Jump to content

Magdalena

სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი
  • Posts

    7330
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    209

Everything posted by Magdalena

  1. სპოტ ბაზარზე ძლიერმა მოთხოვნამ და იანვარში მოკლევადიანი პოზიციების დახურვამ გამოიწვია Bitcoin-ის ფასის ყველაზე დიდი აღმასვლა 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ. FTX-ის კრახის შემდეგ პირველად ფიუჩერსები კონტანგოში (Contango არის სიტუაცია, როდესაც საქონლის ფიუჩერსული ფასი უფრო მაღალია, ვიდრე სპოტ ფასი) შევიდა და ბირჟაზე გადინება შეიცვალა შემოდინებით. 2022 წლის აგვისტოდან Bitcoin-ის მაქსიმუმის აღდგენამ დერივატივების ბირჟებზე გაიარა ჯამში 495 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მოკლევადიანი პოზიციების ლიკვიდაციის სამი ტალღა. თავდაპირველმა მოძრაობამ ბევრი გააკვირვა - იმ დროს გრძლევადიანი პოზიციები იძულებით დახურულ კონტრაქტებში მხოლოდ 15%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, FTX-ის დაშლის დროს ეს მაჩვენებელი 25% იყო. წყარო: Glassnode. უვადო კონტრაქტებსა და კალენდარულ ფიუჩერსებში ბაზისი დაბრუნდა პოზიტიურ მდგომარეობაში წლიური კუთხით, შესაბამისად, 7.3% და 3.3%-ზე. მანამდე ნოემბერ-დეკემბერში ჩამორჩენა შეინიშნებოდა. წყარო: Glassnode. ლიკვიდაციებმა გამოიწვია დერივატივების ბაზრებზე ბერკეტების შემცირება. ბოლო 75 დღის განმავლობაში ღია ინტერესის (OI) წილი სპოტ ბაზარზე სავალუტო ნაშთების მოცულობასთან მიმართებაში 40%-დან 25%-მდე შემცირდა. რაოდენობრივი თვალსაზრისით OI შემცირდა 650000 BTC-დან 414000 BTC-მდე. ანალიტიკოსებმა დააზუსტეს, რომ „დაკარგული“ BTC-დან 95000 ბირჟა FTX-ზე იმყოფებოდა. წყარო: Glassnode. Bitcoin-ების წილი პლატფორმების საფულეებზე, რომლებსაც Glassnode აკონტროლებს ციფრული ოქროს მიწოდებასთან მიმართებაში, 2018 წლის თებერვლიდან ყველაზე დაბალ 11.7%-მდე შემცირდა. ნოემბერ-დეკემბერში 200-300 მლნ აშშ დოლარის წმინდა დღიური გადინების შემდეგ იანვარში მდგომარეობა დასტაბილურდა, საშუალო შემოდინება 20 მლნ აშშ დოლარი იყო დღეში. წყარო: Glassnode. შეგახსენებთ, რომ 21 იანვრიდან 27 იანვრამდე პერიოდში 117 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა კრიპტო საინვესტიციო პროდუქტებში - მაქსიმალური მაჩვენებელი 2022 წლის ივლისის შემდეგ. https://tinyurl.com/4wamcvbu
  2. AMD-ის კვარტალურ კონფერენციაზე აღმასრულებელ დირექტორ ლიზა სუს არ დაუმალავს ის ფაქტი, რომ ფასების კონკურენცია გაძლიერდა სამომხმარებლო სეგმენტში და ეს საბოლოოდ გამოიწვევს მოგების შემცირებას საქმიანობის ამ სფეროში. ვებ-გვერდ DigiTimes-მა განცხადებას ინტრიგა შემატა და განაცხადა, რომ Intel მოლაპარაკებებს აწარმოებს ცალკეულ OEM-ებთან პროცესორების ფასების 20%-მდე შემცირებაზე. ფოტოს წყარო: DigiTimes მიიჩნევა, რომ ყველაზე მეტად გაიაფდება არც ისე ახალი, მაგრამ აქტუალური თაობა Alder Lake, ამასთან ფასების კორექცია შეეხება Core i9 სერიის უმცროს მოდელებს. როდის როდის შემცირდება ფასები და რა მასშტაბით, წყარო არ აკონკრეტებს. https://tinyurl.com/bdhvu3rj
  3. კომპანია Sony-მ უარყო გავრცელებული ხმები, რომ შეამცირა გეიმინგ კონსოლ PlayStation 5-ისთვის განკუთვნილი ვირტუალური რეალობის ჰედსეტ PlayStation VR2-ის წარმოების მოცულობა წინასწარი გაყიდვების სტადიაზე არსებული მცირე მოთხოვნის გამო. ფოტოს წყარო: PlayStation გამომცემლობა GamesIndustry.biz-თან საუბრისას Sony-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია „PlayStation-ის გულშემატკივრებისგან ენთუზიაზმს ხედავს PS VR2 ჰედსეტის გამოშვების მიმართ, რომლის გაყიდვის დაწყებისას ხელმისაწვდომი იქნება ოცდაათზე მეტი თამაში VR მხარდაჭერით, რომელთა შორისაა Gran Turismo 7, Horizon Call of the Mountain და Resident Evil Village». გამომცემლობა Bloomberg ამტკიცებდა, რომ კომპანიამ გაანახევრა (2-დან 1 მილიონამდე) VR-ჰედსეტის წარმოების მოცულობა. PSVR2 ჰედსეტის ფასი 549 აშშ დოლარია, მაგრამ მისი მუშაობისთვის საჭიროა გეიმინგ კონსოლი PlayStation 5, რომლის ფასი 399 აშშ დოლარიდან იწყება. მომხმარებლებს ამჟამად შეუძლიათ შეუკვეთონ Sony-ს ახალი ვირტუალური რეალობის ჰედსეტი ყოველგვარი შეზღუდვისა და მოლოდინის გარეშე. მოწყობილობა გაყიდვაში 22 თებერვალს გამოვა. გამოშვებისას მასზე ხელმისაწვდომი იქნება VR-ის მხარდაჭერის მქონე 37 თამაში. https://tinyurl.com/46prtrb3
  4. Bitcoin-ბირჟა Binance-მა ისაუბრა კრიპტო ინვესტიციების მიმართ მომხმარებლების მაღალი ინტერესის შენარჩუების შესახებ. ამას მოწმობს გასული წლის შემოდგომაზე დსთ-ს ქვეყნებში 11150 რესპონდენტის გამოკითხვის შედეგები. Binance-ის მომხმარებელთა 88%-ზე მეტი გეგმავს განაგრძოს ინვესტიციების ჩადება ციფრულ აქტივებში. 3.3% არ განიხილავს ამ შესაძლებლობას. ამასთან, 79.7% დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტა აუცილებელია გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის. გამოკითხულთა 40%-ზე მეტმა ციფრული აქტივები გასულ წელს იყიდა საინვესტიციო მიზნებისთვის. სხვა მოტივები იყო Bitcoin-ის ფასის კლება და ზოგადი ვარდნის ტენდენცია. თითქმის 8%-მა ყიდვის მიზეზად მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაასახელა, 11,5%-მა კი ტრადიციულ ფინანსურ სისტემას გამოუცხადა უნდობლობა. გამოკითხულთა 59.4%-ს მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტაში ჩადებული დეპოზიტები საბანკო დეპოზიტებს ჩაანაცვლებს. 40.8% არ იყენებს ტრადიციულ საინვესტიციო შესაძლებლობებს (აქციების ყიდვა, ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ურთიერთდახმარების ფონდებში), ხოლო 32.4% მიმართავს ასეთებს. Bitcoin კვლავ დომინანტური კრიპტო აქტივია, რომელსაც ფლობს Binance-ის გამოკითხული მომხმარებლების 21.7%. სამეულში ასევე შედის Tether (17.8%) და BUSD (10.3%). გამოკითხულთა 45%-მა კრიპტოვალუტების შესახებ ინტერნეტის საშუალებით შეიტყო, 23%-მა მეგობრებისადა ოჯახისგან, 20.2%-მა - სოციალური ქსელებით. ამ უკანასკნელთა შორის ლიდერობენ Telegram, YouTube და Tik-Tok. კრიპტო-ინვესტიციებისთვის პლატფორმის არჩევის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად რესპონდენტებმა აღნიშნეს უსაფრთხოება და სანდოობა - 49%, მოსახერხებელი ინტერფეისი - 15.2% და დაბალი საკომისიო - 12.8%. https://tinyurl.com/3fh4k7ep
