Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. 4090 99%ზეა ამ დროს 5800x3D მაქსიმუმ 50% ანუ ვიდეოს წურავს კარგად, (4კ-ზე 70-90 fps) რაც არ უნდა ძლიერი პროცესორი იყოს მეეჭვება უკეთესი შედეგები იყოს, მაქსიმუმ 1% გამოასწოროს, ხანდახან აქვს წაბორძიკებები რაც იგრძნობა
  2. ხომ არ თამაშობთ ვინმე ოფიციალურს Operations ები რომ გავცხოთ ქსელში?
  3. გუშინ i7 8700-ზე და 1080 Ti-ზე ვითამაშე და 40-55 FPS ქონდა FullHD-ზე, ოღონდ GPU 90%-ზე ზემოთ არ იყო დატვირთული, ალბათ CPU ალიმიტებს დავამუღამე გეიმფლეი, მაგრმ ვფიქრობ უფრო კონტროლერზეა გათვლილი, უნდა ვცადო ერთი კონტროლერითაც
  4. გეტყობა არ იცი w40k გარემო ძაან დეტალური რა lore friendly-ია, თვითონ ტაიტუსოს ისტორიაც საინტერესოა, პირველი თამაშის მერე რა მოუვიდა, ზოგი კიდევ ეჭვის თვალით უყურებს, მოკლედ თუ ამ სამყაროს არ იცნობ კიდევ ერთი hack n slash ია Gears of war სტილში, მაგრამ თუ იცნობ და ყველაფერს აკვირდები ძალიან საინტერესოა, p.s: gears of war ჩაფოქრებულიც არ იყო 40k რომ ათწლეულების ისტორია ქონდა, უამრავი წიგნი (წიგნების სერია) ნოველა, მოთხრობაა დაწერილი სამაგიდო და კომპიუტერულ თამაშებს და მინიატურებს რომ თავი დაანებო
  5. 70-90 მქონდა მე fps 4k ზე ყველაფერი ულტრაზე dlss ის გარეშე 4090 ვიდეოზე. 5800x3d -ზე ანდერვოლტი მაქვს -30 მილივოლტი და მაინც 85 გრადუსამდე ადის ტემპერატურა, თუმცა დატვირთვა 50%მდეა როგორც ჩანს დატვირთვა იმიტომ არ არის მაღალი cpu ზე რომ avx2 ინსტრუქციებს იყენებს ( ასეთი ტემპერატურები მარტო avx2 სტრეს ტესტოს დროს მაქვს, ისე 70 იყო მაქსიმუმი) პროლოგი გავიარე გეიმფლეის თვალსაზრისით რევოლუციური არ არის, თუმცა სამყარო შესანიშნავადაა გადმოცემული გამოვიზოგო მინდა მალე არ დავხურო 10 სთ არის სულ
  6. პირველი ნაწილი იყო როცა Warhammer 40K ვეზიარე მაშინ ბევრი არ ვიცოდი ამ თემაზე თუმცა დამაინტერესა, მერე ნელ ნელა დავიწყე ვიდეოების ყურება რომ გამეგო სამყაროზე და კიდევ რამდენჯერმე დავხურე ისე კარგად იყო გაკეთებული ეს ნაწილიც ძალიან ახლოსაა ორიგინალ მასალასთან და უკვე პრინციპში 40K ოფიციალური ნაწილია (canon)
  7. მოიცა დაკლებული გქონდა სიხშირე? ტემპერატურების გამო ალბათ? 20-30 FPS მოგცა 1 Ghz-მ? TDP-ც ხომ არ გქონია შეზღუდული? PL1/PL2? მე 5800X 3D- ზე მიყენია RTX 4090 და იმედია 4K-ზე არ დაალიმიტებს ვიდეოს, 4.5 ზე ტურბოზე ადის ეს
  8. გაიხარე, ჩავამატე პირველში 9 რიცხვს ველოდები, ნაყიდი მაქვს
  9. https://www.focus-entmt.com/en/games/warhammer-40000-space-marine-2 ინფორმაცია თამაშზე: დეველოპერი: Saber Interactive გამომცემელი: Focus Entertainment გამოსვლის თარიღი: 2024 წლის 9 სექტემბერი (5 სექტემბრიდან ზოგი ედიშენი) ჟანრი: Action, shooter, 3rd person, Hack & Slash ენა(გახმოვანება): ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, ესპანური, ჩინური, იაპონური პლატფორმა: X-Box