-
Posts
8149 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
33
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by gio_kiborg
-
S.G, წერე ქართულად! ჯერ ერთი ფორუმის წესებში წერია, მეორეც რას გვერჩი დამეთხარა თვალები შენი პოსტების კითხვით რაც შეეხება დაუნლოად მენეჯერებს, არის ბევრი მათგანი თავისი +/- ებით, მაგალითად მე ვიყენებ Internet Download Manager-ს (ნახავ თემას პროგრამების განყოფილებაში), ძალიან კარგი რაეა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: ფაილებს იწერს ცალკე temp დირექტორიაში და ბოლოს აერთიანებს, რაც დიდი ფაილების გადმოწერისას არც ისე მოსახერხებელია, შეუძლია თითქმის ნებიმიერი Online და Streaming მედია ფაილების (ვიდეო, აუდიო, ფლეში) გადმოწერა ძალიან კარგია Orbit Downloader ასევე, თან უფასოა, ფაილებსაც ერთ ფაილად იწერს და რამდენიმე ნაკადით რა თქმა უნდა ადვილად იწერს ფლეშ ვიდეოს ასევე კარგია Flashget რომელსაც ტორენტების გადმოწერის ფუნქციაც აქვს (თუმცა ნაკლები შესაძლებლობებით ვიდრე სპეციალურ ტორენტ კლიენტებს) ძალზე ცნობილი იყო ასევე Download Master , ეგეც უფასოა, მოკლედ დააყენე და შენით შეარჩიე რაც შეეხება ზოგადად ამ კლიენტების მუშაობას, ბევრი მათგანი ხშირად 2-3ჯერ სწრაფად იწერს ვიდრე ბრაუზერი, მიზეზი კი იმაშია, რომ მათ მოაქვთ რამდენიმე ნაკადად ფაილები, თუმცა არის სერვერები, რომლებიც არ იძლევიან რამდენიმე ნაკადად წამოღების საშუალებას, მაშინ ამ შემთხვევაში გადმოწერის სიჩქარე ბევრად მეტი არ იქნება ბრაუზერის გადმოწერის სიჩქარეზე, დაახლოებით თანაბარი იქნება და რაც მთავარია ის ვერ გადააჭარბებს იმ სიჩქარეს, რასაც პროვაიდერი გაწვდით რეალურად (და არა იმას რაც კონტრაქტში წერია!) უბრალოდ არ ექნება საშუალება, შესადარებლად, გაქვთ წყლის მილი, რომელიც ატარებს 5 ლიტრ წყალს წუთში, მაგრამ ონკანი ატარებს 1 ლიტრს წუთში, თუკი ერთი ონკანით 10 ლიტრიანი ჭურჭელი შეივსება 10 წუთში, თუკი დავაყენებთ 5 მასეთ ონკანს, ჭურჭელი შეივსება 2 წუთში, თუმცა რაც არ უნდა ვეცადოთ, მასზე ნაკლებ დროში ჭურჭელს ვერ გავავსებთ,ერთი უბრალო მიზეზის გამო: მილიდან არ მოდის მეტი ასევე სრული სისულელეა ჩით ენჯინის გამოყენება Download-ის გასაზრდელად, ის შეიძლება წერდეს, რომ მოაქვს 10მბ/წმ-ით, მაგრამ სახელიდან გამომდინარე ის ჩიტია ანუ მაქინაცია, (ისევ წყლის მილის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, მრიცხველიც თუ დავაყენეთ მილზე, ჩიტ ენჯინი მრიცხველს დაატრიალებს სწრაფად და არა ნაკადის სიჩქარეს მოუმატებს ) თუ არ გჯერათ, ჩაატარეთ ექსპერიმეტი: გვიან ღამით, ან დილით ადრე, როდესაც ინტერნეტი ნაკლებ დატვირთულია(უფრო სწორად ქსელები) და სიჩქარეც სტაბილური, გადმოწერეთ დაახლოებით 4-5 გბ ფაილი (HD ფილმი მაგალითად) დაუნლოად მენეჯერით, ან ბრაუზერით (დრო დაინიშნეთ არა კომპიუტერზე, მაგალითად მობილურზე) მერე ჩიტ ენჯინის გამოყენებით გადმოწერეთ იგივე ფაილი და ისევ დაინიშნეთ დრო, თუკი მაგ როგრამა 10-ჯერ უმატებს სიჩქარეს, ე,ი 10-ჯერ სწრაფად უნდა გადმოწეროს, ანუ 2 საათის ნაცვლად 12 წუთში მაგალითად...
