Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ლაივ ანტივირუსით დაასკანერე ნახე Dr.Web Cure it Live CD (ან USB) გუგლში (უფასოა)
  2. სთორი კი აქვს საინტერესო, მაგრამ რაღაც აკლია რა თამაშს, ელიტის დონეზეც კი მარტივად იხურება ძალიან, არც გრაფიკა აქვს ისეთი, მგონი დაჟე წინა BlackOps-ის ჯობდა
  3. ზვიო აკეთებს ვიდეო ტუტორიალს და იმას დავამატებ
  4. ხო, მაგრამ მაგ მიზეზით ძალით არ დაწეროთ ტრანსლიტზე სავარაუდოდ ყველა მსგავსი თემა დაიხურება და პოსტი წაიშლება სატესტო პერიოდში, ხოლი მერე ვორნები იქნება სატესტო პერიოდში დააკვირდით საიტის წარმადობას
  5. მხოლოდ „ი-„ზეა მასე ვანო სამწუხაროდ, თან Win8-ზე მაინც გლობალურად ცვლის კლავიატურას ყველა პროგრამაში
  6. ნახევარი ფორუმის წევრების ნერვების შლას სკრიპტის არ მუშაობის გამო რამდენიმე კლავიშზე ხელის დაჭერა არ ჯობია ცოტა ხშირად?
  7. კი, ნანდროიდით არაა პრობლემა, აკეთებს, მაგრამ მერე სხვა ROM-ს რომ დავაყენებ ეგ კონკრეტული რამე როგორ აღვადგინო არ ვიცი, Titanium-ით ფონბუქის დატას ბექაფს ვსინჯავ...
  8. ვაჰ, ახლა დავაყენე ის ბოლო პატჩიანი ვერსია დესკტოპზე და ხმა არ აქვს ზოგ MKV ფაილს, არადა მაგათ საყურებლად მინდოდა კაკრაზ გადავედი მე-12 ვერსიაზე CyberLink PowerDVD Ultra 12.0.2625 Final + RePack by qazwsxe რეპაკით ყენდება პირდაპირ ბოლო ბილდი 2625
  9. არ შვება სამწუხაროდ, კონტაქტებს ინახავს, მაგრამ არა ინტეგრაციებს
  10. სისტმის ყოველი გადაყენების შემდეგ უმეტესობა კონტაქტზე მიწევს SNS ინტეგრაციის (Social Network Sync) ხელით გაკეთება (კონტაქტზე Facebook, Google+, Skype, Yahooo და ა.შ ექაუნთის მიბმა) ჩემი კონტაქტები კი მაქვს Google Contact-ში და ასევე Samsung Account-ზე მიბმული, მაგრამ იქ არ ხდება ამ მიბმების დაფიქსირება არც თვითონ ტელეფონით კონტაქტების ბექაფისას არ ინახება ეს კავშირები, თუ არის რამე საშუალება, რომ დავაბექაფო ერთხელ კონტაქტები SNS ინტეგრაციით და ხელით არ მომიწიოს ყოველ გადაყენებაზე თავიდან წვალება?
