-
Posts
8147 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
საერთოდ, ჯობია აპგრეიდი გააკეთო 0-იდან ანუ გადმოწერო ROM (ოფიციალური თუ Custom) და დააყენო Odin-ით ან CWM-ითმანამდე კი CWM-იდან (თუკი გიყენია ეგ რექოვერი) წაშალო ქეში, დალვიკი, და ვაიპი გააკეთო
-
დააყენე CPU Spy და დააკვირდი ერთი დღით , ნახე შედეგები თუ რა სიხშირეებზე მუშაობს პროცესორი, როგორც წესი თუკი არ იყენებ ხშირად, Deep Sleep რეჟიმში უნდა იყოს დიდხანს, თუ არ არის Deep sleep-ში, მაშინ პრობლემაა, თუ რა და რამდენ ენერგიას იხმარს შეგიძლია ნახო Better Battery Stats გიჩვენებს დეტალურად ყველაფერს.
-
კი, უნდა დარუთვა, წერია ეგეც ინსტრუქციაში
-
დღეს მაგრად მიშველა OSMAND-მა, ალექსიძის 2-ს ვეძებდი და 1-ლ ნომერში მიმიყვანა, მეორე ცოტა მოშორებით იყო, მაგრამ ისე ბევრს ვიბოდიალებდი :)
-
აქაც გვიწერია მაგ ამბავი და არავისგან გადმოგვიკოპირებია არაერთი კლავიატურაა მოტნილი თან
- 119 replies
-
- ქართული
- კლავიატურა
-
(and 8 more)
Tagged with:
-
ამ თემაშია დაწვრილებით რა არის რუთი და პრაშივკა (პრაშივკა ინგლისურად Firmware, ანუ ROM-ს ნიშნაცს) ქართულ უნიკოდს აღიქვამს ყველა Android 4.0.X-დან დაწყებული ძველ ვერსიებზეც ყენდება, ოღონდ დარუთული უნდა იყოს Samsung-ის სმარტებს 2.3.X ვერსიებსაც აქვს ქართულის მხარდაჭერა
-
წაშლა და ანინსტალი ერთი და იგივე არაა ანინსტალის დროს ხდება პროგრამის (თუ თამაშის) მიერ კომპში ჩაწერილი ფაილების, რეგისტრის ჩანაწერების და სხვა ჩანაწერების წაშლა ხოლო ფაილის წაშლა, უბრალოდ მითითებული ფაილ(ებ)ის თუ პაპკ(ებ)ის წაშლაა თვითონ წაშლაც ცალკე პროცესია უბრალოდ Delete (ან Shift+Delete)-თი რეალურად იშლება მხოლოდ ფაილის აღწერა ფაილური სისტემის შესაბამისი ჟურნალიდან (მას FAT, ან MFT ქვია) რეალურად ფაილის ბიტები ჩაწერილი რჩება ვინჩესტერის სექტორებზე ხოლო უსაფრთხო წაშლისას ხდება ამ ბიტების წაშლაც (წაშლაში იგულისხმება ამ ფაილის მიერ დაკავებულ კლასტერებზე სხვა ბიტების გადაწერა სხვადასხვა სქემით, გააჩნია წაშლის ალგორითმს) ანუ სინამდვილეში, ფაილის რეალურად წაშლას ვინჩესტერიდან მინიმუმ იმდენივე დრო უნდა რაც მის ჩაწერას (რადგან ისევ 0-ები ან 1-ები უნდა გადაეწეროს ამ ფაილის მიერ დაკავებულ კლასტერებს) ანინსტალი კი ეხება პროგრამებს.თამაშებს, მაგ დროს ანინსტალერის მიერ წაშლილი ფაილები იშლება სტანდარტულად, როგორც Delete ბრძანებით (ან ღილაკით) თუმცა სტანდარტული ანინსტალერები ხშირად ტოვებენ კვალს, არ შლიან პროგრამის ყველა მონაცემს, რეესტრის გასაღებს, ფაილს და ა.შ IOBit Uninstaller ერთ-ერთი საუკეთესოა როოგორც სტანდარტული ანინსტალერის შემცვლელი, თუმცა ზოგჯერ ფრთხილად უნდა იყო, მაგალითად თუკი სისტემაში ღღმად იტეგრირებული პროგრამა წაშალე (მაგ. ანტივირუსი) ამ ანინსტალერით, შესაძლოა Windows-ის ფაილებიც მიაყოლოს, რომელიც ანტივირუსმა შეცვალა ინსტალაციისას, ხოლო თვითონ ამ ანტივირუსის საკუთარი ანინსტალერი შეცვლილ ფაილებს საწყის სახეს მისცემდა მაგრამ სხვა უბრალო პროგრამებისთვის და თამაშებისთვის საუკეთესოა P.S: თემის ავტორს მგონი გავეცით უკვე პასუხი ფაილის უსაფღხოდ წაშლის მეთოდის არჩევისას გაითვალისწინე: რაც უფრო უსაფრთხოა ალგორითმი მით უფრო დიდხანს უნდება წაშლას, მაგრამ თუკი შენს კომპს შსს ან მსგავსი დაწესებულება არ იკვლევს, შეგიძლია ყველაზე სწრაფი მეთოდი აირჩიო, ამ გზით წაშლილი ფაილების აღდგენა სტანდარტული აღმდგენებით (recuva, undelete) ძალზე გაძნელებულია უფრო კონკრეტულად 3 ძირითადი მეთოდი: 1. Fast - will fill the content of the file being destroyed with random data before the deletion. This mode will protect you against some software recovery tools. 