  5. სავაჭრო პლატფორმა Amazon-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება თავის ასორტიმენტში პირველ გეიმინგ ლეპტოპზე, რომელშიც წარმოდგენილია მძლავრი ცენტრალური პროცესორი Intel Raptor Lake და NVIDIA-ს ფლაგმანური ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090. საუბარია კომპანია Gigabyte-ის Aorus 17X მოდელზე. ფოტოს წყარო: Gigabyte ახალ ლეპტოპში წარმოდგენილია 24-ბირთვიანი Core i9-13900HX სიხშირით 5.4 გჰც-მდე. HX სერიის პროცესორებში გაზრდილია ნომინალური ენერგომოხმარების მაჩვენებელი 55 ვატამდე, თუმცა მათ გააჩნია ნაკლები წარმადობის ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი. ჯამში, ეს ლეპტოპი საერთოდაც არ საჭიროებს ინტეგრირებულ გრაფიკას, რადგან მასში მოცემულია ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 4090 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, რომლის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 175 ვატამდეა. Gigabyte Aorus 17X-ს ასევე აქვს 32 გბ ორარხიანი ოპერატიული მეხსიერება DDR5-5600 და 2 ტბ PCIe 4.0 SSD. ლეპტოპს აქვს 17.3-დუიმიანი ეკრანი გვერდების შეფარდებით 16:9, 2560 × 1440 პიქსელი გაფართოება, 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ლეპტოპზე უზრუნველყოფილია Wi-Fi 6E და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა და დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro. Gigabyte Aorus 17X-ის წონა 2.8 კილოგრამია. ლეპტოპთან ერთად მომხმარებელი მიიღებს 330 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკს. ლეპტოპის ეს კონფიგურაცია 3899 აშშ დოლარად ფასდება. მოწყობილობის მიწოდება 8 თებერვლიდან დაიწყება. https://tinyurl.com/3se8zaj5
  6. ჩინურ კომპანია XPeng-ის შვილობილმა კომპანია AeroHT-მა გაანცხადა, რომ ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოსგან (CAAC) ორადგილიან ელექტრო მფრინავ მანქანა XPeng X2-ით ფრენის ნებართვა მიიღო. ელექტრომფრენის გამოცდების შედეგად შეგროვდება მონაცემები ისეთი მანქანის პროექტირებისთვის, რომელიც შეძლებს გადაადგილებას „გზებსა და ჰაერში მცირე სიმაღლეზე“. მოდელი X2. ფოტოს წყარო: Xpeng მოდელ XPeng X2-ის პირველი საჯარო ფრენა შედგა 2022 წლის ოქტომბერში დუბაიში გამართულ გამოფენაზე. პროტოტიპს არ აქვს საბურავები და ამგვარი სახით გამორიცხულია მან გზაზე გადაადგილება შეძლოს. პროტოტიპის ჩინეთში გამოცდის შედეგად შეგროვდება მონაცემები სამომავლო X3 პროტოტიპის შექმნის მიზნით, რომელიც ჩვეულებრივი ავტომობილის ბაზაზე იქმნება. X3-ის პირველი ფრენა კომპანიამ ნოემბერში აჩვენა. XPeng X2-ს აქვს ნახშირბადის ბოჭკოვანას კორპუსი ზომით 4.97 × 4.78 × 1.36 მეტრი. დასაკეცი ჩარჩოს ხარჯზე სიგანე შეიძლება შემცირდეს 1.95 მეტრამდე. ოთხი მიმართულებით განლაგებული ელექტროძრავები ატრიალებენ ორ პროპელერს, თითოეულის დიამეტრი 1.83 მეტრია. მფრინავი ავტომობილის წონა 560 კგ-ს შეადგენს. მაქსიმალური საფრენი წონაა 760 კგ. სრულად დამუხტული ბატარეით ელექტრომფრენს შეუძლია 35 წუთის განმავლობაში ფრენა 1000 მეტრ სიმაღლემდე. ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ს შეადგენს. ფრენა შესაძლებელია როგორც ავტომატურ, ისე მექანიკურ რეჟიმში. კომპანიის ჩანაფიქრით მფრინავი ავტომობილის გადაადგილება ძირითადად საბურავების მეშვეობით მოხდება. ფრენის ფუნქციას მძღოლი გამოიყენებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გზის რთული მონაკვეთების გადალახვის მიზნით. XPeng X3 დაგეგმილია, რომ XPeng X3 პროტოტიპის ვრცელი ტესტირება 2024 წელს დაიწყება, სერიული წარმოება კი - 2025 წელს. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მფრინავი ავტომობილის ფასი 140 ათას აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. https://tinyurl.com/3jmzyx87
  7. 21-დან 27 იანვრამდე პერიოდში 117 მლნ აშშ დოლარი შევიდა კრიპტო საინვესტიციო პროდუქტებში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის ივლისის შემდეგ. ასეთი მონაცემები გააზიარეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. წყარო: CoinShares ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის დასაწყისის საშუალო მაჩვენებელს. ყველაზე დიდი აქტივობა კონცენტრირებული იყო Bitcoin-ფონდებში - ინვესტორებმა ამ ტიპის პროდუქტში 116 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადეს. სტრუქტურებში, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გახსნან მოკლევადიანი პოზიციები პირველ კრიპტოვალუტაში, დაფიქსირდა 4.4 მლნ აშშ დოლარის შემოდინება. სხვადასხვა Altcoin-ზე დამყარებული პროდუქტებიდან გადინებამ 6.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნეგატიური დინამიკა ზედიზედ ცხრა კვირა გაგრძელდა. Altcoin-ებში დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა. Ethereum-ის ბაზაზე არსებულმა პროდუქტებმა მოიზიდა 4.2 მლნ აშშ დოლარი, Polkadot-მა - 1 მლნ აშშ დოლარი, XRP-მ და Cardano-მ - 0.6 მლნ აშშ დოლარი, ხოლო Avalanche-მა – 0.5 მილიონი აშშ დოლარი. ზოგადად, შემოდინება უპირატესად Altcoin-ებში დაფიქსირდა. Ethereum-ზე დამყარებულმა პროდუქტებმა მოიზიდეს 2.3 მლნ აშშ დოლარი, Solana-მ 1.1 მლნ აშშ დოლარი, Polygon-მა - 0.2 მლნ აშშ დოლარი. BNB და XRP-ზე დამყარებულმა პროდუქტებმა - 0.4 და 0.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინეს, შესაბამისად. წყარო: CoinShares. შეგახსენებთ, რომ 29 იანვრის საღამოს პირველი კრიპტოვალუტის კოტირებები 24 ათას აშშ დოლარს მიუახლოვდა. https://tinyurl.com/2p8bkz57
  8. Twitter-ზე გამოჩნდა გრაფიკული პროცესორის რადიატორის ფოტოები, რომლებზეც ჩანს მასიური, ოთხსლოტიანი ვიდეო ბარათი. უკანა პანელზე პორტების სტანდარტული ჰორიზონტალური განლაგებისგან განსხვავებით ბარათზე ვერტიკალურადაა განთავსებული სამი Displayport და ერთი HDMI. ქვემოთ მოყვანილია მოწინავე გრაფიკული პროცესორების სამი სხვადასხვა თაობა. GeForce RTX 3080 Ti ორსლოტიანია, RTX 4080/4090 - სამსლოტიანები, ზემოთხსენებული RTX 4090 Ti კი - ოთხსლოტიანი. RTX 3080 Ti და RTX 4090 RTX 4090 Ti GeForce RTX 4090 Ti დამყარებული იქნება გაუმჯობესებულ კრისტალ AD102-ზე და ექნება 10-20%-ით გაზრდილი წარმადობა RTX 4090-თან შედარებით. Twitter-ის წყაროს თანახმად ყველაზე სწრაფ SKU Ada Lovelace-ში გამოყენებული იქნება AD102 პროცესორი 18176 CUDA და 142 RT ბირთვით. სტანდარტულ პროცესორ AD102-ს აქვს 18432 CUDA და 144 RT ბირთვი. ეს კრისტალები RTX 4090 Ti-სთვის გულმოდგინედ იქნება შერჩეული და უზრუნველყოფილი იქნება 3 გჰც-მდე სიხშირე, რაც 200-300 მჰც-ით აღემატება RTX 4090-ს. L2 ქეში Ti-ზე ასევე მნიშვნელოვანი განახლება იქნება RTX 4090-თან შედარებით. RTX 4090-ს აქვს 72 მბ L2 ქეში, 4090 Ti კი გამოიყენებს 96 მბ-ს. მეხსიერების სიჩქარე სავარაუდოდ გაიზრდება 22.5 გბ/წმ-დან 24 გბ/წმ-მდე. ყველა ეს ცვლილება GPU-ს უფრო მეტ წარმადობას მიანიჭებს. მოსალოდნელია, რომ RTX 4090 Ti-ს ექნება TGP 475 ვატი, 4090-ის 450 ვატ TGP-სთან შედარებით. https://tinyurl.com/2nv88kk6