Series X, PlayStation 5, PC-Steam, Epic Games ძრავი: Swarm-Engine DRM: არ აქვს, კრეკი: RUNE PC მინიმალური მოთხოვნები: OS: Windows 10/11 64-bit Processor: AMD Ryzen 5 2600X / Intel Core i5-8600K Memory: 8 GB RAM Graphics: 6 GB VRAM, AMD Radeon RX 580 / Nvidia GeForce GTX 1060 DirectX: Version 12 Storage: 75 GB available space Additional Notes: 30 FPS in 1920x1080 with "Low" preset. SSD required. რეკომენდირებული მოთხოვნები: OS: Windows 10/11 64-bit Processor: AMD Ryzen 7 5800X / Intel Core i7-12700 Memory: 16 GB RAM Graphics: 8 GB VRAM, AMD Radeon RX 6800 XT / Nvidia GeForce RTX 3070 DirectX: Version 12 Storage: 75 GB available space Additional Notes: 60 FPS in 1920x1080 with the "Ultra" preset. SSD required. გადმოსაწერი ბმულები: TorrentGalaxy Fitgirl Repacks გადმოსაწერი ბმულები #3 პოსტიდან აღწერა: Your Craft is Death. Embody the superhuman skill and brutality of a Space Marine, the greatest of the Emperor’s warriors. Hold at bay the horrors of the galaxy in epic battles on far-flung planets with your deadly abilities and devastating weaponry. Uncover dark secrets to drive back the everlasting night and prove your ultimate loyalty to humanity. Crush the Tyranid swarms. Defend humanity. Purge the relentless Tyranid swarms as legendary Space Marine Titus in a spectacular new campaign. Play solo or with up to 2 friends in 3 player co-op. Enjoy intense, gory and fast-paced third-person action with hundreds of enemies on screen, from the creators of blockbuster co-op shooter World War Z. Defend the Imperium as your own Space Marine in an endlessly brutal and replayable PvE missions up to 3 players featuring 6 classes, unlocking new skills and cosmetics. Wage eternal war on your enemies in ferocious 6v6 PvP matches and bring glory to your faction!
  10. როგორც წესი მაგ გაზიარებულს არ იყენებს თუ არ სჭირდება და როგორც წესი არ სჭირდება ხოლმე Task manager ში რამდენს გიწერს RAM -ს ინტეგრირებუკზე შეიძლება Pre-allocated შეამცირო (2 GB ზე ნაკლებს არ გირჩევ თანამედროვე სისტემაზე) მაგრამ shared ს მაინც დაწერს, უბრალოდ არ წაიღებს სანამ არ დასჭირდება
  11. ყველაფერი ყენდება რაც Windows 10/11 ზე ყენდება მხოლოდ Microsoft Store / Xbox app თუ სჭირდება დაგჭირდება რომ ხელით დააყენო store რომ ამუშავდეს (Gears 5 მქონდა მე store ზე ნაყიდი და Forza ს სჭირდება კიდევ მაგალითად Xbox App)
