Jump to content

Magdalena

VIP
  • Posts

    7350
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    211

Everything posted by Magdalena

  1. MediaTek-მა საბოლოოდ გამოუშვა ფლაგმანური პროცესორი Dimensity 9200. ტაივანური კომპანია მას უწოდებს ჩიპსეტს „ფლაგმანური სმარტფონების მომავალი ეპოქისთვის“. ეს არის მსოფლიოში პირველი მობილური პროცესორი, რომელსაც აქვს ARM Cortex X3 ბირთვი. MediaTek-მა პროცესორზე "განათავსა" ARM-ის გრაფიკული პროცესორი Immortalis-G715. გავრცელებული ინფორმაციით მასში მხარადჭერილია რეითრეისინგი, ასევე Wi-Fi 7 Ready უსადენო ქსელი. გარდა ამისა, MediaTek საუბრობს Dimensity 9200-ის ბევრ სხვა ინოვაციაზე, როგორებიცაა 8533 Mbps LPDDR5X RAM და RGBW ISP. ასევე ცნობილია, რომ Dimensity 9200 შემუშავებულია TSMC-ის მეორე თაობის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით (N4P) და დამყარებულია მეორე თაობის ARM Armv9 არქიტექტურაზე. MediaTek-მა Dimensity 9200 შემდეგი CPU ბირთვით დააპროექტა: 1x Cortex-X3 — 3.05 გჰც 3x Cortex-A715 — 2.85 გჰც 4x Cortex-A510 — 1.8 გჰც სავარაუდოდ, MediaTek-ის ახალი პროცესორი უზრუნველყოფს 12%-ით უკეთეს ერთბირთვიან წარმადობას Geekbench 5.0-ში, ვიდრე Dimensity 9000. თუმცა, სხვაობა მცირდება 10%-მდე მრავალბირთვიან წარმადობაში. ამავდროულად, Dimensity 9200 25%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს დატვირთვისას, უზრუნველყოფს 10%-ით უკეთეს გაგრილებას და GPU-ის 32%-მდე გაუმჯობესებულ წარმადობას Manhattan 3.0-ში Dimensity 9000-თან შედარებით, ამასთან დატვირთვისთვის 41%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. საერთო ჯამში MediaTek ამაყობს, რომ Dimensity 9200-მა AnTuTu v9-ში 1260000 ქულა დააგროვა, რაც ბევრად აღემატება კონკურენტების ამჟამინდელ ფლაგმანებს. MediaTek-ის თქმით Dimensity 9200 მაღაზიებში უნდა გამოვიდეს "2022 წლის ბოლოს". სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სმარტფონებში იქნება წარმოდგენილი Dimensity 9200 და რამდენად უკეთესი იქნება დაანონსებულ Snapdragon 8 Gen 2-თან შედარებით. MediaTek Dimensity 9200 წლის ბოლომდე ფლაგმანურ სმარტფონებში უნდა გამოჩნდეს. (ფოტოს წყარო: MediaTek) https://tinyurl.com/4jnjbzfb
  2. Google-მა და Renault Group-მა გადაწყვიტეს გააფართოვონ თავიანთი ოთხწლიანი პარტნიორობა ავტომობილების მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის განვითარების პროექტის გამოცხადებით. პროექტი დაფუძნებული იქნება Android Automotive ოპერაციულ სისტემაზე, ხოლო მონაცემების ნაწილი დამუშავდება Google-ის ქლაუდ ინფრასტრუქტურაში. ფოტოს წყარო: Jonny Gios / unsplash.com 2018 წელს Google-მა პარტნიორობა გაუწია Renault-Nissan-Mitsubishi Alliance-ს და თავის სერვისებზე წვდომა მისცა ავტომობილებს. ახალი პროექტი ეხება მხოლოდ ფრანგულ კომპანიას და მის ბრენდებს: Renault, Dacia, Alpine და Mobilize; გარდა ამისა, Google ხდება Renault-ის „რჩეული ქლაუდ პროვაიდერი“ - სხვა მანქანათმშენებელი კომპანიები უმეტესად Amazon Web Services-ს ირჩევენ. პროექტი გულისხმობს ავტომობილის „ციფრული ტყუპის“ ან მაქსიმალურად ზუსტი ვირტუალური ასლის შექმნას. ეს მიდგომა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან ერთად რეალურ დროში გაფართოებული დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა: მანქანა მფლობელს აცნობებს როდის სჭირდება შეკეთება და ისწავლის გარკვეულ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას. გარდა ამისა, სტატისტიკის შეგროვების შემდეგ მანქანას შეეძლება მოერგოს მფლობელს, შეისწავლოს მისი მართვის სტილი, იცოდეს ყველაზე ხშირი მარშრუტები და გამოიყენოს რეალურ დროში ტექნიკური მაჩვენებლები. სხვა ავტომწარმოებლებიც აფართოებენ პროგრამულ შესაძლებლობებს სატრანსპორტო საშუალებებში, საბოლოო ჯამში კი მიზნად ისახავენ პროგრამული უზრუნველყოფის ავტომოდელის შექმნას, რომელშიც მანქანა აღჭურვილია ძირითადი აპარატურით და შესაძლებლობების ძირითადი დიაპაზონი განისაზღვრება პროგრამული უზრუნველყოფით - Tesla აქ ლიდერია. Google ათ წელზე მეტია ცდილობს ფეხის მოკიდებას ავტო ინდუსტრიაში, მაგრამ წინააღმდეგობას უწევენ კომპანიები, რომლებსაც კონკურენციის ეშინიათ. თუმცა ეს ხელს არ უშლის კომპანიას სათითაოდ დადოს შეთანხმებები სფეროს წარმომადგენლებთან: არსებობს პარტნიორული პროექტები კომპანიებთან - Ford, GM, Volvo, Honda და BMW. https://tinyurl.com/7c2vfert
  3. ოქტომბრის შედეგების მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის მაინერების მთლიანმა შემოსავალმა 589.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა. Bitcoin-მაინერების შემოსავალი თვეების მიხედვით, მლნ აშშ დოლარში. წყარო: ForkLog თუმცა ტრანზაქციების საკომისიოდან შემოსავალი 9 მლნ აშშ დოლარიდან 7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მათი წილი თვის საერთო მაჩვენებელში 1.63%-დან 1.28%-მდე შემცირდა. შემოსავლების ზრდას თან ახლდა ჰეშრეითის ზომიერი ზრდა (+3.45%), რასაც ხელი შეუწყო ახალი თაობის მაინერების ექსპლუატაციაში გაშვებამ. Bitcoin-ის ჰეშრეითის დინამიკა, EH/s. წყარო: ForkLog. საჯარო მაინერების წილმა Bitcoin-ის ჰეშრეითში 25%-ს მიაღწია. ბოლო გადაანგარიშების შედეგების მიხედვით პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის სირთულე გაიზარდა 3.44%-ით ახალ მაქსიმუმამდე - დაახლოებით 36.84 T. წლის დასაწყისიდან ჰეშრეითთან კორელირებადი მაჩვენებელი 52%-ით გაიზარდა. ბაზრის ვარდნის ფონზე არსებულმა ვითარებამ ბევრი მაინერის შემოსავალი დააზარალა, მათ შორის ისეთი მსხვილი მოთამაშეებიც, როგორიცაა Compute North. Bitcoin-ის მაინინგის სირთულე. წყარო: ForkLog. Hashprice იმყოფება ყველა დროის დაბალ დონეზე - დაახლოებით 0.07$ TH/s-ზე. მზარდი სირთულისა და ფასების სტაგნაციის ფონზე ინდიკატორის შემდგომი ვარდნა მოიცავს მაინერების კაპიტულაციას. ეს მოვლენა, როგორც წესი, წინ უსწრებს კონსოლიდაციას და ტენდენციის შეცვლას. Bitcoin-ის Hashprice-ის მაჩვენებლის დინამიკა. წყარო: ForkLog. Foundry USA-მ ოქტომბერში კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა Bitcoin-ის უმსხვილეს პულებს შორის - მისმა წილმა მთლიან ჰეშრეითში 25.9% მიაღწია. AntPool-მა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი პოზიციები საბაზრო თვის განმავლობაში - 17.8%-დან 19.2%-მდე. F2Pool-ისა და Binance Pool-ის მაჩვენებლები თითქმის უცვლელია. Poolin-ის წილი 5.3%-დან 2.4%-მდე შემცირდა. Bitcoin-ის მოპოვების უმსხვილესი პულები. წყარო: BTC.com. ოქტომბერში Bitcoin-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიო არ აღემატებოდა 1 აშშ დოლარს. თვის მეორე ნახევარში მაჩვენებელი გაიზარდა და 1.59 აშშ დოლარს მიაღწია. ეს გამოწვეულია ჯაჭვური აქტივობის გამოღვიძებით პირველი კრიპტოვალუტის ფასის 20 ათას აშშ დოლარზე მეტად ზრდის ფონზე. Ethereum-ის ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ თვის დასაწყისში 4.67 აშშ დოლარს მიაღწია, რაც შეესაბამება აგვისტოს მაჩვენებელს. შემდეგ ინდექსის კლება დაიწყო. Ethereum-ის ქსელის შედარებით დაბალი საკომისიო მიუთითებს ჯერ კიდევ დაბალ აქტივობაზე DeFi-ში და NFT სეგმენტის კლებაზე. BTC- და ETH-ტრანზაქციების საშუალო საკომისიოების დინამიკა. წყარო: ForkLog. ოქტომბერში მაინინგ-კომპანია Marathon Digital Holdings-მა მოიპოვა რეკორდული 615 BTC, რამაც ჰეშრეითი გაზარდა დაახლოებით 84%-ით. მისმა კონკურენტმა CleanSpark-მა შეიძინა 3843 თანამედროვე Antminer S19j Pro მოწყობილობა Bitmain-ისგან 5.9 მლნ აშშ დოლარად. https://tinyurl.com/5yzfc28k
