-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
წავითამაშე რამდენიმე საათი, მოტოცილკეტი ხშირად ეჭედება ისევ კედლებში და ტრასების ჯებირებზე, უნდა ჩამოხვიდე და მერე დაჯდე თავიდან რომ გამოიხსნას შიგადაშიგ წაიბორძიკებს ხოლმე (FPS ჩამოვარდება) სხვა გამაღიზიანებელი ბაგები არ შემიმჩნევია
-
ვერანაირად ვერ დაგეთანხმები მაგაში, 1) ჩვენ არ დაგვითქვია გამოშვების დრო 2) ჩვენ არ დაგვიჰაიპებია 2) ჩვენ არ მოგვითხოვია გინდა თუ არა გამოუშვი ახლა როგორიცაათქო ეგ კი არა სხვა თამაშებისგან განსხვავებით გაცილებით რბილად ექცეოდნენ ფანები და ოღონდ კარგი გამოვიდეს და გადადონო თავისივე პრეს რილიზებში ამბობდნენ რომ ვასალაშინებთ, რომ გამოსვლისთანავე საუკეთესო ტექნიკურ მდგომარეობაში იყოსო არაერთხელ თქვეს, ბოლო გადადებაზე იყო რომ ახალი თაობის კონსოლებს დაამთხვიეს და მაგაზე იყო საყვედურები თუ კონსოლისთვის მზად არ აქვთ PC-სთვის მაინც გამოუშვანო (ესეც მათივე ინფორმაციაზე დაყრდნობით) მოკლედ 100% CDPR ცუდი მენეჯმენტის ბრალია, რომ ვერ გათვალეს პროექტის მოცულობა და მის შესასრულებლად საჭირო დრო და ამ მდგომარეობაში გამოუშვეს და ზოგადადაც თუ რამე ცუდი გამოდის ყოველთვის გამოცემლის თუ დეველოპერის ბრალია (შიგა მიზეზები ბევრნაირი შეიძლება იყოს) და არა მომლოდინე ფანების, ჩვენ არანაირი სიტყვა არ გვეთქმის თამაშის (პროდუქტის) დეველოპმენმტსა და რილიზში თითქმის არასდროს, როცა გამოვა შეიძლება მერე მოუსმინონ feedback-ს და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებენ და გააუმჯობესონ თამაში (უკეთეს შემთხვევაში), მაგალითად No Mans Sky, SW battlefront, ან კიდევ დაიკიდონ როგორც Anthem ერთი Star Citizen-ია რომლის დეველოპერებსაც ბევრი ურთიერთობა აქვთ ფანებთან, მაგრამ საბოლოო თამაში 10 წელია მგონი არ გამოსულა და არც ახლო მომავალში გამოვა
-
Macrium Reflect გაგიკეთებს მაგას მარტივად, შენს კომპშიც, ოღონდ Windows-ის დისკზე ყველა პარტიშენი მონიშნე (500 მეგაბაიტიანი UEFI პარტიშენი რომ ჩამტვირთავი იყოს)
-
ხო, თუმცა კონსოლებზე ახლა შეიძლება ასე თუ ისე ნორმალური თამაშიო, წვრილ-წვრილ ბაგებს რაც შეეხება, ბლომადაა ისევ, T პოზაში ყოფნა მანქანის/მოტოციკლის მართვისას წელს ქვემოთ დაურენდერებელი ტანსაცმლით მაგალითად თუმცა Game braking ბაგები გასწორებულია, ქვესტებს რომ ვერ აგრძელებდი მაგალითად და ბევრი Quality of Life ცვლილებებიცაა (ტარებაში, AI-ში და ა.შ) მაგრამ ჯერ მაინც Beta 0.9 შთაბეჭდილება აქვს ვიდრე დასრულებული პროდუქტის
-
მასე იყო პატჩამდეც, მაგ მხრივ არაფერი შეცვლილა
-