  11. ბევრია რომელსაც რუთი არ უნდა, აი მაგალითად ეს (Play Store-ზე მონახე screenshot) ვიჯეტი არის Accuweather-ის Samsung-ის ოფიციალურ ROM-ებს მოყვება (ისევე როგორც ქართული ინტერფეისი) მარტო ვიჯეტი შეგიძლია ნახო PlayStore-ზე, მაგრამ ქართული იქნება თუ არა არ ვიცი
  12. თემა იხურება არასწორი სათაურის გამო! წაიკითხე თემის გახსნის წესები სანამ გახსნი თემას შემდეგში ვორნი იქნება
  13. სხვადასხვა მოდელზე სხვადასხანაირადაა, მაგრამ ICS-იდან მოყოლებული ყველას აქვს Volume Down+Power (ხმის დაწევა+ჩართვა/გამორთვის ღთილაკი) კომბინაციით, სპეციალური პროგრმებიცაა, ბევრ Samsung-ის ტელეფონზე Home+Power ღილაკითაც აკეთებს ძველ ანდროიდებზე ესეც ჩემი Galaxy Note GT N7000, ზუსტად გუშინ დავაყენე ახალი ოფოცოალური Android 4.1.2 ROM XXLT3 kashmir, რომელ თემას იყენებ? მომეწონა ძალიან
  14. ხო, ონლაინ სტატუსები საჭიროა ნამდვილად, თუმცა მესიჯს თუ აგზავნიმ, ეწერება Delivered თუ Pending
  15. ხო, ეგ არ ვიცი როგორ იქნება, ტელეფონის გარეშე კონტაქტები როგორ უნდა დაასინქრონოს? ამის მთელი მუღამი იმაშია, რომ ავტომატურად აკეთებს კონტაქტების დამატებას phonebook-იდან
  16. Viber კარგად ცნობილი აპლიკაციაა თანამედროვე სმარტფონების მფლობელებისთვის, მისი საშუალებით ინტერნეტის მეშვეობით შეგვიძლია დავურეკოთ, გავუგზავნოთ ტექსტური თუ მულტიმედია შეტყობინება Viber-ს სხვა მომხმარებლებს სრულიად უფასოდ რეგიტრაციას ფაქტიურად არ საჭიროებს, ტელეფონზე დაყენების შემდეგ ინტეგრირდება კონტაქტების წიგნში და თუკი ვინმე თქვენი კონტაქტებიდან Viber-ის მომხმარებელია, ავტომატურად დაემატება თქვენს Viber-ის კონტაქტებს, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ვერსია დესკტოპური ოპერაციული სისტემებისთვის (Windows, Mac), აქაც საჭიროა მხოლოდ ტელეფონის ნომრის მითითება და შემდეგ მითითებულ ნომერზე მოსული დასტურის კოდის შეყვანა, თქვენი Viber კონტაქტები უკვე კომპშიც იქნება და მათთან კავშირის დამყარებას კომპიუტერიდანაც შეძლებთ, დესკტოპ ვერსიას აქვს ვიდეოზარის ფუნქციაც (ჯერ ბეტა). პროგრამა აბსოლუტურად უფასოა, მისი გადმოწერა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან VIBER.COM (Windows ვერსიამ რომ იმუშაოს, საჭიროა თქვენს ტელეფონზე გეყენოთ Viber)
  17. არა აქვს საინსტალიოთქო შეაერთებ და აყენებს თავისით, რაც ვნახე მწარმოებლის საიტზე არის რაღაც Yahoo მესინჯერის ფილტრის დრაივერები, იქაც არაა ini cat და sys ფაილები ხელით რომ მივცე ინსტალაცია რამდენჯერმე წავშალე და დავაყენე (შევაერთე და დაყენდა რა) დრაივერები და ნორმალურად იმუშავა სკაიპში დარეკვისას..... არ ვიცი ზუსტად რამ უშველა, მაგრამ მუშაობს ვხურავ თემას
  18. მეც დრაივერის ბრალი მგონია, მაგრამ დრაივერი როგორც ასეთი არ აქვს, Plug and Play-ა და ავტომატურად აყენებს, როგორ დავაყენო სხვა? ან Compatibility-თი როგორ დავაყენო საერთოდ როცა ავტომატურად აყენებს? Win7 X64-ზე აჩმახებს, მაგრამ თუკი Win8 X64-ზე მუშაობს Win7-ზე უეჭველი უნდა იმუშაოს (2009 წლის მოდელია)
