Jump to content

gio_kiborg

OC Legends
  • Posts

    8149
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by gio_kiborg

  1. ხო, სხვა გზა არაა მაშინ
  2. რუსული უნიკოდს არ იყენებს, კირილიცას იყენებს და თუ Language for non-Unicode Programs უნდა დააყენო რუსულზე:
  3. კი, მუშაობს ჩვეულებრივი კაბელიც, მარა არც ისე სტაბილურად, კროსოვერი ჯობია, ფაილების გაცვლის ეს მეთოდი კი LANის შემთხვევაზეა აღწერილი როგორც მივხვდი, ანუ როდესაც კომპები ერთ ლოკალურ ქსელში არიან, ერთ როუტერზე მაგალითად
  4. სტაბილურიბას არც CM 11S-ზე ვუჩივი, არასტაბილური რა უნდა იყოს მარტო გუგლის აპებია დაიწყო უკვე CM 12S-ის გავრცელება, ჯერ არ მომსვლია ოღონდ
  5. კომპის სიმძლავრეზეა დამოკიდებული ზოგადად, რამდენად სწრაფი პროცესორი, ოპერატიული და ვინჩესტერი აქვს, ადრე თამაშის ჩაკეცვა და კომპის გაჭედვა ერთი იყო რასაც ბევრი რესურსი მიაქვს, ის შედარებით ნელია შესაბამისად სამსახურის და სახლის კომპები ერთნაირი სიმძლავრისაა? ბექგრაუნდში ერთნაირი რაოდენობის პროცესებია?
  6. Smartphone Madness 2015 Finals: Lumia 640 XL vs. OnePlus One გამოუშვეს საკუთარი Oxygen OS, Androyd 5.0.2-ზეა, ჩემი პირადი შთაბეჭდილებით CM-თან ახლოსაც ვერ მივა... მხოლოდ Google-ს აპებია ტელეფონში, დაველოდები CM-ის განახლებას 12-მდე, რამდენიმე დღეში ეგეც უნდა იყოს რევიუ:
  7. ვფიქრობ, უნდა იყოს თემა ამ ტელეფონზე, ცნობისათვის, Oneplus არის ჩინური სტარტაფი, რომელიც აწარმოებს ფლაგმანური მონაცემების მქონე ტელეფონს, ოღონდ გაცილებით იაფად ვიდრე ამას სხვა აღიარებული მწარმოებლები აკეთებენ მოკლე სპეციფიკაციები: Chipset: Qualcomm MSM8974AC Snapdragon 801 CPU: Quad-core 2.5 GHz Krait 400 GPU: Adreno 330 RAM: 3Gb ROM: 16/64 Gb LTPS LCD 5.5'' 1920:1080 Camera: Back 13MP, Front 5Mp 16 gb ვერიის ფასია 300 USD, ხოლო 64გბ-იანის 350 USD სრული სპეციფიკაციები შეგიძლიათ ნახოთ GSMArena-ზე განსაკუთრებულ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ვიდეოს გადაღება 60 FPS (მაქს. 1080p) და 120 FPS(მაქს 720p) რეჟიმში, ასევე 4K DCI და 4K UHD ფორმატებში, შესაძლებელია ასევე ვიდეო და აუდიო კოდეკების შერჩევა ხელით. აღსანიშნავია ასევე უკანა მხარე, რომელსაც რბილი ზუმფარის ქაღალდის (ე.წ. "შკურკა") ტექსტურა აქვს და შესაბამისად კარგი მოჭიდება აქვს ხელის გულთან. ტელეფონს ასევე აქვს 3 მიკროფონი ხმაურის გასანეიტრალებლად. ვებ-გვერდი ფორუმი ტელეფონს მოყვება Cyanogen Mod 11S (Android 4.4.4 kitkat) უახლოეს დღეებში მოსალოდნელია აპგრეიდი CM 12-ზე (Android 5 Lollipop) ასევე, ოფიციალურადაა მხარდაჭერილი ბევრი Custom Rom-ები, მაგალითად AOSP, MIUI, SlimKat, ParanoidAndroid დეტალურად, ოფიციალურად და არაოფიციალურად მხარდაჭერილი Custom Rom-ები შეგიძლიათ ნახოთ ფორუმზე რამდენიმე დღეში გამოვა ასევე კომპანიის საკუთარი Oxygen OS, რომელიც დაფუძვნებული იქნება Lollipop-ზე რაც შეეხება Cyanogen Mode-ს, ბევრის აზრით ეს არის Android-ის საუკეთესო მოდიფიკაცია, რომელიც ყველაზე ახლოს დგას "სუფთა" ანდროიდთან (რომლებსაც Nexus-ებში იყენებენ) ამავდროულად დახუნძლულია უამრავი შესაძლებლობით რომელიც ტელეფონის მაქსიმალურად საკუთარ გემოზე მორგების საშუალებსაგ გვაძლევს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფუნქცია Privacy Guard,რომელიც თითოეული აპისთვის Permission-ების ხელით მითითების საშუალებას იძლევა, ასევე WhisperPush, რომელიც დაშიფრული SMS შეტყობინებების გაგზავნის საშუალებას იძლევა. Performance განყოფილება საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლთ პროცესორის სიხშირე და I/O Scheduler, მაგრამ ზოგიერთი ფუნქცია საჭიროებს Root უფლებებს. (P.S: დარუთვით არ ირთვევა საგარანტიო პირობები, თუმცა, თუკი რამე მიზეზებით დარუთვის პროცესში ტელეფონი დაზიანდა, შეკეთება ფასიანია) ტელეფონი დიდი ხნის განმავლობაში იყიდებოდა მხოლოდ ვებსაიტიდან ინვაიტებით (მოსაწვევებით) შემდეგ, გაზარდეს წარმოების მოცულობა და დაუშვეს თვეში ერთხელ ინვაიტის გარეშე, ახლანდელი მდგომარეობით, კი ყოველ სამშაბათს 24 საათის განმავლობაში შესაძლოა საიტიდან შეძენა, სჭირდება paypal ანგარიში.
  8. აქვს ჩამოტვირთვა, მაგრამ ძალიან მოუქნელად, თან ჩამოტვირთული რუკა ფაქტიურად სკრინშოტია და მეტი არაფერი
  9. ხო, თავიდან 2008-ში ინგლისური ვერსია რომ ვნახე დიდად ვერ დავამუღამე ინგლისური კარგად არ ვიცოდი, ერთი წლის მერე რუსული Gold Edition გამოვიდა და მის მერე აღარ წამიშლია კომპში, თან მე-2 და მე-3 რუსულად არაა, სუბტიტრები აქვს მარტო, ამიტომ სასურველია თავიდანვ ინგლისურად დაიწყო
  10. მანდ ხელით ვერ დაამატებ, თუკი პროგრამას არ აქვს ფუნქცია Windows Defender-ს არ აქვს, ამიტომთუ ხშირად გინდა ხოლმე გახსნა, აპინე ტასკბარზე, ან სტარტ მენიუში, Notification-ებში ვერ დაამატებ, თუმცა მუშაობით მაინც მუშაობს
  11. Driver Pack Solution-ის ლაითი ვერსია ჩაწერე, ქსელის დრაივერს დააყენებს და მერე თვითონ კომპიდანდვე მოქაჩავს საჭირო დრაივერებს, დიდი ფლაშკა არ დაგჭირდება პროგრამები კი buki.ge-ზე დევს წესით ყველა
  12. ასე სცადე?
  13. Skype Translator დავაყენე (Win 8.1-ზე) მარა ვერ გამოვცადე ჯერ....
  14. Waze-საც და Google Map-საც სჭირდებათ ინტერნეტი, თუმცა Google Map-ზე შესაძლებელია რუკის ნაწილის გადმოწერა ოფლაინში (რუსკის ზომა შეზღუდულია), თუმცა ნავიგაციისთვის და მარშრუტების გამოსათვლელად მაინც უნდა ინტერნეტი p.s cucqira7 არაა საჭირო მაგ ზომის შრიფტით წერა ეგ ნავიგაციის პრობლემა არაა, GPS-ის პრობლემაა, ჯობს გახსნა თემა დახმარების ქვეგანყოფილებაში, მიუთითე ტელეფონის მოდელი და ანდროიდის ვერისა
  15. Oneplus One CM11 (სტოკ ანდროიდი 4.4.4) არც დამირესტარტებია, დამტენზე რომ შემეერთებინა და ცოტა ოპტიმიზაცია გამეკეთებინა ალბათ 50-მდე ავა
  16. გავსებულია C დისკი? წერს რომ არ არის თავისუფალი ადგილი ფაილების დასაკოპირებლად (მართალია Live დისკია, მაგრამ ვინჩესტერზეც აკოპირებს გარკვეულ ფაილებს) სჭირდება 350 მბ თავისუფალი ადგილი, რადგანაც ვინჩესტერზე ვერ ნახა, ოპერატიულ მეხსიერებაში შევინახავო OK-ს რომ აჭერ არ აგრძელებს?