Dream on ქვესტი გავაგრძელე, მაგრამ მოტოციკლეტზე T პოზაში მაინც გავიჩითე წელს ქვემოთ შიშველი არადა გამოვასწორეთო.... სულ 5 წუთიც არ მითამაშია, ამიტომ წარმადობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ბაგი ეგრევე გაიჩითა (მართალია წვრილი, მაგრამ მაინც ბაგი)
-
ხო, ჩემთანაც ხელით მივუთითე დაწყება, რაღაც უაზრო schedule აქვს Steam-ს, ჩართვისას არ იწყებს აპგრეიდს, დაგეგმავს გამთენიას (თითქოს ჩართული მქონდეს კომპი 24/7) 28.8 გბ-ია ჩემთან
-
გამოვიდა თუ Coming-ო https://www.cyberpunk.net/en/news/37801/patch-1-2-list-of-changes ბლომად რამე დაუფიქსიათ (მე ყველაზე მეტად რაც მაინტერესებდა Dream On ქვესტი გასწორდა) ასევე კონსოლებზე და სუსტი კონფოგურაციის PC-ზე წარმადობის მატება შესამჩნევი იქნებაო (ალბათ 10-15% უკეთესი, ან ნაკლები სტატერინგით)ვნახოთ რა იქნება ასევე ოფიციალურად დაამატეს მოდების მხარდაჭერა
-
თან ვისაც ნაყიდი აქვს უფასო აპგრეიდი იქნებაო, მე 1080ti-ზე დავხურე და RT არ გამომიცდია, ეღირება კიდევ თამაში, თან DLC-ებიც არ დამიხურია ჯერ
-
დავიწყე და საკმაოდ კარგი გამოდგა, (MMORPG არაა, 3rd person action RPG არის, საკმაოდ ღრმა RPG სისტემით) იდეაში ეს სტუდია სულ ამ სტილის თამაშებს უშვებს: არის 2-3 ფრაქცია, რომელსაც შეგიძლია მიემხრო, კარგი იარაღი/ჯავშანი/მაგია მხოლოდ ფრაქციაზე მიმხრობის მერე შეგიძლია იყიდო სანამ რომელიმეს შეუერთდები, შეგიძლია მისიები ასრულო ყველა ფრაქციისთვის, რაც ზოგადად აუცილებელია, რადგანაც თუ კარგი რეპუტაცია არ გაქვს, არ მიგიღებენ შინაურად სკილ პოინტის მოპოვების მერე (ახალ ლეველზე) უნდა მონახო შესაბამისი სკილების ჯგუფის ტრეინერი დაგადაუხადო სწავლებაში ფული იარაღს და მაგიას სჭირდება სხვადასხვა სტატისტიკური ქულები (მაგალითად ძალა, ინტელექტი, მოქნილობა და ა.შ) ყოველ ლეველზე 10 სტატისტიკის ქულა და 1 სკილ ქულა გეძლევა თამაშის დაწყებისას ძალიან სუსტი ხარ, და არა "სამყაროს მხსნელი", უბრალო ცხოველმა შეიძლება მოგკლას გარეთ, საკმაოდ ძნელია თავიდან, მაგრამ ბრძოლების დიდ ნაწილს შეგიძლია უბრალოდ გაექცე მთავარი და საიდ მისიების შესრულების ბევრი საშუალებაა, სამყარო ღიაა თავიდან ბოლომდე სადაც გინდა იქ წადი, არ არის ხელოვნური ბარიერები, ძლიერი მონსტრი ან მოწინააღმდეგე თუ შეგხვდა, უბრალოდ გაიქცევი სამყარო ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, არ გელოდება შენ, მაგალითად მონსტრები ერთმანეთს ებრძვიან, შეგიძლია მონსტრი გამოიტყუო და მოწინააქღმდეგეზე მიუშვა, შემდეგ დასუსტებულს ცოცხალ დარჩენილს ადვილად მოუღო ბოლო შეგიძლია პრატიკლად ყველა მოკლა (თუ მოერევბი :D) შეიძლება