Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. NVCleanstall არის პატარა, უფასო უტილიტა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ Nvidia-ს დრაივერების ინსტალაციის პარამეტრების მორგებას საკუთარ მოთხოვნებზე, მაგალითად ამოითღებთ არასაჭირო მოდულებს (ტელემეტრია, Virtual Audio, USB-c და ა,შ) განსაკუთრებით თუკი არ იყენებთ Geforce Experience (თუ Shadow Play არ იყენებთ, არც დაგჭირდებათ) მხოლოდ მისი გათიშვა არ შველის სტანდარტული დრაივერის ინსტალაციიდან, შეგიძლიათ აირჩიოთ ბოლო დრაივერი, ან რომელიმე კონკრეტული ვერსია, ან უკვე გადმოწერილი დრაივერი დააკონფიგურიროთ, აქვს ასევე დრაივერების განახლების შემოწმებაც აქვს (თქვენი კომპიუტერის Nvidia-ს სერვერებთან დაკავშირების გარეშე) თითოეულ პუნქტზე აქვს აღწერებიც და ინსტალაციის პრესეტები: მინიმალური, რეკომენდირებული და ყველა ასევე შეგიძლიათ დაკონფიგურირებული ინსტალერი შეინახოთ სხვა კომპებზე გამოსაყენებლად. პროგრამის ვებ გვერდი: https://www.techpowerup.com/download/techpowerup-nvcleanstall/ Chris Titus Tech ვიდეო
  2. ვცადე მეილით შემოსვლა სხვა ბრაუზერიდან და არ შემოვიდა, არადა ნამდვილად სწორად ვწერ მეილსაც და პაროლსაც
  3. ძალიან მომეწონა Snap Layout ები და მულტიმონიტორის გაუმჯობესებული მხარდაჭერა (რომ იმახსოვრებს რომ გამოაერთებ ფანჯრების მდებარეობას და აღადგენს შეერთებისას კიდევ Direct Storage ექნება Windows 11-სო (როგორც Xbox Series და PS5-ს) და ასევე Android აპლიკაციებს გაუშვებს პირდაპირო (თუმცა Microsoft Store-ში უნდა ნახო) ეს ორიც საინტერესოა ონლაინ სერვისების ინტეგრაციების (ვიჯეტები, თიმსი, ვებ-სერჩი და ა,შ) გათიშვა იმედია შესაძლებელი იქნება აპდეითები უფრო მცირე ზომის და "ეფექტური" იქნებაო, იმედია ტვინს არ გაბურღავს რესტარტზე შუაგულ პრეზენტაციაზე როდის გამოვაო არ უთქვამთ 7 წუთიანი ქათი აქვს The Verge-ს მთლიანი ევენთის
  4. არა, რაც მაინტერესებდა ვირტუალში ვცადე
  5. პლატის მანუალში იქნება, ან BIOS-ში სადმე (Security-შია ხოლმე TPM) მაგრამ არ ჭირდება "მორჯულებულს"
  6. Win 11 საინსტალაციოში install.wim ან install.esd თუ წაშლით, ყენდება ნებისმიერ ჰარდზეო, ცოტა შემოვლითი გზით უნდა ოღონდ თუმცა ამ ბილდის რეალურ ჰარდზე დაყენებას მხოლოდ სატესტოდ გირჩევთ და არა ძირითად OS-ად
  7. TPM 2.0-იც უნდა ქონდეს (ნუ თუ აქვს TPM სავარაუდოდ 2.0-ია)
  8. იმედია არა, შეიძლება ეს ბილდი PR სვლაა Microsoft-ისგან, "გაჟონეს" ბილდი, სადაც ძირითადად ინტერფეისია შეცვლილი, თან რეალურ ჰარდზე ვერ დააყნებ TPM 2.0 მოთხოვნას იმედია ამოიღევენ, თორე ბევრი თანამედროვე სისტემაც დარჩება Win 11 გარეშე აი Secure Boot მოთხოვნა მეეჭვება ამოიღონ, რადგან ბოლო 5 წელს გამოშვებულ თითქმის ყველა ჰარდს აქვს (უფრო ძველებსაც, თუმცა გაცილებით იშვიათად) და ამ სვლით კომპის გამოცვლასაც აიძულებენ ხალხს (ნუ 2025 წლის მერე მაინც როცა Windows 10 მხარდაჭერა შეწყდება) პრინციპში რო დაფიქრდე 775, 1156 და 1366 პლატფორმები 10+ წლისაა უკვე და 2025 კიდევ 4 დაამატე, ასე ძცელი ჰარდის მხარდაჭერა ძაან არაეფექტურია: ცოტაა რაოდენობით და გაცილებით პრობლემატურია მაგალითად დრაივერის დაწერა Win 11-ზე რომ კარგად იმუშაოს, როცა მწარმოებელს არ განუახლებია წლებია თან ახალი ჰარდის გაყიდვებიც გაიზრდება .... უბრალოდ Win Vista-ს მერე სერიოზული ცვლილება რესურსების მოხმარების მხრივ არ ყოფილა, ამიტომ ის Hard რომელიც Vista-ს "ქაჩავდა" Win7/8/10/11/.... გაქაჩავს მეტნაკლები წარმატებით და ცოდოა რომ აღარ ექნება მხარდაჭერა Windows -ის მხრიდან (ალტერნატივა-ლინუქსი )