  9. გამომცემლობა CarNewsChina-მ გამოაქვეყნა Xiaomi-ის სამომავლო ელექტრო სედან MS11-ის სურათები. წყარო ირწმუნება, რომ ავტომობილი 2024 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი. MS11 გახლავთ Xiaomi-ის პირველი ელექტრომობილის კოდური სახელი, მისი ოფიციალური სახელი იქნება Modena. ფოტოს წყარო: CarNewsChina 2010 წელს დაარსებულმა Xiaomi-მ გრძელი გზა გაიარა სმარტფონებიდან ყველაფრის წარმოებამდე. დღეს ჩინური კომპანია აწარმოებს არა მხოლოდ მობილურ მოწყობილობებს, არამედ ტელევიზორებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ტანსაცმელსაც კი. ძალიან მალე Xiaomi-ის პროდუქციის პორტფოლიოში ავტომობილებიც გამოჩნდება. Xiaomi Automobile, Xiaomi-ის ფილიალი, რომელიც MS11-ზე მუშაობს, დაარსდა 2021 წელს და კომპანია გეგმავს 10 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას ამ მიმართულებით. საწარმო დაფუძნებულია პეკინის ეკონომიკური და ტექნოლოგიების განვითარების ზონაში. Xiaomi-ს მანქანების აწყობა სურს დამოუკიდებლად, კონტრაქტორების დახმარების გარეშე. ამისათვის მან 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაბამისი ქარხნის მშენებლობა დაიწყო. მიიჩნევა, რომ ქარხანა ყოველწლიურად გამოუშვებს 150 ათას მანქანას, ხოლო უახლოეს მომავალში წარმოების მოცულობა წელიწადში 300 ათას მანქანამდე გაიზრდება. კომპანიამ ასევე დააარსა Xiaomi Automobile Technology განყოფილება, რომელიც ორიენტირებულია ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებზე. წარმოდგენილ MS11/Modena-ს ფოტოებზე ჩანს, რომ ელექტრო სედანს აქვს მინის პანორამული სახურავი და LiDAR სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება ავტონომიური მართვის ტექნოლოგიებისთვის. თავად LiDAR-ის განყოფილება მეტად ჰარმონიულად ჯდება ავტომობილის საერთო იერსახეში და უფრო ჰგავს ჰაერის ზედა მიმღებს, რაც მანქანას სპორტულ იერს აძლევს. MS11/Modena-ს უკანა შუშის უკან დამონტაჟებულია კამერა. ავტომობილის ფოტოებზე ასევე ჩანს დიდი დისკის მუხრუჭები, საბურავის დისკებზე კი - საფირმო ლოგო Mi. როგორც CarNewsChina წერს, MS11/Modena-ში გამოყენებული იქნება CATL-ისა და BYD-ის ბატარეები. Xiaomi-მ დამოუკიდებლად შექმნა ელექტროძრავი საკუთარი მანქანისთვის. სხვათა შორის, იგი პირველი არ არის სმარტფონების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებს ელექტროძრავებს. მაგალითად, Huawei, რომელიც ასევე იყო სმარტფონებისა და ქსელური აღჭურვილობის ცნობილი მომწოდებელი, აწარმოებს და მანქანათმშენებელ კომპანიებს აწვდის ელექტროძრავებს. https://tinyurl.com/4w5twx8m
  10. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს „გააძლიეროს ძალისხმევა“ ციფრული აქტივების ბაზრის ზედამხედველობისთვის. „ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ინვესტორების ინტერესების დაცვაზე, ცუდი მოთამაშეების პასუხისმგებლობასა და იმის უზრუნველყოფაზე, რომ კრიპტოვალუტებმა ვერ შეარყიოს ფინანსური სტაბილურობა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2022 წელს მათ შეიმუშავეს კონცეფცია „ციფრული აქტივების უსაფრთხო და პასუხისმგებელი განვითარების შესახებ“. ადმინისტრაციამ ასევე აღნიშნა ფედერალური სააგენტოების მიერ გაწეული ძალისხმევა ინვესტორების ცნობიერების ასამაღლებლად. პრეს-რელიზის თანახმად "მომავალ თვეებში" თეთრი სახლი აპირებს დაასახელოს კვლევისა და განვითარების პრიორიტეტული სფეროები, რომლებიც საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტებზე დამყარებულ ტექნოლოგიებს "დაიცვან მომხმარებლები ნაგულისხმევად". „კონგრესმა ასევე უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა. მაგალითად, [კანონმდებლებმა] უნდა გააფართოვონ მარეგულირებლების უფლებამოსილებები, რათა თავიდან აიცილონ მოხმარებლის აქტივების ბოროტად გამოყენება […] და შეარბილონ ინტერესთა კონფლიქტი“, - ნათქვამია განცხადებაში. ოფიციალური პირების შემოთავაზებაა ასევე გამჭვირვალობისა და გამჟღავნების მოთხოვნების გაძლიერება კრიპტო ინდუსტრიის კომპანიებისთვის, უფრო მკაცრი ჯარიმები ფინანსური ბაზრის წესების დარღვევისთვის და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სამართალდამცავ სააგენტოებთან. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ გარკვეულ პირობებში კონგრესის ქმედებებმა შეიძლება „გაამწვავოს რისკები ინვესტორებისა და მონეტარული სისტემისთვის“, ასევე გაართულოს სამთავრობო სააგენტოების მუშაობა. „კანონმდებლობამ არ უნდა წაახალისოს ისეთი ძირითადი ინსტიტუტები, როგორიცაა საპენსიო ფონდები, კრიპტო ბაზრებზე ჩაფლობაში […] სერიოზული შეცდომა იქნება ისეთი აქტების მიღება, რომლებიც შეცვლის კურსს და გააღრმავებს კავშირს ციფრულ აქტივებსა და დანარჩენ ფინანსურ სისტემას შორის“, - ნათქვამია პრეს-რელიზში. ოფიციალურმა პირებმა დაამატეს, რომ კრიპტოვალუტებზე ინსტიტუტების შეზღუდულმა წვდომამ შესაძლებელი გახადა 2022 წელს არ დაშვებულიყო გავრცელება ტრადიციულ ბაზრებზე. თეთრი სახლის პროგნოზით 2032 წლამდე ციფრული აქტივების მიმართ საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნების გაფართოების შედეგად აშშ-ის ბიუჯეტი 11 მლრდ აშშ დოლარით შეივსება. https://tinyurl.com/2s3m2n3n
  11. Apple-ის პროდუქტების ცნობილი ექსპერტი მარკ გურმანი Bloomberg-ის გვერდებიდან აგრძელებს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას ამ ბრენდის შერეული რეალობის მოწყობილობის შესახებ, რომლის პირველი თაობა წელს უნდა გამოვიდეს. წყაროს ცნობით, იდეალურ შემთხვევაში, Apple მიზნად ისახავს გამოუშვას შერეული რეალობის სათვალე, რომლის ტარება შესაძლებელი იქნება ყველგან მთელი დღის განმავლობაში. სათვალემ მომხმარებელს უნდა ჩაუნაცვლოს არა მხოლოდ სმარტფონი, არამედ ლეპტოპიც. ფოტოს წყარო: Apple ამგვარი პროდუქტის რეალიზების მთავარი პრობლემა, როგორც გურმანი განმარტავს, გახლავთ მოწყობილობის სადებიუტო ვერსიის მაღალი ფასი (3 ათასი აშშ დოლარი), ასევე მას აქვს ავტონომიური მუშაობის მცირე დრო და თავსებადი აპლიკაციების მცირე რაოდენობა. ამ ყველაფრის შედეგად რთული იქნება მოწყობილობის სწრაფი გავრცელება. ფაქტობრივად, კომპანიის ამოცანაა შექმნას პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობებით აღემატება კონკურენტების პროდუქტებს, რამაც პერსპექტივაში შეიძლება შექმნას გამოყენების ადეკვატური ეკოსისტემა. AR-სათვალის სადებიუტო ვერსიის ბაზარზე გამოსვლისას Apple-მა მიზნად დაისახა დაახლოებით 1 მილიონი მოწყობილობის გაყიდვა. მაღალი ფასისა და გამოყენების შეზღუდული სფეროს გათვალისწინებით ეს საკმაოდ ამბიციური ამოცანაა. iPhone-ის პირველ თაობას ამ ზღვრის გადალახვისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა, iPad-ს - 28 დღე. iPhone-ის ანონსიდან მეორე წელს გაყიდული იყო 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, 15 მილიონი ერთეული iPad კი რვა თვეში გაიყიდა. Apple Watch გარკვეული სირთულეების მიუხედავად გამოსვლიდან პირველ წელს 10 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. შერეული რეალობის სათვალის პრობლემად რჩება ფუნქციონალურობაში დამაჯერებელი უპირატესობის არარსებობა ამ ბრენდის მოწყობილობების აქტუალურ კატეგორიებთან შედარებით. ვირტუალურ გარემოში ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობა თანამოსაუბრის რეალისტური ავატარით ძალიან სუსტი სტიმულია იმისათვის, რომ ახალი მოწყობილობა ბაზარზე განსაცვიფრებელ წარმატებას წარმოადგენდეს. ბევრი კონკურენტი მოწყობილობის გაყიდვები ან სრულიად ჩავარდა, ან იმდენად შეზღუდული გამოყენების სივრცე აქვთ, რომ ყიდვიდან რამდენიმე თვეში მომხმარებლებს მობეზრდებათ. ერთი სიტყვით, Apple-ის წინაშე დგას არატრივიალური ამოცანა და კომპანიისთვის ახალი კატეგორიის მოწყობილობების ბაზარზე გამოტანა მისთვის დიდი გამოცდა იქნება. https://tinyurl.com/2s3h6nyd