მისიები დაფეილდეს, ზოგჯერ მოულოდნელადაც, ბევრი მთავარი და გვერდითი მისა ერთმანეთთან კავშირშია პირდაპირ ან არაპირდაპირ. შინაარსიც საინტერესოა საკმაოდ, პლანეტა მაგალანდზე ჩამოვარდა კომეტა, რომელმაც პრაქტიკულად გაანადგურა ეკოსისტემა და ცივილაცია, კომეტას მოყვა მინერალი (ელემენტს ამბობენ ხშირად შეცდომით ხოლმე) ელექსი, რომელიც სპეცია;ირ თვისებებს ფლობს. იწვევს მუტაციებს ადამიანებში და ცხოველებშიც, არის სამი ძირითადი ფრაქცია: ბერსეკერები- ფრაქცია, რომელსაც პირველად შეხვდები, უარყოფენ ტექნოლოგიას (ჩვენებური შუა საუკუნეების ზევით), ელექსის გადამუშავებით იღებენ მანას, რომელსაც მაგიისთვის იყენებენ, ასევე ზრდიან სპეციალურ მცენარეებს. რომელიც მომწიფების მერე გადარგავენ უვარგის გარემოში, რომელსაც ეს მცენარე უბრუნებს სიცოცხლეს, იწოვს ელექსის ნარჩენებს და მიწა ნაყოფიერი ხდება, მოკლედ ბუნებასთან ჰარმონია უნდათ და ტექნოლოგია ხელს გვიშლისო კლერიკები-მაღალტექნოლოგიური რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ელექსს იყენებენ თავისი ტექნოლოგიების ენერგიის წყაროდ, უნდათ ძველი სამყაროს ცოდნის შეგროვება და განბრცობა, ოღონდ თავისი ღმერთის სადიდებლად უკანონოები (outlaws) Mad Max სტილის ბანდა, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ გარდა ფულის (რომლის მოვალეობასაც ელექსის კრისტალები ასრულებს) და გართობის გარდა, ელექსიდან ძლიერმოქმედ ნარკოტიკებს და სტიმულატორებს აკეთებენ ამ სამიდან ერთ ერთს უნდა შეუერთდე, კიდევ ერთი ფრაქციაა-ალბები, რომლებიც პირდაპირ მოიხმარენ ელექსს, არიან რობოტებივით, სუფთა ლოგიკა და ემოციების გარეშე, უნდათ მთელი პლანეტის დაპყრობა და ყველა ადამიანის ალბებად გარდაქმნა, წინა სამივე ფრაქცია ალბების წინააღმდეგაა. თამაშის გმირი არის ალბების კომანდერი, რომელსაც ბერსეკერების ლიდერის მოკვლას დაავალებენ, მისაზე ვიღაც ჩამოაგდებს მის ხომალდს, იქე გაეჩითება თავისი მეთაური და მისსის ჩავარდნის გამო სიკვდილით დასჯის, თუმცა რა თქმა უნდა გადარჩება და ასევე ელექსიც გამოვა მისი ორგანიზმიდან, სანამ ცუდად იყო ვიღაც მის ჯავშანს და იარაღს მოიპარავს, ძირითადი მისია ჯერ ქურდის პოვნაა და მერე იმის ვინც ჩამოაგდო, მაგრამ ეხვევა უფრო დიდ პოლიტიკურ ინტრიგებში. დასაწყისი ცოტა ნელია და ძნელი თან, მაგრამ ისტორია კარგად იშლება, რაც შეეხება ნაკლს, მთავარი ნაკლი ჩემთვის კომბატ სისტემაა: ხელჩართლი იარაღის 2-3 მოქნევის მერე სტამინა გეცლება და უნდა დაელოდო მის შევსებას, მაგრამ მტერი არ გელოდება ძალიან ზედმეტი შეზღუდვაა ჩემი აზრით, თუმცა შეიძლება სტამინას ხარჯის დაწევა