Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8147
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ხომ არ დაგასპოილერებ? სხვადასხვა პერსონაჟებით თამაშობ ისე, სხვადასხვა სეგმენტებს ერთმანეთის მოწინააღმდეგეებით: ელი (პირველი ნაწილიდან) და ები ახალი "მტერი" რომელსაც მეტ ნაკლებათ გასამართლებელი მოტივები აქვს, მაგრამ ისე იქცევა დასაწყის ნაწილში ყველანაირ სიმპათიას გაგიქრობს
  2. იმის მიუხედავად რომ შინაარსი ვიცი ასე თუ ისე, ჯოელის სცენაზე მაგრად დავიძაბე, ების ალბათ არ დავინდობ, ცივ გონებაზეც კიდევ გრაფიკა ძაან დეტალურია, ელის და დინას სცენაში (დასაწყისში ქარბუქს რომ შეაფარებენ თავს "პლანტაციაში" დინას იღლიაში თმების ღერებს დათვლიდი ალბათ საპარსები აღარ იშოვება პოსტ აპოკალიპსში? მარა ფეხები გაპარსული აქვთ აშკარად
  3. მაგაში ვერ დაგეთანხმები, ნუ ჟანრს გააჩნია, მაგრამ RPG/Shooter/Souls like ბევრი კარგი თამაშია AA და ინდი თამაშების გარდაც https://www.metacritic.com/browse/game/pc/all/all-time/metascore/?releaseYearMin=2020&releaseYearMax=2025&platform=pc&page=1 აი ბოლო 5 წლის თამაშები, ბევრი ძალიან მაღალი დონისაა კიდევ ერთი მიზეზი ის არის რომ თუნდაც რამდენიმე საათი გამონახო, რა ითამაშო ვერ წყვიტავ და ამ არჩევაში დროც გადის ან გულს ვერ უდებ
  4. გადმოვწერე და დავიწყე პირველი ნაწილი ძალიან კარგი იყო (ps3 ზე მაქვს დახურული) ვცდილობ რომ პირატული თამაშები არ გადმოვწერო, ბლომად ნაყიდებიც არ დამიხურია ჯერ, მაგრამ ამას ვერც ვიყიდი საქართველოში ოფიციალურად რომც მინდოდეს, ამიტომ სუფთა სინდით გადმოვწერე პირატული დავიწყე, 2 სთ ვითამაშე დაახლოებით, კარგადაა გაკეთებული მომეწონა, გრაფიკა ძალიან კარგია და გეიმფლეი წინას გავს (თუმცა ახლა კლავიატურით და მაუსით ვთამაშობ). ისე აღარ თამაშობს ხალხიო და მგონი მართალია, მე ონლაინ თამაშებს ვერ ვამუღამ,სინგლ პლეერსაც ვეღარ ვუდებ გულს ბოლოს სულ რამდენიმე თამაში მახსოვს რომ დავხურე და დასახურების სია დიდი მაქვს (ჩაწერილი და დაწყებული რაც მაქვს) Atomfall Atomic heart Far Cry 6 RDR 2 Dread templar Forgive me father Selaco We Happy Few Greedfall Nier Automata Elder Ring Forever winter (early access-ია და ველოდები) Arc new line ( დემო მომეწონა, თუმცა ჯერ early access ია ჯერ) Baldurs Gate 3 (არც დამიწყია ჯერ ეს) თუ მოკლე დროში არ იხურება, ვეღარ ვამუღამებ ძირითადად, მაგრამ გამონაკლისებიცაა, Stanfield ში 100 სთ მდე მაქვს, მიუხედავად თამაშის ბევრი ნაკლისა, მაგრამ ბევრჯერ დახურვას "ნამდვილი დასასრულისთვის" ვერ ვამუღამებ Robocop მახსოვს ამ ბოლოს რამდენიმე დღეში რომ დავხურე და Space Marine 2 რამდნიმე მოკლე რეტრო თამაშს თუ არ ჩავთვლით.