  17. კი, მასე იქნება თუკი კომპზე სხვა იუზერია, მისი სახელი უნდა ჩაწერო
  18. Google Wallet-ზე ბარათის მიბმაში ერთჯერადად გეჭრება 1$ (გადამოწმების ვარიანტში, ზოგ შემთხვევაში მგონი უკან ბრუნდება კიდეც) სხვა მხრივ, არავითარი გადასახადები არაა თუკი არ იყიდი ფასიან პროდუქტს. ამ შემთხვევაში გეჭრება პროდუქტის ღირებულების საფასური.
  19. თემა იხურება, ავტორს ვორნი წესების დარღვევისთვის: 1. თემას უნდა ერქვას სწორი სათაური 2. სანამ თემას გახსნით უნდა გადახედოთ ფორმს ხომ არ არის უკვე ნაპასუხები თქვენს კითხვაზე:
  20. გადადის დახმარების განყოფილებაში
  21. სწორ ვერსიას იწერ ხომ დრაივერისას M სერიისთვის და არა სტანდარტულის?
  22. Vista SP2 ან Windows 7 იგულისხმება, XP აღარაა მხარდაჭერილი ძველი ვერსია დააყენე XP-სთან თავსებადი (Rutracker-ზე ნახე აღწერებში) პრობლემათუ მოგვარდა ვხურავ
  23. ღირს HD-ში გადათამაშება დრო თუ მექნა... დავამატე გადმოსაწერი ლინკები
  24. დააყენე Windows, გაააქტიურე (სასურველია სკაიპით), დააყენე ყველა საჭირო პროგრამა, დაააპდეითე და მერე გააკეთე სისტემის იმიჯი Acronis True Image-თი, რამდენი აურვს, იმდენი დააბრუნებ საწყის მდგომარეობაზე ორი კლიკით
  25. გადავიდა მობილური სამყარო/დახმარების ქვეგანყოფილებაში თემის გახსნამდე წაილითხეთ თემის წესები და გახსენით თემა მის შესაბამისად! რაც შეეხება პრობლემას: ზუსტად აღწერე რა სიტუაციაა, დაპორტირდი ბილაინიდან მაგთიზე და შესაბამისად შეცვალე სიმიც (მიკროსიმით ალბათ) ტელეფონი შეცვალე? თუ შეცვალე მაშინ უნდა დაწერო ძველი და ახალი ტელეფონის მოდელები თუ არ შეგიცვლია, მაინც უნდა დაწერო მოდელი, პრობლემის გადაწყვეტის ზოგადი სქემა ასეთია (მიუხედავად ტელეფონის პროგრამისა) (თუკი ტელეფონი არ შეგიცვლია) 1. დააიმპორტე SIM-ის კონტაქტები ტელეფონში ვსიო, სანამ ტელეფონს არ შეცვლი კონტაქტები იქ იქნება მიუხედავად სიმების შეცვლისა 2. დააიმპორტე SIM-ის კონტაქტები ტელეფონში და გააერთიანე რომელიმე ონლაინ ექაუნთთან, მაგ. Google-ს ექაუნთთან Android-ზე, Microsoft Live ექაუნთთან Windows Phone-ზე, Apple ID-სთან iOS-ზე და ა,შ. ამის შემდეგ თუნდაც ტელეფონი შეცვალო კონტაქტები საიმედოდ იქნება ონლაინ საცავში. შენახული (საჭიროა ინტერნეტი, მობილური, ან WiFi) (თუკი ტელეფონი შეცვალე) 1. თუკი მე-2 ვარიანტი (ზემოთ) მუშაობს, მაშინ მარტივადაა საქმე, ძველი დევაისის ონლაინ ექაუნთს შეიყვან ახალში და კონტაქტებიც გაჩნდება 2. თუკი არაა ონლაინ ექაუნთის შესაძლებლობა, მაშინ ძველი დევაისის სიმ კარტიდან მეხსიერებაში უნდა გადაიტანო კონტაქტები, შემდეგ ეს კონტაქტები გადაწერო ახალ ტელეფონში კომპიუტერის დახმარებით ან ბლუთუსით.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.