სეთინგებიდან და საკმაოდ კარგი ხდება კომბატი. აღარ გინდა 2-3 მოქნევის მერე სულის მოთქმა გრაფიკა საკმაოდ მოძველებულია 2017 სტანდარტებითაც, თუმცა ჩემთვის ეს არ წარმოადგენს პრობლემას გახსნილი სამყარო ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ზოგჯერ შემთხვევით ქვესტებს ისე ასრულებ, აღებულიც არ გაქვს თუ ბევრ დახეტიალობ. რაც მომწონს, არის ჯეტპაკი, რომელიც ფრენის საშუალებას გაძლევს, ასევე ნებისმიერი სიმაღლიდან უსაფრთხოდ შეგიძლია გადმოხტე, ჯეტპაკის საწვავი შეძღუდულია, თუმცა ავტომატურად ივსება მოკლედ კარგი რამეა, ჯერ ფრაქციასაც არ შევერთებივარ და 20+ საათო მაქვს ნათამაშები
-
ანუ პატჩის 2 ჰოთფიქსი გამოუშვეს, მაგარი დომხალი აქვთ ჯერ კიდევ, ალბათ ზაფხულამდე არ ეშველება ნორმალურად
-
კი, ჩემთანაც დაუჩქარა და გადმოწერა დროზე, სხვაგანაც შევატყვე ასეთი რამე, ძალიან ნელა იწყებს გადმოწერას და 1-2 წთ წელავს ხოლმე აჩქარებას
-
Nvidia-ს სერვერებს რა ჭირს, ზოგჯერ 40 kb/s მოაქვს ეს დრაივერი მაგალითად:
-
მე პირველის დააპდეითებული გეიმფლეის მუღამი მაქვს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ კიდევ, ალბათ კონტროლერით (xbox 360-ზე დავიწყე კონტროლერით თამაში და საკმაოდ კარგადაა, PC-ზე ოფიციალური მხარდაჭერა არ აქვს მგონი) გრაფიკას რაც შეეხება, UE4-ში თუ იქნება იმედია უკეთესიც იქნება, თუმცა ტექსტურების მოდები ბლომადაა ახლაც, შეიძლება განათება იყოს უკეთესი Ray Tracing თუ დაამატეს კიდევ უკეთესი
-
მოკლედ, დავამთავრე კონფიგი, qBittorrent-იც დავაყენე და მუშაობს მშვენივრად, ფაქტიურად უხმაუროა, 15 დოლარად E3-1220L V2 ვიყიდე, თუ თავსებადია (ოფიციალურ დოკუმენტაციაში არ წერია, მაგრამ ბიოსი დავააპდეითე და იმედია გაქაჩავს) 2-ჯერ მეტი წარმადობა აქვს ლამის G540T-ზე 17W მაქსიმუმ TDP-თი 35-ის ნაცვლად ცოტა OMV კონფიგურაციამ გამაწვალა, რადგანაც ვებგვერდზე დოკუმენტაცია არ არის დააპდეითებული (5.X კი უწერია, მაგრამ როგორც ჩანს 5.0 არის და არა მიმდინარე 5.5-ის) და ამიტომ მომიწია ტუტორიალების ძებნა და ზოგის ჩემით მიხვედრა (Linux-ის გამოცდილება არ მაქვს დიდი და ცოტა ძნელია ჩემით მივხვდე იმას თუ როგორ უნდა გავაკეთო როცა დოკუმენტაციას არ მიყვება) თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვენირად ამუშავდა დავხურავ თემას ვა, ახლა დავაკვირდი, ამ PC-ს 10/100 ქსელი ქონია მხოლოდ, მაქსიმალური სიჩქარე 12MB/s-ია, რეალურად 11.5 აქვს რომ შევამოწმე ნუ HD და 4K ფილმებისთის კი არის საკმარისი ყოველ შემთხვევაში
-