  12. Mercedes-Benz-მა პირველმა მიიღო აშშ-შ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვა მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემის გამოყენების შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ სერტიფიცირება გაიარა შტატ ნევადაში და DRIVE PILOT პაკეტის მქონე ავტომობილების გამოყენება დაშვებულია საყოველთაო გამოყენების გზებზე. ფოტოს წყარო: Mercedes-Benz DRIVE PILOT არის ინდუსტრიაში ერთადერთი მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემა SAE კლასიფიკაციით, რომელიც სერტიფიცირებულია სერიულ ავტომობილებში გამოყენებისთვის. 2021 წლის ბოლოს Mercedes-Benz -მა მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვა მიიღო DRIVE PILOT გამოიყენოს გერმანიის ზოგიერთ გზაზე ავტომობილის არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას. მაისში კომპანიამ დაიწყო ავტომობილების გაყიდვა DRIVE PILOT პაკეტით. DRIVE PILOT-ის გამოყენებისას მძღოლს შეუძლია ხელები აიღოს საჭიდან ავტომობილის მოძრაობისას, ავტოპილოტი გააკონტროლებს სიჩქარეს და დისტანციას, აგრეთვე ზოლში მოძრაობას, თავიდან აირიდებს საფრთხისშემცველ მანევრებს და რეაგირებას მოახდენს სიახლოვეს სხვა სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას. ამასთან მძღოლი მზად უნდა იყოს საგენგებო სიტუაციისას თავის თავზე აიღოს მართვა. გარდა ამისა, მძღოლის სახე მუდმივად უნდა იყოს სალონში დაყენებული კამერის ხედვის არეალში, თუმცა დასაშვებია თავის მიბრუნება, რათა მგზავრს მიმართოს. თუ ეს პირობები არ შესრულდება, სისტემა მომენტალურად გაითიშება. სხვა სიტყვებით, სისტემა არ მისცემს მძღოლს საშუალებას, ჩათვლიმოს მოძრაობისას ან გადაჯდეს უკანა სავარძელზე. კამერებისა და რადარის გარდა DRIVE PILOT სისტემა იყენებს ლიდარის მონაცემებს გარემოს 3D მოდელის შესაქმნელად, ასევე მიკროფონებს, რათა აღმოაჩინოს მოახლოებული სასწრაფო დახმარების მანქანები. Mercedes-Benz-მა განაცხადა, რომ DRIVE PILOT-ის სერტიფიცირება შესაძლებელი გახდა ნევადას შტატის „მინიმალური რისკის პირობების“ მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვით მესამე ან უფრო მაღალი დონის „სრული ავტონომიურობის“ მქონე ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ გაჩერების ფუნქცია სისტემის გაუმართავობის შემთხვევაში. კომპანიამ განმარტა, რომ Drive Pilot იმუშავებს მხოლოდ 40 მილი/სთ სიჩქარემდე (64 კმ/სთ) „ავტომაგისტრალების შესაბამის მონაკვეთებზე და იმ გზებზე, სადაც მაღალია მოძრაობის სიმჭიდროვე“. https://tinyurl.com/56x8emmp
  13. ბოლო ორი კვირა კრიპტოვალუტების ბაზრისთვის მეტად პოზიტიურად მიმდინარეობს: კარგ მდგომარეობაშია როგორც პირველი კრიპტოვალუტა, ისევე Altcoin-ები. აშშ-ში ინფლაციის შემცირების შედეგად მსხვილმა ინვესტორებმა კვლავ დაიწყეს ყურადღების მიქცევა სარისკო აქტივებისთვის, როგორიცაა ციფრული მონეტები. Bitcoin-ზე თუ ვისაუბრებთ, ბოლო თვეებში მისი ფასი 17 ათასი აშშ დოლარიანი დონეს სიახლოვეს იყო გაჩერებული, თუმცა ამჟამად აღდგენას განიცდის და ფასი 24 ათასი აშშ დოლარისკენ მიემართება. სტატიის წერის მომენტში კრიპტოვალუტის ფასმა 23200 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამრიგად, იგი 2.5%-ზე მეტით გაიზარდა ერთ დღეში და 11.4%-ით - კვირის განმავლობაში. BTC-ის კაპიტალიზაციამ მკვეთრი ზრდის ფონზე 448 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. წერის დროს მთავარი Altcoin, Ethereum, 1616 აშშ დოლარი ღირს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მლრდ აშშ დოლარზე ნაკლებია. გრაფიკები ამტკიცებს, რომ ETH-ის ფასი გაიზარდა 4.4%-ით დღეში და 6%-ით - კვირაში. ასევე იზრდება დანარჩენი მონეტების ფასები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე პოპულარული მონეტის მაგალითი: BNB – 304$; +9.53% კვირაში  XRP – 0.4$; +4.20% ADA – 0.38$; +11.3% DOGE – 0.08$; +5.22% Polygon – 1.08$; +13.88% SOL – 24.3$; +13.25% DOT – 6.46$; +11.4% AVAX – 18.09$; +11.9% კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია, CoinMarketCap პორტალის მიხედვით, უკვე 1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. https://tinyurl.com/5d98f5ch
  14. კომპანია Audi-მ წარადგინა ელექტრომობილ Activesphere EV-ის კონცეპტი. ქროსოვერი შექმნილია უგზოობაზე სასიარულოდ, აქვს გამძლე იატაკი, ასაწევი დაკიდების სისტემა და სპორტული აღჭურვილობის მოსახერხებლად გადატანისთვის საჭირო საშუალებები. უკანა ნაწილი შესაძლებელია ტრანსფორმირდეს სატვირთო პლატფორმად. ელექტრომობილის პროფილი მოგვაგონებს სედანს, აქვს ფართო, ნათელი სალონი და განკუთვნილია დასვენებისთვის ავტოპილოტირების რეჟიმში. სალონი ასახავს Audi-ს თავდაჯერებას შერეულ რეალობაში. მძღოლები გაიკეთებენ AR-სათვალეს, რომელზეც აისახება მათთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, აგრეთვე ხელმისაწვდომია საინფორმაციო-გასართობი სისტემა და ვირტუალური დამხმარეები. მანქანაში წარმოდგენილი არ არის სტანდარტული ეკრანები და სენსორები, სათვალეს შეუძლია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის თვალყურის დევნებაც. როდესაც მძღოლი მზად იქნება მართვა ხელში აიღოს, სამართავი პანელი და საჭე სათანადო ადგილას ამოვა. Audi-ს გათვლილი აქვს, რომ მძღოლმა საჭე იშვიათად, მაგალითად ცუდ გზაზე სიარულისას, გამოიყენოს. ტექნიკური მახასიათებლების უმეტესობა ჯერ არ დასახელებულა, თუმცა Audi აცხადებს, რომ ელექტრომობილის სვლის მარაგი 372 მილზე (600 კმ) მეტია, სწრაფი 270 კილოვატიანი დამუხტვა კი ხორციელდება 800-ვოლტიანი არქიტექტურის მეშვეობით. Audi-ს თქმით, 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა 5-დან 80%-მდე 25 წუთში დაიმუხტება. ეს გახლავთ რიგით