  9. ASRock Z77 Extreme3 ვიყიდე მადლობა და ვხურავ
  10. ვერა, მარა რეალურ ჰარდზე არ ღის ჯერ ისედაც დაყენება კი, VMWare Player-ზეც
  11. ხო, TPM 2.0 და Secure Boot უნდაო გაჟონილ ბილდს რომ რეალურ ჰარდზე დააყენო, მე დავაყენე ვირტუალში და საკმაოდ კარგად მუშაობს, თან ზომაშიც პატარაა, ეს TPM 2.0 მხარდაჭერის მოთხოვნა ზედმეტია ჩემი აზრით ძაან უკვე, ბევრ თანამედროვე Consumer დედაპლატას არც აქვს დღესაც, იდეაში Secure Boot-იც არაა საჭირო, რადგანაც 775 სოკეტები მშვენივრად ამუშავებენ Windows 10-ს საოფისე დონეზე მაინც, თანამედროვე ვიდეოკარტა თუ აქვს GT 1030/RX 550 დონის მაინც უკვე HEVC 4K ვიდეოეებსაც მშვენივრად უმკლავდებიან და უნდა ჩამოწერო ფაქტიურად ეგ კომპები და e-waste გახადო (ნუ Linux თუ დააყენებ რა თქმა უნდა გაუხანგრძლივებ სიცოცხლეს) ამ გაჟონილ ბილდში გარდა ინტერფეისისა და ბევრი არაფერი სიახლეა, (თან ეგ უმეტესობა Win 10-საც დაემატება მგონი, რაც ძაან არ მომეწონა, Taskbar-ზე გახსნილი პროგრამების/ფანჯრების კომბინირების გათიშვა არ აქვს, მე მაგალითად ახლაც ძველი სტილით ფართე იკონკებს ვიყენებ გაცილებით უფრო მოსახერხებელია როცა რამდენიმე დოკუმეტი მაქვს გახსნილი მათ შორის გადართვა, კომბინირებულში ჯერ მაუსი უნდა მიიტანო ჯგუფთან, მერე გაიხსნება ახალი ფანჯარა შიგნი დოკუმენტებით ცალ-ცალკე და იქ უნდა აირჩიო იმედია 24-ში წარმოადგენენ უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს და ტასკბარის ძველებურად მოწყობაც იქნება შესაძლებელი
  12. გაუმარჯოს, ერთი პროექტისთვის მჭირდება 1155 სოკეტის დედადაფა, აუცილებელია ქონდეს OC შესაძლებლობა (თუმცა არა მაინცდანმაინც OC-ზე ოპტიმიზირებული) ჩემი მიზნებისთვის შევარჩიე ეს ორი მოდელი: INTEL-DZ68BC https://www.mymarket.ge/ka/pr/21118423/dedabaraTebi/1155soketi-INTEL-DZ68BCLGA1155-2xPCI-E და ASRock Z77 Extreme3 https://www.mymarket.ge/ka/pr/21118395/dedabaraTebi/ASRock-Z77-Extreme3LGA1155-3xPCI-E ფასი ერთნაირი აქვს, რომელს მირჩევდით ამ ორს შორის? Z77 თითქოს უკეთესი OC-ერი უნდა იყოს, თუმცა Intel-ის დედადაფას უკეთესი features ები აქვს და დიზაინიც (რასაც გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებ ამ შემთხვევაში) გაცილებით უკეთესია ასევე მაინტერესებს RAM-ების მაღალ სიხშირეზე მუშაობა 2133-იანი კიტს ველოდები და Intel-ის ბორდზე რაც ვნახე მგონი 1600 Mhz აქვს მხარდაჭრა,(მანუალში +1600 უწერია, რაც ცოტა გაუგებარია) როცა AsRock 2400-მდეც ადის ასევე Intel-ის დედა დაფები უფრო სტაბილურებიაო, მაგრამ ძველ მოდელებში ალბათ გამართლებაზეცაა, მქონია Intel-ის x58 დედადაფა რომელმაც აურია, მაგრამ მაგალითად NAS-ში მაქვს ერთი და მუშაობს 24/7 ჯიგრულად (თუმცა ძალიან დაბალი ენერგომოხმარების კომპონენტებით), ასევე AsRock მქონდა x99 და აურია, მაგრამ 775 მაზერები მაქვს AsRock და კარგად მუშაობს (თუმცა არა ყოველდღიურ რეჟიმში) მოკლედ რომელს აირჩევდით ამ ორიდან?