გაიხარე ვანო! მხოლოდ ფაილსერვერად მინდა, ტრანსკოდინგის მუღამი არ მაქვს, ტელევიზორზე კომპი მაქვს შეერთებული და ლეპტოპს და ტელეფონს კი აქვს საკმარისი სიმძლავრე 4K ვიდეოების დეკოდირება რომ მოახდინონ მთავარია ქსელმა არ შემზღუდოს , 1გბ როუტერი კი მაქვს 5Ghz WiFi-თი და cat5e კაბელები, რომ გავტესტე 900 მბ/წმ-მდე იყო სიჩქარე ორ კომპიუტერს შორის LAN-ით. იმ HP კომპიუტერს ვყიდულობ, რომ დავთვალე ჩუმი კვება რომ ვიყიდო ჩემი დედაპლატებისთვის მინიმუმ 100 ლარი მინდა, + შესაბამისი ქესისი 60-80 ლარი, 1366-ზე ვიდეოც მინდა, ტრანსკოდინგისთის არა (პასიური), უბრალოდ ისე არ და POST-ავს მგონი თორე ინსტალაციის მერე მოვხსნიდი, თან ორივეს მინიმუმ 65 W სიმძლავრე აქვს და Standby-ზე მგონი უფრო მეტს მოიხმარს ვიდრე შედარებით ახალი ეს სისტემა. OMV-ს დავაყენებ ფლეშკაზე (ან SD-CARD-ზე) და 2 პორტი მექნება დისკისთვის რაც ჯერჯერობით მაკმაყოფილებს, თან ვნახე 1155-ზე 17-20 W-იანი Xeon-ებია 20 დოლარამდე ფასში თუ უფრო ენერგო ეფექტური რომ იყოს, ან 35 ვატიანი 2c/4t i5-ები სიმძლავრის ამბავში (თუმცა მეტი სიმძლავრე მეეჭვება დამჭირდეს)
-
გაუმარჯოს, სახლში მაქვს როუტერზე მიერთებული SSD NAS-ად, მაგრამ USB3.0 ინტერფეისის, თუ როუტერის ბრალია, არც ისე ჩქარია (ნუ FullHD ფილმებს კი ვუშვებ უპრობლემოდ, მაგრამ გადახვევაზე ბირძიკობს ხოლმე) თან ზოგ შემთხვევაში ტვირთავს როუტერს (Linksys EA6300 DD-WRT cfw-თი) ამიტომ გადავწვიტე უფრო "ძლიერი" NAS გავაკეთო, თუმცა მაქვს შემდეგი მოთხოვნები: უნდა დაჯდეს რაც შეიძლება იაფი (არ ვგულისხმობ დისკებს, თვითონ სისტემა), სასურველია არსებული ნაწილებისგან (დეტალურად ქვევით) უნდა ჰქონდეს დაბალი ენერგომოხმარება, მაქსიალურად ჩუმი ვენტილატორები, ან რაც შეიძლება ნაკლები ვენტილატორები უნა ჰქონეს საკმარისი სიმძლავრე, რომ 2-3 მომხმარებელს ბორძიკის გარეშე მიაწოდოს ფაილები რაც შეეხება სოფტს, გადავწვიტე OMV, რადგანაც FreeNAS და TrueNASCore-ს 8 გბ მეხსიერებეა უნდა და ფუნქციები რაც OpenMediaVault აქვს სავსებით მაკმაყოფილებს აპარატურას რაც შეეხება, მაქვს 2 დედაპლატა (თავისი პროცესორებით, მეხსიერებით) 1366 და 776 პლატფორმაზე, 1366 ვიდეოც უნდა, თუმცა რამე პასიურად გაგრილებულ კარტას გამოსახულების გამოსატანად მოვახეხებ, მაგრამ მენანება 1366 მაზერის გაცდენა NAS-ისთვის, 775-ზე კი 4 SATA პორტია, რაც ახლა კი მეყოფა, მაგრამ რომ გადავწყვიტო დისკების დამატება სამომავლოდ, მაშინ ალბათ რაიმე PCI-e ადაპტერის ყიდვა მომიწევს, მოკლედ ამ ორს შორის ალბათ 775 ავარჩევ, Core2Duo საკმარისი სიმძლავრე თუ ექნება თუმცა ორივეს ნაკლია ის, რომ ესაჭიროებათ კვება, რომელსაც ვენტილატორი სულ ჩართული