  4. პორტალ PCWorld-ის ჟურნალისტებმა მოახერხეს AMD-ის გეიმინგ პროდუქტებისა და მარკეტინგის მთავარ არქიტექტორთან საუბარი და გაეცნენ ახალ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon RX 7000 ვიდეო ბარათების რამდენიმე დეტალს. AMD-ის წარმომადგენელმა განმარტა, პრეზენტაციაზე რატომ არ მოხდა ახალი Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ბარათების შედარება NVIDIA GeForce RTX 40 სერიის მოდელებთან. ფოტოს წყარო: VideoCardz კომპანიის წარმომადგენლის თქმით AMD-ის ფლაგმანური ამაჩქარებელი Radeon RX 7900 XTX პოზიციონირებს GeForce RTX 4080 მოდელის კონკურენტად, რადგანაც NVIDIA-ს ეს ვიდეო ბარათი გაყიდვაში ჯერ არ გამოუშვია, AMD არ ფლობდა ინფორმაციას ამაჩქარებლის წარმადობის შეახებ, რათა მისთვის საკუთარი შედარების გრაფიკი დაემატებინა. „[Radeon RX 7900 XTX] შემუშავებულია RTX 4080-თან კონკურენციისთვის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მისი წარმადობის შესახებ. ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რატომ ვერ იხილეთ NVIDIA-სთან ვერანაირი შედარება. 999 აშშ დოლარი ღირებულების ბარათი ვერ იქნება RTX 4090-ის კონკურენტი, რომლის ფასი 60%-ით მეტია. [Radeon RX 7900 XTX]-ის კონკურენტია RTX 4080“ - განაცხადეს AMD-დან. მან ასევე კომენტარი გააკეთა FSR 3.0 გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგიის შესახებ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება FSR-ის ახალი ვერსიის დანერგვის შესახებ არ იყო სპონტანური. მისი თქმით FSR 3.0 მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ RDNA 3 არქიტექტურაზე დაფუძნებულ ვიდეო ბარათებში. „ჩვენი გადაწყვეტილება FSR 3.0-ის დაანონსების შესახებ არ წარმოადგენს ერთგვარ საპასუხო რეაქციას ან სურვილს - სწრაფად გამოგვეშვა NVIDIA DLSS 3-ის კონკურენტი. ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობთ ამ ტექნოლოგიაზე. რატომ გახდება იგი ხელმისაწვდომი იმაზე გვიან, ვიდრე ბევრი მოელოდა? მთავარია გავიხსენოთ FSR ტექნოლოგიის ძირითადი ფილოსოფია. FSR 1.0 და FSR 2.0 მუშაობს არა მხოლოდ RDNA და RDNA 2 არქიტექტურის ვიდეო ბარათებზე. ისინი მხარდაჭერილია AMD-ის გრაფიკული ამაჩქარებლების ბევრ სხვა თაობაში, ასევე ჩვენი კონკურენტების ვიდეო ბარათებში. ამის რეალიზება გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ FRS 3.0-ის მხარდაჭერის დამატება მხოლოდ RDNA 3 ვიდეო ბარათებში. ჩვენ რეალურად გვსურს, რომ FSR 3.0-მა იმუშაოს სხვა ვიდეო ბარათებზეც“ - განაცხადა AMD-ის წარმომადგენელმა. DLSS 3-ზე მინიშნებით, რომელიც მხოლოდ GeForce RTX 40-სერიის ამაჩქარებლებზეა მხარდაჭერილი, AMD-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი არქიტექტურის მხარდაჭერა გაცილებით მარტივია. AMD-მ პირობა დადო, რომ FSR მხარდაჭერილი იქნება გრაფიკული არქიტექტურების უმრავლესობაში, მაგრამ ამის რეალიზებისთვის დროა საჭირო. კომპანია ჯერ დარწმუნებული არ არის, რომ იგი 100%-ით შეასრულებს პირობას, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებს. https://tinyurl.com/jt6d74f4
  5. პორტალ VideoCardz-ის განკარგულებაში მოხვდა AMD Navi 31 GPU-ის ბლოკ-სქემის სურათი, რომელიც საფუძვლად დაედო ახალი Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათებს. ფოტოს წყარო: AMD გრაფიკულ პროცესორ AMD Navi 31-ში გამოყენებულია ჩიპლეტური დიზაინი. მიკროსქემის ცენტრში განთავსებულია 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე აგებული დიდი კრისტალი GCD (Graphics Compute Die), რომელიც მოიცავს GPU-ის ყველა გამომთვლელ ბლოკს და სხვა აუცილებელ ელემენტებს. მის გარშემო მოცემულია ქეშ-მეხსიერების ექვსი კრისტალი (MCD). ისინი აგებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. თითოეული MCD კრისტალის შემადგენლობაში გამოყენებულია ორმაგი 320ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი, რომელიც დაკავშირებულია L3 ქეშ-მეხსიერებასთან. ამ დროისთვის AMD-მ დაადასტურა, რომ სრული ზომის GPU Navi 31-ის შემადგენლობაში მოცემულია 96 მბ L3 (Infinity Cache) ქეშ-მეხსიერება, თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია L0, L1 და L2 ქეშის მოცულობები. ამ ინფორმაციას ცხადყოფს VideoCardz-ის საპრეზენტაციო სლაიდი, რომელიც, როგორც ჩანს, ჟურნალისტებს წარუდგინეს დახურულ კონფერენციაზე. მასზე მითითებულია, რომ L0 ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 3 მბ, რაც თითქმის 2.5-ჯერ მეტია Navi 21-თან შედარებით. L1 ქეშის მოცულობა სამჯერ მეტია და 3 მბ-ის ტოლია. L2 ქეშ-მეხსიერების მოცულობა 50%-ით გაიზარდა და 6 მბ-ს შეადგენს. L3 (Infinity Cache) მეხსიერებას აქვს 96 მბ მოცულობა, რაც 32 მბ-ით ნაკლებია გრაფიკულ პროცესორ Navi 21-ის მოცულობასთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz / AMD ზემოთ მოცემულ სქემაზე ნაჩვენებია Navi 31 ექვსი შეიდერ-ძრავით, რომელთა შემადგენლობაში გამოყენებულია რვა წყვილი ბლოკი (Compute Units). თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ Radeon RX 7900 XTX-ს ექნებოდა 12288 ნაკადური პროცესორი, თუმცა, თუ კომპანიის ვებ-გვერდს ვნახავთ, მითითებულია 6144 ნაკადური პროცესორი, ანუ ორჯერ ნაკლები. ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ RDNA 3 არქიტექტურა ეყრდნობა დიზაინ Dual Issue-ს, რაც ნიშნავს, რომ ერთდროულად სრულდება ორი არითმეტიკული FP32 ბრძანება, რის გამოც შესაძლებელია ჩაითვალოს 12288 FP32 ბლოკის ან ნაკადური პროცესორის არსებობა. ამავე დროს Navi 31-ის ერთჯერადი სიზუსტის (FP32) ოპერაციების წარმადობა გაიზარდა 61 Tflops-მდე, რაც წინა თაობასთან შედარებით გაორმაგებულია. სლაიდზე ასევე მოცემულია, რომ არქიტექტურა RDNA 3 შემუშავებულია 3 გჰც სიხშირეზე ოპერირების შესაძლებლობის გათვალისწინებით. ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება ჟურნალისტებისგანაც, რომლებიც ახალი ვიდეო ბარათების პრეზენტაციას ესწრებოდნენ და ეს საკითხი AMD-ს წარმომადგენლებთან ერთად კულუარებში განიხილეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეტალონური Radeon RX 7900 XTX-ის მაქსიმალური Boost-სიხშირე 2.5 გჰც-ია - ასეა მითითებული AMD-ის ვებ-გვერდზე. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებს (ან აპირებს თუ არა საერთოდ) AMD 3 გჰც სიხშირის მხარდაჭერის რეალიზებას თავის RDNA 3 არქიტექტურის მქონე ვიდეო ბარათებში. ფოტოს წყარო: Twitter / @Locuza_ ზემოთ მოცემულია Navi 31-ის პროცესორის ფაქტობრივი ფოტო და დამატებული აქვს ჩიპის თითოეული ბლოკის ანოტაციები, რომლებიც Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაასაჯაროვა. https://tinyurl.com/2menk3s7