-
გამორთვის პრობლემა ტექნიკურად არაა, პირიქით, გაამარტივებდა ბევრ რამეს მარა ხმები შუაზეა გაყოფილი თითქმის, იყოს კიდევ პოლი, იქნებ რაიმე იდეები წამოვიდეს ახალი
-
გვერდი როცა არ იტვირთება ბოლომდე განსაკუთრებით მაშინ მაქვს პრობლემა, სხვა დროსაც ყოფილა ხოლმე, თუმცა ნაკლები სიხშირით
-
მე მაგალითად მაგთის H+-ზე 500 და მეტიც მქონია, სპიდტესტი კი 1,2მბ/წმ აჩვენებს, თუ კარგად იჭერს, 300 მინიმალურია და სიმთან რატომ უნდა იყოს კავშირში ვერ ვხვდები, სიმზე ხომ ფაქტიურად მხოლოდ აბონენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებია? დანარჩენს მიმღებ/გადამცემი ანტენები არეგულირებენ
-
როგორც ვთქვით ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, ნახე ადგილი სადაც სხა ტელეფონებზე კარგად იჭერს HSDPA და იქ შეამოწმე ამ ბოლოს ისე მაგთის აქვს ხარვეზები HSDPA-ში, ადრე სადაც კარგად იყო უჭირს ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ ბევრი ახალი კლიენტი ყავთ
-
დრაივერები ხომ გიყენია? ან PS Suite პროგრამა? მარტო ჩიპს ვერ დაინახავს, წესით, ან მარტო შიდა მეხსიერებას დაინახავს (თუ ჩიპი არ გაქვს) ან ვერაფერს
-
კომპზე შეაერთე ტელეფონი (თუ ტაბლეტი) გახსენი My Computer-იდან ტელეფონი და შიდა მეხსიერება (არა ჩიპი) მანდ არის Android პაპკა, მაგ პაპკაში გააკეთე (თუ არ არის) obb ფოლდერი და შიგნით ჩააკოპირე ამოარქივებული ქეში (zip ან RAR არქივი არ ჩააგდო) apk-ს კი გადაწერ ტელეფონში და გახსნი ტელეფონის ფაილ-მენეჯერით და დააინსტალირებ სულ ესაა
-
ესაა სკრიპტის ოფ.გვერდი როგორც ვიცი, მარა არც ერთი ლინკი აღარ მუშაობს http://code.ge/geokbd
-
ხო, მეც მასე ვფიქრობ, შევფუთე კეისი და წამოვიღებ თბილისში ალტას სერვისში, ჯერ კიდევ აქვს გარანტია საბედნიეროდ, იმედია დიდხანს არ დააგვიანებენ
-
თუკი HDD შეერთებულია არაფერი შველის, გაყინულია BIOS `BIOS გავანულე არაერთხელ, სხვადასხვა სეთინგებიც ვცადე, არ რესტარტდეა, უბრალოდ Welcome სკრინია და ვსიო
-
მაგის დაწერა გამომრჩა, ვცადე რა თქმა უნდა
-
გილოცავთ გიორგობას! კომპზე გადავაყენე windows, დავააპდეითე, და რეტარტის მერე კომპი გაიყინა BIOS-ის Welcome სკრინზე, არც BIOS-ში შედიოდა, დავიწყე დიაგნოსტიკა (ოპერატიული, ვიდეოკარტა, ვინჩესტერი) და შევჩერდი ვინჩესტერზე, როდესაც ვაერთებ დედაპლატაში, მაშინ იჭედება BIOS-ის Welcome სკრინზე, სხვა დროს აგრძელებს ჩვეულებრივ, ვცადე Sata კაბელის შეცვლა, კვების შეცვლა, შედეგი 0 ვინჩესტერია Seagate barracuda 500gb, დედაპლატა ASUS P8H61-M LX3 R2.0 რა შეიძლება ვცადო კიდევ რომ ავამუშავო? სოფელში ვარ ახლა და სხვა ვინჩესტერის, ან კვების შეერთების საშუალება არ მაქვს... ბოლო-ბოლო წამოვიღებ ალტას Support-ში მარა იქნებ ადგილზე გავაკეთო რამე, (BIOS დავადეფაულტე რამდენჯერმე)