ექნება, + CPU ქულერი მეორე ვარიანტია ეს: https://forum.ge/?f=12&showtopic=35184244 HP საოფისე კომპიუტერი ლეპტოპის სტილის კვების ბლოკით, თუმა ამის ნაკლია ის რომ მხოლოდ 2 SATA პორტი აქვს და სხვა არანაირი საშუალება არ აქვს SATA ან უფრო სწრაფი დრაივი რომ შევაერთო, ანუ დასაწყისისთვის კი მეყოფა, თან OMV შეიძლება დაყენდეს ფლეშკაზე და ორივე პორტი დისკებისთვის გამოვიყენო, მაგრამ სამომავლოდ დისკებს ვეღარ დავამატებ (მხოლოდ თუ შევცვლი უფრო დიდი მოცულობით) მოკლედ თქვენი აზრიც მაინტერესებს, თუ გაქვთ სახლში/სამსახურში NAS-ები და როგორი კონფიგურაციის? რას მირჩევთ?
-
არა, ეგ არ დაბაგულა ჩემთან, ძალიან მომეწონა ეს მერობის კანდიდატი და მისი ცოლი რომ გამოძიებას გავალებენ, (სახლში რომ შეუვარდებიან) თავიდან წინ გავუსწაი მოვლენებს და ერთ ადგილას გავიჭედე ახლა
-
Dream On ქვესტი არ გაუსწორებიათ მაგ საიდმისიას ვერ ვაგრძელებ
-
გაიხარე ვანო გამოვიყენე უკვე
-
overhype აფუჭებს საქმეს როგორც ყოველთვის, თამაში ცალკე რომ აიღო წინასწარი სარეკლამო ინფორმაციის ცოდნის გარეშე, შესანიშნავია, მიუხედავად ბაგებისა და წარმადობის პრობლემებისა ტექნიკურადაც ძალიან მაღალ დონეზეა გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა უნაკლო არაა, საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს ზემოთ ნახსენების გარდა, ეკონომისტის განხილვას მოვუსმინე რატომ იყო ასეთი ცუდი რეაქციები ამ თამაშზეო და ძალიან სწორადაც იმსჯელა: როცა დიდ პროექტს აკეთებ, დიდი გუნდით, ოქროს წესია, რომ ან სრული მასშტაბები არ უნდა დაა-PR-ო, ან დასრულების ზუსტი თარიღი არ უნდა დათქვაო, ან ერთსი, ან მეორეს უნდა მიაწვე და მერე არ მოგიწევს პროდუქტის დაუმთავრებელი გამოშვებაო, ამ შემთხვევაშ მაშტაბები ძალიან დიდი ჰქონდათ თავიდან და გამოსვლის ზუსტი თარიღიც დათქვეს, რაც რამდენჯერმე შეცვალეს (COVID-მდეც, მარტო პანდემიას ვერ დააბრალებენ) თან შეცდომა იყო რომ წინა თაობის კონსოლებისთვისაც გამოუშვეს, უზარმაზარი რესურსები და დრო დახარჯეს და ფაქტიურად ვერ ითამაშებ წინა თაობის კონსოლებზე, ახლაც დიდ რესურსებს ხარჯავენ რომ გახადონ მეტ-ნაკლებად მისაღები, თუმცა ძალიან მეეჭვება რომ რადიკალურად გაუმჯობესდეს სიტუაცია, გრაფიკას თავი რომ დაანებო, CPU სიმძლავრე არ ეყოფა ამხელა ქალაქის გენერირებას და NPC-ს AI-ს, მაშინ უნდა შეაცირო ზომებში და ხალხის რაოდენობაც ქუჩაში (რაც ისედაც მცირეა კონსოლებზე) და თამაში გახდება Vampire the masquerade Bloodlines სტილის, თითქმის ცარიელი ქუჩებით (პ.ს: ეს თამაშიც დაფეილდა რილიზისას, თუმცა დღეს საკულტო კლასიკაა) რაც წინა თაობის კონსოლებზე დახარჯეს ის რომ PC და ახალ თაობაზე გადმოეტანათ, ოპტიმიზაციაც უკეთესი იქნებოდა და რაც მთავარია უამრავი წვრილი და მსხვილი ბაგის მოშორებასაც შეძლებდნენ, თან დარეკლამებული მასშტაბებსაც მიუახლოვდებოდნენ (მაგალითად, მეტროს დაამატებდნენ სრულფასოვანს)