  19. ახლობელმა მთხოვა იქნებ რამე მომიხერხო, სკაიპში ვიდეოს ვერ ვრთავო, არადა ვებკამერა მუშაობსო შევამოწმე და მართლაც უცნაური სიტუაცია იყო, ვებკამერა (Genius FaceCam 312) მუშაობდა (Plug&Play-ა ისედაც), სკაიპის სეთინგებშიც ჩანდა ვიდეო, მაგრამ ზარის დროს არაფრით არ ეშვებოდა, მხოლოდ ერთხელ მოხდა რომ ვიდეო ჩართო გამავალი ზარისას და მაშინაც გაჭედა საშინლად კომპმა, გადარესტარტების მეტმა არ უშველა, მერე Windows-იც გადავაყენე (ვინჩესტერი დაიწვა და სერვისში გამოცვალეს) და იგივე პრობლემაა ზუსტად, პირველი ინსტალაციის მერე სკაიპი წერს, რომ ვებკამერა და ინტეგრირებული მიკროფონი მუშაობს, ხოლო ვიდეო არ გადის ცოცხალი თავით (არადა სეთინგებში ჩანს ყველაფერი კარგად) სკაიპი ვცადე 6.3, 6.5 ვერსიები, მაგრამ მაინც არაფერი შედეგი... ლეპტოპზე ვცადე Win8 X64 მიყენია და იქ მშვენივრად მუშაობს, კომპზე Win7 X64 აყენია
  20. ალტას სერვისში მივიტანე და მეორე დღესვე მითხრეს ვინჩეტერის ბრალი იყო და გამოვცვალეთო, Windows-იც დავაყენეთ და მზადაა წასაღებადო არ ველოდი ასეთ სწრაფ სერვისს მართალია ვინდი გადასაყენებელი გამიხდა (32 ბიტიანი დაუყენებიათ) მაგრამ მაინც დავხურავ თემას
  21. დავამატე ინსტრუქციები Symbian-ისთვის
  22. ერთი თავისებურება, Windows XP/Vista/Seven-ში როდესაც გადართავთ კლავიატურას, ის ირთვება მხოლოდ იმ პროგრამისთვის, რომელიც აქტიურია, მაგალითად თუ Desktop, ან რომელიმე პაპკაში ხართ და მაშინ გადართავთ, კლავიატურა შეიცვლემა მხოლოდ Windows Explorer-ში და არა Skype-ში, ან ბრაუზერში და პირიქით ხოლო Windows 8-ში კლავიატურის გადართვით იცვლება მთლიან სისტემაში, მაგალითად, თუკი Skype-ში გინდათ ქართულად წეროთ და გადართეთ ქართულზე, ასევე ქართულზე შეიცვლება Windows Explorer-ში და ბრაუზერებში წერის ენა შესაძლოა ამის დაყენება ისე, როგორც წინა Windows-ებში
  23. ამ თემაში დავდებ ქართული კლავიატურის ინსტალაციის ინსტრუქციების ბმულებს სხვადასხვა ოპერაციული სისტემებისთვის (3.X ვერსიებიდან ქართული ფონტები ყველა Android-ს მოყვება, ხოლო 4.1-დან ქართული კლავიატურაც) კლავიატურის დაყენება Ubuntu-ზე კლავიატურის დაყენება Mac OS-ზე (ეს მეთოდი მუშაობს დაწყებული iOS 5-დან და ზევით) ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება Symbian-ზე (მუშაობს ყველა Symbian-ზე) ქართული კლავიატურის ინსტალაცია Symbian-ზე:
  24. ამ თემაში დეტალურად ავღწერ თუ როგორ დავაყენოთ ქართული კლავიატურა Windows-ის ოპერაციულ სისტემებში 1. დავიწყოთ Windows XP-თი Windows XP-ში ქართული კლავიატურის ინსტალაციამდე საჭიროა ქართულის მხარდაჭერის გააქტიურება (თუ უკვე არ არის გააქტიურებული) გახსენით Control Panel და შემდეგ Regional And Language Options გამოსულ ფანჯარაში გადადით ჩანართზე Languages და თოლია დაუსვით როგორც სურათზეა: * თუ ეს უჯრა უკვე მონიშნულია შემდეგ საფეხურებს გამოტოვებთ და პირდაპირ კლავიატურის ინსტალაციაზე შემდეგი ეტაპისთვის საჭიროა Windows XP-ს საინსალაციო დისკი, თუ გაქვთ, ჩადეთ დისკწამყვანში და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ OK-ს, საჭირო ფაილები ავტომატურად დაკოპირდება დისკიდან (საერთოდ ჯობს თუ ამ პროცედურას Windows XP-ს ინსტალაციისას ჩაატარებთ) თუკი დისკი არ გაქვთ, შემდეგ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ საწირო ფაილების მდებარეობა