Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. მადლობა დიდი ყველას, არ ვაჯეილებ, არაფერში სჭირდება ვისიცაა, რაც უნდოდა ჩავუწერე უკვე, ე.ი განახლება მოჟნა, კლავიატურის დაყენებაც მივხვდი დაუჯეილებლად, მაგრამ თუ სწორად ვხვდები, ჯერ უნდა დავააპდეითო და მერე გავაკეთო ქართული კლავიატურა, თორემ დააპდეითებული სავარაუდოდ დააბრუნებს საწყის ნასტროიკებს ოფ. განახლებები იმედია არ იწვევს გარანტიის გაუქმებას (2 წლიანი გარანტია მოყვაო)
  2. გაიხარეთ, არ დავააპდეთებ, გრადუსებზეც გადავიყვანე, ქართული კლავიატურაღა დარჩა, არის შანსი? ჯეილბრეიკის გარეშე?
  3. ახლობელმა იყიდა iPhone 5 (პეკინზე iPhone+-ში) ექაუნთი კი გავუკეთე და FB/Instagram/GoogleMas გადმოვუწერე, მაგრამ რამდენიმე რაღაც კიდევ მაინტერესებს 1. მოყვება iOS 6.1.2, გამოსულია აპდეითი 6.1.3 და უსაფრთხოა დააპდეითება? ან ღირს საერთოდ? 2. ქართული კლავიატურის დაყენება ჯეილბრეიქების და ა.შ გარეშე შესაძლებელია? თუ შეიძლება როგორ? 3. ერთეულების გადაყვანა: ამინდი აჩვენებს ფარენჰეიტებში და მინდა ცელსიუსებში აჩვენოს, Settings/General/International-ში დავაყენე საქართველო, მაგრამ არ შეუცვლია, უბრალოდ თარიღს და დროს აჩვენებს ქართულად, შეიძლება იმპერიული ერთეულების (ფარენჰეიტი, მილი) მეტრულზე გადაყვანა? (ცელსიუსი, კილომეტრი)
  4. Win 7 გაქვს? წესით არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან Win7-ს მოყვება Net Framework 3, ჩასართავად შედი Control Panel/Programs and Features მერე ჩართე ასე: თუ არაა ეგენი, ჯერ Windows Update გააკეთე ან ისე გადმოწერე და დააყენე Net Framework 3.5: http://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=21 თუ WIn8 გაქვს, მიყევი ამ ინსტრუქციას Nეტ Fრამეწორკ 3.5-is dasayeneblad http://msdn.microsoft.com/en-us/library/hh506443.aspx
  5. მხოლოდ დაჭრა თუ გინდა Avidemux ნახე, უფასოა და კარგადაც მუშაობს, დამწყები სამონტაჟო საქმისთვის გამოდგება, უბრალოდ არ დაგავიწყდეს Video და Audio კოდეკებში Copy- მიუთითო თავიდან რომ არ გადააკოდიროს
  6. არა, Net Framewrk 2.0 უნდა: http://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=1639
  7. ზურა, მადლობა გაიდისთვის! ერთი შეკითხვა მაქვს VAT-ზე და შიპინგზე, როგორც თქვი როცა ექსპორტს აკეთებ, 18% შეგიძლია უკან მოთხოვო, მაგრამ ვის უნდა მოთხოვო უკან? მე მაგალითად ამას წინათ პრაღაში ვიყიდე ფოტოაპარატის ლინზა დაახლოებით 200 ევროდ, გამიფორმეს TAX Free საბუთები და მითხრეს რომ EU-ს ზონის დატოვებისას შესაბამის პუნქტში შეგიძლია თანხა უკან მოითხოვოო, უკან (საქართველოში) შტუტგარტიდან ვბრუნდებოდი, აეროპორტში მივიტანე საბაჟოზე, იქაც გადაამოწმეს საბუთები და დაარტყეს ბეჭდები რომ ნამდვილად გამქონდა და გამიშვეს ბანკში მოითხოვე ფულიო, ბანკებში კი რაც აეროპორტში იყო უარი მითხრეს მხოლოდ გერმანიის ტერიტორიაზე ნაყიდ ნივთებზე ვარბრუნებთ VAT-სო, ნუ შემეძლო