  6. დაიწყო Stablecoin-ების აქტიური გამოყენება ლენდინგ პროტოკოლების უზრუნველყოფისთვის. ამის შესახებ საუბარია CoinMarketCap-ისა და TokenInsight-ის ანგარიშში. „USDC, USDT და DAI ჯამურად შეადგენს MakerDAO-ს და Compound-ის მოცულობის უზრუნველყოფის 58% და 52%-ს, შესაბამისად. მეორე კვარტალში მაჩვენებლები გაიზარდა 50%- და 40%-იანი მაჩვენებლებიდან“ - აღნიშნეს მკვლევარებმა. წყარო: CoinMarketCap. ექსპერტების აზრით, ლენდინგ პროექტების - MakerDAO-ს, Aave-სა და Compound-ის TVL წლის დასაწყისიდან 59%-ით, 61%-ით და 74%-ით შემცირდა, შესაბამისად. თუმცა, მესამე კვარტალში მაჩვენებლები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. პლატფორმა Compound-ის წილი მთლიან მაჩვენებელში სამ თვეში 22%-დან 16%-მდე შემცირდა. DeFi ეკოსისტემებს შორის Ethereum კვლავ დომინირებს დიდი წილით. თუმცა Tron-ზე დაფუძნებული აპლიკაციების მთლიანმა TVL-მა სტაბილურად დაიწყო ზრდა Terra-ს დაშლისა და თითქმის იმავე დროს ალგორითმულ stablecoin USDD-ის გაშვების შემდეგ. წყარო: CoinMarketCap. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს Optimism-ის მეორე დონის გადაწყვეტილებაზე დამყარებილი ეკოსისტემის ზრდა 161.62%-იან მაჩვენებლამდე მესამე კვარტალში. მათი დაკვირვებით პლატფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა უფსკრული სეგმენტის ლიდერ Arbitrum-თან. შეგახსენებთ, რომ Compound-მა შეაჩერა ZRX, BAT, MKR და YFI ტოკენების მხარდაჭერა მათი დაბალი ლიკვიდობის გამო.  https://tinyurl.com/4mxx6r6e
  7. კომპანია GALAX-ის (KFA2) Hall of Fame სერიის ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 მოხვდა ენთუზიასტების ხელში, რის შემდეგ რამდენიმე მსოფლიო რეკორდი განახლდა. თხევადი აზოტის ავზი მოთავსდა GPU-ზე და ძაბვა გაიზარდა 1.09 ვატამდე. მწარმოებლის თქმით ამ ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორი, ჰაერით გაგრილების დროსაც კი, შეძლებს მიაღწიოს 3.1 გჰც-ზე მაღალ სიხშირეებს. ფოტოს წყარო: HWBot, OGS ზემოთხსენებულ შემთხვევაში გრაფიკული პროცესორის სიხშირე 3.7 გჰც-მდე გაიზარდა, მეხსიერება მუშაობდა 21008 მჰც-ზე, GPUPI v3.3 32B ტესტში განახლდა რეკორდი ცალკეულ ვიდეო ბარათებს შორის, შედეგმა შეადგინა 49.049 წამი. ტესტ 3DMark Port Royal-ში გრაფიკული პროცესორის სიხშირე განისაზღვრა 3.57 გჰც-ზე და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვიდეო ბარათს რეიტინგში პირველი ადგილი დაეკავებინა 31.096 ქულით. https://tinyurl.com/3e77zk5s
      • 2
      • Upvote
  8. კომპანია AMD-მ ფასები შეამცირა Zen 3 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen 5000 სერიის დესკტოპ პროცესორებზე თავის ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში. პორტალი VideoCardz აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მოდელის ფასი 250 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. ფოტოს წყარო: VideoCardz გაყიდვების დაწყებისას ფლაგმანური 16-ბირთვიანი Ryzen 9 5950X შემოთავაზებული იყო 799 აშშ დოლარად. ამჟამად მისი ფასი 549 აშშ დოლარს შეადგენს. 12-ბირთვიანი Ryzen 9 5900X გაიაფდა 200 აშშ დოლარით და ახლა მისი ფასი 549-ს ნაცვლად 349 აშშ დოლარია. ფასი შემცირდა გაზრდილი ქეშ-მეხსიერების მქონე Ryzen 7 5800X3D მოდელზეც. AMD მას გვთავაზობს 449-ის ნაცვლად 329 აშშ დოლარად. Ryzen 7 5800X-ის ფასი 449-დან 249 აშშ დოლარამდე შემცირდა, უმცროსი ექვსბირთვიანი Ryzen 5 5600X კი საწყისი 299 აშშ დოლარის ნაცვლად შემოთავაზებულია 159 აშშ დოლარად. ოფიციალურ ონლაინ-მაღაზიაში Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენისას AMD მომხმარებლებს ჩუქნის გეიმინგ-კოლექცია Uncharted: Legacy of Thieves Collection-ის ასლს. ფოტოს წყარო: AMD Ryzen 7 5800X3D-ის მითითებული ფასი ამჟამად აშშ-ში ყველაზე დაბალია. რითეილერ MicroCenter-ში იგი ღირს 369 აშშ დოლარი, Amazon-ზე - 349 აშშ დოლარი, Newegg-ში კი - 331 აშშ დოლარი. თუმცა ჩიპი ყველა მაღაზიაში ხელმისაწვდომი არ არის. ფოტოს წყარო: VideoCardz ევროპაშიც შემცირდა Ryzen 7 5800X3D-ს ფასი, აღნიშნავს VideoCardz. გაყიდვის დაწყებისას იგი შემოთავაზებული იყო 499 ევროდ, ამჟამად კი მისი შეძენა 349 ევროდაა შესაძლებელი. https://tinyurl.com/3nxfds62
  9. ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FRS) გაზარდა საბაზისო განაკვეთის დიაპაზონი 75 საბაზისო პუნქტით, 3.75-4%-მდე წელიწადში. ეს გახლავთ საბაზისო განაკვეთის მეექვსე ზრდა წელს და ზედიზედ მეოთხე - 75 პუნქტით. მაჩვენებელი ამჟამად ყველაზე მაღალ დონეზეა 2008 წლის შემდეგ. Bloomberg-ის ცნობით ბოლოს სააგენტო ასე აგრესიულად 1980-იან წლებში მოიქცა. ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთის დინამიკა.წყარო: Macrotrends. მარეგულირებელმა აღნიშნა ინფლაციის გაზრდილი დონე, რომელმაც სექტემბერში წლიური 8.2% შეადგინა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „დამატებითი ზეწოლა“ ეკონომიკურ ვითარებაზე აშშ-ისა და მთელ მსოფლიოში ხდება რუსეთის ფედერაციის ომის გამო უკრაინის წინააღმდეგ. „[FOMC-ს] გადაწყვეტილი აქვს ინფლაცია დააბრუნოს 2%-იან მიზნამდე. [...] კომიტეტი მზად იქნება შეცვალოს თავისი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია, თუ გაჩნდება რისკები, რომლებიც ხელს შეუშლის მიზნების მიღწევას“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. აშშ-ის საფონდო ბაზარი უარყოფითად გამოეხმაურა ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას. 2 ნოემბრის სავაჭრო სესიის შედეგად Nasdaq Composite ინდექსი 3.36%-ით შემცირდა, S&P 500 – 2.5%-ით, Dow Jones-ის ინდიკატორი - 1.55%-ით CoinGecko-ს თანახმად აშშ-ში ძირითადი კურსის ზრდამ თითქმის არ იმოქმედა კრიპტო ბაზრის მდგომარეობაზე. ციფრული აქტივების მთლიანი კაპიტალიზაცია 0.5%-ით შემცირდა. ტოპ-10 ციფრული აქტივი ბაზრის კაპიტალიზაციით. წყარო: CoinGecko. მარტში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2018 წლის შემდეგ პირველად გაზარდა ძირითადი განაკვეთი 0.25-0.5%-მდე. კრიპტოვალუტების ლოკალური აღმასვლა აპრილამდე გაგრძელდა - Bitcoin-მა და Ethereum-მა წლიურ მაქსიმუმს მიაღწიეს. მაისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კვლავ გაზარდა განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით. სიახლის ფონზე Bitcoin-მა გადალახა 40000 აშშ დოლარიანი ზღვარი, მაგრამ იმავე დღეს ჩავიდა 36 ათას აშშ დოლარის დონეზე, რაც გაჭიანურებული კორექტირების დასაწყისი იყო. ივნისში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთი 75 პუნქტით გაზარდა პირველად 1994 წლის შემდეგ. ინდიკატორმა მიაღწია 1.5-1.75% დონეს, რაზეც Bitcoin-მა რეაგირება მოახდინა მოკლევადიანი ზრდით 22000 აშშ დოლარამდე, შემდეგ კი ჩამოვიდა 18 ათას აშშ დოლარზე დაბლა. მომდევნო თვეში კურსის 2.25-2.5%-მდე ზრდამ განაპირობა კრიპტობაზრის ზრდა. Bitcoin-მა მაშინ 22000 აშშ დოლარიანი ზღვარი გადალახა, Ethereum-მა კი - 1500$. სექტემბერში მარეგულირებელმა განაკვეთი 3-3.25%-მდე გაზარდა. პირველი კრიპტოვალუტის ფასი 19 000 აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. https://tinyurl.com/24dphzu5