-
თუ დრო გინდათ იყოს მომავალი კვირის ბოლომდე, მანამდე იქნებ ან სკრიპტის გადამწერი გამოჩნდეს, ან ვანომ იუზერის CP-ში გადაიტანოს სკრიპტის ჩართვა/გამორთვა
-
წინა ვერსიებს არც ჩვენ ფორუმზე ქონია პრობლემა, ბოლო 2-3 განახლების მერე დაეწყო ძირითადად, ნუ ipb-ს 2.x.x ვერსიებთან უპრობლემოდ მუშაობდა
-
გლდანი დიდია და არაერთი ანტენაა იქ, სადმე ნახე სადაც უეჭველად იჭერს, ჩემთანაც ზოგან იჭერს, ზოგან არა, მაგალითად თსუ-ს მე-2 კორპუსში ნაწილ ოთახებში იჭერს, ნაწილში არა H+ მე ვიყენებ მაგთის HSDPA-ს, სეთინგებს მესიჯად მიიღებ შესაბამის ნომერზე დარეკვით, დააინსტალირებ და გადატვირთავ კომპს და ეგაა, როგორც წესი ავტმატურადაა ტელეფონში გააქტიურებული H+ მხარდაჭერა და არც ვიცი საიდან ითიშება საერთოდ (ზოგადად მობილური ინყტერნეტი კი ითიშება, მაგრამ არა მხოლოდ H+)
-
თვითონ Alt Shift კი მუშაობს როგორც ვთქვი, მაგრამ ხანდახან როცა ინგლისურზე გადავრთავ, ამ დროს სკრიპტიც ირთვება და მაინც ქართულად აგრძელებს წერას, მერე არკვიე რა კონფიგურაცია უნდა
-
არაფერი არ უნდა, ისეთ ორგანიზაციაში/სამსახურში უნდა მუშაობდე სადაც აქვთ კორპორაციული ნომრები, არიგებენ უფასოდ ასეთი სახელმწიფო სამსახურებია ყველა სამინისტრო და მათი დაქვემდებარებული სტრუქტურები, მაგ განათლების სამინისტრო-სკოლები, სახელმწიფო უნივერსიტეტები ზოგ დიდი ფირმასაც აქვს თავისი კორპორატიული ნომრებიმ თუმცა სახელმწიფოს უპირატესობა ისაა, რომ ყველა სამსახურს ერთიანი კორპორატიული ქსელი აქვს, ერთნაირი პირობებით გავცდით თემას მგონი ძალიან....
-
არა მარტო ნაცნობობით, ოფიციალურად შემიძლია ავიღო და პორტირება თუ შეიძლება ჩემი მაგთის ნომრით დავპორტირდები თან, ბევრ მეგობარს აქვს კორპორატიული და ძალიან კმაყოფილებიც არიან ტარიფებით, + კიდევ თუ 15გბ იქნება 5 ლარად ხომ საერთოდ...
-
მაგთის ყველა კორპორატიულს ასე აქვს? ავიღებ ერთს მაშინ მაქვს პონტი,მარა მესამე ნომერი.. ორ კარტიანი ტელეფონი დამჭირდება
-
სადაა 15გბ 5 ლარად?
-
ALT SHIFT რომ მუშაობდეს ნორმალურად კიდევ არც დავსვავდი საკითხს, როცა სკრიპტი ურევს, ვერ გაიგებდაწერს თუ არა ინგლისურად როცა ინგლისურზე გაქვს კლავიატურა, ქართულად წერს ყველა ვარინტში მაგრამ ინგლისურად აღარ წერს როცა სკრიპტი ამუშავდება....
-
ტელეფონს არა მგონია რამე მოსვლოდა, თუ რამე დამტენი დაიწვებოდა
-
ყველგან არ იჭეტს hsdpa, დარწმუნებული ხარ რომ სადაც ხარ არის იქ? პარამეტრებში არაა განსხვაბება, apn იგივეა, უბრალოდ hsdpa-ს უნდა იჭერდეს სადაც ხარ იქ
-
მე მომეწონა, freedom რა არის ისე?
-
ხო, ვინც ფეისბუქზე წერთ არ გეზარებათ ქართულზე გადართვა? თუ ინგლისურად კრიბავთ იქ?