  5. მგონი ვიდეო (ან სხვა რომელიმე სხვა) დრაივერის ბრალი იყო. Windows update-ებში 24-ის მერე არაფერი დაყენებულა, მაშინ მუშაობდა, შემდეგ დრაივერები იყო დაყენებული და დაქრაშვები მერე დაეწყო ახლა 165 ჰერციც მუშაობს ლენოვოს მხარდაჭერამაც დრაივერების ინსტალაცია (ლენოვოს საიტიდან) და ბიოსის განახლება მირჩია, რაც უკვე გაკეთებული მქონდა პრინციპში რაც მთავარია, სტაბილურად მუშაობს და ორივე დოკი მუშაობს კარგად დავხურავ თემას მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის
  6. კი, ვიდეო დრაივერებს ერჩის განსაკუთრებით სადღაც არის ისე ოპცია რომ გაუთიშო დრაივერების ინსტალაცია აპდეითიდან არა, ,მე ცოტა პარანოია მაქვს მაგ მხრივ, თან ლეპტოპია, "ათას ქსელში ნათრევი" და რა ვიცი მათი უსაფრთხოება, თორე სახლიდან OPNsense Firewall მაქვს თავისი Zenarmor ით დაკონფიგურირებული და Windows XP-თაც კი შევდივარ ინტერნეტში (თუმცა მნიშვნელოვან ექაუნთებზე მაინც არ შევდივარ) 10 არ მაწყობს, სახლშიც და სამსახურშიც დოკი მაქვს და 1 და 2 გარე მონიტორი დაკონფიგურირებული, Windows 10-ზე ირევა ხშირად კონფიგურაცია, ასევე რომელ ეკრანზე რომელი ფანჯარაა გახსნილი ვერ იმახსოვრებს, თან მაგის აპდეითებსაც 1 წელიც აღარ დარჩენია.... IoT Enterprise LTSC დავაყენე, ამაზე სტაბილური რაღა უნდა იყოს, თან სამუშაო კომპიუტერზე ტესტ ბილდების დაყენება ვერაა მთლად გამართლებული 26100.2894 ბილდია და სტანდარტული განახლებები აყენია, პრევიუ არაფერი მახსოვს დამეყენებიოს რამდენიმე Linux ვსინჯე და ბოლომდე ვერ მოვირგე, განსაკუთრებით დოკ სადგურთან თავსებადობაა პრობლემა, ანუ მეორე ეკრანი წესიერად ვერც Manjaro-ზე და ვერც Ubuntu-ზე (ორივე ბოლო ვერსიაა) დავაკონფიგურირე, მარტო Lubuntu-ზე მუშაობდა კარგად, მაგრამ XFCE დესკტოპი არ მხიბლავს დიდად, KDE Plasma მომწონს, თუმცა Arch-ს არ ვიცნობ ისე კარგად, თან მხარდაჭეის მიხედვით Ubuntu ბევრად ჯობია, თუმცა Gnome Desktop-იც არ მეხატება გულზე, რომ ემუშავა გამართულად შევეგუებოდი ახლა დავაბრუნე Windows-ის SSD და მუშაობს რამდენიმე საათია უპრობლემოდ, დავსტრესე დისკიც, RAM, ორივე ვიდეოკარტა და პრობლემა არ ქონია, დოკიც კარგად მუშაობს შეერთებული მონიტორიანად იმედია მაგნიტური დღე იყო და მაგის გამო ურევდა support ticket გავხსენი მაინც ლენოვოზე, რუსეთის ოფისიდან შემეხმიანენ წინაზე და მერე აქ ტექნოსერვისის ხალხი მოვიდა, ვნახოთ ისინი რას მირჩევენ
  7. მგონი ეგრეა Linux-ზე (ubuntu, manjaro) ერთხელაც არ გაუჭედია....