  12. დავაპგრეიდე RAM 16-მდე მაინც (4×4GB DDR3 1600 11-11-11 ტაიმინგებით) დავიწყე "რეტრო" და მეტ ნაკლებად რეტრო თამაშების ტესტვა Win11-ზე (ჩავურთე HT-ც) Metacritic-ზე ჩამოვყევი წლების მიხედვით საუკეთესო თამაშებს ის თამაშები რომლებიც მქონდა Steam-ზე დავაყენე 1920×1080-ზე ვტესტავ: 1. 2010 წელი Battlefield Bad Company 2, Medium-High სეთინგები 2. 2011 წელი Batman Arckam City, ესეც მედიუმ-ჰაი 3. 2012 წელი Far Cry 3 low settings 4. 2012 წელი Resident Evil 6 Benchmark Tool 5. 2013 წელი Tomb Rider მედიუმზე 6. 2015 GTA 5 ნორმალზე, DX11, ტესელცია
  13. ჩემს კოლექციას კიდევ ერთი რეტრო ლეპტოპი შეემატა HP EliteBook 8570w (2012 წლის) CPU: i7-3630QM GPU: AMD FirePro M4000 1 GB GDDR5 1TB SSD + MSATA სლოტი 15.6'' 1920×1080 ეკრანი 12 GB RAM ( 32 გბ-მდე მდე შეიძლება გაზრდა ოფიციალურად, მაგრამ რაში მჭირდება) მიუხედავად იმისა, რომ კოლექციის ძირითადი ნაწილი ThinkPad-ებია ეს ლეპტოპი ჯობია თითქმის ყველაფრით: სრულიად თავსებადია Windows XP-დან Windows 11-ამდე (ოფიციალურად 8.1-მდე, მაგრამ 8.1 დრაივერები 11-ზეც კარგად მუშაობს და Windows 11 IoT Enterprise-ს არ აქვს უაზრო შეზღუდვები პროცესორებზე) ძალიან მოქნილი CPU კონფიგურაცია: BIOS-დან შეიძლება HT-ს და MT-ს გათიშვა, (HT ახლაც გათიშული მაქვს) ანუ თავსებადობისთვის შეგიძლია 1 ბირთვიანი CPU დატოვო, ან 1 ბირთვი/2 ნაკადი, ან 4 ბირთვი, ან 4 ბირთვი / 8 ნაკადი Trackpad გაცილებით უკეთესია ვიდრე მისი თანამედროვე Thinkpad-ების შესაძლებელია როგორც CPU, ისე GPU აპგრეიდი გაცილებით იაფია ვიდრე შესაბამისი ThinkPad W530 (ასევე Dell Precision-ის Workstation-ებიც იაფებია უფრო) CPU-ს აპგრეიდს დიდი აზრი არ აქვს 400 მეგაჰერცით მაღალი სიხშირე აქვს ყველაზე მძლავრ მოდელს სხვა სხვაობა არაფერია და 50-70 USD ღირს, GPU-ს რაც შეეხება, NVIDIA Quadro K1000M ჰქონდა თავისი, მაგრამ მქონდა FirePro M4000 (iMAC-ისთვის ვიყიდე და არ წავიდა) და მანუალებშიც ვნახე რომ ოფიციალურად თავსებადია, არაოფიციალურად კი 980M MXM-იც მიდის, მაგრამ ცეცხლის ფასები ადევს რომ ვიყიდე მთლად კარგად ვერ გამოიყურებოდა თუმცა ძირითადად გარედან იყო გასაწმენდი, პროცესორიც ცხელდებოდა დატვირთვაზე 100 გრადუსზე ადიოდა, (104 არის მაქსიმალური) ისიც HT გათიშულზე, GPU-ს შეცვლისას პროცესორზეც და GPU-ზეც Honeywell PTM7950 გამოვიყენე და ახლა ვიდეო 70 ზე ზემოთ არ ასულა და CPU 80-ზე, თან არც ისე ხმაურიანია, დაბალი ტონალობის ხმასაც არ გამოსცემს ვენტილატორი აქვს მთლიანი მეტალის კორპუსი, განათებული კლავიატურა Trackpoint-იც, საკმაოდ მძლავრია დღესდღეობითაც, უბრალოდ ძალიან დიდია და მძიმე (3 კილოზე მეტია და კვების ბლოკი აგურივითაა) Creative-ის Sound Blaster Xtreme Audio Notebook (Express Card-ია) ვიყიდე 10 ლარად და მაღალი ხარისხის აუდიოც იქნება EAX ის მხარდაჭერით შესაბამის თამაშებში (აუდიო pass through -ც აქვს, ანუ აუდიოკარტა ხმას ლეპტოპის დინამიკებში გაუშვებს) ჩაშენებულ დინამიკებს ნორმალური ხმა აქვს, თუმცა არაფერი განსაკუთრებული მოკლედ იდეალური ვარიანტია რეტრო თამაშებისთვის, რომელიც არ არის თავსებადი თანამედროვე 64 ბიტიან OS-ებთან, XP-ზე გაუშვებ, დანარჩენს კი Steam-იდან პირდაპირ ბენჩებსაც დავდებ თუ მოვიცალე