  10. კომპანია Sony-მ გამოაცხადა, რომ VR-ჰედსეტ PlayStation VR2-ის გაყიდვები მომავალი წლის 22 თებერვალს დაიწყება. თავად გაჯეტის გარდა კომპანია შემოგვთავაზებს მისთვის შექმნილ თამაშ Horizon Call of the Mountain-ს და კონტროლერების დამტენს. ჰედსეტის, კონტროლერების და ყურსასმენისგან შემდგარი მინიმალური ნაკრები ეღირება 550 აშშ დოლარი - უფრო ძვირი, ვიდრე თავად PlayStation 5 კონსოლი. თამაშისა და დამტენისთვის კიდევ 50 აშშ დოლარის გადახდა იქნება საჭირო. მოწყობილობის წინასწარი შეკვეთების მიღება ნოემბრის შუა პერიოდში დაიწყება, იგივე ეხება თამაშებს - Sony პირობას დებს, რომ გამოუშვებს 20 შესაბამის Title-ს. ახალი VR-ჰედსეტის განსაკუთრებულ მახასიათებლებს შორისაა გაუმჯობესებული უკუკავშირი და მზერის მიკვლევის უმაღლესი სიზუსტის სისტემა, გაფართოება 2000x2040 თითოეულ თვალზე ((90/120 ჰერცი), აგრეთვე სენსორების ნაკრები, რომელთა შორისაა კამერები, გიროსკოპი და აქსელერომეტრი. კომპანია ასევე აცხადებს, რომ ჰედსეტის მეორე ვერსია უფრო მინიატურული და მსუბუქია, კონსოლთან მისი დაკავშირებისთვის კი საჭირო იქნება მხოლოდ ერთი USB Type-C. ღილაკებით, ჯოისტიკებით, სენსორული პანელებითა და სენსორებით აღჭურვილი კონტროლერები მოწყობილობას უკავშირდება უსადენო ტექნოლოგია Bluetooth 5.1-ის მეშვეობით - სადენები საჭიროა მხოლოდ დამუხტვისთვის. ექსპერტების პროგნოზით PS VR2 იქნება უფრო ნიშური პროდუქტი, ვიდრე მასიური მოხმარების გაჯეტი - პოტენციური აუდიტორიის დიდ ნაწილს დააფრთხობს ფასი და კონტენტის სიმცირე. https://tinyurl.com/3wuj7uwj
  11. კომპანია Acer გამოუშვებს საბაზისო დონის ვიდეო ბარათ Intel Arc A380 Predator-ს. ახალი ბარათი აღინიშნა Acer-ის საფირმო ონლაინ-მაღაზიაში სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე. ფოტოს წყარო: Acer ადრე გავრცელდა ინფორმაცია მოდელ Acer Arc A770 Predator BiFrost-ის დამზადების შესახებ გაგრილების უჩვეულო სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ორი ქულერი. უმცროსი მოდელი Arc A380 Predator-იც იქცევს ყურადღებას გაგრილების სისტემით. ვიდეო ბარათს აქვს ტანგენციალური ტიპის ქულერი, რომელიც ცნობილია, როგორც „ტურბინა“. მოდელი Arc A380 დაბალბიუჯეტურია და მეტად სუსტი და ამ სეგმენტში გაგრილების ასეთ სისტემას, როგორც წესი, არავინ იყენებს. Acer Arc A380 Predator ორსლოტიანია. ბარათზე ხელმისაწვდომია ორი კონექტორი DisplayPort და ერთი HDMI. Arc A380-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი ACM-G11, რომლის შემადგენლობაში შედის 8 Xe ბირთვი. ბარათს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი მეხსიერების სალტით. ახალ ვიდეო დაფაზე ჯერჯერობით მოცემული არ არის ოფიციალური ფასი, ასევე უცნობია მიწოდების დაწყების თარიღი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვიდეო ბარათი ფორმალურად მიეკუთვნება გეიმინგ სერია Predator-ს, თავად Arc A380-ს ვერ ვუწოდებთ გეიმინგ პროდუქტს. მისი წარმადობის დონე GeForce GTX 1630-ის, GeForce GTX 1050 Ti-სა და Radeon RX 6400-ის მსგავსია. Intel-ის ახალი ბარათის აშკარა უპირატესობებს შორის შეიძლება გამოვყოთ მხოლოდ ვიდეოს კოდირებისა და დეკოდირების ფუნქციების მხარდაჭერა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მის ყოველდღიური გამოყენებისას ასევე რეითრეისინგის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. https://tinyurl.com/4rb57jfe
  12. პირველი კრიპტოვალუტის კურსი რჩება 16500-21100 დიაპაზონში, რაც ასახავს მიწოდებისა და მოთხოვნის მყიფე ბალანსს. Glassnode-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ onchain-ინდიკატორები მიუთითებენ დათვურიდან ხარებზე გადასვლის არარსებობაზე და მონეტების გადანაწილების ახალი ტალღის რისკზე. ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფსკერის ფორმირება 2022 წელს შესაძლოა გაგრძელდეს წარსულში ამ პროცესის ხანგრძლივობიდან გამომდინარე. ამ დროისთვის ციფრული ოქროს ციფრული შეთავაზებები ბოლო სამი თვის განმავლობაში რჩება რეალიზებულ ფასს (21100 აშშ დოლარი) და დაბალანსებულ ფასს შორის (16500 აშშ დოლარი). 2014–2015 და 2018–2019 წლებში ეს პერიოდი, შესაბამისად, 10 და 5.5 თვე გაგრძელდა. წყარო: Glassnode ჰოდლერების კაპიტულაციის პერიოდის ხანგრძლივობა ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ზრდის ტრაექტორიის შემობრუნების შესაფასებლად. ეს უკანასკნელი ხდება მაშინ, როდესაც ბაზრის ამ კატეგორიის მონაწილეთა მიერ მონეტების შეძენის საშუალო ღირებულება გაყიდვის ფასზე დაბალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გრძელვადიანი ინვესტორები იწყებენ "ზარალის განცდას" "საშუალო" ინვესტორთან, განმარტავენ ანალიტიკოსები. ამჟამად ეს პერიოდი სამთვენახევარია გრძელდება. წინა ორ დათვურ ბაზარზე შეადგინა 8 და 17 თვე. წყარო: Glassnode. ახალი მოთხოვნის გამოვლენის ადრეულ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად „მომგებიანი“ მონეტების წილის გადაჭარბება მსგავსი მეტრიკით, თუმცა ჰოდლერებთან მიმართებაში. ეს ცვლა ჯერ არ მომხდარა. პირველი მაჩვენებელი 56%-ია, მეორე - 60%. მათი მაჩვენებლების გადაკვეთისთვის ექსპერტების შეფასებით საჭირო იქნება „ახალი“ შესყიდვები და 21700 აშშ დოლარიანი ფასის ნიშნის გადალახვა. წყარო: Glassnode. მსგავსი სიგნალი შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ არარეალიზებული მოგების/ზარალის მიხედვით, არამედ მფლობელების მიერ მონეტების დახარჯვის ფინანსური შედეგის მიხედვით. ამ კოეფიციენტის 90 დღის მოძრავი საშუალო არის 0.57. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინვესტორებისთვის გრძელდება უპირატესად ზარალის დაფიქსირება. კაპიტალის შემოდინებისა და მოგების მიღების ახალ ტალღას ჯერ არ გადაუჭარბებია გამყიდველების ზარალის მასშტაბებისთვის. მაჩვენებელი დარჩა 1-ზე დაბლა ბოლო 125 დღის განმავლობაში, რაც წინა დათვურ ბაზრებთან შედარებით ( 375 და 263 ) ნაკლებია. წყარო: Glassnode. ოქტომბერში Glassnode-ის ანალიტიკოსებმა განიხილეს Bitcoin-ის ზრდის და ვარდნის სცენარი. მანამდე ტრეიდერმა ტონ ვეისმა ივარაუდა, რომ პირველი კრიპტოვალუტის ფასი 2023 წელს 100 000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა მოახლოებული ჰალვინგის ფონზე. https://tinyurl.com/2mez9227