  13. Necromunda: Hired Gun მომეწონა (2 მისია ვითამაშე ჯერ) განსაკუთრებით ვისაც Warhammer 40K მოწონს, თან ასწორებს რომ Space Marine-ები არ არიან, ძირითადად "სტანდარტულ" ადამიანებს ებრძვი titanfall სტილში, (კედლებზე სირბილი მგონი უკეთესადაცაა, მართალია არარეალისტურად, მაგრამ ასწორებს) შესამჩნევი ნაკლიც ბლომად აქვს (ზოგი ტექსტურა ძალიან დაბალი რეზოლუციისაა, sound mixing ძალიან არეულია და დიალოგის ხმა არ ისმის) თუმცა მალე გამოვასწორებთო, შინაარსითაც არ გამოირჩევა, მაგრამ გეიმფლეი და ატმოსფერო ნამდცილად 40K-ს შესაფერისია
  14. EA რა თქმა უნდა ბოლოდმე იღორა და მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ტრილოგია და + ანდრომედაც მაქვს ნაყიდი, პატრა ფასდაკლებაც კი არაა 60 USD გაჭიმული, არადა იდეაში მხოლოდ პირველშია სერიოზული გრაფიკული და გეიმფეის ცვლილებები და დაახლოებით 10-ჯერ მაქვს დახურული და კიდევ 60 უსდ გადახდა მაგრად მენანება
  15. მე წაშლილი მქონდა ალბათ ხო და მერე PC Enhanced Edition-ში შეხვალ და დააყენებ
  16. ცალკე ვერსიაა, სთორში ნახე და ის უნდა გადმოწერო
  17. DLSS Quality, RTX-Ultra და Reflection-ებიც Raytraced 130+ FPS აქვს 2K-ზე DLSS გავუთიშე და 60-90 FPS აქვს საღოლ, კარგი ოპტიმიზაცია გაუკეთებიათ DLC-ები მაქვს ნაყიდი, მაგრამ ვერ ვრთავ, რომ შევდივარ DLC მენიუში Epic Store-ში მაგდებს იყიდეო არადა დაყენებულია
  18. polaris bios editor თუ რომელ პროგრამას იყენებდი?
  19. ანუ ბიოს რომ დავარედაქტირებ ავტომატურად გაეთიშება UEFI მოთხოვნა? გაიხარე, ვცდი მაგას! ისე მეეჭვება Intel სპეციალურად აკეთებდეს ამას, AMD-ს აქვს არასაჭირო და სავარაუდოდ დაბაგული იმპლემენტაცია UEFI/Secure Boot მოთხოვნის
  20. კონკრეტულად რა შევცვალო? ან რომლით ნერვებს მიშლის ეს AMD უაზროდ რომ ზღუდავენ თავის ბარათებს და მაზერების მიმართ პრეტენზიულები რომ არიან R9 290 მქონდა შარშან (200 ლარად ვიყიდე, რა დრო იყო) და ერთ ჩემს მაზერზე (EVGA x58) არ ჩაირთო, მაგრამ მეორეზე (x58 ჩიპსეტი, მაგრამ DELL-ის OEM) ჩაირთო და იმუშავა, მაგრამ ამ შემთვევაში რა პრობლემაა ვერ ვხვდები მაზერი უფრო ახალია მგონი
  21. გაუმარჯოს, მაქვს ასეთი უცნაური პრობლემა, Gigabyte B360M-DS3H დედადაფა (ბოლო BIOS, F17B) ვერ ხედავს RX 480-ს (Sapphire Nitro OC 8Gb), ანუ BIOS-შიც არ ჩანს, PCI Device-ებში, არც Windows-ში თავისთავად, BIOS-დან ინტეგრირებულ ვიდეოს რომ გავთიშავ (პროცესორი i7 8700-ია ინტეგრირებული HD 630-თი) არც მაშინ, საერთოდ არ იპოსტება 5 მოკლე beep-ია და ითიშევა, როგორც ვნახე ვიდეოს პრობლემებთანაა დაკავშირებული, რამდენჯერმე დავარესეტე და მაინც ვერ ხედავს სამაგიეროდ, RTX 2080 ხედავს, RX 480 ვიდეო/RAM სხვა კომპში უპრობლემოდ მუშაობს Secure Boot ჩავრთე, CMS გამოვრთე, PCI-e ხელით დაყენება ვცადე Gen 2, Gen 3-ზე, მაინც არაფერი ხომ არ გაქვთ რამე იდეა რა შეიძლება ვცადო?