  8. აპდეითებ გათიშულ ვინდზე როგორ ვიმუშავო მერე? ლინუქსს ვცდი აბა და დაცაკვირდები დიდი ხანია ვგეგმავ გადასვლას მაინც
  9. დღეს არაფერი, წუხელ დააყენა ყველაფერი და მუშაობდა ღამე ჩართული დავტოვე, Google Drive და nexctcloud-ზე სინქრონიზაცია რომ გამეკეთებია (აქაც ყოველი Windows-ის გადაყენებაზე მიწევვს 100+ გიგაბაიტის სინქრონიზაცია....) Windows 11 iot enterprise დავაყენე, სადაც დამიყენებია ქვასავით სტაბილურია (windows ის კვალობაზე)
  10. ჩემს ლეპტოპზე (Thinkpad P1Gen5: 12800H, 3070ti, 64 GB RAN, 2 TB SSD) 2 დღის წინ განვაახლე ინტეგრირებული ვიდეო დრაივერი და დაეწყო უცნაურობები: 1) ლეპტოპის დისპლეი 165 ჰერციანია და ამ სიხშირეზე ვერ აჩვენებს (შავი ეკრანია), CRU-თი 144 ჰერციანი დავამატე და მუშაობს უპრობლემოდ 2) თუკი გავუთიშავდი ინტეგრირებულ ვიდეოს, და მხოლოდ Nvidia-ზე ვამუშავებ, მაშინ 165 ჰერცი მუშაობს უპრობლემოდ 3) გათიშულ ინტეგრირებულზე დაბალია ლეპტოპის ეკრანის სიკაშკაშე 4) დაეწყო დაქრაშვები სხვადასხვა ერორით საკმაოდ ხშირად თავიდან მეგონა დრაივერის ბრალი, ddu-თი ამოვშალე, წინა ვერსიაც დავაყენე, მაინც არ ეშველა, წუხელ საერთოდ Windows დავაყენე თავიდან, თითქოს ყველაფერი მუშაობდა, მაგრამ დღეს სამსახურში წამოვიღე და ისევ დაეწყო დაქრაშვები memtest-ით ოპერატიული შევამოწმე, ერორი არ ამოუგდია, დისკიც შევამოწმე არც მანდაა ერორი, მერე გავუთიშე ჰიბრიდული გრაფიკა, მხოლოდ დისკრეტულზე (Nvidia-ზე) დავტოვე და ჯერ არ დაქრაშულა, თუმცა გაცილებით ბნელი ეკრანია, თან დოკზე რომ ვაერთებ, ეკრანებს (2 მაქვს დოკზე შეერთებული) აღარ აფიქსირებს (არადა დოკზე შეერთებულ მაუსს, პრინტერს ხედავს უპრობლემოდ) ლეპტოპი გარანტიაზეა ჯერ კიდევ და შემიძლია მოვთხოვო შეცვლა, ან მსგავსი, თუმცა არ ვიცი რას მომცემენ, ალბათ დედა პლატას შეცვლიან, მაგრამ მინდა პრობლემას მივაგნო ჩემითაც რას მირჩევთ?
  11. 2 დღის წინ PDF-ში Doom-ის გაშვებით შთაგონებულმა ავტორმა Doom გაუშვა Word-ში (VBA პროექტად) რომელიც ფერადია და უკეთესი წარმადობის https://github.com/wojciech-graj/doom-docm
  12. საკულტო კლასიკა DOOM არაერთ უჩვეულო მოწყობილობაზეა პორტირებული გარდა კომპიუტერებისა და კონსოლებისა, მათ შორის ფეხმძიმობის ტესტერზე PoS ტერმინალზე სხვა თამაშებში (Stardew Vally მაგალითად) მანქანის აუდიო-ვიდეო სისტემაზე, სადაც საჭე, ღილაკები და პედლები გამოიყენება კონტროლერად კარტოფილის ბატარეაზე შეერთებულ TI-84კალკულატორზე: და ბოლოს PDF დოკუმენტის შიგნით(მუშაობს Chromium-ზე დაფუძნებულ ბრაუზერებში, ფაქტიურად Firefox და Safari-ს გარდა): https://doompdf.pages.dev/doom.pdf ფაილის გადმოწერაც შეგიძლიათ, მაგრამ თამაში არ ჩაირთვება, რადგან მხოლოდ კოდია PDF-ში, ასეტები (WAD) ფაილები არ მოყვება საავტორო უფლებების გამო.