  14. სონის გენიალური მარკეტინგის გამო ოფიციალურად არ იყიდება საქართველოში, PSN რომელ ქვეყანაშიც არ არის ოფიციალურად, იქ არ ყიდიან, (როგორც helldivers 2-ს). VPN ით კი შეიძლება ჩალიჩი, მაგრამ რატომ? ასე რომ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე პირატული ვერსია გადმოვუწერე ბავშვს
  15. სამწუხაროდ ვერაფერ იზამ პაროლი, ან რექოვერი კეი არ გაქვს შენახული
  16. Windows 11 IoT Enterprise LTSC 2024 არის Windows 11-ის საუკეთესო ვერსია არ აქვს Microsoft Store და შესაბამისად უაზრო აპლიკაციები/შეთავაზებები START მენიუში არ საჭიროებს Secure Boot-ს და TPM-ს, ყენდება ძველ პროცესორებზეც (დღეს ვსინჯე Skylake თაობის ლეპტოპზე და Xeon-ის Workstation-ზე და დაყენდა უპრობლემოდ არ დააყენებს Windows Copilot და ასევე არ აქვს ბევრი სხვა შპიონური მოდული შესაძლებელია ზედმეტი მანიპულაციების გარეშე გამოიყენო ლოკალური ექაუნთი არ რთავს Drive Encryption-ს (რომელიც დეფაულტად ირთვება Retail ან VL არხის Windows 11-ის მომავალ ვერსიაზე) არ საჭიროებს მინიმუმ 4 გბ RAM ს და SSD-ს (თუმცა არ გირჩევთ დააყენოთ HDD-ზე და 4გბ ზე ნაკლებ RAM-ზე) არ სჭირდევა DX 12 ვიდეო (საერთოდ არ უნდა ვიდეო, headless-ზეც მუშაობს). აქვს 2 RDP სესიის მხარდაჭერა აქვს 10 წლიანი მხარდაჭრა, მხოლოდ Security Update-ები და არაა Feature აპდეითები გარდა ოფიციალური დანიშნულებისა: ენტერპრაიზში კრიტიკული აპარატურისთვის: ბანკომატები, PoS ტერმინალები, აპარატურის კონტროლერები იდეალურია შემდეგი შემთვევებისთის: ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლითვის, რომელსაც არ აინტერესებს ახალი ფუნქციები და უნდა მუშა სისტემა (მშობლები, ნათესავები ვის ტექ საპორტიც ვართ) და ასევე აქვთ შედარებით მოძველებული სისტემა (skylake ზე დაბალზე არ მისინჯია ჯერ, მაგრამ მაქვს მე-3 თაობის i5 და Core2Duo-ც სადაც შემიძლია გავტესტო Advanced იუზერებისთვის, ვისაც ყელში აქვს ამოსული Microsoft-ის ანტიმომხმარებლური განახლებები (Microsoft-ის ექაუნთის სავალდებულოა, დისკის ავტომატური დაშიფვრა, უამრავი შპიონური მოდულები და რეკლამები) სამუშაო კომპიუტერებისთვის: ოფისის თუ Workstation-ებისთვის, სადაც არ გჭირდება ახალი ფუქნციები და პირიქით, განახლებებმა შეიძლება რომელიმე სოფტთან ან ჰარდთან წარმოიქმნას პრობლემა (მქონია საკმაოდ ხშირად ასეთი შემთხვევები). 10 წლიანი უსაფრთხოების განახლებები ძალიან მიმზიდველია ასეთ შემთხვევებში, დავიწყე უკვე სამსახურში Workstation-ების მიგრაცია ნელ ნელა არის რამდენიმე ნაკლიც: ზოგისთვის ეს დადებითია: არ არის Microsoft Store და არცერთი UWP აპლიკაცია და როგორც ვიცი არც ყენდება, შეიძლება ზოგჯერ ეს პრობლემატური იყოს, რადგანაც მაგალითად ზოგიერთი კონტროლ პანელი UWP აპლიკაციაა ახლა და ყველას სტანდარტული exe ალტერნატივე შეიძლება არ ჰქონდეს რადგანაც არ არის Store, არ არის Windows Photo-ც და დეფაულტად Paint-ით ხსნის ფოტოებს, თუმცა შეგიძლიათ აღადგინოთ კლასიკური Windows Photo Viewer-ი, ანუ სისტემაში არის კიდევ, მხოლოდ რეგისტრიდან უნდა ჩართვა ოფიციალურად სჭირდება სპეციალური ლიცენზია, რომელიც როგორც წესი მხოლოდ Enterprise კლიენტებისთვისაა და რომც გინდოდეს ყიდვა, ვერ იყიდი ვერც Retail ვერც VL ლიცენზიას ამ ვერსიისთვის, თუმცა github-ზე არსებული აქტივატორებით აქტიურდება Massgrave.dev ინსტალერიც ოდნავ შეცვლილია, იდეაში უფრო მომწონს, მხოლოდ დისკების მენეჯმენტის ეკრანზე როცა აჭერ პარტიშენის შემქნას, ან ფორმატს თითქმის არანაირ ვიზუალურ ინდიკაციას არ გაძლევს, სანამ არ დაამთავრებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ გაფერმკრთალებულია ოდნავ და Next ღილაკიც არააქტიურია P.S: იმდენი ვწერე ჯობია თემა გამეხსნა
  17. შეგიძლიათ DLSS და FSR 3 Frame Generation ერთდროულად გამოიყენოთ ამ თამაშშიო https://www.techpowerup.com/322529/ghost-of-tsushima-lets-you-use-dlss-2-and-fsr-3-frame-generation-together ანუ Nvidia-ს 2000-3000 სერიის ვიდეობარათებზე შეგიძლიათ ჩართოთ ერთდროულად და ბლომად მოუმატოთ FPS იდეაში 4000 სერიაზეც შეგიძლიათ, მაგრამ მაგათ უკვე DLSS 3 მხარდაჭერა აქვს და Nvidia Frame Gen შეგიძლიათ ჩაურთოთ რომელიც იდეაში ცოტათი უკეთესია ვიდრე AMD-ს FSR 3 Frame Generation
  18. ორ დღიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა მეტ–ნაკლებად მოვარჯულე დააპგრეიდებული Overkill რეტრო სისტემა შევცვალე დედადაფა და პროცესორი Asrock X79 Extreme 6 ბოლო High End ვორქსტეიშენის პლათფორმაა X79 რომელსაც XP-ს ოფიციალური მხარდაჭერა აქვს Xeon E5-2643-V2 პროცესორი (6C/12T 3.8 Ghz) RAM გავზარდე 16 გბ–მდე, რომ Quad Channel მქონოდა, XP–ს ინსტალაციამ ძალიან გამაწვალა: ცოცხალი თავიდ არ დაყენდა AHCI რეჟიმში, ვცადე ოფიციალური დრაივერები (დისკიდან, ინტეგრირებული, ფლოპიდანაც) მაგრამ დრაივერების ჩატვირთის ეტაპზე აბლუსკრინებდა, მრერე ვცადე და დავაყენე XP Integral Edition , სადაც ინტეგრირებულია თითქმის ყველა აპდეითი, ასევე ბევრი AHCI/SATA და NVME დრაივერებიც, ეს კი დაყენდა, მაგრამ რესტარტის მერე ჩატვირთვისას აბლუსკრინებდა, საბოლოოდ IDE რეჟიმზე გადავრთე კონტროლერი და დავაყენე ისე, იდეაში დიდად ვერ ვგრძნობ რომ სიჩქარე ნელია (არადა Cristal Disk Mark ზომავს რომ ნელია SATA3 თან შედარებით) შემდეგი პრობლემა ჩემი მონიტორი იყო, GTX 980 Ti-ს მოდიფიცირებული დრაივერის დაყენების მერე მაქსიმალურ რეზოლუციას და refresh rate აყენებდა (2560x1440@144Hz) შემდეგ მივაგენი ამ ძალიან კარგ გარჩევას XP-ს მაღალი რეზოლუციების შესახებ: http://wp.xin.at/archives/5616 ანუ XP–სთვის Nvidia-ს დრაივერები მუშაობენ HBR1 პროტოკოლით, რომელიც შეესაბამება 8.64 Gb/s ხოლო ჩემი მონიტორის სპეციფიკაციებს ესაჭიროება 11.9 Gb/s 2560x1440x(3x8[RGB