2. Forced -3 rounds of filling according to DoD 5220.22M standard. The algorithm used for this destruction is approved by the US Department of Defense. No software recovery tool can restore the destroyed information. Most of slow hardware recovery systems will also fail. Please notice that this method is slower than the Fast one. 3. Ultimate- 35 rounds of filling with data according to Guttman algorithm. The recovery of the destroyed information is impossible. This is really an ultimate but slow protection.(ძალიან ნელია) თემას ვხურავ
-
დაბლოკილი ფაილების წაშლა კი არა ფაილის უკვალოდ და აღდგენის გარეშე წაშლა აინტერესებს Eraser დაგეხმარება ამასაც გადახადე http://www.howtogeek.com/72130/learn-how-to-securely-delete-files-in-windows/
-
მოიცა Android სრულიად უფასო როგორ არაა, უბრალოდ არის მოთხოვნები რასაც უნდა პასუხობდეს დევაისი რომ ჩაითვალოს Google Certified-ად, იმუშაოს მარკეტმა და ა.შ აქ უბრალოდ კომპანიის ბიუჯეტის დაზოგვაა, ახალი ROM-ის დაწერას დევაისისთვის რაღაც თანხა სჭირდება, უფრო სწორად ინჟინრების და პროგრამსტების დრო, რომელიც ურჩევნია კომპანიამ უფრო რაციონალურად გამოიყენოს, ვიდრე ბიუჯეტური სმარტებისთვის განახლებების წერაა.... განახლებების გამოშვებას კიდევ ჰარდი ზღუდავს, მაგალითად 800მჰზ-იანი ერთბირთვიანი პროცესორი და 512 მბ ოპერატიული უკვე სუსტია Android 4.0.X-ისთვის და თუნდაც ამ მონაცემების ტელეფონი 2 წლის წინ შეიძლება საკმაოდ პოპულარული ყოფილიყო, ახლა უკვე მასზე არ ღირს 4.0.X ვერსიის ROM-ის დაყენება მაგალითად XperiaU-ზე მშვენივრად მუშაობს Gingerbread 2.3.X ROM-ები, ხოლო ICS 4.0.3 ვერსია, რომელიც ოფიციალურადაც გამოვიდა, უკვე გრუზავს
-
არა, საიტს არაფერი მოუვა გადმოწერე ყველაფერი რაც FTP-ზეა
-
ხო, თან ამერიკული სავარაუდოდ CDMA ან LTE ანტენით იქნება და არა GSM
-
პირველ რიგში თუ რამდენად პოპულარულია სმარტფონი, ეს განაპირობებს დეველოპერების სურვილს დაწერონ არაოფიციალური ROM-ები, მერე თუ რამდენად ადვილია მისთვის ROM-ის დაწერა ანუ მწარმოებელმა თუ გამოაქვეყნა სრული დოკუმენტაცია სმარტფონის პროგრამულ/აპარატურულ მხარეზე რის გარეშეც სტაბილური არაოფიციალური ROM-ის შექმნა ფატიურად შეუძლებელია, თუმცა როგორც წესი, როცა მწარმოებელი ანებებს თავს აპარატისთვის განახლებების გამოშვებას, დამოუკიდებელი დეველოპერებიც მალევე წყვეტენ ექსპერიმენტებს იშვიათი გამონაკლისების გარდა
-
+ სმარტფონების მფლობელების 90%-მა არც იცის ჩაწერა, ან არც გაუგია არაოფიციალური პროგამების შესახებ, და განახლლეებსაც აკეთებენ მხოლოდ PC Suite პროგრამებით, ასე რომ თუკი განახლებები რაღაც დროის მერე აღარ არის, ე.ი აპარატი ჩამორჩა უკვე დროს და მწარმოებელმა მიივიწყა, რაც რა თქმა უნდა არასასურველი ფაქტია
-
მაგ არ მომინიშნია კაკრაზ, FB, ფოსტის აპლიკაციები, ამინდი სულ ბექგრაუნდში მაქვს...