-
დავხურე, ჰოლივუდური დასასრული არ აქვს როგორც ვხვდები, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვარიაციაა თამაშის სტილის მიხედვით secret ending მომეწონა და შეიძლება ვცადო, მაგრამ ერთ ერთ დიალოგში სხვა არჩევანი გავაკეთე და თავიდან თუ დავიწყებ მერე ვცდი კიდევ რამდენიმე პატჩი იქნება საჭირო ალბათ ბაგები რომ გამოასწორონ (რამდენიმე კვესტს ვერ ვამთავრებ ბაგების გამო)
-
რაც უფრო მეტს ვთამაშობს, მით უფრო მომწონს, კრაფტინგი და აპგრეიდები დავამუღამე, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა რომ შენს გემოზე მოაწყო იარაღი და ტანსაცმელი. ზოგიერთი საიდკვესტიც ძალიან საინტერესო და მძიმე იყო (Sinnerman/They want Go when I Go/The Hunt) ზოგადად სტელს და არა-ლეტალურ სტილში მომწონს თამაში, თუმცა აქ არა-ლეტალურს არანაირი უპირატესობა არ აქვს, პირიქით ნაკლია, Street Credit და Experience გაკლდება თუკი არ მოკალი, ამიტომ ბოლოს ჩამოვუვლი და ყველას ვკლავ ხოლმე :D სამწუხაროდ ბაგებსაც მეტს ვპოულობ, ზოგჯერ იდეაში დაუმთავრებელ ასეტებსაც, მაგალითად აპგრეიდის დროს ერთ იარაღს უწერია რომ საჭიროა {value} ლეველიო, ანუ ციფრის ნაცვლად კოდის ნაწილი ჩანს კიდევ ზოგ შემთხვევაში Safe Zone-ში შესვლის მერე იარაღების ამოღება აღარ შემეძლო (Aldecaldos ბანაკში მემართებოდა ხშირად), მაგრამ საბედნიეროდ რომელიმე NPC-ხთან დიალოგში შესვლის მერე რესეტდება ზოგჯერ ქვესტს ვერ ვაგრძელებდი, მაგალითად ერთ ქვესტში BrainDance ვიკვლევდი და მიწერს შემდეგ სეგმენტზე გადადიო და არსად ეწერა რომელი ღილაკით უნდა გადავსულიყავი თუ თქვენც შეგექმნათ ეს პრობლემა, X ღილაკით (გამოსვლის ღილაკი) გადადის, ზოგჯერ უბრალოდ არ აწერია ეგ ღილაკი
-
ისე რაც არ მისწორდება არის ის რომ უბრალო ფანარიც არაა თამაშში ბნელი ადგილების გასანათებლად ზოგი ძალიან ბნელი ადგილი იყო RTX On ის დროს და ძლივს ვიკვლევდი გზას შეიძლება night vision იმლანტი არის თვალებისთვის,(არ დამასპოილეროთ) მაგრამ ვფიქრობ დასაწყისიდანვე უნდა იყოს რამე საბაზისო "nigh mode" ხედვა ან ფანარი მაინც
-