მეოთხე მოდელი Audi-ს ელექტრო კონცეპტ "sphere"-ს ხაზში. კომპანიამ ეს ინიციატივა წამოიწყო 2021 წლის აგვისტოში Roadster Skysphere-ს წარდგენით, ერთი თვის შემდეგ კი წარადგინა მაღალი კლასის სედანი Grandsphere. გასულ წელს წარდგენილი Urbansphere ჩაფიქრებული იყო, როგორც ქროსოვერი მომავლის ქალაქებისთვის, სადაც მანქანა არა მხოლოდ ტრანსპორტია, არამედ ოფისიც. წინა ექსპერიმენტების მსგავსად Activesphere არ არის სერიული მოდელის ვერსია. ეს გახლავთ Audi-ს ხედვა საავტომობილო ტრანსპორტის მიმართ სამომავლოდ, რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკური ოსტატობის დემონსტრირებაზე. კითხვა ის არის, მოახდენს თუ არა კონცეპტი გავლენას მომავლის ავტომობილებზე. Audi-ს ხედვა ტრიალებს Porsche Taycan-ის, e-tron GT-ის ყველგანმავლების ირგვლივ. თუმცა ბრენდი აპირებს მნიშვნელოვნად გააფართოვოს ელექტრომობილების შეთავაზება 2026 წლისთვის, ამიტომ არ არის გამორიცხული Activesphere-თი შთაგონებული ავტომობილების წარმოება. https://tinyurl.com/5f9ypf2p
  15. კომპანია IDC-მ გამოუშვა ანგარიში გასული წლის განმავლობაში ბაზარზე მიწოდებული სმარტფონების რაოდენობის შესახებ და ერთდროულად ორი ანტირეკორდის შესახებ განაცხადა. პირველ რიგში, გასული წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირებულია კვარტალში სმარტფონების მიწოდების მოცულობის ყველაზე დიდი შემცირება - 18.3%-ით კლება 300.3 მილიონ ერთეულამდე. მეორე, გასული წელი 2013 წლის შემდეგ სმარტფონების მინიმალური რაოდენობის მიწოდებით დასრულდა - მოცულობამ შეადგინა მხოლოდ 1.21 მილიარდი ერთეული, რაც 11.3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung Electronics IDC-ის ანალიტიკოსების თქმით ეს ვითარება აიძულებს მიმდინარე წელს 2.8%-ით სმარტფონების ბაზრის მოსალოდნელი ზრდა განიხილონ, როგორც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი, რომელიც შემდგომი გაუარესების საფრთხის წინაშეა. როგორც IDC-ის წარმომადგენლებმა აღიარეს, არასდროს ყოფილა წინასადღესასწაულო კვარტალში სმარტფონების მიწოდების მოცულობა წინა კვარტალზე ნაკლები. საცალო ვაჭრობის სეგმენტში გამყიდველების მთელი აქტივობა, ფაქტობრივად, მხოლოდ მზა სმარტფონების მარაგის შემცირების საშუალებას იძლეოდა, ხოლო მწარმოებლების მხრიდან მიწოდება არ გაიზარდა. IDC-ის ექსპერტები ამჟამინდელი ვითარების აღწერას ასე აჯამებენ: „მზარდი ინფლაციისა და მაკროეკონომიკური პრობლემების გამო ნარჩუნდება სამომხმარებლო ხარჯების მაღალი დონე მოსალოდნელზე უფრო მეტად, რაც ბაზრის აღდგენის შესაძლებლობას 2023 წლის ბოლომდე გადაავადებს“. მწარმოებელი კომპანიები მიმდინარე წელს განიხილავენ თავიანი პროდუქციის ხაზებს, გამყიდველები კი განსაკუთრებით ფრხილად მიუდგებიან სასაწყობე მარაგების შევსების საკითხს. მომხმარებლებს შეუძლიათ მიმდინარე წელს ელოდონ მომგებიანი შემოთავაზებების გამოჩენას, განსაკუთრებით მაღალი ფასის სეგმენტში. ფოტოს წყარო: IDC მეოთხე კვარტალში სმარტფონების ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნა კომპანია Apple-მა მიწოდებული 72.3 მილიონი მოწყობილობით, თუმცა მიწოდების მოცულობა 14.9%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შედეგად ამ ბრენდის წილი ბაზარზე 24.1-დან 23.1%-მდე შემცირდა. მეორე ადგილზეა კომპანია Samsung 58.2 მილიონი მიწოდებული სმარტფონით. მისი წილი 18.8-დან 19.4%-მდე გაიზარდა. ლიდერების სამეულიდან ყველაზე მეტად დაზარალდა ჩინური ბრენდი Xiaomi, რომლის მიწოდების მოცულობა 26.3 %-ით შემცირდა 33.2 მილიონ ერთეულამდე. მეოთხე ადგილზე მყოფი OPPO-ს მიწოდების მოცულობა 15.9%-ით 25.3 მილიონ სმარტფონამდე შემცირდა, Vivo-სი კი - 18.9%-ით 22.9 მილიონ ერთეულამდე. ჩამოთვლილი კომპანიები აკონტროლებენ მსოფლიო ბაზრის 70%-ს, სხვა ბრენდების წილზე მოდის არაუმეტეს 29.4%. ფოტოს წყარო: IDC წლიურ გამოხატულებაში Samsung სმარტფონების უმსხვილესი მომწოდებელია (260.9 მლნ ერთეული), მისი მაჩვენებელი 4.1%-ით შემცირდა 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით იგივე დინამიკა აჩვენა მეორე ადგილზე მყოფმა Apple-მა 226.4 მლნ სმარტფონით. ჩინური Xiaomi შესამჩნევად ჩამორჩება და მესამე ადგილზეა 153.1 მილიონი სმარტფონით და 19.8%-ით შემცირებული მაჩვენებლით. OPPO-მ და Vivo-მ შესაბამისად შეამცირეს მიწოდება 22.7%-ით და 22.8%-ით. ეს განაწილება გვიჩვენებს, რომ Samsung-ი და Apple-ი უფრო ნაკლებად დაზარალდნენ გასული წლის კრიზისით, ვიდრე სმარტფონების ბაზრის სხვა მონაწილეები. https://tinyurl.com/mp2fajru
  16. FTX-ის ადვოკატებმა გაკოტრებასთან დაკავშირებულ სასამართლოში შეიტანეს ბირჟის კრედიტორების სია, რომელიც ასზე მეტ გვერდს მოიცავს. ჩამონათვალში შედის არაერთი სამთავრობო უწყება სხვადასხვა ქვეყნიდან, ტექნოლოგიური კომპანიები, ავიაკომპანიები და სასტუმროს ოპერატორები. გაკოტრებული პლატფორმა ვალში აღმოჩნდა ასევე ბანკების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ვენჩურული კაპიტალის კომპანიების, მედიისა და რამდენიმე კრიპტო კომპანიის მიმართ. ამ უკანასკნელში შედის Coinbase, Galaxy Digital, Yuga Labs, Circle, Bittrex, Sky Mavis, Chainalysis, Messari, Binance-ისა და Anchorage-ის განყოფილებები. სიაში შედის ისეთი დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Apple, Netflix, Amazon, Meta, Google, LinkedIn, Microsoft და Twitter. კრედიტორების მატრიცაში შემავალ საინფორმაციო მედიის ორგანიზაციებს შორისაა The New York Times, The Wall Street Journal და CoinDesk. სიაში ასევე შედის აშშ-ის ფედერალური საგადასახადო სამსახური, რამდენიმე შტატის ფისკალური დეპარტამენტი და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულება კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ჰონგ კონგში, გიბრალტარში, ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში. ჩამონათვალში მითითებულია ტელეშოუ Shark Tank-ის ვარსკვლავ და ვენჩურულ ინვესტორ Kevin O'Leary-ს კომპანია O’Leary Productions. ადრე ანტრეპრენერმა FTX-ის დამფუძნებლის სემ ბენკმენ-ფრიდის დასაცავად ისაუბრა. წყარო: New York Post. სიაში არ არის მითითებული იურიდიული პირების მიმართ გადასახდელი თანხები. https://tinyurl.com/2p9erye7
