცვლილების შესაძლებლობა. შესაძლებელია ბრტყელი მდგომარეობიდან დისპლეის მექანიკურად ტრანსფორმირება 800R სიმრუდის მქონე რკალისებრ პოზიციაში. ამრიგად, ყოველ მომხმარებელს შეუძლია თავისთვის შესაბამისი კონფიგურაცია მოირგოს. მონიტორის მაქსიმალური სიკაშკაშის მაჩვენებელია 1000 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1 350 000:1, რეაგირების დრო - 0.03 მწ (GtG), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცამდე. მოწყობილობა თავსებადია ტექნოლოგიებთან NVIDIA G-Sync და AMD FreeSync Premium, რომლებიც აღმოფხვრიან კადრის დამახინჯებას და ხელს უწყობენ გეიმინგ პროცესის დინამიურობის ამაღლებას. ხელმისაწვდომია ინტერფეისები HDMI (×2) და DisplayPort, ასევე USB Type-C და USB Type-A პორტები. მონიტორის დამატებით მახასიათებლებს და ფასს კომპანია Corsair მოგვიანებით გაასაჯაროვებს. სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=6_SPs3pXsLk https://tinyurl.com/247296am
  22. მიმდინარე წელს რამდენჯერმე გაიზარდა ფასები Tesla-ს ელექტრომობილებზე, თუმცა ილონ მასკმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ გზით კომპანია დებს გარკვეულ მარაგს მასალების ღირებულების სამომავლო მატებისთვის და თუ მათი ღირებულება დასტაბილურდება, შესაძლოა ელექტრომობილების ფასებიც შემცირდეს. ჯერჯერობით კი არაოფიციალური წყაროები კი ამტკიცებენ, რომ სექტემბერში Tesla-მობილების ფასები შესაძლოა კიდევ 1-2 ათასი აშშ დოლარით გაიზარდოს. ფოტოს წყარო: Tesla ამ ინფორმაციას აზიარებს ვებ-გვერდი DigiTimes და განმარტავს, რომ Tesla აქტიურად ზრდის ელექტრომობილების წარმოების მოცულობას არა მხოლოდ შანხაიში, არამედ ტეხასსა და ბერლინში. ამ ვითარებას დიდად ხელს არ უშლის უახლესი პრობლემები ჩინეთის პროვინცია სიჩუანში არსებულ ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით, სადაც საავტოომობილოკომპონენტების მრავალი მომწოდებელი მუშაობს. რაც შეეხება ნახევრადგამტარი ჩიპების მიწოდებას, Tesla-ს საკმარისი ალტერნატიული წყარო ჰქონდა კრიზისის დროს, ამიტომ იგი მოქნილად მანევრირებს ცვალებად პირობებში და აგრძელებს წარმოების გაფართოებას. ტეხასის შტატში ახლახანს გახსნილმა ობიექტმა უკვე მიაღწია აღჭურვილობის მიწოდების 70%-იან მაჩვენებელს. თუმცა, ტაივანური წყაროების თანახმად ავტო კომპონენტების შესყიდვის გაზრდილი ხარჯები მაინც აიძულებს Tesla-ს - სექტემბრის დასაწყისში იფიქროს ელექტრომობილების ფასის 1000 ან 2000 აშშ დოლარით გაზრდაზე. საავტომობილო ბაზრისთვის კარგი სიახლე არის საკონტრაქტო ჩიპების მწარმოებლების მზადყოფნა - მოახდინონ იმ საწარმოო ხაზების ორიენტირის შეცვლა, რომლებიც გამოიყენებოდა სამომხმარებლო ელექტრონიკის სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩიპების დაასამზადებლად. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ელექტრომობილების მეორად ბაზარზე ფასები გასული 12 თვის განმავლობაში საშუალოდ ერთნახევარჯერ გაიზარდა. კონკრეტულად Tesla-ს პროდუქციაზე კი ფასები საშუალოდ 19.2%-ით გაიზარდა, ამასთან, ფლაგმანური სედანების ღირებულებამ მოიმატა 27.5%-ით. ამ პრობლემების ნაწილი წარმოშობილია ელექტრომობილებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდით, თუმცა ბატარეების წარმოებისთვის საჭირო მინერალების ბაზარზე ვითარება არც ისე ხელსაყრელია, ამიტომ თვითღირებულება გარდაუვლად იზრდება. https://tinyurl.com/2fr2k8w9