გააჩნია ვის შეეკითხებოდი Discovery-ზე მახსოვს გადაცემა 1999-2000 მიჯნაზე, 0.3 მპ ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული სურათი მობილური დატათი რომ გააგზავნეს და ამბობდნენ ასეთი ტექნოლოგია ინტეგრირებული იქნება ტელეფონებშიო (როცა ფერადეკრანიანი ტელეფონებიც იშვიათობა იყო), დრონები სამხედროებს ყავთ უკვე 10 წელზე მეტია და მანამდეც იყო სამოყვარულო თუ სამხედრო გამოყენებაში აქა იქ, ტექნიკა რაც უფრო ვითარდება, მით უფრო ზუსტი ხდება თუ რას უნდა ელოდო და სამეცნიერო ფანტრასტიკას საკმაოდ კარგი პროგნოზები აქვს ხოლმე, ყველაფერს მეტ-ნაკლებად ნორმალური განვითარება აქვს, ძალიან ცოტაა"true disruptor" ტექნოლოგიები ელექტრომანქანები 100 წელზე მეტია არსებობდნენ, ასევე იმ ტიპის ბატარეები რასაც ტესლა და თითქმის ყველა სხვა ელექტრომობილი იყენებს 90-იანებიდან იყო უკვე, ტექნიკურად კი ელექტრომანქანა გაცილებით მარტივია ვიდრე შიგაწვის ძრავი (მხოლოდ ძრავი, დანარჩენ მანქანაზე რომ არაფერი ვთქვათ) უბრალოდ თანამედროვე მანქანებში, როგორც ბენზინ-დიზელზე, ისე ელექტროზე ბევრი კომპიუტერული ტექნიკაა (რაც არ არის აუცილებელი სხვათა შორის და ჩემთვის პირადად არც სასურველი სანამ სრულიად ავტონომიური მანქანები არ შემოვა მასიურად) დრონებიც განვითარდა სწრაფად როცა ბატარეების ენერგოეფექტურობამ და ელექტროძრავების ეკონომიურობამ და სიმძლავრემ რაღაც ზღვარი გადალახა, ასევე როცა საჭირო მსუბუქი და გამძლე მასალები გაიაფდა, თორემ არც ერთი იყო ახალი და არც მეორე, არც წარმოუდგენელი ჰარში მანქანებს რაც შეეხება შესაძლებელი არის ტექნიკურად (თუ ჩავთვლით რომ ავტონომიური იქნება მთელი ქსელი), მაგრამ ეფექტურობის (მგზავრების გადაყვანითვის საჭირო ენერგია) ვერ მივა ახლოს მეტროსთან,რომ არაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე, ამიტომ მეგაპოლისისთვის უფრო ეფექტურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება (სამწუხაროდ Cyberpunk-დან ამოიღეს მეტროში შესვლის შესაძლებლობა) ვიდრე მფრინავი მანქანების პარკი (VIP-ებს ახლაც ყავთ ვერმფრენები და ჰონ კონგში მემგონი ავტრონომიური მფრინავი დრონ-ტაქსიც შემოდის მარა როგორც ვთქვი ეკონომიურ-ტექნიკური პრობლემებია მასიურად ასათვისებლად. არც გეიმფლეის შემატებდა დიდად ჩემი აზრით ქუჩებში მფრინავი მართვადი მანქანები (თუმცა პროლოგში ხოა Trauma Team-ის და ხანდახან გადაიფრენენ ხოლმე) ეგ ნაყიდი მაქვს Steam-ზე და ვაპირებ ვითამაშო, მაგრამ მართვა მანდ უფრო არკადული სტილისაა როგორც ვხვდები (არც Cyberpunk-შია ძაან რეალისტური ) ეს არ მქონდა წანაკითხი ნუ შიგაწვის ძრავებია ანუ მაინც, საწვავია ახალი ისე ახლაც აწარმოებენ სპირტებს საწვავად გენმოდიფიცირებული წყალმცენარეებიდან , ბიოდიზელზეც ბევრი მუშაობს, უბრალოდ ეგ კონკრეტული ფორმულა არ არის რეალური ქიმიური ნივთიერება