ეს საბუთები პრაღაში გამეგზავნა და ჩემი ძმა აიღებდა იქ ფულს მარა არ ღირდა წვალებად, თან ჩეკიც მაწყობდა რომ მქონოდა და დავიკიდე, ნუ ასე იყო როცა ხელზე ნაყიდი ნივთი მე თვითონ მომქონდა, მაგრამ როცა ელექტრონული ტრანსფერი ხდება ინტერნეტ-მაღაზიაზე VAT-ს ეგრევე მიკლებენ (თუ საქართველოს მისამართზე აგზავნიან რა თქმა უნდა) თუ სადმე სხვას უნდა მოვთხოვო? EU-დან გასაგებია რომ VAT-ს გიბრუნებენ, ამერიკიდანაც ასეა? Amazon-იდანაც აბრუნებენ? მეორე საკითხია შიპინგი, ამაზონიდან მაგალითად შუამავალი კომპანიებით ჩამოტანა 8 დოლარი ღირს დაახლოებით კილოგრამი, ხოლო პირდაპირ საქართველოში გამოგზავნა გაცილებით ძვირია ხოლმე, მაგრამ ჩვენთან 300 ლარზე ძვირ ნივთს განბაჟება უნდა, ამიტომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ღირდეს ამერიკული VAT დააკლდეს და შიპინგში მეტი გადაიხადო, ვიდრე ამერიკულ მისამართზე გააგზავნო და იქედან 8 დოლარად წამოიღოს კილოგრამი შუამავალმა. EU-დან საქართველოში რომელი შიპინგ კომპანიაა საუკეთესო გეცოდინება შენ, FedEX და DHL კარგია, მაგრამ ძვირია, ერთი ჩეხური ონლაინ მაღაზიაა ძალიან კარგ ფასებში აქვთ ელექტრონული ტექნიკა, იქ რომ რამე შევიძინ პეიპალით როგორ ავირჩიო შიპინგი? შემიძლია იგივე PayPal-ში დავამატო ჩემი ძმის პრაღის მისამართი, მაგრამ იმან რომ გამომიგზავნის იაფად არის რამე კომპანია მაგისთვის? თორე ამასწინათ დაახლოებით 15 დოლარის შეკვეთა გავაკეთე ანდროიდის აპლიკაციიდან და მერე 2 თვე ველოდე შიპინგს, საქართველოს ფოსტაში ჩამოვიდა, სელერს მივწერე რეფუნდი მინდათქო და უკვე გამოგზავნილია იქნებ დაელოდოო და ველოდე მერე კიდევ 3 კვირა დაახლოებით
  8. ხო Survival ხო გადარჩენას ნიშნავს, ეს თამაშიც Survival Adventure-ია ანუ თავგადასავალი გადარჩენაზე მარა თამაშში შენი პერსონაჟი სხვის კმაყოფაზე ვერ იქნება
  9. ვერ მიგიხვდი სიმართლე გითხრა თამაშზე ამბობ გადასარჩენად არ მიწევს წვალებაო?
  10. ზუმას პონტში ნაღდად არაა ტვინის რუხი ნივთიერების დაძაბვა გინდა და სტრატეგიული დაგეგმვა სწრაფ მოქმედებასთან ერთად გადასარჩენად ცოტა წავუთამაშე დღეს, მომეწონა
  11. დასახელება: Don't Starve გამოსვლის თარიღი: აპრილი, 2013 წ ჟანრი: Adventure/Survival/Craft/RPG დეველოპერი/გამომცემელი: Klei Entertainment პლათფორმა: PC (ციფრული დისტრიბუცია) კრეკი: მოყვება (FTL) ენა: ENG/RUS მინიმალური მოთხოვნები: Google Chrome-ს თამაშიცაა როგორც Angry Birds ან Plants vs Zombies, ასე რომ არც სჭირდება მონაცემების აღწერა თამაშის გმირი არის მეცნიერი სახელად უილსონი, რომელიც მახეში შეიტყუა ბოროტმა დემონმა და გადააგზავნა იდუმალ ველური გარემოს სამყაროში. უილსონის მთავარი მიზანია გადარჩეს და იპოვოს გზა სახლისაკენ, ეს კი არც ისე ადვილია, სამყაროში ცხოვრობენ უამრავი არსებები, ზოგი კეთილგანწყობილი, ზოგი კი მტრულები, უილსონმა უნდა შეძლოს გამოიყენოს ყველა ხელთ არსებული ნივთი თავის გადასარჩენად: ღამე