  17. კომპანია Samsung-მა წარადგინა მორიგი დიდი - 43-დუიმიანი მონიტორი Odyssey Neo G7 (G70NC). კომპანია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი მონიტორი მის ასორტიმენტში, რომელსაც აქვს ბრტყელი ეკრანი და Mini-LED ფონური განათება. ფოტოს წყარო: Samsung მონიტორის საფუძვლად გამოყენებულია ეკრანი ტექნოლოგიით Quantum Matrix Technology და 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების მხარდაჭერით. მატრიცის რეაგირების დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი, აგრეთვე მხარდაჭერილია VESA DisplayHDR600 და HDR10+ სტანდარტები. ეკრანს აქვს 178-გრადუსიანი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხედვის კუთხე, 400 კდ/მ2 სიკაშკაშე და გამოსახულების სინქრონიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium Pro-ს მხარდაჭერა. Odyssey Neo G7-ს (G70NC) აქვს სმარტ-ფუნქციების, Gaming Hub-ისა და Samsung Smart Hub-ის მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სტრიმინგ გეიმინგ ვიდეოსერვისს, როგორც ფასიანს, ისე უფასოს. კერძოდ, მხარდაჭერილია გეიმინგ სერვისები Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce NOW, აგრეთვე ვიდეოსერვისები Amazon Prime Video, Netflix და YouTube. ამ სერვისებით სარგებლობისთვის მონიტორს კომპიუტერთან ან სათამაშო კონსოლთან დაკავშირებაც კი არ სჭირდება. მონიტორს აქვს ორი დინამიკი, თითოეული 20 ვატი სიმძლავრით. მოწყობილობაზე ხელმისაწვდომია ერთი DisplayPort 1.4, ორი HDMI 2.1, ორი USB 3.0 და ერთი LAN. მონიტორზე ასევე მხარდაჭერილია უსადენო კავშირები Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2. აგრეთვე შესაძლებელია სადგამის და ეკრანის დახრილობის რეგულირება. მონიტორის ფასი კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია. მოწყობილობა გაყიდვაში მიმდინარე კვარტლის ბოლომდე გამოვა. https://tinyurl.com/yrskpccd
  18. კომპანია SpaceX-მა მორიგი რეკორდული მისია შეასრულა - რაკეტა Falcon 9-მ ორბიტაზე გაიტანა 56 Starlink თანამგზავრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისიაში მონაწილე რაკეტის პირველი ეტაპისთვის ეს იყო მეცხრე ფრენა. ფოტოს წყარო: SpaceX ამ დრომდე Falcon 9-მ რვაჯერ წაიღო კოსმოსში სხვადასხვა სახის ტვირთი, მათ შორის მოხდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ეკიპაჟის წაყვანა Crew-3 და Crew-4 მისიების ფარგლებში, რომლებიც შედგა 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის აპრილში, შესაბამისად. SpaceX-ის მონაცემებით 56 თანამგზავრი Starlink 2.0 ჯამში იწონის 17.4 ტონას. რაკეტა ათწუთიანი შეყოვნების შემდეგ აფრინდა კეიპ კანავერალიდან 04:32 საათზე სტანდარტული აღმოსავლური დროით 26 იანვარს. პირველი დონე რაკეტას გამოეყო აფრენიდან დაახლოებით 2 წუთისა და 30 წამის შემდეგ და დაიწყო კონტროლირებადი დაბრუნება დედამიწაზე. გაშვებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ იგი დაეშვა ავტონომიურ ხომალდ Just Read the Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე. გამწევი ნაწილები ატლანტის ოკეანში ჩავარდა, მათ ამოიღებენ და ახალ მისიებში გამოიყენებენ. სტარტიდან 55 წუთის შემდეგ SpaceX-მა დაადასტურა, რომ თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა წარმატებით შესრულდა. ამ მორიგი გაშვების შედეგად თანამგზავრები მორიგი ნაკადი დაემატა Starlink-ის ქსელს, რომელიც ინტერნეტით უზრუნველყოფს მომხმარებლებს მსოფლიოს ბევრ რეგიონში. ქსელი უკვე მოიცავს 3400-ზე მეტ სამუშაო ობიექტს და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკვე მიიღო Starlink-ის 7500 თანამგზავრის გაშვების ნებართვა და კიდევ 30000-ის გაშვების თხოვნაზე გააკეთა განაცხადი. ზემოთხსენებული ფრენა SpaceX-ისთვის წელს მეექვსე იყო, ჯამში კი - 205-ე. თუ კომპანია ტემპის შენარჩუნებას შეძლებს, იგი 2022 წლის აბსოლუტურ რეკორდს მოხსნის - გასულ წელს კომპანიამ განახორციელა 61 ფრენა და ამ მაჩვენებლით უკან მოიტოვა ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა. https://tinyurl.com/yckrbdt2
  19. Cumulus Data-მ დაასრულა მუშაობა Bitcoin-მაინინგის მონაცემთა ცენტრზე, რომელიც დაკავშირებულია პენსილვანიაში (აშშ) Susquehanna-ს ატომურ ელექტროსადგურთან. კომპანიის თქმით, ობიექტი გვევლინება, როგორც აშშ-ის პირველი კრიპტო მაინინგის საწარმო, რომელიც მთლიანად ბირთვული ენერგიით იკვებება ნახშირბადის ნულოვანი კვალით. თუმცა, ინდუსტრიის არაერთი წარმომადგენელი უკვე იყენებს ატომურ ელექტროსადგურებს ელექტროენერგიის წყაროდ, მაგალითად CleanSpark. სტარტაპი Oklo მსგავსი მიზნებისთვის მცირე ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. მან მაინინგ-კომპანია Compass Mining-თან 20-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 48 მეგავატი სიმძლავრის Cumulus Data სადგურის პირველი მომხმარებელი იქნება TeraWulf. კომპანია ელოდება, რომ Bitcoin-მაინერების განთავსება წელს დაიწყება. კომპანიამ ადრე დააანონსა კიდევ 18 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, რათა მოიპოვოს პირველი კრიპტოვალუტა ბირთვული ენერგიის გამოყენებით მის მშობელი კომპანია Talen Energy-ის ელექტროსადგურებიდან. https://tinyurl.com/32enpps2
  20. მსოფლიოში წამყვანი პროცესორების მწარმოებელი ამზადებს Xeon პროდუქციის ორ სერიას სამუშაო სადგურებისთვის, კერძოდ W-3400 და W-2400 სერიებს. ამ პროცესორების მახასიათებლები ცნობილია და ასევე ვიცით, რომ Xeon W9-3495X არის ფლაგმანური Sapphire Rapids პროცესორი ასეთი სისტემებისთვის. Geekbench-ის ჩანაწერი ადასტურებს, რომ პროცესორს აქვს 56 ბირთვი, მაგრამ არ ახსენებს HyperThreading ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ეს არის ყველაზე ძლიერი კონფიგურაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი Sapphire Rapids კრისტალით. პროცესორის საბაზისო ტაქტის სიხშირეა 1.9 გჰც, აჩქარების რეჟიმში - 4.6 გჰც-მდე. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, პროცესორს აქვს 105 მბ L3 და 56 მბ L2 ქეშ-მეხსიერება. სატესტო სისტემა მოიცავდა ასევე 128 გბ DDR5-4800 სტანდარტის ოპერატიულ მეხსიერებას, რომელსაც აქვს პლატფორმა Fishhawk Falls-ის მხარდაჭერა. ეს მეხსიერება დაყენდა დედა დაფა Supermicro X13SWA-TF-ზე. წარმადობას რაც შეეხება, ერთბირთვიან დატვირთვაზე პროცესორი 15%-ით ნელია Threadripper PRO 5995WX-თან შედარებით და დააგროვა 1284 ქულა. ფლაგმანური Xeon W9-3495X-ის მრავალბირთვიანი წარმადობა 36990 ქულას შეადგენს. Intel-მა უკვე დაადასტურა, რომ Xeon W3400/2400 პროცესორები გაყიდვაში 15 თებერვალს გამოვა. დიდი ალბათობით, ზოგიერთმა მიმომხილველმა უკვე მოიპოვა წვდომა ამ პროცესორებზე, ან Geekbench-ის შედეგებმა გაჟონა დედა დაფის მწარმოებელი კომპანიის შიდა ტესტებიდან. https://tinyurl.com/ms67yrrm