-
ჰოსტში ფტპ-ს მისამართი პორტი დატოვე ცარიელი თუ FTP-ს მისამართში ბოლოში ":XXXX" წერია (სადაც XXXX ციფრებია) მაშინ ეგაა პორტი მაგ. ftp.gagda.ge:1234, აქ ჰოსტია ftp.gada.ge ხოლო პორტი 1234 ან თუ გინდა რომელიმე ბრაუზერიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელი) შედი და ისე გადმოწერე ფაილები (მაგრამ ნაკლებად მოსახერხებელი იქნება ალბათ) ან მარტივად Windows Explorer (ანუ ნებისმიერი გახსნილი პაპკიდან, ან My computer-იდან)-იდანვე Map Network Drive მიეცი მერე კი ftp მისამართი, იუზერი და პაროლი ჩაწერე და My Computer-ში გექნება ახალი დისკი რომელიც რეალურად FTP-ა
-
რამდენი ხანი გჭირდებათ ვინდოუსის გადასაყენებლად
gio_kiborg replied to zV1's topic in ზოგადი დისკუსიები
რამდენიმე წუთი? 3-4 საათი მინდა ზოგჯერ როცა გულიანად გავაწყო სისტემა ვინდის ინსტალაციის მერე -
დავაყენე და დავაკვირდები ბატარეის გამძლეობას
-
FTP-დან ყველაფერზე გაქვს წვდომა საიტის კოდი ხომ თვითონ რამე ფაილში წერია უსაფრთხოებისთვის გააკეთე საიტის სარეზერვო ასლი (უბრალოდ FTP-ში რაცაა დააკოპირე სადმე უსაფრთხოდ) და მერე იჩალიჩე
-
თემას ვხურავ არასწორი სათაურის გამო წაიკითხე წესები თემის გახსნამდე
-
ერთ ლოკალურ ქსელში თუა კი
-
კომპი და ლეპტოპი ერთ ქსელშია? დააშეარე (advanced sharing-ით) და მერე ერთიდან მეორეში შეხვალ ჩერეზ ქსელით (იუზერნეიმს და პაროლს მოგთხოვს) და გადაიტან copy/paste-თი usb კაბელი გითხრეს უკვე და შეგიძლია LAN კაბელი გამოიყენო და "ქსელი" გააკეთო
-
როგორც იქნა მივაგენი ჩემთვის იდეალურ ვიდეო პლეერს: BSPlayer (ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაშჭირდეს CPU Support Package ARM-ების მიხედვით თუკი პლეერი მოითხოვს) Free ვერსიაში არის რეკლამები, ხოლო ფასიანში ისინი ამოღებულია და დამატებულია კიდევ რამდენიმე ფუნქცია (ზუსტად რა ვერ გავარკვიე) რა თქმა უნდა აქვს HW დეკოდინგის მხარდაჭერა, ასევე SW დეკოდერიც (შედარებით სუსტი cpu/gpu-სათვის) მხარდაჭერილია უამრავი აუდიო/ვიდეო ფორმატი და კოდეკი, მათ შორის რაც მე მინდოდა dts audio კოდეკი, ერთი კლიპი მქონდა Led Zeppelin-ის Stairway To Haven fHD, dts 5.1 აუდიოთი, რამდენი პლეერი ვცადე ნორმალურად არც ერთი უკრავდა, რადნოი პლეერში და MX Player-ში მარტო ვიდეოს აჩვენებდა, ზოგში მაგრად ჭედავდა ზოგგან ხმა ისმოდა, ვიდეო გადღაბნილი იყო, აქ ვიდეოც და აუდიოც მშვენიერია! თაჩ კონტროლი კიდეებზე როგორც ყველა პლეერს ამასაც აქვს