  13. Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გააზიარა კომპანია Galax-ის ფლაგმანურ ვიდეო ბარათ GeForce RTX 4090 HOF-ის თეთრი PCB-ის ფოტო. ეს არის ცნობილ ამაჩქარებლებს შორის პირველი მოდელი ორი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორით, რომელსაც შეუძლია ვიდეო ბარათისთვსი 1200 ვატამდე ენერგიის გადაცემა. ფოტოს წყარო: Twitter / @bl4ckdot კომპანია Galax-ის ვიდეო ბარათების სერია Hall of Fame სერიოზულ შევსებას ელის. ვიდეო ბარათი დამყარებულია 16384 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკულ პროცესორ AD102-300-ზე, აქვს 24 გბ GDDR6X მეხსიერება, ასევე ძალიან მძლავრი 32-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემა 28+4 სქემით. მსგავს VRM-ს ამჟამად ვერ შეხვდებით ვერც ერთი სხვა კომპანიის წარმოების GeForce RTX 4090 ვერსიაში. კვების მსგავსი სისტემა გამოიყენებოდა წინა თაობის ფლაგმან Galaxy GeForce RTX 3090 Ti HOF-ში. თუმცა ფაზების რაოდენობა ოთხით ნაკლები იყო (24+4). Galax GeForce RTX 4090 HOF-ის PCB-ის ზედა ნაწილში მოცმეულია ვიდეო დაფის კვების მონიტორინგის წერტილები. გარდა ამისა, ჩანს სადენზე ჩამოკიდებული ღილაკი „აჩქარება“, რომელიც პასუხისმგებელია სპეციალური vBIOS-ის ჩატვირთვისთვის თხევადი აზოტის გამოყენებით ექსტრემალური აჩქარებისთვის. სავარაუდოდ Galax-ს ჯერ არ დაუსრულებია ვიდეო ბარათის შემუშავება და ამაჩქარებელი არ არის გასაყიდად მზად. კომპანია ხშირად უგზავნის ვიდეო ბარათების დაფებს შერჩეულ ენთუზიასტებს ტესტირებისთვის, ამავდროულად ავითარებს ამაჩქარებლების გაგრილების აუცილებელ სტანდარტულ სისტემებს. თუმცა ამ უკანასკნელებს, როგორც წესი, ოვერქლოქერები არ იყენებენ თხევადი აზოტის გამოყენებით ექსტრემალური აჩქარებისთვის. https://tinyurl.com/w6jnfxfb
  14. აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა 2019 წლის შემდეგ პირველად გაუშვა სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy მისია USSF-44-ის ფარგლებში. რაკეტა ორ გასაიდუმლოებულ თანამგზავრთან ერთად ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრის 39A პლატფორმიდან ადგილობრივი დროით 09:41 საათზე გაუშვეს. ფოტოს წყარო: SpaceX ვინაიდან USSF-44 მისია განხორციელდა აშშ-ის კოსმოსური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ზუსტი ინფორმაცია ტვირთის შესახებ საჯარო წყაროებში არ გამოცხადებულა. ცნობილია, რომ Falcon Heavy-ს ბორტზე იმყოფებოდა სასარგებლო ტვირთის ექვსი ერთეული. ყველაზე მნიშვნელოვანია მოწყობილობა USSF-44, რომელიც, დიდი ალბათობით, სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრია. ინფორმაცია მის შესახებ გასაიდუმლოებულია, ამიტომ ამ მოწყობილობის ზუსტი დანიშნულება და მახასიათებლები გამოცანად რჩება. დანარჩენები შედარების მცირე ზომისაა და მათი ამოქმედებისთვის გამოიყენება კომპანია Northrop Grumman-ის პლატფორმა Long Duration Propulsive ESPA. მისიის ფარგლებში კოსმოსში გაიგზავნა CubeSat ფორმატის Lockheed Martin’s In-space Upgrade Satellite System-ის (LINUSS-A) ორი მოწყობილობა, რომლებიც აღჭურვილია მზის პანელებით და განკუთვნილია გეოსტაციონარულ და გეოსინქრონულ ორბიტებზე მუშაობისთვის. ამ თანამგზავრების გამოყენება იგეგმება ახალი ტექნოლოგიების შესამოწმებლად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მზად უფრო მასიურ თანამგზავრებში ინტეგრაციისთვის. სასარგებლო ტვირთის დანარჩენი ერთეულებია CubeSat ფორმატის USUVL და WL2XOU აპარატები. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი შექმნილია გეოსტაციონარული და / ან 2.8 ° დახრილობის სუპერსინქრონულ ორბიტაზე მუშაობისთვის. და ბოლო, მინიატურული თანამგზავრი TETRA-1 შექმნილია Boeing-ის შვილობილი კომპანია Millennium Space Systems-ის მიერ. იგი შეიქმნა აშშ-ის კოსმოსური ძალებისთვის და NENRA აპარატების ოთხეულიდან პირველია, რომელიც წარმოებულია სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ. მოწყობილობა TETRA-1 შეამოწმებს ორბიტაზე მანევრირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სასწავლო სცენარს ახალი და სატესო თანამგზავრული ოპერატორებისთვის. ფოტოს წყარო: Joe Raedle / Getty Images წინა გაშვებების დროს რაკეტა Falcon Heavy-ს გვერდითი ამაჩქარებლები კონტროლირბად დაშვებას ახორციელებდნენ კეიპ კანავერალის კოსმოსურ პლატფორმაზე, ცენტრალური ამაჩქარებელი კი წარმატებით ბრუნდებოდა და ჯდებოდა ატლანტის ოკეანეში არსებულ სპეციალურ მცურავ პლატფორმაზე. მისია USSF-44-ის რეალიზაციისთვის კომპანია იძულებული გახდა უარი ეთქვა შუალედური ამაჩქარებლის კონტროლირებად დაშვებაზე, რათა მაქსიმალურად გაეზარდა საწვავის მარაგი ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანისთვის. ამის ნაცვლად ეს ამაჩქარებელი ზღვაში ჩაეშვა ფლორიდას სანაპიროზე, გვერდითი ამაჩქარებლები კი მსუბუქად დაეშვნენ კოსმოსურ პლატფორმაზე. სავარაუდოდ, ამჟამინდელი გაშვება უკანასკნელი იქნება Falcon Heavy-სთვის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი აქტიური რაკეტების სტატუსით. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტო (NASA) ემზადება ჩაატაროს გიგანტური Space Launch System რაკეტის პირველი ორბიტალური გაშვება მისია Artemis-1-ის ფარგლებში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ ამ რაკეტის გაშვება 14 ნოემბერს მოხდება, რის შემდეგაც მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტის სტატუსი გადაეცემა. https://tinyurl.com/3swnjmvx
  15. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაახლა კომპანია Tether-ის Stablecoin USDT-ის შემოწმება შესაძლო საბანკო თაღლითობის გამოვლენის მიზნით. ამის შესახებ წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტომ კომპანიით დაინტერესების შესახებ პირველად 2012 წლის ივლისში განაცხადა. იმ დროს თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ შემოწმება შეეხება Tether-ის საქმიანობის ადრეულ ეტაპებს და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ ტრანზაქციებს. მოგვიანებით USDT-ის ემიტენტის წარმომადგენლებმა მასალას უწოდეს „უსახელო წყაროებსა და მრავალი წლის წინანდელ განცხადებებზე“ დამყარებული. ახალი ინფორმაციის თანახმად შემოწმებით დაკავდა ნიუ-იორკის სამხრეთ რეგიონის პროკურორი დემიან ულიამსი. ადრე მისი გვარი გაჟღერდა BitMEX-ის თანადამფუძნებლებთან, კერძოდ ბირჟის განვითარების ყოფილ დირექტორ გრეგ დუიერთან სადავო საქმეში. 31 ოქტომბერს Tether-ის გუნდმა კვლავ უარყო Bloomberg-ის შეტყობინება: „ცრუ ინფორმაციის გავრცელება ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა კრიპტოვალუტების ინდუსტრიისთვის. [...] Bloomberg ამუშავებს ძველ ამბებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება“. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მუდმივ დიალოგში იმყოფებიან სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან. შეგახსენებთ, რომ ივნისში მედიამ გაავრცელა ინფორმაცია USDT-ში მოკლე პოზიციების „პოპულარობის“ შესახებ ბაზრის ნეგატიური ფენომენების და Terra-ს ეკოსისტემის კოლაფსის ფონზე. იმ დროს Tether Limited-ის ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაამუშავა ფიატში 7 მილიარდი ტოკენის კონვერტაცია (მთლიანი აქტივების დაახლოებით 10%). მანამდე Stablecoin-ის ემიტენტმა უარყო ხმები ჩინური კომერციული ქაღალდის რეზერვების დომინირების შესახებ. https://tinyurl.com/2p8cd4us