პიქსელები 8 ბიტიანი თითო])x 144[ჰერცი] / (1024^3[Gb/s გადასაყვანად] ანუ 60 ჰერცზე იგივე გათვლებით სჭირდება 4.9 Gb/s მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ავტომატურად აყენებდა 144 ჰერცს და ვერ აჩვენებდა გამოსავალია, მეორე მონიტორის შეერთება და იქედან შეცვლა (ასე გავაკეთე წინაზე) თუმცა ახლა რატომღაც მხოლოდ ამ მონიტორს რომ ვტოვებდი, ისევ 144 hz დგებოდა, ბევრი წვალების მიერე მივაგენი MSFN ფორმუმზე პოსტს, სადაც რეზოლუციის Windows Registry -ში მითითებაზე იყო საუბარი HKCC\System\CurrentControlSet\Control\Video\ თუ დაგჭირდათ, აქ ნახავთ საჭირო განყოფილებას (მიხვდებით რეზოლუციის და რეფრეშის მიხედვით რომელია და რომელი უნდა შეცვალოთ) ასევე xin.at ბლოგპოსტის მიხედვით ბოლო დრაივერი აღარ დავაყენე, არამედ რეკომენდირებული 355 ვერსია და Custom resolution-იც ამუშავდა (ბოლო დრაივერში გაბაგულია) შემდეგი პრობლემა იყო PAE, წინა დედაპლატაზე ASROK Xfast RAM საშუალებით ვრთავდი PAE და ვაყენებდი RAMDisk-ს, აქ კი ეს უტილიტა რატომღაც არ მუშაობს გამართულად, მომიწია Windows XP x86 64gb Ram Patch დაყენება, მაგრამ მთლად სტაბილური არაა, ramdiks კი მუშაობს ახლა, მაგრამ მაგალითად CPU-z გაშვებისას იქრაშება, სხვა პატჩებიცაა მაგ საიტზე და ვნახავ რადგანაც RAM გავზარდე, Vista და 7 გადავყწვიტე 64 ბიტიანი დამეყენებინა, მთელ რესურსებს ავითვისებ და თავსებადობაც მშვენიერი აქვს, თუ რამე XP-ს გამოვიყენებ იმ თამაშებისთვის და პროგრამებისთვის რომლებიც არაა თავსებადი 64 ბიტიანთან. Windows Vista-ს ინსტალაცია და დრაივერები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე უმტკივნეულო იყო, ყველაფერმა იმუშავა პირველივე ცდაზე, აპდეითებს ვერ ვაკეთებ ჯერ (DX 11 მხარდაჭერა მინდა) თუმცა არაა დიდი პრობლემა, მუშაობს ძალიან კარგად და სტაბილურად Windows 7-მაც ცოტა გამაწვალა, მაგალითად Nvidia-ს ბოლო დრაივერზე Error 52 წერდა (დრაივერის ფაილები არ არის სწორად ხელმოწერილიო, ანუ digital signature უფრო ახალი იყო, ვიდრე შესაბამისი შემამოწმებელი მოდული 7–ში და ამიტომ არ მოწონდა, Driver Signature check თუ გაუთიშავდი (F8 ჩართვისას და მენიუში ჩანს) მაშინ მუშაობდა, შეიძლებოდა პერმანენტულადაც ამის გაკეთება, მაგრამ უსაფრთხოების რისკებს ზრდის (ისედაც უკვე ვადაგასულ OS-ზე დამატებითი ხვრელები არაა საჭირო) გამოსავალი კი 472.22 დრაივერის დაყენება იყო, რომლის ციფრულ ხელმოწერაზე არ ქონია პრობლემა. გარკვეული პრობლემები იყი Creative-ის X-fi ხმის ბარათზე: რატომღაც ოფიციალური საიტიდან აუღიათ დრაივერების ლინკები, Snappy Driver Installer Origin –ით კი მოვძებნე და დავაყენე მოკლედ რთულდება სიტუაცია Retro კომპიუტერებზე, მწარმოებლები დრაივერებსაც კი იღებენ საიტიდან, ბენჩებზე რომ მოვახერხებ დავწერ, თან მინდა დავარაზგონო 4 გჰზ–მდე მაინც, 25 მბ L3 ქეში და ოთხ არხიანი მეხსიერება მგონია რომ წაადგება წარმადობაში (p.s HT გათიშული მაქვს ჯერ ჯერობით და მეეჭვება ჩავრთო, 6 ბირთვიც საკმარისზე მეტია)