  13. VLADiK BRUTAL-ზე ვიკაიფე მაგრად
  14. მე დავხურე გამოსვლიდან მალევე სთორი კამპანია შეიძლება თავიდან დავიწყო ახალი განახლებების მერე ონლაინი არ მითამაშია (ერთი ორჯერ სერვერ დისქონეთი ქონდა და დიდად მოყვარულიც არ ვარ
  15. რაოდენობის მომატებით გაძნელება არის ძალიან "იაფი" და ცუდი ხარისხის გადაწვეტა თამაშის "რთული" დონეზე თუ უბრალოდ მტრის რაოდენობა ან სიცოცხლე გაიზარდა ეს თამაშს ნევების მომშლელს გახდის, ინტელექტის ან სხვა საშუალებების გაზრდა (მაგალითად შემცირებული სიცოცხლის კიტები, ტყვიები და ა.შ) ამავდროულად უფრო აგრესიული ოპონენტები გაცილებით უფრო ბუნებრივია, თუმცა ამაზე მუშაობაა საჭირო უფრო მეტი ვიდრე კონფიგ ფაილში რაოდენობის ან სიცოცხლის გაზრდა ინდიანა ჯონსის გარემო მომწონს ძალიან ამ თამაშში და ზოგადი სიუჟეტიც ჯერ ჯერობით
  16. დავიწყე თამაში და კარგად ჩამითრია ბოლო ორ საღამოს რომ ჩავუჯექი აპდეითიც დავაყენე, Path tracing ჩავურთე და 4k ყველაფერი ულტრაზე 40-50 ფპს-მდე ქონდა (4090), თან მაგარი ლაგი ქონდა, მაგრამ DLSS Quality-ზე 60-80 აქვს FPS და ლაგიც არ იგრძნობა, განათება ძალიან მაგარია განსაკუთრებით სიბნელეში, ან მარმარილოს კედლბიან დარბაზებში ჯერ კიდევ ვატიკანში ვარ, ვცდილობ ყველა საიდ მისია შევასრულო, საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ბევრი ე,წ emersion breaking მომენტია: ტენტის შიგნით შემიძლია 2-3 კაცი ვცემო ისე, რომ ტენტის შესასვლეთან ზურგით მდგომი ჯარისკაცი არ მოტრიალდება ერთი რა ხდებაო კაპიტნები თანამედროვე შეღებილი თმით დადიან, მართალია ადვილად რომ ამოიცნო, მაგრამ შეეძლოთ განსხვავებული უნიფორმა, ან სამკლაური მიეცათ მხოლოდ NPC-ს მოდელები ხშირად მეორდება,როგორც სახის, ისე ჩახმულობის მიხედვით სულ 3-4 სახესხვაობაა ერთი და იგივე NPC-სი, ხშირად ერთმანეთის გვერდიგვერდ ბოქსის კლუბის საიდმისიაში უნიფორმა რომ უნდა მეშოვნა ვიძრომიალე ბაზებში, ყველა ვცემე, მეთქი გავხდითქო და ერთიც ვერ ვნახე, თურმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე იშოვება უნიფორმა (არცერთ ბაზაში არაა) და იქაც ვერ მიხვალ თუ მთავარი კვესტი არ გაიარე (ჯინას სანამ არ შეხვდები) და ლოკაციაც რაღაც არაბუნებრივია, როგორც მოხვდნენ იქ და რატო იყვნენ ვერ მივხვდი ზედმეტი მექანიკა, მაგალითად სინათლის ასანთებად ჯერ უნდა ხელი მოკიდო ჯაჭვს, შემდეგ ჩამოქაჩო, ან გასაღები ჯერ უნდა ამოიღო, შემდეგ ჩასვა კარგში, მერე დაატრიალო, ეს კარგია პირველად და მეორედ, მერე უბრალოდ დროის კარგვაა, როცა ძალიან სწრაფად აკეთებ ამ ყველაფერს საიამოვნოც კია, მაგრამ სტელს სიტუაციებში რატომ უნდა დავიმტვრიო თითები, ერთ თამაშს ქონდა, არ მახსოვს რომელს, შეგეძლო ასე ნაწილ-ნაწილ ჩაგეტარებია მოქმედებები, ანდა ცოტა დიდხანს რომ დააჭერდი შესაბამის ღილაკს (E-ს) ყველა მოქმედებას აკეთებდა თავისით მიუხედავად Pathtracing-ისა, უმეტესობა სინათლის წყაროების დამტვრევა/გამორთვა არ შემიძლია: გარემოში უამრავი ბოთლია, რომელიც ტყდება და ნატეხებსაც კი აქვთ შესაბამისი ანარეკლი და გამჭვირვალობა, მაგრამ ლამპიონების ნათურები (რომელსაც ხედავ რომ დამატებითი დაცვაც არა აქვს) არ ტყდება რომც ესროლო, უფრო მეტიც, ზოგ ოთახში არის მაგიდის ნათურა, რომელსაც 2 მოქმდედებით თიშავ (ვერ ამტვრევ!) იქვე ოთახში არის ჭერშიც ნათურა, რომელთანაც მიდის კედლის ჩამრთველიდან კაბელები, თუმცა მხოლოდ ტექსტურებია, თუკი დრო დახარჯე რომ რეალისტურად გაგეკეთებიანა ელექტრო გაყვანილობა, ბარემ გაგეაქტიურებია რომ ჩართვა/გამორთვა შემძლებოდა, ან კიდევ დამტვრევა ზოგ სანთელს ვიღებ გასანათებლად, ზოგს ვერა, მაგიდის ნავთის ლამფები კი უძრავებია და ვერც ამსხვრევ იდეაში თითქოს immersive sim ტიპის თამაშია, მაგრამ ბევრი immersion მხოლოდ ვიზუალურია, არადა რომ განეხორციელებიათ, გეიმფლეიზეც და იმერსიაზეც ძალიან დადებითად იმოქმედებდა
  17. ძველ ბიოსზეც მასე შვებოდა, ერთ საღამოს მოვახერხე ჩართვა ვცდი მაგასაც ისე მარა არ ვიცი...