  23. Bitcoin გამოდის მოკლევადიანი გადაჭარბებული გაყიდვის ზონიდან. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის ფასი სავარაუდოდ გაიზრდება უახლოეს დღეებში ან კვირებში Active Address Sentiment Indicator-ის (AASI) on-chain მეტრიკის მიხედვით. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე გამოსახულია ყვითელი ხაზი, რომელიც კვეთს აქტიური მისამართების რაოდენობის ცვლილებების დიაპაზონის ქვედა ზღვარს. წყარო: LookIntoBitcoin. ეს, ინდიკატორის აღწერილობის მიხედვით, არის ბაზრის განწყობის გაუმჯობესებისა და კრიპტოვალუტის პოტენციური ზრდის ნიშანი მოკლევადიან პერიოდში. წმინდა არარეალიზებული მოგება/ზარალის (NUPL) ინდიკატორი მიუთითებს, რომ Bitcoin ზედმეტად არის გაყიდული - ხაზი კვლავ ჩადის „კაპიტულაციის“ ზონაში. წყარო: Look Into Bitcoin. მსგავს სიგნალს დემონსტრირებს უფრო გრძელვადიანი ინდიკატორი - RHODL Ratio. წყარო: Look Into Bitcoin. „RHODL თანაფარდობა სასარგებლოა Bitcoin-ის ფასის პროგნოზირებისთვის ექსტრემალური ბაზრის პირობებში. მას შეუძლია განჭვრიტოს ის პერიოდი, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა შეიძლება დაიწიოს. ამ შემთხვევაში, მეტრიკის ხაზი შედის წითლად ხაზგასმულ ზედა დიაპაზონში. ასევე, ფასმა შეიძლება დაიწყოს მატება მას შემდეგ, რაც ინდიკატორის მაჩვენებლები გარკვეული დროით დარჩება მწვანე დიაპაზონში“, - ნათქვამია ინსტრუმენტის აღწერაში. წერის მომენტისთვის პირველი კრიპტოვალუტა 21400 აშშ დოლარის ფარგლებში იყიდება. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ციფრული ოქროს ფასი 11.4%-ით შემცირდა CoinGecko-ს მიხედვით. https://tinyurl.com/2p8nrn7s
  24. როგორც The Register განმარტავს, საწარმოო კონფერენცია Hot Chips-ზე Intel-ის გენერალურმა დირექტორმა Patrick Gelsinger ისაუბრა არა მხოლოდ მომავალი პროცესორების აწყობის მიდგომაზე კონკრეტული მაგალითების გამოყენებით, არამედ შეეხო თემას უფრო ფართო ასპექტში. როგორც წესი, კომპანიისთვის მიძღვნილი „ მურის კანონი“ კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული, როგორც აქტუალური და ეფექტის შემნარჩუნებელი, 2030 წლისთვის კი პროგნოზირებენ ჩიპების გამოჩენას ერთი ტრილიონი ტრანზისტორით ამჟამინდელ ას მილიარდთან შედარებით. ფოტოს წყარო: Intel, The Register ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მონოლითურ კრისტალებს ხსენებული რაოდენობის ტრანზისტორით. Intel აპირებს განავითაროს ჩიპების შეფუთვის ჰეტეროგენული ტექნოლოგიები, მათ შორის მესამე მხარის პროდუქტები. მათი ურთიერთინტეგრაციისთვის გამოყენებულ იქნება UCIe ინტერფეისი (Universal Chiplet Interconnect Express), რომელიც დაფუძნებულია PCI Express სტანდარტზე. მისი დანერგვა Intel-ს დაეხმარება განავითაროს საკუთარი საკონტრაქტო ბიზნესი, რადგან კომპანია აპირებს აწარმოოს კომპლექსური პროდუქტები მესამე მხარის მომხმარებლებისთვის და, ზოგიერთ შემთხვევაში, განახორციელოს მათი ინტეგრირება თავის ჩიპლეტებში სუბსტრატის დონეზე. https://tinyurl.com/5am7wbr4
  25. კომპანია ASUS-მა გამოფენა Gamescom 2022-ზე დააანონსა სისტემა ROG Rapture GT6, რომელიც განკუთვნილია mesh-ქსელების ამოქმედებისთვის გეიმინგ-ტრაფიკის გადაცემაზე ოპტიმიზაციით. ფოტოს წყარო: ASUS ახალი მოწყობილობა სამდიაპაზონიანია. მხარდაჭერილია სტანდარტი Wi-Fi 6 ან IEEE 802.11ax. ცნობილია, რომ უსადენო ქსელის სიჩქარე აღწევს 10000 მბ/წმ-ს. რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია ASUS RangeBoost Plus, რომელიც Wi-Fi-ს დაფარვას აუმჯობესებს. კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ცხრა ინტეგრირებული ანტენის გამოყენება, რაც მდგრად სიგნალს უზრუნველყოფს. სისტემას შეუძლია 540 მ2-დე ფართობის დაფარვა. დეველოპერები გამოყოფენ გეიმინგ ტრაფიკის გადაცემის სიჩქარის გაზრდის სამდონიან ტექნოლოგიას. მოწყობილობას აქვს ქსელის პორტი WAN სიჩქარით 2.5 გბ/წმ და სამი LAN პორტი Link Aggregation ფუნქციით. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია USB კონექტორი. ROG Rapture GT6-ისთვის გათვალისწინებულია ფერის მხრივ ორი ვარიანტი - შავი და თეთრი. ხელმისაწვდომია ფერადი განათება Aura RGB ROG ლოგოტიპის სახით. კორპუსზე არსებული სავენტილაციო ჭრილები უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის კარგ ცირკულაციას. გაყიდვების დაწყების დრო და ახალი მოწყობილობების სავარაუდო ღირებულება ჯერ არ არის ცნობილი. https://tinyurl.com/2792bec5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.