გდახვევის, ხმის და სიკაშკაშის, ასევე რაც ძალიან მომეწონა დაკვრის სიჩქარის კონტროლიცაა, fHD ვიდეო 150% სიჩქარეზე დაუკრა შეუფერხებლად, ერთი კუბიკიც არსად გასჩენია. კიდევ, აქვს pop-up play ფუნქცია, რომელიც Samsung-ის ბოლო განახლებებში შემოიტანეს: თვითონ პლეერი იხურება, ხოლო ვიდეო უკრავს პატარა კვადრატში Homescreen-ზე, მენიუში თუ ნებისმიერ სხვა პროგრამაში, აქვს ასევე Samsung-ის Multiwindow-ს მხარდაჭერა. Full ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ 4PDA-ს ფორუმიდან (საჭიროა რეგისტრაცია) ან შეიძინოთ Play Store-ზე
-
ფიზიკური ფაერვოლი: დამატებით როუტერი დააყენე (მაღალი ხარისხის) სერვერსა და ნეტს შორის კარგ როუტერებს თავისი ფაერვოლი და ddos-ისგან დამცავი ფილტრებიც აქვთ უნივერსალური რა თქმა უნდა არ არის, ეგ კი არა google და yahoo-ს სერვერებიც დაუ ddos-ავთ, მაგრამ პროგრამულზე ეფექტური უნდა იყოს ამ სტატიასაც გადახედე: http://blogs.technet.com/b/steriley/archive/2006/07/10/configure-your-router-to-block-dos-attempts.aspx
-
კარგა ხანია მოვაგვარე უკვე ვხურავ
-
ეკრანის ზომა ჩემთვის პირადად სრულიად მისაღებია, რადგან ახლა Galaxy Note მაქვს და ძალიანაც მივეჩვიე, ბრაუზინგისთვის, ფოსტისთვის, ზოგადად Productivity-ში იდეალურია, თუმცა როგორც ტელეფონი მართლა დიდია 5.3-იანი ეკრანი, მაგრამ ზატო ლეპტოპის ტარება აღარ მჭირდება ყველაგან, მაგრამ არ მომწონს ეკრანის პროპორციები, უფრო კარგი შესახედი იქნებოდა ოდნავ სიგანეში რომ გაეზარდათ (თუნდაც 0.1 დიუმით და 0.1 სიგრძეში მოეკლოთ) ისე როცა ტექსტეს კითხულობ, ისეთი შეგრძნებაა საგაზეთო სვეტს კითხულობ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ 8 ბირთვს კიდევ რას გადაეკიდეთ, მისი გამოყენებით იზრდება წარმადობა და ბატარეის ხანგრძლივობა, რატომაა სუფთა მარკეტინგი? 13 მპ კამერას რაც შეეხება ციფრები მართლა ბევრს არ ნიშნავს, მთავარია რეალური სურათები როგორი იქნება, მალე მაგასაც გვაჩვენებენ ალბათ 2გბ RAM ნამდვილად კარგია! და Must Have არის უკვე High End სმარტებისთვის, Full HD ეკრანი კიდევ იმითაა კარგი რომ მაღალი PPI ექნება და გამოსახულება უფრო კარგი ხარისხის, თორემ ფილმების ყურება ტელეფონში ნამდვილად არაა ჩემი ჰობი, მითუმეტეს 1280*800 გარჩევადობის 5.3-იან ეკრანზეც არანაკლები ხარისხი და user experience ექნება fHD ვიდეოს ვიდრე fHD 5.0-იანზე, თუმცა ეს რამდენად იმოქმედებს ბატარეის ხანგრძლივობაზე კიდევ ცალკე თემაა