  22. Owners of Metro Exodus are also entitled to the Metro Exodus PC Enhanced Edition - a stunning visual upgrade that REQUIRES a Ray-Tracing Capable GPU as part of the minimum spec. ანუ უფასოდ მერგება შეიძლება კიდევ დახურვა, თავის დროზე 1080ti-ზე დავხურე, DLC-ებიც არ მითამაშნია
  23. ვისაც ნაყიდი აქვს იმისთვის ნეტავ უფასო აპგრეიდი იქნება?
  24. hotfix-ია მცირე რამეები გაასწორა, არ მითამაშია ჯერ, 1.20 განახლების მერე გავაგრძელე ერთი საღამო (point no return-ის წინა სეივზე ვარ) და კარგად გავერთე გვერდით და რენდომ მისიებით, ერთი ნაკლია, რაც ზოგადად გეიმფლეიში და მის დიზაინშია ადრეც მეწერა, სტელს სტილით თამაშისას არ ჯილდოვდები, ანუ არალეტალური იარაღით, ან trakedown-ების გამოყენებაზე რომ იწვალო, ნაკლები loot და ფული გექნება, ვიდრე ლეტალურზე, ნებისმიერ ბანდასთან დაპირისპირებისას უფრო სწრაფი და შედეგიანია რომ დახოცო ყველა უბრალოდ, მეტ XP-ს და ფულს იღებ, არადა ზოგზე ძებნა და ჯილდო ნალებად მძიმე დანაშაულზეა გამოცხადებული და თუ არ მოკალი, ვერ მიიღებ ვერც ჯილდოს, ასევე ნაკლები XP გაქვს აგრესიული თამაში კი ნამდვილად სახალისოა, მაგრამ ჯერ ერთი არარეალურია, რომ მაგალითად მანქანის ქურდობაზე გამოცხადდეს ვინმეზე ჯილდო რომელსაც მოკვლის მერე აძლევენ bounty hunter-ს, მეორეც, გაცილებით უფრო შრომატევადია სტელსი და უმეტესობა თამაშებშიც შესაბამისად გაჯილდოვებს მეტი XP-თი და უკეთესი შედეგებით ზოგადად ერთი რომ სახალისო გეიმფლეის ანებებ თავს რომ ჩუმად გაიარო მისია, მეორეც რომ არაეტალურად აკეთებ ამას, მესამეც საკმაოდ რთული და ზოგჯერ დამღლელიცაა იდეალური სტელსი, ამიტომ მეტი ჯილდო უნდა გქონდეს, განსაკუთრებით Dishonored დამამახსოვრდა ამ მხრივ, სადაც არალეტალური სტელსი ყველაზე კარგ საბოლოო შედეგს გაძლეს, მიუხედავად იმისა, რომ ლეტალური (სტელსი, თუ პირდაპირ ხელჩართული) ძალიან სახალისოა, აქ კიდევ, გაქვს მშვენიერი შესაძლებლობა და რომ გამოიყენებ ჯერ ერთი საბოლოოდ არანაირი გავლენა არ აქვს, მერე ნაკლები XP, ფული და ლუტია, ძაან უაზრობაა და საკმაოდ ადვილად შეიძლება ალბათ გამოსწორება
  25. portal 2 უბრალოდ მოკლეა კოოპ რეჟიმი, მაგრამ PvP რეჟიმიც აქვს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.