  16. კომპანია Microsoft-მა გამოაცხადა მზადყოფნა - აქტიური მონაწილეობა მიიღოს metaverse-ის სფეროში. ამისთვის კომპანია შექმნის დეველოპერთა ჯგუფს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება Microsoft-ის ზოგიერთი პროდუქტისა და სერვისის ადაპტაცია ვირტუალურ სამყაროში გამოყენების პირობებთან. ასევე უახლოეს მომავალში კომპანია აპირებს გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს metaverse-ს. კორპორაციის წარმომადგენლის თქმით შერეული რეალობის ახალმა ტექნოლოგიამ უნდა „გააცოცხლოს მეტასამყარო“. „ჩვენ მეტასამყარო უნდა მივიჩნიოთ ინტერნეტის ევოლუციის შემდეგ ნაბიჯად. ინტერნეტის ტექნოლოგია, როგორც მონაცემთა ქსელი, ამოქმედდა 1990-2000 წლებში. 2010 წელს იგი გარდაიქმნა სოციალურ ინტერნეტად. ამჟამად იგი ხდება ნივთების ინტერნეტი“ - აღნიშნავს Microsoft-ის მარკეტინგის დირექტორი არაბთა გაერთიანებულ ემირატებში Ihsan Anabtawi. გარდა ამისა, მომავალი მეტასამყაროს პროექტების შემდგომი განვითარებისთვის კორპორაციის მენეჯმენტი გეგმავს მათი დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდას. შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა გარედან. ახალი პროდუქტები ძირითადად ორიენტირებული იქნება მაღალი გამოთვლითი მოთხოვნების ბიზნესის წარმომადგენლებსა და კერძო მომხმარებლების ვირტუალურ სივრცეზე. ამჟამად Microsoft ორიენტირებულია სამ სფეროში მუშაობაზე: მონაწილეობა, კომუნიკაცია და ურთიერთქმედება სხვადასხვა სამყაროს შორის. https://tinyurl.com/3fn45ycj
  17. კომპანია Gigabyte-მა დააანონსა Aorus Gen4 5000E სერიის SSD NVMe მოცულობით 500 გბ და 1 ტბ. ორივე მოდელში გამოყენებულია კონტროლერი NVMe 1.4-ითა და PCIe 4.0-ის მხარდაჭერით. ფოტოს წყარო: Gigabyte Aorus Gen4 5000E SSD-ებში გამოყენებულია 3D TLC NAND სტანდარტის ფლეშ-მეხსიერება სიჩქარით 1600 მბ/წმ კონტაქტზე. კომპანია აცხადებს, რომ ახალი პროდუქტების თანმიმდევრული წაკითხვის სიჩქარეა 5000 მბ/წმ-მდე და თანმიმდევრული ჩაწერის სიჩქარე 4600 მბ/წმ-მდე. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარე მითითებული არ არის. ცნობილია, რომ წინა თაობასთან შედარებით Aorus Gen4 5000E მყარი დისკების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 30%-ით შემცირებული ენერგომოხმარება, რაც მხოლოდ 4.2-4.2 ვატს შეადგენს. Gigabyte-ის თქმით ახალ დისკებს არ სჭირდება დამატებითი რადიატორი გაგრილებისთვის და შეუძლიათ მუშაობა გადახურებისა და ტროტლინგის გარეშე მაღალი დატვირთვის დროსაც კი, ამიტომ ისინი შესანიშნავად გამოდგება ლეპტოპებისთვის. კომპანიამ ასევე გამოაცხადა გადაწერის 300 ტბ-მდე რესურსის არსებობა უმცროს მოდელში და 600 ტერაბაიტისა - უფროს ვერსიაში. დისკებს აქვს ხუთწლიანი გარანტია მწარმოებლისგან, თუკი მითითებული რესურსი უფრო ადრე არ ამოიწურება. https://tinyurl.com/2p849ns
  18. 2008 წლის 31 ოქტომბერს სატოში ნაკამოტომ გამოაქვეყნა Bitcoin-ის whitepaper. ტექნიკურ დოკუმენტში აღწერილი იყო, თუ როგორ მუშაობდა ერთრანგიანი საგადახდო სისტემა, რომელმაც მოგვიანებით ფინანსური ტექნოლოგიების სამყაროში რევოლუცია მოახდინა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იმალება პირველი კრიპტოვალუტის შემქმნელის ფსევდონიმის უკან, ასევე უცნობია ეს არის ერთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი. Whitepaper-ის წინასიტყვაობაში ნათქვამია: „ელექტრონული ფულის სრულად peer-to-peer ვერსია შესაძლებელს გახდის ონლაინ-გადახდები გაიგზავნოს პირდაპირ ერთი მხარისგან მეორესთვის, ფინანსური ორგანიზაციების გვერდის ავლით. ციფრული ხელმოწერები უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების ნაწილს, თუმცა ძირითადი უპირატესობები ნიველირდება, თუკი ორმაგი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით მაინც საჭირო იქნება ნდობით აღჭურვილი მესამე მხარე. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრას ერთრანგიანი ქსელის ბაზაზე. იგი ტრანზაქციებს ასახავს დროის ნიშნულში და აერთიანებს ჰეშირებაზე დამყარებული სამუშაოს მტკიცებულების ჯაჭვში“. Bitcoin-ის ქსელის გაშვება მოხდა 2009 წლის იანვარში. ორი წლის შემდეგ სატოში ნაკამოტო გაქრა და საზოგადოებამ დღემდე გაარკვია, ვინ დაწერა დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედო მრავალმილიარდიან ინდუსტრიას. 14 წლის განმავლობაში პირველმა კრიპტოვალუტამ დიდი გზა გაიარა და ძლიერ ფინანსურ ინსტრუმენტად იქცა. მასში ინვესტიციებს დებენ საჯარო კომპანიები, მსხვილი მოთამაშეები და საზოგადოების ზოგიერთი წევრი აქტივს მიიჩნევს კაპიტალის დაცვის საშუალებად სერიოზული რყევების პერიოდში. 2022 წლის 1 აპრილს მაინერებმა დააგენერირეს საიუბილეო 19 მილიონიანი Bitcoin. წერის მომენტისთვის ციფრული ოქროს მთლიანი მარაგის 91.4% არის მოპოვებული, რაც განსაზღვრულია 21 მილიონი BTC-ით. https://tinyurl.com/38mfcczz
  19. მობილური მოწყობილობების გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის გარკვეული კლებაა. Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე წლის მესამე კვარტალი წლის ჭრილში ხასიათდება ბაზრის 12%-იანი შემცირებით, ხოლო მიწოდებული მოწყობილობების საერთო რაოდენობა 301 მილიონია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ყველა წლის მესამე კვარტალში 2014 წლის შემდეგ. მაშინ კომპანიები ახერხებდნენ 330 მილიონი სმარტფონის მიწოდებას. ანალიტიკოსების აზრით მიწოდების შემცირების მთავარი მიზეზი პოლიტიკური დაძაბულობაა, რამაც გამოიწვია გარკვეული ეკონომიკური სირთულეები, კერძოდ, ინფლაცია, ეროვნული ვალუტების შესუსტება და რეცესიის მოლოდინი. პოზიტიური სტატისტიკა შეეხო მხოლოდ Apple-ს, რომელსაც აქვს 2%-იანი მატება. ოთხი სხვა უმსხვილესი კომპანია განიცდის ზარალს მიწოდების შემცირების სახით: Samsung - 8%-ით, Xiaomi 9%-ით, Oppo და Vivo - 23%-ით. ამასთან, 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მიწოდების მოცულობა გაიზარდა 6.5 მილიონი ერთეულით. გარდა ამისა, ექსპერტები პროგნოზირებენ ზრდას მეოთხე კვარტალში, რაც განპირობებული იქნება დამდეგი დღესასწაულებითა და ახალი iPhone 14-ის გამოშვებით. https://tinyurl.com/4uvj8zy7
  20. გასული კვარტლის საანგარიშგებო კონფერენციაზე Intel-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ათწლეულის შუა პერიოდში იმედოვნებს ყოველწლიური ხარჯების 8-10 მლრდ აშშ დოლარის შემცირებას, მომავალ წელს კი ეკონომია 3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ყველაფერი არ შემოიფარგლება მხოლოდ შტატის შემცირებით, Intel-ს მოუწევს პროდუქციის ასორტიმენტის შემცირება, ასევე ხარჯების ოპტიმიზაცია ტექნიკური მხარდაჭერის, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში. ფოტოს წყარო: Intel Intel-ს არ გამოუცხადებია პერსონალის რა რაოდენობა შეიძლება მოყვეს შემცირებაში, თუმცა ფინანსურმა დირექტორმა David Zinsner-მა განაცხადა, რომ ცვლილებები შესაძლოა შეეხოს „მნიშვნელოვან ოდენობას“. არაოფიციალური ცნობებით, Intel-ის ცალკეულ ქვეგანყოფილებებს თანამშრომლების 20%-მდე რაოდენობა მოაკლდება. კომპანიამ უკვე დაიწყო ხარჯების შემცირება და მესამე კვარტალში 664 მლნ აშშ დოლარის ხარჯები გაიღო. არსებითად, თანამშრომლების გათავისუფლება ნიშნავს მათი ანაზღაურების გადახდას და კომპანია იძულებული იქნება გაზარდოს ხარჯები, სანამ ხელფასებზე დაზოგვას დაიწყებს. შესაძლოა, ამ თანხის ნაწილი სამსახურიდან განთავისუფლების ანაზღაურებას მოხმარდა. პატრიკ გელსინჯერის (Patrick Gelsinger ) Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს კომპანიამ დაიწყო იმ განყოფილებების მოშორება, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით არ შეესაბამებოდა მის სტრატეგიულ მიზნებს. მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყდა უარი ეთქვათ Optane (3D XPoint) მეხსიერების წარმოებაზე, მანამდე ცოტა ხნით ადრე Intel-მა გადაწყვიტა წერტილი დაესვა დრონების შექმნის ისტორიისთვის, რომლებიც გამოვიდა Brian Krzanich-ის მუშაობის პერიოდში. თუმცა, Mobileye-ს IPO-ზე გასვლას რთულია ეწოდოს ცალკეული პროფილური ბიზნესი, რადგან Intel კვლავ ინარჩუნებს კომპანიის აქციების დაახლოებით 95%-ს. ხოლო თავად ამ მოძრაობის ვექტორი იმაზე მეტყველებს, რომ კორპორაციას სურს სწრაფად მიიღოს შემოსავალი მძღოლის დამხმარე სისტემების საშუალებებში ჩადებული მრავალმილიარდიანი ინვესტიციიდან. Intel ასევე აპირებს მოძებნოს დამატებითი რესურსები ხარჯების ოპტიმიზაციისთვის უფრო შორეულ მომავალში "შიდა კონტრაქტული მწარმოებლის" ბიზნეს-მოდელზე გადასვლისას, რაც გულისხმობს ჩიპების წარმოებაზე პასუხისმგებელი განყოფილების ადმინისტრაციული დამოუკიდებლობის გაზრდას. მას, ფაქტობრივად, მოუწევს მეტი დამოუკიდებლობის დაფიქსირება ჩიპების სრულ განაკვეთზე დეველოპერებთან ურთიერთობისას. ჯერჯერობით Intel არ არის მზად, უკან დაიხიოს თავისი განზრახვიდან - დაეუფლოს ხუთ ახალ ტექნოპროცესს ოთხ წელიწადში. პატრიკ გელსინჯერმა ყოველკვარტალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ წარმატება ყოველ ახალ კვარტალში მიიღწევა. 2025 წლისთვის კომპანია კვლავ მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ლიდერობის აღდგენას. ამ მიზნით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კაპიტალური დანახარჯები შემოსავალთან შედარებით შენარჩუნდება 35%-ზე, სანამ მიიღწევა შემცირება 25%-მდე. როგორც რესურსი The Register აღნიშნავს, Intel-ს არ გააჩნია ასეთი გეგმების დაფინანსების მრავალი წყარო ბაზრის გაუარესების პირობებში. წელს კომპანიის შემოსავალი წლის დასაწყისში კომპანიის მოლოდინებთან შედარებით 13 მლრდ აშშ დოლარით შემცირდება, შარშანდელთან შედარებით კი - 20%-ით. ახალი საწარმოების მშენებლობას მრავალმილიარდიანი ინვესტიცია სჭირდება. რა თქმა უნდა, ამ მიზნებისთვის თანხების ორ მესამედს სახელმწიფო სუბსიდიები, მომხმარებლები და პარტნიორები დაფარავენ, თუმცა ყოველი ახალი პროექტის ბიუჯეტის 30%-მდე ღირებულების დაფარვა Intel-ს საკუთარი კაპიტალიდან მოუწევს. https://tinyurl.com/254ubzrb
  21. CoinGecko-ს მიხედვით 24 საათის განმავლობაში Dogecoin (DOGE), ილონ მასკის „საყვარელი კრიპტოვალუტა“, გაძვირდა 9.7%-ით. წერის დროს აქტივი 0.085 აშშ დოლარად იყიდება. DOGE ამ მაჩვენებლის სიახლოვეს არ ყოფილა აგვისტოს შუა რიცხვების შემდეგ. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, ფასების ზრდას თან ახლავს ვაჭრობის მოცულობის ზრდა. DOGE/USD-ის დღიური გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. ბოლო კვირის განმავლობაში მემე-კრიპტოვალუტის ფასმა 43.1%-ით მოიმატა. ერთ დღეში და შვიდ დღეში ზრდის თვალსაზრისით DOGE-მ კაპიტალიზაციის კუთხით ტოპ-10-ში შემავალ ყველა აქტივს გადაუსწრო. წყარო: CoinGecko. Dogecoin-ის ფასმა 27 ოქტომბერს დაიწყო მატება მას შემდეგ, რაც მასკმა გამოაქვეყნა Twitterის შტაბ-ბინაში ვიზიტის ვიდეო. 28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მილიარდერმა სოციალური ქსელის შეძენის გარიგება დახურა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პარაგ აგრავალმა და ფინანსურმა დირექტორმა ნედ სეგალმა, ასევე უფლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელმა ვიჯაია გადემ და გენერალურმა იურიდიულმა მრჩეველმა შონ ეჯეტმა დატოვეს კომპანია. მოგვიანებით მასკმა გამოაქვეყნა ტვიტი ფრაზით „დაე, კარგი დრო დადგეს“. ამის საპასუხოდ MicroStrategy-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა და Bitcoin-მაქსიმალისტმა მაიკლ სეილორმა აღნიშნა, რომ Twitter-ს არ უნდა შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. შეგახსენებთ, რომ მასკი აქტიურად ეწევა მემე-კრიპტოვალუტის პროპაგანდას. 2022 წლის აპრილში ბიზნესმენის შემოთავაზება იყო Twitter Blue გამოწერის ღირებულების შემცირება და მომხმარებლებისთვის პრემიუმ სერვისის საფასურის DOGE-ში გადახდის შესაძლებლობა. ივნისში მასკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა Dogecoin-ის მიმართ მიუხედავად დათვური ბაზრისა. შემდეგ მან განაცხადა, რომ Tesla გააგრძელებს პროდუქციის გაყიდვას DOGE-ში და SpaceX-იც მალე მიჰყვება მას. https://tinyurl.com/mr332n6c
  22. პორტალ VideoCardz-ის ხელში მოხვდა გრაფიკულ ამაჩქარებელ GeForce RTX 4080-ის კიდევ ორი ვერსიის ფოტოები, რომელთა გამოშვებას კომპანია Gigabyte აპირებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა მოდელ Eagle-ის გამოშვების შესახებ. ამჟერად კი გამოჩნდა ინფორმაცია ვერსიებზე - Aorus Xtreme WaterForce WB და Aero. ფოტოს წყარო: VideoCardz მოდელ Gigabyte Aorus GeForce RTX 4080 Xtreme WaterForce WB-ს აქვს თხევადი გაგრილების სისტემა წყლის ბლოკით და RGB-განათებით და იკავებს ორ სლოტს. დაფაზე ხელმისაწვდომია 12+4-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. ამ დრომდე სერია Aero-ს ფარგლებში Gigabyte აწარმოებდა მხოლოდ ლეპტოპებსა და დედა დაფებს, ამჟამად მათ ვიდეო ბარათები დაემატა. პორტალი VideoCardz მიიჩნევს, რომ ამ სერიის GeForce RTX 4080 ამაჩქარებლების გამოშვება შესაძლოა ნიშნავდეს RTX 40-ის ბარათების Vision-სერიაში გამოშვებაზე უარის თქმას, თუმცა ეს ვარაუდი ჯერ არ დადასტურებულა. Gigabyte GeForce RTX 4080 Aero-ს ექნება გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით და სრული ზომის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტით. ვიდეო ბარათი თეთრი ფერისაა, მისი სისქე გაფართოეით 3.5 სლოტს შეადგენს. სამწუხაროდ, მითითებული ვიდეო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია. გაყიდვაში GeForce RTX 4080 16 ნოემბერს უნდა გამოვიდეს. ცხადია, ამ დროისთვის ვიდეო ბარათების შესახებ მეტი რამ გახდება ცნობილი. https://tinyurl.com/2c6sa4cp