Browse ღილაკზე დაჭერით ქართულის საინსტალაციო ფაილები: Windows XP SP2-ისთვისWindows XP SP3-ისთვის(ფაილები ამოაარქივეთ, მაგალითად Desktop-ზე I386 ფოლდერში) აირჩიეთ ფოლდერი, სადაც ამოაარქივეთ ქართულის საინსტალაციო ფაილები ფაილები გადაკოპირდება Windows-ის შესაბამის ფოლდერში და გამოვა შეტყობინება: დააჭირეთ OK-ს, კომპიუტერი გადაიტვირთება, ქართულის მხარდაჭერა უკვე გააქტიურებულია! * ქართულის საინსტალაციო ფაილები და ზოგიერთი სურათი აღებულია fonts.ge-დან ქართული კლავიატურის ინსტალაცია: Windows XP-ს მოყვება ქართული კლავიატურის დრაივერი, მაგრამ სამწუხაროდ მისი განლაგება არის ქართული საბეჭდი მანქანის განლაგების მიხედვით, დარწმუნებული ვარ არავინ იცით თუ როგორაა განლაგებული ასოები საბეჭდ მანქანაზე, ამიტომ გვინდა, რომ ქართული კლავიატურის განლაგება შეესაბამებოდეს ლათინურს, ამისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა დრაივერი, მე უპირატესობას ვანიჭებ ILKBD2-ს გადმოწერეთ დრაივერი და ამოაარქივეთ, გაუშვით Setup.exe და აირჩიეთ Georgian Unicode (English Layout) კლავიატურა თავისით დაყენდება და გააქტიურდება, გადართვა შეგიძლიათ Desktop-ზე, საათთან მარჯვენა ქვედა კუთხეში არსებული პიქტოგრამიდან, ან Alt Shift კომბინაციით კლავიატურაზე. 2. ქართული კლავიატურის ინსტალაცია Windows Vista/Seven-ზე: ამ ოპერაციულ სისტემებში ქართულის მხარდაჭერა ავტომატურადაა გააქტიურებული, საჭიროა მხოლოდ კლავიატურის ინსტალაცია, ამისთვის ისევ ვხსნით Control Panel-ს, და იქ Region And Language-ს: გადავდივართ Keyboards and Language ჩანართზე და ვაჭერთ Change Keyboards ღილაკს: გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Add ღილაკს ვნახულობთ სიაში Georgian-ს და დავუსვავთ თოლიას Georgian(QWERTY)-ს ვაჭერთ OK-ს ყველა ფანჯარაში, ქართული კლავიატურა დაყენებულია! გადართვა XP-ს ანალოგიურად ან ე.წ Language Bar-იდან (საათთან) ან Alt+Shift ღილაკების კომბინაციით P.S: ILKBD-თი პირდაპირ შეიძლება კლავიატურის დაყენება, მუშაობს 32 და 64 ბიტიან სისტემებზე 3. ქართული კავიატურის ინსტალაცია Windows 8 ოპერაციულ სისტემაში: ისევ შევდივართ Control Panel-ში და ვირჩევთ Language-ს: გამოსულ ფანჯარაში Add Language: მოვნახავთ ქართულს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ Add ღილაკს იგივენარად ხდება Windows 10 ის შემთხვევაშიც. სულ ეს იყო, ქართული კლავიატურა აქტიურია კლავიატურების გადართვა ხდება წინა Windows-ების ანალოგიურად, მაგრამ დამატებული აქვს WIN+ SPACE ღილაკების კომბინაცია Windows 8-ში დეფაულტად დაყენებულია ისე, რომ ენის გადართვისას ის ირთვება ყველგან, მთლიანად სისტემაში, იმისთვის,რომ ენები გადართოთ მხოლოდ კონკრეტული პროგრამებისთვის (როგორც წინა Windows-ებშია ისე) გახსენით Control Panel/Language და მარცხენა მხარეს სიიდან აირჩიეთ Advanced Settings და მონიშნეთ როგორც სურათზეა
  25. ვიბერი მუშაობს ჩემთან უპრობლემოდ, მაგრამ მარკეტს ვერაფერი მოვუხერხე, არცერთი ანლოქერი არ შველის და არც VPN (არადა ორივე ნაღდად მუშაობს) ერთი პერიოდი ორივეს გარეშე მუშაობდა და მის მერე მოკვდა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.