  18. აღარ დავაკვირდი სიჩქარეში უნდა აისახოს, შეადარე სახლის/ოფისის WiFi-ს გაცილებით უკეთესი უნდა იყოს ისე 4G-ც საკმაოდ სწრაფი იყო, რამდენიმე დღე სახლში ინტერნეტზე პრობლემა იყო და ჩემს როუტერზე შევაერთე ტელეფონი და გავაზიარე ტელეფონის ინტერნეტი, საერთოდ არ მიგრძვნია სიჩქარის პრობლემა, 4K ვიდეოებს ვუყურებდით უპრობლემოდ, უბრალოდ პინგი აქვს ცოტა მაღალი ოპტიკურთან შედარებით რაც ონლაინ თამაშებისთვის შეიძლება იყოს პრობლემა
  19. მშობლებისთვის არა-smart ტელევიზორზე შესაერთებლად გამოვიწერე M625q Desktop (ThinkCentre) - Type 10TL პასიური გაგრილებით, ინტერნეტში რომ შევიდნენ და ვიდეოები ჩართონ რომ ჩამოვიდა, არ იმუშავა, ირთვებოდა, ცხელდებოდა რადიატორი, გამოსახულებას არ იძლეოდა, Bios-ის რესეტი ვცადე, არ უშველა, სხვადასხვა და RAM სტიკი ვცადე და ჩაირთო, Windows 11 IoT Enterprize დავაყენე და იმუშავა, თუმცა ძალიან ნელი იყო, 2 ბირთვიანი CPU სულ დატვირთული იყო, რამდენიმე Linux Live ვცადე და Linux Mint გადავწყვიტე, მაგრამ სანამ დავაყენებდი, BIOS დავააპდეითებთქო (სანამ Windows აყენია) და რომ დაიწყო პროხესი რესტარტის მერე აღარ ირთვება, ზუსტად იგივე პრობლემა აქვს: ირთვება ცხელდება, გამოსახულება არ გაქმოაქვს რამეს ხომ არ მირჩევდით რა ვუქნა?
  20. iPhone, Samsung, Xiaomi, Honor ტელეფონებს აქვთ ოფიციალური მხარდაჭერა https://www.magticom.ge/5g უნდა გქონდეს ჩართული სეთინგებშიც, შეიძლება ზოგიერთ სხვა ტელეფონზეც იმუშაოს, თუმცა მე Pixel 6 Pro მქონდა და არ მუშაობდა, არც საქართველოში, არც საზღვარგარეთ (iPhone-ზე მუშაობდა და იგივე ქსელში Pixel-ზე არა) ახლა S23 FE-ზე გადავედი (ამერიკულ, Snapdragon ჩიპსეტზე) და მუშაობს, 10-ჯერ და ზოგჯერ უფრო სწრაფია ვიდრე სახლის ოპტიკური ინტერნეტი (50 მბ) 300მბ-ზე ქვემოთ არ ჩამოსულა ფაქტიურად
  21. თუ რეტრო თამაშები გაინტერესებს, მაგრამ რეტრო სისტემის აწყობის/განთავსების ადგილი, დრო, ფინანსები ან სურვილი არ გაქვს, შეგიძლია თითქმის ყველა თამაში ითამაშო ემულატორების საშუალებით, მაგრამ ყველა თამაში უნდა ცალ-ცალკე უნდა მოძებნო და დააკონფიგურირო ენთუზიასტმა eXo-მ 2007 წლიდან დაიწყო ჯერ DOS თამაშების კატალოგის შეგროვება, რომელშიც შედის არა მარტო თამაშები, არამედ მანუალები, საუნდრეკები, ბეჭდური ჟურნალები და ა.შ პირველი მისი ნაკრები იყო exoDOS (MS-DOS) თამაშებისთვის, დღესდღეობით exoDOS 6.0 ვერსიაა და შეიცავს 7633 DOS თამაშს (რომელიც კონფიგურირდება უმარტივესად, არ გჭირდებათ წვალება), ასევე ოპციონალურ მედია პაკეტს: წიგნებს, ჟურნალებს, საუნდტრეკებს და ა.შ სრული ვერსია (ტორენტი) 638 გბ-ია, რომელიც ინსტალაციის მერე 1 Tb-ზე დიდია, თუმცა არის ლაით ვერსია (5გბ) რომელც დამატებით მასალებს (წიგნები და ა.