  19. დავააპგრეიდე ჩემი რეტრო PC x79 პლატფორმაზე გადავედი, Xeon-ის CPU-ა და არ ვიცი რამდენად დავარაზგონებ, მაგრამ 4 არხიანი მემორი და ბევრად მეტი L3 ქეში მგონია რომ i5 3570k-ზე უუკეთეს შედეგებს დადებს XP-შიც რომ გავტესავ, დაავწერ
  20. დამეხმარენ opnsense ფორუმზე https://forum.opnsense.org/index.php?topic=39975.msg195876#msg195876 მოვაგვარე
  21. თუ ვინმე ერკვევით OONsense PFSense-ში იქნებ დამეხმაროთ მინდა, რომ SmartTV-ს და კამერების ჩამწერს (Hikcision-ის NVR-ია) დავუბლოკო ყველანაირი წვდომა ინტერნეტთან, თუმცა ქსელში რომ იყვნენ ისევ მიწვდომადი, DD-WRT-ში ადვილად ვუთითებდი ამას, მქონდა წინაწარ გაწერილი ბლოკლისტი და იქ შემყავდა MAC მისამართი და IPდა ჩავუწერდი, (ვიცი, ეს მეთოდი არ გამოირჩევა უსაფრთხოებით, მაგრამ არ ჩემი ტელევიზორი და არც კამერის ჩამწერი არ იცვლის არც MAC-ს და არც IP-ს) OPNSense-ში კიდევ ვერ მივაგენი, Services/IPV4-ში არის MAC Address Control მაგრამ მანდ რომ ჩავუწერ შესაბამის MAC-ებს საერთოდ კარგავს წვდომას შიგა LAN-ზეც, რაც არ მაწყობს ბევრგან ვეძებე, მათსავე ფორუმზეც https://forum.opnsense.org/index.php?topic=17664.15 თმცა თავიდა ბოლომდე ჩამოყალიბებული არც მაქ არ არის, ან ისეა შემოკლებული, რომ ვერ ვიგებ
  22. ინტერნეტ პროვაიდერების მიერ დაყენებული მოდემ/როუტერ/აქსეს პოინტ/სვიჩ კომბოები როგორც წესი ძალიან ცუდი ხარისხისაა firmware update ებიც ხშირად არ ყენდება, ან თუ დაყენდება ინტერნეტის პარამეტრებს დაყენება დაგჭირდება თავიდან, სავარაუდოდ ტექ მომსახურეობის გამოძახება მოგიწევს გირჩევ იყიდო რაიმე მეორადი როუტერი, რომელზეც ყენდება OpenWrt, ან DD-Wrt ან სხვა მსგავსი თანამედროვე როუტერის OS, რადგანაც firmware განახლებებიც ძალიან დიდხანს გექნება (აპარატურის მწარმოებელზე არ ხარ დამოკიდებული) და ბევრი advanced ფუნქცია აქვს, WPA3 თუ არ ვცდები აპარატული მხარდაჭერა სჭირდება რომ ქონდეს, ასე რომ განახლებული სოფტიც ვერ გიშველის თუ არ აქვს, თან თუ wpa3 ჩართავ (wpa2 fallback გარეშე) ზოგი ძველი აპარატურა ქსელს ვერ დაუკავშირდება. თან როგორც წესი მაღალი ხარისხის როუტერს მინიმუმ 2 სიხშირის ქსელი აქვს (2.4 და 5 Ghz) და ფასებიც საკმაოდ კარგია მოკლედ მაგ როუტერი შეეშვი ჯობია კარგი ვიდეოა wifi უსაფრთხოებაზე
  23. ვერაფერმა უშველა თუ გავქაჩავ ასე ვითამაშებ, მაგრამ ეს უფრო CRT-ზე სათამაშოა დაბალი რეზოლუციით და მე ლეპტოპით ვარ
  24. გაიხარე! Detail_textures_distance 450.000000 ეს გაზრდილი მაქვს უკვე, მაგრამ რაღაც არ ეტყობა ცვლილება ამათ ვცდი ჯერ არ მომიკიდია ხელი Terrain_upper_height 300.000000 Terrain_lower_height -200.000000 სხვა პარამეტრები ვაწვალე და ერთადერთი terrain ტექსტურები გავაქრე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.