  21. ტრადიციული წერილი აქციონერებს, რომელიც Tesla-მ გამოაქვეყნა, დაიწყო ისტორიული ჩანაწერების სიით, რომელიც კომპანიამ განაახლა გასულ კვარტალში: შემოსავალი (24.3 მლრდ აშშ დოლარი), საოპერაციო (3.9 მლრდ აშშ დოლარი) და წმინდა მოგება (4.1 მლრდ აშშ დოლარი). ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის განმავლობაში კომპანიამ მომხმარებელს 1.31 მილიონი ელექტრომობილი მიაწოდა და ამჟამად მიმდინარე წარმატებული ვითარების პირობებში 2 მილიონი ავტომობილის წარმოებას ელოდება. ფოტოს წყარო: Tesla უშუალოდ ელექტრომობილების მიმართულებიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ კვარტალში შეადგინა 21.3 მლრდ აშშ დოლარი, ამასთან ამ თანხიდან 324 მლნ აშშ დოლარი მოდის პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, რომელიც შექმნილია მძღოლებისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად. ჩრდილოეთ ამერიკაში FSD კომპლექსის ბეტა-ტესტირების პროგრამაზე წვდომა აქვს დაახლოებით 400 ათას ადამიანს. ჯამური კვარტალური შემოსავალი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდებოდნენ - წლის განმავლობაში 37%-ით გაიზარდა. საოპერაციო მოგება მეოთხე კვარტალში გაიზარდა 49%-ით, სუფთა მოგება კი - 43%-ით. როგორც აღინიშნა, კომპანიამ მეოთხე კვარტალში ნაკლები თანხა დახარჯა ილონ მასკისთვის საკუთარი აქციების ფორმით კომპენსაციის გადახდაზე. მთლიანობაში 2022 წელს კომპანიამ მიიღო 81.5 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 51%-ით მეტია 2021 წლის შემოსავალთან შედარებით. ამავდროულად, საოპერაციო შემოსავალი გაორმაგდა და გაიზარდა 13.7 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო წმინდა მოგება გაიზარდა 85% -ით 14.1 მლრდ აშშ დოლარამდე. მეოთხე კვარტალში Tesla-ს თავისუფალი ნაღდი ფული 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტით გაიზარდა და მიაღწია 22 მილიარდს. კონკურენტების უმეტესობის ფონზე ასეთი მოგება შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ელექტრომომარაგების ბიზნესში მოგების ზღვარი გაიწირა და მიაღწია ბოლო ხუთ კვარტალში ყველაზე დაბალ დონეს - 25.9%-ს. გასულ კვარტალში Tesla-მ 439 701 ელექტრომობილი ააწყო, რაც 44%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან 20613 ერთეული იყო Model X და Model S (+57%), ხოლო უმეტეს ნაწილს (+43%) შეადგენდა უფრო ხელმისაწვდომი Model 3 და Model Y. Model S-ისა და Model X-ის დინამიკა უფრო მაღალი იყო იმ მიზეზით, რომ წინა პერიოდებში კომპონენტების დეფიციტის პირობებში Tesla-მ ზომიერი ტემპით ზრდიდა ფლაგმანური მოდელების წარმოებას, წლის მეორე ნახევარში კი შეძლო ამ პროცესის დაჩქარება. გასული წლის მეოთხე კვარტალში მომხმარებლებს მიეწოდა 405278 ელექტრომობილი, 31%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. Model S-ისა და Model X-ის მიწოდების მოცულობა გაიზარდა 46%-ით 17147 ერთეულამდე, Model 3-ისა და Model Y-ისა - 31%-ით 388131 ერთეულამდე. 2022 წლის შეჯამებით Tesla-მ გამოუშვა 1369611 ელექტრომობილი (+47 %) და მომხმარებლებს მიაწოდა 1313851 ელექტრომობილი (+40 %). თავდაპირველად კვარტალურ საანგარიშო კონფერენციაზე გამოცხადდა პროგნოზი წელს 1.8 მილიონი ელექტრომობილის მიწოდების შესახებ, მაგრამ ანალიტიკოსებთან ინტერვიუს დროს Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განმარტა, რომ ეს არის კონსერვატიული შეფასება და თუ არ იარსებებს გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები, კომპანიას სურს წელს 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოების გეგმის შესრულება. მოთხოვნის დინამიკის შესახებ კითხვებმა გარკვეულწილად გააღიზიანა კომპანიის ხელმძღვანელი და მან განაცხადა, რომ ახლა Tesla-ს ელექტრომობილების შეკვეთების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება მის წარმოების მოცულობას და მიღწეულია რეკორდული დონე. ამ ბრენდის ელექტრომობილების ფასების ბოლოდროინდელმა შემცირებამ გაყიდვების სტიმულირება მოახდინა. მაშინაც კი, თუ მთლიან ბაზარზე მოთხოვნა შემცირდება, მასკი დარწმუნებულია, რომ Tesla-ს პროდუქტებზე მოთხოვნა იქნება. Tesla-ს ხელმძღვანელის თქმით, მოთხოვნით უზრუნველყოფილი იქნება 2 მილიონი ელექტრომობილი, რომელიც კომპანიამ წელს უნდა გამოუშვას. მისი თქმით ბოლოდროინდელი ფასების შემცირება ბრენდის ელექტრომობილებზე მიზნად ისახავს მყიდველებისთვის მანქანების ხელმისაწვდომობის გაზრდას მასობრივი ბაზრის სეგმენტში. Tesla-ს ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე საკმარისია წელიწადში 1.9 მილიონი ავტომობილის წარმოებისთვის, საიდანაც 100000 Model S და Model X გამოვა კომპანიის უძველეს ობიექტში კალიფორნიაში, რომელსაც ასევე შეუძლია წელიწადში 550000 Model 3 და Model Y ელექტრომობილის წარმოება. შანხაის ქარხანა რჩება Tesla-ს ყველაზე დიდ სტრუქტურად, მას შეუძლია ყოველწლიურად 750 000 Model Y და Model 3 ელექტრომობილის წარმოება. ოსტინსა და ბერლინში არსებულ ქარხნებს შეუძლიათ ყოველწლიურად 250 000 Model Y კროსოვერი აწარმოონ. რეალურად Tesla ტექნიკურად ახლოს არის წელს 1.8-დან 2 მილიონამდე ავტომობილის წარმოებასთან და მასკის თქმით მხოლოდ ზოგიერთმა ფორსმაჟორულმა გარემოებამ შეიძლება შეუშალოს ხელი გეგმის შესრულებას. კვარტალურ ღონისძიებაზე ილონ მასკმა ასევე დაადასტურა Tesla-ს განზრახვა - დაიწყოს ელექტრო პიკაპებ Cybertruck-ის აწყობა წელს ტეხასის ობიექტში, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მასობრივი რაოდენობით წარმოება მომავალ წლამდე არ დაიწყება. მიმდინარე წლის 1 მარტისთვის კომპანიამ დაგეგმა ინვესტორების ღონისძიება, სადაც აპირებს ახალი თაობის ელექტრომობილების პლატფორმის შესახებ დეტალებზე საუბარს. https://tinyurl.com/42wnu2df
  22. ევროკავშირში არსებულ კრიპტოვალუტების მფლობელ ბანკებს მოეთხოვებათ დაიცვან უფრო მკაცრი სტანდარტები ციფრული აქტივების კაპიტალით მხარდაჭერისთვის. Reuters-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის კანონმდებლებმა კენჭისყრის დროს მიიღეს. განსახილველ კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ითვალისწინებს კრიპტოაქტივებთან მიმართებაში რისკის შეწონილი ფაქტორის 1250%-ის გამოყენებას. საფინანსო ინსტიტუტებს მოუწევთ უზრუნველყონ კაპიტალის რეზერვების სრული დაფარვა და დაკარგავენ ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობას ციფრული აქტივებით ტრანზაქციებში. დოკუმენტით შემოთავაზებული რისკის შეფასების ინდიკატორი არის უსაფრთხოების უმაღლესი დონე Basel III-ის მიხედვით - საბანკო ზედამხედველობის Basel-ის კომიტეტის (BCBS) სახელმძღვანელო, დამტკიცებული 2010-2011 წლებში. ევროპარლამენტის მიერ განხილული კანონპროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის სტანდარტების დარჩენილი ელემენტების დანერგვას. კიდევ ერთი ცვლილება ავალდებულებს ევროკომისიას „განიხილოს კრიპტო აქტივებისთვის სპეციალური პრუდენციალური რეჟიმის საჭიროება“. პარლამენტარებმა მოიხსენიეს ციფრული ვალუტების „მნიშვნელოვანი განსხვავებები“ ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტებისგან, რაც შეიძლება დაბრკოლება გახდეს მათზე არსებული წესების გამოყენებაში. თუ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო მიზანშეწონილად ჩათვლის კრიპტოვალუტებისთვის ცალკე მარეგულირებელი და საზედამხედველო რეჟიმის შემოღებას, მან უნდა წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა BCBS-ის გამოცდილების გათვალისწინებით. იანვარში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ექსპერტებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მარეგულირებელი პოლიტიკის შესახებ. ექსპერტებმა შემოგვთავაზეს სამი ვარიანტის გამოყენება და შერევა: აკრძალვა, იზოლაცია და არსებული ნორმების იმპლემენტაცია. https://tinyurl.com/2yj8947p