აუცილებლად უნდა დაანთოს კოცონი ან ჩირაღდანი სიბნელიდან მონსტრები რომ არ დაესხან თავს, უნდა მოიპოვოს საჭმელი რომ შიმშილით არ მოკვდეს, უნდა ისწავლოს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ სამეცნიერო ხელსაწყოების შექმნა ხელთ არსებული საშუალებებით თავის გადასარჩენად, თამაშI გამოირჩევა დიდი რუკით, პირქუში პეიზაჟებით და ფანქრით ნახატის სტილის გრაფიკით, ასევე მთელი რუქა არის შემთხვევით გენერირებადი, ანუ არაა წინასწარ შექმნილი ლოკაციები, რაც თამაშს უნიკალურს ხდის გადმოწერა: Don't Starve ENG [RURTACKER] Don't Starve RUS [KINOZAL.TV]
  12. მეეჭვება რუსული გამოვიდეს... ისე, ერთი ტეხავს, ნაპარნიკების აღჭურვა/გაძლიერება ავტომატურად ხდება და შენ არ შეგიძლია ჩაერიო, სხვა მხრივ კარგია, ჰარდკორ RPG არაა, საკმაოდ ადვილია აპგრეიდების და იარაღების თუ Power-ების სისტემაში გარკვევა, თუმცა სასროლი იარაღის და Power-ების დამიზნება არ შეგიძლია , სამიზნე უნდა გყავდეს არჩეული და მერე შესაბამისი იარაღი თუ ძალა გამოიყენო
  13. ჩავასწორე პირველი პოსტი ძალიანაც მომეწონა თამაში, დილის მერეა ვთამაშობ, 3გბ-იანი თამაშიკ კვალობაზე საკმაოდ დიდია უკვე, განსაკუთრებული არაა, მაგრამ საკმაოდ ჩამთრევია უკვე ტექნომანსერების ხელთათმანიც გავჩითე და დენებს ვუშვებ სტრარ-ვორსის იმპერატორივით
  14. აქ დაპოსტე მაშინ და ჩავასწორებ მაგის მთარგმნელი არ ვარ ან PM-ში მომწერე სწორად გაფორმებული პოსტი
  15. გეთანხმები, საკმაოდ საინტერესოა და არც გრაფიკაა ნაგავი (სტარტრეკისას ბევრად ჯობია მაგალითად) მე-7 ლეველზე ავედი უკვე, ამაზე მაგრად ვიკაიფე: Skyrim-ს აღადავებენ ვითომ
  16. რუსული ვერსიის ლინკიც დავამატე ყოველი შემთხვევისთვის...და კიდევ ერთი გადმოსაწერი ლინკი Ellite Oficer Pack DLC-თი
  17. ითამაშე? გეიმფლეი ვნახე და არც მასეთი საშინელი ჩანს...
  18. და კიდევ გადათარგმნე ქართულად და ჩაასწორე, (ან დაპოსტე და მე ჩავასწორებ)თორემ ვორნს მოგცემ
  19. ვითამაშე რამდენიმე მისია, არც გრაფიკა ვარგა, არც მუსიკა, გეიმფლეიში ბაგებია, მოკლედ StartTrek-ის ფანი თუ ითამაშებს მარტო რა
  20. Nvidia-ს დრაივერებს მოყვება მაგალითად თამაშების პროფილები და Stereoscopic 3D-სთან თავსებადობის ხარისხები, ისე ოფიციალურ საიტზე თუ ნახავ ინფოს
  21. Live Demo Unit ბატარეას აწერია და არა ტელეფონს როგორც ვხედავ, ხოლო ჩვეულებრივი SIM თუ არ წავიდა, შეიძლება Micro SIM უნდა, ჯერ Micro SIM ცადე, მერე თუ მაინცდამაინც შეიძლება რომელიმე ROM-ზე გადაფლეშო ისე, Settings/About Pgone-ში შედი და დადე სკრინი
  22. ხო, რაღაც მეც არ მომეწონა ვიდეოებიდან, არადა ფილმების სერია და სერიალები მომწონს დავაყენო და ვნახო ერთი...
  23. კომპზე ანტივირუსი დააყენე რამე აუცილებლად გათიშე მერე კონტროლ პანელიდან აუტოფლეი, შეაერთე ფლეშკა და დააფორმატე სულ ესაა
  24. მიწერია წინა გვერდზე ერთ-ერთ პოსტში
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.