  23. ICwise-ის ანალიტიკოსების შეფასებით სმარტფონების მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე წლის დასაწყისიდან იძულებულნი იყვნენ სამჯერ შეემცირებინათ კომპონენტების შეკვეთის მოცულობა, ივნისის შეფასებით კი, როგორც Strategy Analytics-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მზა მოწყობილობების მარაგმა 200 მილიონი ერთეული შეადგინა. ამ სეგმენტში უკვე თამამად შეიძლება საუბარი ჩიპების დეფიციტის დასრულებაზე. ფოტოს წყარო: SMIC ანალიტიკოსების აზრით მიმდინარე წელს 5G ქსელების მხარდაჭერის მქონე სმარტფონების მიწოდება 150 მილიონი ერთეულით შემცირდება, ხოლო მათ კომპონენტებზე მოთხოვნა - 100-დან 120 მილიონ ერთეულამდე. სმარტფონების ზოგიერთ მწარმოებელს აქვს ჩიპების მარაგი, რამაც მიაღწია ექვსთვიან ნორმას, მათი დიდი ნაწილი მოდის დაბალი და საშუალო ფასების დიაპაზონის 5G გადაწყვეტილებებზე. რადიოსიხშირული კომპონენტების მარაგი, ექსპერტების აზრით, მომავალი წლის შუა რიცხვებამდე იქნება საკმარისი. ჯერ კიდევ ნარჩუნდება საავტომობილო ჩიპების ნაკლებობა, თუმცა მათზე მოდის ნახევრადგამტარი კომპონენტების მსოფლიო ბაზრის არაუმეტეს 10%. Texas Instruments-ის წარმომადგენლები მიმდინარე თვეში იძლებულნი ყვნენ ეღიარებინათ, რომ დეფიციტი შემცირდა საწარმოო დანიშნულების აღჭურვილობისთვის განკუთვნილი ჩიპების სეგმენტშიც კი, თუმცა ბოლო დრომდე იგი საავტომობილო სფერისთან შედარებით არანაკლებ განიცდიდა მიწოდების შეფერხებებს. თავისთავად, შემცირდა მოთხოვნა პერსონალური კომპიუტერების კომპონენტებზეცმ რაზეც ცხადად მეტყველებს Intel-ის, AMD-ს, NVIDIA-ს, Micron-ის, Qualcomm-ისა და TSMC-ის წარმომადგენლების კომენტარები. როგორც წყაროები განმარტავენ, სმარტფონების კომპონენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, UNISOC-ის პროდუქცი 4G სმარტფონებისთვის 17-დან 9 აშშ დოლარამდე შემცირდა. კომპანია Qualcomm-ს 10-15%-ით მოუწევს ფასების შემცირება ახალი თაობის 5G სმარტფონების ჩიპებზე, ანალოგიურად მოიქცევა MediaTek-იც, მიიჩნევენ Isaiah Research-ის წარმომადგენლები. CounterPoint Research-ის მონაცემებით მომავალ წელს სილიკონის ფირფიტებზე მოთხოვნა მიმდინარე წლის დონეზე დარჩება, ხოლო პროფილური საწარმოო სიმძლავრეები 7%-ით გაიზრდება. მსგავსი შეუსაბამობა ნაწილობრივ კომპენსირდება იმით, რომ ძვირადღირებული სმარტფონების ჩიპებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. ექსპერტების აზრით 2024 წელს მთლიან ინდუსტრიაში ჩიპებზე მოთხოვნა შესაძლოა ზრდას დაუბრუნდეს. განსაკუთრებული სახით ვითარდება სიტუაცია ჩინურ ნახევრადგამტარ წარმოებაში. მას შეუძლია დაიკავოს იმ კომპონენტების წარმოების ნაწილი, რომლებიც მომწიფებული ლითოგრაფიის გამოყენებით იწარმოება, ამიტომ უახლოეს წლებში იმდენად ინტენსიურად განვითარდება, რამდენადაც ამას ამერიკული სანქციები დაუშვებს. SMIC, მაგალითად, აქტიურად აშენებს ახალ ობიექტებს და ცდილობს გააორმაგოს თავისი წარმოების მოცულობა მოკლე დროში. https://tinyurl.com/mvudh3j6
  24. კრიპტობაზარზე საათში საშუალოდ 15 ზიანისმომტანი სმარტ-კონტრაქტი იქმნება 12 წამყვან ბლოკჩეინზე. Solidus Labs-ის ინფორმაციით დაახლოებით ყოველ ოთხ წუთში ჩნდება თაღლითობით დაპროგრამებული ახალი ტოკენი. ბლოკჩეინის რისკების მონიტორინგის კომპანიამ წარმოადგინა ახალი on-chain ინსტრუმენტი Threat Intelligence ხაზიდან. ინსტრუმენტის მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და რეალურ დროში DeFi-სა და Web3-ის ერთ-ერთი დიდი პრობლემის, სმარტ-კონტრაქტებთან დაკავშირებული თაღლითობის მოგვარება. Solidus Labs-ის ექსპერტებმა ჩაატარეს რეტროსპექტული ანალიზი Web3 AML-ის გამოყენებით 12 დაკვრივებად ბლოკჩეინზე, მათ შორისაა Ethereum, Polygon და BNB Chain. მათ 10 ოქტომბრის მდგომარეობით აღმოაჩინეს: ჯამში 188525 თაღლითური ტრანზაქცია სმარტ-კონტრაქტებით (საშუალოდ 15 ახალი ოპერაცია საათში); თაღლითობის ნიშნები BNB ქსელში BEP-20 ტოკენების 12%-სა და Ethereum-ზე ERC-20 მონეტების 8%-ში; 910 მლნ აშშ დოლარი შეადგინა ETH-თან დაკავშირებული თაღლითობების კონსერვატიულმა შეფასებამ, რომლებმაც გაიარეს ცენტრალიზებული რეგულირებადი ბირჟები. თაღლითური ტოკენებით სმარტ-კონტრაქტები შეიძლება განთავსდეს ავტომატურად და ადვილად განმეორდეს, აღნიშნა Solidus-მა. ეს საშუალებას აძლევს სერიულ სკამერებს - შეასრულონ ათასობით თაღლითური ოპერაცია მცირე თანხებით, რაც სავაჭრო პლატფორმის, მარეგულირებლებისა და სამართალდამცავი ორგანოების „რადარს მიღმა“ რჩება. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მსხვილი თაღლითობა და სკამი სიახლეებში ხდება, როგორიცაა მაგალითად ცნობილი ტოკენი Squid Game, რომელიც მომხმარებლებს 3 მლნ აშშ დოლარის დანაკარგად დაუჯდათ, ჩვენ მიერ მიღებული სრული სურათი გვიჩვენებს, რომ ამ თაღლითობების უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება“ - განაცხადა Solidus-ის რეგულაციების ვიცე-პრეზიდენტმა კეტი კრანინგერმა. ინსტრუმენტის შემუშავებისას კომპანიამ გააერთიანა სმარტ-კონტრაქტების სკანირების საკუთარი ინოვაცია და ონჩეინ- და ოფჩეინ-მონაცემების ნაკრებები. ტექნოლოგიები გაუმჯობესდა შეძენილ პლატფორმა Token Sniffer-ის წყალობით, აღნიშნეს Solidus-ში. მაისში კომპანიამ დახურა ფინანსირების სერიის B რაუნდი 45 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. მანამდე Solidus-მა მოიზიდა 20 და 15 მლნ აშშ დოლარი A სერიისა და სტრატეგიული დაფინანსების რაუნდების ფარგლებში, შესაბამისად. https://tinyurl.com/ydjkyvsm
  25. პორტალ TechPowerUp-ის განკარგულებაში მოხვდა კომპანია MSI-ს წარმოების GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის ფოტოები. კომპანია აპირებს მინიმუმ სამი ვერსიის გამოშვებას, რომელთაგან თითოეული გამოვა სიხშირეების მხრივ ორ ვარიანტად: ესენია GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim, GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming, აგრეთვე GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X. ჯამში ექვსი მოდელია. ფოტოს წყარო: MSI / TechPowerUp TechPowerUp-ის თანახმად GeForce RTX 4080 Ventus 3X ამაჩქარებელში შენარჩუნებულია NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორის ეტალონური სიხშირეები. მოდელ RTX 4080 Ventus 3X OC-ს ექნება GPU-ის უმნიშვნელო ქარხნული აჩქარება. ფლაგმანურ GeForce RTX 4080 Suprim X-ში წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარების ყველაზე დიდი მაჩვენებელი. GeForce RTX 4080 Gaming X ვერსიის გრაფიკული პროცესორის აჩქარება Suprim-ის დონის იქნება. GeForce RTX 4080 Gaming მოდელი იმუშავებს Ventus 3X OC ვერსიაზე მაღალ სიხშირეებზე. ამიტომ ბარათში წარმოდგენილი იქნება გაგრილების უფრო ეფექტური სისტემა. MSI GeForce RTX 4080 Suprim X/Suprim GeForce RTX 4080 Suprim X და Suprim ვერსიები გარეგნულად ძალიან ჰგავს ამავე ვერსიის GeForce RTX 4090-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გაგრილების სისტემა ოთხსლოტიანია. პრეტენზიული დიზაინის არქონის მიუხედავად ახალ ვიდეო დაფებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოწინავე ტექნიკური აღჭურვილობა. GeForce RTX 4080 Gaming X და Gaming მიეკუთვნება საშუალო სეგმენტს, თუმცა მათაც ექნება გაგრილების მძლავრი სისტემები და RGB განათება. MSI GeForce RTX 4080 Gaming X/Gaming GeForce RTX 4080 Ventus 3X OC და Ventus 3X მოდელები შექმნილია პრაქტიკულობის გათვალისწინებით. ტექნიკური მახასიათებლებისა და წარმადობის თვალსაზრისით ეს ბარათები ყველაზე ახლოს იქნება GeForce RTX 4080-ის ეტალონურ ვერსიასთან. მათ შორის მთავარი განსხვავება კი მხოლოდ გაგრილების სისტემებში იქნება. MSI GeForce RTX 4080 Ventus 3X OC/Ventus 3X შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 4080-ის გაყიდვები 16 ნოემბერს დაიწყება. NVIDIA-მ ვიდეო დაფა 1199 აშშ დოლარად შეაფასა. https://tinyurl.com/mrxmw879
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.