შ) არ შეიცავს, მხოლოდ თამაშებია ExoDOS Download eXo-ს მთავარ retro-exo.com ვებგვერდზეასევე არის eXoWin3x (Windows 3X თამაშები-345 გბ), eXoScummVM (212 გბ), eXoDream (LucasArts Games ემულატორი და თამაშები 80 გბ) და ExpApple2GS (Apple II GS თამაშები) ყველაფერი ორგანიზებულია და იყენებს LaunchBox Front-end-ს გასაშვებად, სხვადასხა ემულატორების სისტემის/თამაშის მიხედვით შესაძლებელია ასევე სხვადასხვა ნაკრებების გაერთიანება ერთ LaunchBox-ში (2TB External HDD ვიყიდე მაგისთვის სპეციალურად): RetroeXo-ს Youtube არხი
  22. sony-ს თავისი უკიდეგანო სიბრძნით PSN სავალდებულო გაუხდია ამ თამაშისთვის (სინგლ-პლეერია!!) და Helldiver 2 ივით ვერ იყიდი იმ ქვეყანაში სადაც PSN არ მუშაობს ნუ Steam/epic-ზე, თორე PS 5-ზე შეიძლება რატომღაც, რადგანაც იქ PSN სავალდებულოა მხოლოდ ონლაინისთვის ალბათ? მოკლედ სრულიად სინდის დამშვიდებულად გადმოვწერ და ვითამაშებ მიმდინარე სიას რომ (თუ) მოვრჩები ჯერ პირველი არ დამიხურია
  23. გაუმარჯოს სახლის სერვერზე (Debian 12) მიყენია qbittorrent-nox და სახლიდან თუ გარედან ვებ ინტერფეისთან მაქვს წვდომა გადმოწერილ ფაილებს ინახავს წინასწარ გამზადებულ ფოლდერში, რომელიც ასევე SMB-თი მაქვს დაშეარებული და ყველა კომპიდან მაქვს წვდომა ერთი პატარა პრობლემა არის ის, რომ Default დირექტორია მიწერია Absolute path-ით და არის ძალიან დიდი: /srv/dev-disk-by-uuid-358c56f0-d322-540b-8596-aa4b2d4e7297/download/01-Organised ყველა ფაილი მინდა რომ შეინახოს download/01-Organised ფოლდერშ და dev-disk-by-uuid-358c56f0-d322-540b-8596-aa4b2d4e7297 როგორ შევცვალო Relative path-ად? ადრე მეყენა Qbittorrent openmediavault-ში და იქ დოკერში ვამატებდი Volume-ებს Download ფოლდერისთვის და მხოლოდ /Download ჩანდა, რატომღაც აურია დოკერში (აღარ იწერდა არაფერს) და ამიტომ პირდაპირ დავაყენე, მუშაობს მშვენივრად, მხოლოდ მინდა რომ აქაც download/01-Organised ან /01-Organised ჩანდეს Path-ში, როგორც მიხვდი სადღაც უნდა დავამატო (bashrc?) რომ ავტომატურად მიხვდეს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს და იქნებ დამეხმაროთ არ მინდა რამე ავურიო ჩემით
  24. კი არის swarm engine ასობით ტირანიდს უკეთებს სიმულაციას ერთდროულად ყველას თავისი ფიზიკით/AI რაც ძლიერად ტცირთავს იდეაში CPU, თუმცა ამხელა განსხვავება არ უნდა იყოს ისედაც კარგი ოპტიმიზაცია თუ აქვს, 8700-ზე რომ ვითამაშე არც იქ ყოფილა ძალიან დატვირთული, ამიტო მგონია ერთ ინსტრუქციაზე არის მიბმული უფრო და მაგიტომაა დაბალ უტილიზაციას უჩვენებს, ხვა ლოგიკური ბლოკები არაა ისე დატვირთული
  25. ვაა სერიოზული პრობლემები ქონია ინტელს მე დავხურე ახლა და დავაკვირდი სპეციალურად 80-ის ფარგლებში იყო FPS ბოლო ნაწილში ისე e-core გათიშვა ცადე? მარა ეგ latency-ზე და 1%-ზე უფრო ახდენს გავლენას ვიდრე საშუალოზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.