  23. AMD-მ გამოუშვა რამდენიმე Vega 20 გრაფიკული ბარათი, მათ შორის სამუშაო სადგურების, მონაცემთა ცენტრებისა და გეიმინგ ბარათების მოდელები. ყველაზე ცნობილი მოდელია Radeon VII 3840 ბირთვით, 16 გბ HBM2 მეხსიერებით და 1 ტბ/წმ-ზე მაღალი სიჩქარით. კომპანიამ გამოუშვა რამდენიმე სხვა Radeon - Vega 20-ის ბაზაზე, როგორებიცაა Radeon Pro VII, არა-Pro ვერსია სამუშაო სადგურებისთვის, Radeon Instinct MI50 და MI60 3840 და 4096 ბირთვით, შესაბამისად, აგრეთვე Radeon Pro Vega II. პირველი მათგანი ყველაზე საინტერესოა, იგი გამოშვებულია უშუალოდ Apple Mac სისტემებისთვის. რეალურად, AMD-მ შექმნა ორი ბარათი ერთი ან ორი Vega 20 GPU-ით ერთ დაფაზე. ეს იყო იმ დროს გამოშვებული ყველაზე ძლიერი Radeon. პროტოტიპი, რომელიც Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, პროგრამულ უზრუნველყოფაში აღნიშნულია, როგორც Radeon Pro VII. ამავე დროს Device PCI ID ემთხვევა Radeon Instinct MI60-ს, ასე რომ, ეს პროტოტიპი ნამდვილად არის რაღაც შუალედური. მომხმარებელმა გამოაქვეყნა ბარათის PCB-ის ფოტო Vega 20 GPU-ითა და ოთხი HBM2 მეხსიერების მოდულით. ბარათი იკვებება ორი, 8-და 6-პინიანი კონექტორით და, დიდი ალბათობით, მოიხმარს დაახლოებით 300 ვატს. ასევე უნდა აღინიშნოს კონექტორები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ დამუშავების პროცესში, ეს ადასტურებს, რომ ეს ეგზემპლარი არ წარმოადგენს საბოლოო პროდუქტს. რეალურ ტესტებში GPU არ მუშაობს სრული სიჩქარით. ერთჯერადი სიზუსტის გამოთვლები შეადგენს დაახლოებით 13.5 ტერაფლოპსს, მეხსიერების სიჩქარე კი - 6614 მბ/წმ-ს. თუმცა ფოტო ამტკიცებს, რომ გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 1.7 გჰც-ია, ანუ იმდენივე, რამდენიც Radeon Pro VII-ს შემთხვევაში. პორტალი TechPowerUP-ს ფლობს ამ მოდელის სურათს და ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მიხედვით ეს პროტოტიპი შეიძლება იყოს Radeon Pro V420. https://tinyurl.com/4vewt4e5
  24. კომპანია Samsung-ის დისპლეების გამომშვები ქვეგნაყოფილება აცხადებს, რომ ახალ Galaxy Book სერიის ლეპტოპებს ექნება OLED პანელები 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. 1 თებერვალს Samsung ჩაატარებს ღონისძიება Samsung Unpacked-ს სან-ფრანცისკოში. Samsung Display-მ ჯერჯერობით Galaxy Book ლეპტოპების მხოლოდ ზოგიერთ მახასიათებელზე. „Samsung Display პირველად აპირებს მსხვილგაბარიტულ ტექნოლოგია OCTA-ს გამოყენებას ახალ მაღალი ხარისხის მოდელ Galaxy Book-ში, ასევე გეგმავს შთამბეჭდავ დიზაინს დაუმატოს მაღალი პორტატულობა“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში. „Samsung Display საზოგადოებას უჩვენებს 16:10 ასპექტის თანაფარდობის, 120 ჰერცი განახლების სიხშირის და 3K გაფართოების ეკრანების მქონე თავისი პროდუქტების პანელის მუშაობას“. OCTA (On-Screen Touch AMOLED) - ეს არის ტექნოლოგია, რომელიც Samsung-მა პირველად გამოიყენა Galaxy სერიის სმარტფონებში. OLED ეკრანებზე, როგორც წესი, ეკრანის კონტრასტულობა იზრდება იდეალური შავი ფერის ხარჯზე. ტექნოლოგია OCTA შლის პანელის სენსორულ ფენას და აერთიანებს სენსორს თავად პანელში. შედეგად პანელი ხდება 6%-11%-ით თხელი, მარტივდება მისი წარმოება და არის უფრო ეკოლოგიური. CES გამოფენით თუ ვიმსჯელებთ 2023 წელი საინტერესო იქნება miniLED და OLED ტიპის ეკრანების მონიტორებში გამოყენების მხრივ. Samsung არის OLED მონიტორების წამყვანი მწარმოებელი და Asus-იც მათზე დებს ფსონს. ჯერჯერობით მხოლოდ Microsoft Surface Laptop Studio-ს მსგავს, კონტენტის შექმნისთვის განკუთვნილ ლეპტოპებს აქვთ 120-ჰერციანი პანელები. Galaxy Book-ში მათმა გამოჩენამ შესაძლოა გაზარდოს ამ სერიის ლეპტოპების პოპულარობა და სხვა მწარმოებლებს მსგავსი გადაწყვეტილებისკენ უბიძგოს, წერს PCWorld. https://tinyurl.com/3453k8r5
  25. კრიპტო ბირჟა Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა Bitcoin-ს უწოდა „სწორი გრძელვადიანი ფსონი“ ბრაზილიისა და არგენტინისთვის, რომლებიც განიხილავენ საერთო ვალუტის შექმნას. Financial Times-ის ცნობით ბრაზილია და არგენტინა აპირებენ შექმნან ერთიანი ვალუტა აშშ დოლარზე დამოკიდებულების შესამცირებლად და რეგიონული ვაჭრობის სტიმულირებისთვის. არგენტინის ეკონომიკის მინისტრმა სერხიო მასსამ ისაუბრა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებისთვის ბლოკში მონაწილეობის შეთავაზების გეგმებზე. FT-ის შეფასებით, ახალი კავშირი დაფარავს გლობალური მშპ-ის დაახლოებით 5%-ს და იქნება მსოფლიოში სიდიდით მეორე ევროკავშირის შემდეგ (14%). „საინტერესოა, განიხილავენ თუ არა Bitcoin-ზე გადასვლას. ეს ალბათ სწორი გრძელვადიანი ფსონი იქნება“, - დაწერა არმსტრონგმა. Goldman Sachs-ის ყოფილმა ტოპ მენეჯერმა და მაკროინვესტორმა რაულ პალმა გააკრიტიკა ეს იდეა პირველი კრიპტოვალუტის არასტაბილურობის გამო. „ამჟამად ვერავინ მისცემს თავს უფლებას, გამოიყენოს 100%-იანი არასტაბილურობის მქონე ეროვნული ვალუტა, რომლის ღირებულება ეცემა 65%-ით და იზრდება ათჯერ. ბიზნესები იბრძვიან ამის დაგეგმვისა და ჰეჯირებისთვის,“ - დაწერა მან. მომხმარებელმა, მეტსახელად MilkyGemHunter, დაამატა, რომ პირველი კრიპტოვალუტა ვერ გახდება ფიატის სრულფასოვანი შემცვლელი. „ნებისმიერს, ვინც ფიქრობს, რომ Bitcoin ოდესმე შეძლებს ფიატის ჩანაცვლებას, არ ესმის Bitcoin-ის არსი. მისი გამოყენების ერთადერთი რეალური ვარიანტია ქონების შენახვა ისეთი ღირებული ვალუტის მხარდაჭერისთვის, როგორიცაა ოქრო“ - განმარტა მან. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში სალვადორის ხელისუფლებამ Bitcoin გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარა. 2022 წლის აპრილში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ განახორციელა პირველი კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. 2022 წლის დეკემბერში ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც Bitcoin-ს გადახდის ინსტრუმენტისა და საინვესტიციო აქტივის სტატუსს ანიჭებს. კანონი ძალაში მიმდინარე წლის ივნისში შევა. https://tinyurl.com/y8ruay5p
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.